ძებნის რეზულტატი:

პოდოლიაკი: ყველა კომპანიას უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა თვითმკვლელობაა ბიზნესისთვის

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებაზე, მოსკოვიდან აბუ დაბის მიმართულებით ფრენების განახლების გადადების შესახებ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ევროპულ კომპანიას უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა ბიზნესისთვის თვითმკვლელობაა. „მალევე მიხვდნენ, რომ ბარბაროსების მხარდაჭერა არა მოგება, არამედ განადგურებული რეპუტაცია. ევროკავშირის კომპანიებს უნდა ახსოვდეთ, რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა - თვითმკვლელობაა ბიზნესისთვის", - აღნიშნა პოდოლიაკმა.    

ლიეტუვის ისტორიაში პირველად, აშშ-ის ყველაზე დიდი სამხედრო გემი კლაიპედის პორტში შევიდა

აშშ-ის სადესანტო ხომალდი USS Kearsarge, აშშ-ის საზღვაო ქვეითების 22-ე საექსპედიციო ნაწილის სამეთაურო ხომალდი ლიეტუვაში ჩავიდა. ამის შესახებ საზღვაო ძალებმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია. გემი კლაიპედის პორტში 20 აგვისტოს შევიდა. ეს არის ყველაზე დიდი ხომალდი, რომელიც ოდესმე ჩასულა ლიეტუვაში.    

უკრაინის ხელისუფლება მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მოსახლეობა 24 აგვისტოს, კიევზე სარაკეტო თავდასხმების საშიშროების შესახებ გააფრთხილა. მანამდე ანალოგიური მოწოდებით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. „რუსეთი არქაული სახელმწიფოა. ის თავის ქმედებებს გარკვეულ თარიღებს უკავშირებს - რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხალხი თავს ცუდად გრძნობდეს. მათ ვძულვართ, ამიტომ, შეეცდებიან, გაზარდონ ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმების რიცხვი მთელ რიგ ქალაქებზე 23 და 24 აგვისტოს. რა თქმა უნდა, კიევი იქნება ამ ქალაქების სიაში“, – განაცხადა პოდოლიაკმა. 24 აგვისტოს, ზუსტად ექვსი თვე შესრულდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. „ეს სიმბოლური თარიღია. ომის ნახევარი წელი გავიდა და რუსული სამყარო აგებს. ამიტომ, მათ სურთ ამ ექვსი თვის განმავლობაში გარკვეული კომპენსაციის მიღება. ყირიმში „ცხელი სეზონისთვის“ კომპენსაციის მიღება სურთ“, - აღნიშნავს პოდოლიაკი.  

ISW: რუსეთმა შესაძლოა, ჯარები ფრონტის ხაზებიდან ოკუპირებული ყირიმის დასაცავად გადაიყვანოს

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის თანახმად, სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ, რუსი საოკუპაციო ძალები სავარაუდოდ, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების გაძლიერებას განიხილავენ და ასეთმა ზომებმა შესაძლოა, რუსული ძალები ფრონტის ხაზს დააშოროს. ამერიკული ორგანიზაცია აზუსტებს, რომ ISW რუსეთმა შესაძლოა, ჯარები ფრონტის ხაზებიდან ოკუპირებული ყირიმის დასაცავად გადაიყვანოს. მისივე თანახმად, რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ ღერძზე წარუმატებელი შეტევები განახორციელეს. „რუსულმა ძალებმა სცადეს შეზღუდული, წარუმატებელი თავდასხმების განხორციელება ხარკოვის ჩრდილოეთით. რუსეთის ძალებმა ვერ მიაღწიეს წინსვლას ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით და მიკოლაივის აღმოსავლეთით რამდენიმე თავდასხმის შემდეგ. უკრაინული ძალები აგრძელებდნენ იერიშებს. რუსეთის ძალები და მარიონეტულ რეჟიმები აგრძელებენ მობილიზაციის მცდელობებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, რაც მიუთითებს არაეფექტიან მმართველობაზე.

ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ალექსანდრ დუგინი კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას გულის შეტევა აქვს. შეგახსენებთ, მოსკოვის გარეუბანში მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, რის შემდეგაც დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებას წინასწარ შეკვეთილს უწოდებს. მისივე თანახმად, უკვე დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის მხარეს, მანქანის ძირზე იყო დამონტაჟებული. კიევი ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს უწყების განცხადებით, დარია დუგინა, რომელიც საჭესთან იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.    

რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო, უკრაინის პირდაპირი ეკონომიკური ზარალი დაახლოებით, $113 მილიარდს აღწევს - KSE

კიევის ეკონომიკის სკოლის (KSE) KSE ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინის ეკონომიკის პირდაპირმა ზარალმა დაახლოებით 113,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ინსტიტუტის ინფორმაციით, ამჟამად, უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებისა და დაზიანების კადრები, რომლებიც შეგროვებულია უპილოტო საფრენი აპარატების და თანამგზავრების დახმარებით, აქტიურად ანალიზდება, რათა არამხოლოდ მიყენებული ზიანის დაფიქსირება, არამედ, აღდგენის ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებების შეთავაზება მოხდეს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინა ავსტრიას მოუწოდებს, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავსტრიას მოუწოდებს, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვენაში, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. ამის შესახებ სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ განაცხადა. „რუსეთის ელჩი მიხაილ ულიანოვი მოუწოდებს უკრაინელი ერის ლიკვიდაციისკენ. ეს გენოციდური ენა შემწყნარებლობას არ იმსახურებს. მოვუწოდებთ ვენის მთელ დიპლომატიურ საზოგადოებას, ბოიკოტი გამოუცხადოს ულიანოვს, ხოლო მასპინძელ ქვეყანას, ავსტრიას - გამოაცხადოს ის პერსონა ნონ გრატად“, - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა.  „რატომ არის მნიშვნელოვანი: არავითარი წყალობა უკრაინის მოსახლეობას", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მიერ Twitter-ზე განთავსებულ პოსტს ულიანოვი, რომელშიც ზელენსკი აშშ-ს დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის მადლობას უხდიდა. მოგვიანებით, რუსეთის წარმომადგენელი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. თავის მხრივ, ავსტრიის საგარეო უწებამ აღშფოთება გამოხატა.  

პალესტინის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი თურქეთს ეწვევა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს თავის კოლეგა რეჯეპ თაიფ ერდოღანთან. თურქული მედიის ინფორმაციით, მხარეები პალესტინაში განვითარებული მოვლენებს, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. მისივე თანახმად, ვიზიტი სამდღიანია. Anadolu ამ ინფორმაციის გავრცელებისას პალესტინის ელჩის კომენტარს ეყრდნობა, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Wafa-მ გამოაქვეყნა.  

ბორჯომში, ხანძრის ჩაქრობის პროცესში სულ 3 ვერტმფრენი ერთვება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოს არსებული კლიმატური პირობები ართულებს. ცეცხლის ჩასაქრობად 250-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ხანძრის ქრობის სამუშაოს ქარის ჩადგომის შემდეგ განაახლებენ. ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენი ჩაერთო Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს. ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.  

ოლენა ზელენსკა: რუსეთის მიერ მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების მუდმივი დაბომბვა, სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი

უკრაინა ომის მსხვერპლთა მარტიოლოგიის შექმნას გეგმავს. უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას თქმით, ახლა ეს პროექტი 2000-ზე მეტ სახელს მოიცავს და თითოეული საშინელ ტკივილს იწვევს.   „დღეს, გაეროს ინიციატივით, მსოფლიო პატივს მიაგებს ტერორიზმის მსხვერპლებს. ამას აკეთებს უკრაინაც, რადგან რუსეთის მიერ ჩვენი მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების მუდმივი დაბომბვა, მიზანმიმართული იერიში სავაჭრო ცენტრებზე, საავადმყოფოებსა და სკოლებზე, წამება და მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი.    ამ დღეს მინდა, გაგიზიაროთ პროექტი, რომლის ავტორები გეგმავენ, შექმნან რუსეთ-უკრაინის ომის მსხვერპლთა სრული მარტიოლოგია, დაღუპული უკრაინელების ხსოვნის უკვდავსაყოფად“, - ამბობს უკრაინის პირველი ლედი.   შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 აგვისტოს ბაბინ იარის ჰოლოკოსტის მემორიალურმა ცენტრმა წამოიწყო პროექტი, რათა რუსეთ-უკრაინის ომის მსხვერპლთა სრული მარტიოლოგია შექმნას და მსოფლიოს მოუყვეს 21-ე საუკუნეში უკრაინელების გენოციდის შესახებ“.    

უკრაინა აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% შეასრულა

უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, კიევმა შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% და იცის, რომ აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების ყველა სამართლებრივი პროცედურის დასრულება.ამავდროულად, წლის ბოლომდე უკრაინის ხელისუფლებას ევროკავშირის ლიდერებისგან, გაწევრიანების გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ მეტი პოლიტიკური სიცხადის შეტანა სურს. ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესი უკრაინის საზოგადოების მთავარ მოტივაციად რჩება, რომელიც უკრაინელების 90%-ზე მეტს აერთიანებს. ის ასევე ენერგიას აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ახლა უკრაინის ევროპული მომავლისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან. „ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესი ბიუროკრატიულად წარიმართოს. რა თქმა უნდა, როგორც სახელმწიფო, ვაჩვენებთ ჩვენს შესაძლებლობებს, მაქსიმალურად გავიაროთ წევრობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა, მაგრამ არ გვინდა, პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის ლიდერებმა ეს პროცესი ბიუროკრატიაში გადაზარდონ“, - აღნიშნა ოლგა სტეფანიშინამ. შეგახსენებთ, ევროკავშირმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ქვეყანამ განაცხადა რუსეთის შეჭრის შემდეგ, ომის ფონზე გააკეთა.    

ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია

BBC მოსკოვის მახლობლად მომხდარ აფეთქებას, რომლის დროსაც მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დაიღუპა, ვრცელ სტატიას უძღვნის. როგორც ბრიტანული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე დუგინი თავად არ არის სახელმწიფო მოხელე, ის მაინც სიმბოლური ფიგურაა რუსეთის პოლიტიკაში. მისი ანტიდასავლური, ულტრანაციონალისტური ფილოსოფია რუსეთში დომინანტურ პოლიტიკურ იდეოლოგიად იქცა, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინის ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით, უკრაინასთან დაკავშირებით. „ახლა ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ ვინ იდგა ამ თავდასხმის უკან. თვითგამოცხადებული პრორუსული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელმა“ დენის პუშლინმა უკვე დაადანაშაულა უკრაინა და Telegram-ზე დაწერა: „უკრაინის რეჟიმის ტერორისტები, ცდილობენ, ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას. ააფეთქეს მისი ქალიშვილი“... კიევი ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვართან, რუსეთის რეგიონებში აფეთქებებისა და თავდასხმების სერიის შემდეგ, მსგავსი ინციდენტები მოსკოვის ოფიციალურ პირებს აშფოთებთ.  კრემლის პროპაგანდა მუდმივად ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ მოიტანა ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოება და სტაბილურობა რუსეთში მღელვარე 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც მანქანების აფეთქებები და მკვლელობები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეს აფეთქება ძირს უთხრის ამ ნარატივს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა, ალექსანდრ დუგინი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ ითვლება და მას „რასპუტინსაც" უწოდებდნენ. თავად დარია დუგინა იყო ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას ხმამაღლა უჭერდა მხარს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებას წინასწარ შეკვეთილს უწოდებს ამ წლის დასაწყისში მას სანქციები დაუწესეს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებმაც რუსეთის შემოჭრის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. მაისში მან ინტერვიუში აღწერა ომი, როგორც „ცივილიზაციათა შეჯახება“ და ამაყობდა იმით, რომ ის და მამამისი დასავლეთის სანქციების სამიზნეები იყვნენ. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში სავარაუდო მონაწილეობის გამო,ალექსანდრ დუგინს აშშ-მ სანქცია 2015 წელს დაუწესა. ამბობენ, რომ მისმა ნარატივმა ღრმა გავლენა მოახდინა პუტინზე და დუგინი განიხილება, როგორც ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის მთავარ არქიტექტორად. წლების განმავლობაში, დუგინი მოუწოდებდა მოსკოვს, თავი უფრო აგრესიულად დაემკვიდრებინა გლობალურ სცენაზე და მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინაში“, - წერს BBC. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო. ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.

სლოვაკეთის პრემიერი: არ გვინდა, რომ რუსეთი ჩვენს მეზობლად იქცეს

ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრის 54-ე წლისთავზე, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები უკრაინის დახმარების მოწოდებით გამოვიდნენ. პეტრ ფიალამ და ედუარდ ჰეგერმა განაცხადეს, რომ დღეს, როდესაც რუსული ტანკები უკრაინის მიწაზე მარშირებენ, მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, გავიხსენოთ 1968 წლის აგვისტო და ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად. „უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ მხარს ვუჭერთ საკუთარ უსაფრთხოებას. არ გვინდა, რომ რუსეთი ჩვენს მეზობლად იქცეს", - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა. „ისტორიის გახსენებით, ჩვენ ვსწავლობთ იმას, რომ ეს ისტორია აღარასოდეს განმეორდეს“, - დაამატა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.  

ხვიჩა კვარაცხელიამ მარადონას სახელობის სტადიონზე, პირველ ოფიციალურ მატჩში, „ნაპოლის“ რიგებში დუბლი შეასრულა

„ნაპოლის“ მაისურით მარადონას სახელობის სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიამ ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი გაიტანა, მეორე შეხვედრაში კი, მის ანგარიშზე მესამე გოლია. „ქართველმა ფეხბურთელმა ზელინსკის პასის შემდეგ, ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა. „ნაპოლიმ“ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე იტალიის სერია A-ს დებიუტანტ „მონცას“ უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.   კვარაცხელის დებიუტი გასულ კვირას შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლი „ვერონას“ კარში გაიტანა.    

ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაო გაძლიერებული ძალებით ხორციელდება. ცეცხლის ქრობის ამოცანები განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. დამატებით მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე მეხანძრე-მაშველი.   ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი.   „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.   საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ მთავრობის მეთაურმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენი ჩაერთო ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.  ტელეკომპანია „თებერვლის დილის“ ეთერში ოპოზიციის ლიდერმა ილია პონომარეევმა „ეროვნული რესპუბლიკური არმიის მანიფესტი“ წაიკითხა, სადაც ნათქვამია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დაჯგუფებამ აიღო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც ემუქრება.  „ჩვენ, რუსი აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები, ახლა უკვე პარტიზანები და ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლები, უკანონო მეომრები, ყაჩაღები და რუსეთის ხალხების მჩაგვრელები! ჩვენ, პრეზიდენტ პუტინს ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ ვაცხადებთ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი ჯარისკაცები უაზრო სიკვდილისთვის გაიმეტა. ზოგისთვის სიღარიბე და კუბოები, ზოგისთვის კი სასახლეები - ეს მისი პოლიტიკის არსია. ჩვენ გვჯერა, რომ უუფლებო ადამიანებს ტირანების წინააღმდეგ აჯანყების უფლება აქვთ. ჩვენ პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ!“, - ნათქვამია „ეროვნული რესპუბლიკური არმიის“ მანიფესტში.  ამასთან, დაჯგუფება, რუსეთის არმიას მოუწოდებს, რომ სხვა ქვეყნებში, საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს.  „მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენს ძმებზე სხვა ქვეყნებიდან - საქართველოდან, სირიიდან და აშ.  მოვუწოდებთ ყველა რუსს, შემოუერთდეს ჩვენს რიგებს და პუტინის ხელისუფლების მიერ შეურაცხყოფილი სამფერიანი დროშის ნაცვლად რუსეთის ახალი თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა აღმართოს“, - წერია მანიფესტში.  რუსი ოპოზიციონერი ილია პონომარიოვი მხარს უჭერს „ეროვნული რესპუბლიკური არმიის“ ქმედებებს. მისი თქმით, დაჯგუფება აე ებრძვის მშვიდობიან მოსხლეობას და არ განახორციელებს აქციებს სამოქალაქო ობიექტებზე.  პონომარეევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ასევე შეიქმნა რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და თავისუფალი რუსეთის ლეგიონი, რომლებიც ამ ომის ფრონტებზე იბრძოდნენ პუტინის დამპყრობლებთან და მზად იყვნენ ბოლომდე წასულიყვნენ. ილია პონომარევმა მოუწოდა ყველას, ვისაც სურს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, შეუერთდეს NRA-ს, უზრუნველყოს ყველა შესაძლო მხარდაჭერა და შეინარჩუნოს კავშირი როსპარტიზანთან. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო. ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.

რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია

ჩინეთის საბაჟო გენერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტმა 7,15 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 7,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ Reuters წერს.  რუსული ქვანახშირის იმპორტმა ჩინეთში ივლისში, 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია რუსეთმა ჩინეთს ივლისში, დღეში დაახლოებით 1,68 მილიონი ბარელი მიაწოდა. ამჟამად ჩინეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველია. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნავთობის იმპორტმა რუსეთიდან 48,45 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4,4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, მაგრამ მაინც ჩამორჩება საუდის არაბეთს, რომელმაც ჩინეთს 49,84 მლნ ტონა ნედლეული მიაწოდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ რუსული ქვანახშირის იმპორტი ჩინეთში, ივლისში, გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია.  შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოდან, სანქციების მეექვსე პაკეტის საფუძველზე, ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ქვენახშირის იმპორტი აიკრძალა, ხოლო ნავთოპროდუქტების აკძრალვა წლის ბოლოსაა დაგეგმილი.   

გერმანია უკრაინას 255 მართვად საარტილერიო დანადგარ Vulcano-ს მიჰყიდის - მედია

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინისთვის 255 ზუსტი მართვადი საარტილერიო დანადგარ Vulcano-ს მიყიდვის საკითხი დაამტკიცა, თუმცა მათი გადაცემის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. Der SPIEGEL: გერმანია უკრაინისთვის 100 თვითმავალი ჰაუბიცის მიყიდვას დათანხმდა მედიის ცნობით, Vulcano გერმანიისა და იტალიის თავდაცვის საწარმოებმა ერთობლივად შექმნეს და ამ დროისთვის „მსოფლიოში ყველაზე ზუსტ საარტილერიო დანადგარად“ მიიჩნევა და სამიზნის განადგურება 70-80 კილომეტრის სიზუსტით შეუძლია.  საგულისხმოა, რომ მართვადი საარტილერიო დანადგარი Vulcano არ არის ბუნდესვერის შეიარაღებაში და გერმანია უკრაინას, საარტილერიო დანადგარს პირდაპირ საწარმოო ხაზიდან მიაწვდის.  მანამდე, გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II და თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა.   

აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.  გერმანიის ფედერალური მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა განაცხადა, რომ კანცლერმა შოლცმა 21 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონთან განიხილა არსებული სიტუაცია.  „ოთხი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება. მათ ასევე განიხილეს ვითარება ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ლიდერები ადგილზე სამხედრო აქტივობებისგან თავშეკავებისა და ტერიტორიაზე IAEA-ს წარმომადგენლების დაშვების მოწოდებით გამოვიდნენ“, - განაცხადა ფედერალური მთავრობის სპიკერმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტმა აგვისტოს ბოლოსთვის, შესაძლოა, ომამდელ მაჩვენებელს 50%-ით გადააჭარბოს

უკრაინის მარცვლეულისა და ზეთოვანი თესლის ექსპორტმა აგვისტოს ბოლოსთვის შესაძლოა, 4 მილიონ ტონას მიაღწიოს, რაც ომამდელ მაჩვენებელზე 50%-ით მეტია. ამის შესახებ უკრაინული აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დენის მარჩუკმა განაცხადა. „საზღვაო პორტების მუშაობის პირობებში, გასულ წელს ჩვენ ყოველთვიურად ვტვირთავდით დაახლოებით 6 მილიონ ტონას. შესაბამისად, იზრდება სხვადასხვა საექსპორტო მარშრუტის გამოყენების პოტენციალი. ერთადერთი საკითხია შავ ზღვაში გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. 27 გემმა უკვე დატოვა ჩვენი საზღვაო ნავსადგურები. კიდევ 18 გემი ჩასატვირთად დგას, 40-მა კი შესვლის თხოვნით მიმართა. თუ გვინდა მივაღწიოთ ომამდელ დონეს, ყოველთვიურად, დაახლოებით 80-100 გემი უნდა დავტვირთოთ. შავი ზღვის პორტების გავლით“, - განაცხადა მარჩუკმა. როგორც ცნობილია, „მარცვლეულის დერეფნის“ განბლოკვიდან 20 დღის შემდეგ, უკრაინის საზღვაო პორტები დატოვა 27-მა გემმა, რომლებმაც სულ 670 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადაიტანა. 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროს წინადადებით, უკრაინამ, თურქეთმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ოდესის, ჩორნომორსკისა და პივდენიის პორტებიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხო ტრანსპორტირების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.