ძებნის რეზულტატი:
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, საქართველოს მოქალაქის შ.ა.-ს ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, (სპეციალურად მოწყობილ სამალავებში) არადეკლარირებული 515.66 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. „საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 45 833.08 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ფერდობზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვეცელდება. როგორც ცნობილია, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზების პროცესი.
თბილისში, სასაზღვრო პოლიციის ამორტიზირებული ავტომობილების სადგომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
თბილისში, კაიროს ქუჩაზე, სასაზღვრო პოლიციის ამორტიზირებული ავტომობილების სადგომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, ცეცხლი ბალახს და ძველ ავტომანქანებს გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა
საია ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის შესაძლო დარღვევის ფაქტებს ეხმაურება
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევებზე გამოვლენილი უმოქმედობით არ მისცეს ლეგიტიმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაღიარებულ რეჟიმების მიერ დადგენილ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოვლენისთვის და აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები, - საია ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის შესაძლო დარღვევის ფაქტებს ეხმაურება. ამასთან, საია გამოეხმაურა მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს პირებმა, რომლებსაც შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი. „შევახსენებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მოქმედებს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალქეობის არმქონე პირთათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს და ადგენს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისა და ხსენებული კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. დადგენილი წესის დარღვევით, ყველა სხვა მიმართულებიდან, გარდა კანონით დადგენილისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომლისთვისაც სასჯელის სახედ განსაზღვრულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, სასჯელის სახეს კი განსაზღვრავს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ სასამართლო. ამასთანავე, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აწესებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს ეკონომიკურ საქმიანობაზე. აკრძალულ ეკონომიურ საქმინობის სახეებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქრთველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტით აკრძალული საქმიანობის განმახორციელებელი პირების კაპიტალში ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენს მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. ხსენებული კანონით აკრძალული საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს დანაშაულს, შესაბამისად დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისას ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევებზე გამოვლენილი უმოქმედობით არ მისცეს ლეგიტიმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაღიარებულ რეჟიმების მიერ დადგენილ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოვლენისთვის და აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები“,- ნათქვამია განცხადებაში.
ესპანეთის 4 საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო ბაზაზე დაეშვა
ესპანეთის 4 საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო ბაზაზე დაეშვა. საბრძოლო თვითმფრინავები გერმანიის შეიერაღებული ძალების საბრძოლო თვითმფრინავებს შეუერთდა, რომლებიც თავის მხრივ, ბალტიისპირეთში NATO-ს გაძლიერებულ საჰაერო პატრულირების მისიას უჭერენ მხარს. ესპანური თვითმფრინავები მხარს უჭერენ გაძლიერებული თანამშრომლობის კონცეფციას - Plug-and-Fight, რომელიც გერმანიის საჰაერო ძალებმა სხვა ქვეყნების საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად (იტალია, დიდი ბრიტანეთი) წამოიწყეს. სად განთავსდნენ Eurofighter-ები ჰარიუმაა - მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის ფინეთის ყურის ნაპირზე. რა არის Eurofighter Typhoon ერთადგილიანი, ორ ძრავიანი, ე.წ. „იხვის“ კონსტრუქციით აგებული, მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის მთავარი ფრთების ფორმა ბერძნულ დელტას მოგვაგონებს. შემუშავებულია და აგებული სამი კომპანიის (EADS, Alenia Aeronautica და BAE Systems) მიერ. მომზადებულია NATO-ს საჰაერო სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით
პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აგვისტოს, თბილისში ბრალდებულმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს და ვიდეოოპერატორს, დანის დემონსტრირებით შეუშალა ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ჟურნალისტს, ხოლო ვიდეოოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ეთერში მისი ჩართვა მოსთხოვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 25 აგვისტოს დააკავეს. მას 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გერმანიის თავდაცვის ატაშე მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო დიპლომატებთან შეხვედრა გამართა. ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "გერმანიის უკვე ყოფილმა თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა. მას ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი ცვლის. ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. გენერალმა ახალდანიშნულ ატაშეს თანამდებობა მიულოცა და საქართველოში წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში - „ღირსეული პარტნიორი“ შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და სხვა ქვეყნის 19 სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. აშშ-დან მონაწილეობას მიიღებს მე-2 საკავალერიო პოლკი, მე-18 სამხედრო პოლიციის ბრიგადა, მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადა, მე-7 არმიის სასწავლო სარდლობა, 409-ე საკონტრაქტო მხარდაჭერის ბრიგადა, 598-ე სატრანსპორტო ბრიგადა და საქართველოს ეროვნული გვარდიის 122-ე ტაქტიკური მხარდაჭერის რაზმი.
მედია: მინსკი მოსკოვს საბრძოლო თვითმფრინავების აღდგენაში ეხმარება
რუსული სამხედრო თვითმფრინავების აღჭურვილობის შეკეთების ხელშეწყობის მიზნით, რუსეთისა და ბელორუსის თავდაცვის სამინისტროებმა კონტრაქტებს მოაწერეს ხელი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ცნობით, ბელორუსი რუსეთს საბრძოლო თვითმფრინავების აღდგენაში ეხმარება. დირექტორატი ვარაუდობს, რომ კონტრაქტი ძირითადად რუსულ MiG-29 თვითმფრინავებს შეეხება. აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი - ომის შესწავლის ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ შეთანხმება შესაძლოა, დასავლეთის სანქციების გვერდის ავლის მცდელობა იყოს. ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ ბელორუსმა მოხალისეებმა შეკრიბეს საჰაერო დაზვერვის ჯგუფი, რათა უკრაინის სამხედროების რიგებს შეუერთდნენ. გუნდი შედგება ტექნიკური ჯგუფისა და ორი სადაზვერვო ფრთისგან, რომელთაგან თითოეული აღჭურვილია დრონებით. მათ შეუძლიათ რუსული სამიზნეების იდენტიფიცირება და განადგურება. ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა მოხალისეთა ფორმირებების შექმნა დაგმო, მათ „სამხედრო საფრთხე“ უწოდა და ჯგუფი ომში ბელორუსის ჩათრევაში დაადანაშაულა.
ერმაკი: ომის შემდეგ უკრაინა უნდა გახდეს ცენტრი, რომლის ირგვლივაც ჩამოყალიბდება ევროპის უსაფრთხოების სისტემა
რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა გახდეს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ ცენტრი, რომლის ირგვლივ ჩამოყალიბდება უსაფრთხოების ახალი სისტემა ევროპაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. „ომის დასრულების შემდეგ ჩვენი სახელმწიფო უნდა გახდეს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ ღერძი, რომლის ირგვლივ ჩამოყალიბდენა უსაფრთხოების ახალი სისტემა ევროპაში“, - განაცხადა იერმაკმა. ცნობილია, როდის წარმოადგენს კიევი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტს ერმაკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი 29 ან 30 აგვისტოს იქნება წარმოდგენილი. უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების ჯგუფის პირველი შეხვედრა პირველ ივლისს გაიმართა. ჯგუფის თანათავმჯდომარეები ანდრი ერმაკი და NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი არიან.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირები 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლეს
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირები ბესიკ თამლიანი, ემზარ სიუკაევი და სტეფანე გიქოშვილი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანს, ემზარ სიუკაევსა და სტეფანე გიქოშვილს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურებოდათ და მოსამართლემ მათთვის პატიმრობის შეცვლაზე იმსჯელა. „გირაოს გადახდას არ ვაპირებ. პროცესებზე დასწრებას ვაპირებ, ჩემი პრინციპული მიზანია, ვამხილო ის პოლიციელები და სისტემა, რომლებმაც კანონი არ იციან“, - განაცხადა ბესიკ თამლიანმა. ცნობითვის, 2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე 5 პირი დააკავეს.
უკრაინა განმარტავს, რა მეთოდებს იყენებს რუსეთი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი მიზნების მისაღწევად
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი მიზნების განსახორციელებლად იძულების ტაქტიკას მიმართავს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი იუწყება, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა მეთოდით მანიპულირებს. მაგალითად, ზაპოროჟიელს ოლქში პენსიები და სხვა სოციალური შეღავათები, რუსული პასპორტის მიღების გარეშე არ არის გათვალისწინებული. ამასთან, ლუგანსკის ოლქის ახალგაზრდა მცხოვრებლებს (14-18 წლის) აკავებენ და ოჯახის წევრის მხრიდან ფრონტის ხაზზე ბრძოლაზე თანხმობის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. ხერსონში კი, დეზინფორმაციის კამპანია ტარდება, სადაც ამტკიცებენ, რომ „მასწავლებლები რუსეთის გეგმებს ენთუზიაზმით უყურებენ“. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს 25 აგვისტოს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ჩასატარებლად ემზადება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქეთის ფინანსთა მინისტრი: სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის განცხადების გამო, თურქი ბიზნესმენები არ უნდა დაფრთხნენ
თურქეთის ფინანსთა მინისტრი ნურედინ ნებათი, ამერიკის ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადიემოს მიერ, თურქეთის ბიზნესწრეებთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა. აშშ ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს ნურედინ ნებათმა განაცხადა, რომ თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა მსოფლიოში და ამიტომ, აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებების გამო არ უნდა დაფრთხნენ. „აზრს მოკლებულია, რომ თურქეთის საქმიანი წრეების მისამართით გაგზავნილმა წერილმა შეშფოთება გამოიწვიოს ბიზნეს წრეებში. თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია. ჩვენმა საქმიანმა წრეებმა, ყოველთვის უნდა იგრძნონ გვერდით, სახელმწიფოს ძალა“, – წერს ფინანსთა მინისტრი. ნებათის თქმით, თურქეთი მოწოდებულია, განავითაროს კომერციული ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი ტურიზმში, ისეთ ჩარჩოებში, რომელიც სანქციების საგანი არ არის. გასულ კვირას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს.
„ენერგოატომი“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ელექტრო ქსელს ხელახლა შეუერთდა და ქვეყნისთვის ელექტროენერგიას აწარმოებს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ატომური ენერგიის წარმომქმნელი კომპანია Energoatom-ის პრესსამსახური იუწყება. „დღეს, 2022 წლის 26 აგვისტოს, 14:04 საათზე, ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი რეაქტორი, რომელიც გუშინ გაჩერდა, ხელახლა დაუკავშირდა ელექტრო ქსელს. ის აძლიერებს სიმძლავრეს“, - ნათქვამია პოსტში. „ზაპოროჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ბირთვული ტექნიკოსები ნამდვილი გმირები არიან! ისინი დაუღალავად და მტკიცედ უზრუნველყოფენ უკრაინისა და მთელი ევროპის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას და თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა მათ სამშობლოს ჰქონდეს ელექტროენერგია", - აღნიშნა Energoatom-მა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომავალ კვირას არის დაგეგმილი. ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის ლანა ზერკალის თქმით, რუსული ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ მისიის განხორციელებას. უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ 25 აგვისტოს განაცხადა, ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა. გვიან ღამით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროქსელთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი აღდგა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.
უკრაინა: უსაფრთხოების სამსახურმა კადიროვისა და მისი ორი ახლო მოკავშირის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები შეაგროვა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვისა და მისი ორი ახლო მოკავშირის, დანიილ მარტინოვისა და ჰუსეინ მეჟიდოვის მიერ ჩადენილი „ომის დანაშაულებზე აშკარა მტკიცებულებები“ შეაგროვა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მათ რუსეთის სამხედრო ოპერაციების მართვაში დებს ბრალს, რაც მოიცავდა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავებას, მათ „ადამიანურ ფარად“ გამოყენებას და სხვა დარღვევებს. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის თებერვალ-მარტში კადიროვი პირადად ხელმძღვანელობდა კონკრეტული დანაყოფების ინდივიდუალური სამხედრო ოპერაციების შემუშავებას და დაგეგმვას, გასცემდა ბრძანებებს. „დანიილ მარტინოვი წარსულში FSB-ის სპეციალური აგენტი იყო. ახლა კი ის პასუხისმგებელია კადიროვის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩეჩნეთის ხელმძღვანელთან დაახლოებული კიდევ ერთი პირის, ჰუსეინ მეჟიდოვის ბრძანებით, 25 თებერვლიდან 13 მარტამდე პერიოდში, გოსტომელის თითქმის ორასი მცხოვრები უკანონოდ აიყვანეს მძევლად და მაღალსართულიანი შენობების სარდაფებში მოათავსეს. დაშავებულებს შორის არიან ქალები, მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები. ის პატიმრები, რომლებმაც ვერ გაუძლეს პატიმრობის არაადამიანურ პირობებს (სინესტე, სიცივე, წყლის, საკვების და წამლების უქონლობა), დაიღუპნენ“, - აცხადებს უკრაინის უშიშროების სამსახური.
ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: უკრაინელებმა ლუგანსკში ოკუპანტების ბაზას დაარტყეს, დაიღუპა 200 რუსი სამხედრო
უკრაინელებმა ლუგანსკში ოკუპანტების ბაზას დაარტყეს, რის შედეგადაც 200 რუსი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი „ტელეგრამში“ წერს. უკრაინის გენშტაბი: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის 46 250 ჯარისკაცი მოკლეს „ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ კადიევკაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსების ბაზა, რომელიც მათ სასტუმრო „დონბასში“ ჰქონდათ მოწყობილი. ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის საჰაერო სადესანტო ჯარების 200 სამხედრო“, - აცხადებს გაიდაი. უკრაინის თავდაცვის ძალები: კვირის დასაწყისიდან, რუსული არმიის შვიდი საცავი განადგურდა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჩოხატაურში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ განაცხადა. როგორც ცნობულია, ცეცხლი ერთ-ერთი ბინიდან გავრცელდა. „ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდაცია. ადამიანები გამოყვანილი არიან ბინებიდან“, – განაცხადა დავით შარაშიძემ. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა
თურქული კომპანია Baykar-ი რუსეთისთვის დრონების შესაძლო მიყიდვაზე: ფული არ არის პრიორიტეტი, მხარს ვუჭერთ უკრაინას
ბაირაქტარის დრონები რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინული წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ამ დრონების შექმნის უკან დღეს ორი ძმა ჰალუკ და სელჩუკ ბაირაქტარები დგანან. მათ შესახებ სტატია BBC-მ მოამზადა. Baykar-ის თანამშრომლობა უკრაინასთან, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დაიწყო. ჰალუკი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უპილოტო თვითმფრინავების გადაცემის მოთხოვნით ბევრ ქვეყანას მიმართა, თუმცა, მისი თქმით, წინადადებას მხოლოდ თურქეთი დაეთანხმა. მწარმოებელმა Bayraktar-ი უფასოდ გადასცა რამდენიმე ფანდრაიზერს, ლიეტუვაში, პოლონეთსა და უკრაინაში მას შემდეგ, რაც მათ უკრაინის არმიისთვის თვითმფრინავების შესაძენად შეაგროვეს ფული. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების წარმოებას იწყებს ჰალუკის თქმით, კომპანიის სპეციალისტებმა Bayraktar TB2-ის დრონის გამოყენებაზე ბევრი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეც გაწვრთნეს. „ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ისევე როგორც იმ ქვეყნებთან არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებაში. ჩვენ თავად არ ვიყენებთ ამ ტექნოლოგიებს. ჩვენ ვავითარებთ მათ“. ის იხსენებს, რომ, მაგალითად, უკრაინაში უპილოტო თვითმფრინავებს უკრაინელი სამხედროები იყენებენ და სწორედ ისინი წყვეტენ, როდის გამოიყენონ ისინი. ფოტო: 2016 წელს ბაირაქთართა ოჯახი თურქეთის პრეზიდენტის ოჯახს დაუკავშირდა. სელჩუკმა ერდოღანის ქალიშვილი შეირთო ცოლად. ამავდროულად, არ მალავს ფაქტს, რომ Bayraktar-ის უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში წვლილს შეიტანენ. BBC-ის შეკითხვაზე, თუ მოსკოვი დიდ თანხას შესთავაზებთ, მიყიდის თუ არა დრონებს რუსეთს, პასუხობს: „რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზონ (რუსეთმა), გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ სიტუაციაში მათთვის დრონების გადაცემის საკითხი არ განიხილება. ამ დროისთვის მთელი ჩვენი მხარდაჭერა მთლიანად უკრაინისკენაა მიმარეთული“, - განუცხადა BBC-ს თურქული კომპანია Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი კავშირი და უკრაინა ძალიან უსამართლო, აგრესიული და გაუმართლებელი შეტევის ქვეშ იმყოფება. რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზონ, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოა“, - ამბობს ჰალუკ ბაირაქტარი. Bayraktar TB2 - თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატია, რომელსაც თურქული კომპანია „ბაიქარი“ აწარმოებს.
ბრიუსელში ერთ-ერთ კაფეში ავტომობილი შევარდა, შემთხვევის შედეგადაც 6 დამიანი დაშავდა
ბრიუსელში ერთ-ერთ კაფეში ავტომობილი შევარდა, რის შედეგადაც 6 დამიანი მსუბუქად დაშავდა. დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს.
გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია
დღეს, 26 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში შევიდა, რომელიც 1992 წლიდან არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, იქ რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ. ახლა კი აზერბაიჯანმა ეს ტერიტორია ბოლომდე დაიბრუნა. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმია ლაჩინში შევიდა ამ ფაქტს, Europetime-თან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე გამოეხმაურა. ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია აზერბაიჯანისთვის, ვითარება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე შეიცვალა. „რეალობა ისაა, რომ შექმნილ პირობებში რუსეთს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს აზერბაიჯანს, რომელიც მოქმედებს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე და სრულად იყენებს წლების განმავლობაში დაგროვილ სამხედრო და პოლიტიკურ სიძლიერეს“. სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდენ ლაჩინის კორიდორს, რაც სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებდა ყოფილ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცა ილჰამ ალიევის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის არმია დისლოცირებულია ქალაქ ლაჩინში. კონტროლს ექვემდებარება სოფლები ზაბუხი და სუსი. მანამდე ბერძორის (ლაჩინი), აღავნოს (ზაბუხის) და ნერკინ სუს (სუს) თემების მცხოვრებლებმა სახლები დატოვეს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ლაჩინის დერეფნის ახალი მარშრუტი, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან დააკავშირებს, მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ კვირაში ამოქმედდება. ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ჰაიკ ხანუმიანმა „არსენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა Europetime-თან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ საკვანძო მნიშვნელობის ექვსკილომეტრიანი გზის, ლაჩინის დერეფნის დაკავების შემდეგ აზერბაიჯანი უპირატეს მდგომარეობაშია. „ლაჩინის დერეფნის დაკავება აზერბაიჯანს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს სომხეთთან მოლაპარაკებაში, რათა აიძულოს უკანასკნელი შეასრულოს უკვე მიღწეული შეთანხმება ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე, რომლითაც აზერბაიჯანი დაუკავშირდება ნახიჩევანს - თავის ექსკლავს“, - ამბობს ბადრიძე. „ზანგეზურის დერეფანი“ სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთს. პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სომხეთი თვლის, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არაა დადებული, მაგრამ ბიზნეს სექტორის ნაწილი უკვე ემზადება „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნისათვის. ამ მოვლენებამდე, ლაჩინის დერეფნის საპირწონედ, აზერბაიჯანული მხარე ნახიჩევანის კორიდორის გახსნას ითხოვდა. ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ტერიტორიული ექსკლავია. რესპუბლიკა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით სომხეთს (საზღვრის სიგრძე 221 კმ), სამხრეთითა და დასავლეთით ირანს (179 კმ) და ჩრდილო-დასავლეთით თურქეთს (15 კმ) ესაზღვრება.
შს სამინისტრომ ხულოში არასრულწლოვნის ფეხმძიმობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულოში არასრულწლოვნის ფეხმძიმობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ასევე, საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატიც. როგორც ცნობილია, ასევე აღნიშნული ფაქტით დაინტერესდა აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი. შეგახსენებთ, რომ ხულოში არასრულწლოვნის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. ამასთან, სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდნენ.