ძებნის რეზულტატი:

მედია: ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის დეფიციტია

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, საწვავის შეტანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეფერხებაა. რადიო თავისუფლების ცნობით, ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა «АЗиД“-მა გარკვეული ტიპის ნავთობპროდუქტების რეალიზაციაზე შეზღუდვები დააწესა. „ივნისში დადებული კონტრაქტებით გათვალისწინებული მიწოდების მნიშვნელოვანი წილი აფხაზეთის რესპუბლიკაში, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შემოსულა. ბენზინგასამართი სადგურების ქსელში საჭირო რაოდენობის საწვავი ადრე გაკეთებული რეზერვების ხარჯზე ნარჩუნდებოდა. ვითარება „АЗиД“-ის ქსელში გამწვავდა დატვირთვის ზრდით, რაც სხვა სადგურებში შექმნილი დეფიციტის გამო წარმოქმნილმა ზეწოლამ გამოიწვია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ტელეგრამის არხი D News Abkhazia, „Роснефти“-ს ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგების შესახებ იუწყება. დე ფაქტო რესპუბლიკის „მთავრობა“ ამ საკითხს ჯერ არ გამოხმაურებია.

კოვიდიინფიცირების შემთხვევების პიკი დაანონსდა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს. ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თუ ჩავთვლით, რომ შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს შემთხვევები შემცირდეს. ვფიქრობთ, მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა შემთხვევების პიკი იყოს. შემდეგ უკვე აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს. ბოლო 3 კვირა ტემპი შემცირებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, გაზაფხულთან შედარებით ეს ციფრი მაღალია. ჯანმო ოქტომბერ-ნოემბერს განიხილავს, როგორც კორონავირუსის მატების შესაძლო პერიოდს. ამის უკან დგას იმუნიტეტის შემცირება. სექტემბერში შემთხვევების მატება არ უნდა იყოს. წინ გვაქვს შემოდგომა და ზამთარი, როდესაც პროგნოზირებადია შემთხვევების მატება“,- განაცხადა ჩხაიძემ.  

ერდოღანი: ბოლო 21 წლის განმავლობაში, თურქეთი უფრო დემოკრატიული და თავისუფალი გახდა

დღეს თურქეთი უშიშრად იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს ყველა პლატფორმაზე, მათ შორის, გაეროსა და NATO-ში და აღწევს შედეგებს თავისი ეფექტიანი დიპლომატიის საშუალებით“, - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების (AK) პარტიის შეხვედრაზე განაცხადა. მმართველი პოლიტიკური გაერთიანება დაარსებიდან 21 წლისთავს აღნიშნავს. ერდოღანმა დაამატა, რომ თურქეთმა გააძლიერა საგარეო პოლიტიკა და მოიპოვა პრესტიჟი და თავდაჯერებულობა. მისივე თქმით, თურქეთმა თავისი ძლიერი არმიით, ანტიტერორისტული ოპერაციები ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, „სხვების თანხმობის მოთხოვნის გარეშე“ ჩაატარა და ბოლო 21 წლის განმავლობაში, თურქეთი გახდა „უფრო დემოკრატიული და თავისუფალი" ქვეყანა, რომელიც მოქალაქეებს თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს.

უკრაინა: „აზოვის“ მებრძოლებმა ხარკოვის რეგიონში ოკუპანტების იარაღის საწყობი გაანადგურეს

უკრაინა აზოვის ქვედანაყოფის მიერ ხარკოვის რეგონში, სოფელ ტერნოვაში რუსული სადამკვირვებლო პუნქტისა და საბრძოლო მასალის საწყობის განადგურების შესახებ იუწყება. ამის შესახებ აზოვის სპეცოპერაციის ძალების მეთაურმა ანატოლი სიდორენკომ განაცხადა. „სოფელ ტერნოვას აღმოსავლეთ ნაწილში, ოპერაციის დროს, „აზოვის“ მებრძოლებმა გაანადგურეს ორი მანქანა, ორი ქვეითთა საბრძოლო მანქანა (IFV), საკონტროლო და სადამკვირვებლო პუნქტი, საბრძოლო მასალის საწყობი და მტრის ცოცხალი ძალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინის პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ბირთვულ ინდუსტრიაზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ბირთვულ ინდუსტრიაზე სანქციების დაწესებას სთხოვს. ამასთან, უკრაინის უმაღლესმა რადამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაგმოს „ბირთვული ტერორიზმის აქტი, რომელსაც რუსული ძალები  ენერგოდარში დატყვევებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ახორციელებენ“. ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახალმა სანქციებმა რუსეთის ბირთვული ინდუსტრია დაბლოკოს ამავდროულად, პარლამენტი გაეროს და IAEA-ს მიმართავს  თხოვნით, მიიღონ საჭირო ზომები ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ერთობლივი უსაფრთხოების მისიის ორგანიზებისა და გაგზავნის, ქარხნის შემდგომი დემილიტარიზაციისა და შეიარაღებული რუსი სამხედრო პერსონალის გაყვანით მიზნით.  რუსულმა ძალებმა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტს აიღეს. აღებისას ქარხნის სამრეწველო უბანი სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღითა და საარტილერიო სისტემებით დაბობმეს, რის შედეგადაც ელექტროსადგურების სისტემები დაზიანდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დანაღმულია და სადგურის ცალკეულ თანამშრომლებს ოკუპანტები აწამებენ. ამასთან, გასული კვირის განმავლობაში რუსი სამხედროები ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურს აქტიურად ბომბავდნენ.  

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ცხრა წელიწადზე მეტია, ახორციელებს. „პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტში არაერთი ცვლილება განხორციელდა დარგში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე. მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ ფარგლებში, შესაძლებელი ხდება, სესხის თანხით დაფინანსდეს სათბურში განსათავსებელი კენკროვანი ნერგების და ქოთნების შეძენის ღირებულება თუ სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს კენკროვანი კულტურების სათბურის მოწყობა. პროექტის ქვეკომპონენტის„ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის“ ფარგლებში, შესაძლებელი ხდება ბენეფიციარებმა სესხის თანხა გამოიყენონ მრავალწლიან ბაღებში დამცავი ბადეების მოწყობად ან არსებულის სარემონტოდ; ასევე, შესაძლებელი ხდება სესხის თანხით დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობა.ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის, კომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი, შეადგენს 11%. სახელმწიფო ფერმერს, 66 თვის განმავლობაში, დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი, 20 000 ლარიდან – 1 500 000 ლარამდეა. პროექტის კომპონენტში „შეღავათიანი აგროლიზინგი“ შესაძლებელი ხდება ლიზინგით, არასტაციონალურ ტექნოლოგიურ ხაზებთან ინტეგრირებული სატრანსპორტო საშუალების შეძენა. შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი შეადგენს 11%.სახელმწიფო ფერმერს 36 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი, 20 000 ლარიდან – 1 500 000 ლარამდეა. ამავე კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელი ხდება, არასტაციონალურ ტექნოლოგიურ ხაზებთან ინტეგრირებული სატრანსპორტო საშუალების შეძენა. ძირითად საშუალებების კომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი შეადგენს 11%. სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი, 20 000 ლარიდან – 1 500 000 ლარამდეა“,- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.  

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. საბაგირო გზაზე დაგეგმილია გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე გზის ელექტრონული და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  "აღნშნული სამუშაოებიდან გამომდინარე,  კუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით - 16 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.  

ზაპოროჟიეს ოლქში, ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში აფეთქებების ხმას ისმის

ზაპოროჟიეს ოლქში, ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში აფეთქებების ხმას ისმის. მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ენერგოდარის მერმა დმიტრო ორლოვმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. „იყავით უკიდურესად ფრთხილად და დატოვეთ ქუჩები“, - ამბობს ორლოვი. 14 აგვისტოს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელი ენერგოდარის დაბომბვისას დაიღუპა, ორი ადამიანი დაიჭრა. უკრაინის სახელმწიფო კომპანია Energoatom-ის განცხადებით, ოკუპანტების მიერ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიოდულმა დაბომბვამ სადგურის უსაფრთხო მუშაობას სერიოზულ საფრთხე შეუქმნა. ერთ-ერთ ელექტროსადგურზე ავარიულმა დაცვამ იმუშავა და სამი მოქმედი ელექტროსადგურიდან, ერთი ახლა გამორთულია. 14 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით, მსოფლიოს ქვეყანებმა, მათ შორის, საქართველომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან. გაერო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე: შესაძლოა, კატასტროფამდე მივიდეთ ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.  ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.

რუს ჯარისკაცებს ოჯახები ხერსონის შემდეგ, მელიტოპოლიდანაც გაჰყავთ

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, რუს ჯარისკაცებს ოჯახები მელიტოპოლიდანაც გაჰყავთ. ქალაქის მერის, ივან ფედოროვის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ბოლო ერთი კვირაა, აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ, რუს სამხედროებს მათი ოჯახები ქალაქიდან გაჰყავთ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხერსონის ხელისუფლებამ კვირას განაცხადა, რომ ზოგიერთმა რუსმა მეთაურმა ქალაქი დატოვა. ამასთანავე, მედიაში 9 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონიდან რუსი სამხედროების ოჯახების გაყვანა დაიწყო. ომის შემსწავლელი ინსტუტის ანგარიშშია აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში გაანადგურეს სახმელეთო მარშრუტები, რაც ხელს შეუშლის რუსეთის ფედერაციას, მხარი დაუჭიროს თავის ჯარებს საწვავით, საბრძოლო მასალითა და მძიმე ტექნიკით.   

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ახალი მეთაური პოლონეთის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ახალი მეთაური, გენერალი დერილ უილიამსი ვარშავაში ჩავიდა. პოლონეთი შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს. „NATO ძლიერია, პოლონელი ხალხი ძლიერია და ჩვენ მათთან ერთად ვდგავართ. ჩვენ ერთად ძლიერები ვართ. ეს არის აშშ-ის გზავნილი“, - განაცხადა უილიამსმა. უილიამსი ვარშავის ცენტრში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის წინ გამართულ ცერემონიას დაესწრო. პარტნიორებს უკრაინის პრეზიდენტმაც მიულოცა. „ძვირფასო მეგობრებო, მოკავშირეებო, ძმებო! ნებისმიერი სახელმწიფო ლიდერისთვის დიდი პატივია, რომ შეუძლია, ასე მიმართოს პოლონელ ხალხს. მე ვამაყობ, რომ ასეთი მიმართვა უკრაინის სახელმწიფოსგან ყველაზე გამართლებულად ჟღერს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  „დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, ჩვენ კვლავ ერთად ვხვდებით მრავალსაუკუნოვან მტერს“, - თქვა თავის მხრივ, უკრაინის მთავარსარდალმა პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ დღესთან დაკავშირებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ პოლონელ სამხედროებს პოლონურ ენაზე მიმართა. „ვარშავის ბრძოლაში თქვენმა ხალხმა დაიცვა თავისი სახელმწიფოებრიობა და იხსნა ევროპა ბოლშევიკების შემოსევისგან. ამ ომში პოლონეთის მოკავშირე, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა იყო. დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის წინაშე. მე უაღრესად მადლიერი ვარ პოლონელი ხალხის, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზალუჟნიმ. თავის მხრივ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ცერემონიის წინ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ცდილობს თავისი იმპერიის აღდგენას, ის ყოველთვის ბოროტების იმპერიაა. ის ყოველთვის სჩადის ომის დანაშაულებს“.

