ძებნის რეზულტატი:
ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ თქვენ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ რუსეთის აგრესიას
როცა ბოროტება ასეთ მასშტაბებს იღებს, ადამიანების დუმილი თანამონაწილეობას უტოლდება. და, ბოროტების წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლის უარყოფა მის ხელშეწყობას ნიშნავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „თუ თქვენ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ არ იბრძვით, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ მის აგრესიას. სადაც არ უნდა იყოთ - როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, თქვენი ხმა უნდა ისმოდეს უკრაინის მხარდასაჭერად და, შესაბამისად, ამ ომის წინააღმდეგ“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისივე თქმით, ყველამ უკრაინაში, ყველამ თავისუფალ სამყაროში უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ, რათა რუსეთმა და ომის მომხრეებმა კიდევ უფრო დიდი ფასი გადაიხადონ სახელმწიფო ტერორისთვის“. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ოკუპანტები ხარკოვისა და სუმის ოლქების სხვადასხვა ტიპის იარაღიდან დაბომბვას აგრძელებენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ხარკოვისა და სუმის ოლქების სხვადასხვა ტიპის იარაღიდან დაბომბვას აგრძელებენ. „ხარკოვის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბა სვეტლიჩნოეს, შაპოვალოვკას, პრუდიანკას, დემენტიევკას, პიტომნიკის, რუსკი ტიშკის, პობედას, ვერხნი სალტოვის, გუსაროვკას, ბაზალეევკას, სტარაია გნილიცას დასახლებები. რტიშჩევკასა და სალტოვის მახლობლად კი ავიადარტყმები განხორციელდა“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდისა და მისი მეგობრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა საკუთარი დედა დანით მოკლა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 34 წლის დედას, ცივი იარაღით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა
აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში. აფეთქებისას რვა სახლი და ორი ავტომობილი განადგურდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თავდასხმის სამიზნეს კუკარაჩასა და ჯუნიორის ზედმეტსახელით ცნობილი პირები წარმოადგენდნენ. ამასთან, მომხდარის გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. უგზოუკვლოდ დაკარგულია 16 ადამიანი
ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა სომხეთის საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურის ცნობით, ცოტახნის წინ, მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დღეს, დილის 08:00 საათის მდგომარეობით, უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
Reuters: ნავთობი ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე იაფდება
ნავთობი ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე იაფდება. ამ ფონზე კი, კომპანია Saudi Aramco მოპოვებას მაქსიმუმამდე ზრდის. Brent-ის მარკის ფიუჩერსები 0,9%-ით, ბარელზე $97,26-მდე გაიაფდა. ამერიკული West Texas Intermediate-ს ფასი კი, ბარელზე $91,27-მდე დაეცა, რაც წინა მაჩვენებელზე 82 ცენტით ნაკლებია. Reuters-ი ამის მიზეზად ჩინეთის ეკონომიკის შენელებას ასახელებს. კერძოდ, ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დღე-ღამეში 12,53 მილიონ ბარელამდე დაეცა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ ფაქტს, სახელმწიფო სტატისტიკის მაჩვენებლები ადასტურებს. ამავდროულად, Saudi Aramco მზადაა, გაზარდოს ნედლი ნავთობის მოპოვება მაქსიმუმ 12 მილიონ ბარელამდე დღეში, თუ ამას საუდის მთავრობა მოითხოვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კვირას აღმასრულებელმა დირექტორმა ამინ ნასერმა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის 14 აგვისტოს, საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა.[1] საია ცესკოს განკარგულების ბათილობას ითხოვს. სასამართლო სხდომა 15 აგვისტოს, 16:00 საათზე გაიმართება. „გასაჩივრებულ განკარგულებაში ცესკო-მ არჩევნების დანიშვნის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, ვახტანგ წურწუმიას (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) 2022 წლის 31 მაისიდან შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე. საია მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.[2] საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არის მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების საფუძველი,[3] რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.[4] პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ამ შემთხვევაში განახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ინფორმაცია დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.
რუსეთი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შემოსაერთებლად, „რეფერენდუმს“ გეგმავს - ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ფსევდორეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ, ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, 11 აგვისტოს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშლინმა განაცხადა, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის თარიღი გამოცხადდება. მისი თქმით, ეს მოხდება „DPR-ის " სრული განთავისუფლების" შემდეგ. მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მოსკოვის მარიონეტები უკრაინის ნაწილების ანექსიისთვის, ყალბ რეფერენდუმებს გამართავენ.
ევროპაში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა
ევროკავშირში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა. ცეცხლმა უკვე 660 ათასი ჰექტარი გაანადგურა. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი 2022 წლის დასაწყისიდან ხანძარმა ლუქსემბურგზე ორჯერ მეტი ფართობი მოიცვა. 2017 წელს ევროკავშირში ტყის ხანძრების შედეგად, აგვისტოში დაახლოებით 420,000 ჰექტარი დაიწვა. ოქტომბერში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის მასივის მოცულობა 988,087 ჰექტრამდე გაიზარდა. იმის გამო, რომ ხანძრის სეზონი შორს არის დასრულებისგან, EFFIS-მა განაცხადა რომ წელს შესაძლოა, ახალი რეკორდი დამყარდეს. ტყის ხანძრების გამო ჩრდილოეთ მაკედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ევროკავშირში ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად ესპანეთი, რუმინეთი და პორტუგალია დაზარალდა. საფრანგეთში ამ კვირაში 60,000 ჰექტარზე მეტი დაიწვა. რაც ბევრად აღემატება ქვეყნის წინა რეკორდს. 2019 წელს 43,600 ჰექტარი დაიწვა. 2010 წლიდან ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში ხანძრების რაოდენობის მზარდი ტენდენცია შეინიშნება. როგორც ცნობილია, ევროპის ამჟამინდელი გვალვა შესაძლოა ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე აღმოჩნდეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლის რწმუნებული დანიშნა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ახალ გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. „მთავრობის მეთაურმა მიხეილ შაყულაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ახალმა გუბერნატორმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის ასოცირებული პროფესორი „ალტე უნივერსიტეტსა“ და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ესწრებოდა.
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ კირილენკო "ტელეგრამზე" წერს. როგორც დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წერს, დაშავებულია კიდევ 13 ადამიანი. „14 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ბახმუტში, სოლედარსა და მარინკაში. კიდევ 13 ადამიანი დაშავდა", - წერს გუბერნატორი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოპასნაში დაჯგუფება „ვაგნერის" შტაბი გაანადგურეს - მედია
რუსეთის ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ლუგანსკში, პოპასნაში, დაჯგუფება „ვაგნერის" შტაბი გაანადგურეს. რუსული მედია იუწყება, რომ რამდენიმე დღის წინ, იმ შენობის ფოტო, სადაც დაჯგუფება „ვაგნერის“ შტაბი იყო განთავსებული რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა გამოაქვეყნა. 8 აგვისტოს, პოპასნაში დაჯგუფება „ვაგნერის“ შტაბში ვიზიტის შემდეგ, პუბლიკაცია Telegram-ში სამხედრო კორესპონდენტმა სერგეი სრედამ გამოაქვეყნა. „მოვედი პოპასნაში, „ვაგნერის“ PMC-ის შტაბ-ბინაში. დაგვხვდნენ როგორც ახლობელს. რამდენიმე სასაცილო ამბავი გავიხსენეთ." სრედამ ასევე გამოაქვეყნა ფოტოებიც სადაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინიც ჩანს, თუმცა თავად ამ ფაქტს უარყოფს. ამ ფოტოებმა მრავალი პრორუსი კომენტატორის აღშფოთება გამოიწვია, რადგან ერთ-ერთ მათგანზე ნაჩვენებია აბრა, უახლოესი თავშესაფრის მისამართით - მირონოვსკაიას ქუჩა, 12. „რადიო თავისუფლებამ“ შეისწავლა ამ ტერიტორიაზე არსებული სახლების სურათები და მივიდა დასკვნამდე, რომ ფოტოზე ნამდვილად არის ამ მისამართზე მდებარე სახლი. პოპასნაზე დარტყმის შესახებ ინფორმაციის შემდეგ, სამხედრო ჟურნალისტმა სერგეი სრედამ „ვაგნერის შტაბის" მონახულების შესახებ პოსტი წაშალა, მაგრამ მისი მრავალი ასლი, სოციალურ ქსელში დარჩა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან უკრაინულმა ძალებმა რუსეთის 43 750 ჯარისკაცი მოკლეს. „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 876 ტანკს, 4 141 ჯავშანმანქანას, 985 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 136 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 233 თვითმფრინავს, 195 ვერტმფრენს, 3044 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 787 უპილოტო საფრენ აპარატს, 92 ერთეულ სპეცტექნიკას, 187 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვლადიმერ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაფართოება სურს
რუსეთი პირობას დებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან კონსტრუქციულ ორმხრივ ურთიერთობებს გააფართოებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინისთვის გაგზავნილ წერილში წერს და ქვეყნის განთავისუფლების დღეს ულოცავს. „ჩემი ნაბიჯი ორი ქვეყნის ინტერესებს პასუხობს. ჩემი მიზანია, დაკმაყოფილდეს ორი ქვეყნის ხალხების ინტერესები და წვლილი შევიტანოთ კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“, - წერს პუტინი. პუტინისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში კი, კიმ ჩენ ინი წერს, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის მეგობრობას საფუძველი, მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიაზე გამარჯვებით ჩაეყარა. უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა 13 ივლისს რუსულმა მედიამ, ჩრდილოეთ კორეის საელჩოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ ოფიციალურმა ფხენიანმა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ქვეყნის მიერ, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
საქსტატი: იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 186.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 186.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 098.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (36.3%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 7 087.4 მლნ. აშშ დოლარი (34.8%-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივლისში 3 988.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2% შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური: №6 პენიტენციურ დაწესებულებაში 3 მსჯავრდებული შიმშილობს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში 3 მსჯავრდებული შიმშილობს, ხოლო ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკოსები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში და ნებისმიერ ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნისთანავე სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას აწვდიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერით გავრცელებულ დეზინფორმაციას №6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში 10-მდე მსჯავრდებული შიმშილობს და რომ მათ სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამისი ყურადღება არ ექცევათ. საუბარი იყო სხვადასხვა შეზღუდვაზეც, რომლებიც პატიმრებს თითქოსდა უკანონოდ უწესდებათ. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს 3 მსჯავრდებული. აღსანიშნავია, რომ ორმა მათგანმა შიმშილობა გამოაცხადა მხოლოდ 14 აგვისტოს, აღნიშნული მედიასაშუალების სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ. რაც შეეხება მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკოსები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში და ნებისმიერ ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნისთანავე აწვდიან სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას. სიუჟეტში ნახსენებ მსჯავრდებულ გ.ჭ.-ს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების შემდეგ ჩაუტარდა მრავალმხრივი მკურნალობა და არაერთხელ გაეწია კონსულტაცია სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ. მიმდინარე წლის 11 და 12 აგვისტოს ის ოჯახის ექიმმა გასინჯა და მსჯავრდებულს არანაირი ჩივილები არ აღმოაჩნდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ დისციპლინური სახდელის დაკისრება მსჯავრდებულებისათვის ხდება კანონმდებლობის სრული დაცვით, მათი მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაბამისად. მაგალითისთვის, მსჯავრდებულ გ. ჭ.-ს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში არაერთი დისციპლინური გადაცდომა დაუფიქსირდა, რის გამოც, რიგ შემთხვევებში, მას რამდენიმე დისციპლინური სახდელი დაეკისრა. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რაც, პირველ რიგში, აზიანებს მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს, იწვევს საზოგადოების დეზინფორმირებას, ლახავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმიჯს და ემსახურება უწყების თანამშრომელთა დისკრედიტაციას’,- ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოვიდა - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში, 2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 147.7 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით. „2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 049.4 ათასი შემოსვლა, რაც 198.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 922.2 ათასი შეადგინა, რაც 176.2 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2022 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 765.3 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 189.4 პროცენტით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 749.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 145.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 81.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.5 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. 2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (175.4 ათასი), თურქეთის (158.3 ათასი) და სომხეთის (136.8 ათასი) მოქალაქეების მიერ. ვიზიტორების უმრავლესობა, 48.5 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 37.0 პროცენტს შეადგენდა 2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (52.0 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 512.7 ათასი და 375.3 ათასი ვიზიტი. 2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათენებული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.2 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 70.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 440.2 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქსტატი: 2021 წელს საქართველოში 1 241,8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით მეტია. "2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62.0 პროცენტი შეადგინა. 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი არიან. „ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 465.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 37.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 185.9 მლნ. აშშ დოლარით (15.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 133.3 მლნ. აშშ დოლარით (10.7 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
ინვესტორები და სექტორები, სადაც 2021 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განთავსდა - საქსტატი
საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით მეტი. ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2021 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 59.7 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 48.6 პროცენტით (603.6 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ნიდერლანდები 11.1 პროცენტით (138.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - თურქეთი 8.1 პროცენტით (100.0 მლნ. აშშ დოლარი). ინვესტორი ქვეყნები და ინვესტიციები: გაერთიანებული სამეფო - $603.6 მლნ; ნიდერლანდები - $138.3 მლნ; თურქეთი - $100 მლნ; ჩეხეთი - $80.8 მლნ; რუსეთი - $75.5 მლნ; გერმანია - $36.2 მლნ; ლუქსემბურგი - $34.9 მლნ; სეიშელები - $29.9 მლნ; საამიროები - $28.3 მლნ; FDI ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წელს: საფინანსო სექტორი - $465.3 მლნ; ენერგეტიკა - $185.9 მლნ; მრეწველობა - $133.3 მლნ; უძრავი ქონება - $110.3 მლნ; სოფლის მეურნეობა - $1.9 მლნ; ჯანდაცვა - $26.8 მლნ;
თბილისის პარკინგის მომხმარებლები დროებით არ დაჯარიმდებიან
თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს დღეიდან ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ. რეფორმის გამო, ფიქსირდება ტექნიკური შეფერხებები, რომლის დროსაც იარსებებს საშეღავათო პერიოდი და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ დაჯარიმდებიან. ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე – 1399“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.