ძებნის რეზულტატი:
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. „რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ, ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმით - მისი გათავისუფლებით. რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. მაგრამ ჩვენ დავუბრუნდებით უკრაინულ ყირიმს. ხარკოვის ოლქიდან ხერსონამდე, დონეცკიდან ენერჰოდარამდე, ბერდიანსკიდან ნოვოფედორივკამდე - ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ნაწილებია, ეს ყველაფერი უკრაინაა, რომელიც სრულიად უფასო იქნება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. ე.წ. ხელისუფლების თქმით, ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება. უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან.
კუბილიუსის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს MAP-ი არ მისცეს
ევროპარლამენტარი (EPP) ანდრიუს კუბილიუსი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს NATO-ში წევრობისთვის სამოქმედო გეგმა არ მისცეს. ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, დიდი გეოპოლიტიკური შეცდომაა, რომ „რუსეთის იმპერიული ძალების მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა. „ჩვენ ახლა შეგვიძლია, კიდევ უფრო მტკიცედ განვაცხადოთ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა 2008 წელს, რომ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიეცა NATO-ში წევრობისთვის, საქართველოს და უკრაინას არ მიენიჭათ ეს გეგმა, რითაც კრემლმა იგრძნო, რომ რაც სურს, იმას გააკეთებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, საქართველო და უკრაინა. იმპერიული, კოლონიური ომი, რომელიც დაიწყო 2008 წელს საქართველოში, იყო ნათელი სიგნალი, რა მოხდებოდა, რა ხდებოდა. შემდეგ, ამას მოჰყვა ყირიმის ოკუპაცია და შემდეგ ვიხილეთ აგრესიული ომი უკრაინაში. ეს დაიწყო საქართველოდან და გრძელდება დღემდე და იმედი მაქვს, რომ დასავლეთის სამყარომ გაცილებით უკეთესად გაიგო ქართველი ხალხის ტანჯვა, უკრაინელების ტანჯვა, რატომ იტანჯებოდა ეს ხალხი და რატომ იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომ რეაგირება არ მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ძალიან ნათელი და პირდაპირი გზით. საქართველოში ომის შემდეგ, პუტინთან დიალოგის ძალისხმევა იყო, რაც ძალიან დიდი გეოპოლიტიკური შეცდომაა ", - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით.
მისი ყველა საქმე მარადიულობაზე იყო გათვლილი - დღეს ანზორ ერქომაიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა
დღეს დიდ ქართველ მაესტროს, ფოლკლორისტსა და „ხმების შემგროვებლ“ანზორ ერქომაიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა. მისი ყველა საქმე მარადიულობაზე იყო გათვლილი, - იქნებოდა ეს მსოფლიოს ყველა არქივში, თუ საქართველოს არქივებში მიმოფანტული ჩანაწერების ჩამოტანა, მოვლა, გაცოცხლება, აღდგენა, გავრცელება და იქ დაცული უნიკალური შედევრების გადაცემა მომავალი თაობებისათვის; იქნებოდა ეს დიდების თუ ბავშვთა საოცარი ანსამბლების დაარსება, იქნებოდა ეს საოცარი „რუსთავი", რომელთან ერთადაც მან შექმნა ქართული სიმღერისა და საგალობლის შესრულების სრულყოფილი იდეა, სრულყოფილი მოდელი, პარადიგმა, სტანდარტი, რომელზეც ჩვენ ყველას გვაქვს სწორება და რომლითაც მუდამ იამაყებს საქართველო. მისი ყველა საქმე სწორედ მარადისობით იყო ანთებული! ასე შეაფასა დიდი ქართველი მაესტროს ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი მთაწმინდზე წარმოთქმულ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში სვიმონ ჯანგულაშვილმა. მუსიკოსი, მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები და პედაგოგი ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“. ანზორ ერქომაიშვილის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი ფასდაუდებელია. მან მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერები მოიძია და გამოსცა; ის გახლდათ ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი. მან არაერთი ნიჭიერი და საამაყო თაობა აღზარდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული გურული ხალხური სიმღერები; მან მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებულ 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა და რესტავრაცია; მოიძია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები, რომელთა შესრულებითაც 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა ჩაიწერა. ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივითა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“. ანზორ ერქომაიშვილს მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია. ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებული იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. ასევე გაეცანით არტოს ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა ,,ანზორ ერქომაიშვილის სახელი კი მარადიულად იბრწყინებს და ასევე - მისი საქმეები, რომლებსაც ის აკეთებდა ისე რომ ისინი ყოფილიყვნენ მარადიულნი" ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ექომაიშვილი 2021 წლის 3 აპრილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია, ჩვენს საამაყო ქალბატონებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია, - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორობას ულოცავს. ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეები ბოლო ტურში - 3:1 დაამარცხეს პრემიერი მოჭადრაკეებს შემდგომ წარმატებებს უსურვებს. „საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია! ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ვულოცავ ჩვენს საამაყო ქალბატონებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.
რუსულ ქვანახშირზე ბრიტანეთისა და ევროკავშირის ემბარგო ამოქმედდა
ევროკავშირი და ბრიტანეთი 10 აგვისტოდან რუსული ქვანახშირის იმპორტს აჩერებენ. რუსულ ქვანახშირზე ემბარგოს გადაწყვეტილება ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო სანქციების მეხუთე პაკეტში დაამტკიცა. გადაწყვეტილების თანახმად, დღეიდან იკრძალება რუსული ქვანახშირის შესყიდვა, იმპორტი და სხვა მყარი მადნების გადატანა ევროკავშირში, რომელიც სათბობად გამოიყენება. ნახშირზე ევროპული ემბარგოს დაწესების შედეგად რუსეთი წელიწადში დაახლოებით 8 მილიარდი ევროს შემოსავლის დაკარგვას. ემბარგო ასევე გავლენას ნახშირის იმპორტის მეოთხედზე მოახდენს.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ნიკოპოლის რაიონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 11 და დაიჭრა 13 ადამიანი
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 11 და დაიჭრა 13 ადამიანი. „ტრაგიკული ღამე ნიკოპოლის რაიონში, რუსულმა არმიამ 11 ადამიანი მოკლა, დაჭრილია 13 ადამიანი. მტერმა ტერიტორია „გრადებიდან“ ორჯერ დაბომბა. გამიზნულად და მოღალატურად დაარტყა, როცა ხალხს საკუთარ სახლებში ეძინა“, – აღნიშნა რეზნიჩენკომ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა. რატიფიცირება ამ დრომდე 23-მა ქვეყანამ მოახდინა. ანალოგიური პროცესი ჯერ კიდევ გასავლელი აქვს 7 ქვეყანას: ესპანეთს, საბერძნეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, თურქეთსა და უნგრეთს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
პროკურატურა: პირი, რომელმაც პროკურორებს ფეხსაცმელი ისროლა, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო
პირი, რომელმაც მცხეთის სასამართლოში პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ისროლა, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო, - მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 მაისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის პროცესზე, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სხდომის დარბაზში ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ისროლა. აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით გამოიხატა). მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო და აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამი პირი მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2020-2021 წლებში, ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით, საკუთრებაში მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 4 318 მ2 მოცულობის 4 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 656 295 ლარს შეადგენს. გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დააყადაღეს. მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში
ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა ჯარისკაცებმა 42 800 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1832 ტანკს, 4086 ჯავშანმანქანას, 971 საარტილერო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, 133 საჰაერო თავდაცვის სისტემებს, 232 თვითმფრინავს, 193 ვერტმფრენს, 3005 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 766 უპილოტო საფრენ აპარატს, 89 ერთეულ სპეცტექნიკას, 185 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლოიდ ოსტინი ლატვიაში უკრაინის საკითხის განსახილველად ჩავიდა
პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი, ლატვიაში უკრაინის საკითხების განსახილველად ჩავიდა. „თვითმფრინავი დაეშვა რიგაში, ლატვიაში. მოუთმენლად ველი ლატვიის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა განვიხილოთ უსაფრთხოების საკითხები რეგიონში და უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა“, - წერს ოსტინი Twitter-ზე. ბოლო 20 წელის განმავლობაში, ლატვიაში ეს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია.
Microsoft-ი Windows 11-ის მომხმარებლებს აფრთხილებს
Microsoft-მა Windows-ის მომხმარებლებისთვის შეტყობინება გამოსცა, რომელიც მონაცემთა შესაძლო დაზიანებას ეხება. გზავნილი Microsoft-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში განთავსდა. გაფრთხილება ეხება Windows 11 და Windows Server 2022 ოპერაციულ სისტემებს, ასევე, მოწყობილობებს, რომლებსაც აქვთ თანამედროვე პროცესორები. უფრო კონკრეტულად, თუ კომპიუტერზე BitLocker დისკის დაშიფვრის ფუნქცია გააქტიურებულია, მომხმარებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემის რისკის ქვეშაა. Microsoft-ს ჯერ არ განუცხადებია, თუ როგორ უნდა აღადგინოს დაზიანებული ინფორმაცია.
აშშ უკრაინას ტერიტორიების განაღმვის მიზნით, $89 მილიონს გამოუყოფს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას 89 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, რათა ქვეყანას იმ ჰუმანიტარული გამოწვევების გადაჭრაში დაეხმაროს, რომელსაც რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილი ფეთქებადი ნივთიერებების ნარჩენები იწვევს. უკრაინის მთავრობის შეფასებით, ფეთქებადი მასალების ნარჩენებით შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიის 160 000 კვადრატული კილომეტრი იყოს დაბინძურებული. ამასთან, დაფინანსება ხელს შეუწყობს გამნაღმველების დაახლოებით 100 ჯგუფის განთავსებას და წვრთნისა და აღჭურვის მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რათა გააძლიეროს უკრაინის მთავრობის შესაძლებლობა, გაანადგუროს ფეთქებადი საბრძოლო მასალები. „უკრაინაში რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებულმა შემდგომმა შეჭრამ ქვეყნის დიდი ნაწილი ნაღმებით, აუფეთქებელი ჭურვებითა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დაფარა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ისეთი გამოყენება, როგორსაც ჩვენ უკრაინაში რუსი აქტორების მიერ ვხედავთ, ადრე მხოლოდ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო დაკავშირებული. ეს ფეთქებადი საფრთხეები ბლოკავს ნაყოფიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას, აჭიანურებს რეკონსტრუქციის მცდელობებს, ხელს უშლის დევნილების სახლებში დაბრუნებას და აგრძელებს უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასა და დასახიჩრებას”, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
კულტურის სამინისტრო: ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის წვლილი ქართული კულტურის წინაშე
ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის წვლილი ქართული კულტურის წინაშე, - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეს განცხადებით ეხმაურება. მისი ყველა საქმე მარადიულობაზე იყო გათვლილი - დღეს ანზორ ერქომაიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა „ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული კულტურის წინაშე. ანზორ ერქომაიშვილმა დააფუძნა და ჩამოაყალიბა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი „რუსთავი“ და, ასევე, 1976 წელს ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე“, რომელსაც 2000 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა; მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არქივში მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებული 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა, რესტავრაცია. მან, 1992 წელს, ლონდონის მუსიკალურ არქივში მიაკვლია 1902–1914 წლების ინგლისური კომპანიების მიერ გრამფირფიტებზე ჩაწერილ 127 ქართულ ხალხურ სიმღერას. აქვე აღმოაჩინა ვანო სარაჯიშვილის ჩანაწერების მატრიცები (დედნები), რომელთა მეშვეობითაც (ნოდარ ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის პირვანდელი სრულყოფილი ხმის აღდგენა. ანზორ ერქომაიშვილმა აღადგინა, გამოსცა, მომავალ თაობებს გააცნო და შემოუნახა ვ. სარაჯიშვილის, ა. ინაშვილის, ნ. ქუმსიაშვილის, ა. კავსაძის, ვ. სიმონიშვილის, ა. მეგრელიძის, ნ. ხურციას, კ. პაჭკორიას, მ. თარხნიშვილის, ა. ერქომაიშვილის, ვ. მჭედლიშვილისა და სხვა ცნობილ მომღერალთა ხელოვნება. ანზორ ერქომაიშვილი ასევე გახლდათ: საქართველოს ტელევიზიის ტელეფილმის რედაქციის რედაქტორი, რუსთავის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი, ტელეგადაცემათა ციკლის ,,100 ქართული ხალხური სიმღერა" წამყვანი. ანზორ ერქომაიშვილმა არაერთი ნიჭიერი და საამაყო თაობა აღზარდა. იგი ავტორია წიგნებისა: „ბაბუა" (1980; ეძღვნება არტემ ერქომაიშვილის ცხოვრებას), „შავი შაშვი ჩიოდა" (1989), „ძველი სიმღერების კვალდაკვალ" (1979). მან მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპექტაკლი. 2001 წელს მისი ინიციატივითა და „იუნესკოს“ ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. ასევე, 2006 წელს მომზადდა და გამოიცა XX საუკუნის ანთოლოგიის (1901–2001) ერთი ნაწილი (1901–1914), რომელშიც შედის ქართული ხალხური სიმღერებისა და საშემსრულებლო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები. ქართველი ლოტბარის ერთ-ერთ უკანასკნელ ნაშრომს წარმოადგენს კატალოგი, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა. ეს გახლავთ პირველი ქართული ფონოჩანაწერები ბრიტანეთის ეროვნული არქივებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ორენოვანი კატალოგი ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებში მოძიებული სიმღერების დაზუსტებულ ნუსხას აერთიანებს. ეს არის საგანძური, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა მომდევნო თაობებს დაუტოვა. აღსანიშნავია, რომ ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“. ანზორ ერქომაიშვილს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის, იაკობ გოგებაშვილის სახელობისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიები. ასევე, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, იგი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უდიდეს პატივს მიაგებს ქართული კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლის, ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლსა და ხსოვნას“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ექომაიშვილი 2021 წლის 3 აპრილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
აშშ-ის ინფორმაციით, რუსები ირანული დრონების მართვას სწავლობენ
აშშ თვლის, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა ირანში დრონების მართვის შესწავლა დაიწყეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი უკრაინაში ომისთვის სისტემების შეძენას გეგმავს. ინფორმაციას CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. როდესაც ჟურნალისტებს უპილოტო თვითმფრინავების შესახებ ჰკითხეს, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გასულ თვეში განაცხადა, რომ რუსეთს „ამ საკითხზე კომენტარი არ აქვს“. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გასულ თვეში განაცხადა, რომ რუსეთს „ამ საკითხზე კომენტარი არ აქვს“. CNN-მა პირველად გასულ თვეში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული დელეგაცია ივნისის შემდეგ ცენტრალურ ირანში მდებარე აეროდრომს სულ მცირე ორჯერ ეწვია. ზაფხულში ჯერ ლავროვი და შემდეგ პუტინი სტუმრობდნენ მოკავშირე ირანს, სადაც ჩასვლამდე გავრცელდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი შესაძლოა, ემზადებოდეს, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის ასობით უპილოტო საფრენი აპარატის მისაწოდებლად ემზადება ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.
რუსეთის უმსხვილესმა ავიაჯგუფმა 200-მდე პილოტი სამსახურიდან გაათავისუფლა
რუსეთის ფედერაციის უმსხვილესი ავიაჯგუფი „ვოლგა-დნეპრი“ სამსახურიდან 200-მდე პილოტს გაათავისუფლებს, რომლებიც ამ ჯგუფის კუთვნილ AirBridgeCargo-სა და „ატრანში“ არიან დასაქმებულები. Reuters: სანქცირებულმა რუსულმა ავიაკომპანიებმა, თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად დაშლა დაიწყეს კომპანია შეინარჩუნებს მხოლოდ რამდენიმე ეკიპაჟს, იმ შემთხვევაში თუ მიიღებს „მინტრანსისგან“ თანხმობას უცხოური სალიზინგო კომპანიების ბაზარზე დაშვების შესახებ. წლის დასაწყისში AirBridgeCargo-ში 300-მდე პილოტი მუშაობდა, ხოლო „ატრანში“ 110. ვოლგა-დნეპრი არის ყველაზე დიდი სატვირთო საჰაერო ჯგუფი რუსეთში. 2022 წლის დასაწყისში მას რუსული საჰაერო ტვირთების ბაზრის 51% ეკავა. ამჟამად ვოლგა-დნეპრის ჯგუფი რუსული An-124 და Il-76 თვითმფრინავებით განაგრძობს ფრენას. „კომპანიის რესურსები შეუზღუდავი არ არის. [პერსონალის] რაოდენობის ოპტიმიზაცია აუცილებელი ღონისძიებაა. ეს ეტაპობრივად ტარდება, რათა შევძლოთ ავტოპარკის კონსერვაცია“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
მაკრონი და ჯონსონი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინა მიიღებს იმდენ დახმარებას, რამდენიც სჭირდება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინა მიიღებს იმდენ დახმარებას, რამდენიც სჭირდება. ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მაკრონმა და ჯონსონმა განაცხადეს, რომ უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხზე თანამშრომლობას განაგრძობენ. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეული სასურსათო კრიზისი. ამასთან, საუბრისას ლიდერები დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობებს შეეხნენ.
ნორვეგიამ შესაძლოა, უკრაინაში ომით დაზარალებული ერთ-ერთი რეგიონის აღდგენა იტვირთოს
ნორვეგიამ შესაძლოა, უკრაინაში ომით დაზარალებული ერთ-ერთი რეგიონის აღდგენის გეგმას უხელმძღვანელოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან ერიკ სვედალს შეხვდა. „ამჟამად მსოფლიო ბანკთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა თითოეული ობიექტის აღდგენის ღირებულების დაანგარიშებაზე. გარდა ამისა, იგეგმება სარესტავრაციო სამუშაოს დაფინანსების წყაროების დადგენა“, - განაცხადა ტიმოშენკომ. უკრაინას შემუშავებული აქვს სწრაფი აღდგენის გეგმა თითოეული რეგიონისთვის. ევროპის რიგი ქვეყნები სხვადასხვა რეგიონის რეკონსტრუქციის პროცესში ერთვებიან.
ილონ მასკმა Tesla-ს $6.9 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა
კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა 2022 წლის 5-დან 9 აგვისტომდე კომპანიის 7,9 მილიონი აქცია გაყიდა, რომლის ღირებულებაც $6,9 შეადგენს. $43 მილიარდად გაყიდვის შესახებ ილონ მასკის შეთავაზებას, Twitter-ი განიხილავს - WSJ Bloomberg-ის ცნობით, ილონ მასკმა კომპანიის აქციები იმ შემთხვევისთვის გაყიდა, თუ Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვა მოუწევს. თავის ტვიტერზე მასკმა დაწერა, რომ Tesla-ს აქციებს უკან იყიდის, თუ სოციალურ ქსელთან გარიგება საბოლოოდ არ შესრულდება. 8 ივლისს მასკმა Twitter-ის შესყიდვაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ Twitter-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა. ამის შემდეგ Twitter-მა მასკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სოციალურმა ქსელმა მას გარიგების დახურვა მოსთხოვა. გასულ კვირას მასკმა, თავის მხრივ, შემაგებებელი სარჩელი შეიტანა და ბიზნესმენმა გარიგების განახლების პირობა დაასახელა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
„რუსი ოკუპანტების ყირიმში ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის. არ იქნება სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ბევრ ქვეყანაში, ვიდრე რუსეთს ჩვენი ნახევარკუნძულის სამხედრო ბაზად გამოყენება შეუძლია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს „როდესაც ჩვენ ვიღწვით ნახევარკუნძულის გათავისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და უკრაინის მკვიდრი ხალხებისთვის სამშობლოში დაბრუნებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება. უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან.