ძებნის რეზულტატი:

მერი: ხარკოვზე რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, დაღუპულია ხუთი და დაშავებულია შვიდი. ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ სინიეჰუბოვმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ცხრა ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა და დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა, ისევ გაიზარდოს. ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა დაბომბეს ფრონტის ხაზის რამდენიმე დასახლება ჩუჰუივის, ხარკოვისა და იზუმის სიახლოვეს, რის შედეგადაც ორი ქალი და ერთი  კაცი დაშავდა. ასევე ნაპოვნია 27 აგვისტოს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი.  

მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ფრონტის ხაზზე, სამხრეთის მიმართულებით კარგად მიმდინარეობს

რუსეთთან მოლაპარაკების ერთადერთ შესაძლო ვარიანტს „უკრაინის სპეციალური დელეგაცია სამხრეთით და ფრონტის ხაზის სხვა მიმართულებებზე განიხილავს“, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „მოლაპარაკებები" კარგად მიმდინარეობს, ჩვენ ველით ახალ „კომპრომისებს“ „კეთილი ჟესტების“ სახით“, - განაცხადა პოდოლიაკმა. ორშაბათს უკრაინულმა მედიამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სამხრეთით შეტევის დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. შეგახსენებთ, უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი, ამის შესახებ CNN იუწყება.  ამის შემდეგ, გვიან ღამით, ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ტერიტორიებს უბრუნებს და დროა, რუსი სამხედროები გაიქცნენ.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

"საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსები უნალექო ამინდს და აღმოსავლეთის მიმართულების ქარს პროგნოზირებენ", - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოშიც დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი იქნება, თბილისშიც უმეტესად უნალექო ამინდი იქნება“, - აცხადებენ სინოპტიკოსები.  

საქართველოსა და აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებმა გაერთიანებული ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ასეულისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებს შორის გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტს მოიცავადა, მათ შორის იყო სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება, ზღვიდან ხმელეთზე ინფილტრაცია/ექსფილტრაცია, სანაპირო ზოლში/ნაპირზე რეიდი, ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი. თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) სისტემატიურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად NATO-ს  წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.  

აფრიკაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ჩავიდა

ომის დაწყებიდან 7 თვის შემდეგ, აფრიკაში უკრაინიდან მარცვლეულის პირველი პარტია ჩავიდა. გემი ჯიბუტის პორტშია. მარცვლეული ლიბანის დროშით მცურავმა Brave Commander-მა ჩაიტანა. გემის ბორტზე 23,000 ტონა ხორბალია, რომელიც შემდგომ ეთიოპიაში უნდა გადაზიდონ.  ანტონიო გუტერეში: შავი ზღვის პორტების განბლოკვის შემდეგ, სურსათის ბაზრები სტაბილიზაციას იწყებენ შავი ზღვიდან ჯიბუტიმდე ტვირთის ჩატანას ორი კვირა დასჭირდა. დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება ხორბლის შეფუთვასა და ეთიოპიაში ტრანსპორტირებას, სადაც სასურსათო დახმარება (გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად) 20 მილიონ ადამიანს ესაჭიროება.  უკრაინის პორტებიდან ერთ კვირაში 350 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთული ათი გემი გავიდა მარცვლეულის გადაზიდვის საფასური გაერომ გადაიხადა, რადგან ხორბლის მარაგი ლტოლვილების, კონფლიქტებისა და გვალვის შედეგად დევნილთა დასახმარებლად შემცირდა. უკრაინის ომამდე გაეროს სასურსათო პროგრამა, სასურსათო დახმარების 3/4 უკრაინიდან და რუსეთიდან იღებდა. აფრიკაში, ჯიბუტში 900 000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ აქ კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი პორტი მდებარეობს. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას ერთი წლის ვადით ვითხოვთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას ერთი წლის ვადით ითხოვენ. „საქართველოს სასამართლო პრაქტიკისა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით ეს არის ერთწლიანი ვადა. ფიზიკურად და მორალურადაც ძალიან გადაღლილია, იმიტომ რომ ექსპერტებთან შეხვედრის დროს ურთულესი კვლევები ჩაუტარდა. დაინტერესდა ექსპერტების პოზიციით. ვუთხარი, რომ ისინი წერილობით ფორმით დააფიქსირებენ დასკვნაში, როდესაც გამოაგზავნიან.“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ. ადვოკატი: უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას: არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი შევიდა ცნობისთვისმ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს  

„გაზპრომმა“ საფრანგეთს გაზის მიწოდება კიდევ შეუმცირა

ფრანგული კომპანია Engie-ს ცნობით, რუსული „გაზპრომი“ საფრანგეთს, გაზის მიწოდებას 30 აგვისტოდან კიდევ უმცირებს. ამის მიზეზი მხარეებს შორის კონტრაქტის პირობებზე მომხდარი უთანხმოებაა. „გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს  კომპანია აღნიშნავს, რომ მან უკვე დააგროვა გაზის საკმარისი მოცულობები მომხმარებლების მიწოდებისთვის და დანერგა მთელი რიგი შემარბილებელი ზომები რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში. ევროპაში გაზის ფასმა $ 3 500-ის ნიშნულს გადააჭარბა - მედია  გასული კვირის მდგომარეობით, საფრანგეთში გაზის საცავები 90%-ზე მეტი იყო შევსებული. ინდუსტრია თვლის, რომ ქვეყანას აქვს შანსი, ნოემბრის დასაწყისში სამიზნე 100%-ზე გავიდეს.  

სოფო გორგოძე: ბოლო ორ-სამ წელიწადთან შედარებით, წელს სწავლის გაგრძელების უფლება ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ბოლო ორ-სამ წელიწადთან შედარებით, წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. 2022 წლის მონაცემებით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მა მოიპოვა „სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა. სად გააგრძელებენ სწავლას და რა რაოდენობის გრანტი მიიღეს, ინფორმაცია ამის შესახებ დღეს 12:00 საათზე online.naec.ge-ზე გამოქვეყნდა. სულ სახელმწიფოს აბიტურიენტებისთვის დაფინანსების მიზნით გამოყოფილი აქვს 12 მილიონზე მეტი. წელს საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო აბიტურიენტების, 41 000-ზე მეტი, შესაბამისად, ჩარიცხულებიც გვყავს ყველაზე დიდი რაოდენობის ბოლო 2-3 წელიწადში. როგორც წესი, 28-29 000 იყო ხოლმე ჩარიცხული, წელს გვყავს 32 100-ზე მეტი ჩარიცხული. ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ. გრანტთან დაკავშირებით რადიკალური ცვლილება არ არის. 8 000 არის ისეთი, რომელიც გამოეთიშა კონკურსს, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ზღვარი გადალახული ჰქონდათ ყველა საგანში, თუმცა იმის გამო, რომ არ აირჩიეს საკმარისი რაოდენობის პროგრამები, ან აირჩიეს ისეთი პროგრამები, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, გამოეთიშნენ კონკურსს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ. დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება    

პენტაგონი: რუსეთი ჯარის რაოდენობის გაზრდას ალბათ ვერ შეძლებს

პენტაგონის ოფიციალური პირის თქმით, კრემლის მცდელობები არმიის გაფართოების შესახებ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწევს. აშშ-ის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიციალური პირის თქმით, რუსეთს სურს თავისი ჯარის 137,000-დან 1,5 მილიონამდე გაზრდა, თუმცა რუსეთს ამ დრომდე არ მიუღწევია მსგავსი საკადრო მიზნისთვის. „რუსეთის მცდელობა ალბათ ვერ იქნება წარმატებული, რადგან რუსეთმა ამ დრომდე ვერ მიაღწია არმიის დაგეგმილ რიცხვსა და სიძლიერეს. სინამდვილეში, უკრაინაში შეჭრამდე, არმია არ იყო სრულად დაკომპლექტებული შესაძლოა, 150,000 ჯარისკაცით”, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, რუსეთმა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 60,000-დან 80,000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. 25 აგვისტოს პუტინმა რუსეთის არმიის 2 მილიონამდე გაზრდის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.  

IAEA-ს მისია კიევშია და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესასწავლად ემზადება

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14 ექსპერტისგან შემდგარი მისია კიევშია.  The New York Times-ის ცნობით, ექსპერტები ვითარების შესწავლას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყებენ.  ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე ვითარების გასაცნობად ჩავა CNN-ის კორესპონდენტები იუწყებიან, რომ მათ ნახეს IAEA-ს მისიის წევრები კიევის ერთ-ერთ სასტუმროში. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში სააგენტოს ექსპერტები ორშაბათს გვიან ღამით ჩავიდნენ.  IAEA განმარტავს, გაიზარდა თუ არა რადიაციის დონე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიას ხელმძღვანელობს და კურირებს სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი, რომელიც აიმედოვნებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარებას გაეცნობა.  ბოლო კვირების განმავლობაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რეგულარულად იბომბება, რაშიც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთის არმიამ სადგურზე თავისი ტექნიკა და იარაღიც განათავსა.  ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.  

შალვა პაპუაშვილი: ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს. „გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვინაიდან გააკეთა მოწოდება ევროკავშირის გაფართოებისკენ, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს“, – წერს შალვა პაპუაშვილი. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას. "გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და ეკონომიკურ ბლოკში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას", - განაცხადა შოლცმა.  

ინფექციონისტი განმარტავს, არსებობს თუ არა საქართველოში ე.წ. პომიდვრის ვირუსის გავრცელების საფრთხე

"ე.წ. პომიდვრის ვირუსის საქართველოშ გავრცელების საფრთხე არ არსებობს" - განცხადება ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ინდოეთში ახალი ვირუსი - „პომიდვრის გრიპი“ გავრცელდა "ე.წ პომიდვრის ვირუსის შემთხვევები ინდოეთში დაფიქსირდა. ვირუსს ახასიათებს კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარი და ის ძირითადად ბავშვებში ვრცელდება. ვირუსს დაბალი სიკვდილიანობა ახასიათებს. ძირითადად ბავშვებში ფიქსირდება, შესაძლოა ჩვენთანაც არის საკმაოდ მაღალი გავრცელება ისეთი ვირუსის, როგორიც არის ხელის, ფეხის დაავადება, რომელსაც კოკსაკის ვირუსი იწვევს. შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არის და სიკვდილიანობა მცირეა,"- აცხადებს კულუმბეგოვი.  ცნობისთვის, ინდოეთში ახალი ვირუსული ინფექცია - „პომიდვრის გრიპი“ გავრცელდა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაავადება თავდაპირველად კერალას შტატში დაფიქსირდა, შემდეგ კი, სხვა შტატები მოიცვა. მისი მკურნალობისთვის სპეციალური დანიშნულება არ არსებობს. ასევე წაიკითხეთ: ბიძინა კოლუმბეგოვი: საქართველოში, შესაძლოა ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს  

ბაიდენის ადმინისტრაცია საუბრობს, რა მიზნით გამოიყენებს რუსეთი ირანულ დრონებს

აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლების განცხადებით, ტესტირებისას, ბევრმა უპილოტო თვითმფრინავმა, რომელიც რუსეთმა ირანისგან შეიძინა, მრავალჯერ აჩვენა წარუმატელობა, ამიტომ, აშშ-ისთვის გაუგებარია, როგორც შეცვლის ეს „ტრანსფერი“ თამაშის წესებს უკრაინაში. ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა CNN-ს განუცხადეს, რომ რუსეთს ახლა აქვს ირანული უპილოტო თვითმფრინავები, რომლებსაც ისინი სავარაუდოდ, ბრძოლის ველზე გამოიყენებენ. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ რუსეთმა თვითმფრინავები ირანის აეროდრომიდან ამ თვის დასაწყისში წაიღო და აგვისტოს შუა რიცხვებში სატვირთო თვითმფრინავებით რუსეთში გადაიტანა. Washington Post: ირანმა უკრაინაში ომისთვის რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები მიაწოდა რუსმა ოფიციალურმა პირებმა ტრენინგი ირანში გასული თვის ბოლოს დაიწყეს. ოფიციალური პირების თქმით, რუსი ოპერატორები ჯერ კიდევ სწავლობენ თვითმფრინავების გამოყენებას ირანის შიგნით და რუსეთი აპირებს ასობით მათგანის იმპორტს, რათა ის საჰაერო თავდასხმებისთვის, ელექტრონული ომისთვის და უკრაინის შიგნით მიზნებისთვის გამოიყენოს.  CNN-ის ცნობით, რუსეთი ცდილობს, შეამსუბუქოს მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) გავლენა, რომელიც აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს, თუმცა როგორც Washington Post-ი სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლზე დაყრდნობით იუწყება, რუსი სამხედროები დრონების გამოყენების პირველი გამოცდის დროს, უპილოტო თვითმფრინავის გაუმართაობას არაერთხელ წააწყდნენ.  შეგახსენებთ, ირანმა რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია გაგზავნა. ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Mohajer-6 და Shahed თვითმფრინავები 19 აგვისტოს გაიგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.

ირანმა ერაყთან საზღვარი დროებით დახურა

ბაღდადში მომხდარი არეულობისა და დაძაბული ვითარების ფონზე, ირანმა ერაყთან საზღვარი დროებით დახურა.  როდის გაიხსნება ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი ამ დროისთვის უცნობია.  საპროტესტო აქციების ფონზე ერაყში კომენდანტის საათი გამოცხადდა სახმელეთო საზღვარზე კომუნიკაციების შეჩერების გარდა, გაუქმდა ფრენები თეირანსა და ბაღდადს შორის, რომელიც მომლოცველებს ემსახურება. თავის მხრივ, ერაყის დედაქალაქში ირანის საელჩომ მოუწოდა ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ერაყში იმყოფებიან, თავი აარიდონ ბაღდადში, სამარაში, კადიმიაში და ზოგიერთ სხვა დასახლებულ პუნქტში გამგზავრებას, სადაც უსაფრთხოების რისკები მაღალია.  

ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია

ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია. როგორც ცნობილია, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია, მაგრამ ქარის გამო შემთხვევის ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.  ამასთან, ადგილობრივების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ დროისთვის  ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის. ადგილზე სახანძრო- სამაშველოს ჯგუფები მუშაობენ. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია  

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს საქართველოში პარასკევს ღამით ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გელა გოგიას საქართველოში პარასკევს ღამით ჩამოასვენებენ.  "ძალიან მტკივნეულია რომ ის ჩვენთან აღარ არის. ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!" - განაცხადა გელა გოგიას ძმამ ზურაბ გოგიამ. ცნობისთვის, გოგია 4 დღის წინ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. გოგია დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსი სამხედროების იარაღით აღჭურვისთვის საჭირო მარშრუტების გასანადგურებლად უკრაინა HIMARS-ებს წარმატებით იყენებს - ბრიტანელი ექსპერტი

უკრაინულმა მედიამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სამხრეთით შეტევის დაწყების შესახებ ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია. თავის მხრივ, CNN იუწყებოდა, რომ  უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი. გვიან ღამით, ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ტერიტორიებს უბრუნებს და დროა, რუსი სამხედროები გაიქცნენ. ფაქტების შეფასებისას, BBC-სთან ბრიტანელი ექსპერტი ამბობს, რომ  უკრაინა განაგრძობს დარტყმებს და გამოიყენებს HIMARS-ებს, რადგან ეს შეიარაღება უკრაინამ რუსეთის ჯარის მომარაგებისთვის საჭირო მარშრუტების გასანადგურებლად წარმატებით უკვე გამოიყენა.  როგორც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის კვლევის ინსტიტუტის (RUSI) ექსპერტი ჯასტინ ბრონკი აღნიშნავს, უკრაინა ხერსონის შემოგარენში შეტევისთვის ემზადება. CNN: უკრაინა რუსეთთან ომში იყენებს ამერიკულ დოქტრინას, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ განვითარდა „რა თქმა უნდა, ამ თვენახევარში რუსეთმა შეძლო დონბასიდან ხერსონის მიმართულებით დიდი ძალების გადმოსროლა. თუმცა უცნობია, როგორია ამ სამხედროების მორალური მდგომარეობა“, - ამბობს ბრონკი.  მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ფრონტის ხაზზე, სამხრეთის მიმართულებით კარგად მიმდინარეობს მისი პროგნოზით, უკრაინა განაგრძობს დარტყმებს და გამოიყენებს HIMARS-ებს, რადგან ეს შეიარაღება უკრაინამ რუსეთის ჯარის მომარაგებისთვის საჭირო მარშრუტების გასანადგურებლად წარმატებით გამოიყენა.  ექსპერტი მიიჩნევს, რომ უკრაინა რუსეთის ჯარის წინააღმდეგ „გადაღლის სტრატეგიას“ იყენებს, „ახდენს ზეწოლას ფართო ფრონტზე და ცდილობს გატეხოს რუსეთის ჯარის სულისკვეთება“.   

დასახელდა სპეციალობები, რომლებიც წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მოთხოვნადი იყო

მოთხოვნადი იყო შემდეგი სპეციალობები: ფსიქოლოგია, სამართალი, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებები, განსაკუთრებულად მაღალი იყო მოთხოვნა ბიზნესადმინისტრირებასა და ჯანდაცვის მიმართულებებზე, - სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების სამსახურის უფროსმა, მაია გაბუნიამ ის სპეციალობები დაასახელა, რომლებიც წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე, ყველაზე მოთხოვნადი იყო. სოფო გორგოძე: ბოლო ორ-სამ წელიწადთან შედარებით, წელს სწავლის გაგრძელების უფლება ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა „წელსაც, კონკურსი განსაკუთრებულად მაღალი იყო. ამასთან, მოთხოვნადი იყო შემდეგი სპეციალობები: ფსიქოლოგია, სამართალი, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებები, განსაკუთრებულად მაღალი იყო მოთხოვნა ბიზნესადმინისტრირებასა და ჯანდაცვის მიმართულებებზე. ჯანდაცვის მიმართულებაში ვგულისხმობ დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგის პროგრამებს“, - განაცხადა გაბუნიამ. 2022 წლის მონაცემებით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მა მოიპოვა  

WP: რუსეთის ჯარმა ამერიკული HIMARS-ების ნაცვლად, 10-მდე ფრთოსანი რაკეტით ცრუ სამიზნე გაანადგურა

რუსეთის ჯარმა, აშშ-ის სარაკეტო სისტემა HIMARS-ების ხის მულაჟებზე (საგნის ნატურალური ზომის მოდელი) სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ  Washington Post-ი ამერიკელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ხის მულაჟები ნამდვილი HIMARS-ებისგან რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ვერ გაარჩია. „უპილოტო აპარატებმა HIMARS-ების მდებარეობის შესახებ ინფორმაცია შავ ზღვაში საკრუიზო რაკეტების მატარებლებს გადასცეს. „ცრუ სამიზნეზე დარტყმების განსახორციელებლად, რუსეთმა 10-მდე ძვირადღირებული შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ გამოიყენა“, - წერს გამოცემა უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. ამის შემდეგ კიევმა გადაწყვიტა, გააფართოოს ხის მულაჟების წარმოება. სწორედ ამას შეიძლება, უკავშირდებოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები HIMARS-ის დიდი რაოდენობით განადგურების შესახებ. „რუსეთმა განაცხადა, რომ გაანადგურა კიდევ უფრო მეტი HIMARS-ი, ვიდრე უკრაინას მიაწოდა“, - თქვა ამერიკელმა დიპლომატმა WP-თან.  

აშშ-ის გამანადგურებლები პოლონეთის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ

შეერთებული შტატების საჰაერო ძალების გამანადგურებლები (F-22) მოკავშირეების მებრძოლებთან ერთად სწავლებას გადიან და პოლონეთში (Laski) ყოფნით, NATO-ს ტერიტორიას იცავენ. „F-22 გვთავაზობს მოწინავე შესაძლებლობებს აღმოსავლეთ ფლანგზე და აძლიერებს ალიანსის საჰაერო დაცვის პოზიციებს“, - აცხადებს NATO-ს საჰაერო სარდლობა. ლასკის ბაზაზე აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი ჯეიმს ჰეკერიც იმყოფებოდა. F-22-ის შესახებ ერთადგილიანი, ორ ძრავიანი სტელსის სისტემის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა 1980-იან წლებში. აშშ-ის შეიარაღებაში შევიდა 2000-იან წლებში.