ძებნის რეზულტატი:
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ევროპის ენერგობაზარზე მოთამაშე ვეღარ იქნება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკის სფეროში ანტიევროპული პოლიტიკა, თავად რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება. „გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა „რუსეთის გაზის შანტაჟის მერე, ევროპაში გაზის ფასმა ერთ დღეში, 1000 კუბურ მეტრზე $3300 გადააჭარბა. ეს არის რუსეთის ანტიევროპული პოლიტიკის მიზეზი, რომელიც დამანგრეველია, მაგრამ სტრატეგიულ პერსპექტივაში, ეს თავად რუსეთისთვის იქნება დამანგრეველი. ასეთი მოთამაშე ევროპის ბაზარზე აღარ იქნება“, - აცხადებეს ზელენსკი. მისი თქმით, ახლა ვითარება საკმაოდ საშიში და მწვავეა, მაგრამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ენერგოპრობლემებს „პასუხისმგებლობით მიუდგნენ“. „თუკი ვინმე რუსეთში ფიქრობს, რომ ამ ზამთარს ევროპას დააჩოქებს, ან უკრაინას, ან სხვა ქვეყნებს - ეს გათვლები ჩავარდება. მე ვფიქრობ, რომ ევროპა საკმაოდ ძლიერია, რათა წარსულის შეცხომები გამოასწოროს, რათა გახდეს დამოუკიდებელი რუსული ენერგოსისტემისგან და არ დაემორჩილოს „გაზპრომიდან“ ტერორისტების შანტაჟს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა ამ საკითხში პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთმა უკრაინაში 30 097 ომისა და აგრესიის დანაშაული ჩაიდინა
"რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან რუსეთმა უკრაინაში 30 097 ომისა და აგრესიის დანაშაული ჩაიდინა", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გენერალური პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაიღუპა 376 ბავშვი და დაიჭრა 733. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის თავდაცვის ძალები: კვირის დასაწყისიდან, რუსული არმიის შვიდი საცავი განადგურდა
„ოცნებიდან“ წასული ოთხი დეპუტატი მორიგ განცხადებას ავრცელებს
კელი დეგნანის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან, - საქართველოს პარლამენტის წევრები, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ. მათივე ცნობით, აშშ-ის საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას. „საზოგადოებისადმი ჩვენი მორიგი მიმართვა გვინდა, დავიწყოთ მადლობით ამერიკის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის მიმართ. გვერწმუნეთ, ამ მადლობაში მცირეოდენი ირონიაც კი არ არის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებამდე იმ სიმართლის მიტანაა, რომელიც ქართული პოლიტიკის კულისებს მიღმა იმალება. სწორედ ხალხამდე ამ სიმართლის მიტანაში ყველაზე მეტად გვეხმარება ქალბატონი დეგნანი, რომლის ყოველი ახალი განცხადება მორიგი აღიარებითი ჩვენებაა. ქალბატონი ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან. როგორც ცნობილია, რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით თავს მოხვეული პოლარიზაცია ორ ძირითად ხელოვნურ საყრდენზე დგას: ეს არის საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარება. ამ საყრდენების გასამაგრებლად, „ნაციონალური მოძრაობა“, საბჭოური პროპაგანდის „საუკეთესო“ ტრადიციების მიხედვით, კონკრეტულ კლიშეებს იყენებს. ამ კლიშეებს შორის განსაკუთრებული ადგილი „გავრილოვის ღამეს“ და „არასამართლიან არჩევნებს“ უკავია. ბოლო რამდენიმე დღეა, ქალბატონი დეგნანი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული ამ მესიჯებით გველაპარაკება, რაც იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს მესიჯები, ისევე, როგორც პოლარიზაციის პრობლემა სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული. ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ბევრს არ ვიტყვით, მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ იმ ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა. შესაბამისად, ელჩის ადგილზე, ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ძალიან ცოტას ვილაპარაკებდით. როგორც ცნობილია, სიბრძნის ლაპარაკი ვერცხლია, დუმილი კი – ოქრო. როდესაც ვერცხლი შენგან ასე შორსაა, ხოლო ოქრო წინ გიდევს და არაფერში იყენებ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც პარტნიორ ქვეყანაში ღირსეულად უნდა წარმოადგენდე. რაც შეეხება არასამართლიან არჩევნებს: ქალბატონმა დეგნანმა თქვა, არჩევნები სამართლიანად არავის შეუფასებია და ხალხში არჩევნების შედეგებისადმი ნდობა არ არსებობსო. სწორედ აქ წამოცდა ქალბატონ ელჩს, რომ წარუმატებელი რევოლუციური სცენარი და რადიკალური ოპოზიციის ყალბი მესიჯი არასამართლიანი და გაყალბებული არჩევნების შესახებ საელჩოშია დაწერილი. ქალბატონმა ელჩმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ეუთო/ოდირმა და ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ როგორც 2020 წლის, ისე 2021 წლის არჩევნები შეაფასა როგორც „თავისუფალი და კონკურენტული, რომელშიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული“, რაც არჩევნების სამართლიანობის სინონიმია. ტერმინ „სამართლიანს“ ეუთო/ოდირი თავის ანგარიშებში უკვე დიდი ხანია აღარ იყენებს, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ISFED-ის ბორდის მაშინდელმა თავმჯდომარემაც აღიარა. როდესაც ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით გავრცელებულ და არგუმენტებით უკვე მრავალგზის განეიტრალებულ მესიჯს იმეორებს, ჩანს, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურობის აღქმისა და რევოლუციური განწყობის ხელოვნურად ჩამოყალიბება მისთვის თვითმიზანია. ქალბატონმა ელჩმა ასევე აღნიშნა, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების ყიდვაზე, ძალადობრივ ადმინისტრაციულ რესურსებზე და ე.წ. კარუსელზე მიუთითებდაო. ქალბატონ დეგნანს გვინდა შევახსენოთ, რომ ყველა ეს თემა საფუძვლიანად იქნა შესწავლილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, მათ შორის დეტალურად გამოიკითხნენ დამკვირვებელი ენჯეოების ხელმძღვანელები. საბოლოოდ, დადგინდა, რომ არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას რაიმე მყარი ფაქტები ამომრჩეველთა დაშინების, ხმების ყიდვის თუ ადმინისტრაციული რესურსის სისტემური გამოყენების შესახებ არ ჰქონდა. სრულიად სამართლიანად, საქილიკო თემადაც კი იქცა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარღვევებზე საუბრისას ყოველ ჯერზე სიტყვა „სავარაუდოს“ იყენებდნენ, რითაც მტკიცების ტვირთს სრულად იხსნიდნენ. ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საელჩოდან მართული ენჯეოების მიერ ჩამოთვლილ „სავარაუდო დარღვევებზე“ რომ მიუთითებდნენ, ეს ელჩისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. რაც შეეხება ე.წ. კარუსელს, ეს ტერმინი ეუთო/ოდირის ანგარიშში საერთოდ არ მოხვდა და ელჩი რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ მოგონილ ამ ფეიკს იმეორებს, ჩვენთვის გასაკვირი აღარ არის. სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის მორიგი გზავნილი ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების შესახებ. ქალბატონმა დეგნანმა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებას „უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება“ უწოდა და თქვა, ISFED-ის მიერ შეცდომის იდენტიფიცირება მალევე მოხდაო. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ერთიც და მეორეც უმძიმესი ტყუილია. ამასთან, შეუძლებელია, ამის თაობაზე ინფორმაცია ელჩს არ ჰქონდეს და მხოლოდ უნებლიეთ ცრუობდეს. რაც შეეხება „უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებას“. ხმების პარალელურ დათვლას, იგივე PVT-ის, აქვს ცდომილების დასაშვები ფარგლები, რაც ISFED-ის მეთოდოლოგიის მიხედვით, 0,7 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ოფიციალურ შედეგებსა და PVT-ის შედეგებს შორის სხვაობა 0,7 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ცესკოს და PVT-ის მონაცემებს შორის დაფიქსირდა 2,4-პროცენტიანი სხვაობა, რაც ნიშნავდა, რომ ან არჩევნები იყო გაყალბებული ან PVT. აქვე შეგახსენებთ, რომ 2,4 პროცენტი დაახლოებით 50 ათასი ხმაა და PVT-ის ამდენი ხმით გაყალბება უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებად ვერანაირი მათემატიკით ვერ ჩაითვლება. ბუნებრივია, 2,4-პროცენტიან ცდომილებაზე დაყრდნობით, რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ არჩევნების ნაცვლად, PVT იყო გაყალბებული. რაც შეეხება იმას, რომ, თითქოს, ISFED-ის მიერ ცდომილების იდენტიფიცირება მალევე მოხდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა PVT-ის ცდომილებაზე პირველად ჯერ კიდევ 3 ნოემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს. ამის შემდეგ, PVT-ის თემაზე შედგა არაერთი შეხვედრა როგორც ISFED-ის ხელმძღვანელობასთან, ისე ამერიკულ მხარესთან. ISFED-ის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტელევიზიით ისიც აღიარა, რომ საელჩოს PVT-ის ცდომილების შესახებ ინფორმაცია სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ჰქონდა. ასეთ პირობებში, სრულიად გამაოგნებელია, რატომ არ მოხდა PVT-ის სიყალბის აღიარება 11 დეკემბრამდე და რატომ აგრძელებდა საელჩო პარტიებს შორის მოლაპარაკებების მოდერაციას იმ დროს, როდესაც ის სიყალბეზე უკვე სრულად იყო ინფორმირებული. ჩვენთვის ამ ყველაფრის მიზეზი ნათელია – ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებები, რომლებიც „პივიტის“ გაყალბების პირმშო იყო, სწორედ საელჩოს მიერ იყო ჩაფიქრებული და ხელოვნურად თავსმოხვეული. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „პივიტისთან“ ერთად, „ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რომელსაც, „ისფედისვე“ დასკვნით, არჩევნებზე 4,1 პროცენტის მოცულობის გავლენაც კი შეიძლებოდა ჰქონოდა. მთლიანობაში, „ისფედმა“ „ქართულ ოცნებას“ ხმების პარალელურ დათვლაში 45,8 პროცენტი დაუწერა და ამას 4,1 პროცენტსაც თუ გამოვაკლებდით, გამოდიოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არა 48,2, არამედ 41,7 პროცენტი შეიძლება მიეღო. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ისფედის“ ფეიკებზე დაყრდნობით ცდილობდა ნიკა გვარამია, მის მიერ გაყალბებული ეგზიტპოლი და ამ ეგზიტპოლში წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ 41-პროცენტიანი შედეგი არჩევნების რეალურ შედეგად გაესაღებინა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი ერთ პროცენტსაც კი არ შეადგენდა, თუმცა, „ისფედს“ ეს სიყალბე დღემდე არ უღიარებია. ასევე, სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებული პოლიტიკური შინაარსის კლიპის შესახებ, რომლის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები დაჯარიმდნენ. როგორც ცნობილია, არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია. „სირცხვილიას“ კლიპი კი, თავისი შინაარსით, პოლიტიკურიც იყო და რევოლუციურიც. როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურად დაჯარიმებას აპროტესტებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და დაორგანიზებული. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს აღიარებითი ჩვენებისთვის. როდესაც ელჩი „სირცხვილიას“ უკანონო პოლიტიკურ-რევოლუციური კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურ დაჯარიმებას აპროტესტებს, PVT-ის გამყალბებელ ენჯეოს ხელს აფარებს, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და ამ ეჭვის გასამყარებლად, არაერთგზის უხეშად ტყუის, სრულიად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე. საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს PVT-ის გაყალბება იყო. თუმცა, დარწმუნებული ვართ, სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა ქვეყნის სუვერენიტეტს მყარად დაიცავს და ქვეყანაში არეულობის შემოტანისა და მისი ომში ჩათრევის შესაძლებლობას არავის მისცემს“, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული „ტიტანიკი“ აისბერგს 24 თებერვალს დაეჯახა და ის ჩაძირვას ვერ გადაურჩება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „რუსული „ტიტანიკი“ აისბერგს 24 თებერვალს დაეჯახა და ის ჩაძირვას ვერ გადაურჩება. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ევროპის ენერგობაზარზე მოთამაშე ვეღარ იქნება ზელენსკიმ, ბუნევრივ აირზე მაღალი ფასების გამო, ევროპაში შექმნილი ვითრება განიხილა და განაცხადა, რომ ევროპა მოსკოვის შანტაჟს არ დანებდება. „რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ევროპისთვის და მსოფლიოსთვის მრავალი პრობლემა, კრიზისი და კატასტროფა მოამზადა. მაგრამ ბოლოს, თავად განიცდის ყველაზე დიდ კატასტროფას, როგორც „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო“. ეს ტიტანიკი თავის აისბერგს 24 თებერვალს მიადგა და რაც არ უნდა ეცადოს, წყლის ზედაპირზე ვერ დარჩება“, - განაცხადა ზელენსკიმ. „გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა
იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი დააწესა
იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი აამოქმედა. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, უკრაინის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა ანდრეი სიბიგამ იაპონიის ელჩთან კუნინორი მაცუდუსთან შეხვედრისას განაცხადა. იაპონია ორ რუსულ ბანკს სანქციებს უწესებს როგორც სიბიგამ აღნიშნა, ელჩთან ერთად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი საკითხი, ასევე უკრაინისა და იაპონიის ურთიერთქმედების საკუთხები გაეროს რეზოლუციის ფარგლებში. იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა „იაპონიის უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. პირველად ამ ქვეყნის ომისშემდგომ ისტორიაში, ისინი გვაწვდიან ძალიან საჭირო არალეტალურ სამხედრო დახმარებას ფრონტზე. ასევე მნიშვნელოვანია იაპონიის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დასწესებულ სანქციები. ტოკიომ უკვე შემოიღო სანქციების 13 ასეთი პაკეტი“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
ბრიტანეთის დაზვერვამ უკრაინაში რუსეთის შეტევის „შენელების“ რეალური მიზეზი დაასახელა
ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, რუსეთის განცხადებები „სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან აცილების“ მცდელობის შესახებ, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. შოიგუს მტკიცებით, რუსეთი შეტევის ტემპს განგებ ანელებს „რუსეთის ჯარების შეტევა უკრაინაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების ცუდი სამხედრო ეფექტურობისა და უკრაინის სასტიკი წინააღმდეგობის გამო შეჩერდა. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები „სამოქალაქო მსხვერპლის აცილების“ მცდელობასთან დაკავშირებით რეალობას არ შეესაბამება“, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რადგან რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს ბრძანებით, უკრაინაში რუსეთის ჯარებმა არაერთხელ დაარღვიეს დაგეგმილი ოპერატიული ვადები. აღნიშნულია, რომ რუსეთის სარდლობამ, წინსვლის არასაკმარისი ტემპის გამო სულ მცირე ექვსი გენერალი გაათავისუფლა. შოიგუს სიტყვით გამოსვლის დღეს, რუსეთის ჯარმა მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა SS-26 ისკანდერით, ქალაქ ჩაპლინოში მატარებელზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ბავშვი დაიღუპა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ხაზს უსვამს რუსეთის მზადყოფნას, უკრაინას მიაყენოს გვერდითი ზარალი, როდესაც მიიჩნევს, რომ სარაკეტო ან საარტილერიო დარტყმებს აქვს სამხედრო უპირატესობა.
გერმანიის კანცლერი: გერმანიის მიზანია, პუტინს ომის მოგებაში ხელი შეუშალოს
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის მიზანია ხელი შეუშალოს პუტინს ომის მოგებაში, რათა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება მოხდეს. "გერმანიის მიზანია ხელი შეუშალოს პუტინს ომის მოგებაში, რათა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება მოხდეს. გერმანია მოიქცევა ისე, რომ უკრაინა-რუსეთის ომი „სრულიად განსხვავებულ ომში“ არ გადაიზარდოს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ანალენა ბერბოკი: მოსკოვს უკრაინაში ჰუმანიტარულ დერეფნების საკითხზე, რეალურად მოლაპარაკებაც კი არ სურს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის გენშტაბი: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის 46 250 ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის 46 250 ჯარისკაცი მოკლეს. „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 936 ტანკს, 4 251 ჯავშანმანქანას, 1 040 საარტილერიო სისტემას, 272 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 148 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 202 ვერტმფრენს, 3162 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 828 უპილოტო საფრენ აპარატს, 99 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის თავდაცვის ძალები: კვირის დასაწყისიდან, რუსული არმიის შვიდი საცავი განადგურდა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ყაზახეთი, რუსეთიდან გასული 250 დასავლური კომპანიის რელოკაციაზე მუშაობს
ყაზახეთის ხელისუფლება, 250 დასავლური კომპანიის თავის ბაზარზე გადაყვანაზე მუშაობს, რომლებმაც რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დატოვეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა განაცხადა. მისი თქმით, 45 უცხოურმა კომპანიამ უკვე გადაწყვიტა ყაზახეთის ბაზარზე შესვლა. „ახლა ვახორციელებთ გადაადგილების სამუშაოებს. კერძოდ, 250-ზე მეტი კომპანია, რომლებმაც დატოვეს რუსული ბაზარი, ძირითადად დასავლური კომპანიებია, რომლებიც არასასაქონლო სექტორებში საქმიანობდნენ. ჩვენ შევადგინეთ სამიზნე სია, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ყაზახეთი დაინტერესებულია, რათა, ჩვენს ბაზარზე სამუშაოდ ჩამოვიდნენ“, - განაცხადა სმილოვმა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს ყაზახეთში საინვესტიციო პროექტებს გაზრდის. მისი თქმით, ყაზახეთის ხელისუფლებამ თითოეული კომპანიისთვის სამუშაო ჯგუფები შექმნა, რათა მათ გადაადგილებაში დაეხმარონ. კომპანიებს შორის, რომლებიც გეგმავენ ყაზახეთში ჩამოსვლას, სმილოვმა Skoda, GE Healthcare, Philips-ი დაასახელა. Honeywell-მა უკვე გახსნა თავისი წარმოება ალმათიში. ივლისში ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, მთავრობას დაავალა უცხოური ბიზნესის ყაზახეთში გადატანისთვის ხელსაყრელი პირობები მოამზადოს.
შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა მათივე ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. "დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა. ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, თუმცა მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის გავრცელების არეალის გაფართოება და დროულად შეძლონ ყველა არსებულ კერაზე ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაცია. ასევე, აქტიურად ტარდება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიებები, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიუვალ რელიეფზე, სადაც ცოცხალი ძალის მეშვეობით შეუძლებელია სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კანადას უკრაინის დახმარების მიზნით, სამხედრო ბაზა ქუვეითიდან ბრიტანეთში გადააქვს
კანადა ქუვეითში მდებარე სამხედრო ბაზას დიდ ბრიტანეთში გადაიტანს, რათა უფრო აქტიური და მჭიდრო მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას. ამის შესახებ CBC-ის შტაბის უფროსი გენერალი უეინ ეირმა აცხადებს. მისი თქმით, C-130J სატვირთო თვითმფრინავები და სახმელეთო დამხმარე დანაყოფები დიდ ბრიტანეთში განლაგდებიან. S-130 ტაქტიკური საავიაციო რაზმი, რომელიც ადრე დავალებებს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ასრულებდა, შოტლანდიაში გადანაწილების შემდეგ მოქმედებას უკრაინის მიმართულებით განაგრძობს.
პუტინი ცდილობს, თავი აარიდოს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას - ISW
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება ჯარის 2 მილიონამდე გაზრდის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ კრემლის ხელმძღვანელი ცდილობს, თავი აარიდოს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას. პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდაზე ბრძანებას მოაწერა ხელი ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) წერს. ISW აღნიშნავს, რომ კრემლი დიდი ალბათობით ვერ შეძლებს, პუტინის ბრძანებით განსაზღვრული საბოლოო მიზნობრივი რაოდენობის - 1 150 000 სამხედროს მობილიზებას, როგორც ეს პუტინის ბრძანებითაა გათვალისწინებული. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ისტორიულად რუსეთი სამხედრო ძალის საბოლოო სამიზნე ოდენობამდე გაზრდის მიზანს ვერ აღწევდა. 2022 წელს, რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, აქტიურ სამხედრო სამსახურში სულ 850 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნომინალურ საბოლოო ძალას - 1 000 000 -ზე მეტს. შეგახსენებთ, რომ პუტინმა 25 აგვისტოს შეიარაღებული ძალების გაზრდაზე, ბრზანებას მმოაწერა ხელი. ბრძანების მიხედვით, სამხედრო პერსონალი 137 000 ადამიანით გაიზრდება. ეს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის ხარჯზე მოხდება - ჯარში სამოქალაქო პერსონალის რაოდენობა უცვლელი დარჩება.
ჯანმო: "მაიმუნის ყვავილის" ამჟამინდელი გლობალური შემთხვევების 34%-ზე მეტი აშშ-ზე მოდის
"მაიმუნის ყვავილის" ამჟამინდელი გლობალური შემთხვევების 34%-ზე მეტი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა ბრიფინგისას განაცხადა. "შეერთებულ შტატებში მონაცემები იზრდება, ევროპაში იკლებს. სტატისტიკის კლების შენარჩუნების გზა შესაბამისი ზომების გატარება და სწრაფი ვაქცინაცია უნდა იყოს", - განაცხადა გებრეიესუსმა. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის. ასევე წაიკითხეთ: რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთი უკრაინაში კასეტურ ბომბებს იყენებს - კასეტური საბრძოლო მასალის კოალიციის ანგარიში
„კასეტური საბრძოლო მასალის კოალიციის“ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნულია, რომ რუსეთი უკრაინაში კასეტურ ბომბებს იყენებს, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. ინგრევა და ზიანდება სახლები, სკოლები და საავადმყოფოები. ორგანიზაციის ინფორმაციით, არსებობს ასობით დოკუმენტირებული და სავარაუდო ფაქტი, რითაც რუსული ძალების მიერ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დასტურდება. „რუსეთის მიერ საერთაშორისოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის ფართო გამოყენება უკრაინაში ცხადყოფს ადამიანის სიცოცხლის, ჰუმანიტარული პრინციპებისა და სამართლებრივი ნორმების აშკარა უგულებელყოფას“, - განაცხადა ანგარიშის ერთ-ერთმა რედაქტორმა მერი ურეჰემმა. მისი თქმით, ამ იარაღის გამოყენება ყველა ქვეყანამ უნდა დაგმოს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმია ლაჩინში შევიდა
დღეს, 26 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმია შევიდა ქალაქ ლაჩინში, რომელიც 1992 წლიდან არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცა „დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ, აზერბაიჯანელები, დავბრუნდით ქალაქ ლაჩინში. აზერბაიჯანის არმია დისლოცირებულია ქალაქ ლაჩინში. კონტროლს ექვემდებარება სოფლები ზაბუხი და სუსი. ვულოცავ ამას ყველა ლაჩინელ და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს!“ - დაწერა ალიევმა ტვიტერზე. მანამდე ბერძორის (ლაჩინი), აღავნოს (ზაბუხის) და ნერკინ სუს (სუს) თემების მცხოვრებლებმა სახლები დატოვეს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ლაჩინის დერეფნის ახალი მარშრუტი, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან დააკავშირებს, მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ კვირაში ამოქმედდება. ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ჰაიკ ხანუმიანმა „არსენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. სალეჰ მამედოვმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო საავტომობილო გზების სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალი გზის გამოყენება „შეიძლება მომდევნო კვირაში“.
ჰუბერტ ქნირში: ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოს ვიდეოგზავნილით დაემშვიდობა. გერმანიის ელჩმა ყველა ქართველს მადლობა გადაუხადა. გერმანელმა დიპლომატმა საქართველოს შიდაპოლიტიკური უთანხმოების დაძლევა, ასევე, ევროკავშირის წევრობისკენ გზის წარმატებით გაგრძელება უსურვა. გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი იქნება „ჩემი ოჯახისა და ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღეებია. 4 წლის შემდეგ სრულდება ჩემი, როგორც საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობა. ძალიან მადლიერები ვართ, რომ ამდენი კარგი რამ ვნახეთ და განვიცადეთ. რომ მოგვეცა იმ ადამიანებთან შეხვედრის საშუალება, რომლებიც გვიყვებოდნენ საკუთარ ცხოვრებაზე და სამომავლო გეგმებს გვიზიარებდნენ. „ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში მშვიდობას და ასევე შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ საქართველომ წარმატებით გააგრძელოს თავისი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, რომ ამ ფუნდამენტურ პარტნიორობას, არავინ მიაყენოს ჩრდილი და ზიანი. გულითადად მადლობას მოვახსენებთ ყველა ქართველს, ვისაც შევხვედრივართ, ვინც აქ ჩვენი საქმიანობით ინტერესდებოდა და კეთილ სურვილებს არ იშურებდა. ერთი რამ ნათელია – გერმანია და საქართველო მომავალშიც კარგი, მჭიდრო პარტნიორები იქნებიან, ეს ქვეყანა კი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება“, - განაცხადა ელჩმა. გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს პიტერ ფიშერი შეცვლის. შეგახსენებთ, რომ ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ელჩად 2018 წლიდან მუშაობდა.
პირველ სექტემბრამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ სექტემბრამდე საქართველოში ცხელი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. "დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ძლიერი ქარი, 28 აგვისტოდან კი ქარის სიჩქარე შესუსტდება. ქალაქ თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია საქართველოში დაგეგმილ წვრთნებზე: ამერიკა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთგულია
ამერიკული მხარე საქართველოში დაგეგმილი წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ შესახებ დეტალებს ავრცელებს. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის განცხადებით, საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. აშშ-დან მონაწილეობას მიიღებს მე-2 საკავალერიო პოლკი, მე-18 სამხედრო პოლიციის ბრიგადა, მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადა, მე-7 არმიის სასწავლო სარდლობა, 409-ე საკონტრაქტო მხარდაჭერის ბრიგადა, 598-ე სატრანსპორტო ბრიგადა და საქართველოს ეროვნული გვარდიის 122-ე ტაქტიკური მხარდაჭერის რაზმი. უსაფრთხოების ძალების 1-54- დამხმარე ბატალიონი და 1-214 საველე საარტილერიო ბატალიონი. Exercise Noble Partner რეგიონული მრავალეროვნულ სასწავლო გარემოში პარტნიორობის გაძლიერებას, ასევე, აშშ-ის მზადყოფნის და თავსებადობა გაზრდას ემსახურება. წვრთნები საშუალებას აძლევს მონაწილეებს, ჩაატარონ სიტუაციური წვრთნები, ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშები და ერთობლივი მექანიზებული მანევრები. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის განცხადებით, ისეთი სამხედრო წვრთნები, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი 2020“, აჩვენებს აშშ-ის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისადმი და ცხადყოფს, რომ NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები ერთად უფრო ძლიერები არიან. შეგახსენებთ, საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს.
ოლექსი არესტოვიჩი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მეოთხე ეტაპი დაიწყო
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მეოთხე ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი იქნება ის, რომ მხარეები ადგილზე დადგებიან და რაც შეეძლებათ დაარტყამენ ერთმანეთს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა. უკრაინის გენშტაბი: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის 46 250 ჯარისკაცი მოკლეს "ომის მეოთხე ეტაპი ზამთრამდე ორიდან სამ თვემდე პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი იქნება ის, რომ მხარეები ადგილზე დადგებიან და დაარტყამენ ერთმანეთს, რაც შეეძლებათ. მაგრამ ჩვენ დარტყმის ბევრად მეტი შანსი გვაქვს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ გვაქვს HIMARS-ები და მათ არა," - განაცხადა არესტოვიჩმა. უკრაინის თავდაცვის ძალები: კვირის დასაწყისიდან, რუსული არმიის შვიდი საცავი განადგურდა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესვლას მომავალ კვირას გეგმავს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომავალ კვირას არის დაგეგმილი. ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის ლანა ზერკალის თქმით, რუსული ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ მისიის განხორციელებას. უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ 25 აგვისტოს განაცხადა, ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა. უკრაინული მხარის ბოლო ინფორმაციით, ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურები კვლავ გათიშულია ელექტროენერგიის ქსელიდან. „ენერგოატომის„ ინფორმაციით, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაო ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ორი ენერგობლოკის ელექტრო ქსელთან დასაკავშირებლად. გვიან ღამით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროქსელთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი აღდგა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.