ძებნის რეზულტატი:
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახიფათო ესკალაციას გმობს
საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებები დაიწყო „საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენი მოსახლეობის მომავალს“, – წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე ქვეყნებს შორის კონფლიქტი პირველად, 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც ორივე მხარე საბჭოთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. სომხურმა ძალებმა მთიანი ყარაბახის მახლობლად მდებარე ტერიტორიის ნაწილი დაიპყრეს, რომელიც საერთაშორისო დონეზე, დიდი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო აღიარებული, თუმცა იყო ფართოდ იყო დასახლებული სომხური პოპულაციით. აზერბაიჯანმა ეს ტერიტორიები 2020 წლის ბრძოლების დროს დაიბრუნა, რომელიც რუსეთის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა. ორივე ქვეყნის ლიდერები მას შემდეგ რამდენჯერმე შეხვდნენ ხელშეკრულების დასადებად, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას.
უკრაინული მედია: რუსეთის ძალებმა ბახმუტში მრავალსართულიანი შენობა დაბომბეს
რუსებმა ჯარისკაცებმა ბახმუტში მრავალსართულიანი შენობა დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელძღვანელ პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, მაშველები ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ. „რუსებმა ბახმუტში მრავალსართულიანი შენობა დაანგრიეს. წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ოთხი ადამიანი იმყოფებოდეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურებია მობილიზებული“, - აღნიშნა გუბერნატორმა. უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან, 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა ვოლოდიმირ ზელენსკი: დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება ბრუნდება ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სი ძინპინი თოყაევს: ჩვენ გავაგრძელებთ ყაზახეთის მტკიცე მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოთხშაბათს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს უმასპინძლა.აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს სი ძინპინის პირველი საერთაშორისო ვიზიტია. ამაზე მიუთითა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმაც. მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და აგროინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე - ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების გამოყენების საკითხები. სი ძინ პინმა და თოყაევმა შეაქეს ორმხრივი 30-წლიანი ურთიერთობა, ვიზიტის აღწერისას კი, თოყაევმა, რომელიც თავისუფლად საუბრობს ჩინურ ენაზე, განაცხადა, რომ ეს ვიზიტი „ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის მაღალი დონის გზავნილია", - წერს ყაზახური მედია. „სიმბოლურია, რომ თქვენი ვიზიტი ამ საიუბილეო ეტაპს დაემთხვა. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ დავამყარეთ ძლიერი სახელმწიფოთაშორისი კავშირები. გულწრფელად მადლობას გიხდით ყაზახეთის ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი საერთაშორისო ინიციატივების მხარდაჭერისთვის“, - ციტირებს თოყაევის სიტყვებს ყაზახური მედია. „როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ვითარება, ჩვენ გავაგრძელებთ ყაზახეთის მტკიცე მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.მტკიცედ ვუჭერთ მხარს რეფორმებს, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად და ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ძალის ჩარევას თქვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში“, - განუცხადა თავის მხრივ, სი ძინპინმა თოყაევს. სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი და ჩინეთი იზიარებენ მუდმივ სტრატეგიულ პარტნიორობას. ყაზახეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მონაცემებით, ჩინეთი ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ქვეყნის საგარეო ვაჭრობის 22,6 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის შვიდ თვეში 13,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ეს 38,3 პროცენტით მეტია, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც დიდწილად გამოწვეული იყო ჩინეთში ექსპორტის 52 პროცენტიანი ზრდით, ძირითადად მინერალური პროდუქტების, საწვავის და ენერგეტიკული პროდუქტების ექსპორტით. ექსპერტების აზრით, პანდემიის შემდეგ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ პირველი ვიზიტისას, სი ძინპინის მიერ ყაზახეთის არჩევა შემთხვევითი არ არის.
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა დააკავეს
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა დააკავეს. დაკავებას, ლოტკინის დასახლებაში წინ ხმაური უძღოდა. კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება დაიწყეს, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. შეხლა-შემოხლის დროს პოლიციელებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, მათ შორისაა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა. “მიჭერენ, რადგან მევახშეების წინააღმდეგ ვარ. ეს არის პირადად ღარიბაშვილის და ბრეგაძის დავალება. ამ ბორკილებს დაგადებ ღარიბაშვილო და ბრეგაძე!” – განაცხადა კუკავამ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
უკრაინული მედია: ომის დაწყების დღიდან უკრაინელების 40%-ზე მეტმა სამსახური დაკარგა
ომის დაწყების დღიდან უკრაინელების 40%-ზე მეტმა სამსახური დაკარგა, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. "სამსახურის გარეშე დარჩენილი, გამოკითხული მოქალაქეების 19%-მა დაკარგა სამსახური კომპანიის საქმიანობის შეწყვეტის გამო, 10.9%-მა განაცხადა, რომ სამსახურში პოზიციები შემცირდა, ხოლო 11.3%-მა დაკარგა სამსახური იმის გამო, რომ საწარმო სხვა რეგიონში გადაიტანეს", - ნათქვამია კვლევაში. უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან, 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა ვოლოდიმირ ზელენსკი: დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება ბრუნდება ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ეროვნული ბანიკი: საქართველოში 2022 წლის აგვისტოში, უცხოეთიდან 334.3 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა
2022 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 334.3 მლნ აშშ დოლარი (927.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2021 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 63.1%-ით (129.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.8% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.0% მოდიოდა. ეს ქვეყნებია: ევროკავშირის ქვეყნები, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ირლანდია, კვიპროსი, ნიდერლანდები, ბელგია, რუსეთის ფედერაცია, აშშ, ისრაელი, სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, გაერთიანებული სამეფო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, კანადა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.5 მლნ აშშ დოლარი (81.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის აგვისტოს (27.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6%-ით მეტია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ორი ავტორიტარული ძალა მსოფლიო წესრიგს მათ სასარგებლოდ ვერ აყალიბებს - CNN
ჯერჯერობით, ორი ავტორიტარული ძალა ვერ მიუახლოვდა მათ სასარგებლოდ მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას. ექსპერტების თქმით, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინში, დასავლეთის ეფექტიანობა განამტკიცა. ამ შინაარსის სტატიას CNN აქვეყნებს. „მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია შედეგის პროგნოზირება, ომში რუსეთის დამარცხების პერსპექტივაც კი საკმარისია იმისთვის, რომ პეკინი შეშფოთდეს. რუსეთის უკუსვლა უკრაინაში, უკვე იწვევს მნიშვნელოვან პოლიტიკურ რეაქციას მოსკოვში და სრულმა დამარცხებამ შესაძლოა, კრემლში პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, სერიოზულ თავის ტკივილად იქცევა ჩინეთისთვის. ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, სი ძინ პინი პუტინს 38-ჯერ შეხვდა - ორჯერ მეტჯერ, ვიდრე შეხვედრია მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ლიდერს. არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთს ძლიერი პუტინის გარეშე ექნება ისეთივე სურვილი, რომ პეკინთან „უსაზღვრო“ მეგობრობა განაგრძოს; უარეს შემთხვევაში, ის შესაძლოა, უფრო მეგობრული გახდეს დასავლეთის მიმართ, რაც ზრდის ჩინეთის ხანგრძლივ შიშებს აშშ-ის გეოპოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით“, - წერს CNN. 200 დღეზე მეტი ხნის შემდეგ, სი ძინპინი და პუტინი კვლავ შეხვდებიან რეგიონულ სამიტზე, ქალაქ სამარყანდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ უზბეკეთში. ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არა ისე, როგორც ჩინეთს ან რუსეთს შეეძლო, ეწინასწარმეტყველა. პეკინში სი ძინპინთან შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ და ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან რამდენიმე დღეში, პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ის სწრაფ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ შვიდი თვის შემდეგ, რუსეთი გამარჯვებისგან შორს არის. მისი ძალები ამოწურულია, დემორალიზებულია და გარბის იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც თვეების განმავლობაში იყო ოკუპირებული. შედეგად, დამარცხებული რუსეთი გააძლიერებს დასავლეთს და გახდება ნაკლებად სასარგებლო და საიმედო აქტივი დიდი ძალების კონკურენციაში აშშ-სთან“, - წერს CNN. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, ცენტრალური აზიის ლიდერები შეშფოთებულნი არიან, რომ რუსეთი მათ მიწაზეც შეიჭრება. ყახაზეთმა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას და მისმა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საჯაროდ თქვა უარი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში, რამაც კრემლის ზოგიერთი ოფიციალური პირი განარისხა. ფოტო - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოთხშაბათს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს უმასპინძლა. კურტ ვოლკერი: რუსეთი მარცხდება, ამას სხვა ქვეყნებიც შეამჩნევენ და მათ მიდგომებშიც მეტ სიცხადეს ვნახავთ ცნობისთვის, ბოლოს, როცა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირისპირ დასხდნენ, მათ საერთაშორისო ურთიერთობებში „ახალი ეპოქის“ შესახებ ტრიუმფალურად განაცხადეს. პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასავლეთის ბოიკოტისა და უკრაინაში მოსალოდნელი კრიზისის ფონზე, მსოფლიოს ორმა ყველაზე ძლიერმა ავტოკრატმა ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინეს, რომლის თანახმად, ის უკეთესად მოერგებოდა მათი ერების ინტერესებს, რაც თავის მხრივ, დასავლეთის დომინირებას გამორიცხავდა. 5000-სიტყვიან ერთობლივ განცხადებაში, ორი ლიდერი „საზღვრების გარეშე“ მეგობრობის შესახებ იწყებოდა და შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების კრიტიკით გამოდიოდა.
უკრაინელმა მესაზღვრეებმა ხარკოვის ოლქის სარდაფში რუსი ჯარისკაცების მიერ დაკავებული, ხუთი მოზარდი გაათავისუფლეს
მესაზღვრეებმა ხარკოვის ოლქის სარდაფში ოკუპანტების მიერ დაკავებული ხუთი მოზარდი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან, 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა ვოლოდიმირ ზელენსკი: დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება ბრუნდება როგორც ცნობილია, სარდაფში ოთხი გოგონა და ბიჭი 7 დღე იმყოფებოდნენ. "ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება მოსვლოდათ ბავშვებს, უკრაინის თავდაცვის ძალებს რომ არ მოეხდინათ ამ ტერიტორიის დეოკუპაცია. გათავისუფლებულ გოგოებთან და ბიჭთან ამჟამად კომპეტენტური ძალოვანი უწყების თანამშრომლები მუშაობენ".- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პირველი ივლისის მდგომარეობით, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი „ბუსტერ“ დოზა 255 463 ადამიანმა გაიკეთა
მიმდინარე წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი „ბუსტერ“ დოზა 255 463 ადამიანმა გაიკეთა, მეორე „ბუსტერ“ დოზით კი 4 080 მოქალაქე აიცრა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია ასახული. „მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 356 620 ადამიანი, ორი დოზით სრულად აცრილია 1 256 906. ერთი „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 255 463 მოქალაქეს, მეორე „ბუსტერ“ დოზით 4 080 ადამიანი აიცრა. 2020-2022 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, COVID19-ის ტესტების მაქსიმალური რაოდენობა 2022 წლის იანვარში აღირიცხა. მიმდინარე წლის მარტიდან კი, ეპიდსიტუაციის მნიშვნელოვან გაუმჯობესების გამო, ტესტირების ტემპის შენელება აღნიშნა", - აღნიშნულია ანგარიშში.
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მიკროსაფინანსო სესხის გამოყოფის შესახებ. სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე, გადაწყვეტილებას 534-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. 30 წინააღმდეგ წავიდა, 26-მა კი, თავი შეიკავა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ ზაფხულს მოითხოვა 9 მილიარდი ევროს გამოყოფა. ერთი მილიარდი ევროს ოდენობით პირველი ტრანში უკრაინას უკვე გადაეცა. 5 მილიარდი ევროს ღირებულების შემდეგი ტრანშის გაცემის პირობებზე ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის მინისტრები 9 სექტემბერს, პრაღაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტი იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისგან იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენი მიიღო. ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ ჯილდო კიევში ვიზიტის დროს გადაეცა. „ეს დიდი პატივია. მე ვიღებ მას ევროკავშირის ყველა მოქალაქის სახელით, როგორც ჩვენი ძლიერი კავშირის სიმბოლოს", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ეს არის უკრაინის სახელმწიფო ჯილდო, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საკითხში გამოჩენილი დამსახურებისათვის გადაეცემათ. ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქში ხუთშაბათს, 15 სექტემბერს ჩავიდა. ეს მისი მესამე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
უკრაინა: რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე კვლავ სარაკეტო შეტევა მიიტანეს
რუსულმა ძალებმა კვლავ განახორციელეს სარაკეტო შეტევა კრივი-რიჰზე. ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა. „დარჩით თავშესაფრებში. არ გადაიღოთ და არაფერი გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელებში", - წერს ვილკული. ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში 14 სექტემბერსაც მიიტანა. ბრიჯიტ ბრინკი: უკრაინის მიერ ტერიტორიების გათავისუფლების საპასუხოდ, რუსეთი უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ახორციელებს
ევროკავშირი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულდება
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება.ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამ დრომდე სრულდება.„ჩვენთვის იმედისმომცემია ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია. მოვუწოდებთ მხარეებს, განაგრძონ ამ შეთანხმების იმპელემენტაცია და მოახდინონ ჰუმანიტარული ნაბიჯების კოორდინაცია, როგორიცაა, სამხედროების ცხედრების გადაცემა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აგრძელებს მაღალი დონის შეხვედრებს და კონსულტაციებს ჯოზეფ ბორელის მანდატით. ის იმყოფებოდა ბაქოში გუშინ და დღეს ერევანშია. ევროკავშირი კვლავაც ჩართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესში, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 14 სექტემბრის 20:00 საათიდან შევიდა ძალაში. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო. ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე- გაეცანით Europetime-ის სტატიას
საქსტატი: 2022 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 11 376 და განქორწინების 6 629 შემთხვევა
2022 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 11 376 და განქორწინების 6 629 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. "საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი. 2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) - 6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480)", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: 2022 წლის ექვს თვეში 20 195 ბავშვი დაიბადა - საქსტატი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: 2021 წელს, საქართველოში 17 774 აბორტი გაკეთდა
„გაზპრომმა“ გაზის წარმოება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა
რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა. რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს გაზპრომმა, კომპანიის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 300,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოა. რაც 15,9 პროცენტით (56,8 მილიარდი კუბური მეტრით) ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. შიდა ბაზარზე კომპანიის გაზზე გადამცემი სისტემიდან მოთხოვნა ამ პერიოდში 3,3 პროცენტით (5,4 მილიარდი კუბური მეტრით) შემცირდა. Reuters: „გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 84,8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რაც - 38,8 პროცენტით (53,7 მლრდ კუბური მეტრით) ნაკლები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „გაზპრომი“ გაზს დადასტურებული შეკვეთების მიხედვით აწვდის. ამასთან, გაზის ექსპორტი ჩინეთში იზრდება Power of Siberia გაზსადენის მეშვეობით გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტით. სექტემბერში მიწოდება რეგულარულად სცილდება დღიური კონტრაქტის რაოდენობას. „10 სექტემბერს დღიური ექსპორტის მოცულობის ახალი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა“, - აცხადებენ კომპანიაში. Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, 13 სექტემბრის მდგომარეობით, ევროპის UGSF-ებში გაზის მარაგი 58,4 მილიარდი კუბური მეტრით შეივსო. 2019/2020 წლების გატანის სეზონის დასაწყისში UGS-ის დაკავების დონის მისაღწევად, კომპანიებს მოუწევთ კიდევ 14 მილიარდი კუბური მეტრის ამოტუმბვა.
ვახტანგ გომელაური: სოსო გოგაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს არ იცნობენ - უკანონო მოსმენების თემა საერთოდ გამორიცხეთ
გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუეა, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ დაავალებდა მოსმენებს, ის მას არ იცნობდა, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ჟურნალისტებთან საუბრისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებას. „ბატონი გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუეა, ბატონი ბიძინა მას ვერანაირად ვერ დაავალებდა მოსმენებს, ის მას არ იცნობდა. როგორ დაავალებდა ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა ან რა უნდა დაევალებინა? ეს აბსურდია, ამ ადამიანს ფიზიკურად არ იცნობდა. ან მე როგორ დამავალებდა? აცხადებს, რომ კრეფსებს, აუდიოჩანაწერის ბეჭდურ ვარიანტს აგზავნიდა ბიძინა ივანიშვილთან, ბატონ პრემიერთან და კობახიძესთანო. უკანონო მოსმენების თემა საერთოდ გამორიცხეთ. უკანონო მოსმენები არ ხორციელდება“, - აცხადებს გომელაური. სოსო გოგაშვილი: არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს
ჩინეთი და უზბეკეთი რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ
ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობის დაწყების ისტორიული შეთანხმება შედგა. უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამარყანდში გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებები გამართეს, იუწყება უზბეკეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. ლიდერებმა განიხილეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის უზბეკეთ-ჩინეთის ურთიერთობების გაძლიერების შემდგომი გზები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებელს $8 მილიარდს მიაღწია, მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი 30 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უზბეკეთის ეკონომიკაში ინვესტიციების მოცულობამ $10 მილიარდს გადააჭარბა. ღონისძიების შედეგად ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაზე, საერთო ჯამში ინვესტიციის მოცულობაა $15 მილიარდი. მოლაპარაკებების დასასრულს სი ძინპინმა მირზიოევი ჩინეთში საპასუხო ვიზიტით მიიწვია. მირზიოევმა სი ძინპინგი უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - „ოლი დარაჟალი დუსტლიკის“ ორდენით დააჯილდოვა.
რუსთავში სოკოს მწარმოებელი კომპანიის დირექტორს, პროკურატურამ ბრალი წაუყენა
საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა რუსთავში სოკოს მწარმოებელი კომპანიის დირექტორს, რომლის მიმართაც მოსახლეობას წლების განმავლობაში ჰქონდა პრეტენზიები. შპს "თეთრი ქუდის" დირექტორს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა მოუწევს, ან სამ წლამდე პატიმრობას მიუსჯიან. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, შპს თეთრი ქუდი ნარჩენების დამუშავებას შესაბამისი ნებართვის გარეშე სათანადო პროცედურების დაუცველად ახორციელებდა, რაც ვრცელ ტერიტორიაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედებას იწვევდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საწარმოს უკვე დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო", - აცხადებენ პროკურატურაში. ამასთან, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე პრიმა მუხლით (გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება). დაკავებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 7000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მხარეებმა საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და ნაყოფიერ ორმხრივ და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დადებით დინამიკას და მეგობრობის ჯგუფებსა და კომიტეტებს შორის აქტიურ კავშირებს. "შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობაზე. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე და ამ კუთხით, საქართველოს ძალისხმევაზე. ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. პარლამენტის თავმჯდომარემ ალი ქაან ორბაის საქმიანობაში წარმატება უსურვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფინეთში, სანქცირებული რუსეთის მოქალაქეებისთვის დაყადაღებული ქონების მოცულობა გაორმაგდა
ფინეთის ხელისუფლებამ სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეებს 189 მილიონი ევროს ქონება დაუყადაღა. მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, დაყადაღება ეხება ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანილ რამდენიმე ათეულ ორგანიზაციას. ამჟამად ძალაშია ორასი სხვადასხვა სახის დროებითი ან მუდმივი კონფისკაცია. „ამ მიმართულებით, მანდატურის სამსახური გამოძიებას განაგრძობს. ეს ამოცანა გრძელვადიანი და რთულია. გარდა ამისა, ევროკავშირის სანქციების სიას დაემატა ახალი ბრალდებულები", - განმარტა საინკასო სამსახურის სპეციალისტმა აკი ვირტანენმა. ჩამორთმეული ქონების სიაში შედის არამატერიალური აქტივების დიდი რაოდენობა, როგორიცაა დებიტორული დავალიანება, აქციები და ნაღდი ფული. ასევე ჩამორთმეულ ქონებას მიეკუთვნება სხვადასხვა სამრეწველო ნედლეული და სატრანსპორტო საშუალებები. აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებსა და რუსეთის მოქალაქეებს, გარე აქტივებზე სანქციები, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუწესეს.