ძებნის რეზულტატი:
არასამთავრობო ორგანიზაციები: მმართველმა პარტიამ უნდა უზრუნველყოს ISFED-ის ჩართულობა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში
მმართველმა პარტიამ უნდა უზრუნველყოს ISFED-ის ჩართულობა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში. ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე დროებით ვაჩერებთ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციები „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებენ. „2022 წლის 18 აგვისტოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე. ISFED-სთვის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის აკრძალვა არის კრიტიკული და დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ გადაწყვეტილებას განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციის შინაარსი და კონტექსტი აქვს. „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის პირველ და მე-10 პრიორიტეტების სულისკვეთებას, რომლებიც დეპოლარიაზიას და „გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონეზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვას“ მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ერთიანი პროცესის ხედვა ხელისუფლებამ სრულყოფილად არ წარმოადგინა, არ შექმნა მაღალ დონეზე ორგანიზებული მონაწილეობითი დემოკრატიული პროცესი და არც თავად სამუშაო პროცესის წესებთან და პრინციპებთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები გაუვლია სამოქალაქო ორგანიზაციებთან და სხვა დამოუკიდებელ აქტორებთან, სამოქალაქო ორგანიზაციები აქტიურად ვცდილობთ გამოვიყენოთ კომუნიკაციის და თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობა პარლამენტთან. საპარლამენტო კომიტეტებთან ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის სურვილი არაერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გამოთქვა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ თანამშრომლობა მხოლოდ მათ მიერ განსაზღვრული პირობებით და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა უკიდურესად ლიმიტირებული რაოდენობით შემოგვთავაზა. თუმცა, „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და, ძირითადად, არაინკლუზიურად შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიუხედავად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღემდე კეთილსინდისიერად და კონსტრუქციულად ვმონაწილეობთ ყველა იმ სამუშაო ჯგუფში, სადაც მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვცეს, სამუშაო ჯგუფებს წარვუდგენთ ჩვენს წინადადებებსა და მოსაზრებებს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. ISFED წარმოადგენს წამყვან სამოქალაქო ორგანიზაციას, რომელიც 1995 წლიდან აქტიურად მუშაობს საარჩევნო საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან დღემდე ISFED-მა განახორციელა ფაქტობრივად ყველა ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ ISFED სამუშაო ჯგუფში წარდგენილ იქნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი გაერთიანების – საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის მიერ დასახელებული მიზეზები, რომელთა გამოც ISFED-ს აეკრძალა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, წარმოადგენს კვალიფიციური და მდიდარი გამოცდილების მქონე სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობის თვითნებურ ხელშეშლას, დისკრიმინაციას აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების საფუძვლით. კრიტიკული შეხედულებებისა და შეფასებების გამო, ISFED-ის დისკრედიტაცია მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ვერ იაზრებს სამოქალაქო ორგანიზაციების, როგორც ხელისუფლების მაკონტროლებელ სუბიექტების როლს. დისკრიმინაციული და უსამართლო სამუშაო გარემო, არ ტოვებს ადგილს სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობისთვის მმართველის პარტიის მიერ ინიცირებულ სამუშაო პროცესში. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნების“ ხელმძღვანელობას, გაიაზრონ მიღებული გადაწყვეტილების დამაზიანებელი გავლენა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და უზრუნველყოს საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ჩართულობა ამ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრამდე. ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები დროებით ვაჩერებთ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 3 განაცხადია წარდგენილი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 3 განაცხადია წარდგენილი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანდიდატთა სიას აქვეყნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სიაში არიან: დავით ფეტვიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური. შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.
საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს
ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში, ქალაქ გაზიანთიფში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თურქეთის ხელისუფლებას და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. საქართველო თურქეთის გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თურქეთში, ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
გიბრალტარის მთავრობას, სანქცირებული რუსი მილიარდერის სუპერიახტა აუქციონზე გამოაქვს
გიბრალტარის ხელისუფლებას, 65 მილიონ ფუნტად შეფასებული, სანქცირებული რუსი მილიარდერის იახტა აუქციონზე გააქვს. სუპერიახტის მფლობელია რუსი ოლიგარქი დიმიტრი პუმპიანსკი. 72,5 მეტრიანი Axioma საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის სასარგებლოდ იყიდება. ბანკი ამტკიცებს, რომ იახტის მილიარდერ მფლობელ დიმიტრი პუმპიანსკის დავალიანება, საფინანსო ინსტიტუტის წინაშე $20 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. დიმიტრი პუმპიანსკი სააქციო საზოგადოება TMK-ს მმართველი დირექტორია. საწარმო ნავთობ-გაზის სექტორში საქმიანობს და „გაზპრომის“ დაკვეთით მილებს ამზადებს. რუს მილიარდერს, როგორც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს, ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მილიარდერი, რომლის ქონება დაახლოებით 1,84 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, პუტინის ერთ-ერთი „უახლოესი“ ოლიგარქია.
თურქული მედია: გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე-მაშველი და 4 მედიკოსია
თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე-მაშველი და 4 მედიკოსია, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს ავტომობილს, სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები. თურქეთში, ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა ასევე წაიკითხეთ: საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს
ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 30-ე პაკეტს ამზადებს
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ორი ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. „ომის დაწყებიდან უკრაინაში ლიეტუვიდან სამხედრო დახმარების მიზნით 28 პაკეტის ფარგლებში ტვირთები გაიგზავნა. სამხედრო დახმარების 29-ე და 30-ე პაკეტები უკვე მზადდება!"- დაწერა მინისტრმა Twitter-ზე. მან პირობა დადო, რომ თუ რა დახმარებას მოიცავს ორი პაკეტი, უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. როგორც ცნობილია, აგვისტოში ლიეტუვამ უკრაინელი სამხედროებისთვის ხუთი სასწავლო კურსის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, ივლისში ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვაში 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და სამართალდამცავი ოფიცერი მკურნალობდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ პატიმარ გ.ს.-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებულია შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებულია გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. „გამოძიების ხელთ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება. მიღებული დაზიანების შემდეგ დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში იქნა გადაყვანილი, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას და შეისწავლის ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავების ქმედების კანონიერების საკითხს. სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას სრულად უზრუნველყოს მოქალაქე გ.ს.-ს ოჯახის წევრების ჩართულობა მიმდინარე გამოძიებაში და გააცნოს როგორც ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, ასევე სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
რუსეთი და ყაზახეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
რუსეთი და ყაზახეთი, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შეთანხმების ფარგლებში, ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ, სოჭში, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. სოჭში რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს ვლადიმერ პუტინმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, სოჭის შეხვედრის ღია ნაწილში, განცხადებები გააკეთეს. „რუსეთსა და ყაზახეთს შორის სასაქონლო ბრუნვა გასულ წელს 34,4 პროცენტით გაიზარდა. 2022 წელს, პირველი ხუთი თვის განმავლობაში, ტვირთბრუნვა თითქმის 9, - 8,8 პროცენტით გაიზარდა. ინვესტიციები ორივე მხრიდან იზრდება: რუსულმა ინვესტიციების მოცულობამ ჩემი აზრით, ყაზახეთში $17 მილიარდს მიაღწია. ყაზახური ინვესტიციები რუსეთში - დაახლოებით $4,5 მილიარდს შეადგენს. რუსეთი ყაზახეთის სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. ჩვენ ასევე ვავითარებთ დიდ კარგ პროექტებს, ვმუშაობთ მაღალტექნოლოგიურ სფეროებში, მათ შორის კოსმოსში. ზოგადად, მუშაობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, პოზიტიურად“, - განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ 2022 წელი ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია: „ეს წელი განსაკუთრებულია. ჩვენ ოქტომბერში აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. ამ თარიღისთვის არაერთი სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. აქტიურად მუშაობენ ჩვენი სამინისტროები და დეპარტამენტები. სამთავრობათაშორისო კომისია აქტიურად მუშაობს, საგარეო საქმეთა სამინისტროები, თავდაცვის სამინისტროები ერთობლივად ამზადებენ სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის ერთობლივ წვრთნებს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შეთანხმების ფარგლებში“. თავის მხრივ ყასიმ ჟომართ თოყაევმა, ვლადიმერ პუტინს თბილი დახვედრისთვის მადლობა უთხრა. „გასულ წელს ვაჭრობის მოცულობამ 24,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, რუსეთი ჩვენს სავაჭრო ბრუნვაში პირველ ადგილზეა. წელს კი ვაჭრობა საკმაოდ წარმატებით ვითარდება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ძირითად პლატფორმებზე. წელს დსთ-ს თავმჯდომარეობს ყაზახეთი, ოქტომბერში გაიმართება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს თქვენს პირად მონაწილეობაზე, მით უმეტეს, რომ რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ეს ნამდვილად არის ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საერთაშორისო ფორმატში“. „ყაზახეთსა და რუსეთს მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აქვთ. ეს საზღვარი სრულად არის განსაზღვრული“, - დასძინა ყაზახეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა, სოჭში 19 აგვისტოს გაიმართა.
კიევის ცენტრში, მთავრობამ განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის „აღლუმი“ მოაწყო
კიევის ცენტრში, მთავრობამ განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის „აღლუმი“ მოაწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, უკრაინაზე თავდასხმის დაწყებისას რუსეთი აღნიშნული ტექნიკით კიევის ქუჩებში აღლუმის გამართვას გეგმავდა, თუმცა ომის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ კიევში განადგურებული რუსული ტექნიკის აღლუმი უკრაინამ თავად მოაწყო. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მონტენეგროს პარლამენტმა აბაზოვიჩის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
მონტენეგროს პარლამენტმა დრიტან აბაზოვიჩის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. კენჭისყრა სოციალისტების დემოკრატიული პარტიის (DPS) ინიციატივით გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ხელმძღვანელობდა. კენჭისყრის შედეგები დღეს CdM პორტალმა გამოაცხადა. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადება სოციალისტების დემოკრატიული პარტიის, ლიბერალური პარტიის, სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ალბანელთა დემოკრატიული კავშირის 36 წარმომადგენელმა წამოაყენა მონტენეგროს 43-ე მთავრობის ქმედებების განხილვა 12 საათს გაგრძელდა, რის შედეგადაც 51 დეპუტატიდან 50-მა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. კენჭისყრის შედეგებზე გავლენა იქონია იმან, რომ აბაზოვიჩმა მონტენეგროს ევროინტეგრაციის შესახებ, ნაკისრი ვალდებულებები ას დღეში არ შეასრულა. ქვეყანა 2010 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები კი 2012 წლიდან მიმდინარეობს. ევროკავშირის განცხადებით, მონტენეგროს სჭირდება ღრმა რეფორმები კანონის უზენაესობის მშენებლობის, კონკურენტული ეკონომიკის განვითარების, რეგიონული თანამშრომლობისა და შერიგების სფეროებში. მთავრობა აბაზოვიჩის მეთაურობით 28 აპრილს ჩამოყალიბდა. მანამდე, 4 თებერვალს მონტენეგროს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ზდრავკო კრივოკაპიჩის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე იერიში მიიტანეს
"რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე იერიში განახორციელეს - დაშავებულია ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ოთხი ბავშვია, ერთს კი, წუთებში ოპერაცია უტარდება", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე იერიში განახორციელეს - დაშავებულია ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ოთხი ბავშვია, ერთს კი, წუთებში ოპერაცია უტარდება. რუსული რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, შენობა პრაქტიკულად განადგურდა“, – განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა, არტემ ჩერნომოროვმა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრის დღიდან 363 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროპამ ბოლო 10 წელიწადში, რუსეთიდან თავშესაფრის მსურველთა ორ მესამედზე მეტს უარი უთხრა - კვლევა
ბოლო 10 წელიწადში ევროპის ქვეყნებმა, რუსეთიდან თავშესაფრის მსურველთა ორ მესამედზე მეტს (77%) უარი უთხრეს, რასაც პროექტის „უფრო ზუსტი რომ ვიყოთ“ მონაცემები ადასტურებს. პროექტის მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან ევროპის ქვეყნებს, თავშესაფრის თხოვნით რუსეთის 153 ათასმა მოქალაქემ მიმართა. აქედან, ლტოლვილის სტატუსი 35 ათასმა მიიღო. ყველაზე ხშირად, რუსეთის მოქალაქეებს გერმანიაში მოხვედრა სურთ. გერმანიას, თავშესაფრის თხოვნით ბოლო 10 წელიწადში რუსეთის 54 ათასმა მოქალაქემ მიმართა. გერმანიამ 90%-ს უარი უთხრა. პოპულარობით, მეორე ადგილზეა - საფრანგეთი. ამ ქვეყანაში საანგარიშო პერიოდში, თავშესაფარი რუსეთის 42 ათასმა მოქალაქემ ითხოვა, აქედან 76%-მა უარი მიიღო. ასევე რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ თავშეაფარი ავსტრიაში, პოლონეთსა და ბელგიაში მიიღონ. მათი უმეტესობა ამას ვერ ახერხებს. 2012 წლიდან დღემდე, თავშესაფარზე რუსეთის მოქალაქეებს უარი არცერთხელ არ უთხრა მალტამ- ნათქვამია კვლევაში. თავშესაფარი შეიძლება ითხოვოს პირმა, თუ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მის მიმართ არაერთხელ განხორციელდა სხვადასხვა ფორმით დევნა სახელმწიფოს (ან მასთან დაკავშირებული სტრუქტურების) მიერ პირადი პოზიციის ან საქმიანობის გამო.
რუსული ქვანახშირის იმპორტმა ჩინეთში ივლისში, 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია
რუსული ქვანახშირის იმპორტი ჩინეთში, ივლისში, გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. გასულ თვეში ჩინეთმა რუსეთიდან 7,42 მილიონი ტონა ნახშირი შემოიტანა. 2017 წლის დასაწყისიდან ეს ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია. 2021 წლის ივნისსა და ივლისში ქვანახშირის იმპორტმა შესაბამისად 6,12 მლნ ტონა და 6,49 მლნ ტონა შეადგინა. რუსეთის „შავი ოქროს“ წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძალაში შესვლის წინ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსულ ქვანახშირს შესყიდვას თავი აარიდეს. აკრძალვამ რუსეთი აიძულა, ქვანახშირი ფასდაკლებით ჩინეთისა და ინდოეთისთვის მიეყიდა. 1 ტონა რუსული თერმული ქვანახშირი (5500 კილოკალორიის (კკალ) კალორიული ღირებულებით), ივლისის ბოლოს დაახლოებით $150 ღირდა. იმავე ხარისხის ქვანახშირი ავსტრალიის პორტში ნიუკასლში ტონაზე $210-ზე მეტად შეფასდა. შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოდან, სანქციების მეექვსე პაკეტის საფუძველზე, ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ქვენახშირის იმპორტი აიკრძალა.
ჰაკერებმა ყირიმში ტელევიზია გატეხეს და რუსებს შეახსენეს, ვის ეკუთვნის ნახევარკუნძული - მედია
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა ჰაკერებმა ოკუპირებული ყირიმის ტელევიზია გატეხეს და ომზე ჩვეული პროპაგანდისა და ტყუილის ნაცვლად, რუსებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ნახვა მოუწიათ, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მედიის ცნობით, ეთერში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა გავიდა, სადაც მან რუს მაღალჩინოსნებს შეახსენა, რომ ყირიმის მიწაზე მშვიდად ვერ იქნებიან. „დაე, თითოეულ რუს ჩინოვნიკს, ვინც ყირიმში ძვირფასი მიწა მიიტაცა, ახსოვდეს, რომ ეს არ არის ის მიწა, სადაც მათ მშვიდობა ექნებათ“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში ზელენსკი. ამასთან, ყირიმის ტელევიზიის ეთერში, გავიდა ვიდეორგოლი - თინა კაროლის სიმღერით „უკრაინა ეს შენ ხარ“.
Wizz Air-მა მოსკოვი-აბუ-დაბის ფრენების აღდგენა გადადო
ავიაკომპანია Wizz Air-მა მოსკოვიდან აბუ-დაბის მიმართულებით ფრენების აღდგენის გეგმა შეაჩერა. Wizz Air-ის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი „ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვებია". ავიაკომპანიამ კრიტიკას Twitter-ის მეშვეობით უპასუხა და აღნიშნა, რომ ფრენას განახორციელებს აბუ-დაბის წარმომადგენლობა, რომელიც რეგისტრირებულია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და მუშაობს მისი რეგულაციების შესაბამისად. ქვეყნის სხვა ავიაკომპანიები რუსეთის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ. Wizz Air Abu Dhabi-ს უდიდესი წილის მფლობელია აბუ-დაბის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჰოლდინგი ADQ, ხოლო თავად Wizz მხოლოდ 49%-იან წილს ფლობს. ამ თვეში ცნობილი გახდა, რომ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის აბუ-დაბის წარმომადგენლობა რუსეთში ფრენების განახლებას აპირებდა. თუმცა, ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დაწესებული სანქციები სერვისებს კრძალავს.
ბულგარეთს აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი გაზის შესყიდვა სურს
ბულგარეთი აზერბაიჯანთან, გაზის იმპორტის მოცულობის ზრდაზე მოლაპარაკებას იწყებს. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როსენ ხრისტოვმა, აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა. „ჩვენ ამერიკულ Cheniere Energ-თან კონკურენტულ ფასად თხევადი გაზის მიწოდებაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ნედლეულის გადატვირთვა თურქეთში განხორციელდება. თხევადი გაზით დატვირთული ამერიკული ტანკერი სტამბოლში ოქტომბერში ჩავა“, - განაცხადა ხრისტოვმა. ამასთან, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკულ Cheniere Energ-გან მიღებული თხევადი გაზი, ბულგარეთის მოთხოვნის 1/3 დააკმაყოფილებს. მისი თქმით 1/3 მოცულობის ბუნებრივი გაზის შესყიდვის სურვილი აზერბაიჯანს ბულგარეთისგან აქვს. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება სხვა მომწოდებლებსაც მოელაპარაკება.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დასახელდა
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წლის 18 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა. „თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წლის 18 ივნისს გაიმართება. ეს იქნება მეორე არჩევნები, რომელშიც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს მონაწილეობას", - დასძინა მან. შეგახსენებთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლის 28 აგვისტოდან .
ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკაიზებულია. „ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.
უკრაინამ რუსი სამხედროების კონტროლირებად ჩერნობაევკას აეროდრომზე იერიში მიტანა – მედია
20 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ხერსონის ოლქის ჩერნობაევკას აეროდრომზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო ტელეგრამის საკუთარ არხზე იუწყება. Reuters: ყირიმში „საკის“ ბაზაზე მომხდარმა აფეთქებამ შავი ზღვის სამხედრო ავიაციის ნახევარი გაანადგურა როგორც ცნობილია, რუსული ჯარები ჩერნობაევკაში მდებარე სამხედრო აეროდრომს, როგორც სამეთაურო პუნქტსა და თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების განთავსებითვის იყენებენ. აეროდრომი არაერთხელ გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე. ივლისის ბოლოს, ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა სერგეი ხლანმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ ერთ დღეში ჩერნობაევკაზე იერიში ორჯერ მიიტანა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინამ, „შესაძლოა ორ თვეში გაათავისუფლოს რუსების მიერ ოკუპირებული ხერსონი.“
არგენტინაში მაღალი ინფლაციის გამო, დასაქმებულებმა „ხელფასის დაკრძალვის“ პერფორმანსი გამართეს
არგენტინაში, მაღალი ინფლაციის გამო, დასაქმებულებმა „ხელფასის დაკრძალვის“ პერფორმანსი გამართეს. „დასაქმებულები მძიმე მდგომარეობაში ვართ. თვის შუა რიცხვებში ხელფასი ქრება და არ გვყოფნის“- განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მოსალოდნელია, რომ წელს ინფლაცია 90%-ს მიაღწევს, რაც მსყიდველუნარიანობას კიდევ უფრო შეამცირებს. ხელისუფლება, მცდელობის მიუხედავად, ფასების შენარჩუნებას ვერ ახერხებს.