ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირი უკრაინას კალიუმის იოდიდის 5.5 მილიონ ტაბლეტს გადასცემს
ევროკავშირი უკრაინას კალიუმის იოდიდის 5.5 მილიონ ტაბლეტს გადასცემს, რათა ქვეყანაში ადამიანები პოტენციური რადიაციული ზემოქმედებისაგან დაიცული იყვნენ. ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში ჯანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა, რომ კალიუმის იოდიდის ტაბლეტებს განსაკუთრებულ, შეზღუდულ ვითარებაში გამოიყენებენ. როგორც უცხოური პრესა წერს, უკრაინის მთავრობა ტაბლეტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო „დაცვის დონის გაზრდის“ მიზნით მოითხოვა. „კალიუმის იოდიდის ტაბლეტები გამოყენებული იქნება შეზღუდულ სცენარებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ინჰალირებული, ან გადაყლაპული რადიოაქტიური იოდის შეწოვა ფარისებრი ჯირკვლის მიერ. არც ერთი ატომური ელექტროსადგური არ უნდა იქნას გამოყენებული ომის თეატრად. მიუღებელია ის, რომ სამოქალაქო პირების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ყველა სამხედრო მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში ჯანეზ ლენარჩიჩმა.
ოლგა სტეფანიშინა: საქართველოს მოქალაქეები არ ცვლიან ევროკავშირთან მიმართებით პოზიციას, თუმცა რიგი პოლიტიკური პროცესების მძველები არიან
უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა, უკრაინულ მედიასთან გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ არ მიანიჭა ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. სტეფანშინა ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, უკრაინის შემთხვევაში პასუხი ცალსახა იყო, რადგან იმ მომენტში, როდესაც საკითხი განიხილებოდა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მოქალაქეების 91% ემხრობოდა, თანაც უკრაინის ევროინტეგრაციის კურსი 2014 წლიდან უცვლელია და კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. „საქართველოსა და მოლდოვას რაც შეეხება, შესაძლოა, იყო საკითხები, რომლებიც საჭიროებდა შეფასებას და არ იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ მომავალში ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისით ისეთივე პროგნოზირებადი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ამას საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად არ ცვლიან პოზიციას, თუმცა ისინი რიგი პოლიტიკური პროცესების მძევლები არიან“, - განაცხადა სტეფანიშინამ. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც საქართველოს რეფორმების თვალსაზრისით აქვს, შესაძლოა, გარკვეული შიდაპოლიტიკური კონფლიქტებით განადგურდეს. „ჩვენთვის სამწუხაროა ამ პროცესების ყურება, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც უკრაინასთან ერთად ერთ პაკეტში ყოფნა სურთ, იმ მაღალ სტანდარტს უნდა შეეფერებოდნენ, რა სტანდარტსაც უკრაინა აკმაყოფილებს“. ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ კიევს არასოდეს განუხილავს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები ურთიერთდაკავშირებულად, მაგრამ ევროკავშირისთვის ასეთი პაკეტური გადაწყვეტილებები ტრადიციაა. სტეფანშინა დარწმუნებულია, რომ მოლდოვა უკრაინის ევროინტეგრაციას არ შეანელებს და მოხარული იქნება, თუ მოლდოვას ევროკავშირში უკრაინასთან ერთად მიიღებენ. თუმცა ოლგა სტეფანიშინა ხაზგასმით ამბობს, რომ უკრაინას არ სურს, ევროკავშირის გაფართოების „ბალკანურ“ პაკეტს შეუერთდეს. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
ლარი დოლართან 4,38-ით, ევროსთან კი 5,5 თეთრით გაუფასურდა
30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.38 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9045 ლარი გახდა.სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 5.42 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9126 ლარი გახდა.5.53-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.4029 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1598 ლარი შეადგინა.
გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
„3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად", - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია „3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს. არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია
სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალდება წარუდგინეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ სამხარაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, საშტატო იარაღი ჰქონდა. როდესაც თანამდებობა დატოვა, იარაღი ჩააბარა, ხოლო ტყვიების ჩაბარება დაავიწყდა და ამან მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გამოიწვია. 16 ივნისს, როდესაც მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ეს ტყვიები აღმოაჩინეს და ბრალი დღეს წაუყენეს,“ - განაცხადა ჩინჩალაძემ. ამასთან, ჩინჩალაძის თქმით, სასამართლოზე, რომელიც სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება ალექსანდრე სამხარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია. როგორც ცნობილია, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ავიაციაც მონაწილეობს. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ცეცხლის კერა დასახლებიდან მოშორებით გაჩნდა. მიმდინარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია
ვატიკანმა, დარია დუგინასთან დაკავშირებით, რომის პაპის განცხადება განმარტა
მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილ დარია დუგინას შესახებ, რომის პაპის განცახდებაზე კრიტიკის საპასუხოდ, ვატიკანმა განმარტება გააკეთა და სპეციალური განცხადება გაავრცელა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომის პაპის კომენტარის გამო, სამოციქულო ნუნციო დაიბარა კათოლიკური ეკლესიის განცხადებაში, ნაწილობრივ, ნათქვამია: „რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში, წმინდა მამა ფრანცისკეს განცხადებები არის მკაფიო და ცალსახად გმობს ომს როგორც მორალურად უსამართლო, მიუღებელსა და ბარბაროსულს“. „თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ფრანცისკე რისკავს თავისი რეპუტაციით, როდესაც ვლადიმერ პუტინს პირადად არ აკრიტიკებს. ეს არის ვატიკანის მიერ არჩეული პოლიტიკა, რომ არ იყოს მხარე კონფლიქტში, რათა შეინარჩუნოს ეკლესიის კონსტრუქციულობა, შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, წერს The New York Times. ამიტომ დღევანდელი განცხადების მიზანია, რომ ვატიკანმა განმარტოს რომის პაპის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც რომის პაპმა თავის ქადაგებაში დარია დუგინას გარდაცვალებაზე ისაუბრა, (რაშიც რუსეთი უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს); უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ვატიკანის ელჩი, რათა გამოეხატა იმედგაცრუება ფრანცისკეს სიტყვებთან დაკავშირებით. 24 აგვისტოს მომლოცველებთან მიმართვაში, როდესაც უკრაინა აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ, ფრანცისკემ სხვა საკითხებთან ერთად განაცახდა: „მე ვფიქრობ იმ საწყალ გოგოზე, რომელიც მოსკოვში, მანქანაში ბომბის გამო დაიღუპა. ომის ფასს იხდიან უდანაშულო უდანაშაულოები“. თავის განცხადებაში ვატიკანი განმარტავს, რომ ფრანცისკეს ეს განცხადება ასე უნდა იყოს გაგებული: „ეს არის ხმა, რომელიც ამაღლებულია ადამიანის სიცოცხლისა და მასთან დაკავშირებული ფასეულობების დასაცავად და არა როგორც პოლიტიკური პოზიცია“. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.
რაულ ხაჯიმბა ბიჭვინთის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ექს-პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციური პარტიის „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ (FNUA) პოლიტსაბჭოს მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, ის ბიჭვინთაში მდებარე ობიექტების რუსეთისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება. ასლან ბჟანიას ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, ადგილობრივი ოპოზიცია დაუპირისპირდა „ბიჭვინთაზე თუ თვალს დავხუჭავთ, ხვალ დაისმება საკითხვები მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით“, - თქვა ხაჯიმბამ. დე-ფაქტო ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ „აფხაზეთის კონსტიტუცია „მკაფიოდ არეგულირებს ამ საკითხებს“. სალომე ზურაბიშვილი: იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა „თუ ჩვენ დავიწყებთ დღეს (ზოგიერთი მერკანტილური, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე) ჩვენი კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების განადგურებას, მაშინ ჩვენ დავასრულებთ მთელ ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - დასძინა ხაჯიმბამ. რაულ ხაჯიმბა 2020 წლის იანვარში იმდროინდელი ოპოზიციის ზეწოლის ქვეშ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შეიჭრა. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის შეთანხმების ახალი ტექსტის გამოჩენის შემდეგ კვლავ განახლდა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა. ამ შეთანხმებას აფხაზეთის პარლამენტის რატიფიცირება სჭირდება. ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებას ძლიერი ქარი აფერხებდა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ამსთან, გამომწვევი მიზეზი, უცნობია. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია
BBC: ოკუპირებულ ხერსონში, რუსეთის მიერ დანიშნულმა „ოფიციალურმა პირმა“ ქალაქი დატოვა
BBC-ის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ხერსონში, რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. მმართველის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა ქალაქი დატოვა და რუსეთიდან განაგრძობს „მუშაობას“. უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი – CNN ამ დასკვნის საფუძველი, ვიდეომიმართვა გახდა, რომელიც კირილ სტრემოუსოვმა გაავრცელა. ერთ-ერთმა უკრაინელმა ბლოგერმა გამოთქვა ეჭვი, რომ ეს მიმართვა არ იყო ხერსონში ჩაწერილი. ვიდეოს შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ კირილ სტრემუსოვმა მიმართვა ვორონეჟში ჩაწერა, რომელიც ხერსონიდან 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კონკრეტილად კი 5 ვარსკვლავიან Mariott-ში, რომელიც რევოლუციის პროსპექტზე, 38 ნომერში მდებარეობს. „ვიდეომიმართვისას კადრში ჩანს, რომ სტრემუსოვის მარცხენა მხრის უკან ვორონეჟის წყალსაცავია. პირდაპირ მარცხენა მხრის უკან არის გრძელი ოთხსართულიანი „სტალინკა“, რომლის შუაში კოლონადაა. ეს შენობა რევოლუციის გამზირზე 29-შია (მისი ნახვა კარგად შეგიძლიათ Google Street View-ზე)“, - წერს BBC. განახლება სტრემუსოვმა Guardian-ს განუცხადა, რომ ის უბრალოდ მოგზაურობდა რუსეთში და ხერსონში „ყველაფერი კონტროლქვეშაა". „მე არ უნდა ვიჯდე [ხერსონში]. მე ვარ რეგიონის ხელმძღვანელის მოადგილე და მაქვს შესაძლებლობა, ვიმოგზაურო... ეს სამუშაო ვიზიტებია", - ციტირებს სტრემუსოვს Guardian-ი.
ევროკავშირი უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელი მისიის შექმნაზე შეთანხმდა - BBC
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინისთვის სამხედრო მომზადების პროგრამის შექმნაზე, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა. ჯოზეფ ბორელმა პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა ერთიანი მიზნის მისაღწევად უნდა იმუშაონ. ევროკავშირი უკრაინის ძალებისთვის წვრთნების ჩატარებას გეგმავს „შემიძლია ვთქვა, რომ ყველა წევრი ქვეყანა მკაფიოდ თანხმდება ამაზე და სამუშაოს დაწყებაზე, რომელიც აუცილებელია უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის პარამეტრების დასადგენად“, - განაცხადა ბორელმა.
დმიტრო კულება: ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, აკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. „ევროკავშირში მოგზაურობას რუსეთისთვის ტრანსფორმაციული ეფექტი არ მოჰყოლია. 2007 წელს სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩაიდინა მრავალი დანაშაული - ეს ყველაფერი მოაწყო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით. რუსეთის ტრანსფორმაციისთვის, დაუხურეთ კარი რუს ტურისტებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აჩერებს - FT დიმიტრი კულება სამუშაო ვიზიტით პრაღაში 30 აგვისტოს ჩავიდა. ვიზების შეჩერების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ, პრაღაში განიხილავენ.
პოლონეთი და უკრაინა მცენარეული ზეთის ტრანსპორტირებისთვის მილსადენის აშენებას გეგმავენ
პოლონეთი და უკრაინა მცენარეული ზეთის ტრანსპორტირებისთვის მილსადენის აშენებას გეგმავენ, რომლითაც უკრაინული მცენარეული ზეთის გდანსკის პორტში ტრანსპორტირება განხორციელდება. პოლონეთის მინისტრთა საბჭომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ურთიერთგაგების მემორანდუმი მოიწონა და მცენარეული ზეთის ტრანსპორტირებისთვის მილსადენის აშენებას მშენებლობას მხარს უჭერს. პროექტის განხორციელებაში უკრაინისა და პოლონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროები ჩაერთვებიან. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, შეიქმნება მუშა ჯგუფები, რომლებიც მილსადენის მშენებლობისთვის ადგილს შეარჩევენ, ასევე განსაზღვრავენ ტექნიკურ პარამეტრებსა და მშენებლობის პირობებს.
მედია: უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში სამ ხიდს დაარტყეს
სამხრეთის ოპერატიული სარდლობა იტყობინება, რომ უკრაინულმა არტილერიამ კვლავ დაარტყა ანტონივსკი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებს, ისევე როგორც დარივსკის ხიდს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონთან. მანამდე აგვისტოს 29, უკრაინის ოპერატიულმა ჯგუფმა „კახოვკა“ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მიწოდებულმა მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემებმა (HIMARS) „დაანგრიეს თითქმის ყველა დიდი ხიდი“, მათ შორის ანტონივსკის და ნოვოკახოვსკის ხიდები, რადგან უკრაინამ დაიწყო წინსვლა სამხრეთ რეგიონების გასათავისუფლებლად. უკრაინულმა მედიამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სამხრეთით შეტევის დაწყების შესახებ ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია. თავის მხრივ, CNN იუწყებოდა, რომ უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი. გვიან ღამით, ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ტერიტორიებს უბრუნებს და დროა, რუსი სამხედროები გაიქცნენ. ფაქტების შეფასებისას, BBC-სთან ბრიტანელი ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინა განაგრძობს დარტყმებს და გამოიყენებს HIMARS-ებს, რადგან ეს შეიარაღება უკრაინამ რუსეთის ჯარის მომარაგებისთვის საჭირო მარშრუტების გასანადგურებლად წარმატებით უკვე გამოიყენა.
დმიტრო კულება ევროკავშირს: დაუხურეთ კარი რუს ტურისტებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, აკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. „ევროკავშირში მოგზაურობას რუსეთისთვის ტრანსფორმაციული ეფექტი არ მოჰყოლია. 2007 წელს სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩაიდინა მრავალი დანაშაული - ეს ყველაფერი მოაწყო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით. რუსეთის ტრანსფორმაციისთვის, დაუხურეთ კარი რუს ტურისტებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. დიმიტრი კულება სამუშაო ვიზიტით პრაღაში 30 აგვისტოს ჩავიდა. ვიზების შეჩერების საკითხს ხვალ განიხილავენ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთ-ერთი წინადადებაა, რუს ტურისტებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალოთ. „ისეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინაში ადამიანებს აწამებენ, კლავენ და ატერორებენ, რუსეთის მოქალაქეებმა არ უნდა ისარგებლონ ევროპაში ტურისტული მოგზაურობით“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობები“, - აღნიშნავს კალასი.
ლატვია რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებს
ლატვიაში შესვლის მსურველ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს დამატებითი შემოწმების გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ლატვიის მთავრობის მიერ 30 აგვისტოს მიღებული რეგულაციების თანახმად, ვიზის ან ბინადრობის ნებართვის გაცემისას, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებმა დამატებითი შემოწმება უნდა გაიარონ, რითაც შეფასდება, წარმოადგენს თუ არა ქვეყანაში მათი შესვლა „საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ან საზოგადოებრივი წესრიგისთვის. ”, - იუწყება ლატვიური საინფორმაციო საიტი Delfi. ლატვიის მმართველმა კოალიციამ, რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემის საკითხზე პრინციპულ შეთანხმებას 18 აგვისტოს მიაღწია. „სამომავლოდ ბინადრობის ნებართვა, იშვიათი შემთხვევების გარდა, ძირითადად არ გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა
ტაივანმა ჩინურ დრონს ცეცხლი პირველად გაუხსნა
ჩინეთსა და ტაივანს შორის, არსებული დაძაბულობის ფონზე პირველი ინციდენტი მოხდა. ტაივანმა, ჩინურ დრონს ცეცხლი პირველად გაუხსნა. ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივანის სრუტეში აშშ-ის საზღვაო ძალების გემებს აკვირდებიან ტაივანის ქალაქ ცზინმენის თავდაცვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩინეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა კუნძულ დადანის, ერდანისა და შიუს მიმართულებით ფრენა რამდენჯერმე განახორციელეს. გამაფრთხილებელი სროლის შემდეგ, დრონი ჩინეთის მიმართულებით გაფრინდა. ამასთან, ცზინმენას თავდაცვის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დრონი კიდევ გამოჩნდა კუნძულ ერანთან, რის შემდეგაც ტაივანის სამხედროებმა სასიგნალო რაკეტით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. ერთი დღით ადრე, ცზინმენის თავდაცვის სარდლობამ განაცხადა, რომ ჩამოაგდებს ყველა ჩინურ უპილოტო საჰაერო ხომალდს, რომელიც „არ გაითვალისწინებს გაფრთხილებებს“. დღეს მომხდარი ინციდენტი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინურ უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნეს. შეგახსენებთ, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ეწვია. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინა ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის ევაკუაციის მარშრუტებს ამზადებს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, დროებით ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც სურთ ნახევარკუნძულის დატოვება აქტიური დეოკუპაციის დროს, ევაკუაციის მარშრუტები შემუშავდა. „უკრაინისთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე აბსოლუტური პრიორიტეტია. ამიტომ, ჩვენ ვამუშავებთ ევაკუაციის მარშრუტებს ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც სურთ, დატოვონ ტერიტორია აქტიური დეოკუპაციის დროს. ამ დროისთვის, ყველას ვთხოვთ, თავი შორს დაიჭირონ სამხედრო ობიექტებისგან და შეამოწმონ თავშესაფრები“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
BBC: უკრაინა ყირიმის აქტიური დეოკუპაციისთვის ემზადება
უკრაინა ყირიმის „აქტიური დეოკუპაციისთვის“ ემზადება. BBC-ის ცნობით, უკრაინის სარდლობა ყირიმის მცხოვრებლებისთვის ევაკუაციის მარშრუტებს ავითარებს მათთვისა, ვისაც სურს „ნახევარკუნძულის დატოვება აქტიური დეოკუპაციის დროს". ბრიტანულ გამოცემას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის სიტყვები მოჰყავს, რომელიც მან Twitter-ზე გამოაქვეყნა. „უკრაინისთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე აბსოლუტური პრიორიტეტია. ამიტომ, ჩვენ ვამუშავებთ ევაკუაციის მარშრუტებს ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც სურთ, დატოვონ ტერიტორია აქტიური დეოკუპაციის დროს. ამ დროისთვის, ყველას ვთხოვთ, თავი შორს დაიჭირონ სამხედრო ობიექტებისგან და შეამოწმონ თავშესაფრები“, - განაცხადა პოდოლიაკმა. როგორც BBC აღნიშნავს, კონკრეტულად რას გულისხმობდა პოდოლიაკი „აქტიურ დეოკუპაციაში“, არ არის დაზუსტებული, მაგრამ, სავარაუდოდ, საუბარია უკრაინის ჯარების მოახლოებულ კონტრშეტევაზე ქვეყნის სამხრეთში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დაბრუნების მიზნით. ყირიმის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა.
უკრაინამ რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა. პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შვიდი სხვა წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებისას, კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს და მათ პასუხი უნდა აგონ“. სანქციები მოიცავს აქტივების ბლოკირებას, რესურსების ტრანზიტის, ფრენების შეჩერებას უკრაინის გავლით, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში მონაწილეობის აკრძალვას. ოფიციალური ვიზიტების გაუქმებას და სხვა.