ძებნის რეზულტატი:
რუსეთმა ლატვიაში გაზის მიწოდება განაახლა
რუსეთიდან ლატვიაში გაზის მიწოდება, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ინფორმაციას სისტემის ოპერატორი Conexus Baltic Grid (CBG) ადასტურებს. ლატვიის ეკონომიკის სამინისტრო: „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტას, მომხმარებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ ლატვიაში გაზის მიწოდების შეჩერების შესახებ ივლისში განაცხადა და მიზეზად შესყიდვის პირობების დარღვევა დაასახელა. დღის მონაცემებით, რუსეთიდან ლატვიაში გაზის მიწოდებამ საათში 43 393 მეგავატი შეადგინა. ამ დროისთვის გაზი ლატვიის ერთიან ბაზარს მიეწოდება და შესაძლებელია ფინეთში, ესტონეთსა და ლიტვაში ტრანსპორტირება. ლატვია გეგმავს 2023 წლის 1-ელი იანვრიდან რუსულ გაზზე უარი სრულად თქვას. ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა ცნობისთვის, პირველი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვდა. ამისთვის უცხოელ მყიდველებს ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გაეხსნათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.
პოლონეთი სექტემბრიდან თავის სკოლებში 200-300 ათასი უკრაინელი მოსწავლის მისაღებად მზადაა
პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ფშემისლავ ჩარნეკმა განაცახდა, რომ პოლონეთის სკოლები მზად არიან უკრაინიდან 200-300 ათასი ბავშვის მისაღებად. „ჩვენ ამისთვის სისტემატიურად ვემზადებით. ჩვენ საკმაოდ მოქნილი სისტემა გვაქვს,ძალიან მოქნილი სისტემა გვაქვს, რომელიც თვითმმართველობასთან და პასუხისმგებელ ორგანოებთან ერთად შევქმენით“, - განაცადა ჩარნეკმა. მისი თქმით, სავარაუდო პრობლემები შეიძლება გაჩნდეს დიდ ქალაქებში, როგორიცაა ვარშავა ან კრაკოვი, სადაც შესაძლებელია სიტუაციები, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს ერთი სკოლის დირექტორს ბავშვების მიღების მოთხოვნით. „შემდეგ შევთავაზებთ სხვა სკოლებს, სადაც, ალბათ, შესაძლებელი იქნება უკრაინელი ბავშვების მიღება“, - განმარტა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელმა. ჩარნეკმა აღნიშნა, რომ სამინისტროს მონაცემებით, პოლონეთში დაახლოებით 700 000-800 000 უკრაინელი სკოლის ასაკის ბავშვია. მინისტრმა დასძინა, რომ მათგან დაახლოებით 500-600 ათასი უკრაინის სკოლებში დისტანციურად სწავლობს. შეგახსენებთ, ევროკომისარმა შინაგან საქმეთა ილვა იოჰანსონმა განმარტა, რომ უკრაინელ ბავშვებს სასწავლო წლის დაწყებისთანავე მოუწევთ სკოლაში სიარული ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც დასახლდნენ.
ნენსი პელოსი: აშშ ჩინეთს ტაივანის იზოლაციის უფლებას ვერ მისცემს
„ჩინეთის მთავრობას ვერ მივცემთ ტაივანის იზოლირების საშუალებას. ისინი ვერ გადაწყვეტენ, ვინ ესტუმროს ტაივანს“, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ პელოსმა დასძინა, რომ ტაივანში მისი ვიზიტის მიზანი არ იყო ჩინეთის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა, ვაშინგტონი კვლავ იცავს "ერთი ჩინეთის" პრინციპს. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი 2 აგვისტოს ტაივანს ეწვია. შეგახსენებთ, ტაივანი ჩინეთის შეჭრის გეგმაზე მიუთითებს. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა გინესის რეკორდი დაამყარა და 16 ტონა სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია
ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა გინესის რეკორდი დაამყარა და უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია. ბაგრატ ჟღენტმა მსოფლიოში ამ დრომდე დაფიქსირებული რეკორდი გაზარდა. ახალი შედეგის მიხედვით ჟღენრმა – 16 ტონა სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია. აქამდე რეკორდი დამყარებული ეგვიპტელ ათლეტს ჰქონდა. ბაგრატ ჟღენტის წინამორბედმა 15 ტონისა და 730 კილოგრამის სახმელეთო ტრანსპორტის გაწევა შეძლო.
ბაქო ერევანს მოუწოდებს, რომ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი არ გააჭიანუროს
სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის გაჭიანურებისა და ზიანის მიყენების მცდელობა სხვადასხვა საბაბით, სარგებელს პირველ რიგში, თავად სომხეთს არ მოუტანს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანკარაში თურქეთის ელჩების მე-13 კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მთიან ყარაბაღში სტრატეგიული სიმაღლის აღების შესახებ განაცხადა „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი ამას საბოლოოდ გაიგებს“, - განაცხადა ბაირამოვმა. მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესის პარალელურად, აზერბაიჯანის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სომხეთის საზღვრამდე როგორც სახმელეთო, ასევე სარკინიგზო კომუნიკაციები შენდება. ნიკოლ ფაშინიანმა „მთიან ყარაბაღში“ რუსი „სამშვიდობოების“ ალტერნატივაზე ისაუბრა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების 50 პროცენტზე მეტი დასრულებულია. „2023 წელს აზერბაიჯანი დაასრულებს ამ სამუშაოებს თავის ტერიტორიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების აღდგენის პროცესს სომხეთი აფერხებს, აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარზე მდინარე არაზზე პირველი ხიდის მშენებლობა დაიწყო. ამრიგად, აზერბაიჯანს ექნება ალტერნატივა - სომხეთის გვერდის ავლით, ირანის ტერიტორიით, ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე მიაღწიოს. ანუ პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება, უნდა თუ არა ეს სომხეთს. ნახჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი აუცილებლად შეიქმნება. რაც შეეხება ერევანს, ამ პროექტებიდან თავის შეზღუდვით, სომხეთი რეგიონული განვითარებისგან კვლავ შორს დარჩება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სომხური მხარე, ეს მათი საქმეა, მაგრამ თუ ისინი უარს იტყვიან აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე, ყველაზე მეტად თავად სომხეთი დაზარალდება“, - განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა. მედია: აზერბაიჯანმა ლაჩინთან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო ბაირამოვმა ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამმხრივი შეთანხმების დებულებების უმეტესობა უკვე შესრულებულია. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქო მხარს უჭერს ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის სრულ შესრულებას. „არ უნდა იყოს შერჩევითი მიდგომა. ყველაზე სერიოზულ საკითხად რჩება სომხეთის შეიარაღებული ძალების სრული და უპირობო გაყვანა აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონიდან. (სამმხრივი) განცხადების მე-4 პუნქტის მიხედვით, სომხური ძალებს ტერიტორია იქ რუსი სამხედროების შემოსვლის პარალელურად უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ეს არ მომხდარა. აზერბაიჯანი სომხეთიდან ჯარების გაყვანას ითხოვს და ეს საკითხი გადაწყვეტილია. ზანგეზურის დერეფანი ასევე სომხეთის ერთ-ერთი ვალდებულებაა. სომხეთი სიტყვიერად ყველაფერს იღებს, მაგრამ პრაქტიკაში პროცესი ნელდება“, - განაცხადა მან. „ბაქომ ღიად განაცხადა, რომ იგი გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მომხრეა“,- განაცხადა მინისტრმა. გასულ კვირას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება ისევ დაიძაბა. 3 აგვისტოს, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინოფრმაცია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს. სომხურ მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 სამხედრო. ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს. მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში განსათავსებლად, რუსი სამშვიდობოების ალტერნატივა უნდა მოიძებნოს იმ შემთხვევაში, თუ მათი იქ ყოფნისას დაგეგმილი ამოცანა ვერ შესრულდება.
ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად დღეს სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა და ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, სასწრაფო დახმარების მანქანების დიდი რაოდენობა ევპატორიიდან ნოვოფედოროვკასკენ მიემართებოდა. ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, ჯერ ადრეა მსხვერპლზე საუბარი, მისი თქმით, ადგილზე სამედიცინო პერსონალი მუშაობს. სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის გამოიყენება.
სასაზღვრო პოლიცია თავის საკუთრებაში არსებულ ფრანგული წარმოების AS-350B3 ტიპის შვეულმფრენს განაახლებს
სასაზღვრო პოლიცია 15 807.57 ევროდ განაახლებს თავის ბალანსზე არსებულ ფრანგული წარმოების AS-350B3 ტიპის შვეულმფრენს. მისი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ნაწილებს სახელმწიფო გამარტივებული შესყიდვით შეიძენს რუმინული კომპანია "Airbus Helicopters Romania"-სგან. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს პოლიციის პოლკოვნიკ იოსებ არჯევანიშვილის პატაკის მიხედვით, რომელიც შესყიდვის საფუძველია, AS-350 ტიპის შვეულმფრენს გეგმური, კალენდარული, ტექნიკური მომსახურების პროცესში გამოუვლინდა დაზიანება (ნახევრად ლამინირებული საკისრების „Half Laminated Bearing“ 704A33633303 დაზიანება (რეზინის დაშუშხვა) და მისი შეკეთების აუცილებლობაც ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში. სასაზღვრო პოლიციის ვებგვერდის მიხედვით, უწყების ბალანსზე 12 შვეულმფრენი ირიცხებოდა გუდაურში MИ-8 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნამდე, რომელმაც კატასტროფა 29 ივლისს განიცადა. ავიაკატასტროფას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წყარო - რადიო თავისუფლება
ჩინეთის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირების ფონზე, ტაივანი საარტილერიო წვრთნებს ატარებს
ტაივანის სამხრეთ რეგიონში სამხედროებმა საარტილერიო წვრთნები ჩაატარეს. კუნძულის ირგვლივ ჩინეთის უპრეცედენტო სამხედრო წვრთნების ფონზე, ტაივანის მცირე მანევრები ფოკუსირებულია ჰაუბიცის აქტივობაზე. უფრო ადრე, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნები იმ გეგმის ნაწილია, რომელსაც პეკინი კუნძულზე შეჭრისთვის ამზადებს. ჯოზეფ ვუს არ უსაუბრია ტაივანში შესაძლო შეჭრის ვადებზე, თუმცა აღნიშნა, რომ ტაივანს არ ეშინია. „ჩინეთმა გამოიყენა წვრთნები თავისი სამხედრო სახელმძღვანელოდან, რათა მოემზადოს ტაივანში შეჭრისთვის”, - განაცხადა ვუმ ტაიპეიში გამართულ პრესკონფერენციაზე Reuters-ის ცნობით. მისივე თქმით, ჩინეთი ატარებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს და უშვებს რაკეტებს. ახორციელებს კიბერშეტევებს, მიმართავს დეზინფორმაციას და ეკონომიკურ იძულებას, რათა ტაივანში საზოგადოებაზე გავლენას მოახდინოს. „სწავლების დასრულების შემდეგ, ჩინეთმა შესაძლოა, სცადოს თავისი ქმედებების რუტინიზაცია, რათა დაანგრიოს გრძელვადიანი სტატუს-კვო ტაივანის სრუტეზე“, - განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი არასოდეს გამორიცხავდა ტაივანის ძალით აღებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი ჩვეულებრივ, სამხედრო წვრთნებს „ჩვენს წყლებში“ ღია, გამჭვირვალე და პროფესიონალურად ატარებს და დამატა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია. თავის მხრივ, ტაივანი უარყოფს ჩინეთის პრეტენზიებს და ამბობს, რომ მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია, გადაწყვიტოს კუნძულის მომავალი. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს, მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ხერსონიდან რუსი სამხედროების ოჯახების გაყვანა დაიწყო - რეგიონული ადმინისტრაცია
რეგიონულმა სახელმწიფო ადმინისტრაციამ დასძინა, რომ ხერსონის რეგიონში ოკუპანტები საჯაროდ განიხილავენ „რეფერენდუმის“ ჩატარების საკითხს და ადგილობრივ მოსახლეობას „პრობლემებით“ აშინებენ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი 2 აგვისტოს წერდა, რომ დონეცკის ოლქიდან რუსული ჯარების ნაწილის გაყვანა, სავარაუდოდ, უკრაინულ ძალებს იზიუმის ღერძზე კონტრშეტევის შესაძლებლობას მისცემს. „რუსეთის ზოგიერთი ჯარის გაყვანა დონეცკის ოლქიდან მათ ძალისხმევას შეანელებს გარკვეული მიმართულებით ისევე, როგორც რუსულმა ძალებმა დაკარგეს ძალა ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ფრონტებზე, ლუგანსკის ოლქში შეტევითი ოპერაციების დროს. სავარაუდოდ, უკრაინულ ძალებს იზიუმის ღერძზე კონტრშეტევის წამოწყების შესაძლებლობა მიეცემათ ისევე, როგორც რუსეთის მიერ ლუგანსკის რეგიონის დაპყრობამ მისცა საშუალება უკრაინას, შეექმნა პირობები კონტრშეტევისთვის ხერსონის რეგიონში“, - ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებაში. უკრაინის პრეზიდენტმა ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დანიშნა უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონით არ შემოიფარგლება - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა 7 ივლისს მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების მოსახლეობას, განსაკუთრებით, ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ევაკუაცია ყველა შესაძლო გზით, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ტერიტორიების გათავისუფლება შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე. უკრაინა: თავდაცვიდან კონტრშეტევაზე გადავდივართ, ხერსონი რუსეთისგან სექტემბრისთვის გათავისუფლდება
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერების საკითხს განიხილავენ - რუსლან სტეფანჩუკი
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა „როდესაც ჯერ არ არის კოლექტიური - „დიახ", მაგრამ არის ინდივიდუალური პოზიცია. სათითაოდ, ევროკავშირის ქვეყნები უარს ამბობენ რუსებისთვის ვიზების გაცემაზე. ეს არ საჭიროებს ხანგრძლივ და ვრცელ დისკუსიებს. ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები და ბელგია არ ერიდებიან შეზღუდვების შემოღებას და რუსებისთვის იმის დემონსტრირებას, რომ მათ არ მიესალმებიან ევროპაში“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა. სანა მარინი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან მისი თქმით, საბოლოოდ, ყველა მიხვდა, რომ ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრება და ომის ხელშეწყობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის. საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ამიერიდან, რუსები ვერ შეძლებენ დასასვენებლად წასვლას მსოფლიოს დედაქალაქებში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს. რუსებს ჯერჯერობით შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის მონახულება, პირდაპირი საჰაერო კავშირების არარსებობის მიუხედავად. თუმცა დასავლეთის სანქციების სიაში მყოფი პირებისთვის, ბევრი ოლიგარქისა და მაღალი თანამდებობის პირისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პრეზიდენტ პუტინთან, ევროკავშირში მოგზაურობა აკრძალულია. დასავლეთის სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა გამოიწვია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების ფაქტი რუსეთმა შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება. ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, აეროდრომზე ავიაგამანადგურებლების მე-3 პოლკი იმყოფება, რომლის შემადგენლობაში ძირითადად არიან თვითმფრინავები Su-30SM, Su-33 და ბომბდამშენები Su-24M.
ე.წ. ხელისუფლების თქმით, ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის მიერ „დანიშნული“ რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა“. უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, 5 დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება.
პენტაგონი: ჩინეთი მომდევნო 2 წლის განმავლობაში ტაივანში შეჭრას არ გეგმავს
პენტაგონს არ შეუცვლია პოზიცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი არ გეგმავს ტაივანში შეჭრას მომდევნო ორი წლის განმავლობაში, განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის უმაღლესმა პოლიტიკის ოფისმა, მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა გასულ კვირას დაიწყო უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები კუნძულის გარშემო. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალიმ განაცხადა, რომ „აშკარაა, რომ პეკინი ცდილობს, შექმნას ერთგვარი ახალი ნორმა, რათა სცადოს ტაივანის იძულება, მაგრამ ასევე გულწრფელად გამოიწვიოს საერთაშორისო საზოგადოება, თუ გავითვალისწინებთ ტაივანის სრუტის მნიშვნელობას გლობალური ეკონომიკისთვის“, - დაამატა კოლინ კალმა. მისივე თქმით, ჩინეთის რეაქცია პელოსის ვიზიტზე იყო ხელოვნური კრიზისი, რადგან აშშ-ის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ ტაივანს. „ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა“, - აღნიშნა კალიმ. ჩინეთის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირების ფონზე, ტაივანი საარტილერიო წვრთნებს ატარებს. ტაივანი ჩინეთის შეჭრის გეგმაზე მიუთითებს. ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი არასოდეს გამორიცხავდა ტაივანის ძალით აღებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი ჩვეულებრივ, სამხედრო წვრთნებს „ჩვენს წყლებში“ ღია, გამჭვირვალე და პროფესიონალურად ატარებს და დამატა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია. თავის მხრივ, ტაივანი უარყოფს ჩინეთის პრეტენზიებს და ამბობს, რომ მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია, გადაწყვიტოს კუნძულის მომავალი. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს, მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
F-16 ტიპის მოერიშე თვითმფრინავების შესყიდვის მიზნით, თურქეთის დელეგაცია ვაშინგტონს ეწვევა
თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ F-16 ტიპის მოერიშე თვითმფრინავების შესყიდვის მიზნით, დელეგაცია აშშ-ის ოფიციალური პირების მიწვევით, ვაშინგტონში მომავალ ორშაბათს ჩავა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა კატეგორიულად ეწინააღმდეგება გაყიდვის პირობებს, რომლებსაც კონგრესის ზოგიერთი წევრი ემხრობა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ანკარისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვას, თუ ადმინისტრაცია არ დაადასტურებს, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ის ასევე მოიცავს კონკრეტული ნაბიჯების აღწერას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოიერიშეები არ გამოიყენებოდეს საბერძნეთის თავზე „არაავტორიზებული ფრენებისთვის“. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ 27 ივლისს განაცხადა, რომ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებით, თურქეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები „კარგად მიმდინარეობს“და ამ კუთხით, კონგრესში, ბოლო წლებში არსებული ატმოსფერო უკეთესობისკენ შეიცვალა. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ-დან F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის პროცესი გრძელდება ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა. თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა. აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ.
ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი კარიერას ასრულებს
ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა სპორტსმენმა სერენა უილიამსმა გამოაცხადა, რომ პროფესიულ ჩოგბურთს ტოვებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კარიერას აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, 11 სექტემბერს დაასრულებს. მიზეზი ოჯახის გაფართოებაა, პირველი შვილი სერენა უილიამსს 2017 წელს შეეძინა. სპორტსმენი აღიარებს, რომ ცდილობს, ეს ნაბიკი მისთვის ძალიან მტკივნეული არ იყოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ძალიან უჭირს. „მე არასოდეს მომწონდა სიტყვა - „პენსიაზე”. შესაძლოა, საუკეთესო სიტყვა იმის აღსაწერად, რასაც ვაპირებ, ევოლუციაა. ჩოგბურთისგან შორს მივდივარ, გადავერთვები სხვა საკითხებზე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს სერენა უილიამსი ჟურნალ Vogue-სთან. სერენა უილიამსმა კარიერაში 73 ტიტული მოიგო. ოთხგზის ოლიმპიური ოქროს მედალოსანმა 94,5 მილიონ დოლარზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.
უკრაინამ ავსტრალიიდან ქვანახშირით დატვირთული პირველი 39 ვაგონი მიიღო
ქვანახშირით დატვირთული პირველი 39 ვაგონი უკრაინის თბოელექტროსადგურში ავსტრალიიდან ჩავიდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა. უკრაინა, სავარაუდოდ, 79,000 ტონა ქვანახშირს ავსტრალიის მთავრობის მიერ ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში მიიღებს. მინისტრ ჰერმან გალუშჩენკოს თქმით, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ქვანახშირის მარაგების მოპოვება დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. გალუშჩენკომ ასევე მადლობა გადაუხადა პოლონელ პარტნიორებს ავსტრალიური ქვანახშირის მიწოდებაში გაწეული დახმარებისთვის, რადგან უკრაინის პორტები რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო დაბლოკილია.
მიხაილო პოდოლიაკი: ყირიმი არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის, ყველაფერი ჯერ ახლა იწყება
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმი უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ დაბრუნების შემდეგ, შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი, უნიკალური ბუნებით და მსოფლიო კურორტი იქნება და არა ტერორისტების სამხედრო ბაზა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია. ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალია, იყოს შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებითა და მსოფლიო კურორტი. ის არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის. ყველაფერი ჯერ ახლა იწყება“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. ე.წ. ხელისუფლების თქმით, ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, 5 დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება. უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ოკუპანტებმა რიგი მიმართულებებით უკან დაიხიეს
რუსეთის ჯარებმა ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით თავდასხმის ოპერაციები განახორციელეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს. სპირნეს მახლობლად, ოკუპანტის ქვედანაყოფები უკრაინის არმიის სროლის ქვეშ მოექცნენ. ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა. ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსეთს სარაკეტო დარტყმისთვის მზადყოფნაში ჰყავს „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები მატარებელი ორის საზღვაო ხომალდი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რაზე შეთანხმდნენ უკრაინული და ამერიკული მხარეები ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ შეხვედრაზე
უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციისა და უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებმა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების ესკალაცია განიხილეს. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთ რთულ პირობებში უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ხელახლა დაამყაროს კონტროლი ზაპორიჟიეზე და მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ანტისარადარო რაკეტები მიაწოდა
პენტაგონის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ანტისარადარო რაკეტები გაუგზავნა. CNN-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავდაცვის დეპარტამენტმა აღიარა აქამდე უცნობი რაკეტების მიწოდების შესახებ, რაც შესაძლოა, გამოყენებული იყოს რუსულ სარადარო სისტემებზე დასამიზნებლად. თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალიმ არ დააზუსტა რაოდენობა, თუმცა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას AGM-88 ტიპის მაღალსიჩქარიანი ანტი-რადიაციული რაკეტა (HARM) მიაწოდა. მას აქვს 30 მილზე მეტი მოქმედების მანძილი, რაც აშშ-ის საჰაერო ძალების თანახმად, ერთ-ერთ უფრო შორი მოქმედების იარაღად აქცევს, რომელიც აშშ-მ უკრაინას დღემდე მიუწოდებია. რაკეტების გამოყენება შესაძლებელია რუსულ საზენიტო სარადარო სისტემებზე დასამიზნებლად, როგორიცაა S-400, რამაც ძალიან გაართულა უკრაინის საჰაერო ძალების მოქმედება. რაკეტებს შეუძლიათ დამიზნება რუსული კონტრ-ბატარეის რადარებზე, რომლებსაც რუსეთი უკრაინულ არტილერიაზე დასამიზნებლად იყენებს. კოლინ კალიმ აღნიშნა, რომ ეს დახმარება ერთ-ერთ ნოლო პაკეტში შედიოდა. 9 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ აშშ-მ უკრაინას დამატებით $1მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. აშშ-ის მიერ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ღირებულებამ $9,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. პენტაგონში აცხადებენ, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან იმუშავებს, რათა უკრაინას საჭირო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა გადასცეს.