ძებნის რეზულტატი:

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი იერმაკმა. „სსრკ-ის ნამდვილი მკვიდრი უნდა იყოს იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან. რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვა ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია. დავეხმაროთ რუსებს, რომ აღადგინონ საბჭოთა კავშირი მის საზღვრებში“, - ამბობს ანდრი იერმაკი. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. მისივე თქმით, რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს. ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს „მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან პატივისცემას“, - წერს კულება Twitter-ზე. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში M270 ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გაგზავნას გეგმავს

გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდებას აორმაგებს. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა BBC-სთან განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანამ უკრაინას უკვე გადასცა სამი M270 ტიპის სისტემა. ისინი იყენებენ იმ რაკეტებს, რასაც ამერიკული HIMARS სისტემები. უოლესმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნის კიდევ სამ ასეთ სისტემას, ასევე მათთვის მნიშვნელოვან რაკეტებს. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ძალიან კმაყოფილია იმით, რომ ბრიტანეთი პარტნიორების მიერ მიწოდებულ იარაღს ეფექტიანაქდ იყენებს. ბენ უოლესის თქმით, უკრაინის ძალებმა აჩვენეს, რომ ბევრად უკეთ ახერხებენ იმის გარჩევას, თუ რომელ სამიზნეზე უნდა მიიტანონ იერიში, რათა სწრაფად არ ამოწურონ საბრძოლო მასალა. ბრიტანელმა მინისტრმა დაამატა, რომ ესაა უკრაინის გადასვლა საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს უფრო თანამედროვე იარაღზე. გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას სამი M270 ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა მიაწოდა. უკრაინისთვის M270-ის მიწოდების განზრახვები გერმანიამაც დააფიქსირა.  

ბენ უოლესი: უკრაინის მხრიდან აბსოლუტურად ლეგიტიმურია ლეტალური ძალის გამოყენება, რათა უკუაგდოს დამპყრობლები

უკრაინის მხრიდან აბსოლუტურად ლეგიტიმურია ლეტალური ძალის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, იმისათვის, რომ არა მხოლოდ თავისი ტერიტორია დაიბრუნოს, არამედ უკუაგდოს დამპყრობლები, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა. უკრაინამ დაასახელა პერიოდი, როდესაც ომის აქტიური ფაზის დასრულებას ისახავს მიზნად „რუსეთი უკანონოდ შეიჭრა არა მხოლოდ 2014 წელს, არამედ ახლაც უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინას, გაეროს მუხლების თანახმად, აქვს სრული უფლება დაიცვას თავისი ტერიტორია და მოიმოქმედოს, რაც მას სჭირდება დამპყრობელი ძალების წინააღმდეგ. უკრაინის მხრიდან აბსოლუტურად ლეგიტიმურია ლეტალური ძალის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, იმისათვის, რომ არა მხოლოდ თავისი ტერიტორია დაიბრუნოს, არამედ უკუაგდოს დამპყრობლები“,- განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

Wizz Air-ი აცხადებს, რომ აბუ დაბიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა მეექვსე თვეს ითვლის, რუსეთი რჩება იზოლირებული საერთაშორისო საზოგადოებისგან. საერთაშორისო ბრენდები კვლავ ბოიკოტს უცხადებენ ქვეყანას, ხოლო ავიაკომპანიები და ქვეყნები ფრენების აკრძალვასა და სანქციებს აწესებენ, Wizz Air Abu Dhabi-მ გამოაცხადა, რომ აბუ დაბიდან მოსკოვის მიმართულებით,ფრენებს განაახლებს ბილეთები კი, 3 ოქტომბრიდან გაიყიდება. „ავიაკომპანია განაახლებს ოპერირებას მოსკოვში, რათა დააკმაყოფილოს მგზავრების მოთხოვნა, რომლებსაც სურთ ფრენა რუსეთში არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქიდან„ - ამბობს კომპანიის სპიკერი. Wizz Air Hungary და Wizz Air UK ამჟამად არ ახორციელებენ ფრენებს რუსეთში. ამჟამად აკრძალულია ფრენები რუსეთში დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან.  

უკრაინის ინტერესებს რუსეთში შვეიცარია წარმოადგენს - კიევი

შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს, რუსეთში უკრაინის დიპლომატიური ინტერესები წარმოადგინოს. ამასთან დაკავშირებით, უკრაინამ და შვეიცარიამ მოლაპარაკებები დაასრულეს. შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის განცხადებით, თუ წინადადებას მოსკოვის გაიზიარებს, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში ვიზევის აღება შვეიცარიის საელჩოებსა და საკონსულოებში შეეძლევათ. უკრაინელ დიპლომატები კი, შვეიცარიის შუამავლობით რუსეთში მცხოვრები უკრაინის მოქალქეებისთვის დახმარებას შეძლებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ განმარტა, რომ უკრაინამ შვეიცარია ასეთი როლისთვის დიდი გამოცდილების გამო აირჩია. „უკრაინის პრეზიდენტის სახელით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას შვეიცარიასთან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ინტერესების წარმომადგენლობის შესახებ. არჩევანი შვეიცარიის სასარგებლოდ გაკეთდა ასეთი ფუნქციების შესრულების დიდი გამოცდილების გამო. ჩვენ მადლობელი ვართ შვეიცარიის მთავრობის მხრიდან გამოთქმული მზადყოფნისთვის, გაწიოს მისი მომსახურება“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ. მისივე თქმით, დახმარება სჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქებიდან ან სოფლებიდან იძულებით წაიყვანეს, მაგრამ უკრაინელი დიპლომატები რუსეთის ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან. ვენის კონვენციის თანახმად, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებებს, რუსეთმა უნდა გასცეს თანხმობა, რომ შვეიცარია უკრაინას მასპინძელ სახელმწიფოში წარმოადგენდეს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება. შინდისის ბრძოლის 14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და უწყების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს მემორიალი და შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. „14 წლის წინ, აქ ტრაგედია მოხდა, თუმცა დღეს, 14 წლის შემდეგ, ჩვენ ჩვენი გმირებით, მათი ოჯახის წევრებით ამაყი ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ სამშობლოს ასეთი ადამიანები გაუზარდეს. მოხარული ვარ, რომ საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი ყოველ წელიწადს იაზრებს, თუ რა გმირობა ჩაიდინეს მათ ჩვენი სამშობლოსთვის და რა ღვაწლი აქვთ. ეს დღე დაწესდება საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენი გმირების ხსოვნის დღე. როგორც ინდივიდუალურ შემთხვევად, გიორგი ანწუხელიძე არის საქართველოსთვის გამორჩეული გმირი, ასევე ჩვენი შინდისის გმირები არიან ძალიან გამორჩეული გმირები. ჩვენ 1 წელიწადში შევძელით და მონუმენტი ფაქტობრივად დავასრულეთ. ვგეგმავთ, რომ სექტემბერში აღნიშნული მონუმენტი გაიხსნება. ჩვენ მონუმენტის ესკიზის სხვა ვერსიაც გვქონდა, თუმცა ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ არსებული ესკიზი შეგვენარჩუნებინა“, - განაცხადა ბურჭულაძემ. რაც შეეხება მუზეუმის გახსნას, მინისტრის განცხადებით, მისი მშენებლობა წელს დაიწყება და უახლოეს მომავალში დასრულდება. ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.  

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეამ COVID19 დაამარცხა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ COVID19 დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოკორეულ მედიაზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს. ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურა „სიკვდილიანობის ოფიციალური სტატისტიკა - 74 ადამიანი - უპრეცედენტო სასწაულია, სხვა ქვეყნებთან შედარებით“, - ამბობს ერთ-ერთი ჩრდილოკორეელი მაღალჩინოსანი. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.  

უკრაინის საზღვრებთან 20-მდე რუსული თვითმფრინავი პატრულირებს - უკრაინა

უკრაინის საზღვრებთან სადღეღამისო პატრულირებას სხვადასხვა ტიპის 20-მდე რუსული თვითმფრინავი ახორციელებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა უკრაინულ ტელეარხებზე განაცხადა. „დაახლოებით 20 თვითმფრინავი მუდმივად იმყოფება უკრაინის საზღვრებთან. ისინი პატრულირებენ მთელი საათის განმავლობაში. ეს არის სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი, რომელიც  პატრულირებს", - განაცხადა სპიკერმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 43 000 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინამ დაასახელა პერიოდი, როდესაც ომის აქტიური ფაზის დასრულებას ისახავს მიზნად „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 846 ტანკს, 4 100 ჯავშანმანქანას, 974 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 134 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 232 თვითმფრინავს, 193 ვერტმფრენს, 3018 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 772 უპილოტო საფრენ აპარატს, 90 ერთეულ სპეცტექნიკას, 185 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოლექსი არესტოვიჩი: ოკუპანტებს მტკიცედ სურთ ყირიმი და დონბასი. მზად არიან, დათმონ ხერსონი

უკრაინაში ომი შესაძლოა, „საკმაოდ გრძელი ამბავი“ იყოს და გაგრძელდეს მომავალი წლის ზაფხულამდე, თუ საუბარია სრულ დეოკუპაციაზე. ეს ვარაუდი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გამოთქვა. არესტოვიჩის თქმით, რუსეთს მოლაპარაკების დაწყება სურს და დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე ჩართოს ამაში უკრაინა. „ჩვენ არ ვსაუბრობთ კაპიტულაციაზე, ამაზე მარტშიც არ იყო ლაპარაკი, მათ ნეიტრალური სტატუსი სურთ (არ შევიდეთ NATO-ში), მტკიცედ სურთ ყირიმი და დონბასი, მზად არიან, ხერსონი დათმონ, 100 %-ით ვარ დარწმუნებული, სანქციების მოხსნაც ძალიან სურთ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის თავის მხრივ, პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრი იერმაკის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ომის აქტიური ფაზა ზამთრის დაწყებამდე დასრულდეს, რადგან ერმაკის თქმით, უკრაინის თბოენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების რისკები რჩება. „რუსეთის არმია აგრძელებს ჩვენს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას. ეს მათი ერთ-ერთი მიზანია, არც მალავენ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვინდა, მაქსიმალური ზომები მივიღოთ, რათა ომის აქტიური ფაზა შემოდგომის ბოლომდე დასრულდეს“, - განაცხადა იერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, ეს რთული და ამბიციური, თუმცა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დეოკუპაციის მიზანი მიღწეული იყოს. შესაბამისად, ამას ვუხსნით ჩვენს პარტნიორებსაც. ისინი იზიარებენ ჩვენს პოზიციას", - დაამატა იერმაკმა.

შალვა პაპუაშვილი: შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, მათი სამშობლოსადმი სიყვარული

"შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება „მათი სამშობლოსადმი სიყვარული და თავგანწირვა არის ძალა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების! ქედს ვიხრი მათ წინაშე! დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს!- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.  

რატომ თვლის უკრაინა, რომ ომის აქტიური ფაზის ზამთრამდე დასრულება არსებითად მნიშვნელოვანია

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პროგნოზები არაერთხელ გამოთქვა. სახელდება სხვადასხვა პერიოდი. ბოლო პროგნოზი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გააკეთა. უკრაინის მიზანია, ომის აქტიური ფაზა უკვე შემოდგომის ბოლოსთვის დასრულდეს. თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი იერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. იერმაკის თქმით, უკრაინის თბოენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების რისკები ისევ რჩება. „რუსეთის არმია აგრძელებს ჩვენს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას. ეს მათი ერთ-ერთი მიზანია, არც მალავენ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვინდა, მაქსიმალური ზომები მივიღოთ, რათა ომის აქტიური ფაზა შემოდგომის ბოლომდე დასრულდეს“, - განაცხადა იერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, ეს რთული და ამბიციური, თუმცა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დეოკუპაციის მიზანი მიღწეული იყოს. შესაბამისად, ამას ვუხსნით ჩვენს პარტნიორებსაც. ისინი იზიარებენ ჩვენს პოზიციას", - დაამატა იერმაკმა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 აგვისტოს განაცხადა. „რუსული ტერორის რეგულარული გამოვლინება, ისევე როგორც მიკოლაივსა და ხარკოვზე თავდასხმები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი უკრაინაში ომის დასრულების სამ შესაძლო სცენარს განიხილავს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქი „გრადებით“ დაბომბეს - დაიღუპა ორი ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქი „გრადებით“ დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ნიკოპოლში ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. დაშავებულთა შორისაა 13 წლის ბავშვი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინამ დაასახელა პერიოდი, როდესაც ომის აქტიური ფაზის დასრულებას ისახავს მიზნად დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, ოკუპანტებმა 120 რაკეტით ოლქის ოთხ რაიონზე მიიტანეს იერიში. "რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქი „გრადებით“ დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ნიკოპოლში ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. დაშავებულთა შორისაა 13 წლის ბავშვი", - განაცხადა რეზნიჩენკომ. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოლექსი რეზნიკოვი უკრაინაში ომის დასრულების სამ შესაძლო სცენარს განიხილავს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი უკრაინაში ომის დასრულების სამ შესაძლო სცენარს განიხილავს. რეზნიკოვი პირველი სცენარით რუსეთის ფედერაციის დაშლასა და უკრაინის გამარჯვებას პროგნოზირებს. „პირველი სცენარი იქნება ისეთი, როგორც "good will", რუსების კეთილი ნება, რომელიც მათ მაშინ გამოიჩინეს, როცა გარბოდნენ კიევიდან, ჩერნიგოვიდან, სუმიდან და კუნძულ ზმეინიდან. შესაბამისად, ვფიქრობ რომ ვითარება ჯაჭვის რამდენიმე რგოლად დაიშლება. ჩვენ ჯერ დავბრუნდებით მიმდინარე წლის 24 თებერვლის პოზიციებზე, შემდეგ იქნება საუბარი დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის სტატუსზე მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენს უძლიერეს პარტნიორებთან“, - განაცხადა რენიკოვმა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით „მინსკი 3“ და კაპიტულაციური მოლაპარაკებები არ იქნება:„საფეთქელთან იარაღით მოლაპარაკებებს არავინ არ აწარმოებს“. ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, „მეორე სცენარით, უკრაინა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს თანდათან „გადაამუშავებს“, რადგან ეს არის ომი რესურსი-რესურსზე“. მათ ჰყავთ უფრო მეტი ადამიანი, აქვთ მეტი ტერიტორია, ტანკები, თვითმფრინავები და ა.შ. მაგრამ არათანამედროვე და მოძველებული და დღეს „ხორცსაკეპი მანქანის“ პრინციპით მოქმედებენ“- აღნიშნავს რეზნიკოვი. მისი თქმით, გამარჯვების „მეორე სცენარი“ არაა სწრაფი: „ამ სცენარით ომი შესაძლოა დასრულდეს წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში“. „მესამე და ყველაზე დრამატული სცენარია რუსეთის ფედერაციის დაშლა. რუსეთს შესაძლოა გამოეყოს თათრეთის რესპუბლიკა, ბაშკირეთი აღმოსავლეთში და ა.შ. ამას ყველაფერს დრო გვიჩვენებს. მაგრამ ეს უფრო განგრძობითი ისტორიაა“, -განაცხადა რეზნიკოვმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე

ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ, სულ მცირე შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა, რასაც ახალი სატელიტური ფოტოები ადასტურებს. CNN-ის კვლევამ დაადგინა, რომ ეს შესაძლოა, მოსკოვის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთ დღეში ყველაზე დიდი დანაკარგი იყოს. რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე, აფეთქებამდე 4 საათით ადრე გრიფიტის აზიის ინსტიტუტის თანამშრომელმა და ავსტრალიის საჰაერო ძალების ყოფილმა მფრინავმა, პიტერ ლეიტონმა თანამგზავრული ფოტოები შეისწავლა, რომელზეც ნაჩვენებია საკის საჰაერო ბაზა აფეთქებებამდე და მის შემდეგ. მისი შეფასებით, განადგურებულია სუ-24 ბომბდამშენები და სუ-30 მრავალფუნქციური გამანადგურებლები. ლეიტონმა აღნიშნა, რომ კიდევ ორი სამხედრო თვითმფრინავი დაზიანდა. სატელიტური ფოტოები ასევე აჩვენებს, რომ აფეთქებების შედეგად, საჰაერო ბაზის ნაწილის გარშემო საფარი დაიწვა. უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა.  

ჯუანშერ ბურჭულაძე მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე: არაერთხელ ვცადეთ, რომ ჩვენს უკრაინელ ძმებთან პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო

ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან - ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, სწორი არ არის, - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადება, რომლის მიხედვითაც „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ“. „ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან. ის ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ სწორი არ არის“, - განაცხადა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკს "მთავარ არხთან" განაცხადა, რომ საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ. "საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ", - განაცხადა პოდოლიაკმა.  

ზელენსკი: რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი

„რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „რუსული ტერორის რეგულარული გამოვლინება, ისევე როგორც მიკოლაივსა და ხარკოვზე თავდასხმები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რუსეთის ძალებმა უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქი „გრადებით“ დაბომბეს. ნიკოპოლში ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი, დაშავდა. დაშავებულთა შორის არის 13 წლის ბავშვი. დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, ოკუპანტებმა 120 რაკეტით ოლქის ოთხ რაიონზე მიიტანეს იერიში.  

რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები არ ვართ - სემეკის თავმჯდომარე

საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებული არ არის და ელექტროენერგიის ნაწილშიც კი იმპორტი დივერსიფიცირებულია, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკის] თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული. ამ საკითხის უფრო მკაფიოდ განსამარტად ხაზს ვუსვამ, რომ თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ელექტროენერგია დამოკიდებულია იმაზე რომელი მათგანი უფრო იაფ ფასს შესთავაზებს იმპორტიორს. როგორც წესი ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება და ეს დამოკიდებულია იმაზე, მოცემულ პერიოდში რა ფასის შეთავაზება შეუძლიათ. ამდენად, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები არ ვართ და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში. ელექტროენერგიის კომპონენტში შესაძლებლობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე თურქეთიდან შემოვიტანოთ, ხოლო ბუნებრივი გაზის 90%-ზე მეტი ყოველთვის აზერბაიჯანიდან შემოდის და მხოლოდ ძალიან მცირე მოცულობა შემოდის რუსეთიდან”,-აცხადებს ნარმანია. გასულ წელს საქართველომ 47.9 მლნ დოლარის ელექტროენერგიის იმპორტო განახორციელა, რაც წინა წლების იმპორტზე ნაკლებია. ოფიციალური სტატისტიკით საქართველომ ელექტროენერგია შემდეგი ქვეყნებისგან იყოდა: აზერბაიჯანი - $28.9 მლნ; რუსეთი - $12 მლნ; თურქეთი - $7 მლნ. 2021 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან ($250 მლნ ) და რუსეთიდან ($70.8 მლნ) ღირებულების გაზი შეისყიდა.   

თეა ახვლედიანი: გმირების თავგანწირვა, ასევე გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი უდიდესი რამაა, რაც აძლიერებს მომავლის რწმენას

17 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა რუსეთის ჯართან უთანასწორო შეტაკებაში. დღევანდელ დღეს ჩვენი გმირების პატივის მიგებასთან ერთად, მათი თავგანწირვა, ასევე გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი არის უდიდესი რამ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მომავლის რწმენას, - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, შინდისის ბრძოლა არის ერთ- ერთი გამორჩეული გმირობის ეპიზოდი 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიაში. „17 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა რუსეთის ჯართან უთანასწორო შეტაკებაში. აქ დღეს შეკრებილ სასახელო გმირების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო, ვუსურვო შემართება და გამძლეობა ამ მოუშუშებელი ტკივილის გამკლავებაში. დღევანდელ დღეს ჩვენი გმირების პატივის მიგებასთან ერთად, მათი თავგანწირვა, ასევე გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი არის უდიდესი რამ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მომავლის რწმენას, ჩვენს ვალდებულებას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, განვამტკიცოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და მეტი განვითარებისთვის“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა. ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.  

საფრანგეთში მასშტაბური ხანძრის გამო 6 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოს მახლობლად გაჩენილი ხანძრის გამო, დაახლოებით, 6 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, განადგურდა სულ მცირე, 16 სახლი. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. საფრანგეთში, ტყის მასივებზე მასშტაბური ხანძარი გავრცელდა "ადგილზე მობილიზებულია 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 9 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი", - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა.  ამასთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა და ავიაცია.