ძებნის რეზულტატი:

NATO ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში წარმომადგენლობას აორმაგებს

ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენებზე რუსეთის სავარაუდო დივერსიამ, რეგიონში დასავლეთის საზღვაო ძალების გაზრდა გამოიწვია. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა, Nord Stream-ზე დივერსია დაადასტურა დასავლეთის ქვეყნებმა ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში თავიანთი სამხედრო ყოფნა გააძლიერეს. ეს პასუხია რუსეთის მხრიდან სავარაუდო დივერსიაზე, რომელიც წყალქვეშა გაზსადენებზე მოხდა. NATO-ს მაღალჩინოსნებმა მოსკოვს ახალი გაფრთხილებები გაუგზავნეს ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღების შესახებ, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის მკვეთრად გაზრდის ბოლო ნიშანია.  მოკავშირე ქვეყნებმა ასევე გააფართოვეს ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების წყალქვეშა და ფრენების მონიტორინგი წყალქვეშა პატრულით და ფრენებით საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებიდან. Nord Stream 1 და 2 გაზსადენებით, დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიასა და დანარჩენ ევროპას მიეწოდება. დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდო დივერსია ემთხვევა რუსეთის გეგმას, გაყინოს ევროპის ნავთობისა და გაზის მარაგები ზამთრის წინ, რათა შეასუსტოს დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს, 10 ოქტომბერს გააფრთხილა რუსეთი. „ჩვენ განვიხილავთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას. NATO ამაზე მრავალი წელია, მუშაობს. Nord Stream-ის გაზსადენებზე დივერსიის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ჩვენი მზადყოფნა. ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი ყოფნა ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში 30-ზე მეტი ხომალდით. მხარს ვუჭერთ საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებს და წყალქვეშა შესაძლებლობებს. ეს ძალისხმევა მჭიდროდ კოორდინირებულია NATO-ს საზღვაო სარდლობის მიერ. მოკავშირეები ასევე ზრდიან უსაფრთხოებას ძირითადი ინსტალაციების გარშემო. აძლიერებენ დაზვერვას. „ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ჩვენი გამძლეობის გასაძლიერებლად და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ნებისმიერ მიზანმიმართულ თავდასხმას მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მოჰყვება ერთიანი და გადამწყვეტი პასუხი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7859 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7859 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7057 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7105 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

უკრაინის საჰაერო ძალები: 18 წუთში სულ მცირე ოთხი რუსული ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალებმა, სამხრეთ უკრაინაში, სულ მცირე ოთხი რუსული ვერტმფრენი 18 წუთში ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახურმა განაცხადა, იუწყება Ukrinform. „12 ოქტომბერს 08:40 საათიდან 08:58 საათამდე საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს მტრის სულ მცირე ოთხი თავდასხმის ვერტმფრენი (სავარაუდოდ Ka-52), რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფდნენ სახმელეთო საოკუპაციო ძალებს სამხრეთ ღერძზე. უკრაინის სამხრეთით“, - ნათქვამია ანგარიშში. Ka-52 არის საბრძოლო სკაუტური, თავდასხმის ვერტმფრენი განკუთვნილია ტანკების, ჯავშანტექნიკის, ჯავშანტექნიკის, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ვერტმფრენების განადგურებისთვის.  

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაშკენტში, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ტემურ რახიმოვი ვაზარით დაამარცხა. ჯამში საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა, 81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა, -90 კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ.  

აშშ უახლოეს კვირებში უკრაინას $4,5 მილიარდის პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას აღმოუჩენს

შეერთებული შტატები უახლოეს კვირებში უკრაინას 4,5 მილიარდი დოლარის პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა უკრაინელ კოლეგა სერჰი მარჩენკოსთან შეხვედრის წინ განაცხადა, იუწყება Reuters-ი. მოხსენების თანახმად, კონგრესმა ეს დაფინანსება ორი კვირის წინ დაამტკიცა, რამაც აშშ-ის მიერ პირდაპირი ბიუჯეტის მხარდაჭერა გრანტის სახით $13,5 მილიარდამდე გაზარდა. „ჩვენ მზად ვართ, ეს დაფინანსება რაც შეიძლება მალე გადმოგცეთ, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ თქვენი მამაცი წინააღმდეგობის მხარდაჭერა“, - განაცხადა იელენმა. ილენმა ასევე მოუწოდა პარტნიორებს და მოკავშირეებს, სწრაფად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები უკრაინის მხარდასაჭერად და შეუერთდნენ შეერთებულ შტატებს მეტის გაკეთებაში, რადგან რუსეთი აგრძელებს თავის „ბარბაროსულ“ თავდასხმებს. „ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა კოლექტიური ძალისხმევაა. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს და მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ უკრაინის წინაშე არსებული ვალდებულებების სწრაფად შესრულებაში, რათა დავეხმაროთ უკრაინას, გააგრძელოს თავისი უწყებების ფუნქციორება, ხალხისთვის მომსახურება. დავეხმაროთ უკრაინას მშენებლობასა და აღდგენაში“, - აღნიშნა იელენმა.  

ესტონეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურა

ესტონეთმა გემებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულია რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრში, ქვეყნის პორტები დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია ტაავი აასმას განაცხადებით, მთელი ევროპა ცვლის თავის ეკონომიკურ საქმიანობას და სულ უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება რუსეთისგან. „რუსულ რეესტრში რეგისტრირებულ გემებს ჩამოერთვათ ესტონეთის პორტებში შესვლის უფლება“, - ნათქვამია რუსული მედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული ჩვენი კავშირისკენ წინსვლა - ევროკომისიის პრეზიდენტი

ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული ჩვენი კავშირისკენ წინსვლა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით. ეს არის ევროპის მომენტი. ჩვენზეა დამოკიდებული ამ მომენტის გამოყენება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

პრეზიდენტმა კონსტანცის პორტის ხელმძღვანელობასთან საქართველო-რუმინეთს შორის საბორნე გადაზიდვების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კონსტანცაში, საზღვაო პორტის აღმასრულებელ დირექტორს, ფლორინ ვიზანს შეხვდა, რომელმაც კონსტანცას პორტში უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საზღვაო-საბორნე გადაზიდვის ხაზების ჩამოყალიბების შესახებ. ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ამჟამად, საქართველოს მხოლოდ უკრაინასა და ბულგარეთთან აქვს პირდაპირი, რეგულარული საბორნე გადაზიდვები, თუმცა ევროკავშირთან ლურჯი საზღვრის არსებობის პირობებში, უმნიშვნელოვანესია საბორნე გადაზიდვები დაიწყოს რუმინეთის მიმართულებითაც. როგორც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ივანე აბაშიძემ განაცხადა, პრეზიდენტის ვიზიტი კონსტანცას პორტში მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო გადაზიდვებისა და საზღვაო კავშირების უზრუნველყოფა, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ,,საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაუსვა საზღვაო სფეროში საქართველოსა და რუმინეთს შორის ფიზიკური კავშირების აუცილებლობას და ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ, რომ ძალიან მალე, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და თან ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ბათუმს, ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნე გადაჯდომის მიმართულებით. ეს მოიტანს მეტ ექსპორტს, მეტ კავშირს ევროკავშირთან, რამდენადაც, შავი ზღვა ჩვენსა და რუმინეთს შორის არის ლურჯი საზღვარი, რომელიც გვაერთიანებს ევროკავშირთან და ეს არის ერთადერთი პირდაპირი ფიზიკური კავშირი, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი საბორნე მიმოსვლა, რომელიც იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი, რომელიც საქართველოსთვის და ზოგადად, მთლიანად სამხრეთ-კავკასიასა და შუა აზიისთვის იქნება მნიშვნელოვანი", - განაცხადა ივანე აბაშიძემ.

ლოიდ ოსტინი: პუტინი მეტი ძალის მობილიზებას ცდილობს

პუტინი მეტი ძალის მობილიზებას ცდილობს - მისი ახალი თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელმა სამხედროებმა ამ ომის დინამიკა შეცვალეს , - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა. აშშ უახლოეს კვირებში უკრაინას $4,5 მილიარდის პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას აღმოუჩენს “პუტინი ცდილობს მეტი ძალების მობილიზებას და უკრაინის ტერიტორიების რუსეთისადმი მიკუთვნილების გამოცხადებას. ის თავს ესხმის სამოქალაქო სამიზნეებსა და ინფრასტრუქტურას უკრაინულ ქალაქებში. ის იყენებს უპასუხისმგებლო მუქარებსა და რიტორიკას”, - განაცხადა ოსტინმა. უკრაინის საჰაერო ძალები: 18 წუთში სულ მცირე ოთხი რუსული ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, თუმცა მანამდე ქვეყანას პირობების შესრულება მოუწევს. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვაჰეიმ განაცხადა. ევროკავშირმა ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის რვა პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ფორმულა იგივეა, როგორც უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში. მაგალითად, მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭოს შესახებ მოქმედ კანონში ცვლილებების დამტკიცება, სასამართლოების შესახებ ახალი კანონის მიღება, ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის შესახებ ახალი კანონის მიღება, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და ბრძოლის გასაძლიერებლად გადამწყვეტი ზომების მიღება, საზღვრებისა და მიგრაციის პოტენციალის მართვისთვის ყველა დონეზე ეფექტიანი კოორდინაციის ხელშეწყობა, ასევე თავშესაფრის მიცემის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. „ჩვენ ამას ბოსნია და ჰერცეგოვინის ხალხისთვის ვაკეთებთ, თუმცა ეს მაღალ მოლოდინებთანაც არის დაკავშირებული. ელიტებზეა დამოკიდებული ამ მიზნის რეალობად ქცევა”, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.    

ალექსანდრე დარახველიძე: ყველა სამართალდამცავი უწყება, უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. შსს: მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა „ყველა სამართალდამცველი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის პოლიტიკა არის უმკაცრესი იმ პირების მიმართ, ვინც მსგავსი ტიპის დანაშაულს სჩადის, თუმცა იმისათვის რომ, ბრძოლა იყოს ეფექტური აუცილებელია, რომ თითოეული უწყება, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს სათანადოდ მოტივირებული და იღებდეს ეფექტურ ღონისძიებებს, ამ დანაშაულთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ასევე, საზოგადოების ჩართულობა, ის რომ დროულად მოხდეს პოლიციის ინფორმირება, იმისთვის, რომ ჩვენ ჩანასახშივე ვებრძოლოთ ამ დანაშაულს.“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.  

რომის პაპმა უკრაინის ქალაქების „დაუნდობელი დაბომბვა“ დაგმო

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების „დაუნდობელი დაბომბვა“ დაგმო და მოუწოდა მათ, ვის ხელშიც არის ომის ბედი, შეწყვიტონ ის. ათასობით მომლოცველთან საუბრისას რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მისი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა კიევზე, ხმელნიცკის, ლვოვის, ჟიტომირის, დნიპროსა და სხვა ქალაქებზე. მთლიანობაში, რუსეთმა უკრაინის მასშტაბით 84 რაკეტა გაისროლა, მათგან 43 ჩამოაგდეს. „ამ დღეებში ჩემი გული უკრაინელ ხალხთანაა, განსაკუთრებით იმ ადგილების მცხოვრებლებთან, რომლებიც ინტენსიურად იბომბება. მე გულით ვატარებ მათ ტკივილს“, - განაცხადა რომის პაპმა.      

თავდაცვის მინისტრი უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  რამშტაინის ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც ესწრება შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები, ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება. შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობენ. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უკვე გამართა შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. მოგვიანებით, ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერსაც შეხვდება და NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს.  

ელჩი დეგნანი ФСБ-ს ინფორმაციაზე: ბევრი სპეკულაციაა

ამერიკის ელჩმა სპეკულაცია უწოდა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა გიორგი კაკაურიძე: საქართველოს საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია „არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ჰქონდეს ინფორმაცია ამ სატვირთოს შესახებ. ძალიან ბევრი სპეკულაციაა მთელი ინციდენტის შესახებ, მაგრამ რა მოხდა ამ სატვირთოსთან დაკავშირებით, ვფიქრობ, არავის აქვს ინფორმაცია. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან და სასაზღვრო პოლიციასთან, ასევე სანაპირო დაცვასთან და უზრუნველვყოფთ მათ ყველანაირი შესაძლებლობით, სწავლებით, რათა დაიცვან საკუთარი საზღვრები, შეაჩერონ აგრესია და ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იყო. ФСБ-ს მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი უკრაინიდან, ოდესის პორტიდან ბულგარეთში, ქალაქ რუსეში გაგზავნეს, აქედან საქართველოში, ფოთის პორტში, ამის შემდეგ კი სომხეთში. შემდეგ კი, ტვირთი სომხეთიდან კვლავ საქართველოში დააბრუნეს, საიდანაც რუსეთში გადაიტანეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბრალდებას, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე უსაფუძვლოს უწოდებს.  არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან", - განაცახადა მინისტრის მოადგილემ.  მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. „ყოველთვის შეუძლია ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას“, - აღნიშნა კაკაურიძემ.  

ამერიკის ელჩის თქმით, ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას უნდა დაეთმოს

ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას უნდა დაეთმოს, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებნს განუცხადა. შეკითხვა ეხებოდა „ხალხის ძალის“ განცხადებას აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ. „ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ და ძალიან გამჭვირვალედ ვსაუბრობთ და ჩანს თუ რა მიმართულებით მიდის ჩვენი დახმარება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო საქართველოს ხელისუფლებაში, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვეხმარებოდით და ვეხმარებით საქართველოს, რომ გახდეს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, შეძლოს თავისი საზღვრების დაცვა, განვითარდეს ეკონომიკა, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ვეხმარებოდით განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების კუთხით და, რა თქმა უნდა, ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. საქართველო იყო საკმაოდ განვითარებული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა ჯერ კიდევ 1918 წელს, ასი წლის წინ, ვიდრე რუსეთი მას დაიპყრობდა. საქართველო იყო ძალიან პროგრესული, თუნდაც ინსტიტუტების კუთხით და დღეს ეს საქმიანობა გრძელდება და უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ამ ინსტიტუტების მშენებლობაში არამხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ უმრავლესობას სურს ეს, არამედ იმიტომაც, რომ ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, გაწევრიანდეს NATO-ში და ეს მისწრაფებებიც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი. ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები, რადგან მიიღწეს ის, რაც ქართველ ხალხს სურს. საქართველოს ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ კუთხით. მას აქვს ასოცირების ხელშეკრულება, აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა ესეც, რაც არის ახალი მიზანი, ეს არის სრულიად მიღწევადი თუ საქართველოს ლიდერების ყურადღების 100 პროცენტი მიმართული იქნება აქეთკენ. სწორედ ამაში ეხმარება აშშ საქართველოს, რომ მიაღწიოს ამ მიზნებს, რაც გახლავთ მთლიანად ქართველი მოსახლეობის სურვილი“, - განაცხადა კელი დეგნანმა. აშშ-ის ელჩისგან ვერ მივიღეთ პასუხი, რატომ დაიხარჯა საქართველოზე ორჯერ მეტი თანხა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ვიდრე 2012 წლის შემდეგ. ეს განცხადება ანტიამერიკული განცხადებებით გამორჩეულმა „ხალხის ძალამ“ ორი დღის წინ გაავრცელა.

რა იწვევს უძრავი ქონების „ოკუპაციის“ რისკებსა და პიკურ ფასებს ბინების გაქირავების ბაზარზე

უძრავი ქონების ბაზარზე, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვისა და გაქირავების ფასები ზრდას განაგრძობს. ექსპერტების შეფასებით, ამ ტენდენციის მთავარი განმაპირობებლებია მიგრაცია, გაცვლითი კურსი და სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა. უძრავი ქონების ექსპერტების პროგნოზით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე, ქირის ფასი, საშუალოვადიან პერსპექტივაში შესწორდება, რადგან ეს ხელოვნური ფაქტორებითაა გამოწვეული. რა ვითარებაა დღეს უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე, რატომ იზრდება ფასები და ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ამ თემაზე Europetime საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარესა და კომპანია Noble Real Estate-ს ხელმძღვანელ ვაჟა მებაღიშვილს ესაუბრა.  ET: უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე ფასები იზრდება. რა არის მიზეზი? ჩვენი კომპანია უშუალოდ მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებზე და დიპლომატიურ კორპუსზე. ამ სეგმენტზე ვაქირავებთ ბინებს. დიპლომატების როტაციების პერიოდი დაემთხვა საქართველოში მიგრანტების აქტიურ შემოსვლას, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო და სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. შესაბამისად ბიუჯეტები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს ბინების დასაქირავებლად ჰქონდათ დამტკიცებული, არსებულ რეალობას ასცდა, რადგან ბინების გაქირავების ფასები ძალიან სწრაფად გაიზარდა. ამ ბიუჯეტით ჩვენც  უძრავი ქონების იჯარის კუთხით, გაზრდილ ფასებსა და ბაზარზე გაჩენილ დეფიციტს შევაჯახეთ. ახლა ვითარება ასეთია: ფასები აწეულია და ბინები არის ლიმიტირებული. პრემიუმ ხაზის ქონებაზე, რუსეთ-უკრაინის ომამდეც გვქონდა კრიზისი მოთხოვნის კუთხით. ეს სეგმენტი ისედაც ლიმიტირებული იყო და შეცვლილმა ვითარებამ, კიდევ უფრო გაამწვავა საერთო სურათი. ET: რამდენად ადეკვატურია უძრავი ქონების გაქირავების ფასები შემოთავაზებულ ხარისხთან მიმართებით? ფასები საკმაოდ აცდენილია რეალობას, რადგან ფასის ზრდა მოხდა ნახტომისებურად და ეს არ შეიძლება იყოს ადეკვატური. ფასები სცდება იმ რეალობას, რაც შემოთავაზებაც არის უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე, მაგრამ ამ რეალობის წინაშე დავდექით. ცოტა რთულია ამაზე საუბარი... გასაგებია, რომ ფასები რეალობას ასცდა, მაგრამ ასეთი რეალობა გვაქვს. ET: როგორ არის შესაძლებელი ვითარების დასტაბილურება, მაშინ, როცა ფასები ხარისხთან შესაბამისი არ არის? ფასების დასტაბილურების რეცეპტი არ არსებობს და ამაზე ვერავინ ილაპარაკებს, მაგრამ როგორც კი ბინების დამქირავებლების მხრიდან მოთხოვნა შემცირდება, ფასები თანდათან დასტაბილურდება. უძრავი ქონების გაქირევებაზე ფასების ნახტომისებური ზრდა პირველად თებერვალში დაფიქსირდა, შემდეგ ფასები, მნიშვნელოვნად აღარ შეცვლილა. რაც დღეს ხდება, არის თებერვლის ტრენდის შედეგები და მაშინ რა მოცემულობაც მივიღეთ უძრავი ქონების გაქირავებაზე ფასების კუთხით, იგივე ადგილზე ვართ. ET: რა ცვლილებები უნდა მოხდეს უძრავი ქონების ბაზარზე, რომ ფასი ხარისხის შესაბამისი იყოს? ჩვენი ასოციაციის წევრები არიან ევროპის უძრავი ქონების ასოციაცია, აშშ-ის რეალთორთა ასოციაცია და ამ ქვეყნების ბაზრებზეც მსგავსი ვითარებაა. ანუ სადაც გაიზარდა მოთხოვნა უძრავი ქონების დაქირავებაზე, ფასი იზრდება და ამის „მაშველი მექანიზმი“ არ არსებობს. ერთის მხრივ კარგია, როცა ფასები იზრდება, თუმცა თქვენც აღნიშნეთ, რომ ფასი შესაბამისი უნდა იყოს ხარისხთან და მოთხოვნასთან. ამან გამოიწვია, სწორედ, ის რომ რიგმა ორგანიზაციებმა ბიუჯეტს გადახედეს, რადგან უძრავი ქონების გაქირავების ფასები თბილისში იმდენად ასცდა რეალობას, რომ ადამიანების ნაწილი სასტუმროებში გადავიდა. მათ მოუწიათ გაქირავების ფასების გადახედვა, ლოდინი და ბიუჯეტების კორექტირება. ET: როგორ ფიქრობთ, უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ, ხომ არ გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაცია, რადგან დიდ ქალაქებში, ფასების ნახტომისებური ზრდის გამო, ბინის საქართველოს მოქალაქეებმა დაქირავება ვერ შეძლეს? ჩვენ არ ვმუშაობთ დაბალბიუჯეტიან სეგმენტზე, თუმცა სტუდენტები საკმაოდ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. დისკრიმინირებული არიან ადგილობრივები, ეს საკმაოდ ცუდი ფაქტია. კარგია აქცენტების გაკეთება საერთაშორისო ორგანიზაციებზე, უცხოელებზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ქართველი მომხმარებელი, რადგან ახალგაზრდები, რომლებიც ჩამოვიდნენ დედაქალაქში სასწავლებლად, ნამდვილად დისკრიმინირებულები არიან. ET: რაშია გამოსავალი და რა ტენდენციაა სხვა ქვეყნების ბაზრებზე? ვერავის ვერ ვაიძულებთ, რომ უძრავი ქონების გაქირავების ფასი დასწიოს. ცნობილი გამოთქმაა, რომ ბაზარი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე არეგულირებს საკუთარ თავს და ფასებს. იმედი მაქვს, რომ მალე ვითარება შეიცვლება და გაქირავების ბაზარზე ადეკვატურ ფასებს მივიღებთ. იმის მექანიზმი, რომ სახელმწიფომ შემოიღოს შეზღუდვა ფასზე, ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მესაკუთრეები არიან საკუთარი ქონების მფლობელები და იმ ფასს ადებენ რაც უნდათ. ეს საკმაოდ მანკიერი პრაქტიკაა, რაც ახლა ჩვენს რეალობაში შეიქმნა და ძალიან არასახარბიელოა, მაგრამ უძრავი ქონების გამქირავებლები სარგებლობენ ამ ვითარებით. ET: რაც შეეხება რისკებს, უძრავ ქონებაზე გაქირავების არაადეკვატურად მაღალი ფასების არსებობის დროს, შესაძლოა, დამქირავებელმა თანხა ვერ გადაიხადოს. ეს რისკი როგორ უნდა განეიტრალდეს?  სახელმწიფოც და მოქალაქეებიც უფრო მეტად მაზე უნდა საუბრობდნენ. სეპი არის „ევროპის უძრავი ქონების ასოციაცია“, სექტემბრის დასაწყისში მათ ჩაატარეს სპეციალური სესია, „სკვოტინგთან“ დაკავშირებით. ეს ტერმინი გულისხმობს უძრავი ქონების „ოკუპაციას“. აქედან გამომდინარე, როდესაც შემოდიან დამქირავებლები და რაღაც ვადით იჯარით იღებენ საკუთრებას და შემდეგ არ გადიან, ამას ეწოდება „სკვოტინგი“. ეს პრობლემა შეიქმნა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში და მოსალოდნელია, რომ მეტ სიმძაფრეს შეიძენს, არამედ იტალიაში და ესპანეთშიც. ევროპის უძრავი ქონების ასოციაციის ეს სესიაც ამ პრობლემას ეძღვნებოდა. ასოციაციის წევრები ითხოვდნენ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, რათა მარტივად მოხდეს დამქირავებლის ბინიდან გაყვანა, თუ ის, არ იხდის საიჯარო ქირას და არ ტოვებს უძრავ ქონებას. ET: ამ პრობლემამ საქართველოს უძრავი ქონების გაქირავების სეგმენტშიც იჩინა თავი და საუბარია კანონში, საპოლიციო გამოსახლების შესახებ ჩანაწერის აღდგენაზე. ეს პრაქტიკა მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ეს აიკრძალა, რადგან ხშირი იყო იპოთეკით დატვირთული ქონებიდან ადამიანების გამოძევების ფაქტები და ამან შეფაერხა ეს კანონი. მე მგონია, რომ ამ ვითარებაში საპოლიციო გამოსახლების კანონი აღსადგენია და ეს მექანიზმი ისევ უნდა ამუშავდეს.   

ჩეხეთი, რუსი ტურისტებისთვის საზღვრებს ხურავს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 25 ოქტომბრიდან, რუსეთის მოქალაქეებისთვის დანერგავს იგივე სავიზო რეჟიმს, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და ფინეთში ამოქმედდა. „ჩეხეთი აღარ შეუშვებს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში მოკლევადიანი შენგენის ვიზებით შედიან და ხშირად საკუთარ თავს  „ტურისტს" უწოდებენ.  „იმ დროს, როცა რუსული რაკეტები ეცემა საბავშვო მოედნებს, ადამიანებს, რომლებიც სამსახურში მიდიან, ჩეხეთში, საერთაშორისო აეროპორტის გავლით, ყოველდღე რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ჩამოდის. ამიტომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩეხეთის ტერიტორიაზე შემოდიან შიდა საზღვრებით, შენგენის ზონიდან ტურიზმის, სპორტული ან კულტურული მიზნებით, შემოსვლაზე უარს ვეტყვით. ეს ღონისძიება გავრცელდება ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზის მფლობელებზე“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.   

ნიდერლანდები უკრაინას, საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტებს გადასცემს

უკრაინის მოკავშირეების შეხვედრაზე „რამშტეინის ფორმატში“, უკრაინამ შეიარაღების მიწოდებაზე ახალი დაპირება მიიღო. კერძოდ, ნიდერლანდები უკრაინას, 15 მილიონი ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტებს გადასცემს. უკრაინისთვის რაკეტების გადაცემის შესახებ ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ნიდერლანდები დამატებით წვლილს შეიტანს მის გაძლიერებაში. ერთადერთი რასაც პუტინი თავისი იერიშებით მიაღწევს არის ის, რომ ჩვენ უკრაინას კიდევ უფრო მეტ იარაღს მივაწვდით“, - განაცხადა კაისა ოლონგრენმა.   

უკრაინას სურს, ბელორუსის მიმართ ევროკავშირის სანქციები გაფართოვდეს და რუსეთის მოქალაქეებზე, ყველა კატეგორიის ვიზების გაცემა აიკრძალოს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვქვამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტში ახალი შეზღუდვები უნდა შევიდეს.   „მადლობა მერვე პაკეტისთვის, მაგრამ უკვე მეცხრე პაკეტზე ვმუშაობთ და იქ უნდა იყოს ყველაფერი, რაც არ იყო მერვე და წინა სანქციების პაკეტში. რუსეთისა და ბელორუსის ყველა ბანკი, განსაკუთრებით „გაზპრომბანკი“, ჯერ არ არის გათიშული SWIFT-დან. “- განაცხადა ჟოვქვამ. გარდა ამისა, მისი თქმით, აუცილებელია რუსული გაზის ფასის შეზღუდვა ან მისი ექსპორტის აკრძალვა. აუცილებელ სანქციებს შორის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ დაასახელა რუსეთის ფედერაციის პორტებში ევროპული გემების შესვლის აკრძალვა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველა კატეგორიის ვიზების გაცემის აკრძალვა. ამასთან, ჟოვქვამ აღნიშნა, რომ აუცილებელია ბელორუსის წინააღმდეგ სანქციებზე საუბარი. კერძოდ, მისი თქმით, ეს შეზღუდვები, როგორც რუსეთის ფედერაციის მიმართ, ისე ბელორუსის საბანკო სისტემას უნდა შეეხოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ასევე გაიხსენა, რომ ბელორუსი ჩინოვნიკების მიმართ პერსონალური სანქციები უკვე დაწესებულია და მათი გაფართოება მნიშვნელოვანია. „ბელორუსიაც არის ხედვის არეში - როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის ევროკავშირიდან“, - დასძინა ჟოვქვამ.  

გერმანია უკრაინას დამატებით Panzerhaubitze 2000-ს და MLRS MARS II-ს გადასცემს

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას უახლოეს კვირებში, მეტ თვითმავალ საარტილერიო სამონტაჟო PzH 2000-სა და მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს MARS II-ს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის დეპარტამენტი ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს. „ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ და ვახორციელებთ მუდმივ მხარდაჭერას. მომდევნო რამდენიმე კვირაში უკრაინას გადაეცემა მეტი PzH 2000-ები და MARS II“, - აცხადებენ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში. დეპარტამენტში დასძინეს, რომ შეხვედრა რამშტეინის ფორმატში მიმდინარეობს სპეციალურ დროს, როცა რუსეთი ახორციელებს სარაკეტო შეტევებს უკრაინაზე,  რუსეთის ფედერაციაში გამოცხადდა მობილიზაცია და ჩატარდა მოსკოვის მიერ ორგანიზებული ფიქტიური „რეფერენდუმები“.