ძებნის რეზულტატი:
მედია: აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ 8 სტრატეგიული სიმაღლე გადავიდა
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ 8 სტრატეგიული სიმაღლე გადავიდა. ამის შესახებ თურქეთის მედია წერს. სომხეთი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია მედიის ცნობით, ბოლო დღეების მონაცემებით, აზერბაიჯანის ჯარმა სომხეთის 53 პოზიციაზე დაამყარა კონტროლი. „მწყობრიდანაა გამოსული სომხეთის შეიარაღებული ძალების 538-ე ცალკეული სამთო მსროლელი ბრიგადის მუდმივი განლაგების პუნქტი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა აზერბაიჯანის კალბაჯარის ოლქის უსაფრთხოებას“, - წერს მედია. ევროკავშირი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.
პრეზიდენტი: მადლობელი ვარ ევროკავშირის მისიის ყველა წევრის. მათ, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში საკუთარი წვლილი შეიტანეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შექმნის 14 წლისთავს Twitter-ზე ეხმაურება. „14 წლის წინ, ამ დღეს, ევროკავშირმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შექმნა, რაც საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ ევროპის სოლიდარობისა და ერთგულების გამოხატულება იყო. მადლობელი ვარ მისიის ყველა წევრის, რომლებმაც წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში საკუთარი წვლილი შეიტანეს“, - წერს ზურაბიშვლი სოციალურ ქსელში.
ევროპარლამენტმა უნგრეთს „ელექტორალური ავტოკრატია“ უწოდა
ევროპარლამენტის წევრებმა უნგრეთის ავტორიტარიზმისკენ სვლა დაგმეს. ისინი მიღებლი რეზოლუციით მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მმართველობის მყოფ სახელმწიფოს „საარჩევნო ავტოკრატიად“ ასახელებენ. ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკომისიას გადაუდებელი ზომების მიღებისკენ და განაცხადა, რომ უნგრეთი „აღარ შეიძლება, ჩაითვალოს სრულყოფილ დემოკრატიად“. Reuters: ევროკომისია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფის შეჩერების რეკომენდაციას გასცემს ევროპარლამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ „უნგრეთი აღარ შეიძლება, ჩაითვალოს სრულყოფილ დემოკრატიად“. შესაბამის რეზოლუციას 433 ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 123 წავიდა, ხოლო თავი შეიკავა 28-მა. ევროპარლამენტის „შუამდგომლობა“ არ არის სავალდებულო, მაგრამ მოუწოდებს ევროკავშირს, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას „უნგრეთის მთავრობის მიზანმიმართული და სისტემური მცდელობების“ შესაცვლელად, რომელიც დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების შელახვისკენ არის მიმართული.
სი ძინპინმა და პუტინმა პირველი შეხვედრა გამართეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მას ესმის, სი ძინპინს აქვს კითხვები და შეშფოთება უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ შეაქო ჩინეთის ლიდერი, მისი თქმით, კონფლიქტთან დაკავშირებით „დაბალანსებული პოზიციისთვის“. ომის დაწყების შემდეგ, პირველ პირისპირ შეხვედრაზე, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია „ძველ მეგობართან“ შეხვედრით. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას „უკრაინის კრიზისთან“ დაკავშირებით; გვესმის თქვენი კითხვები და შეშფოთება ამ კუთხით და დღევანდელი შეხვედრის დროს. რა თქმა უნდა, დეტალურად განვმარტავ ჩვენს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე ადრეც ვისაუბრეთ“, - განაცხადა თავის მხრივ, პუტინმა უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ ჩინეთმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობისგან თავი შეიკავა და მას არც შეჭრას უწოდებს. თუმცა პეკინი შეშფოთებულია გლობალურ ეკონომიკაზე გავლენით და არ უწევს მატერიალური მხარდაჭერას რუსეთს, რამაც შეიძლება, ჩინეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები გამოიწვიოს. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთთან ერთად, მსოფლიო მდგრადი განვითარების გზაზე დააყენოს. ორი ავტორიტარული ძალა მსოფლიო წესრიგს მათ სასარგებლოდ ვერ აყალიბებს - CNN „მზად ვართ, რუს კოლეგებთან ერთად, ვიყოთ მაგალითი და ვითამაშოთ წამყვანი როლი, რომ ასეთი სწრაფად ცვალებადი მსოფლიო მდგრადი და პოზიტიური განვითარების ტრაექტორიით წავიყვანოთ“, - განაცხადა სი ძინპინმა.
გერმანია კიევს დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის
გერმანია უკრაინას Dingo-ს ტიპის 50 ჯავშანმანქანას მიაწვდის, რომელსაც გერმანელი სამხედროები ფართოდ იყენებდნენ ავღანეთში NATO-ს სამხედრო ოპერაციის დროს. Bild-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის ფედერალურმა მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა ეს განცხადება 15 სექტემბერს გააკეთა. გერმანია უკრაინას ასევე გადასცემს კიდევ ორ MARS II-ის ტიპის მრავალჯერად სარაკეტო სისტემასა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისთვის საჭირო 200 რაკეტას. მინისტრის თქმით, ქვეითთა საბრძოლო მანქანების გაცვლის შესახებ შეთანხმება, საბერძნეთთან თითქმის მიღწეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანია მალე გადასცემს საბერძნეთს Marder IFV ტიპის 40 საბრძოლო მანქანას, ხოლო საბერძნეთი თავის მხრივ, საბჭოთა წარმოების მანქანებს გადასცემს უკრაინას.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, კიევი წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა, რომელიც კიევში იმყოფება. ამის შესახებ Ukrinform-ი უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. ლაიენმა განაცხადა, რომ ომით უკრაინას ექნება ევროპის მხარდაჭერა „რამდენ ხანსაც დასჭირდება“ და ის ეწვია კიევს ბლოკთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა შთამბეჭდავ პროგრესს აღწევს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. „შთამბეჭდავია იმის დანახვა, რა სისწრაფით, შეუპოვრობით, სიზუსტით პროგრესირებთ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქში ხუთშაბათს, 15 სექტემბერს ჩავიდა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მონაწილეებს აშშ-მ სანქციები დაუწესა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დააწესა ორი სუბიექტისა და 22 ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში მონაწილეობდნენ. მათ შორისაა ჩეჩენი ლიდერი რამზან კადიროვი და მისი ოჯახი. სიაში ასევე შედის Task Force Rusich, რუსული ნეონაცისტური გასამხედროებული ჯგუფი, რომელიც უკრაინაში რუს სამხედროებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ასევე - ყირიმში რუსეთის მიერ „დანიშნული“ მოსამართლეები. „როდესაც უკრაინა წინსვლას აჩვენებს საკუთარი თავისუფლების დაცვის კუთხით, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა კიდევ უფრო შევასუსტოთ რუსეთის უნარი, აღადგინოს თავისი შეიარაღებული ძალები, პასუხისგება დავაკისროთ დამნაშავეებს და მოვახდინოთ პუტინის შემდგომი ფინანსური იზოლაცია“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა.
კელი დეგნანი: ვაშინგტონიდან მივიღე კითხვები იმ პირთა მოტივების შესახებ, რომლებიც რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ შეთქმულების თეორიებს იმეორებენ
დასაფასებელია, რომ პრემიერმა თავისი პოზიცია გამოხტა, ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი განაცხადა. „უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირებში, მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ. თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ, აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ. ნამდვილად დასაფასებელია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა თავისი პოზიცია გამოხტა ამის შესახებ. ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია. ამგვარი კონსპირაციული თეორიების განმეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს აჩენს ქართველებსა და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას ამ მიმდინარე თავდასხმების უკან, - აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში.
კელი დეგნანი: ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ომი გავრცელდეს საქართველოზე
ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. „შეერთებული შტატები ძალიან აფასებს საქართველოს [უკრაინისადმი] მხარდაჭერას საერთაშორისო ფორუმებზე: ეროვნული ბანკის სწრაფ ქმედებას ფინანსური სანქციების შესაბამისად, იმ შთამბეჭდავ ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ გაიღო უკრაინელი ხალხისთვის. შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე ნათლად უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ კარგად გვესმოდა ის განსაკუთრებული ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა რუსეთის სამხრეთ ფლანგზე თავისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის პირობებში. ჩვენ კარგად გვესმის რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო და ვაფასებთ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად და იმის გასაკეთებლად რაც შეეძლო. სწორედ ეს ვთხოვეთ ყველა ქვეყანას, გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ: დაუჭირონ მხარი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საკუთარი სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში და აღკვეთონ რუსეთის მცდელობა აღადგინონ რუსეთის იმპერია, როგორც ეს თავად პუტინმა აღიარა. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს და ჩვენს ინტერესში არ შედის ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე, ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აღვადგინოთ მშვიდობა და რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე“, - განაცხადა კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში.
კელი დეგნანი: დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროატლანტიკური ოჯახის წევრი გახდება
ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს ახლა აქვს წარმოუდგენელი და უნიკალური შესაძლებლობა ევროკომისიის რეკომენდაციების სახით, რაც წარმოადგენს იმის დასტურს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. მისივე თქით, ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. თქვენ გჯერათ დემოკრატიული ცხოვრების წესის, რომლისკენაც მიისწრაფით და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, რადგან ეს თქვენი ხვედრია. „მე და ჩემი საელჩო ყურადღებას ვამახვილებთ ქართველი ხალხის დახმარებაზე, ვმუშაობთ მთავრობასა და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან საკითხების იმ ფართო სპექტრზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველებისთვის. ეს მოიცავს ეკონომიკის სტიმულირებას; ენერგორესურსების დივერსიფიკაციას იმგვარად, რომ საქართველო აღარ იყოს ასეთი დამოკიდებული რუსეთზე; განათლების სისტემის გაუმჯობესებას, ყველა დონეზე, იქნება ეს საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, თუ საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები; და რა თქმა უნდა, საქართველოს დახმარებას განავითაროს და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. კელი დეგნანის თქმთ, პროგრესი, რომელსაც საქართველომ ამ მრავალი განსხვავებული მიმართულებით მიაღწია, ნამდვილად შთამბეჭდავია და ეს მოხერხდა ერთი მხრივ, საქართველოს ერთგულებისა და მეორე მხრივ, იმ ძლიერი მხარდაჭერის გამო, რომელიც წლების განმავლობაში მიიღო საქართველომ შეერთებული შტატებისგან და სხვა მეგობარი ქვეყნებისგან. „ეს უნდა გაგრძელდეს. უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ საქართველოს ახლა აქვს წარმოუდგენელი და უნიკალური შესაძლებლობა ევროკომისიის რეკომენდაციების სახით, რაც წარმოადგენს იმის დასტურს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველოს პროევრეპულობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის არის და ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა. ის ევროპული პერსპექტივა, რაც საქართველომ იმაზე ადრე მიიღო, ვიდრე ამას საქართველოს მთავრობა, ან ქართველი ხალხი მოელოდა, უზარმაზარი შესაძლებლობაა განაგრძოს ეს ძალისხმევა და გააგრძელოს სვლა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში.
ნენსი პელოსი სომხეთს ეწვევა - POLITICO
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ამ შაბათ-კვირას ეწვევა სომხეთს, რათა სომხეთ-აზერბიაჯანის საზღვარზე შეტაკებების ფონზე, ქვენის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს, ამის შესახებ POLITICO-ს წყარომ განუცხადა. პელოსი, სავარაუდოდ პრემიერ -მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. ევროკავშირი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულდება მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში ჩასვლას დემოკრატ კანონმდებელ ჯეკი სპეკერთან ერთად გეგმავს. პელოსის ოფისში ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ დაგვეხმაროს იმით, რაც გვჭირდება
უკრაინამ თავისი მამაცი დამცველებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ იარაღის მოწოდების შედეგად, ბრძოლის ველზე გარკვეული წარმატებები მოიპოვა, მაგრამ შემდგომი პროგრესის მისაღწევად, ჯერ კიდევ საჭიროა კონკრეტული დახმარება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უნდა ითქვას, რომ ბრძოლის ველზე კონკრეტული მოქმედებები არის სპეციფიკური ოპერაციები, რომელსაც სჭირდება სპეციფიკური იარაღი. რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი შეიარაღებული ძალების გამბედაობაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება მძიმე სამხედრო ტექნიკა, ასევე ეფექტური საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, მაგრამ არც ისე ბევრი ქვეყანაა, რომელიც კიევს ცის დახურვაში დაეხმარება. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი თავს ესხმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. „თუმცა, ჩვენ ვერ მივიღეთ ყველაფერი (რაც მოვითხოვეთ - რედ.), ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ დაგვეხმაროს იმით, რაც გვჭირდება, თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ამჟამად პოზიტიური შედეგები ჩანს გერმანელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში NASAMS-ისა (საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა) და IRIS-T-ის (საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემა) მიწოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ პროცესი არ ვითარდება ისე სწრაფად, როგორც ეს უკრაინას სჭირდება.
უკრაინა, მოლდოვა და რუმინეთი თანამშრომლობის ახალ ფორმატს იწყებენ
უკრაინის, მოლდოვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, თანამშრომლობის ახალ ფორმატს დაიწყებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი კომუნიკაციის თანახმად, ჩატარდა პირველი სხდომაც. მისივე თანახმად, მხარეებმა გააანალიზეს რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე გავლენა, მათ შორის ლტოლვილთა ნაკადების მართვა, ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირება, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტრანსპორტისა და ტრანზიტის უსაფრთხოების დაცვა. „დღეს ოდესაში, მე ვმასპინძლობდი მოლდოვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ ახალი სამმხრივი ფორმატი აგვემოქმედებინა. ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ჩვენ ფოკუსირება მოვახდინეთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და შევთანხმდით, რომ მრავალი პროექტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. https://www.defense.gov/News/Releases/Release/Article/3159196/javelin-replacement-contract-awarded/
აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას მიესალმება
აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას მიესალმება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს. „ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას და გავაგრძელებთ მუშაობას მხარეებთან. სომხეთი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია შეერთებული შტატები ერთგულია, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის”, - წერს ბლინკენი. Reuters-ის ცნობით, ორდღიანი კონფლიქტის დროს 170 -ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.
რომის პაპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე: თავდაცვა სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მორალურად ლეგიტიმურია, რომ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად ქვეყნებმა უკრაინას იარაღი მიაწოდონ. ჟურნალისტებთან საუბრისას რომის პაპმა, რომელიც ყაზახეთიდან, სამდღიანი მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, მოუწოდა კიევს ღია დიალოგისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, რთული იყოს უკრაინული მხარისთვის. „ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იყოს მორალური, მორალურად მისაღები, თუ ეს მორალის პირობებში კეთდება. თავდაცვა არამხოლოდ კანონიერია, არამედ სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა. ვინც საკუთარ თავს არ იცავს, ვინც რაღაცას არ იცავს, ის არ უყვარს. ისინი, ვინც იცავენ რაღაცას, უყვართ“, - განაცხადა რომის პაპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ და ევროპამ მომავალი ზამთრის ენერგეტიკულ გამოწვევებს ერთობლივად უნდა უპასუხონ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ და ევროპამ ერთობლივად უნდა უპასუხონ მომავალი ზამთრის ენერგეტიკულ გამოწვევებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ განვიხილეთ ენერგეტიკული გამოწვევების საკითხი. მთელი ზამთრის განმავლობაში მრავალი გამოწვევა იქნება. აქ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ერთად. ევროკავშირის ქვეყნებს ასევე აქვთ რთული გამოწვევები. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს”, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ლაიენი კიევს 15 სექტემბერს ეწვია.
კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტია უკრაინაში საბოლოოდ აკრძალეს
უკრაინის სასამართლომ პრორუსული ოპოზიციური პლატფორმის სარჩელი არ დააკმაყოფილა და მისი საქმიანობა უკრაინაში საბოლოოდ აკრძალა. პარტიას ხელმძღვანელობდა ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაშია. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლებოდა. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქიის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.
ოლაფ შოლცი: პუტინი მარცხდება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთი განიცდის მარცხს უკრაინაში, უკრაინელი ხალხის „გმირული წინააღმდეგობისა" და დასავლეთის ქვეყნებიდან ძლიერი სოლიდარობის გამო. პოტსდამში, საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა აღინშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სერიოზული შეცდომები დაუშვა უკრაინაში. „ის ფიქრობდა, რომ მთელ უკრაინას დაიპყრობდა ორიდან სამ კვირაში. როდესაც მან ვერ მიაღწია ამას, ის აღმოსავლეთში გადავიდა, ფიქრობდა, რომ შეეძლო ამ ტერიტორიების დაპყრობა. მაგრამ მისი ორივე გეგმა ვერ ჩავარდა“, - განაცხადა შოლცმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას. „ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი ამ ომს ვერ მოიგებს. უკრაინა გადარჩება. რადგან უკრაინელი ხალხი გმირულად იცავს თავის ქვეყანას. მათ ჰყავთ მეგობრები და პარტნიორები მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შეგახსენებთ, უკრაინა კონტრშეტევების შედეგად, თავის ტერიტორიებს ოკუპანტებისგან ათავისუფლებს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რა გავლენა ექნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს შუა დერეფანზე და რა სარგებელს მიიღებს საქართველო
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში, ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ქვეყნების დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. პროექტის ღირებულება $15 მილიარდია. ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო დერეფანი „ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი“, სამხრეთით, ევრაზიის საკონტინენტო ხიდის შემადგენელი ნაწილი გახდება და სამხრეთ-აღმოსავლეთის, დასავლეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას გახსნის. ექსპერტების შეფასებით, ეს მარშრუტი უზრუნველყოფს ტვირთების გადატანას ჩინეთიდან ყირგიზეთში, ასევე ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, შემდეგ კი ევროკავშირის ბაზარზე. რა გავლენა ექნება „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის გადაწყვეტილებებს და ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს შუა დერეფანზე და რას მიიღებს საქართველო? Europetime-თან „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი დავით გოჩავა ამბობს, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. „მაგალითად, მნიშვნელოვანია ცნობა იმის შესახებ, რომ ამ შეხვედრაზე გაფორმდა ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარკინიგზო ხაზის „ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? შედეგად გაჩნდება ჩინეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის დამყარების კიდევ ერთი გზა, მოიმატებს ტვირთების რაოდენობა საქართველოს ტერიტორიის გავლით და ა.შ. საქართველოს გავლით იმიტომ, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ჩვენი ქვეყნის საზღვაო პორტები წარმოადგენს ევროპის მიმართულებით ზღვაში გასვლის ერთადერთ საშუალებას“- აცხადებს გოჩავა. „ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის“ $15 მილიარდიანი სარკინიგზო პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო დამატებით სარგებელს მიიღებს და შესაძლოა „აბრეშუმის გზაზე“ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. „ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი, უზბეკეთი, ავღანეთი, მონღოლეთი, აზერბაიჯანი, დავამატებ თურქმენეთს და საქართველოს და მივიღებ პროგრამას CAREC (Central Asia Regional Economic Corridor - „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური დერეფანი“), ანუ „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთ ცენტრალურ ღერძს. ამიტომ ჩემთვის „სამარყანდის დეკლარაციის“ და კიდევ 20 ოფიციალური დოკუმენტის მიღებაზე უფრო მნიშვნელოვანია, სარკინიგზო ხაზის „ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი“ მშენებლობის პროექტი“, - მიიჩნევს გოჩავა. ამასთან, „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი ამბობს, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საქმიანობასა და გადაწყვეტილებებს რეგიონის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” წევრები არიან: ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და უზბეკეთი, მათ ირანიც დაემატა. დამკვირვებლები არიან: ავღანეთი, ბელარუსი და მონღოლეთი, ხოლო „დიალოგის პარტნიორები“ - აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, შრი-ლანკა და თურქეთი. ფაქტობრივად ეს ის ქვეყნები არიან, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკურ ომში მონაწილეობის მიღებაზე. მათ შორის არაა ერთიანობა ყველა საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის მაგალითად გერმანიაში, შეერთებული შტატების „რამშტეინის“ ბაზაზე უკრაინის მხარდამჭერთა შეხვედრაზე. საკმარისია გავიხსენოთ დაძაბული ურთიერთობა ინდოეთსა და ჩინეთს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის. მაგრამ ეს ის ქვეყნებია, რომელთა ეკონომიკური კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთთან მათ ურთიერთობაზე. ჩვენთვის რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ორგანიზაციას? - პირდაპირი! “ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციას სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ირანი შეუერთდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ სამარყანდში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და ირანი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სრულუფლებიანი წევრი გახდა. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებით, ირანი ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანა ხდება „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზე“, - აცხადებს გოჩავა. „ირანს სურს შავი ზღვის პორტებთან დაკავშირება სომხეთის გამოყენებით. ირანი, სომხეთი, საქართველო, შავი ზღვის პორტები - ამ მარშრუტის ამოქმედებთ, ჩვენ ყველა ვარიანტში სარგებელს მივიღებთ. საქართველოსთვის სატვირთო გადაზიდვებისთვის კიდევ ერთი მიმართულება იხსნება“. გოჩავას შეფასებით, დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესებზე პოზიციას არ აფიქსირებს. „დღეს ჩუმად ვართ, მაგრამ დღეს იქნება თუ ხვალ საქართველო რეალური და მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება აბრეშუმის გზაზე. სხვა ვარიანტია ირანი თურქეთს დაუკავშირდეს. ამ შემთხვევაში ტვირთები ბორნებით უნდა გადაიზიდოს, რაც მომგებიანი არ არის და გადაზიდვებს აძვირებს. ერთადერთი მომგებიანი გზა არის სახმელეთო გზა შავი ზღვის პორტებისკენ. შუა დერეფანი არის განვითარების პროცესში, აქვს პერსპექტივა და ამ დერეფნის ძირითადი „მოთამაშე“ ქვეყნები გააკეთებენ ყველაფერს, ამ გზის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის“, - აცხადებს გოჩავა. ამავე თემაზე წაიკითხეთ: შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ
გაერო: მდგომარეობა საგანგაშოა - უკრაინაში მიმდინარე ომმა, 70 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა
"მდგომარეობა საგანგაშოა - უკრაინაში მიმდინარე ომმა 70 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა", - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს. უკრაინული მედია: ომის დაწყების დღიდან უკრაინელების 40%-ზე მეტმა სამსახური დაკარგა "2020 წელს Covid19-ის პანდემიის დარტყმის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომმა პლანეტის მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფა კიდევ უფრო გაართულა. მდგომარეობა საგანგაშოა - უკრაინაში მიმდინარე ომმა 70 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა", - ნათქვამია გაეროს განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.