ძებნის რეზულტატი:

მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინას სამხედრო დანაკარგები შეუმცირდა

უკრაინამ ივნისთან შედარებით სამხედრო დანაკარგების შემცირება შეძლო. ივნისში დღეში 100-200-მდე სამხედრო იღუპებოდა. ამის შესახებ უკრაინულ BBC-ს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა. მისი მონაცემებით, ახლა ფრონტზე დღეში 30-50 სამხედრო იღუპება. პენტაგონის შეფასებით, უკრაინაში რუსეთმა 80 ათასამდე სამხედრო დაკარგა „თუმცა ახლა ამ საკითხზე ჩემგან საუბარი არაკორექტულია. რეალურ ციფრებს გვაწვდის გენერალური შტაბი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. მისი თქმით, ივნისში სამხედრო დანაკარგები ომის მეორე ეტაპზე გადასვლამ განაპირობა, „როდესაც მტერმა, უკრაინის პოზიციებზე საარტილერიო დარტყმები გააძლიერა“. პოდოლიაკის თქმით, უკრაინის სამხედრო დანაკარგების შემცირება ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების (HIRMAS) ეფექტურმა მუშაობამაც განაპირობა. „ამასთან მიმდინარეობს რუსეთის არმიის დისლოკაციის ცვლილება მთელ ფრონტის ხაზზე. და მესამე, ჩვენები უკვე მოერგნენ რუსული არმიის ტაქტიკას და თავს უფრო მობილურად და ეფექტურად იცავენ“, - განმარტა პოდოლიაკმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ეროვნული ბანკი: აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 9 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 57 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.890 პროცენტით, მაქსიმალური 10.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.918 პროცენტით განისაზღვრა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ოზურგეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. და ერთი მოქალაქე ბ.გ. დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, მოქალაქის დახმარებით წვევამდელისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 1 500 ლარი. „გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. ოზურგეთის მერიის დაკავებული ყოფილი თანამშრომელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.  

რუსეთის რაკეტამ ირანის თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე გაიყვანა

რუსეთის ფედერაციის კუთვნილი რაკეტა-გადამყვანი „სოიუზ 2.16“ ბაიკანურის კოსმოდრომიდან დედამიწის ორბიტაზე გავიდა. ირანი რუსეთს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის „სოიუზ 2.16“ კოსმოსში ირანის შეკვეთით დამზადებულ თანამგზავრ „ჰაიამს“ გაიყვანს, რომელიც დედამიწის დისტანციურად ზონდირების აპარატურითაა აღჭურვილი. „სოიუზ 2.16“-ის გაშვების პირდაპირი ტრანსლაცია „როსკოსმოსის“ YouTube-არხზე შედგა. „სოიუზ 2.16“-ის გაშვებიდან რამდენიმე წუთში, ბლოკი „ფრეგატი“, ირანული თანამგზავრით „სოიუზის“ მესამე საფეხურს გამოეყო. ბლოკი „ფრეგატი“ ირანული თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანაზეა პასუხისმგებელი. რუსული მედიის ცნობით, ირანულ თანამგზავრ „ჰაიამთან“ ერთად ორბიტაზე, 16 მცირე აპარატი გავა. რომლებიც, რუსეთის წამყვანმა უნივერსიტეტებმა, კომერციულმა კომპანიებმა და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა შექმნეს.  „ეს მოწყობილობები სამეცნიერო კვლევებისთვის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონის გასაზომად, დედამიწის დისტანციური ზონდირებისთვის და გარემოს მდგომარეობის მონიტორინგისთვისაა საჭირო“, - წერს მედია. რუსეთმა და ირანმა შეთანხმებას, დისტანციური ზონდირების კოსმოსური სისტემის შექმნის შესახებ 2015 წელს მოაწერეს ხელი. ამ ფაქტამდე, რამდენიმე დღით ადრე Washingtonpost- ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც განხილულია თუ რა საფრთხეების შემცველია დედამიწის ორბიტაზე გასული ირანის თანამგზავრი. გამოცემა გამოთქვამს ვარაუდს, რომ თანამგზავრი მოსკოვსაც და თეირანს ჯაშუშობის უპრეცედენტო შესაძლებლობებს მისცემს. ექსპერტების თქმით, ირანს საკუთარი მიზნებისთვის სამხედრო მეთვალყურეობის ჩატარების გარდა, შეუძლია სურათების გაზიარება რეგიონის გასამხედროებულ ჯგუფებთან. მაგალითად, სატელიტური მონაცემების მიღება შეუძლიათ ჰუთის მეამბოხეებს, რომლებიც იბრძვიან იემენში, ან შიიტურ დანაყოფებს ერაყსა და სირიაში. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთი ირანთან თანამშრომლობას აძლიერებს. 2022 წლის ივლისში მოსკოვმა და თეირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, სამგზავრო ფრენების რაოდენობა კვირაში 35-მდე გაიზრდება. პუტინმა ირანში 20 ივლისს გამართა მოლაპარაკებები უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან. შედგა სამმხრივი შეხვედრა ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით. აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ირანში, აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთი პუტინის ვიზიტს წინ უძღოდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ირანმა ეს ცნობა უარყო.

მიხაილო პოდოლიაკი: HIMARS-ების გამოყენებით, ჩვენ რუსეთს პრაქტიკულად დავუნგრიეთ მიწოდების ჯაჭვი და ახლა სხვადასხვა მიმართულებით უკანდახევას ვაიძულებთ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის მიერ ამერიკული HIMARS-ების გამოყენების დაწყების დღიდან, უკრაინამ შეძლო ომის ახალ ეტაპზე გადაყვანა. პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ძალების საარტილერიო შესაძლებლობები 10-ჯერ დავარდა. „ამან ჩვენ საშუალება მოგვცა, მიგვეტანა თავდასხმა საცავებზე, სადაც შეიარაღება ინახება, ოპერატიულ-ტაქტიკური პუნქტებზე ფრონტის ხაზზე და ბენზინის საცავებზე. ჩვენ ჯაჭვის გარღვევა მოვახერხეთ და რუსული ჯარის ლოგისტიკა დავანგრიეთ. შესაბამისად მათი საარტილერიო შესაძლებლობები 10-ჯერ დავარდა და ჩვენ გადავედით, ტაქტიკურ, კონტრ-შეტევით ოპერაციებზე, პირველ რიგში უკრაინის სამხრეთში. ეს მესამე ეტაპია. იმედია დადგება მეოთხე ეტაპი, როცა მივიღებთ დამატებით გრძელი რადიუსის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ საარტილერიო სისტემებს და შევძლებთ უფრო აგრესიულად მივიტანოთ შეტევა ფრონტის ხაზზე, რომელიც 1000 კილომეტრის სიგრძისაა. აშშ-ის გაგზავნილი HIMARS-ის 4 ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, უკრაინაშია ეს მცირედი, სიტუაციური წინსვლაა, რომელზეც მათ დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა, და რესურები დახარჯეს, და დიდი დანაკარგები ჰქონდათ. ეს იყო სწორედ ომის მეორე ეტაპიდან მესამეზე გადასვლა. ჩვენ ვიბრძვით ბევრად უფრო კრეატიულად ვიდრე რუსული არმია, რადგან რუსული ჯარი პირველ რიგში რაოდენობით იბრძვის, დარტყმითი ერთეულების, გამრღვევი ერთეულების ფორმირებით, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ და ამ ტაქტიკას 1960-70-იან წლებში აქტიურად ასწავლიდნენ. ამ დაჯგუფებებით, ცდილობენ ამ თუ იმ ტერიტორიის დაკავებას, მათ შორის, დასახლებული პუნქტების. ისინი ასევე მიწასთან გასწორების გზას მისდევენ, არტილერიის, მათ შორის საჰაერო თავდასხმების გამოყენებით, ანადგურებენ ქალაქებს და სოფლებს, მათ მიწის ზედაპირიდან შლიან და არ აღელვებთ მშვიდობიანი მოქალაქეები. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ უპირატესობა, საარტილერიო და საავიაციო ტექტნიკის კუთხით, და რა თქმა უნდა მიდიოდნენ წინ. თუმცა მას შემდეგ, რაც მივიღეთ შეიარაღება, ჰაუბიცები, 155 მილიმეტრის კალიბრის იარაღი, ჩვენ ამ სააარტილერიო დუელში, მათ გავუთანაბრდით. HIMARS-ების გამოყენებით, ჩვენ მათ პრაქტიკულად დავუნგრიეთ მიწოდების ჯაჭვი და ახლა, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მათ უკანდახევას ვაიძულებთ და ვანადგურებთ“, - ამმბობს პოდოლიაკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. მისივე შეფასებით, რუსული მხარის სტრატეგია შეიცვალა ნამდვილად, რადგან მათ უარი თქვეს, კოლონის ტიპის ბრძოლებზე. „პროპაგანდისტულად რა თქმა უნდა, ისინი სხვადასხვა მიზანზე საუბრობენ, კიევს ახსენებენ, ამბობენ, რომ იერიშს მიიტანენ ცენტრზე, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება. თუმცა რეალურად ჩანს, რომ მათ რესურსები მხოლოდ პოზიციური ომის წარმოების საშუალებას აძლევს, და უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნებას ცდილობენ. მას შემდეგ რაც პარტნიორებისგან დამატებით შეიარაღებას მივიღებთ, სამხრეთში უკრაინის უფრო დიდი კონტრშეტევითი მოძრაობები გვექნება. რუსეთი კი შეეცდება, დაკავებული ტერიტორია შეინარჩუნოს, დონეცკის ლუჰანსკის, ხერსონის რეგიონში“. რაც შეეხება დონეცკის რეგიონს, სადაც რუსეთს კრამატორსკის, კონსტანტინოვკის მისამართით მიაქვს იერიში, პოდოლიაკის თქმით, ფრონტზე ძირითადად არტილერია მუშაობს. მათ შორის ავიაცია, დაბომბვები მიდის. მათ სურთ ის ტერიტორია გაამაგრონ რომელიც დაიკავეს. ესმით რომ რეალური წინსვლის რესურსი არ აქვთ, მაგალითად უკრაინის ცენტრის მიმართულებით, იქნება ეს ოდესის თუ ნიკოლაევის მიმართულებით. „სურთ, რომ გარკვეული ზეწოლა მოახდინონ, ფრთოსანი რაკეტების მეშვეობით, უკრაინის მნიშვნელოვან ქალაქებზე თვდასხმის გზით, რათა გვაიძულონ დავსხდეთ მოლაპარაკების მოგიდასთან, ისინი ცდილობენ უკრაინაში შიში და პანიკა დათესონ, თუმცა არ გამოსდით. და ჩვენ მოთმინებით ველით, რომ მივიღეთ შესაძლებლობებს, და პარტნიორებთან ერთად დავაყენებთ უფრო ეფექტურ ანტი-სარაკეტო სსისტემებს, ჩვენი ქალაქების უსაფრთხოების გარანტირებისთვის და შემდეგ მათ ფრონტის მთელი ხაზიდან უფრო ინტენსიურად დავხევთ უკან“, - ამბობს პოდოლიაკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე, ინდონეზიაში წავა, თუ პუტინი იქ იქნება - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში G20-ის შემოდგომის სამიტზე ჩავიდეს, თუ მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.  მისი თქმით, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნდა იყოს და სამიტებში მონაწილეობა ონლაინ ფორმატში მიიღოს, თუმცა, თუ პუტინი სამიტზე ჩავა, უკრაინის დელეგაციას მოუწევს ზელენსკის ინდონეზიაში წასვლის აუცილებლობა განოხილოს. მისივე თქმით, პუტინის მიწვევა და დასწრება ნებისმიერ სამიტზე, ნიშნავს, რომ ორგანიზატორები აკანონებენ რუსეთის პოზიციას, რომელიც თავს დაესხა სხვა სახელმწიფოს. შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს, ინდონეზიის პრეზიდენტმა უკრაინა G20-ის სამიტზე მიიწვია. სამიტი 2022 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.   

