ძებნის რეზულტატი:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბორჯომში ცეცხლის კერების 90% ლიკვიდირებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, ხოლო დანარჩენ 10%-ზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ამასთანავე, გრძელდება სექტორების მონიტორინგი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ხანძრის გავრცელების არეალზე მიმდინარე სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს და ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს.  ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია, გრძელდება ხანძრის გავრცელების ტერიტორიის მონიტორინგი. ბოლო მონაცემებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, ხოლო დანარჩენ 10%-ზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ამასთანავე, გრძელდება სექტორების მონიტორინგი", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა  

სერბეთის პრეზიდენტი: კოსოვოსთან შეთანხმება შეუძლებელია

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განაცხადებით, კოსოვოსთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ბელგრადში, აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. კოსოვო-სერბეთის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა ვუჩიჩის თქმით, ბელგრადი დგამს გადაუდებლად აუცილებელ ნაბიჯებს კოსოვოში „სერბებისთვის გარანტირებული მომავლის“ შესაქმნელად.  „ამ დროისთვის, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ მშვიდობისთვის და ჩვენი ხალხის დასაცავად“, - განაცხადა ვუჩიჩმა. 2011 წელს დაწყებული ბელგრადი-პრიშტინას დიალოგი მიზნად ისახავს დასავლეთ ბალკანეთის მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ის გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და თურქეთმა აღიარეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

აშშ-ის ევროპული სარდლობა: ბრიგადის გენერლის ვიზიტი საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მნიშვნელობას უსვამს ხაზს

ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურ საუბარში აშშ-ის ევროპული სარდლობა ბრიგადის გენერლის საქართველოში ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ედვარდ ვონის მივლინება, საქართველოს მიმართ ამერიკის მუდმივი ერთგულების დემონსტრირებაა. ამასთან, აშშ-ის ევროპული სარდლობა აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერლის ედვარდ ვონის ვიზიტი საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას ადასტურებს და საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) მნიშვნელობას უსვამს ხაზს. GDDEI გახლავთ შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევა, რათა აშშ-საქართველოს შორის ძლიერი სამხედრო თანამშრომლობა გაგრძელდეს. ეს თანამშრომლობა თავის მხრივ, წარსულში განხორციელებული პროგრამების წარმატებას ეფუძნება. მოგეხსენებათ, მდივანმა ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან ერთად, 2021 წლის ოქტომბერში ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, ხოლო 2022 წლის მაისში მხარეებმა გააფორმეს ორმხრივი კონცეფცია, რომელიც GDDEI თანამშრომლობის სახელმძღვანელო ჩარჩოს ადგენს. ასევე მოგახსენებთ, რომ GDDEI მოიცავს მუდმივ საკონსულტაციო მხარდაჭერას, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, შექმნას და გააძლიეროს თავდაცვის ინსტიტუციური შესაძლებლობები. ამდენად, ეს პროგრამა საქართველოს თავდაცვის ძალების მომზადების დონეს აუმჯობესებს, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებსა და ეროვნულ მედეგობას აძლიერებს“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის ევროპული სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) მიმდინარეობის შუალედური შეფასების მიზნით, საქართველოს გასულ კვირას ეწვია აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალი ედვარდ ვონი. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) გასული წლის ბოლოს დასრულდა. ეს პროგრამა ჩაანაცვლა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ“ (GDDEI), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიციაა. GDDEI-ს დაწყების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს. ინფორმაციისთვის, შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა (EUCOM) ერთ-ერთია შეერთებული შტატების არმიის თერთმეტი ერთიანი საბრძოლო სარდლობადან, რომლის შტაბ-ბინა გერმანიაში, შტუტგარტში მდებარეობს. მის ფოკუსშია 51 ქვეყანა. EUCOM-ის მეთაური ერთდროულად მსახურობს როგორც NATO-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მეთაური ევროპაში (SACEUR).

ლიეტუვა უკრაინისთვის 37 კამიკაძე დრონს შეისყიდის

რუს ოკუპანტებთან, ეფექტურად ბრძოლისთვის ლიეტუვა უკრაინისთვის, პოლონეთის წარმოების 37 კამიკაძე დრონს შეისყიდის. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვუდას ანუშაუსკასმა Twitter-ზე დაწერა.  ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 30-ე პაკეტს ამზადებს „Legion Of Boom-ის მიერ მოზიდული თანხების ნაწილი (1000 000 ევრო) ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა და გამოყენებული იქნება პოლონეთსგან 37 კამიკაძე დრონების შესაძენად. შემდეგ კი დრონები უკრაინაში გაიგზავნება“, - წერს არვუდას ანუშაუსკასი.   

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ნათია წიპტაურისა და გიორგი მარსაგიშვილის კანდიდატურები წარუდგინა.  

ევროკავშირი რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ საგანგებო სხდომას მოიწვევს

Theguardian-ი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრზე, პეტრ ფიალაზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები, ევროკავშირის მიერ რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ მოწვეულ საგანგებო სხდომაზე შეიკრიბებიან.  ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ევროპის ენერგობაზარზე მოთამაშე ვეღარ იქნება „ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მოთხოვნით გაიმართება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების სხდომა, რათა განვიხილოთ სპეციფიკური საგანგებო ზომები ენერგოსექტორში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – წერს პეტრ ფიალა Twitter-ზე „გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთია. ვაჭრობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ განაცხადა, რომ ისინი ახლა რუსეთთან „ენერგეტიკულ ომში“ არიან.  

ლატვიაში დემონტაჟისთვის განკუთვნილი საბჭოთა ძგლი „გაუჩინარდა“

ლატვიაში, ალუკსენსკის მხარეში, დემონტაჟისთვის განკუთვნილი საბჭოთა ძეგლი „გაუჩინარდა“.  ლატვიაში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს  ძეგლი გაუჩინარდა იმ ადგილას, სადაც 1944 წლის 15 იანვარს საბჭოთა არმიის ლატვიის პარტიზანული ბრიგადის პარტიზანებმა გერმანული სადამსჯელო ექსპედიცია დაამარცხეს. ძეგლის ადგილზე მხოლოდ კვარცხლბეკი იყო შემორჩენილი. მუნიციპალიტეტმა შეადგინა აქტი და მომხდარზე სახელმწიფო პოლიციას შეატყობინა. მთავრობის დადგენილებაში („ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა და ნაცისტური რეჟიმების განმადიდებელი ობიექტების სია“) ჩამოთვლილია ცხრა ძეგლი, რომლის დემონტაჟიც ალუკსნსკის რეგიონში უნდა განხორციელდეს. მაგრამ მუნიციპალურმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს კიდევ ხუთი ძეგლი, რომლის დემონტაჟი ხუთშაბათს საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა. მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ ძეგლს, რომელიც დემონტაჟს ექვემდებარება, ლატვიის ოკუპაციის მუზეუმის ფონდს გადასცემს. 

ნორვეგია, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტს შეუერთდა

ნორვეგია, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტს შეუერთდა.  „ჩვენ ევროკავშირთან ისევ ერთად ვმოქმედებთ, იმისთვის რომ რუსეთს სანქციები დაუწესოთ“, - ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.   „ევროკავშირის მიერ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის 2022 წლის 21 ივლისს დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტის ნორვეგიის კანონმდებლობასთან ინტეგრაცია განხორციელდა და დღეიდან ამოქმედდა“, - ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  სამინისტროში განაცხადეს, რომ ფართომასშტაბიანი სანქციების პაკეტების მიზანია, რომ რუსეთს უკრაინაში უკანონო ომის დაფინანსება შეუმცირდეს.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროპაში გაზის ფასმა $ 3 500-ის ნიშნულს გადააჭარბა - მედია

რუსული ენერგოგიანტის „გაზპრომის“ განცხადებების ფონზე, რომ „ჩრდილოეთი ნაკადი1“ 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ტექდადათვალიერებითვის გაჩერდება, ევროპაში გაზის ფასი ნახტომისებურად გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე $3 500 გადააჭარბა.  „გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს ელექტროენერგიის ფასებმა საფრანგეთსა და გერმანიაში პარასკევს ახალ რეკორდს მიაღწია, რადგან რუსეთმა გათბობის სეზონის წინ ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდა. მანამდე ევროპაში გაზის გაცვლითი ფასი 1 მგვტ/სთ-ზე 315 ევროს აჭარბებდა, რაც ათას კუბურ მეტრზე 3300 დოლარზე მეტია.  

უკრაინის მთავრობა ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციისთვის ემზადება

უკრაინის დროებით ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცახდა, რომ უკრაინის მთავრობა ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციისთვის ემზადება. მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისიდან დონეცკის ოლქი სავალდებულო ევაკუაციის ფარგლებში 10 000-მა ადამიანმა დატოვა, მათი მესამედი ბავშვები იყვნენ. „უარს ამბობს თუ არა ხალხი? ჯერჯერობით უარი არ ყოფილა. თუმცა ხალხი ამბობს, „მოვაგროვებთ მარცვლეულს“; „მოდით დავიცდით, ვიდრე აცივდება“; ჩვენ კი არ ვიცით, რა გველოდება წინ“, – განაცხადა ვერეშჩუკმა. ვერესჩუკის თქმით, უკრაინის მთავრობა უფასოდ უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, განთავსებას, კვებასა და სამედიცინო დახმარებას. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პირველი აგვისტოს შემდეგ, ხერსონის, დონეცკის, ზაპაროჟიეს, ლუგანსკის ოლქებიდან დაახლოებით 35 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან 10 ათასი ბავშვი იყო.  

პრაღის სასამართლომ რუსული „სბერბანკის“ შვილობილი, გაკოტრებულად გამოაცხადა

პრაღის საქალაქო სასამართლომ, რუსულ „სბერბანკის“ შვილობილი Sberbank CZ გაკოტრებულად გამოაცხადა.   პრაღის სასამართლომ Sberbank CZ -ის საქმის განხილვა ივლისის ბოლოს დაიწყო. ბანკის დავალანება და შეუსრულებელი ვალდებულებები 61 მილიარდ კრონას (2,3 მილიონი ევრო)შეადგენს.  გაკოტრების დროს მოვალის აქტივები იყიდება და შემოსავალი ნაწილდება მის კრედიტორებზე. მაისის დასაწყისში ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა კანონიერად გააუქმა Sberbank CZ-ს საბანკო ლიცენზია, რის შემდეგაც პრაღის საქალაქო სასამართლომ მიიღო შესაბამისი ზომები ბანკის ლიკვიდაციისთვის. სბერბანკის შვილობილი კომპანიის მდგომარეობის გაუარესება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ დეპოზიტების გადინებამ გამოიწვია.     

მონტენეგროში სამთავრობო სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა

მონტენეგროს ციფრულ ინფრასტრუქტურაზე უპრეცედენტო კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ სახელმწიფო მმართველობის მინისტრმა მარას დუკაიმ Twitter-ზე დაწერა.   „ზოგიერთი სერვისი უსაფრთხოების მიზნით დროებით გათიშულია, მაგრამ მოქალაქეებისა და კომპანიების საკუთრებაში არსებული ანგარიშებისა და მათი მონაცემების უსაფრთხოება არ დაზიანებულა“, - ნათქვამია განცხადებაში. დუკეიმ განაცხადა, რომ კიბერშეტევა, რომელიც ხუთშაბათს საღამოს დაიწყო, 2015 და 2016 წლების თავდასხმების მსგავსი იყო. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამის შესახებ მონტენეგრომ მოკავშირეებს აცნობა. ჰაკერული თავდასხმები მონტენეგროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ციფრულ ინფრასტრუქტურაზე პირველად 2016 წლის არჩევნების დღეს განხორციელდა. კიბერშეტევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა  2017 წელს, როდესაც ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებას აპირებდა.  

Moderna Pfizer-სა და BioNTech-ს სასამართლოში უჩივის

ამერიკული კომპანია Moderna Pfizer-სა და მის პარტნიორ BioNTech-ს, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტექნოლოგიის გამო უჩივის. Moderna-ს განცხადებით, Pfizer-მა და BioNTech-მა Covid19-ის პირველი ვაქცინის შემუშავებაში საპატენტო უფლება დაარღვიეს, დავის მიზეზი mRNA ტექნოლოგიის შემუშავებაა. Moderna ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა თანხის რაოდენობა ამ დრომდე კონფიდენციალურია.  კომპანიამ სარჩელი გერმანიასა და აშშ-ში ერთდროულად შეიტანა.  

ანალენა ბერბოკი მზადაა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე შეზღუდვების საკითხი განიხილოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მზადაა კომპრომისზე წასასვლელად, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე, შეზღუდვების შემოღების საკითხი განიხილოს.  გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და ფინეთმა, შესაძლოა, რუს ტურისტებს შესვლა აუკრძალონ, თუ ევროკავშირი აკრძალვას ბლოკის მასშტაბით არ აამოქმედებს კოპენჰაგენში, დანიელ კოლეგასთან ჯეპე კოფოდოფთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა თქვა, რომ გერმანიის კანცლერი და საგარეო საქმეთა სამინისტრო შეთანხმდნენ, რომ გადაწყვეტილებაში მთელი ევროპა უნდა იყოს ჩართული. ბერბოკის განცხადებით, კანცლერი ოლაფ შოლცი ამ საკითხთან მიმართებით კატეგორიული არ ყოფილა.   შოლცი აქამდე არ ემხრობოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აბსოლუტურ აკრძალვას. მისი თქმით, ამგვარი შეზღუდვები გაართულებს მათ დაშვებას, ვინც მოსკოვის უკრაინაში შეჭრას ეწინააღმდეგება. ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.  

ვენეციის კომისიამ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონროექტი ნაჩქარევადაა მიღებული და დამატებით დამუშავებას საჭიროებს. ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ევროპის საბჭო ავრცელებს. „კანონპროექტი, რომელიც ცვლის საქართველოს ფარული საგამოძიებო ღონისძიებების გამოყენების პროცედურას, მიღებულია ნაჩქარევად და მოითხოვს, როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას, ნათქვამია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიულ და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელ მოსაზრებაში. მოსაზრებაში გაკეთებულია დასკვნა, რომ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა“, – ვკითხულობთ ევროპის საბჭოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო. ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან პირველ ივლისს გადაუდებელი მოსაზრება მოითხოვა. „დასკვნა ხაზს უსვამს, რომ კომუნიკაციის თავისუფლება და კონფიდენციალობა ფუნდამენტური ღირებულებებია ნებისმიერ ლიბერალურ საზოგადოებაში. ამიტომ ფარული თვალთვალის ღონისძიებები უნდა იყოს ყურადღებით ფორმულირებული და ზუსტად განმარტებული სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოების მიერ. თუმცა, ამ შემთხვევაში, დასკვნა განსაზღვრავს ხარვეზებს კანონშემოქმედებითი პროცესის ხარისხთან დაკავშირებით, ფარული გამოძიებისთვის ნებადართული დანაშაულების შემოთავაზებულ სიას, ფარული გამოძიების ღონისძიებების ხანგრძლივობას, ასეთი ღონისძიებების შესახებ შეტყობინებებს და სასამართლო კონტროლისა და ინსტიტუციური ზედამხედველობის სისტემებს. დასკვნა რეკომენდაციას უწევს ფარული თვალთვალის ზედამხედველობის საერთო საკანონმდებლო ბაზის გადახედვას კანონპროექტში მოცემულ კონკრეტულ წინადადებებზე დისკუსიის დაწყებამდე“, – აღნიშნულია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე. ამავე ინფორმაციით, მოსაზრება წარედგინება ვენეციის კომისიას დასამტკიცებლად მის მომავალ პლენარულ სხდომაზე, 2022 წლის 21-22 ოქტომბერს.

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში დაგეგმილი წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება

ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, საქართველოში დაგეგმილი წვრთნების - „ღირსეული პარტნიორი 2022-ის“ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. შეერთებული შტატები სწავლების დაწყებამდე ორი დღით ადრე აცხადებს, რომ  Noble Partner 22 (NP22) მისი მონაწილეების ურთიერთქმედების გაზრდას და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება. „მრავალეროვნულ წვრთნებს - Noble Partner 22 (NP22) (ღირსეული პარტნიორი) საქართველოს თავდაცვის ძალები და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია ერთობლივად უძღვებიან. წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთქმედების გაზრდას, რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება.  სხვადასხვა შესაძლებლობის ერთდროულად განლაგების დახმარებით, ბრძოლის ველზე დინამიკური ყოფნის უზრუნველყოფის პარალელურად, წვრთნები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფის, სპეციალური ოპერაციების ძალების (SOF), აშშ -ს არმიის ძალების (აქტიური და ეროვნული გვარდიის) აშშ -ის საჰაერო ძალების (აქტიური და საჰაერო ეროვნული გვარდია),მოკავშირეებისა და პარტნიორების ტრენინგისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას. მონაწილე დანაყოფებს პრაქტიკაში ეძლევათ ურთიერთქმედების შესაძლებლობა არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთანაც. ისეთი სამხედრო წვრთნები, როგორიცაა, Noble Partner 22 (ღირსეული პარტნიორი 22) (NP22) აუმჯობესებს ჩვენს უნარს, ტაქტიკურ დონეზე უზრუნველვყოთ მრავალეროვნული მისიის მართვა და კონტროლი. Noble Partner 22 (NP22) ასევე იძლევა შესაძლებლობას, ოპერატიულად უზრუნველყოს ტრანსპორტირების, მხარდაჭერისა და სასწავლო ინფრასტრუქტურა მრავალეროვნული ოპერაციული სცენარის შემთხვევაში“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.  წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კულტურის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა, - ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე კვირიკეწმინდის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას „სინამდვილეში, მოცემული ძეგლი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლების დამსახურებაა. შესაბამისად, აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოებისთვის კი განვმარტავთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე იმყოფება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე სწავლობს ვითარებას და ახორციელებს მონიტორინგს. ძეგლის შიგნით და მის გარშემო არ შეცვლილა ხანძრამდე არსებული მდგომარეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის ცეცხლის კერები; დროდადრო აღინიშნება მხოლოდ დაკვამლიანება. გვსურს, მოვუწოდოთ მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ბორჯომის ხეობაში სახელმწიფო უწყებები ატარებენ ყველა შესაბამის ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სტიქიით მიყენებული ზიანი და თავიდან იქნეს აცილებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ სტრატეგიული ობიექტების დაზიანება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში. ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა  

დღეიდან ნადირობის სეზონი გაიხსნა

დღეიდან ნადირობის სეზონი გაიხსნა და მომდევნო წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება. სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედემხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. "გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. შვიდი დღის შემდგომ, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები აისახება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზებში, რის საფუძველზეც, გარემოსდაცვითი პატრულირების ეკიპაჟი შეძლებს ქვითრის გადამოწმებას სისტემაში. გარდა ამისა, მონადირემ თან უნდა იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს", - აღნიშნულია ინფორმაციაშო. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ >> https://des.gov.ge/Ge/HuntingSeason  

უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ერთი ამერიკელი მოხალისე დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ერთი ამერიკელი მოხალისე დაიღუპა.  „ვადასტურებთ აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალებას უკრაინაში. მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე საუბარი არ შეგვიძლია“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინის გენშტაბი: ვოლინისა და პოლესეს მიმართულებებით გრძელდება მტრის რადიოელექტრონული ძალებისა და საშუალებების მობილიზება

ვოლინისა და პოლესეს მიმართულებებით გრძელდება მტრის რადიოელექტრონული ძალებისა და საშუალებების მობილიზება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. ოლექსი არესტოვიჩი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მეოთხე ეტაპი დაიწყო "დაიწყო უკრაინელი ერის გმირული დაპირისპირების 185-ე დღე რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის წინააღმდეგ. სევერსკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს დასავლეთის სამხედრო ოლქის ცალკეული ქვედანაყოფების შეკავებას ბრაიანსკის და კურსკის ოლქების სასაზღვრო რაიონებში. სუმის ოლქის სოფელი ტოლსტოდუბოვო ქვემეხი არტილერიიდან დაბომბეს“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში. უკრაინის თავდაცვის ძალები: კვირის დასაწყისიდან, რუსული არმიის შვიდი საცავი განადგურდა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.