ძებნის რეზულტატი:

პუტინმა, ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ვლადიმერ ჩიჟოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.   რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ჩიჟოვის გათავისუფლების ბრძანებას ხელი დღეს, 26 სექტემბერს მოაწერა. ვლადიმერ ჩიჟოვი, რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში 2005 წლიდან იყო.   

ნინო ლომაჯარია: ჩემი მოადგულე, გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. „ვერ გეტყვით, ალბათ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ განიხილავს, მაგრამ ეს პირადად მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.   

სოჭში პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა დაიწყო

რუსული მედიის ცნობით, სოჭში ბელორუსისა და რუსეთის პრეზიდენტების ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო.  პუტინი 15-16 სექტემბერს სამარყანდში (უზბეკეთი) ჩავიდა შანკო-ს სამიტზე დასასწრებად. რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე შეხვედრა გამართა ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებთან და მათ შორის ლუკაშენკოსაც შეხვდა.   

ირაკლი შოთაძე: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულის გამოძიება

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება, მით უმეტეს, რომ სესიაზე ერთ-ერთ მომხსენებლად გვყავს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა, რომელსაც ამ საქმეზე კონკრეტული ბრალდებულებიც ჰყავს, ომის საქმეზე ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. ასევე, უკრაინაში რუსეთის მხრიდან წარმოებული აგრესიის და ომის შედეგად მომხდარი დანაშაულების გამოძიება, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები იქნება მნიშვნელოვანი საკითხი ამ სესიის მიმდინარეობისას. წელს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა განსაკუთრებით მიანიჭა მნიშვნელობა და ყველას შეგვახსენა ომის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების საჭიროება. ამ მხრივ, მინდა, განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას, ევროჯასთს. მთელი მსოფლიო ელოდება გამოძიების შედეგებს“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. იუსტიციის სამინისტრო: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - დეპორტირებულების საქმის" განხილვას 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება  

იაპონია, რუსეთში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის ექსპორტს კრძალავს

იაპონიამ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში ექსპორტის აკრძალვა გადაწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ტოკიომ მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დააწესა. ამასთან, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანი ჰიროკაზუ მაცუნო აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო, შეშფოთებულები არიან. „იაპონია ღრმად არის შეშფოთებული, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით”, - განაცხადა მაცუნომ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე და დამატა, რომ იაპონია უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მიზნით, საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობას გააგრძელებს.

პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს. მან უპასუხა შეკითხვას სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით. კერძოდ, უნდა იყოს თუ არა საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი და არის თუ არა ეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ნაწილი. „დიახ, ეს არის 12 რეკომენდაციის ნაწილი და ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს და იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს, ქართველი დაინტერესებული მხარეების ხელშია“, - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

ჩრდილოეთ ევროპაში 1,4 მილიონი წლით დათარიღებული სახის ძვლები აღმოაჩინეს

ესაა გარღვევა, რომელიც ადამიანის ევოლუციის ისტორიის გადაწერაში დაგვეხმარება - ჩრდილოეთ ევროპაში 1,4 მილიონი წლით დათარიღებული სახის ძვლები აღმოაჩინეს. წერს სააგენტო Anadolu. „ესაა გარღვევა, რომელიც ადამიანის ევოლუციის ისტორიის გადაწერაში დაგვეხმარება. შეიძლება ვთქვათ, რომ 1 მილიონი წლით უკან გადავწიეთ ადამიანთა ევოლუცია ევროპაში. ჩვენ ჯერ არ ვიცით, პირველი ადამიანის რომელ პოპულაციასა და სახეობას მიეკუთვნება აღმოჩენილი ფრაგმენტები“, - აცხადებს არქეოლოგი ავრორა მარტინი. ცნობისთვის, 1994 წლამდე ცნობილი იყო, რომ ევროპაში, 500 000 წლის წინანდელ პერიოდზე ადრე, ადამიანის სახეობა არ არსებობდა.   

ყაზახეთი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩატარებულ „რეფერენდუმებს“ არ აღიარებს

ყაზახეთი, რუსეთის მიერ უკრაიანში ჩატარებული რეფერენდუმის გზით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების შესაძლო ანექსიას არ აღიარებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. მის კომენტარს სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „რაც შეეხება რეფერენდუმების ჩატარებას... ყაზახეთი მიჰყვება სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის, მათი სუვერენული და მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპებს“, - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა აიბეკ სმადიაროვმა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტი გაეროს წესდების შესაბამისად უნდა გადაწყდეს. მერი: რუსეთის ძალებმა ფსევდორეფერენდუმში მონაწილეობა, მელიტოპოლის მოსახლეობის მხოლოდ 20%-ს აიძულეს „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავუწიოთ ყველა შესაძლო დახმარება პოლიტიკური დიალოგის წარმოებას, - განაცხადა სმადიაროვმა. „ამავდროულად, ჩვენს ქვეყანას მიაჩნია, რომ სტაბილურობის შენარჩუნება როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ილჰამ ალიევი: ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისკენ ვისწრაფით

აზერბაიჯანი ეძებს გამოსავალს იმ რთული სიტუაციიდან, რომელიც რეგიონში ბოლო 30 წლის განმავლობაში შეიქმნა. მშვიდობა აუცილებელია ყველა ქვეყნისთვის, რეგიონის ყველა ხალხისთვის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრაზე განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ოფიციალური ბაქოს დღის წესრიგში ყოველთვის იყო. ამასთან, ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სამარყანდში SCO-ს სამიტზე ბოლო შეხვედრაც გაიხსენა. „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვისწრაფვით გრძელვადიანი მშვიდობისკენ, ისევე როგორც მეზობელ ქვეყნებთან ყველა პრობლემისგან, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში არსებული რთული სიტუაციის აღმოფხვრას“, - განაცხადა ალიევმა.  ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.  

AP: სერბეთმა და რუსეთმა საგარეო პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სერბეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთთან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ორმხრივი „კონსულტაციებისთვის“, იტყობინება AP ბალკანურ მედიაზე დაყრდნობით. ხელმოწერა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე შედგა. დოკუმენტი სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სელაკოვიჩმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააფორმეს. Associated Press-ი წერს, რომ „ალექსანდრ ვუჩიჩი ნიუ-იორკში ლავროვს შეხვდა და აუდიენციისას ყურადღება გაამახვილეს რუსეთ-სერბეთის ურთიერთობების შემდგომ დინამიკურ განვითარებაზე". „სერბეთის პროდასავლური ოპოზიციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან უახლესი შეთანხმების ხელმოწერა იმის ნიშანია, რომ ვუჩიჩმა უარი განაცხადა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, - წერს AP. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ ვულინმა, რომ „რუსეთთან თანამშრომლობის გაფართოება, არა წარსულის პატივისცემა, არამედ სამომავლოდ, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა“. 

რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში, სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 21 ადამიანი. დაღუპულთა შორის შვიდი, დაშავებულთა შორის კი 14 არასრულწლოვანია. რუსეთში, სკოლის შენობაში სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაჭრილები სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. პოლიციამ მისი ცხედარი იპოვა. ადგილზე სამედიცინო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.  შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი სკოლაში დღეს შეიჭრა და ბავშვების მიმართულებით იარაღიდან ისროლა.     

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. "ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +25, +30, ქვეყნის მთიან რეგიონებში +24, +29, მაღალმთიან რაიონებში +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. თბილისშიც მიმდინარე კვირაში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა - ლომჯარია

მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა, - ამის შესახებ მოქმედმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ნინო ლომაჯარია: ჩემი მოადგულე, გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს „მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა. ეს იყო ჩვენი ძალიან დიდი ხნის მოთხოვნა. თუმცა, ცუდია, რომ ეს წესი არის ერთჯერადი. ყველა საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს მუდმივმოქმედი წესი. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ არჩეული იყოს რეალურად დამოუკიდებელი, კვალიფიციური კანდიდატი“, - აცხადებს ლომჯარია. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.   

მაიკლ კარპენტერი: რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას

„რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. მაიკლ კარპენტერის თქმით, რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის შეთანხმებას. „ახლა თქვენი ქვეყანა უპრეცედენტო ვითარების წინაშეა - როდესაც არამხოლოდ თქვენი ქვეყნის ორი რეგიონია ოკუპირებული, არამედ, გამოცხადებული მობილიზაციის შედეგად, რუსეთის მოქალაქეების დიდ ნაკადთან უწევს გამკლავება“. კარპენტერის თქმით, თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ გადაჭრის ამ საკითხს, თავისი ეროვნული უსაფრთხობიდან გამომდინარე“. „რა თქმა უნდა, რუსეთის აგრძელებს დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი. რუსეთს არასდროს შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების პირობები. ის ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ამ შეთანხმებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. ვაფასებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღოს და რა რაოდენობით. მაგრამ საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არამხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ მობილიზაციის შედეგად ხდება ძირითადად, ახალგაზრდა კაცების დიდი რაოდენობით შემოსვლა. თითოეულ ქვეყანას განსხვავებული მიდგომა ექნება იმ მიმართულებით, თუ როგორ უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების სურვილს, გაიქცნენ თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი სადმე, სხვაგან იპოვონ. თითოეულმა ქვეყანამ, გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება მისი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

ორფოლოს პოლიგონზე 62-ე ბატალიონმა საველე წვრთნა დაასრულა

თადაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი საბრძოლო სროლები განახორციელა. წინასწარ განსაზღვრულ რაიონში ქვედანაყოფმა საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა მოახდინა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. საბრძოლო სროლებში 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, საველე წვრთნები ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც ბატალიონის დონეზე მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას და კონსოლიდაციას მოიცავდა. წვრთნების მიზანი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.  

გერმანიის კანცლერს კორონავირუსი დაუდასტურდა

გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს სპარსეთის ყურე ქვეყნებში ორდღიანი მოგზაურობის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ Stuttgarter Zeitung-ი წერს „კანცლერ ოლაფ შოლცს დაუდასტურდა კორონავირუსი“, - ნათქვამია განცხადებაში. კვირას კანცლერიმა სპარსეთის ყურეს ქვეყნებში ვიზიტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.  

მაიკლ კარპენტერი: საქართველო უპრეცედენტო ვითარების წინაშეა

„ვიზიარებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შესვლის გამო. თითოეულმა ქვეყანამ გაადწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. „რა თქმა უნდა, რუსეთის აგრძელებს დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი. რუსეთს არასდროს შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების პირობები. ის ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ამ შეთანხმებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. ვაფასებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღოს და რა რაოდენობით. მაგრამ საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არამხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ მობილიზაციის შედეგად ხდება ძირითადად, ახალგაზრდა კაცების დიდი რაოდენობით შემოსვლა. თითოეულ ქვეყანას განსხვავებული მიდგომა ექნება იმ მიმართულებით, თუ როგორ უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების სურვილს, გაიქცნენ თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი სადმე, სხვაგან იპოვონ. თითოეულმა ქვეყანამ, გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება მისი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

რუსეთის პატრიარქი: სამხედრო სამსახურისას გაღებული მსხვერპლი, ყველა ცოდვას ჩამორეცხავს

"სამხედრო სამსახურისას გაღებული მსხვერპლი, ყველა ცოდვას ჩამორეცხავს", - ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილმ განაცხადა. "ვიცით, რომ დღეს ბევრი ადამიანი იხოცება დამანგრეველი ბრძოლის ველებზე. ეკლესია ლოცულობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, რაც შეიძლება ცოტა ძმამ დახოცოს ერთმანეთი ამ ძმათამკვლელ ომში", - განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა. ლიზ ტრასი: დასავლელმა ლიდერებმა არ უნდა მოუსმინონ პუტინის მუქარას და გააგრძელონ უკრაინელების მხარდაჭერა რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მაია სანდუ: რუსული პასპორტების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც აგრესორის მხარეს იბრძვიან, მოლდოვა მოქალაქეობის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს

იმ პირებს, რომლებიც ერთდროულად მოლდოვისა და რუსეთის მოქალაქეები არიან, რუსეთის არმიის რიგებში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლოა მოლდოვის მოქალაქეობა ჩამოერთვათ. Newsmaker-ის ცნობით, ეს საკითხი უშიშროების უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაისვა. პრეზიდენტმა მაია სანდუმ აღნიშნა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ არსებობს რისკი, რომ რუსეთის ჯარში ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოლდოველებიც გაიწვიონ.  „ჩვენ განვიხილავთ ვარიანტს, გავაუქმოთ მოლდოვის მოქალაქეობა რუსული პასპორტის მქონე მოქალაქეებს, რომლებიც აგრესორის მხარეს იბრძვიან“, - თქვა სანდუმ. სანდუმ აღნიშნა, რომ მან დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლაპარაკებების დაწყება რუსულ მხარესთან, რათა გამოირიცხოს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები (რუსეთის პასპორტის მქონე) მოლდოვის მოქალაქეების მობილიზება. მისი თქმით, კიშინიოვი მზადაა დაეხმაროს ასეთ ადამიანებს მოლდოვაში დაბრუნებაში. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება

ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „კერძოდ, იზრდება ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით. ცვლილების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მივლინებისას სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების დღევანდელ რეალობასთან მაქსიმალურად შესაბამისობა. განახლებული ნორმებით იხელმძღვანელებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი, რომლისთვისაც ანალოგიური ნორმები დადგინდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.