ძებნის რეზულტატი:

ზორეთის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა ხანძრის ახალი კერები გააჩინა - სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული

ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა კვლავ გააღვივა ხანძარი. ამ დროისთვის, მეხანძრეები რამდენიმე კერაზე ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. ამის შესახებ საქართველოს „პირველ არხს“ სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა. ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია როგორც ამირანაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ხანძრის ჩაქრობა დღესვე ვერ მოხერხდება, ხვალ დილიდან სავარაუდოდ, ვერტმფრენის ჩართვა გახდება საჭირო. „მთელი ღამის განმავლობაში, გუშინ საღამოდან მეხანძრე-მაშველები, ასევე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ერთობლივად მუშაობდნენ და დღეს შუადღისთვის მოხდა ხანძრის ლიკვიდირება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში გაძლიერებულმა ქარმა კვლავ გააჩინა ახალი კერები და მოხდა ძველი კერების გაღვივება. ამ დროისთვის, ზორეთში სხვადასხვა ლოკაციაზე არის რამდენიმე კერა, ცეცხლი უკიდია ტორფს და არის დაკვამლიანება, ასევე, შეინიშნება ღია ცეცხლიც. მთელი რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახური მობილიზებულია. ჩემი ინფორმაციით, მათ ასევე ეხმარებიან სხვა რეგიონის მეხანძრე-მაშველებიც, ყველაფერს აკეთებენ მაქსიმალურად, რომ მოხდეს ხანძრის ჩაქრობა. სპეციალური ტუმბოების საშუალებით მდინარე მტკვრიდან ხდება წყლის აქაჩვა კერებამდე, მაგრამ რადგან არის ციცაბო დამრეცი კლდე, ძალიან რთულია ხანძრის ჩაქრობა და ეფექტური იქნება ვერტმფრენის გამოყენება. დღეს თუ ვერ მოახერხებენ მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას, ხვალ დილით ალბათ, აუცილებელი გახდება ვერტმფრენის ჩართვა“, – გააცხადა ამირანაშვილმა. მანამდე, Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს. 

ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში  განაცხადა, რომ ყირიმის ჰაერში წელს უკვე იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება. „აქტიურად ვემზადებით მომავალი კვირისთვის, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინ არის ჩვენი დროშის დღე, დამოუკიდებლობის დღე. წინ უკრაინის თავისუფლებისთვის ომის ვეტერანთა ხსოვნის დღეა და ყირიმის პლატფორმა. წელს მართლაც განსაკუთრებული პერიოდია. წელს ფაქტობრივად ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.   ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტი ონლაინ 23 აგვისტოს გაიმართება. უკრაინა ყირიმის განთავისუფლების შემდეგ ეკონომიკური აღდგენის გეგმას ამზადებს.    

გერმანული თავდაცვის კონცერნი ევროპის ქვეყნებისთვის 500-მდე ტანკის მიწოდებას გეგმავს

გერმანული თავდაცვის კონცერნი Rheinmetall-ი, 2030 წლისთვის ევროპის ქვეყნებისთვის 500-მდე ტანკის მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა. „ივნისში ახალი ტანკის Panther-ის პრეზენტაციის შემდეგ, მასზე დიდი მოთხოვნაა“, - განაცხადა პაპერგერმა. „ევროპაში 2030 წლისთვის 8000 ტანკიდან დაახლოებით 1000 შეიცვლება. ჩვენს ახალ Panther-ის ტანკთან ერთად გვინდა მივაწოდოთ მინიმუმ ნახევარი, ანუ დაახლოებით 500 ერთეული აღჭურვილობა", - თქვა მან. მისი თქმით, ახალი მოდელი 20-ზე მეტ ქვეყანას შესთავაზეს.  Rheinmetall-მა, Panther KF51 ტანკი 13 ივნისს Eurosatory-ის შეიარაღების საერთაშორისო შოუზე, როგორც Leopard-2-ის მემკვიდრე, ისე წარმოადგინა. ამ მოდელის სერიული წარმოება ჯერ არ არის დადგენილი. წარმოების დაწყება იგეგმება ორი წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ მსხვილი დამკვეთი გამოჩნდა.   

რუსეთში ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილი ააფეთქეს

მოსკოვის გარეუბანში მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, რის შემდეგადაც დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ცნობით, შემთხვევა მოსკოვის ოლქში მოხდა. გავრცელებული ცნობით,  მამა-შვილი შაბათს საღამოს ღონისძიებიდან შინ ერთი ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ალექსანდრ დუგინი ბოლო მომენტში სხვა ავტომობილში ჩაჯდა. „ალექსანდრ დუგინი ულტრა ნაციონალისტი იდეოლოგია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირად ითვლება. დუგინს „პუტინის ტვინსაც“ უწოდებენ. თავად დარია დუგინა კი, საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური დამკვირვებელი იყო, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს“, - წერს BBC. ბრიტანული მედია ასევე აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისში დუგინის ქალიშვილს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს, მიზეზად კი, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, დეზინფორმაციის გავრცელებაში მისი წვლილი დასახელდა.  

ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მედიის ცნობით, ეკიპაჟი, რომლის წევრებსაც სუდანიდან ეთიოპიაში ფრენისას სავარაუდოდ, ჩაეძინათ, გამოძიების დასრულებამდე ფრენებიდან მოხსნილია. ინციდენტი ეთიოპიის ავიახაზების Boeing 737-800-ის ბორტზე მოხდა. „გამოძიების შედეგების მიხედვით გატარდება შესაბამისი ქმედებები. უსაფრთხოება ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი", - ნათქვამია ავიახაზების განცხადებაში. CNN-ის ინფორმაციით, ხარტუმიდან ადის-აბებამდე მიმავალმა რეისმა დროებით დაკარგა კონტაქტი საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელთან. თვითმფრინავმა ასაფრენი ბილიკი გადალახა და მარშრუტი განაგრძო, ამის შემდეგ, განგაშის ზარი ამოქმედდა, თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო და დაახლოებით, 25 წუთის შემდეგ დაეშვა.  

თურქეთში სატვირთო მანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა

თურქეთში, სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა. თურქულმა მედიამ გაავრცელა კადრები, რომლის თანახმად, სატვირთო მანქანა ხალხის მასისკენ უკონტროლოდ მიემართება, ხალხი კი გაქცევას ცდილობს. თურქული მედია: გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე-მაშველი და 4 მედიკოსია Anadolu-ს ცნობით, სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა. მისივე ცნობით, ეს იყო მეორე შემზარავი ავარია, რომელიც თურქეთში მოხდა. იმავე დღეს, გაზიანთეფის პროვინციაში ავტომობილების შეჯახებას კიდევ 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენი დღეს დილიდან ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაო გრძელდება. გუშინ, ზოვრეთში სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა და დაკვამლიანებაც შეინიშნებოდა. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარზეა გავრცელებული. ტერიტორია არის კლდოვანი და მიუვალი, რის გამოც ტექნიკის ადგილამდე მიყვანა იყო გართულებული. Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს. 

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო. უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, საოკუპაციო ხაზთან, უკანონოდ აღმართულ ლითონის ორ ცალ ბოძზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ საბრძოლო მასალა “F-1” ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო. პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით მოხდა, "F-1" ტიპის მსგავსი, ე.წ. "სტრაიგ ბოლის" სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღმველების მიერ ადგილზევე განადგურდა. საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით გრძელდება“, - ნათქვამი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

აშშ ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს. „19 აგვისტოს ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადეიემო თურქეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს იუნუს ელიტასს ესაუბრა, რათა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფართო მრავალმხრივი სანქციების აღსასრულების მიზნით მიმდინარე ძალისხმევა განეხილა. მდივნის მოადგილე ადეიემომ გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსული იურიდიული და ფიზიკური პირები ცდილობენ, გამოიყენონ თურქეთი შეერთებული შტატებისა და 30 ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად”, – ნათქვამია შტატების განცხადებაში.  

უკრაინა: საზენიტო მსროლელებმა ოკუპანტების მიერ შავი ზღვიდან გაშვებული ორი რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელმა საზენიტო მსროლელებმა რუსული ძალების მიერ შავი ზღვიდან გაშვებული კალიბრის ტიპის ორი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ სამხრეთის საჰაერო სარდლობამ განაცხადა. „21 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე, საჰაერო სარდლობის სამხრეთის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ზღვის თავზე „კალიბრის“ ტიპის საკრუიზო რაკეტა გაანადგურა, რომლებიც ოკუპანტებმა შავი ზღვიდან გაუშვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პენტაგონი: ბრძოლის ველზე რუსეთის პროგრესის სრულ შენელებას ვხედავთ

პენტაგონმა 19 აგვისტოს გამოაცხადა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ და ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, სადაზვერვო თვითმფრინავებსა და ნაღმსაწინააღმდეგო მანქანებს პირველად გადასცემს. ახალი პაკეტი $775 მილიონიან დახმარებას მოიცავს. კონკრეტულად, ჩამონათვალი ასეთია: დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, რომელიც ცნობილია როგორც HIMARS 16 ერთეული 105 მმ-იანი ჰაუბიცა, არტილერიისთვის 36000 ტყვია.  15 Scan Eagle უპილოტო საჰაერო სისტემა დაზვერვისთვის. 1000 ჯაველინის ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა. 50 Humvees-ს (მაღალი გამავლობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები, საბრძოლო მასალები, ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმული გამოსახულების სისტემები და სხვა.   ნაღმების გამწმენდი სისტემები, მათ შორის 40 MaxxPro Mine Resistant Ambush Protected სატრანსპორტო საშუალება ნაღმების გორგოლაჭებით, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაანეიტრალოს რუსეთის მიერ მძიმედ დანაღმული ტერიტორიები სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ასევე - დამატებითი მაღალსიჩქარიანი, ანტირადიაციული რაკეტები (ცნობილია როგორც HARM რაკეტები), რომლებიც უკრაინას რუსული რადარების პოვნასა და განადგურებაში დაეხმარება.     „ამჟამად, მე ვიტყოდი, რომ თქვენ ხედავთ რუსების პროგრესის ბრძოლის ველზე სრულ შენელებას”, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დაამატა, რომ უკრაინული ძალები ჯაველინებსა და HIMARS-ებს ძალიან ეფექტიანად იყენებენ.   რა არის Scan Eagle, რომელსაც აშშ უკრაინას პირველად მიაწვდის   უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის ექვსის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ოდენობა 10,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან, აღჭურვილობა მე-19-ჯერ მიაწოდა.   ბოლო დახმარების შესახებ პენტაგონმა 19 აგვისტოს გამოაცხადა და განმარტა, რომ აშშ კიევის დახამრებას განაგრძობს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ახალი დახმარების პაკეტშია 15 ერთეული Scan Eagle უპილოტო საჰაერო სისტემა დაზვერვისთვის, რომელიც ვაშინგტონმა კიევს პირველად მიაწოდა.

რა არის Scan Eagle, რომელსაც აშშ უკრაინას პირველად მიაწვდის

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის ექვსის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ოდენობა 10,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან, აღჭურვილობა მე-19-ჯერ მიაწოდა. ბოლო დახმარების შესახებ პენტაგონმა 19 აგვისტოს გამოაცხადა და განმარტა, რომ აშშ კიევის დახამრებას განაგრძობს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ახალი დახმარების პაკეტშია 15 ერთეული Scan Eagle უპილოტო საჰაერო სისტემა დაზვერვისთვის, რომელიც ვაშინგტონმა კიევს პირველად მიაწოდა. ScanEagle უპილოტო საჰაერო სისტემაა (UAS), მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატია, რომელმაც გლობალურად მილიონზე მეტი ფრენის საათი გაიარა. ScanEagle სისტემა შედგება მრავალი დისტანციური პილოტირების თვითმფრინავისაგან (RPA), პნევმატური კატაპაულტის გამშვები, Skyhook აღდგენის სისტემა და მიწის კონტროლის სისტემა (GCS) ასოცირებული ანტენებით და ურთიერთკავშირებით, რომლებიც აუცილებელია RPA კომპონენტის მართვისა და კონტროლისთვის. ScanEagle RPA არის პატარა ნახშირბადის ბოჭკოვანი, გრძელი გამძლეობის, ფიქსირებული ფრთების თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება სახმელეთო ბაზებიდან და საზღვაო გემებიდან. საზღვაო ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემების დანერგვის მხარდასაჭერად, ScanEagle-მა ავსტრალიის სამეფო საზღვაო ძალების პირველი ერთდროული ოპერაციები პილოტირებული (MH-60R Seahawk) და უპილოტო თვითმფრინავებით HMAS Newcastle-ის განლაგების დროს (როტაცია 65), ახლო აღმოსავლეთის რეგიონში MANITOU ოპერაციისას ჩაატარა. ახალი პაკეტი $775 მილიონიან დახმარებას მოიცავს. კონკრეტულად, ჩამონათვალი ასეთია: დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, რომელიც ცნობილია როგორც HIMARS 16 ერთეული 105 მმ-იანი ჰაუბიცა, არტილერიისთვის 36000 ტყვია.  15 ერთეული Scan Eagle უპილოტო საჰაერო სისტემა დაზვერვისთვის. 1000 ჯაველინის ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა. 50 Humvees-ს (მაღალი გამავლობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები, საბრძოლო მასალები, ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმული გამოსახულების სისტემები და სხვა.   ნაღმების გამწმენდი სისტემები, მათ შორის 40 MaxxPro Mine Resistant Ambush Protected სატრანსპორტო საშუალება ნაღმების გორგოლაჭებით, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაანეიტრალოს რუსეთის მიერ მძიმედ დანაღმული ტერიტორიები სამხრეთსა და აღმოსავლეთში.   ასევე - დამატებითი მაღალსიჩქარიანი, ანტირადიაციული რაკეტები (ცნობილია როგორც HARM რაკეტები), რომლებიც უკრაინას რუსული რადარების პოვნასა და განადგურებაში დაეხმარება.    2014 წლიდან მოყოლებული აშშ-სგან უკრაინამა 12,6 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება მიიღო. „ეს არ არის დასასრული. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს უკრაინელებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ მივაწოდებთ იმ დახმარებას, რაც მათ სჭირდებათ“, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

პაპუაშვილის თქმით, ყველა ჯგუფში წარმოდგენილია სულ მცირე 2 არასამთავრობო, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს 200 NGO-ს

„ფართოა ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგი ორგანიზაციის განცხადება იყო თითქოს მათ ჰქონდათ სურვილი და ვერ მოხვდნენ, ყველა ჯგუფში არის წარმოდგენილი მინიმუმ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ორას არასამთავრობო ორგანიზაციას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამუშაო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობა უზრუნველყოფილია და მათ ასევე აქვთ როტაციის საშუალება. „ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან, რომელშიც ორასამდე არასამთავრობო ორგანიზაცია არის გაერთიანებული, თითქმის ყველა ვინც კი გსმენიათ, ყველა ორგანიზაცია არის ამ პლატფორმაში, და ჩვენ მათთან გვაქვს შეთანხმება, რომ იმისთვის, რომ ჯგუფშიც იყოს თავისთავად სამუშაო გარემო, ვინაიდან არის პარლამენტის წევრები წარმოდგენილი, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, დაგვისახელონ ორი ორგანიზაცია, რომელიც იქნება ამ ჯგუფში, რომელიც თავის მხრივ იქნება ხიდი სამუშაო ჯგუფსა და ორას არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, შესაბამის ანგარიშს ჩააბარებს მათ, მოისმენს პოზიციებს და წარმოადგენს სამუშაო ჯგუფში. ამავე დროს, მათ აქვთ შესაძლებლობა როტაციის, ანუ ორი ადგილი არის გამოყოფილი პლატფორმისთვის და კონკრეტულად რომელი ორგანიზაცია რომელ ღონისძიებას დაესწრება ეს შეუძლია მათ შემდეგ გადაწყვიტონ. ამიტომ არა თუ ფართო ჩართულობაა უზრუნველყოფილი, თითქმის 200 ორგანიზაციაა ამით პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.

რუსებს ყირიმის ხიდის შესასვლელთან ხვდებიან წარწერით - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკრაინაში“. ფოტო

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკრაინაში“, რუსებს ყირიმის ხიდის შესასვლელთან ამ წარწერით ხვდებიან. „ფოტო ფაქტი ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელის რეფატ ჩუბაროვის გვერდზე გამოქვეყნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში 20 აგვისტოს განაცხადა, რომ ყირიმში წელს უკვე იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება. „აქტიურად ვემზადებით მომავალი კვირისთვის, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინ არის ჩვენი დროშის დღე, დამოუკიდებლობის დღე. წინ უკრაინის თავისუფლებისთვის ომის ვეტერანთა ხსოვნის დღეა და ყირიმის პლატფორმა. წელს მართლაც განსაკუთრებული პერიოდია. წელს ფაქტობრივად ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.   ჰაკერებმა ყირიმში ტელევიზია გატეხეს და რუსებს შეახსენეს, ვის ეკუთვნის ნახევარკუნძული - მედია ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტი ონლაინ 23 აგვისტოს გაიმართება. უკრაინა ყირიმის განთავისუფლების შემდეგ ეკონომიკური აღდგენის გეგმას ამზადებს.

კიევი ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ალექსანდრ დუგინის შვილის გარდაცვალებაში კიევის მონაწილეობა უარყო. პოდოლიაკის განცხადებით, ეს მკვლელობა რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას ადასტურებს. „ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია მომხდართან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია და მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში.    

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებას წინასწარ შეკვეთილს უწოდებს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებას წინასწარ შეკვეთილს უწოდებს. მისივე თანახმად, უკვე დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის მხარეს, მანქანის ძირზე იყო დამონტაჟებული. კიევი ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს უწყების განცხადებით, დარია დუგინა, რომელიც საჭესთან იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.    

უკრაინაში, ერთი-ერთი რეგიონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინის კიროვოგრადის ოლქში უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის უფროსი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. დაწყებულია გამოძიება.  

თურქეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირე გაზარდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია იფრენს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალმა ავიაკომპანიამ Southwind Airlines-მა თბილისიდან ანტალიის მიმართულებით დღეს პირველი ჩარტერული რეისი შეასრულა. კომპანიის ცნობით, Southwind Airlines-ი ჩარტერულ რეისებს ანტალიის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ კვირას, 25 სექტემბრამდე, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. დღეისთვის, ანტალიის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ავიკომპანია Pegasus-ი კვირაში ხუთი სიხშირით ასრულებს, ხოლო სექტემბერში – კვირაში ექვს რეისს შეასრულებს. ამავდროულად, მთავარი პეგასუსი დაფრინავს ანტალიაში, ახლა კვირაში ხუთჯერ, სექტემბრიდან კვირაში ექვსი რეისი იქნება.  

ცნობილია, „კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი რამდენი რუსული ხომალდი იმყოფება შავ ზღვაში

შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობის მიზნით, 36 საკრუიზო რაკეტით აღჭურვილი ხუთი რუსული ხომალდი იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების პრესსამსახურმა განაცხადა, იტყობინება. მისივე ცნობით, ხმელთაშუა ზღვაშიც ამდენივე ხომალდი იმყოფება.  „2022 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით, შავ ზღვაში საბრძოლო მოვალეობას ასრულებდა მტრის ხუთი ხომალდი, 36 საკრუიზო რაკეტით“ , - ნათქვამია მოხსენებაში. მისივე თანახმად, აზოვის ზღვაში, მტერი განაგრძობს საზღვაო კომუნიკაციების კონტროლს, საბრძოლო მზადყოფნაში რჩება ოთხამდე ხომალდი და კატარღა. 

ალბანეთში ორი რუსი და ერთი უკრაინელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ალბანეთის თავდაცვის სამინისტრს განცხადებით, ორი რუსი და უკრაინელი დააკავეს მას შემდეგ, რაც სამხედრო ბაზასა და იარაღის ქარხანაში რეიდი ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მესაზღვრეებს დაესხა თავს. ალბანეთის პრემიერ-მინისტრის ედი რამას განცხადებით, დაკავებულები ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები.