ძებნის რეზულტატი:
პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა
კრემლში, ვლადიმერ პუტინმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია ოფიციალურად გააფორმა. რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში ლუგანსკის და დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან (LPR და DPR), ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონებთან რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების „ხელშეკრულებები“ გააფორმა. პუტინმა უკრაინის რეგიონების ხერსონისა და ზაპოროჟიეს „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა რუსეთის პარლამენტში ანექსიის კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება, რის შემდეგაც პუტინი ოკუპირებული ტერიტორიების „მიმაგრებას“ რუსეთის კონსტიტუციაში გააფორმებს. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
ევროზონის წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში, რეკორდულ 10%-ს მიაღწია
ევროზონის 19 ქვეყანაში წლიური ინფლაცია, წინასწარი შეფასებით, სექტემბერში რეკორდულ 10%-მდე დაჩქარდა. ერთი თვით ადრე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9,1% იყო. ამას ევროსტატის მონაცემები ადასტურებს. ამასთან, არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები პროგნოზირებულზე მაღალი აღმოჩნდა. ამრიგად, პორტალ DailyFX-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ინფლაცია ევროზონაში მხოლოდ 9,7%-მდე დაჩქარდებოდა. ამრიგად, მიმდინარე წელს ფასების ზრდის საშუალო ტემპმა ევროზონის ისტორიაში მაქსიმუმს მიაღწია. 2021 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ ნაკლები იყო და დაახლოებით 3,4%-ს შეადგენდა. მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 1,2%-ით გაიზარდა. ამასთან, ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ესტონეთში ეს მაჩვენებელი იანვრიდან 24,2%-ია, ლატვიაში - 22,4%, ლიეტუვაში - 22,5%. ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა საფრანგეთში (6.2%), მალტაში (7.3%) და ფინეთში (8.4%).
II ქვეით ბრიგადაში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დაიწყო. სწავლებას II ქვეითი ბრიგადა უკვე მეექვსედ მასპინძლობს და წელს მას 21 მონაწილე ჰყავს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სწავლებაში სხვადასხვა ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები არიან ჩართული. სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის „ღირსეული პასუხი 2022“-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. წელს „ღირსეულ პასუხს“ ახალი მიმართულება - ავიაციის კომპონენტიც დაემატა. მედიასწავლების აღსრულების ფაზაში ჩართულები არიან ამერიკელი დამკვირვებლებიც. „ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული მდგომარეობის დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლება, ძირითადად, კრიზისულ და საომარ ვითარებაში პრაქტიკული ნაწილით არის დატვირთული, რომლის ფარგლებშიც მედიის წარმომადგენლებს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მოუწევთ. სწავლების პირველი ეტაპი ძირითადად თეორიულ კურსს მოიცავს, მათ შორისაა საზოგადოებასთან ურთიერთობა საბრძოლო მოქმედებებში, პირველადი სამედიცინო დახმარება საველე პირობებში, სტრესის მართვა, თვითგადარჩენა საველე პირობებში, ფეთქებადსაშიშ ტერიტორიაზე მუშაობის პრინციპები და უსაფრთხოების ზომები, კიბერუსაფრთხოება, ასევე საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციები. „ღირსეული პასუხი 2022“ ხუთი დღე გაგრძელდება. მასში მონაწილე მედიის წარმომადგენლებს და სტუდენტებს სამხედრო წესით უწევთ ცხოვრება - დილის ვარჯიში, კვება „ჯარისკაცის“ ულუფით, ცხოვრება ყაზარმებში და გადაადგილება ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით “MAN”. სწავლების პრაქტიკული ფაზის აღსრულების პროცესში მათ ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სამხედრო ჩაფხუტები და ჟილეტებიც დაურიგდებათ.
ალექსანდრე დარახველიძე: ე.წ. ჭკვიანი კამერები აღიქვამს რუსულ ნომრებს, თუმცა სირთულეს ქმნის ის, რომ ჯარიმა საცხოვრებელ მისამართზე უნდა გაიგზავნოს
ე.წ. ჭკვიანი კამერების სისტემა აღიქვამს რუსულ ნომრებს, თუმცა არის გარკვეული სამართლებრივი პრობლემა, როდესაც ვიდეოჯარიმით ხდება პირის დაჯარიმება, უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. შსს: ლარსის საბაჟო პუნქტზე მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა „ე.წ. ჭკვიანი კამერების სისტემა აღიქვამს ამ ნომრებს და ხდება ფიქსირება და დაჯარიმება, თუმცა არის გარკვეული სამართლებრივი პრობლემა, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ვიდეოჯარიმით ხდება პირის დაჯარიმება, უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე, ეს გარკვეულ სირთულეს ქმნის. რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს და ეფექტური აღსრულება მოხდეს. თუმცა ის, რომ „ჭკვიანი კამერები“ რუსულ ნომრებს ვერ აფიქსირებს ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ, აფიქსირებს და ახდენს დაჯარიმებას. საუბარია აღსრულების მექანიზმების დახვეწაზე. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ“, – აცხადებს დარახველიძე. რამდენი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - შსს სტატისტიკას აქვეყნებს შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
სალომე ზურაბიშვილი: ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს
ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისთვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა „ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას“, – წერს პრეზიდენტი. პუტინმა უკრაინის რეგიონების ხერსონისა და ზაპოროჟიეს „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა რუსეთის პარლამენტში ანექსიის კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება, რის შემდეგაც პუტინი ოკუპირებული ტერიტორიების „მიმაგრებას“ რუსეთის კონსტიტუციაში გააფორმებს. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
ევროკავშირი: ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა
ევროკავშირი მტკიცედ და ცალსახად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ არასდროს აღიარებს უკანონო „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა ჩაატარა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი დარღვევის საბაბად. ევროკავშირი უკრაინას ეკონომიკური, სამხედრო, სოციალური და ფინანსური მხარდაჭერის დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა. „ჩვენ არასდროს ვაღიარებთ მათ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ ექნებათ იურიდიული ძალა. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, უპირობოდ უარყონ ეს უკანონო ანექსია“, - ნათქვამია ევროკავშირის 27 ქვეყნის განცხადებაში. პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
„თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება
„თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები რიყის პარკში, ლეღვთახევში, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე, ასევე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება. რიყის პარკი პირველი და 2 ოქტომბერი 11:00 – 22:00 საათი ინსტალაციები: სცენის დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“, ფერადი ინსტალაცია და გიგანტური თამაშები; გამოფენები; კაფე ქიმერიონი; საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები; სამეწარმეო ბაზრობა; გასტრონომიული ზონა; ტკბილეულის ფესტივალი; სპორტული აქტივობები; ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება („ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „თოჯინები იცინიან“ (1963), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013), „ბროწეულის ფერი“ (1968), „ფიროსმანი“ (1969). აღნიშნული ფილმები ორი დღის განმავლობაში იტრიალებს ეკრანზე. 2 ოქტომბერი 19:00 საათი – „გუფი ლენდის“ კონცერტი. ლეღვთახევი პირველი და 2 ოქტომბერი 11:00 – 20:00 საათი თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები; მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია; დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები; წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები. ორბელიანის მოედანი პირველი და 2 ოქტომბერი 11:00 – 22:00 საათი ინსტალაციები; თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები; სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“; თბილისური უბანი ათონელზე – (ორი დღის განმავლობაში, ტერიტორია მოეწყობა ძველი თბილისის სტილში, საუკეთესო ტრადიციების გაცოცხლების გზით. პროექტის დეკორირებისას გამოყენებული იქნება თბილისისთვის ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნების და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის გამოყენებით. ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ კოსტიუმირებული პერფორმანსი; საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები; საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში; სამეწარმეო და კვების ზონები. 19:00 – 22:00 საათი მუსიკალური საღამოები – ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით გუდიაშვილის მოედანი 11:00 – 22:00 საათი ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები); დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები: ღია კინოთეატრი; „თბილისური კაფე“; 19:00 – 22:00 საათი სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები. ევროპის მოედანი პირველი ოქტომბერი, 19:30 საათი „თბილისობის“ გალაკონცერტი მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ – გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, სადაც „უჩინმაჩინის ქუდი“ ერთგვარი „დროის მანქანაა“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. სახელმწიფო ცერემონიების სასახლე 2 ოქტომბერი, 20:00 საათი ინსტალაციები: დეკორატიული ლოგო „თბილისობა“, სცენის დეკორაცია; თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მიღება; „თბილისობა 2022“-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ექნება. სხვადასხვა მელოდიისა და მუსიკის თანხლებით, ფერადი გრაფიკით შეიქმნა ვიდეოარტი, სადაც წარმოჩენილია თბილისელების, მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანების პორტრეტები, მეცნიერებისა და კულტურის ბევრი უმნიშვნელოვანესი სახელი და სახე, რაც დამსახურებულად გამოყოფს ამ საპატიო წოდების დიდ მნიშვნელობას – ადამიანების, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თბილისის ისტორიაზე, განავითარეს და თავიანთი შემოქმედებით შექმნეს თბილისელი თაობების ეპოქა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სამ საჯარო მოხელეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ერთ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ერთი მოქალაქე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტზე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის და სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, არ გადაამოწმეს მოქალაქეების მიერ შესაბამის სამსახურებში შეტანილი ყალბი განცხადების გარემოებები, უკანონოდ გასცეს შესაბამისი ცნობები და კანონიერი სახე მისცეს ბრალდებულის მიერ არაკანონიერად მოპოვებულ კაკლის მორებს, რითაც არსებითად დაარღვიეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. „საჯარო მოხელეებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია), ხოლო მოქალაქეს 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
პუტინი ამბობს, რომ მოლაპარაკებები სურს, ანექსირებული უკრაინის ტერიტორიების „დაცვას“ კი, „ყველა ძალითა და საშუალებით“ გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი დაიცავს თავის მიწას „მათთვის ხელმისაწვდომი ყველა ძალითა და საშუალებით“. პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა უკრაინის ოთხი ანექსირებული რეგიონის „არჩევანი“ არ განიხილება. „მოვუწოდებთ „კიევის რეჟიმს“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი, ყველა საომარი მოქმედებები, ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ეს არაერთხელ ითქვა. მაგრამ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ხალხის ჩვენ არ განვიხილავთ. ეს გაკეთდა და რუსეთი მას არ უღალატებს“, - განაცხადა პუტინმა. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს
უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანას NATO-ში სწრაფი გაწევრიანების იმედი აქვს. „დე ფაქტო, ჩვენ უკვე გავხდით NATO-ს მოკავშირე. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ალიანსი. დღეს უკრაინა წარადგენს განაცხადს, რათა ჩვენი გაწევრიანება დე იურედ აქციოს“, - - განაცხადა ზელენსკიმ. თავის გამოსვლაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
სალომე ზურაბიშვილი: ვგმობ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადების გეგმებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ მობილიზაციის გამოცხადების გეგმები დაგმო. „ვგმობ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადების გეგმებს, როგორც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევას“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდის მიმართულებით, ასევე, სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების განვითარებისთვის, - შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალოვანი უწყებების დაფინანსება 490 მილიონი ლარით იზრდება „საქართველოს მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობასთან კოორდინაციით, პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის და გაზრდილი საბიუჯეტო სახსრები ამ მიმართულებითაც გადანაწილდება. სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ასევე გათვალისწინებულია პოლიციის შენობების რემონტი, საპოლიციო ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მომატებული სახანძრო რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, 2022 და 2023 წლების საბიუჯეტო სახსრებით განსაზღვრულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სპეციალური აღჭურვილობის სამი ვერტმფრენის შეძენა, რომლებიც განკუთვნილი იქნება ძებნა-გადარჩენის, ხანძრის ქრობის, საპოლიციო ოპერაციებისათვის. ამასთანავე, გათვალისწინებულია სახანძრო-სამაშველო, მაღალი გამავლობის 30 სპეციალური ავტოტრანსპორტის შეძენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პრიორიტეტულია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ასევე, პოლიციელებისთვის ღირსეული პირობების და სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის სოციალური გარანტიების შექმნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან
დე ფაქტო, ჩვენ უკვე გავხდით NATO-ს მოკავშირე. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. თავის გამოსვლაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
ჯო ბაიდენი: მოსკოვი უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და მსოფლიოს წინაშე ზიზღის დემონსტრირებას ახდენს
თეთრი სახლის პრესსამსახურმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა, მოსკოვის მიერ უკრაინის კიდევ ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის საკითხი შეაფასა. „აშშ რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიის თაღლითურ მცდელობას გმობს. რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონს, არღვევს გაეროს წესდებას და ავლენს ზიზღს მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხის მიმართ", - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში „არ დაუშვათ შეცდომა, ეს ქმედებები არალეგიტიმურია“, - თქვა პრეზიდენტმა. ბაიდენმა ასევე პირობა დადო, რომ აშშ ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. „ანექსიის შესახებ რუსეთის ცრუ განცხადებების საპასუხოდ, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები იძულებულნი არიან მიმართონ ახალ სანქციებს, - ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის უზრუნველყოფას იმ საშუალებებით, რაც თავის დასაცავად სჭირდება. მოუთმენლად ველი კონგრესის ხელმოწერას კანონმდებლობაზე, რომელიც დამატებით $12 მილიარდს გამოყოფს უკრაინის მხარდასაჭერად. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, უარი თქვან რუსეთის მიერ უკრაინის უკანონო ანექსიის მცდელობებზე და მხარი დაუჭირონ უკრაინის ხალხს რამდენიც დასჭირდება“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
აშშ-მა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამო, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები დააწესა. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს 278 დეპუტატი, რომლებმაც „რუსეთს ფიქციური“ რეფერენდუმის ჩატარების და ტერიტორიის ანექსიის უფლება მისცეს“, - ნათქვამია ანგარიშში. ასევე, საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა გამოაქვეყნა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც მესამე ქვეყნებს სანქციების გაფართოების რისკზე აფრთხილებს, იმ სემთხვევაში თუ რუსეთს პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას გამოუცხადებენ. „ჩვენ არ გავდგებით გვერდზე, სანამ პუტინი თაღლითურად ცდილობს უკრაინის ნაწილების ანექსიას. ფინანსთა დეპარტამენტი და აშშ-ს მთავრობა დღეს იღებენ მასიურ ზომებს რუსეთის ისედაც დეგრადირებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შემდგომი შესუსტების მიზნით და უკანონო ომის წარმოებისთვის, მის უნარს ძირს უთხრის," – განაცხადა ჯანეტ იელენმა. დღეს პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს წევრი ქვეყნები არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. „ეს მიწები არის უკრაინა. დონეცკი არის უკრაინა, ლუგანსკი არის უკრაინა, ხერსონი არის უკრაინა, ზაპოროჟიე არის უკრაინა. ისევე როგორც ყირიმი არის უკრაინა", - აღნიშნა სტოლტენბერგმა ბრიფინგზე საუბრისას. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე მეორედ იტაცებს უკრაინის ტერიტორიებს, თუმცა NATO არ არის ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე. „უკრაინას უფლება აქვს დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები“,- განაცხადა სტოლტენბერგმა. „NATO-ს ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინის უფლებას საკუთარი გზით წავიდეს, ახლა ჩვენ გვჭირდება კონცენტრირება უკრაინის სასწრაფო დახმარებაზე. მაგრამ NATO-ში მიღების საკითხი ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის კონსენსუსით უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
სტოლტენბერგი: რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია
„პუტინის ბირთვული რიტორიკა საშიშია... ჩვენ ვაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს „რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არ უნდა დაიწყოს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა: ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. აშშ-მა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა დიდი ბრიტანეთი ხელს შეუშლის რუსეთის წვდომას IT საკონსულტაციო სერვისებზე, თანამშრომლობას არქიტექტურაში, ინჟინერიაში, რეკლამასა და აუდიტში. გარდა ამისა, ბრიტანეთი იურიდიულ კონსულტაციასა და ტრანზაქციებზე წვდომას დახურავს. ანგარიშის მიხედვით, რუსეთი ლეგალურადაა დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნებზე: ყველა სერვისის 85% იმპორტირებულია G7-ის ქვეყნებიდან ლონდონში, „რომელიც საერთაშორისო იურიდიული ცენტრია“ და მასზე ამ იმპორტის 59% მოდის. „შეზღუდვების შემოღების შემდეგ რუსული ბიზნესის საერთაშორისო დონეზე მუშაობის შესაძლებლობა შეზღუდულია“, - ნათქვამია დოკუმენტში. გარდა ამისა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს ელვირა ნაბულინას. სამინისტროს ცნობით, ნაბულინამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „რუბლის გავრცელებაში უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებიც დროებით რუსეთის მიერ კონტროლდება". ასევე, დიდი ბრიტანეთიდან რუსეთში თითქმის 700 საქონლის ექსპორტი აიკრძალა. სიაში შედის ასობით პროდუქტი, რომლებიც რუსეთის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
იენს სტოლტენბერგი: თუ რუსეთი შეწყვეტს ომს, მშვიდობა იქნება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის აღარ იარსებებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო
„თუ რუსეთი შეწყვეტს ომს - მშვიდობა იქნება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას - ის აღარ იარსებებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო.NATO ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ~, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ალიანსი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, სიმტკიცეს ინარჩუნებს. „ვინარჩუნებთ სიმტკიცეს, აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა უკრაინას, რომელიც აგრძელებს თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, ყალბი რეფერენდუმები მოსკოვში შემუშავდა და უკრაინაში საერთაშორისო კანონის სრული დარღვევით ჩატარდა. „ეს ქმედება უკანონო და არალეგიტიმურია. NATO-ს მოკავშირეები არცერთ ამ ტერიტორიას არ აღიარებენ, როგორც რუსეთის ნაწილს. ეს მიწები უკრაინაა. დონეცკი - უკრაინაა, ლუგანსკი - უკრაინაა, ხერსონი - უკრაინაა, ზაპოროჟიე - უკრაინაა ისევე, როგორც ყირიმია უკრაინა. რუსეთი უკვე მეორედ იკავებს უკრაინის ტერიტორიას ძალით, მაგრამ ეს კონფლიქტის ბუნებას არ ცვლის და ის ისევ რჩება რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომად უკრაინის წინააღმდეგ და ეს არ ცვლის ჩვენს ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ისრაელი, რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას არ ცნობს
ისრაელი არ ცნობს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. „ისრაელი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ოთხი რეგიონის ანექსიას", - აცხადებენ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.