მიხაილო პოდოლიაკი: საქართველო არაა უკვე ომში? არ აქვს პრობლემა ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში?

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, გააზრებული არჩევანი, იმაზე თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში მისთვის მნიშვნელოვანი. პოდოლიაკმა საქართველოსთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმასთან„ ინტერვიუში ისაუბრა.  რა განცხადებებსაც ვისმენთ საქართველოს მთავრობისგან. ერთი ისინი აცხადებენ, რომ თქვენ გსურთ საქართველოს ომში ჩართვა და მეორე, რომ არ წარმოგიდგენიათ არანაირი დამადასტურებელი იმისა, რომ ისინი თანამშრომლობენ მოსკოვთან, - მიმართა მას ჟურნალისტმა. „სამხილი შეიძლება მხოლოდ იყოს იურიდიული. ის მიწოდებული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, თუ მსგავსი სამხილების წარდგენა საჭირო იქნება, მას სრული სახით წარადგენენ. დამიჯერეთ, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისევე ჩვენ ყველას ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რას აკეთებენ ესა თუ ის კერძო ბიზნესები თუ კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედებენ. ჩვენ ყველაფერს ამას ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება, იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ. ხვდებით, რომ არცერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს აწესებს, არ მისცემენ საშუალებას, ამაზე ფული გააკეთოს. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება ომში ჩართვას. საქართველო რა, არაა უკვე ომში? არ აქვს პრობლემა ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში? თუ ისინი ლამაზი რეგიონებია, იქ ხომ კრიმინალური ანკლავებია. საქართველოს ჰქონდა არჩევანი, ან ირჩევთ თავისუფლების ღირებულებას, ან არ უჭერთ მხარს ავტოკრატიას, არავინ არ გთხოვთ უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწვეტილება, გთხოვენ, რომ პირდაპირ თქვათ. არამარტო გთხოვთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, გააზრებული არჩევანი, იმაზე თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში თქვენთვის მნიშვნელოვანი, თქვენ ან ხართ სიკეთის მხარეზე, ან იმ ქვეყნის მხარეზე, რომელიც მოვიდა სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც იხილა საქართველომ 2008 წელს თავად, თუმცა უფრო დიდი მასშტაბით, უფრო მეტი სისხლისღვრით და კაციჭამიაობით. თქვენ უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები. საქართველომ ეს თავად უნდა გააკეთოს, საქმე არაა ჩვენს ზეწოლასა თუ ზეწოლის უქონლობაში. ისევე როგორც ევროპის ყველა სხვა ქვეყანამ, [საქართველომ] უნდა აირჩიოს, კაციჭამიები, თუ ადამიანები, ვინც თავს იცავენ. ხაზს გავუსვამ იმას, რაც ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, მათი ოჯახი, მათი ბავშვები. ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე არ შევჭრილვართ, ჩვენ არავის ტერიტორიაზე არ შევჭრილვალთ, ჩვენ ჩვენს ოჯახებს და სახლებს ვიცავთ. წარმოიდგინეთ თქვენს სახლში რომ შემოიჭრნენ და თქვენს თვალწინ თქვენს ბავშვებსა ან ცოლებზე იძალადონ. იდგებით და იტყვით, რომ მოდით არ ჩავერევი, ეს ხომ სისულელეა. ამას ხომ არ გავარჩევთ. ამიტომ ვითარება შავ-თეთრია, არ არსებობს რუხი ფერები, აირჩიეთ ან თეთრი ან შავი, სულ ესაა“, - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი „ამერიკის ხმასთან“.

კურტ ვოლკერი: საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს NATO-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში  განაცახდა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს NATO-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი მისი თქმით, NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რამდენიმე წლის წინ, ამ საკიხზე „რასმუსენის ფორმულა“ წარმოადგინა. „ანუ საქართველო და NATO განაცხადებენ, რომ არც საქართველო და არც NATO არ უჭერენ მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად ძალისმიერ ოპერაციას, არამედ მხარს უჭერენ მათ მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოში. ამასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ იმ პირობით, რომ NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი გავრცელდება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ეს მუხლი გავრცელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მშვიდობიანი გზით რეინტეგრაცია მოხდება საქართველოსთან. ანუ საქართველოსთვის ფორმულა არსებობს“, – განაცხადა ვოლკერმა. ვოლკერის თქმით, უკრაინის შემთხვევაში ეს ფორმულა აღარ იმუშავებს, რადგან რუსეთმა საკუთარი მოქმედებით ასეთი შესაძლებლობა გააქრო. „ამიტომ უკრაინამ უნდა იომოს, რათა დაიბრუნოს ყველა საკუთარი მიწა. უკრაინის ტერიტორიების ნაწილის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დატოვება სახიფათოა. ეს არის ის, რაც მესმის ჩემი უკრაინელი მეგობრებისა და კოლეგებისგან. ანუ უკრაინა გააგრძელებს ომს. მაგრამ თუ რაღაც მომენტში დამყარდება მშვიდობა, რასმუსენის ფორმულა ამ შემთხვევაში იმუშავებს“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა აჩვენა, რომ ევროპაში ნეიტრალურ და ბლოკგარეშე სახელმწიფოდ ყოფნა სახიფათოა. „დაუშვებელია, რომ ომის დასრულების მომენტისთვის დარჩეს ე.წ. ნაცრისფერი ზონები, რათა რუსეთმა ისევ იგრძნოს, რომ მათზე თავდასხმა შეუძლია. ამიტომ ომის დასრულების შემდეგ ჩვენ ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ, ხოლო უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცხდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა.  

აშშ-ის ჰელსინკის კომისია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა რუსეთის მავნე გავლენა შეაჩეროს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში საუბრობს. ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. „თოთხმეტი წლის წინ, საქართველოში შეჭრით მსოფლიოსთვის ცხადი გახდა რუსეთის ძალადობრივი იმპერიული გეგმები. ყალბი საბაბით თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ჯარებმა ათიათასობით ადამიანის ეთნიკური წმენდა და გაუმართლებელი, უსაფუძვლო ნგრევა განახორციელეს. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ. რუსეთი აგრძელებს რა თავის ოკუპაციას და გენოციდს უკრაინაში, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

ბელორუსმა რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნები დააანონსა

ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ რუსეთთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებს. რუსეთი ბელორუსში სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს - უკრაინის დაზვერვა „წვრთნები ორ ეტაპად, 9-დან 11 აგვისტოს ჩათვლით - ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით კი, რუსეთის ტერიტორიაზე - აშულუკის საწვრთნელ პოლიგონსა და სასაზღვრო საჰაერო სივრცეში ჩატარდება“, - იუწყება ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო. ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი NATO: ბელორუსმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ომში ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეები ბოლო ტურში - 3:1 დაამარცხეს

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეები ბოლო ტურში დიდი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართველმა მოჭადრაკეებმა უკრაინის გუნდთან ერთად I-II ადგილები გაინაწილეს. "ჩვენმა ქალებმა ოლიმპიადის მონაწილეებმა ბოლო ტურში დიდი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები და უკრაინის გუნდთან ერთად I-II ადგილები გაინაწილეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

გამოკითხვა: თუ პუტინი გადაწყვეტს, რუსების 60% მხარს დაუჭერს „კიევზე ახალ თავდასხმას“

სოციალური კვლევის სამსახურის Russian Field გამოკითხვის შედეგებით, რომელსაც „ამერიკის ხმა“ აქვეყნებს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესაძლო გადაწყვეტილებას „კიევის წინააღმდეგ ახალი შეტევის“ წამოწყების შესახებ, რუსების 60% დაუჭერს მხარს. გამოკითხულთა 65% ასევე დასთანხმდებოდა პრეზიდენტის განზრახვას სამშვიდობო შეთანხმების დადებისა და ომის დასრულების თაობაზე. უკრაინაში საომარ მოქმედებებს გამოკითხულთა ნახევარი უჭერს მხარს, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლას - 38%. სპეცოპერაციის მომხრეთა საერთო დონე 69%-ია, რესპონდენტების მეოთხედი წინააღმდეგია, ხოლო 8% პასუხის გაცემა უჭირს. მოსაზრებას, რომ უკრაინაში ომი გაჭიანურა, ეთანხმება გამოკითხულთა 59%, საპირისპირო აზრი აქვს 28%. გამოკითხვაში მონაწილეთა 30% მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი წელიწადზე მეტ ხანს გასტანს, ხოლო 20% იმედი აქვს, რომ ომი 6 თვეში დასრულდება. 13% კი მიაჩნია, რომ კონფრონტაცია ორ თვეში დასრულდება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თავდაცვის სამინისტრო: სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება - მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავონ

სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება, მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან, – ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არც ერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას. კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არც ერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში. მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. შესაბამისად იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თავდაცვის სამინისტროში შემოვიდა, თუმცა სიუჟეტის ავტორი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაელოდნენ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიღებას და არჩიეს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს, რომ მათ ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა სურდათ. სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ განაგრძობენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა.  

უკრაინამ თურქეთისგან ჯავშანტრანსპორტიორების პირველი პარტია მიიღო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თურქეთიდან 50 ახალი ჯავშანმანქანა (Kirpi) მიიღეს. უკრაიული მედიის ცნობით, უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი 150 ერთეულის მიწოდება. „უცხოელი პარტნიორები მხარს უჭერენ ჩვენს ჯარისკაცებს. მთელ მსოფლიოს სურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს მტერზე. ახალი თურქული (BMC Kirpi) ჯავშანტექნიკა გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - ნათქვამია ოპერატიული ჯგუფის ინფორმაციაში. ჯავშანმანქანა აღჭურვილია ტყვიამფრქვევით, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. ჯავშანმანქანას შეუძლია სულ 12 სამხედრო მოსამსახურისა და ეკიპაჟის გადაყვანა. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თურქეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, გადამწყვეტი სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას. ამასთან, თურქეთმა მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამასთან, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება NATO-ს ინტერესის სფეროს წარმოადგენს და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ალიანსის წევრი თურქეთის როლი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

„ტრანსნეფტი“: უნგრეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს უკრაინის გავლით ნავთობის მიწოდება შეუწყდათ

რუსულმა ნავთობკომპანია Transneft-მა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსული ნავთობის ტრანზიტი „დრუჟბის“ მილსადენის სამხრეთ ნაწილში სანქციების გამო შეაჩერა. რუსული კომპანია აცხადებს, რომ ასევე სანქციების გამო, ტრანზიტის საფასურის გადახდა ვერ შეძლეს.  უკრაინულმა „უკრტრანსნაფტამ“, („ნაფტოგაზის“ შვილობილი)  4 აგვისტოდან უნგრეთში, ჩეხეთში და სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა. ივნისში ევროკავშირმა შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსეთის ნავთობზე უარის თქმას ითვალისწინებს. მაგრამ სანქციები არ გავრცელდა „დრუჟბაზე“,  რადგან უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობის ალტერნატიული წყაროს სწრაფად მოძიება ვერ მოხერხდა. „ტრანსნეფტმა“ განაცხადა, რომ ტრანზიტის საფასურის გადახდა ვერ მოხერხდა სანქციების მეშვიდე პაკეტის გამო, რომელიც ევროკავშირმა ივლისში შეათანხმა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ უკრაინამ გააგრძელა ევროპაში რუსეთის გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, მოსკოვმა კი - ტრანზიტის საფასურის გადახდა. ნავთობის ტრანზიტზე მოქმედი შეთანხმება 2019 წლის დეკემბერშია მიღწეული და 2030 წლის იანვრამდე მოქმედებს. ცნობისთვის, „დრუჟბა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსადენია, რომლის სიგრძე დაახლოებით 5500 კმ-ია. იგი სათავეს იღებს ქალაქ ალმეტიევსკში (თათარტანის რესპუბლიკა, რუსეთი), რის შემდეგაც გადის სამარასა (RF) და ბრაიანსკში (RF) მოზირში (ბელორუსია). მოზირში „მილი“ დაყოფილია სამხრეთ განშტოებად, რომელიც გადის უკრაინაში და მიდის ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში, ხოლო ჩრდილოეთ განშტოებად პოლონეთსა და გერმანიაში.  

ტაივანი ჩინეთის შეჭრის გეგმაზე მიუთითებს

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნები იმ გეგმის ნაწიილია, რომელსაც პეკინი კუნძულზე შეჭრისთვის ამზადებს. ჯოზეფ ვუს არ უსაუბრია ტაივანში შესაძლო შეჭრის ვადებზე, თუმცა აღნიშნა, რომ ტაივანს არ ეშინია.  „ჩინეთმა გამოიყენა წვრთნები თავისი სამხედრო სახელმძღვანელოდან, რათა მოემზადოს ტაივანში შეჭრისთვის”, - თქვა ვუმ ტაიპეიში გამართულ პრესკონფერენციაზე Reuters-ის ცნობით. მისივე თქმით, ჩინეთი ატარებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს და უშვებს რაკეტებს. ახორციელებს კიბერშეტევებს, მიმართავს დეზინფორმაციას და ეკონომიკურ იძულებას, რათა ტაივანში საზოგადოებაზე გავლენას მოახდინოს. „სწავლების დასრულების შემდეგ, ჩინეთმა შესაძლოა, სცადოს თავისი ქმედებების რუტინიზაცია, რათა დაანგრიოს გრძელვადიანი სტატუს-კვო ტაივანის სრუტეზე“, - განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი არასოდეს გამორიცხავდა ტაივანის ძალით აღებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი ჩვეულებრივ სამხედრო წვრთნებს „ჩვენს წყლებში“ ღია, გამჭვირვალე და პროფესიონალურად ატარებს და დამატა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია.  ტაივანი უარყოფს ჩინეთის პრეტენზიებს და ამბობს, რომ მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია, გადაწყვიტოს კუნძულის მომავალი. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს, მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

მედია: უკრაინამ კიდევ 17 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 17 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, -  ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროში განაცხადეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა, 42 640 რუსი სამხედრო მოკლეს „შედგა დაღუპული სამხედროების გადაცემის მორიგი ოპერაცია. უკრაინამ კიდევ 17 დამცველის ცხედარი დაიბრუნა“, - აცხადებენ უწყებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ყაზახეთი ელექტროენერგიის გამომუშავებას ამცირებს

ყაზახეთში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 2022 წლის მაისში 8,5 მილიარდი კილოვატსათი (კვტ/სთ) შეადგინა, რაც 2,8 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის მაისთან შედარებით და 3,5 პროცენტით ნაკლები 2022 წლის აპრილთან შედარებით, იუწყება Trend ყაზახეთის სტატისტიკის კომიტეტზე დაყრდნობით. კომიტეტის მონაცემებით, ყაზახეთში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 2022 წლის პირველ ხუთ თვეში 48,5 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, რაც 1,2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ყაზახეთის ელექტროენერგიის იმპორტმა 2022 წლის მაისში 108,7 მილიონი კვტ/სთ შეადგინა, რაც 17 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის მაისთან შედარებით, მაგრამ 17,7 პროცენტით მეტი 2022 წლის აპრილთან შედარებით. ყაზახეთის შიდა ბაზარზე ელექტროენერგიის გაყიდვის მოცულობამ 2022 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, 48,4 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, რაც 0,7 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინის ომმა გამოავლინა სიმართლე რუსეთზე, ასევე ევროპაზეც

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ და განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთისა და ევროპის სახე სრულად გამოაჩინა.   „ბევრმა ევროპელმა ლიდერმა პუტინს თავი გააბრუებინა და დღეს ისინი შოკირებულნი არიან“, - ამის შესახებ მორავეცკიმ Euractiv განუცხადა.    მისი შეფასებით, „ვისაც არ სურს იმის დანახვა, რომ პუტინის ქვეყანას იმპერიალისტური ტენდენციები აქვს, დღეს უნდა შეურიგდნენ იმ ფაქტს, რომ რუსეთში მე-19, მე-20 საუკუნის დემონები გაცოცხლდნენ, ესენია: ნაციონალიზმი, კოლონიალიზმი და ტოტალიტარიზმი“.   ამასთან, მორავეცკის თქმით, ომმა უკრაინაში „გაამხილა სიმართლე ევროპის შესახებ“, დასავლეთმა „გონივრული აქტივობის შენარჩუნების ნაცვლად, მიმართა გეოპოლიტიკურ ძილს, ამჯობინა არ დაენახა მზარდი პრობლემები“, - ხაზგასმით აღნიშნა მორავეცკიმ.   მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „პოლონეთს არ აქვს მონოპოლია ჭეშმარიტებაზე, მას გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს რუსეთთან ურთიერთობაში, ვიდრე სხვა ქვეყნებს“.   კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის აზრზე, რომელმაც თავის დროზე განაცხადა, რომ „რუსეთი საქართველოს არ შეყოვნდება, არამედ უფრო მეტს ხელყოფს. მაშინ მათ არ გაიგეს“. და ის ფაქტი, რომ „პოლონეთის ხმა იგნორირებულია“, ამის გამო „ევროკავშირი აღმოჩნდა უფრო ფართო პრობლემების წინაშე“.   „ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ“, ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. მისი აზრით, „ევროკავშირის მიერ შემდგომ სფეროებში ერთსულოვნების პრინციპის მიტოვება გვაახლოებს მოდელთან, რომელშიც უფრო ძლიერი და დიდი დომინირებს სუსტზე და პატარაზე“.

საპენსიო სააგენტო: დაგროვებითი პენსიით უკვე 2267-მა პირმა ისარგებლა

საპენსიო სააგენტო 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ სტატისტიკას აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.52 მილიარდი ლარია; ამონაგები კი, საპენსიო სქემის ამოქმედებიდან დღემდე 345 მილიონ ლარს შეადგენს. "საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 301 000 ადამიანია. დღეისათვის, პენსია 2267 პირზე გაიცა და გაცემულმა თანხამ შეადგინა 5 072 564.85 ლარი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.