ზალუჟნი პოლონეთს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს: დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის პირისპირ

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ დღესთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ პოლონელ სამხედროებს პოლონურ ენაზე მიმართა. „დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, ჩვენ კვლავ ერთად ვხვდებით მრავალსაუკუნოვან მტერს. „ვარშავის ბრძოლაში თქვენმა ხალხმა დაიცვა თავისი სახელმწიფოებრიობა და იხსნა ევროპა ბოლშევიკების შემოსევისგან. ამ ომში პოლონეთის მოკავშირე, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა იყო. დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის წინაშე. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ახალი მეთაური პოლონეთის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო მე უაღრესად მადლიერი ვარ პოლონელი ხალხის, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზალუჟნიმ. თავის მხრივ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ცერემონიის წინ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ცდილობს თავისი იმპერიის აღდგენას, ის ყოველთვის ბოროტების იმპერიაა. ის ყოველთვის სჩადის ომის დანაშაულებს“.  

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ბოროტების იმპერიის აღდგენას ცდილობს

„წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ბოროტების იმპერიის აღდგენას ცდილობს“, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ჟურნალისტებს ვარშავაში განუცხადა. პოლონეთი დღეს შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს.  „წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ცდილობს თავისი იმპერიის აღდგენას, ის ყოველთვის ბოროტების იმპერიაა. ის ყოველთვის სჩადის ომის დანაშაულებს“, - განაცხადა ბლაშჩაკმა. თავის მხრივ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ დღესთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ პოლონელ სამხედროებს პოლონურ ენაზე მიმართა. „დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, ჩვენ კვლავ ერთად ვხვდებით მრავალსაუკუნოვან მტერს. „ვარშავის ბრძოლაში თქვენმა ხალხმა დაიცვა თავისი სახელმწიფოებრიობა და იხსნა ევროპა ბოლშევიკების შემოსევისგან. ამ ომში პოლონეთის მოკავშირე, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა იყო. დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის წინაშე. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ახალი მეთაური პოლონეთის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო მე უაღრესად მადლიერი ვარ პოლონელი ხალხის,  დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

ჩინეთი ტაივანის მიმართულებით, 30 თვითმფრინავსა და ხუთ სამხედრო ხომალდს გზავნის

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ ორშაბათს 30 საბრძოლო თვითმფრინავი და ხუთი ხომალდი გაგზავნა ტაივანის მიმართულებით, ამის შესახებ კუნძულის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. 5 საათისთვის ტაივანის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოაჩინეს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ხუთი ხომალდი და 30 თვითმფრინავი, რომელთაგან 15-მა ტაივანის სრუტის შუა მონაკვეთი გადაკვეთა, ნათქვამია კუნძულის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. სამხედრო თვითმფრინავებს შორის იყო ერთი Z-9 წყალქვეშა შვეულმფრენი, რვა სუ-30 გამანადგურებელი, ოთხი J-16 და ორი J-11. უწყების ცნობით, ტაივანმა სიტუაციის მონიტორინგის მიზნით, საჰაერო პატრული გაგზავნა და ასევე განათავსა საზენიტო სარაკეტო სისტემები. ინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის არმია კვლავ ატარებს სამხედრო წვრთნებსა და პატრულირებას ტაივანის გარშემო, კუნძულზე ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის ვიზიტის საპასუხოდ. ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია სენატორ ედ მარკის ხელმძღვანელობით, ტაივანში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. კონგრესისი დელეგაციის ვიზიტამდე, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. პელოსის ვიზიტის შემდეგაც ჩინეთმა ტაივანთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.  გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

პუტინმა მოსკოვის ძირითადი პარტნიორები დაასახელა

რუსეთის ძირითადი პარტნიორები არიან აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს, ფორუმზე „არმია-2022“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  „ჩვენ ვაფასებთ, რომ რუსეთს ბევრი პარტნიორი ჰყავს სხვადასხვა კონტინენტზე - ეს სახელმწიფოები ე.წ. ჰეგემონიას არ ემორჩილებიან. რუსეთი აფასებს თავის კავშირებს ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან“, - განაცხადა პუტინმა.  მისი თქმით, რუსეთი „მრავალფეროვანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განვითარებას ემხრობა“, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „სტაბილურად განვითარებადი მულტიპოლარული სამყაროს პირობებში“.  თავის გამოსვლაში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული იარაღი მნიშვნელოვნად აღემატება დასავლურ ანალოგებს. რუსეთის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ „საუბარია მაღალი სიზუსტის იარაღსა და რობოტიკაზე, ასევე საბრძოლო სისტემებზე, რომლებიც ახალ ფიზიკურ პრინციპებზეა დაფუძნებული“.     

Tesla-მ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის გაყიდვა შეწყვიტა

ამერიკულმა კომპანია Tesla-მ ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის esla Model 3 Long Range-ის გაყიდვა შეწყვიტა. 12 აგვისტოდან ელექტრომობილი Tesla Model 3 Long Range ავტომწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე დროებით მიუწვდომელია. შეკვეთის ღილაკი არააქტიურია. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მანქანის შეძენა მხოლოდ მომავალ წელს იქნება შესაძლებელი. ეს გამოწვეულია ავტომობილზე სუპერ მაღალი მოთხოვნით, რომელიც წარმოების შესაძლებლობებს აღემატება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, Tesla-ს ზოგიერთი მოდელის წარმოების დაპაუზება ჯერ კიდევ მაისში იწინასწარმეტყველა.  

რუსეთის 64-ე ბრიგადის სამხედრომ უკრაინაში სამოქალაქო პირის მკვლელობა აღიარა

რუსული გამოცემა „ვაჟნიე ისტორიის“ ჟურნალისტებმა დაადგინეს რუსეთის ფედერაციის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროების ვინაობა, რომლებიც მაროდიორობაში, სამოქალაქო პირების ძარცვასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. ოკუპანტებიდან ერთ-ერთმა უკრაინაში სამოქალაქო პირის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  მასალა ეხება რუს ოკუპანტებს, რომლებიც თებერვლის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე იმყოფებოდნენ კიევის ოლქის მაკაროვსკის რაიონის სოფელ ანდრეევკას ტერიტორიაზე. მათი იდენტიფიცირება იმ ტელეფონის წყალობით მოხდა, რომელიც სამხედროებმა ერთ-ერთ სოფლის მცხოვრებს მოპარეს და ფოტო გადიღეს. ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე პოზიორებდა იარაღითა და მოპარული მედლებით. ანდრეევკას მცხოვრებლებმა სურათებზე ამოიცნეს დამპყრობლები დანილ ფროლკინი, დიმიტრი დანილოვი, რუსლან გლოტოვი და ივან შეპელენკო, რომლებმაც გაძარცვეს მათი სახლები და თანასოფლელები დახოცეს. მათი თქმით, რუსეთის ფედერაციის სამხედროები დასახლებაში შესვლის შემდეგ კარდაკარ დადიოდნენ და ართმევდნენ პირად ნივთებს, საკვებს, ავტომობილებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ფროლკინმა გამოცემას განუცხადა, რომ 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურებმა [აზატბეკ ომურბეკოვმა, სერგეი დმიტრენკომ, ვიაჩესლავ კლობუკოვმა, დენის რომანენკომ და ანდრეი პროკურატმა] მას და კიდევ რამდენიმე კოლეგას ანდრეევკის სამი მცხოვრების სახლებში ჩხრეკის ჩატარება უბრძანეს. „ჩვენ ისინი შევიყვანეთ სამ სახლში, მათ დაგვათვალიერებინეს სახლები. სახლებში არ იყო მათი ფოტოსურათები. ანუ ეს სახლები ფაქტობრივად მათი არ იყო. მესამე საერთოდ რაღაც ნანგრევებში ცხოვრობდა. მათ ჰქონდათ ფულის დასტა - ჰრივნების, დოლარების. პოდპოლკოვნიკმა ალექსანდრ პროკურატმა, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდა, ეს ფული თვითონ აიღო, ხოლო დანარჩენი - დოკუმენტები და ტელეფონები - ჩვენ მოგვცა და გვითხრა: „ესენი გაასაღეთო“. მეც წავედი და [ერთი მათგანი] გავასაღე", - ამბობს ვიდეოჩანაწერში ფროლკინი.        

