ძებნის რეზულტატი:

უკრაინა: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი გენერალური დირექტორი რუსულმა პატრულმა დააკავა

რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი გენერალური დირექტორი რუსულმა პატრულმა დააკავა, - ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო უწყება „ენერგოატომი“ ავრცელებს. უკრაინული „ენერგოატომის“ ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს როგორც ცნობილია, იჰორ მურაშოვი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურიდან ქალაქ ენერგოდარში მიემართებოდა. მურაშოვი ავტომობილიდან გადაიყვანეს და თვალახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. დმიტრო კულება: პუტინის ანექსია უკრაინისთვის არაფერს ცვლის. განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპის უმსხვილესი ელექტროსადგურია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.  

Politico: უკრაინის NATO-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას ნენსი პელოსიმ მხარი არ დაუჭირა

უკრაინის განცხადება, რომ NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლა სურს, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. თეთრი სახლი: უკრაინის NATO-ში შესვლა სხვა დროს უნდა გადაწყდეს მათივე ცნობით, უკრაინის NATO-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ. "დასავლეთი შიშობს, რომ უკრაინის დაუყოვნებლივ შესვლა NATO-ში, რაც მოითხოვს 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობას, აშშ-სა და რუსეთის ომს გამოიწვევს უკრაინაში მოსკოვის შეჭრის და ასევე მისი იძულებითი ანექსიების გამო", - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 59 610 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. დმიტრო კულება: პუტინის ანექსია უკრაინისთვის არაფერს ცვლის. განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს "რუსების საერთო დანაკარგები კი მოიცავს: 336 ერთეულ მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 176 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 264 საბრძოლო თვითმფრინავს, 226 ვერტმფრენს, 1009 ერთეულ ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 15 გემს/ნავს, 3786 სხვადასხვა ავტომობილსა და ტანკერს, 131 ერთეულ სპეცტექნიკას და 246 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა. ევროსაბჭოს წარმომადგენლობით სტრუქტურებში თამარ ტალიაშვილის საქმიანი გამოცდილება საქართველოს თვითმმართველობის დელეგაციის წევრის სტატუსით 2017 წლიდან იწყება. 2018 წელს სტრასბურგში ევროსაბჭოს კონგრესმა იგი აირჩია ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში 2021 წელს თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მომხსენებლად აირჩიეს, ხოლო მოგვიანებით 2022 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარედ.    

სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალგაზრდებს, რომლებიც ემიგრაციაში იზრდებიან, მიეცეთ საშუალება, საქართველოშიც გაიცნონ

საჭიროა, რომ ის ახალგაზრდები, ვინც უცხოეთში, ემიგრაციაში იზრდებიან, არ დაკარგონ კავშირი საქართველოსთან და მიეცეთ საშუალება, საქართველოშიც გაიცნონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც კომპოზიტორ დემეტრე გამსახურდიას ნაწარმოებების კონცერტი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების მიზანი საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერაა. ქართული თანამედროვე პროფესიული მუსიკის ორბელიანების სასახლეში წარდგენა ქართულ საზოგადოებაში ამ ჟანრის მუსიკის აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯია. დემეტრე გამსახურდიამ ორბელიანების სასახლეში მსმენელის წინაშე მუსიკალური პერფომანსი „მიკარება“ შეასრულა. „მინდა, მივესალმო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დღეს ძალიან სასიამოვნო დღეა. შარშან, როცა ვიზიტით შვეიცარიაში ვიმყოფებოდით, დემეტრე გამსახურდიამ ჩვენთვის ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე ერთ-ერთი თავისი ნაწარმოები შეასრულა, მაგრამ მაშინდელი გარემო არ იყო შესაბამისი, რომ ნამდვილად მოგვესმინა მისი კომპოზიციები ისე, როგორც საჭირო იყო, ამიტომ მე მას შევთავაზე, რომ როგორც კი, საქართველოში ჩამოვიდოდა შეეძლო ორბელიანების სასახლის ამ სივრცეში და უფრო სწორ ფორმატში დაეკრა ჩვენთვის თავისი კომპოზიციები. მე მგონი, ეს სრულიად გამართლებული და სწორია, რომ პრეზიდენტის სასახლეში პირველი პრეზიდენტის შვილიშვილს მიეცეს საშუალება საკუთარი ნაწარმოებები შეასრულოს. აქვე მინდა დავძინო, რომ ეს საშუალება ეძლევა არა მხოლოდ ბაბუის გამო, იმიტომ, რომ თვითონაა გამორჩეული პიანისტი და კომპოზიტორი. ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ მთელ ოჯახს, მაგრამ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ სწორედ მის შემოქმედებას ვაღიარებთ. როცა მუსიკოსი, პიანისტი, კომპოზიტორი უკვე აღიარებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში – შვეიცარიაში, სადაც ცხოვრობს, გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში და სწორია, რომ საქართველოშიც აქვს კონცერტები და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე რადგან საჭიროა, რომ ის ახალგაზრდები, ვინც უცხოეთში, ემიგრაციაში იზრდებიან, არ დაკარგონ კავშირი საქართველოსთან და მიეცეთ საშუალება, საქართველოშიც გაიცნონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის საწყისი ნაბიჯი, რომელიც საქართველოში ძალიან საინტერესო ფორმებითა და სხვა საკონცერტო დარბაზებში გაგრძელდება. გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. დემეტრე გამსახურდია უცხოეთში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორია, რომლის მუსიკა დაფუძნებულია ქართულ მრავალხმიანობაზე და რომელიც თანამედროვე მუსიკის ისეთ ელემენტებს იყენებს, როგორიცაა „მინიმალური მუსიკა“ და „სპექტრალური მუსიკა“. მუსიკალური კომპოზიცია შვეიცარიის მთებშია შექმნილი – საფორტეპიანო პერფომანსი აკუსტიკური და ციფრული კლავიატურებით, რომლის კონცეფცია ბგერასთან მიკარებაა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მიმართ ამერიკელი ხალხის სოლიდარობას

ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მიმართ ამერიკელი ხალხის სოლიდარობის ამ ძლიერ აქტს და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ორპალატიან და ორპარტიულ მხარდაჭერას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. ჯო ბაიდენი: მოსკოვი უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და მსოფლიოს წინაშე ზიზღის დემონსტრირებას ახდენს Politico: უკრაინის NATO-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას ნენსი პელოსიმ მხარი არ დაუჭირა „ვაფასებთ უკრაინის მიმართ ამერიკელი ხალხის სოლიდარობის ამ ძლიერ აქტს და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ორპალატიან და ორპარტიულ მხარდაჭერას. კანონი ითვალისწინებს თავდაცვის პროგრამების დაფინანსებას, ასევე უკრაინისთვის ძლიერ პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას. ეს დახმარება დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთის ფედერაციის აგრესიისთვის ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევა!“ - აცხადებს ზელენსკი. თეთრი სახლი: უკრაინის NATO-ში შესვლა სხვა დროს უნდა გადაწყდეს უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.  

„ქართული ოცნება“: ჩვენი ხელისუფლებაა პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია

დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია,- ასე აჯამებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წელს. განცხადებაში, რომელიც პარტიამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ზუსტად 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა დანაშაულებრივ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც ყველა ფასეულობას ებრძოდა და ფეხქვეშ თელავდა. „ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და ეკლესიის პატივისცემა მისთვის ყველაზე ფასეული და უზენაესია. ზუსტად 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა დანაშაულებრივ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც ყველა ზემოხსენებულ ფასეულობას ებრძოდა და ფეხქვეშ თელავდა. დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება, ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის მტკიცე დაცვა, სამშობლოსა და ეკლესიის სიძლიერეზე ზრუნვა არის ის უმთავრესი პრინციპები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ საქმიანობა მომავალშიც დაეფუძნება. დღეს საქართველო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, ღრმად გვწამს, რომ ქართველი ხალხის თანადგომით, ყველა სირთულეს ღირსეულად დავძლევთ. საქართველოს გამთლიანება და კეთილდღეობის თითოეულ ოჯახამდე მიტანა არის ის ოცნება, რომლის გარშემოც ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა დაფუძნდა. გვჯერა, რომ თითოეული პატრიოტი ქართველის ეს ოცნება ძალიან მალე აუცილებლად ახდება“,- ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.  

ორბელიანების სასახლეში მხატვარ ნინო გამსახურდიას გამოფენა გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დღეს შვეიცარიაში მცხოვრები მხატვრის, ნინო გამსახურდიას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა, ესწრებოდნენ დიპლომატები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ნინო გამსახურდია შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანია, რომლის ნამუშევრებიც ბუნებრივ მასალებთან ურთიერთობის კაცობრიობის უძველეს გამოცდილებას და ამ მასალების საშუალებით საკუთარი იდეების თვითგამოხატვას ეფუძნება. მხატვარ ნინო გამსახურდიას განცხადებით,  ქართულ კულტურაში ბევრი ელემენტია, რომელიც დავიწყებას ეძლევა და მის შესანარჩუნებლად საჭიროა ბრძოლა, არა ხმლით და იარაღით, არამედ მისი განახლებით, გამოყენებით და თანამედროვე მეთოდებით ცნობიერებაში შემოსვლითა და ხელოვნებით. „ჩვენ 30 წლის წინ წავედით ემიგრაციაში და წავიღეთ აქედან უდიდესი სიმდიდრე – ეს არის ქართული კულტურა, ხელოვნება და ცოდნა მის შესახებ. ქართული მრავალხმიანობა ჩვენს ოჯახში ყოველთვის საქართველოს ის ნაწილი იყო, რომელიც თან წავიღეთ. მე საქართველოდან საოცარი პედაგოგებისგან და მეცნიერებისგან უდიდესი ცოდნა წავიღე, რომელმაც შემდგომი განვითარებისთვის უდიდესი დახმარება გამიწია. ჩემი შემოქმედება არის არა მხოლოდ ფერწერა, არამედ უფრო სამეცნიერო ექსპერიმენტი, რომ ეს ძველი ტექნიკა რაღაცნაირად ისევ აღდგეს, რაღაც ფორმით მაინც იარსებოს. ჩემი შემოქმედება ექსპერიმენტული ტიპის ხელოვნებაა, ამ ნიმუშებს თანამედროვე ფორმა აქვს, ოღონდ მთლიანად, მთელი ტექნიკა აბსოლუტურად ტრადიციულია და ეყრდნობა ძველ ხატწერას, ძველ კედელთმხატვრობას, უფრო განვრცობილია, რა თქმა უნდა, რადგან დღეს ვცხოვრობთ გლობალიზებულ სამყაროში, მე მაქვს მაგალითად საშუალება შევიძინო ერთი პიგმენტი, რომელიც მოიპოვება ჩილეში, მეორე მოიპოვება ავსტრალიაში და ა.შ. მაგრამ დაახლოებით მესამედი ამ პიგმენტების არის საქართველოდან, ქართული წარმოშობისაა“, – განაცხადა ნინო გამსახურდიამ. პრეზიდენტის მრჩევლის კოტე ნაცვლიშვილის განცხადებით, როგორც ბგერა მოდის სამყაროს კაცობრიობის დასაბამიდან, ეს ფერებიც სწორედ ჩვენი საწყისებიდან მოდის და მხატვრის შემოქმედებაც ამის ნათელი მაგალითია. „ნინო გამსახურდია იყენებს იმ პირველ ქმნილ ფერებს, რომლებიც არსებობს დედამიწაზე და რომელიც ადამიანმა თავის განვითარების პარალელურად აღმოაჩინა და რომლითაც იწყება კაცობრიობის შემოქმედება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის საკითხებში კოტე ნაცვლიშვილმა. მხატვარი იყენებს ოქროს, როგორც მზის სიმბოლოს და ოქროს ფონზე ბუნებრივი მინერალებისაგან (ნახევრად ძვირფასი ქვებისგან) დამზადებული საღებავებით ქმნის აბსტრაქტულ კომპოზიციებს. მისი შემოქმედება არის მცდელობა ადამიანი დააბრუნოს ბუნებასთან და დღევანდელ ტექნოკრატულ (ციფრულ) სამყაროში, სადაც გამეფებულია დროებითი, მოკლევადიანი ნივთებითა და ხელოვნებით სარგებლობის კულტი, საზოგადოება აზიაროს ადამიანის ცივილიზაციის დასაბამისეულ ტექნიკებს, მასალებსა და მხატვრულ ფორმებს, რომელიც შეგვახსენებს ხელოვნების თავდაპირველ – მაგიურ ფუნქციას.  

უკრაინის გენშტაბი: ლიმანის მახლობლად 5000-ზე მეტი რუსი სამხედრო ალყაშია მოქცეული

"ლიმანის მახლობლად 5000-ზე მეტი რუსი სამხედრო ალყაშია მოქცეული", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული შეიარაღებული ძალები ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „ლიმანში მყოფი რუსული დაჯგუფება ალყაშია მოქცეული. გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტები იამპოლი, ნოვოსელოვკა, შანდრიგოლოვო, დრობიშევო, სტავკი“, - განაცხადა უკრაინული ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმა. დმიტრო კულება: პუტინის ანექსია უკრაინისთვის არაფერს ცვლის. განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მიხეილ ჩხენკელი საქართველოში თურქეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან. შეხვედრისას მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. უნივერსიტეტის კარი ღიაა თურქი სტუდენტებისთვისაც. როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია. თურქეთის ელჩთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა თურქ მეცნიერებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და ამ მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში ქართველ და თურქ მეცნიერებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის საკითხებს, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით. გარდა ამისა, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის საელჩოს მრჩეველი განათლების საკითხებში სუათ კოლუქირიქი და საელჩოს წარმომადგენელი გიზემ სევიმი.  

კახა კალაძე: ვერ გეტყვით, დააყენებს თუ არა, საქართველო იმ მოთხოვნას, როგორიც ჰქონდა უკრაინას დაჩქარებული წესით NATO-ში წევრობასთან დაკავშირებით

ვერ გეტყვით, დააყენებს თუ არა საქართველო იმ მოთხოვნას, როგორიც ჰქონდა უკრაინას დაჩქარებული წესით NATO-ში წევრობასთან დაკავშირებით. “არ ვიცი, ვერ გეტყვით. როცა იქნება მსჯელობა და გადაწყვეტილება, გეტყვით. არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში ძალიან რთულია რამეზე განმარტებების გაკეთება”,- განაცხადა კალაძემ. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.  

უკრაინელმა სამხედროებმა, ლიმანის შესასვლელთან უკრაინის დროშა აღმართეს

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ლიმანის შესასვლელთან უკრაინის დროშა აღმართეს. უკრაინის გენშტაბი: ლიმანის მახლობლად 5000-ზე მეტი რუსი სამხედრო ალყაშია მოქცეული უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „პირველი ოქტომბერი. ჩვენი დროშა ჩვენს მიწაზე აღვმართეთ. ლიმანი!" - აცხადებს ერთ-ერთი ჯარისკაცი. დმიტრო კულება: პუტინის ანექსია უკრაინისთვის არაფერს ცვლის. განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დღეიდან, Lend-Lease-ის შესახებ კანონი ამოქმედდა

დღეიდან ამერიკა უკრაინას ტანკებსა და ჯავშანტექნიკას, საარტილერიო  და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე, საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდის - Lend-Lease-ის შესახებ კანონი დღეიდან ამოქმედდა. ამის შესახებ უმაღლესი "რადას" ხელმძღვანელმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მიმართ ამერიკელი ხალხის სოლიდარობას ჯო ბაიდენი: მოსკოვი უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და მსოფლიოს წინაშე ზიზღის დემონსტრირებას ახდენს "უახლოეს მომავალში კი გამოქვეყნება კიდევ ერთი სია, სადაც კონკრეტული ადამიანები და ის კომპანიები მოხვდებიან, რომლებიც რუსეთს ომს უკრაინაში  ფინანსურად მხარს უჭერენ. მათ ამერიკის შეერთებული შტატები დაასანქცირებს", - წერს სტეფანჩუკი. დმიტრო კულება: პუტინის ანექსია უკრაინისთვის არაფერს ცვლის. განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინული მედია: ხარკოვის ოლქში, ოკუპანტებმა ავტომობილების კოლონა დაბომბეს

ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში, ოკუპანტებმა ავტომობილების კოლონა დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. წინასწარი მონაცემებით, 20 ადამიანი დაიღუპა, - ამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: ლიმანის მახლობლად 5000-ზე მეტი რუსი სამხედრო ალყაშია მოქცეული უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს ამ ეტაპზე ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დეტალები ზუსტდება. დმიტრო კულება: პუტინის ანექსია უკრაინისთვის არაფერს ცვლის. განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ესპანეთში, ჟირონას უნივერსიტეტში ქიმიური ექსპერიმენტის დროს აფეთქება მოხდა, დაშავდა 18 ადამიანი

ესპანეთში, ჟირონას უნივერსიტეტში ქიმიური ექსპერიმენტის დროს აფეთქება მოხდა, დაშავდა 18 ადამიანი. ამასთან, დაშავებულთა შორის 10 ბავშვია. როგორც ცნობილია, ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ რა მოჰყვება კასრში თხევადი აზოტისა და ცხელი წყლის შერევას. დაშავებულებს შორის არიან როგორც ერთ-ერთი მეცნიერი, ასევე მაყურებლები.  

რუსეთმა იტალიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთის სახელმწიფო კომპანია PJSC Gazprom-მა იტალიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა, რამაც ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. რუსული „გაზპრომი“ იტალიისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად, ავსტრიაში შექმნილ პრობლემას ასახელებს. „ავსტრიის გავლით გაზის მოწოდება შეუძლებელია“,- აცხადებენ „გაზპრომში“.  ამასთან, იტალიური მხარე აცხადებს, რომ ავსტრიას გაზი მიეწოდება.  Bloomberg-ის ცნობით, ახლა ევროპული ქვეყნები რუსული გაზის ალტერნატივის მოძებნას ჩქარობენ, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ევროპისთვის გაზის შეწყვეტით, ევროკავშირზე ზეწოლას ცდილობს.   იტალიისთვის გაზის შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე, Nord Stream1-სა და Nord Stream2-ზე ბალტიის ზღვაში დაზიანება დაფიქსირდა. მილსადენების დაზიანების მიზეზი ამ დრომდე ოფიციალურად არ დასახელებულა.  The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა. 20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.  

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა

დღეს აზერბაიჯანი გახდა ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი და მალე ელექტროენერგიის მიმწოდებელიც გახდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შაბათს, სოფიაში საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის დამაკავშირებელი ხაზის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „გასულ წელს აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტმა 19 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. წელს კი 22 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იგეგმება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

პუტინთან და მის გარემოცვასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს - პოდოლიაკი

პუტინთან და მის გარემოცვასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ რუსეთის ახალ პრეზიდენტთანპრეზიდენტთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა "ტვიტერზე" დაწერა. უკრაინის გენშტაბი: ლიმანის მახლობლად 5000-ზე მეტი რუსი სამხედრო ალყაშია მოქცეული უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „პუტინთან და მის გარემოცვასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ რუსეთის ახალ პრეზიდენტთან, რომელიც უფრო ადეკვატურად შეაფასებს რეალობას“, - დაწერა პოდოლიაკმა. დმიტრო კულება: პუტინის ანექსია უკრაინისთვის არაფერს ცვლის. განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თურქეთი-ირანის გაზსადენით გაზის ტრანზიტი შეჩერდა

ირანი-თურქეთის მილსადენზე გაზის მიწოდება 2-დან 9 ოქტომბრამდე გეგმიური ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდება. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო კომპანია Boru Hatları ile Petrol Taşıma AŞ (BOTAŞ) იტყობინება. კომპანიაში აღნიშნეს, რომ ეს არ იმოქმედებს მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე. „გაზსადენზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, თურქეთის სატრანსპორტო ქსელს გურბულაკში შესასვლელი პუნქტიდან 8 დღის განმავლობაში გაზი არ მიეწოდება“, - ნათქვამია ანგარიშში.  

კახა კალაძე თბილისში მყოფ დოჰას მერს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე დოჰას მერს, მანსურ აჯრან ალ-ბუაინაინს შეხვდა. „თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, დედაქალაქში 14 ქალაქის დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ დოჰას მერს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სტუმრებს „თბილისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოეწონებათ. შეხვედრაზე ყურადღება ქალაქებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც გამახვილდა. „მოხარული ვარ, რომ გამონახეთ დრო და შესაძლებლობა, თბილისში ჩამოსულიყავით. მიხარია, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა არსებობს, რაც მისასალმებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გავაღრმაოთ და კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ. მისასალმებელია ყველაფერი ის, რასაც თქვენი ქვეყნისთვის აკეთებთ. მთავარია, ჩვენთან, თბილისში სასიამოვნო დღეები გაატაროთ - ქალაქში, რომელსაც აქვს უდიდესი ტრადიცია და ისტორია. სხვადასხვა პროექტის სახით, ჩვენთან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება, რათა ქალაქი კიდევ უფრო კომფორტული, მიმზიდველი და საინტერესო გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ, დოჰას მერმა თბილისელ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. დედაქალაქის მერი უცხოელ კოლეგებთან ერთად, დღეს ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკშიც იმყოფებოდა, სადაც „თბილისობის“ ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო.