ძებნის რეზულტატი:
დმიტრო კულება: პუტინის ანექსია უკრაინისთვის არაფერს ცვლის. განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ფსევდორეფერენდუმებით უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსია, არაფერს არ ცვლის. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიის მცდელობისას, პუტინი ცდილობს დაიკავოს ტერიტორიები, რომლებსაც ადგილზე ფიზიკურად არც კი აკონტროლებს. არაფერი იცვლება უკრაინისთვის: ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მიწის, ხალხის განთავისუფლებასა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - წერს კულება. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
ჯონსონი პუტინს: თქვენი გამოსვლა თაღლითობა და სირცხვილია
ცივილიზებული სამყარო არ დაუშვებს რუსეთს მიერ უკრაინის კოლონიზაციასა და არასოდეს აღიარებს ყალბ რეფერენდუმებს. მსოფლიო, უკრაინელ დამცველებს დამპყრობლების წინააღმდეგ ომში მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. „ვლადიმერ პუტინ, თქვენი გამოსვლა თაღლითობა და სირცხვილია. მსოფლიომ არასოდეს არ უნდა მიიღოს თქვენი ყალბი რეფერენდუმები ან უკრაინის კოლონიზაციის თქვენი სასტიკი და უკანონო მცდელობა. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და მათ დაუფიქრებლად დავუჭერთ მხარს, სანამ მათი ქვეყანა არ გახდება მთლიანი და თავისუფალი, - წერს ჯონსონი Twitter-ზე. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინის NATO-ში მიღების საკითხი, ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის კონსენსუსით უნდა გადაწყდეს
NATO-ს ქვეყნები უკრაინის უფლებას საკუთარი გზით წასვლის შესახებ, მხარს უჭერენ. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ახლა ჩვენ გვჭირდება კონცენტრირება უკრაინის სასწრაფო დახმარებაზე. მაგრამ NATO-ში მიღების საკითხი ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის კონსენსუსით უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
ენტონი ბლინკენი: NATO-ს კარი ღია დარჩება, მათ შორის უკრაინისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სწრაფ განაცხადზე პირდაპირი კომენტარი არგაუკეთებია, მაგრამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას. იენს სტოლტენბერგი: უკრაინის NATO-ში მიღების საკითხი, ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის კონსენსუსით უნდა გადაწყდეს „მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო, რომ NATO-ს კარი ღია დარჩება, მათ შორის უკრაინისთვის. ცნობილია პროცესი ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას ცდილობენ. უკრაინა, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, განაგრძობს ამ პროცესის შესრულებას, რა თქმა უნდა თუ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს აქვს ასეთი სურვილი“, - განაცხადა ბლინკენმა. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
ჯო ბაიდენი: Nord Stream-ის ორივე მილსადენის დაზიანება, მიზანმიმართული დივერსიაა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული გაზსადენების Nord Stream1-ისა და Nord Stream2-ის დაზიანებას მიზანმიმართული დივერსია უწოდა. მან ამის შესახებ ტელემიმართვაში განაცხადა. NATO: „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებაზე: ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს დივერსიის შედეგია „ეს იყო მიზანმიმართული დივერსიული აქტი. ახლა კი რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციასა და სიცრუეს. ჩვენ ვმუშაობთ მოკავშირეებთან, რათა დავადგინოთ ზუსტად რა მოხდა. ჩემი მითითებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში ჩვენი მოკავშირეების დახმარება უკვე დავიწყეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდა რუსულ გაზსადენებზე, მაგრამ განაცხადა, რომ ამ საკითხში რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება. The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, უკრაინის NATO-ში ვადამდე გაწევრიანებას მხარს უჭერენ
„ბალტიისპირეთის მეგობრები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის NATO-ში ადრეულ გაწევრიანებას. უკრაინის შთამაგონებელი გამბედაობა მხოლოდ ჩვენი ალიანსის გაძლიერებას შეძლებს", - დაწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Twitter-ზე. მსგავსი შეტყობინებები Twitter-ზე გამოაქვეყნეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
უილიამ კორტნი: ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრძანების შესრულებას დასთანხმდეს
Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტზე. უილიამ კორტნის აზრით, ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკოს უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. „ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, დიდი ალბათობით, შემთხვევითი არ არის. ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მას შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ [მოსკოვის ან პუტინის.რედ.] ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. ამრიგად, კრემლმა შეიძლება, იფიქროს, რომ თუ აფხაზეთი შეუერთდება ევროკავშირის ქვეყნებს, მას ექნება მეტი შანსი, დაეყრდნოს ბელორუსს“, - განუცხადა Europetime-ს უილიამ კორტნიმ. ამასთან, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტზე“. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, პუტინთან კოორდინაციით, ლუკაშენკო სავარაუდოდ, ქართველებსა და ევროპელებში არასტაბილურობის განცდის გაჩენას ეცადა, მათი შიშების გამოყენებაში კი პუტინს დაეხმარა, რომ საბოლოოდ, ძირი გამოეთხარა ევროპისა და ამერიკის სოლიდარობისთვის. „მე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტი ლუკაშენკო და რა გეგმები ჰქონდა მას, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა. შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ პუტინთან და სურდა, ერთი მხრივ, არამხოლოდ ქართველებში, არამედ ევროპელებში დაენახა არასტაბილურობა და ამასთან, გაეჩინა ეჭვები რუსეთის მიერ პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევის შესახებ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომლის 4 რეგიონშიც ანექსიის მცდელობებსაც ვხედავთ ახლა. მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს, დაეხმაროს პრეზიდენტ პუტინს ამ შიშების გამოყენებაში, რათა ევროკავშირში უთანხმოება ნახოს და ძირი გამოუთხაროს ევროპულ სოლიდარობას, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სოლიდარობას, ასევე, ევროპასა და აშშ-ის შორის სოლიდარობას, მაგრამ ამაოდ, რადგან ეს სოლიდარობა ძალიან ძლიერი და მტკიცეა“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. უფრო ადრე, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს“, - მიიჩნევს პოლ გობლი. Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა კი განაცხადა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.
თეთრი სახლი: უკრაინის NATO-ში შესვლა სხვა დროს უნდა გადაწყდეს
თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხი „სხვა დროს“ უნდა გადაწყდეს და ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად მისი მხარდაჭერა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აშშ ათწლეულების მანძილზე ცხადად აცხადებდა, რომ მხარს უჭერს NAT0-ს ღია კარის პოლიტიკას. NATO-ში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ალიანსის 30 წევრის თანხმობის შედეგად მიიღება. ახლა, ჩვენი აზრით, საუკეთესო გზაა უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერა „მიწაზე“. ხოლო ბრიუსელში მიმდინარე პროცესი სხვა დროს უნდა განიხილებოდეს", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში „რეფერენდუმებს“ გმობს
რუსეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, პარასკევს გამართულ შეხვედრაზე ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებს გმობს და რუსული ჯარების გაყვანას ითხოვს. კენჭისყრისას ოთხმა ქვეყანამ - ჩინეთმა, ინდოეთმა, გაბონმა და ბრაზილიამ თავი შეიკავა, უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 10 წევრმა მხარი დაუჭირა აშშ-სა და ალბანეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას. რეზოლუციის მისაღებად საკმარისი იქნება უშიშროების საბჭოს წევრების მინიმუმ ცხრა ხმა, მუდმივი წევრების ვეტოს გარეშე. დისკუსიის დროს გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ შეერთებული შტატები "უხამსობაში" დაადანაშაულა, რადგან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის ქმედებების კენჭისყრაზე დაყენება, რეზოლუციების განხილვის დადგენილ წესს არღვევს და ვეტოს უფლების გამოსაყენებლად, მოსკოვის პროვოცირებას იწვევს. ამის საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა თქვა, რომ რეზოლუცია კენჭისყრაზე დადგება გენერალურ ასამბლეაზე, სადაც არ არსებობს ვეტოს უფლება, რათა აჩვენონ, რომ მსოფლიო „ჯერ კიდევ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხარესაა“. 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
უკრაინის მიერ ქალაქი ლიმანი სრულად დეოკუპირებულია
უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ განაცხადა. „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ, 81-ე სადესანტო ბრიგადამ, უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილებთან და კულჩიცკის ბატალიონთან ერთად გაათავისუფლა და კონტროლქვეშ აიყვანა დონეცკის ოლქის ლიმანის დასახლება“, – წერს კირილ ტიმოშენკო. მანამდე მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ლიმანის შესასვლელში უკრაინის დროშას აღმართავენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს
უკრაინა დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში, აიღო ინიციატივა ომში და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. ამის შესახებ უკვე არის საკმარისი საჯარო ინფორმაცია. ყველამ მოისმინა რა ხდება ლიმანში, დონეცკის ოლქში. ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მადლობას ვუხდი ჩვენს მებრძოლებს ჩვენი თავდაცვის დიზაინის ამ ელემენტის განსახორციელებლად! ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოს საგარეო უწყება: უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. „რუსეთის ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია
2012 წლის პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია - „ქართულმა ოცნებამ,“ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად პირველად შეცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი გზით, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. „ამ პროცესში გადამწყვეტი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პიროვნული როლი. სრული უიმედობის, ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისების პირობებში, მან შეძლო სახალხო ენერგიის მობილიზება და სწორი მიმართულების მიცემა. შედეგად, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა, - მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს წარმატებულ განვითარებას. ამის შემდეგ, ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, არამედ განვახორციელეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, გავაღრმავეთ დემოკრატიული პროცესები, გავაძლიერეთ უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის - ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა საზოგადოების უდიდესი თანადგომისა და მონაწილეობის გარეშე. დღეს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, მთელ საზოგადოებას. მჯერა, რომ საქართველოს შემდგომი წინსვლა კვლავაც ხელისუფლებისა და ხალხის იმ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს, რომელსაც ზუსტად ათი წლის წინ ჩავუყარეთ საფუძველი“, - ნათქვამია განცხადებაში.
უახლოეს მომავალში უკრაინის ფრონტზე ესკალაციაა მოსალოდნელი - დანილოვი
უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანის, ოლექსი დანილოვის განაცხადაებით, უახლოეს მომავალში უკრაინის ფრონტზე ესკალაციაა მოსალოდნელი, რადგან რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა და ოკუპანტები შეეცდებიან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს "მადლობელი ვართ მათი, ვინც დონეცკის მიმართულებას იცავს და ასევე სხვების. გვესმის, რა ხდება ფრონტზე. ჩვენი ჯარები მზად არიან მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ესკალაციის მცდელობა, რადგან მათთან მობილიზაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა დანილოვმა. დმიტრო კულება: პუტინის ანექსია უკრაინისთვის არაფერს ცვლის. განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
აშშ-ში ქარიშხალ „იანს“ 42 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში, ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანს“ 42 ადამიანი ემსხვერპლა. ფლორიდას ქარიშხალი "იანი" დაატყდა თავს ბოლო მონაცემებით, ელექტროენერგიის გარეშეა 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ფლორიდაში, 147 000 - სამხრეთ კაროლინაში, 285 000 ჩრდილოეთ კაროლინაში და 58 000 ვირჯინიაში. ფლორიდის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნული გვარდიის 5000-მდე წევრის მობილიზაცია განახორციელა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს მერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს მერს ელდარ აზიზოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს დიალოგის, მეგობრობისა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ, რამაც მყარი სტრატეგიული პარტნიორობა მოიტანა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის საერთო ინტერესებშია. "საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები: ამერიკის ელჩმა უარი თქვა, რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დასკვნებს
ამერიკის ელჩმა უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დასკვნებს, რომ საელჩოს და რადიკალური ოპოზიციის თითოეული მოქმედება სრულად არის კოორდინირებული, – ამის შესახებ ნათქვამია "ქართული ოცნებიდან" წარული დეპუტატების, საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში. მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების განცხადებით, აშშ-ის ელჩი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ გაემიჯნა, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება დაუტოვა. „გუშინ ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა გიორგი ვაშაძის, გიგა ბოკერიას, აგრეთვე რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისა და მათი კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ აგორებული კამპანიის შესახებ, რომელიც საქართველოსთვის მრავალმილიარდიანი შეიარაღების გადაცემისა და უკრაინისთვის ქართული შეიარაღების მიწოდების თემას უკავშირდებოდა. სამწუხაროდ, ქალბატონმა ელჩმა მკაფიო პასუხს ამ შემთხვევაშიც აარიდა თავი და ჟურნალისტებს ძალზე ბუნდოვნად უპასუხა, „ეს განცხადებები სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორიაო“. ერთი მხრივ, ელჩი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ გაემიჯნა, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება დაუტოვა. კერძოდ, როდესაც ელჩი ამბობს, რომ რადიკალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უზუსტობებს შეიცავს და ის ამ ინფორმაციას სრულად არ უარყოფს, რჩება ობიექტური განცდა, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში სიმართლეს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. ელჩს რომ ეთქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვა არ შეუთავაზებია, ყველაფერი ნათელი იქნებოდა. საზოგადოება დარწმუნდებოდა, რომ ელჩი საჯაროდ უარყოფს რადიკალური ოპოზიციის ბრალდებას საქართველოში მეორე ფრონტის შექმნის სურვილის შესახებ. თუმცა, ელჩმა ჟურნალისტებს მკაფიო პასუხი არ გასცა, რაც სწორედ რომ საპირისპირო დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არა ვაშაძის მიერ წარმოდგენილი მასშტაბით, მაგრამ გარკვეული სოლიდური მოცულობით ახალი შეიარაღების შესყიდვას ამერიკული მხარე საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სთავაზობდა. ეს ხდებოდა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც გიორგი მარგველაშვილი და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები შეიარაღების შესყიდვის შესახებ კამპანიის აგორებას ცდილობდნენ. ყველასათვის ცხადია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მიერ ნებისმიერი სოლიდური ოდენობით შეიარაღების შესყიდვა, აგრეთვე უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და მეორე ფრონტის გახსნისთვის მყარ საბაბს შექმნიდა. ძალიან კარგად გვესმის, რომ გიორგი ვაშაძე, გიგა ბოკერია, გიორგი მარგველაშვილი და სხვები საკუთარი ინიციატივით არცერთ მნიშვნელოვან განცხადებას არ აკეთებენ. როდესაც ამას ემატება ელჩის დუმილი ან დუმილის ტოლფასი ბუნდოვანი პასუხები, საზოგადოებას დასკვნების ცხადად გამოტანა შეუძლია. სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა ამ შემთხვევაშიც უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დასკვნებს იმის შესახებ, რომ საელჩოს და რადიკალური ოპოზიციის თითოეული მოქმედება სრულად არის კოორდინირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
სუსი: სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს
სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. საკითხი განხილულ იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები“, – აცხადებენ სუს-ში.
ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა
საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოსთვის მონიჭებული ევროპული პერსპექტივა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩევლის იზაბელ დუმონის შეხვედრის განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის მჭიდრო პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და საერთო-ევროპულ ღირებულებებზეა დამყარებული. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ამაყობს, რომ საფრანგეთის სახით ჰყავს სანდო პარტნიორი, რომელთანაც საერთო ინტერესები აქვს. ირაკლი ღარიბაშვილმა იზაბელ დუმონს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა ევროპული პოლიტიკის საკითხებზე მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება საფრანგეთთან თანამშრომლობის გაფართოების იდეის ერთგული არა მხოლოდ უსაფრთხოების სფეროში, არამედ ევროკავშირთან კავშირების გაღრმავების მიმართულებითაც. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი და აღმოსავლეთის პარტნიორობის ელჩი ბრის როკფოი, საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას არ ვაღიარებთ
თურქეთს არ უღიარებია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს გამართული უკანონო რეფერენდუმის საფუძველზე. ჩვენ გამოვუცხადეთ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. დმიტრო კულება: პუტინის ანექსია უკრაინისთვის არაფერს ცვლის. განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას „თურქეთს არ უღიარებია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს გამართული უკანონო რეფერენდუმის საფუძველზე. ჩვენ გამოვუცხადეთ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. შესაბამისად, უარვყოფთ რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის რეგიონების - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიის შესახებ. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დადგენილი პრინციპების უხეშ დარღვევას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ამ ომის მოლაპარაკებების გზის დასრულებისკენ“, - აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.