ძებნის რეზულტატი:
რიკოთზე სატვირთო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
რიკოთზე სატვირთო მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. „მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში IPN-ის ცნობით.
ზელენსკი IAEA-ს გენერალურ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ: რუსმა სამხედროებმა უნდა დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. . შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ IAEA-ს გენერალურ დირექტორთან რაფაელ მარიანო გროსთან შეხვედრისას გააკეთა. ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა უნდა დატოვონ ქარხანა და უკრაინას დაუბრუნდეს მასზე კონტროლი. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა IAEA-ს მისიის უკრაინაში ჩასვლისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთის ჯარებმა დაიკავეს, შესაბამისად, არსებობს ბირთვული რეაქტორების მუშაობის შეფერხების და ელექტროსადგურების გათიშვის რისკები. IAEA-ს მისია კიევშია და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესასწავლად ემზადება ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.
ბაიდენის წარმომადგენლის თქმით, აშშ-მ უკრაინას სამხრეთ რეგიონებში კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღი მიაწოდა
CNN თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ უკრაინას ბოლო პერიოდში კონტრშეტევაზე გათვლილ იარაღს აწვდის. ოფიციალური ამბობს, რომ უკრაინა აშშ-ს იარაღს სთხოვდა, რომელიც საჭირო იყო სამხრეთ რეგიონებში კონტრშეტევისთვის. შეერთებულმა შტატებმა შეასრულა მრავალი მოთხოვნა - მათ შორის დამატებითი საბრძოლო მასალის, საარტილერიო სისტემების და ჯაველინების მიწოდების სახით. ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გენერალი მარკ მილი რეგულარულ კონტაქტზე იყვნენ უკრაინელ კოლეგებთან, იმისთვის, რომ ზუსტად განესაზღვრათ, კონკრეტულად რა ტიპის შეიარაღება სჭირდებოდა უკრაინას მიზნებიდან გამომდინარე.
აშშ-ის სენატის დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა
აშშ-ის სენატის დელეგაცია ბუჩას, ირპენსა და ჰოსტომელს ეწვია. დელეგაცია რესპუბლიკელი რობ პორტმანისა და დემოკრატი ემი კლობუჩარისაგან შედგებოდა. სენატორებმა ქალაქ ირპენის დანგრეული უბნები მოიარეს. ჰოსტომელში სენატორებმა მოინახულეს ანტონოვის აეროდრომი, სადაც განადგურებული (Mriya/Ruslan) თვითმფრინავები ნახეს. სენატორებმა უკრაინელ სამხედროებს გამბედაობისთვის მადლობა გადაუხადეს.
აშშ რუსეთის სამხედრო წვრთნებში ინდოეთის მონაწილეობით შეშფოთებულია
შეერთებული შტატები შეშფოთებულია ინდოეთის გეგმებით, რუსეთთან ერთად მიიღოს მონაწილოებს სამხედრო წვრთნებში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა. 30 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით წვრთნებში („ვოსტოკი“) სავარაუდოდ, მოიცავს ჩინეთი, ინდოეთი, ბელორუსი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას. მედიის ცნობით, სწავლებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ალჟირი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, ნიკარაგუა და სირია.
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდა
„ევროკავშირი გაერთიანებულია უკრაინის მხარდასაჭერად და წევრი ქვეყნები მზად არიან, გააგრძელონ კიევის მხარდაჭერა იმდენ ხანს და რამდენიც საჭიროა“, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, პრაღაში განაცხადა. ევროკავშირი უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელი მისიის შექმნაზე შეთანხმდა ბორელის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდა და გაიზარდა კიდეც. კერძოდ, დახმარება მოიცავს არამხოლოდ სამხედრო ტექნიკას, არამედ უკრაინელი სამხედროების წვრთნას. ევროკავშირის სასწავლო მისიის დაწყების შესახებ კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა. ბორელმა აღნიშნა, რომ ბევრი ინიციატივა გაჩნდა, ამიტომ აუცილებელია მათი თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა. „ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ აუცილებელი იყო ახალი მისიის კონცეფციის განსაზღვრა და უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებზე მოხდა შეთანხმება“, - აღნიშნა ბორელმა.
მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა
მიხეილ გორბაჩოვი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, ის მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს საღამოს გარდაიცვალა. მიხეილ გორბაჩოვი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ბოლო გენერალური მდივანი, 1985 წლიდან 1991 წლამდე. გორბაჩოვი იყო საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი. მას ეს პოსტი 1990 წლიდან 1991 წლამდე ეკავა.
კიევი პარტნიორებისგან წლის ბოლომდე კიდევ $13 მილიარდიან დახმარებას მიიღებს
უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ, ეროვნული ტელემათონის ეთერში, უცხოელი პარტნიორების მიერ კიევისთვის გაწეული ფინანსური დახმარების მთლიანი ოდენობა დაასახელა. მისი თქმით, წლის ბოლომდე უკრაინისთვის სხვა ქვეყნებიდან სულ დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის გაცემა იგეგმება, საიდანაც დაახლოებით 17 მილიარდი უკვე მიღებულია. „სექტემბერში ჩვენ ველოდებით კიდევ 1,5 მილიარდი დოლარის საგრანტო დახმარებას შეერთებული შტატებისგან – ეს არის ბოლო ტრანში, ხოლო სექტემბრისა და ოქტომბრის დასაწყისისთვის ჩვენ მივიღებთ მაკროფინანსურ დახმარებას ევროკავშირისგან“, – განაცხადა მარჩენკომ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ - გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ
„ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, ჩვენი სპეცსამსახურები, ჩვენი დაზვერვა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა რუსი სამხედრო აუცილებლად გრძნობდეს უკრაინის პასუხს ამ საშინელ ტერორზე, რომელიც რუსეთი ჩვენს მიწაზე სჩადის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვენი დამცველები გაანადგურებენ ოკუპანტების ყველა საცავს და შტაბს, აღჭურვილობას, ტექნიკას, სადაც უნდა განათავსონ ისინი. ეს არის უკრაინის მიწა და ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ - გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ. სხვა ვარიანტს ჩვენ მათ არ ვუტოვებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ამჟამად აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს თითქმის მთლიან ფრონტის ხაზზე - სამხრეთით, ხარკოვის რეგიონსა და დონბასში. დღეს განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო 56-ე და 110-ე ბრიგადის მეომრებს, რომლებიც ავდიივკის მიმართულებით მაქსიმალურ გამძლეობასა და გმირობას იჩენენ. 53-ე და 93-ე ბრიგადების მეომრები, რომლებიც იცავენ ბახმუტის მიმართულებას, იცავენ გაბედულად, ჭკვიანურად, გმირულად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება უკიდურესად საშიშია
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და ენერგოდარში, მიმდებარე ტერიტორიებზე, უკიდურესად საშიშია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არსებული სიტუაცია განიხილა როგორც IAEA-ს გენერალურ დირექტორთან, ისე, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. „სამწუხაროდ, რუსეთი არ წყვეტს პროვოკაციებს ზუსტად იმ მიმართულებით, საიდანაც IAEA-ს მისია სადგურზე უნდა შევიდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ IAEA-ს მისია შეძლებს თავისი მუშაობის დაწყებას. სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და ენერგოდარში, მიმდებარე ტერიტორიებზე, უკიდურესად საშიშია. ოკუპანტები არ ტოვებენ ქარხანას, აგრძელებენ დაბომბვას და არ გააქვთ იარაღი და საბრძოლო მასალა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. ისინი აშინებენ ჩვენი ქარხნის თანამშრომლებს. რუსეთის ქმედებების გამო რადიაციული კატასტროფის რისკი ერთი საათითაც არ მცირდება. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად შევძლებთ ქარხნის დაბრუნებას და ვაიძულებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო პერსონალი ქარხნიდან. საჭიროა ZNPP-ის დაუყოვნებლივი და სრული დემილიტარიზაცია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაძლიერდეს, რათა მისი როგორც ტერორისტული სახელმწიფოს პოტენციალი განადგურდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორებს უმასპინძლა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათთან განხილული თემები ჩამოთვალა. „ამერიკელ სენატორებთან - რობ პორტმანთან და ემი კლობუჩართან შეხვედრა გავმართე. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ბევრი გააკეთეს ჩვენი სახელმწიფოს და ზოგადად, თავისუფლების დასაცავად ევროპასა და მსოფლიოში. აშშ-ის სენატის დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა მადლობა გადავუხადე მათ ორპარტიული მხარდაჭერისთვის. მოლაპარაკების მთავარი თემა, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი ერთობლივი გამარჯვებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში. კერძოდ, განვიხილეთ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება - ფინანსური და უსაფრთხოების დახმარების გაძლიერების საკითხები. ასევე - სანქციების გაძლიერება რუსეთის წინააღმდეგ. ეს სანქციები უნდა გაიზარდოს, რათა მისი როგორც ტერორისტული სახელმწიფოს პოტენციალი განადგურდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ერმაკი: დროა, ჩვენმა პარტნიორებმა გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან უკრაინის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი და NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რეკომენდაციებზე მუშაობას ასრულებს. ერმაკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ოცნება გეგმად იქცევა. „ჩვენ შევდივართ ამ სასტიკი ომის ახალ ფაზაში. ფრონტზე განვითარებული მოვლენების ფონზე, დროა, ჩვენმა პარტნიორებმა გადადგან ახალი გადამწყვეტი ნაბიჯები უკრაინის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რასმუსენი და ერმაკი უხელმძღვანელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს ამ გარანტიებმა უნდა შექმნას უსაფრთხოების ახალი წესრიგი ევროპის კონტინენტზე და თავიდან აიცილოს ახალი ომი მის შუაგულში“, - აღნიშნა ერმაკმა. მისი თქმით, ჯგუფის წევრების ერთობლივი ძალისხმევით, ორ თვეზე ნაკლებ დროში შემუშავდა რეკომენდაციების ყოვლისმომცველი პროექტი. ერმაკი: ომის შემდეგ უკრაინა უნდა გახდეს ცენტრი, რომლის ირგვლივაც ჩამოყალიბდება ევროპის უსაფრთხოების სისტემა „ეს დოკუმენტი მოიცავს გარანტიების ფართო სპექტრს: სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ სანქციებს. როგორც კი საბოლოო ვერსია მომზადდება, დოკუმენტი დასამტკიცებლად გადაეცემა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის“, - აღნიშნა იერმაკმა. უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები უნდა გახდეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების ნაწილი, კერძოდ, უკრაინასა და გარანტორ ქვეყნებს შორის ხელშეკრულებები, ხაზგასმით აღნიშნა ერმაკმა. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში ყოფილი მინისტრი ვოლკან ბოზკირი ჯგუფს ახალი წევრის რანგაში შეუერთდა.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მომუშავე ჯგუფს თურქი დიპლომატი შეუერთდა
თურქი დეიპლომატი ვოლკან ბოზკირი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მომუშავე ჯგუფს ახალი წევრის რანგში შეუერთდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ბოზკირი არის თურქი იურისტი, დიპლომატი და პოლიტიკოსი. ის იყო ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთობის საკითხებში მინისტრი და მთავარი მომლაპარაკებელი. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და თურქეთ-აშშ-ს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე. იყო გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი და NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რეკომენდაციებზე მუშაობას ასრულებს.
უკრაინული მედია: სამხრეთ საზღვრებზე უკრაინელმა სამხედროებმა მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს
სამხრეთ საზღვრებზე უკრაინელმა სამხედროებმა მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, 117 ოკუპანტი და 30-ზე მეტი ერთეული ტექნიკა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთზე" დაყრდნობით ავრცელებს. მედია: უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში სამ ხიდს დაარტყეს “სამხრეთ საზღვრებზე უკრაინელმა სამხედროებმა მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, 117 ოკუპანტი და 30-ზე მეტი ერთეული ტექნიკა გაანადგურეს. მოწინააღმდეგეებმა დაკარგეს, თვითმავალი ქვემეხი „Гиацинт-С“, თვითმავალი ჰაუბიცა "Мста", 18 ჯავშანმანქანა, საბრძოლო მასალის 4 საცავი ბაშტანსკის, ბერისლავსკის, კახოვკის და ხერსონის ტერიტორიებზე.”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ - გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა
მესტიის მუნიციპალიტეტში, ხანძარის ლიკვიდირება ამ დრომე ვერ მოხერხდა. მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა. მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია როგორც ცნობილია, ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
თურქულმა Baykar-მა ახალი რეაქტიული თვითმფრინავი წარადგინა
თურქეთში, სამსუნში მოწყობილ გამოფენაზე, თურქულმა მწარმოებელმა (Baykar Makina-მ Bayraktar Kızılelma) უპილოტო საჰაერო ხომალდის პროტოტიპი წარადგინა. მისი წარმოება უკრაინაში მოხდება. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების წარმოებას იწყებს კომპანიის ხელმძღვანელმა სელჩუკ ბაირაქტარმა თურქულ მედიას განუცხადა, რომ ახალი უპილოტო საფრენი აპარატი აღჭურვილია რეაქტიული ძრავით და უმაღლესი დონის კონტროლის სენსორებით. მას შეუძლია „აგრესიული მანევრირება“. Baykar ამჟამად უკრაინული ქარხნის მშენებლობის პროცესშია.
IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიემგზავრება
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEAE) მისია, რომელიც კიევში გუშინ ჩავიდა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა. მისიამ ადგილზე უნდა შეამოწმოს სიტუაცია და შექმნას მუდმივი წარმომადგენლობა იმ ობიექტზე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია 4 მარტის შემდეგ. ამის შესახებ IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა მარიანო გროსიმ განაცხადა. მისივე თქმით, სააგენტოს ამოცანაა „შეაფასოს ადგილზე არსებული რეალური ვითარება და დაეხმაროს სიტუაციის სტაბილიზაციას. უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. . შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ IAEA-ს გენერალურ დირექტორთან რაფაელ მარიანო გროსთან შეხვედრისას გააკეთა. ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა უნდა დატოვონ ქარხანა და უკრაინას დაუბრუნდეს მასზე კონტროლი. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა IAEA-ს მისიის უკრაინაში ჩასვლისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთის ჯარებმა დაიკავეს, შესაბამისად, არსებობს ბირთვული რეაქტორების მუშაობის შეფერხების და ელექტროსადგურების გათიშვის რისკები. IAEA-ს მისია კიევშია და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესასწავლად ემზადება ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა გაზის საცავების 80% დაგეგმილ ვადაზე ორი თვით ადრე შეავსო
"ჩვენ უზრუნველვყოფთ წყაროების დივერსიფიცირებას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზის საწყობი უკვე 80%-ითაა შევსებული", - ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განცხადა. რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა მისივე თქმით, განახლებადი წყაროებია საჭირო, რადგან რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება შემცირდეს. „ევროკავშირის დონეზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ წყაროების დივერსიფიცირებას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზის საწყობი უკვე 80%-ითაა შევსებული, მაგრამ იმისთვის, რომ შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე, განახლებადი წყაროები გვჭირდება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. „გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს დღეს დილიდან რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყვიტა. კომპანია „გაზპრომი“ ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოზე მიუთითებს და ამბობს, რომ გაზის მიწოდება 3 სექტემბრის 04:00 საათამდე შეწყდება.
ოლაფ შოლცი: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდი იქნება ზარალი რუსეთისთვის
მოსკოვის ფინანსური ზარალი ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდი იქნება ზარალი რუსეთისთვის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „მოსკოვის ფინანსური ზარალი ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანა დამოკიდებულია მსოფლიოს ტექნოლოგიურ პროგრესზე. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდი იქნება ზარალი რუსეთისთვის. ევროპის მტკიცე და ერთიანმა პასუხმა გააკვირვა პუტინი, ის ამას არ ელოდა. დასავლური სანქციები ეფექტური და სწორია. ეს არის რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რათა ვაიძულოთ მას ომი დაასრულოს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
UNICEF-ი უკრაინას 1,5 მილიონზე მეტ დოზა ვაქცინას გადასცემს
გაეროს ბავშვთა ფონდი უკრაინას 30 მაცივარს და 1,5 მილიონზე მეტ დოზას სხვადასხვა ვაქცინას გადასცემს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევებისა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო, ქვეყანა ვაქცინებზე უწყვეტ წვდომას უზრუნველყოფს. „ვაქცინების პირველი საპილოტე მიწოდება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში უახლოეს მომავალში დაიწყება ლვოვის რეგიონში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ.