ძებნის რეზულტატი:
შსს: ლარსის საბაჟო პუნქტზე მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. რამდენი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - შსს სტატისტიკას აქვეყნებს „შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეების შესახებს მონაცემებს, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პროაქტიულად აქვეყნებს. სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. კერძოდ, 29 სექტემბერს 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6 109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5186 მოქალაქემ, 28 სექტემბერს 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე- შემოვიდა 9642 და გავიდა 5448 მოქალაქე. ამასთან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "დარიალში" სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რის შედეგადაც ბოლო დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლა სრულად აღდგა“,- ნათქვამია განცხადებაში. უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მგზავრთა ნაკადის სტატისტიკის გამოქვეყნებას და საზოგადოების ინფორმირებას. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ასევე წაიკითხეთ: სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
პირველი არხის შენობა 77 მილიონად „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა
პირველი არხის შენობა 77 მილიონ ლარად „ვისოლ ჯგუფმა" იყიდა. ამის შესახებ BM.GE „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელ სოსო ფხაკაძეზე დაყრდნობით წერს. ფხაკაძის განცხადებით, ადგილზე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა აშენდება. „ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით“, - განუცხადა BM.GE-ს სოსო ფხაკაძემ. პირველი არხის უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული. შესაბამისად, აუქციონზე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება 2,309 ლარი, ანუ 813 დოლარი იყო.შენობის ღირებულება დღგ-ის გარეშე 65 მილიონი ლარი იყო, ხოლო დღგ-ის ჩათვლით მისი ფასი 76.7 მილიონი ლარი. უძრავი ქონების აუქციონში საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა დააფიქსირა, შესაბამისად, ტელევიზიის შენობა ერთი ბიჯით გაიყიდა. პარალელურად, პირველმა არხმა გამოაცხადა 41-მილიონიანი ტენდერი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე შენობის რემონტისთვის.
სუს-ი: სოფელ კნოლევის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპციო ძალას“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“ გმობს. ის ლუკაშენკოს ე.წ. პრეზიდენტს უწოდებს და განმარტავს, რომ ლუკაშენკო ლეგიტიმაციის მქონე რპეზიდენტი არ არის. ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან მიუღებელი უწოდა ლუკაშენკოს ჩასვლას საქართველოს რეგიონებში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი კონტინენტური ევროპის საკითხებში იზაბელ დუმონი და საფრანგეთის ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის და შავი ზღვის საკითხებში, სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ბრის როკეფეი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და დატვირთულ დღის წესრიგს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, რის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს მათი ვიზიტი საქართველოში, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. ფრანგულმა მხარემ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც მიზნად ისახავს რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას. მინისტრმა ფრანგ დიპლომატებთან განიხილა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის და დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის მეორე რაუნდის გამართვის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს საქართველოს მიმართ გაწეული ფინანსური დახმარებისთვის, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციას. შეხვედრისას, ილია დარჩიაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან და ქართული მხარის მოლოდინებთან დაკავშირებით. საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მხარეები მიესალმნენ ამა წლის 6 ოქტომბერს, პრაღაში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველ შეხვედრას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ქვეყნების ლიდერები. იზაბელ დუმონმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ინიციატივით საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპული ოჯახის წევრებს მოლაპარაკებების დამატებითი პლატფორმა შესთავაზა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წელს აღინიშნება.
პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა
ევროკავშირის კარი დღეს საქართველოსთვის ღიაა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. მისი შეფასებით, ევროპული პერსპექტივა მკაფიოა და საქართველოს აქვს შესაძლებლობის ფანჯარა. ელჩის თქმით, საქართველოზე დამოკიდებული, შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. ჰერჩინსკი „გულწრფელად იმედოვნებს, რომ ყველა მხარე, მათ შორის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები ხედავენ ამ მომენტს და პროცესის წინსვლას შეუწყობენ ხელს. „საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, ევროპული პერსპექტივა ნათელია და საქართველოს აქვს შესაძლებლობის ფანჯარა. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, გამოიყენებს ამ მომენტს, ისარგებლებს ღია კარით და მიაღწევს წარმატებას“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალოვანი უწყებების დაფინანსება 490 მილიონი ლარით იზრდება
თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 490 მილიონი ლარით იზრდება. „სამხედროების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების თანამშრომლების ხელფასები 20% გაიზრდება. ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, 2022 წლის დასაწყისში ყველა საჯარო სამსახურში ხელფასები 10%-ით გაიზარდა. ხელფასების ზრდა მოხდება 2023 წელსაც და ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა. „რა მოიტანა მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა, ამის თაობაზე ძალიან ბევრი მოქალაქე შეიძლება კითხულობდეს. ამან მოიტანა ის, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში. ამ მეტი შემოსავლით ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი კარგი ახალი წამოწყების დაფინანსება, ახალი პროგრამების დაფინანსება. 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება, ეს არის რეალური, ის რაც ჩვენ შევძელით. მინდა ვთქვა, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტით შევამცირეთ მშპ-ს 3,2%-მდე, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ს 40%-მდე ჩამოვწიეთ. სულ რაღაც 2 წლის წინ იყო 60%-მდე მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებებით, საქართველოს მოქალაქეებს, პენსიები გაეზრდებათ. "70 წლის ასაკის და მეტი წლის პენსიონერების პენსია მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე გახდება. სხვაგან კი, 365 ლარი იქნება. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 335 ლარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კელი დეგნანი: განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით, მცდარია
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით, სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორი და მცდარია. მისი თქმით, აშშ მთელ მსოფლიოში მოუწოდებს პარტნიორებს და მოკავშირეებს, რაც შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი უკრაინის დასახმარებლად პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ, რადგან უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. „თავიდანვე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, რისი გაკეთება შეეძლო საქართველოს დასახმარებლად. ჩვენ ასევე ცხადად ვამბობდით, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ არასდროს გვითქვამს საქართველოსთვის, გაეხსნა მეორე ფრონტი, არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა საქართველოზე, რომ ჩართულიყო ამ ომში. აშშ-ის არ სურს, საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანა ჩართული იყოს ამ ომში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი შეჩერდეს რაც შეიძლება სწრაფად, რომ შევძლოთ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის აღდგენა. სწორედ ამისთვის მუშაობს აშშ“, – განაცხადა კელი დეგნანმა. კელი დეგნანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობს, რომ „უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა“.
პაველ ჰერჩინსკი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: ეს საკითხი საქართველოს გადასაწყვეტია
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს საკითხი საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს. ვახტანგ გომელაური: საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია „ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რუსი გაექცა მობილიზაციას. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც იგივე პრობლემა აქვთ, როგორც იცით, ზოგიერთმა სახელმწიფომ მიიღო ზომები და ზოგიც ახლა მუშაობს მასზე. რაც შეეხება საქართველოს, ეს საკითხი მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ელჩმა. შსს: ლარსის საბაჟო პუნქტზე მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი, სხვაგან კი 365 ლარი გახდება
მომავალი წლის ბიუჯეტით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი, სხვაგან კი 365 ლარი გახდება, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა "მომავალი წლის ბიუჯეტით, 70 წლის ასაკის და მეტი წლის პენსიონერების პენსია მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე გახდება. სხვაგან კი, 365 ლარი იქნება. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 335 ლარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, ღარიბაშვილმა ბავშვთა დახმარებაზეც ისაუბრა. "მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვთა დახმარება უკვე თითქმის გავასამმაგეთ, იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. შარშან იყო 100 ლარი, შემდეგ კიდევ გავზარდეთ 150 ლარით და ეს გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, იმისდა მიხედვით, როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს და როგორი შემოსავლები, გვინდა რომ კიდევ გავზარდოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
კელი დეგნანი: უმთავრესია, დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები, ასევე მნიშვნელოვანია, იმ პირების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან რეპრესიებსა და ომს
აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებულ ვითარებაზე დასმული შეკითვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუ რა პოლიტიკას განსაზღვრავს. სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაზე - ექსკლუზივი „ეს საკმაოდ რთული საკითხია. მთავრობის გადასაწყვეტია, რა პოლიტიკას შეიმუშავებს ამასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა იღებს სხვადასხვა ზომას მათი გარემოებებიდან გამომდინარე და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა განსაზღვროს საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირების მიზნით, რათა პირველ რიგში, დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები, და ასევე მოხდეს იმ პირების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან რეპრესიებსა და ომს რუსეთსა და უკრაინაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.
საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება
მომავალი წლიდან, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი, სხვაგან კი 365 ლარი გახდება "საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, ეს ყველა საჯარო მოხელეს შეეხება. ასევე, ჩვენ გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას. მოგეხსენებათ, ჩვენ გავაკეთეთ გეგმა, 800 სკოლა არის ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში, ამისთვის გამოყოფილია ძალიან დიდი თანხები, დაახლოებით მილიარდ ლარამდე 3 წლის განმავლობაში. ამ მიზნით, 2023 წელს ბიუჯეტში 300 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრიდან. ასევე, მინდა ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც, ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. ყველაფერი იქნება, უკრაინა!
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უსაფრთხოების ძალებთან და სამხედროებთან უკრაინის შემდგომი დეოკუპაციის გეგმა განიხილა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკიმ უმაღლესი სარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა. შტაბის სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები ოპერატიული ჯარების მეთაურებისგან ფრონტის იმ სექტორებში არსებული ვითარებაზე, სადაც ძირითადი ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, შტაბის სხდომაზე ოკუპანტებისგან უკრაინის მიწების შემდგომი განთავისუფლების გეგმა განიხილეს. ასევე, დამსწრეებმა უახლოეს მომავალში მტრის სავარაუდო ქმედებები გააანალიზეს. გარდა ამისა, შტაბის წევრებმა განიხილეს თავდაცვის ძალებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისა და მათი განაწილების საკითხები ფრონტის ყველაზე რთულ სექტორებზე განლაგებულ დაჯგუფებებში. „ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. ყველაფერი იქნება, უკრაინა", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ პარასკევს „რუსეთში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია“ გაიმართება. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში მომდევნო წლისთვის, მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება
საქართველოში მომდევნო წლისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი, სხვაგან კი 365 ლარი გახდება „მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექსი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზე ვმუშაობთ და მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა
კელი დეგნანი: განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ ლუკაშენკოს „ვიზიტი“ განხორციელდა სოხუმის დაცემის 29 წლისთავის მეორე დღეს
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ლუკაშენკოს „ვიზტზე“ ვაშინგტონის გზავნილი გააჯღერა. ელჩის თქმით, აშშ გმობს ბელორუსის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ. „მინდა ხაზი გავუსვა ვაშინგტონში მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ გზავნილს, რომელიც მკაცრად გმობს ბატონ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სოხუმის დაცემის 29 წლისთავიდან მეორე დღეს, როდესაც პირადად მე და მრავალმა სხვამ, პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. აშშ არის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიების მშვიდობიანი აღდგენისა და მთელ რეგიონში მშვიდობისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ანტონიო გუტერეში: რუსეთის მიერ სამხრეთ უკრაინის ანექსიის განზრახვა, სახიფათო ესკალაციის საფრთხეს ქმნის
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, უკრაინის ოთხი რეგიონის მიმართ რუსეთის განზრახვებს „სახიფათო ესკალაცია“ უწოდა, რომელიც უახლოეს მომავალში, რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნის. გუტერეშმა აღნიშნა, რომ „რეფერენდუმები“ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ „უკრაინის სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმა“ ჩატარდა და დაგმობას იმსახურებს. „რუსეთს, როგორც უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთს, ქარტიის დაცვაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. ნებისმიერ გადაწყვეტილებას უკრაინის ტერიტორიების შემდგომი ანექსიის შესახებ არ ექნება იურიდიული ძალა და დაგმობას იმსახურებს", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა. დღეს კრემლში, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ოფიციალურად გაფორმება იგეგმება. (რომელთაგანც, რუსული ჯარი სრულად ვერცერთ ვერ აკონტროლებს). მოსალოდნელია პუტინის გამოსვლა, საღამოს კი კონცერტი წითელ მოედანზე. რუსეთის პარლამენტში ანექსიის კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება, რის შემდეგაც პუტინი ოკუპირებული ტერიტორიების „მიმაგრებას“ რუსეთის კონსტიტუციაში გააფორმებს. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და სამტრედიაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე შსს დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა, ხოლო ამავე უწყების ერთ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში 2021 წლის სექტემბრის თვეში და 2022 წლის 15 აგვისტოს, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, დაკავებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ჯ. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 11′, 151-ე მუხლი მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალი 2022 წლის 29 სექტემბერს წარუდგინა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 20 მაისს და ამავე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი პ.ზ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 7 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მეუღლის და არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი შ.ა. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალი 2022 წლის 30 სექტემბერს წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას“, – აცხადებენ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური.
სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს
ციხეებში, შენარჩუნებულია, პატიმრების სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომაჯრიამ პარლამენტიში განაცხადა. ნინო ლომჯარია: გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესდა ლომჯარიას თქმით, არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოვლინდა შსს-ში, თავდაცვის სამინისტროში და ფსიქიატრიულშიც. „პენიტენციური დაწესებულებების უმთავრესი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. პრობლემაა ასევე, პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით, ხანგრძლივად განთავსება. კვლავ შენარჩუნებულია შემოწმების მიზნით, პატიმრების სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება არ ეფუძნება ლოგიკას და კანონის მოთხოვნებს. წლიდან წლამდე მცირდება პირობით ვადამდე გათავისუფლებულთა რაოდენობა", - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.
ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნებმა, რუს მეწარმეებს 30 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინეს
ევროკავშირის ქვეყნებმა და G7-ის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჯამში, რუსი მეწარმეების კუთვნილი 30 მილიარდის აქტივები გაყინეს. ამის შესახებ ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსმა, პარასკევს მადრიდში ახალი ეკონომიკის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „ამ დროის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ევროპაში ოლიგარქების 14,6 მილიარდი ევროს აქტივების გაყინვა“, - დააზუსტა დიდიე რეინდერსმა. მისი თქმით, „დიდი შვიდეულთან ერთად ეს 30 მილიარდი ევროა“. „და თუ გადავხედავთ რუსეთის ცენტრალურ ბანკს, მაშინ ეს რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებს უტოლდება“, - განაცხადა ევროკომისარმა. რეინდერსის ინფორმაციით, ესპანეთმა რუსეთის ფედერაციიდან, მეწარმეებს 41 მილიონი ევროს აქტივები გგაუყინა, ხოლო უნგრეთმა 3 ათასი ევროს ღირებულების აქტივები.