ძებნის რეზულტატი:

ქუთაისში, ყოფილი ფსიქიატრიულის შენობა სრულად დაიწვა

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიულის შენობა სრულად დაიწვა. როგორც ცნობილია, ცეცხლის ქრობის პროცესში ქუთაისისა და წყალტუბოს 10-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა, თუმცა შენობა სრულად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  ასევე წაიკითხეთ: თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა თბილისში, სასაზღვრო პოლიციის ამორტიზირებული ავტომობილების სადგომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა  

სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივი წარმოების ხილში, ბოსტნეულსა და ბაღჩეულში პესტიციდების შემცველობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივი წარმოების ხილში, ბოსტნეულსა და ბაღჩეულში პესტიციდების შემცველობა არ ფიქსირდება. მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდების ნარჩენების შემცველობაზე შესამოწმებლად, სარეალიზაციო ობიექტებიდან ადგილობრივი წარმოების ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის 108 ნიმუში აიღო. „ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, პესტიციდების შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. ტესტირება ჩატარდა 68 მოქმედ ნივთიერებაზე, მათ შორის, ქლორორგანულ და ფოსფორორგანულ, ასევე, დითიოკარბამატულ პესტიციდებზე. გამოკვლეულია ხილისა (ატამი, ვაშლი, ვაშლატამა) და კენკროვნების 44 ნიმუში, ბოსტნეულის (კარტოფილი, კიტრი, პომიდორი) 13 და ბაღჩეულის (საზამთრო, ნესვი) 51 ნიმუში. სურსათში პესტიციდების ნარჩენების დონე რეგულირდება „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“, რომელიც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №623 დადგენილებით არის დამტკიცებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, სურსათის ნიმუშებში პესტიციდების შემცველობა არ დაფიქსირებულა, რაც ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდის და სურსათის ეროვნული სააგენტოს გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის შედეგია. 2022 წელს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით, სააგენტოს მიერ დაგეგმილია არაცხოველური წარმოშობის სურსათის 236 და ცხოველური წარმოშობის სურსათის 102 ნიმუშის (სულ 338 ნიმუში) ლაბორატორიული ტესტირება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პენტაგონი უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ნასამს“ შეიძენს

პენტაგონი უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ნასამს“ შეიძენს. როგორც ცნობილია, სისტემების მიწოდების ბოლო თარიღად 2024 წლის 23 აგვისტო განისაზღვრა. ამას გარდა, აშშ უკრაინას დამატებით სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალასა და სხვა სამხედრო აღჭურვილობებებს გადასცემს. ოლექსი არესტოვიჩი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მეოთხე ეტაპი დაიწყო ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შსს: ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კულტურის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ასევე, დილიდან განაახლეს მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 46 500 ჯარისკაცია მოკლული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბის ავრცელებს. ოლექსი არესტოვიჩი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მეოთხე ეტაპი დაიწყო „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 939 ტანკს, 4 254 ჯავშანმანქანას, 1 045 საარტილერიო სისტემას, 274 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 148 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 202 ვერტმფრენს, 3165 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 836 უპილოტო საფრენ აპარატს, 99 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინის თავდაცვის ძალები: კვირის დასაწყისიდან, რუსული არმიის შვიდი საცავი განადგურდა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჩეხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით NATO-ში ფინეთისა და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა

ჩეხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით NATO-ში ფინეთისა და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა. ამასთან, პარლამენტის შემდეგ რატიფიკაციის პროტოკოლებს ხელი უნდა მოაწეროს ქვეყნის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა. "ზემანი მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების გეგმებს", - განაცხადა მედიასთან მილოშ ზემანის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.  

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 3 ეროვნებით ქართველი ჯარისკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. როგორც ცნობილია, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლისიჩანსკის მახლობლად დაიღუპა. „დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი გმირი ახალგაზრა. დაიღუპა ბრძოლაში. მის გარდა დაჭრილია სამი ქართველი და ერთი უკრაინელი. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან და კარგად არიან“, - აცხადებს უკრაინაში მებრძოლი რომეო ფარულავა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია ძალიან სარისკო და სახიფათო რჩება

ჩვენი მეცნიერები ბირთულ საკითხებში, ენერგეტიკული ინდუსტრიის ყველა სპეციალისტი, ახერხებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვას ყველაზე უარესი სცენარისგან, მაგრამ  ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სიტუაცია რჩება ძალიან სარისკო და სახიფათო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ენერგოატომი“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს "ჩვენი მეცნიერები ბირთულ საკითხებში, ენერგეტიკული ინდუსტრიის ყველა სპეციალისტი, ახერხებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვას ყველაზე უარესი სცენარისგან. ელექტროსადგური მუდმივად პროვოცირებულია რუსული ძალების მიერ, თუმცა უკვე წარმატებით არის დაკავშირებული ქსელთან. ის აწარმოებს ენერგიას უკრაინისთვის. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სიტუაცია რჩება ძალიან სარისკო და სახიფათო,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ოლექსი არესტოვიჩი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მეოთხე ეტაპი დაიწყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომავალ კვირას არის დაგეგმილი. ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის ლანა ზერკალის თქმით, რუსული ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ მისიის განხორციელებას.  უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ 25 აგვისტოს განაცხადა, ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა. გვიან ღამით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროქსელთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი აღდგა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.  

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმებისთვის მზადება თითქმის დაასრულეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმებისთვის მზადება თითქმის დაასრულეს. მისივე თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვა ახლა ყურადღებით აკვირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს. „უკრაინის სამხედრო დაზვერვა ახლა ყურადღებით აკვირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს. ყველა პროცესი, რაც უკავშირდება ე.წ. რეფერენდუმისთვის მომზადებას, თითქმის დასრულებულია“, - განაცხადა სკიბიცკიმ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საქართველოს საგარეო უწყება მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ტექსტი უწყების Twitter გვერდზე განთავსდა. „ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენს კოლეგებს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე, როგორც მოლდოვის ხალხსა და მთავრობას. ვინაიდან ჩვენი ქვეყნები ისწრაფიან საერთო ევროპული მისწრაფებების მისაღწევად, გისურვებთ ყველანაირ წარმატებებს ამ უაღრესად მნიშვნელოვან გზაზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მილოცვაში.  

რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტის შეზღუდვის ფონზე, აშშ საქართველოს შიდა წარმოების გაზრდაში ეხმარება

„რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს გლობალურ შიმშილზე და განსაკუთრებით, ღარიბ ქვეყნებში სურსათის კრიზისზე დიდი გავლენა აქვს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით ქერი ფაულერმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. რა გავლენა ექნება მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს საქართველოზე ამასთან, ქერი ფაულერმა საქართველოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა წელიწადში 100 ათას ტონა მარცვლეულს აწარმოებს, 5-ჯერ მეტი კი ძირითადად, რუსეთიდან შემოაქვს. „უკრაინაში ომის ფონზე რუსეთმა საქართველოს ხორბლის მიწოდება შეუზღუდა, რის გამოც ქვეყანას ფქვილის ყიდვა სხვა ბაზრებიდან უფრო ძვირად უწევს", - განაცხადა ფაულერმა. მისივე განმარტებით, ამის გამო როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ქვეყნის რუსულ მარცვლეულზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საქართველოში შიდა წარმოების გაზრდის ხელშეწყობას ცდილობენ. „ახლახან მქონდა ძალიან სასიამოვნო შეხვედრა საქართველოს საკმაოდ შთამბეჭდავ დელეგაციასთან, რომლის წევრებს შორის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრიც იყო. საქართველოსთვის ერთ-ერთი საკითხი ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულებაა. საქართველო თავად აწარმოებს წელიწადში დაახლოებით ასი ათას ტონა ხორბალს, მაგრამ ხუთჯერ მეტის იმპორტს ახორციელებს და ეს რაოდენობა თითქმის მთლიანად რუსეთიდან შემოდის. ცხადია, ამ სიტუაციაში საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანას, რომელიც რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, სურს, ამას თავი დააღწიოს და იყოს ნაკლებად დამოკიდებული. საქართველოს შემთხვევაში საჭირო იქნება ხორბლის შიდა წარმოების გარკვეულწილად გაზრდა. ბოლო წლებში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი წყაროა… უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამ მომენტში არსებობს შეზღუდვები რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ამან რამდენიმე ქვეყანა აიძულა ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტი აწარმოონ, რასაც უფრო მაღალი ფასი აქვს და განსაკუთრებით ახლა, როცა ფასები ჩვეულებრივზე მაღალია. ასე რომ, საქართველო, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ ორმაგი ტვირთი აქვს სატარებელი: ერთია ის, რომ დამოკიდებულია რუსეთზე, რაც არ არის საიმედო, და მეორე ის, რომ ხორბალი უნდა ჩაანაცვლოს კიდევ უფრო ძვირი იმპორტირებული ფქვილით“, - აღნიშნა ქერი ფაულერმა.   გაეცანით Europetime-ს სტატიას : შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 6 წყალქვეშა დრონს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 6 წყალქვეშა დრონს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცეელებს. "უკრაინას ექვს წყალქვეშა თვითმფრინავს გადავცემთ, რათა დავეხმაროთ და სანაპირო ზოლის ნაღმებისგან გაიწმინდოს. ასევე, მარცვლეულის ტრანსპორტირება უფრო უსაფრთხო გახდეს", - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უფიხიალურმა წარმომადგენელმა. ამასთან, გაერთიანებული სამეფო სპეციალურ წვრთნებს ჩაუტარებს უკრაინის საზღვაო ძალების პირადი შემადგენლობის ათობით წევრს იმისთვის, რომ მათ დრონების გამოყენება შეძლონ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ტრაბზონში რუსეთის საკონსულო: რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები გახშიდა

"სარფის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, ბოლო პერიოდში საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შემხვევები გახშირდა", - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ქალაქ ტრაბზონში, რუსეთის გენერალური საკონსულო ავრცელებს. საქართველოში შესვლაზე უარს ეუბნებიან, როგორც ყირიმის მცხოვრებლებს, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მოქალაქეებს, რომლებსაც ასევე რუსეთის მოქალაქეობა აქვთ“, - ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში. საკონსულოს ინფორმაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები ყოველდღიურად ფიქსირდება.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ საზღვაო გზით ბოლო ერთი თვეში მილიონ ტონაზე მეტი პროდუქციის ექსპორტი განახორციელა

"უკრაინამ საზღვაო გზით ბოლო ერთი თვის განმავლობაში განახორციელა სოფლის მეურნეობის 1 მილიონ ტონაზე მეტი პროდუქციის ექსპორტი", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. "მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა უკვე თითქმის ერთი თვეა ძალაშია და ამ დროის განმავლობაში ჩვენმა სამმა საზღვაო პორტმა განახორციელა 1 მილიონ ტონაზე მეტი პროდუქციის ექსპორტი. მიზანია თვეში 3 მილიონი ტონის მიღწევა", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ივლისში რუსეთმა და უკრაინამ გაეროს შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას ექსპორტის განახლების თაობაზე.  

უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლს საქართველოში, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლს, გელა გოგიას საქართველოში, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩამოასვენებენ. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა როგორც ცნობილია, დაჭრილია კიდევ სამი ქართველი მებრძოლი.  ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 300 ბავშვი დაიღუპა

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 300 ბავშვია. სტიქიის გამო ქვეყნაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. შაჰბაზ შარიფი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციებში 6 500 ჯარისკაცია ჩართული, 40 ათასი ადამიანის ევაკუაცია კი უკვე განხორციელდა. ამასთან, სტიქიამ ერთ-ერთი ცნობილი სასტუმრო, 170 ათასი საცხოვრებელი სახლი და 150-მდე შენობა გაანადგურა.  

აშშ-ში სან გაბრიელის მთებში ტყის ხანძარს ებრძვიან

აშშ-ში კალიფორნიის შტატის სამხრეთით, სან გაბრიელის მთებში ტყის ხანძარს ებრძვიან. როგორც ცნობილია, ცეცხლი ეროვნულ ტყეს უკიდია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიამ 40 ჰექტრამდე ტერიტორია გაანადგურა.  ამასთან, ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში მეხანძრეებთან ერთად ჩართულია ავიაიაც. მედიის ინფორმაციით, ხანძრის სიახლოვეს არსებულ ელექტრო გადამცემ ხაზებს საფრთხე ემუქრება. რის შედეგადაც შესაძლოა, მოსახლეობის ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩეს.  

უკრაინაში, საბრძოლო ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

უკრაინაში, ფრონტის ხაზთან მდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.  უკრაინის მთავრობა ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციისთვის ემზადება მანამდე უკრაინის მთავრობამ, დონეცკის რაიონიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის შესახებ განაცხადა. ამ ტერიტორიაზე რუსეთის არმიასთან კონფრონტაცია არ წყდება. მოსახლეობა სახლებს რამდენიმე ხელბარგით ტოვებს. დონეცკის რაიონის მხცოვრებნი უსაფრთხო ადგილს ეძებენ.  პირველ რიგში ქალების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და ჯანმრთელობის მქონე მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდება.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, პირველი აგვისტოს შემდეგ, ხერსონის, დონეცკის, ზაპაროჟიეს, ლუგანსკის ოლქებიდან დაახლოებით 35 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან 10 ათასი ბავშვი იყო.  

რუსეთის მხრიდან, პერიოდული დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა

რუსეთის მხრიდან, პერიოდული დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება.  ვოლოდიმირ ზელენსკი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია ძალიან სარისკო და სახიფათო რჩება "სადგურის უკრაინელი პერსონალი მუშაობას აგრძელებს და "ყველა ღონეს" ხმარობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ზიანის შედეგების აღმოსაფხვრელად", - ამის შსახებ ინფორმაციას უკრაინული სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომი" ავრცელებს. „ენერგოატომი“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომავალ კვირას არის დაგეგმილი. ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის ლანა ზერკალის თქმით, რუსული ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ მისიის განხორციელებას.  უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ 25 აგვისტოს განაცხადა, ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა. გვიან ღამით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროქსელთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი აღდგა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.  

რაჭაში, ავტოავარიის შედეგად ძმები დაიღუპნენ

რაჭაში, ავტოავარიის შედეგად ანსამბლ „ძირიანის“ წევრები ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები დაიღუპნენ. გარდაცვლილი ნიკა გაგნიძე მომღერალი იყო. ტრაგედიას ანსამბლი "დიდგორი“ გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა. "დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ანსამბლ "ძირიანის“ წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ძირიანს, რაჭას და სრულიად საქართველოს“,- წერია სამძიმრის წერილში.