ძებნის რეზულტატი:

თავდაცვის მინისტრი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12-13 ოქტომბერს NATO-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. უწეყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა პროგრამის დაწყებამდე უკვე გამართა შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. „ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე, რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრება, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად NATO-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. ბურჭულაძე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდება. მხარეები უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით NATO-სთან თავსებადობის გაძლიერებისა და NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. თავდაცვის უწყების ხელმღვანელი დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კატლერსაც შეხვდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: საქართველოსა და თურქეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება

საქართველოსა და თურქეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული თურქეთის „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში“ (DEIK) შემავალი თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. "ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და თურქეთ შორის ტურიზმის სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი თინათინ ზოიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერიან გვალია. 11 ოქტომბერს ქალაქ სტამბოლში ტურიზმის სფეროში საქართველო- თურქეთის თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის სამთავრობო დელეგაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი ხელმძღვანელობდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ ოპერატიულობა სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერმა ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა. უკრაინა: ხერსონის რეგიონში წინსვლას ვაგრძელებთ, მტერი თავდაცვით ხაზებს ცვლის მისი თქმით, იუჟნობუგსკაიას ოპერატიული ზონაში ვითარება დაძაბულია, მაგრამ კონტროლირებადი. „ჩვენმა დანაყოფებმა მიაღწიეს წარმატებას ბერისლავის რეგიონში - ნოვოვასილიევკას, ნოვოგრიგორიევკას, ნოვაია კამენკას, ტრიფონოვკასა და ჩერვონის განთავისუფლებაში. სოციალური და კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეანიმაციისთვის ღონისძიებები გრძელდება", - თქვა ნაზაროვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუს ოლიგარქ დერიპასკასთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების ბრალდებით, ბრიტანელი ბიზნესმენი დააკავეს

62 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი გრეჰემ ბონემ კარტერი ამერიკელების მოთხოვნით ლონდონში დააკავეს. მას ბრალი ედება რუსი მილიარდერის ოლეგ დერიპასკას სანქციების გვერდის ავლით დახმარებაში. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იტყობინება. აშშ რუს ოლიგარქ დერიპასკას სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს პროკურატურის განცხადებით, ბონემ კარტერი დერიპასკას ქონებას აშშ-ის კანონებისა და სანქციების დარღვევით მართავდა. ის, სავარაუდოდ, მუშაობდა კომპანიებში, რომლებსაც მილიარდერი 2003 წლიდან აკონტროლებდა. „ამასთან, ბრალდებული დაფინანსების წყაროებს მალავდა“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. გარდა ამისა, ბონემ კარტერი, ნიუ-იორკში, აუქციონის სახლში დერიპასკასათვის ნაყიდი ხელოვნების ნიმუშების უკანონო ტრანსპორტირებაშია ეჭვმიტანილი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრიტანელი შეგნებულად მალავდა ინფორმაციას, რომ ეს რუსი ოლიგარქის საკუთრება იყო. ვაშინგტონმა დერიპასკას წინააღმდეგ სანქციები 2018 წელს დააწესა, ხოლო 2022 წლის სექტემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსი ოლიგარქი სანქციების რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა.  დერიპასკა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია რუსეთში. ჟურნალმა Forbes-მა 2022 წელს მისი ქონება $1,7 მილიარდად შეაფასა. მეწარმემ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან ზარალი $7,5 მილიარდად შეაფასა. დერიპასკა მის წინააღმდეგ ბრალდებებს უარყოფს და აშშ-ის სანქციების სიაში შეყვანას სასამართლოში აპროტესტებს.   

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

სამართალდამცავებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნივთმტკიცებად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალაა ამოღებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და აჭარაში 5 პირი დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული მ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მ.გ. ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 11 ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით არის დაკავებული 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ა, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად, გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული ზ.ღ. დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. სამართალდამცველებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „აკ 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 100 ვაზნა, 3 მჭიდი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, ასევე, „მარიხუანა“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ 1989 წელს დაბადებული ა.ბ. აღნიშნული დანაშაულისთვის ხელვაჩაურში დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსის შემოწმების შედეგად, რევოლვერები, 12 ვაზნა და ცეცხლსასროლი იარაღის დეტალები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 214-ე, 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ვახტანგ გომელაური საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. "გომელაურმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნული შიდა უსაფრთხოების ატაშე - ოლივიე ლეფებვრი წარუდგინა. ვახტანგ გომელაურმა და შალვა ბედოიძემ შიდა უსაფრთხოების ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მხარეთა შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2023-2025 წლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალ წევრად 14 ქვეყანა აირჩია. მათ შორის არის საქართველოც. ფარული კენჭისყრის ფორმატში ჩატარებული არჩევნების შედეგები გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის თავმჯდომარემ ჩაბა კიოროშიმ გამოაცხადა. „2023 წლის პირველი იანვრიდან სამი წლის ვადით ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს შემდეგი 14 სახელმწიფო: ალჟირი, ბანგლადეში, ბელგია, ვიეტნამი, გერმანია, საქართველო, ყირგიზეთი, კოსტა-რიკა, მალდივები, მაროკო, რუმინეთი, სუდანი, ჩილე, სამხრეთ აფრიკა“, - აღნიშნა ჩაბა კიოროშიმ.  გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყანა, შეძლებს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მანდატის განხორციელებაში და იმ პროცესებში, რომლებიც მსოფლიოში, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 47 ქვეყანას მოიცავს. ამ ქვეყნების დაახლოებით მესამედი, ყოველწლიურად არჩევნების შედეგად იცვლება. უფლებამოსილების ვადა სამი წელია. აპრილში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთს, წევრობა შეუჩერა. ამის მიზეზი, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში შეჭრისას ადამიანის უფლებების „უხეში და სისტემატური დარღვევის“ მტკიცებულებები გახდა.  გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის პოზიციას შექმნის.   

იენს სტოლტენბერგი: NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას განვიხილავთ

NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას განიხილავენ და მთავარი პრიორიტეტი იქნება მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. გერმანია უკრაინას, 16 თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Zuzana-ს გადასცემს აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს მისივე თქმით, რუსები ცდილობენ უკრაინის ახალი მიწების უკანონო ანექსიას.  „რუსები ცდილობენ უკრაინის ახალი მიწების უკანონო ანექსიას და ჩვენ ვიხილეთ უკრაინულ ქალაქებზე განურჩეველი დარტყმები. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მოსკოვისგან შეფარული ბირთვული მუქარები. დღეს ჩვენ შევხვდებით უკრაინის თავდაცვის მინისტრს ალექსეი რეზნიკოვს. გზავნილი NATO-ს მოკავშირეებისგან იქნება ის, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცეა, ჩვენ მზად ვართ ხანგრძლივი გზისთვის და მხარს დავუჭერთ მათ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. ჯო ბაიდენი: პუტინი რაციონალური მოთამაშეა, მაგრამ უკრაინაში შეჭრისას შეცდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იენს სტოლტენბერგი: უკრაინის საჰაერო თავდაცვა მთავარი პრიორიტეტია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები ცდილობენ, კიევი საჰაერო თავდაცვითი საშუალებებით უზრუნველყონ, რათა უკრაინა რუსეთის განურჩეველი სარაკეტო თავდასხმებისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიცვან. „ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინისთვის და მთავარი პრიორიტეტი იქნება უკრაინის მეტი საჰაერო თავდაცვა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. 10 ოქტომბერს, კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კონსტანცაში პორტს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კონსტანცაში, საზღვაო პორტის აღმასრულებელ დირექტორს, ფლორინ ვიზანს შეხვდა, რომელმაც კონსტანცას პორტში უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პრეზიდენტს: ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი პორტები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საზღვაო საბორნე გადაზიდვის ხაზების ჩამოყალიბების შესახებ. „ამჟამად, საქართველოს მხოლოდ უკრაინასა და ბულგარეთთან აქვს პირდაპირი, რეგულარული საბორნე გადაზიდვები, თუმცა ევროკავშირთან ლურჯი საზღვრის არსებობის პირობებში, უმნიშვნელოვანესია საბორნე გადაზიდვები დაიწყოს რუმინეთის მიმართულებითაც“, - აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან  

სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ასტანაში შეხვდებიან

ყაზახეთის დედაქალაქში, რუსული მხარის ინიციატივით, 14 ოქტომბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა იტყობინება.  მანამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში ჟენევაში შეხვდნენ. პრაღაში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი.  პრაღაში, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიაგანთავსდეს, რომელიც დელიმიტაციის კომისიებთან ერთად იმუშავებს.  

ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს მაჩეი ჩურას შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარების მიმართულებით. მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ EIB-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, არამედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და აღნიშნული რეფორმების განხორციელების კუთხით ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რეფორმების განხორციელების გაგრძელება საქართველოსთვის ერთადერთი გზაა გამოწვევების დასაძლევად. ყურადღება გამახვილდა EIB-ს გადამწყვეტ როლზე პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  

უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა ავდეევკის ცენტრალური ბაზარი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, დასახლება ავდეევკა დაბომბეს, დაიღუპა სულ მცირე შვიდი ადამიანი, რვა კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის სამხედრო საოლქო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსმა ოკუპანტებმა, ნიკოპოლს 100-ზე მეტი ჭურვი ესროლეს „რუსებს არ შეუძლიათ, უკრაინის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ ეომებიან უიარაღო სამოქალაქო პირებს“, – წერს კირილენკო. უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე ისევ დაბომბეს 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იენს სტოლტენბერგი: რუსეთი თებერვლის შემდეგ, ყველაზე სერიოზულ ესკალაციას ახდენს. მზად ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის დასახმარებლად

NATO-ს თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში, აცხადებს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი მზადაა, უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენს. სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთი ომის კიდევ უფრო ესკალაციას ახდენს. „ჩვენ ვნახეთ ომის ყველაზე სერიოზული ესკალაცია რუსეთის შეჭრის შემდეგ. რუსეთი ათიათასობით ახალი ძალების მობილიზაციას ახდენს. ისინი ცდილობენ, უკანონოდ შემოერთონ ახალი უკრაინული მიწები და ჩვენ ვნახეთ განურჩეველი დარტყმები უკრაინის ქალაქებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ფარული ბირთვული მუქარები მოსკოვიდან.   ეს ყველაფერი თებერვლის შემდეგ ყველაზე სერიოზულ ესკალაციას იწვევს. დღეს ჩვენ შევხვდებით უკრაინის თავდაცვის მინისტრს, მინისტრ რეზნიკოვს და მოკავშირეების გზავნილი იქნება, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, ჩვენ მზად ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში დასახმარებლად და მათ მხარს დავუჭერთ, სანამ საჭირო იქნება. გაიმართება შეხვედრა მინისტრ რეზნიკოვთან აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტაქტო ჯგუფში და ასევე ვახშამი NATO-ს მინისტრებთან დღეს მოგვიანებით, რომელზეც განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა. მთავარი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვა იქნება. NATO უნიკალური პლატფორმაა. ჩვენ შეგვიძლია, ვაწარმოოთ მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა, გვაქვს მეტი შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვჭირდება, როგორც საკუთარი შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები ცდილობენ, კიევი საჰაერო თავდაცვითი საშუალებებით უზრუნველყონ, რათა უკრაინა რუსეთის განურჩეველი სარაკეტო თავდასხმებისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიცვან. იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა მთავარი პრიორიტეტია. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე, ბრიუსელში იმართება. შეხვედრას NATO-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უძღვება.  10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე 80-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. პუტინმა უკრაინაზე მასიური შეტევა აღიარა და კიდევ დაიმუქრა. აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი, ყირიმის ხიდის აფეთქებამდე გეგმავდა ფართომასშტაბიან თავდასხმებს უკრაინაზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ირანში, საპროტესტო აქციის დროს, დაღუპულთა რიცხვი 201-მდე გაიზარდა

ირანში საპროტესტო აქციების შედეგად, სულ მცირე, 201 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის 23 ბავშვია.  როგორც ცნობილია, ბოლო სამი დღის განმავლობაში ქურთისტანში რეპრესიებისა და დაღუპულთა შესაძლო რაოდენობის შესახებ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. ამასთან, ქალაქში ინტერნეტი შეფერხებულია. ირანის საპროტესტო აქციებს ბიძგი მისცა - ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაპატიმრების შემდეგ. საპროტესტო აქციები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციებზე მძლავრ ზეწოლას ახორციელებს ხელისუფლება, იზრდება მსხვერპლის რიცხვი. ამასთან, სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს შეხლა-შემოხლას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ ინტერნეტის ჩახშობის გამო ვიდეოების გავრცელება სულ უფრო რთული ხდება.  

გიორგი კაკაურიძე: საქართველოს საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბრალდებას, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე უსაფუძვლოს უწოდებს.  რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა ამის შესახებ, მან ჟურნალისტებს დღეს, საქართველოს პარლამენტში ვიზიტისას განუცხადა.  „არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს თუ ვაგონს... არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან", - განაცახადა მინისტრის მოადგილემ.  მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. „ყოველთვის შეუძლია ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას,“- აღნიშნა კაკაურიძემ.  

თსუ-ის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოითხოვენაა, რომ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი, რომლითაც აკადემიური საბჭო რექტორს ფარული კენჭისყრით ირჩევს. თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენლის საბა ქერქაძის განცხადებით, უნივერსიტეტის მომავალ რექტორად, სავარაუდოდ ჯაბა სამუშიას კანდიდატურა განიხილება, რომელსაც ახლობლები და ნაცნობები წინსწრებით უკვე ულოცავენ რექტორად არჩევას. "აკადემიური საბჭო უნდა დაიშალოს, აშენდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი და სახელმწიფომ დააწესოს საბინაო სუბსიდია სტუდენტებისთვის. სტუდენტები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო აქციები მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.  

Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან

10 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ქვეყნებს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე", დეკლარაცია გააფორმეს. საქართველო და NATO-ს წევრი რუმინეთი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია, გააძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებით.  ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტმა კონსტანცის პორტის ხელმძღვანელობასთან საქართველო-რუმინეთს შორის საბორნე გადაზიდვების საკითხი განიხილა დღის წესრიგშია შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა. მხარეები ისწრაფვიან, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა წვრთნები და საპორტო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონში. ასევე გაეცანით: რას გულიხმობს საქართველო-რუმინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პრეზიდენტს: ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი პორტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გარღმავების პერსპექტივებსა და პოტენციალზე, Europetime ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუსთან. იულიან კიფუ 2011-2014 წლებში იყო რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის საკითხებში. კიფუ ასრულებდა რუმინეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობას საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში.იულიან კიფუ არის ენერგორესურსების უსაფრთხოების ცენტრის გამგეობის წევრი - EUCERS ლონდონის კინგს კოლეჯში; 30-ზე მეტი წიგნის ავტორი და თანაავტორია კონფლიქტების, კრიზისების, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. ET: შავი ზღვა დამაკავშირებელია რუმინეთსა და საქართველოს შორის და ეს კავშირი არის ერთგვარი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. არაერთხელ ითქვა, რომ არსებობს უზარმაზარი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული. მაგალითად, რას იტყვით „აგრის“ (აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდაკავშირების) პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე „თეთრი ნაკადის“ განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს თურქმენული გაზის წამოღებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, და შავი ზღვით რუმინეთში შეტანას? იულიან კიფუ: ჩვენ მას შავი ზღვა კასპიის ზღვის დერეფანს ვუწოდებთ. რა თქმა უნდა, თუ ტრანსკასპიურ მილსადენს (ეს მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში) ავაშენებთ, ეს კარგი იქნება, თუმცა მისი განხორცილება ნამდვილად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის არის არამხოლოდ თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი, არამედ კასპიის ზღვის წესები. ვსაუბრობთ რა მის როგორც სრულად მულტიმოდალურობაზე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიძგს მისცემს ბათუმი-კონსტანცის პროექტს, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ და რომელსაც სამწუხაროდ, არ აქვს მხარდაჭერა... ამრიგად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში ამას ჯერ თურქმენეთისთვის და შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყაზახეთისთვის დამატებითი ღირებულება აქვს. ყაზახეთისთვის ის არის დიდი პრობლემა, რომ გააჩნიათ ნავთობი და გაზი, მაგრამ შეზღუდული ექსპლუატაციის შესაძლებლობით, რადგან მას რუსეთი ყიდულობს და არ აქვთ ტრანსკასპიური სიმძლავრე/მოცულობა. ასე რომ, ძირითადად, ამიტომ ვართ აქ.  ET: რუმინეთი უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. რას ფიქრობთ ამ კუთხით ქვეყნის პერსპექტივაზე? იულიან კიფუ: რაც მთავარია, საქართველო ყველაფერს აკეთებს NATO-სთან დასაახლოებლად და ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც საბოლოოდ გაიღება ალიანსის კარი, იქ შესასვლელად მზადყოფნა აუცილებელია. მოგეხსენებათ, გარკვეულწილად, შესაძლებლობები დაკავშირებულია კრიზისებთანაც და თუ მზად ხართ, ჩნდება შესაძლებლობების მომენტები, რომლებზეც შეგიძლიათ, ფსონი დადოთ. გარდა ამისა, ნაბიჯ-ნაბიჯ, NATO-ში თქვენი მომავალი გაწევრიანების პროცესის შენება, უსაფრთხოების განმტკიცება და რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია. ET: ევროპაში კვლავ ომისა და მშვიდობის საკითხების განხილვა გვიწევს, გამოსავალს რაში ხედავთ? იულიან კიფუ: შეუძლებელია, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ომზე ვსაუბრობდეთ. დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ, რომელიც ამ ქვეყნებს საერთაშორისო არენაზე უპირატესობის მოსაპოვებლად ემუქრება. აქედან გამომდინარე, საჭიროა საბოლოო გადაწყვეტა/შეთანხმება, რათა მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდეს. გეთანხებით, რომ ეს არის გადამწყვეტი დრო ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან დღეს ჩვენ ევროპაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე ისევ გვიწევს საუბარი. ეს მიუღებელია. მეორე მსოფლიო ომიდან 70 წელი გავიდა და მიუღებელია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო კვლავ ცდილობდეს, ჰქონდეს გავლენის სფეროები; გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა გადაჭრას თავისი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები და ცალმხრივად იმოქმედოს სხვა სუვერენულ სახელმწიფოებთან მიმართებით. ET: და ამ სუვერენული სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, აირჩიონ საკუთარი ალიანსები და გაწევრიანდნენ NATO-ში, ამ პროცესის დაჩქარება ზუსტად ახლა ხომ არ იქნებოდა მესიჯი და პასუხიც რუსეთისთვის. მინდა გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკუდებულია თითოეულ ამ სახელმწიფოსა და ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე; იმ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს ფუნდამენტს წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს არის პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც ამ გზას ნამდვილად უჭერს მხარს.

IAEA: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გარე ქსელიდან გაითიშა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე კვების ქსელიდან გათიშვის გამო, შეშფოთებულია.  „დღეს დილით, ჩვენმა გუნდმა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე იმყოფება, მაცნობა, რომ ატომური ელექტროსადგური გარე კვების ქსელიდან 5 დღეში მეორედ გაითიშა. სარეზერვო დიზელ-გენერატორები, ამ დროისთვის ელექტროსადგურის ატომური და ფიზიკური უსაფრთხოების ფუნქციას, ელექტროენერგიის მიწოდების შედეგად უზრუნველყოფენ“, - დაწერა გროსმა Twitter-ზე.  IAEA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის გარე კვების განმეორებითი დაკარგვა ღრმა შეშფოთებას იწვევს". გროსის განცხადებით, ტერიტორიის ირგვლივ ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის ზონის შექმნა, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.   

საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს ევროკავშირში არ მიიღებენ

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ გადაწყვეტილებაზე, რომ არ აღიარონ რუსული დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებში, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებშია გაცემული. „ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გაცემა ხდება. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.  რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება მოქმედ სამგზავრო დოკუმენტებად ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები აღარ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. ბრიუსელის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს „ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას, საგარეო საზღვრის და საერთო სავიზო პოლიტიკის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“. „ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ევროკავშირი ერთიანია და მტკიცედ უჭერს მხარს ორივე ქვეყანას და მათ ხალხს“, - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუზანმა. „გადაწყვეტილების დასამტკიცებლად დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან“, - ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ 2014 წლის შემდეგ გაცემული რუსული პასპორტებით, ყირიმის მოქალაქეებს, ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა აუკრძალა.