ლატვიამ უკრაინას ოთხი შვეულმფრენი გადასცა

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ლატვიამ ოთხი შვეულმფრენი გადასცა.  ორი შვეულმფრენი Мi-17 და ორი Мi-2 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ნაწილობრივ დაშლილ მდგომარეობაში მიიღეს. გადაცემამდე შვეულმფრენები შეღებეს, ხოლო Mi-17 კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.   უკრაინის შეიარაღებული ძალები, შვეულმფრენებს ააწყობს და დასახული მიზნების შესასრულებლად გამოიყენებს.   შეგახსენებთ, რომ ლატვია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც უკრაინას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია. ლატვიამ უკრაინას, სულ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების იარაღი და პირადი აღჭურვილობა, უპილოტო საფრენი აპარატები, მშრალი რაციონი, საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდა.  ლატვია ასევე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. ჯგუფი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, უკრაინის დასახმარებლად შეიქმნა.   

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. 21 ადამიანს ეძებენ

15 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. 21 ადამიანი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.  მედიის ცნობით, უგზოუკვლოდ დაკარგულებიდან 5 ირანის, ხოლო 1 რუსეთის მოქალაქეა.  დაკარგულთა ახლობლების თქმით, ცნობილია, რომ აფეთქების შემდეგ, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი იყო ჩახერგილი, თუმცა პირველი სატელეფონო ზარის შემდეგ, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ხანძრისა და აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აფეთქების შემდეგ სამედიცინო დახმარებისთვის ექიმებს 62-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 12 საავადმყოფოში რჩება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას პირველადი მონაცემებით სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხებზე საკონსულტაციო საბჭო შექმნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმისა და სევასტოპოლის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე სპეციალური საკონსულტაციო საბჭო შექმნა. „საბჭოს შექმნის მიზანი დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე ღონისძიებების გამართვა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შედეგების დაძლევა და ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც უკრაინის სახელმწიფომ, მისმა მოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა, რუსეთის ოკუპაციისა და შეიარაღებული აგრესიის შედეგად მიიღეს", - წერია დოკუმენტში. განკარგულება ძალაში დღეიდან შევიდა. ცნობილია, რომ საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი პრეზიდენტი ზელენსკი იქნება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სერბეთმა თავის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარი თქვა - მედია

რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სერბეთმა თავის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარი თქვა. სანაცვლოდ ბელგრადმა გადაწყვიტა NATO-სთან თანამშრომლობა გააფართოოს.  გასულ კვირას, სერბეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ბოცან-ხარჩენკომ, რუსული სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ განცხადება გააკეთა. „სერბეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნა ამ ქვეყნის სუვერენული საქმეა, დამატებით ეს თავად რუსეთის ფედერაციის ინტერესების საკითხია“, - თქვა დიპლომატმა. ამასთან, მან განაცხადა, რომ სერბეთის პოზიცია ბალკანეთის რეგიონში, სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით გაცილებით ძლიერია ვიდრე ჩანს. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი ათვლას ახლა იწყებს. მანამდე პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ „სერბეთს არავისი სამხედრო ბაზები არ სჭირდება“.  „სერბეთს არავის სამხედრო ბაზები არ სჭირდება. ის შეინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს და მოკავშირეებთან ურთიერთობებს. მას არ შერცხვება რუსეთთან, ჩინეთთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან კავშირების და საკუთარ თავზე იზრუნებს“, - განაცხადა გასული კვირის ბოლოს ალექსანდრე ვუჩიჩმა სერბეთის TV Prva-სთან ინტერვიუში.