ძებნის რეზულტატი:

უკრაინის გენშტაბი: უკრაინელებმა ერთ დღეში, რუსების 5 ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა ერთ დღეში, რუსების 5 ვერტმფრენი და ოცამდე დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ლოიდ ოსტინი: უკრაინა, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღებს უკრაინის საჰაერო ძალები: 18 წუთში სულ მცირე ოთხი რუსული ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხუთი KA-52 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი, 17 "Shahed-136“ „კამიკაძე-დრონი“ და ორი უპილოტო საფრენი აპარატი Zala Lancet-ი გაანადგურეს. მტრის ტექნიკა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა გაანადგურეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ვოლოდიმირ ზელენსკი: მთელ რუსულ ტერორისტულ მანქანას გავანეიტრალებთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რატი ბრეგაძე სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით გადაცემაზე: ცალსახად არის გამოკვეთილი უარის თქმის საფუძველი

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს უკრაინის სასამართლოსგან მიხეილ სააკაშვილის გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია. „მსგავსი სახის ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენი მხრიდან შეიძლება გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. თუმცა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვე არის საერთაშორისო შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობითაც გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ ქვეყანაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება.” რატი ბრეგაძის თქმით, მოთხოვნის მიღების შემთხვევაშიც კი, ქართულ მხარეს სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს.  „როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული 2 საქმეზე და დანარჩენ 3 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ იმასაც, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, იმთავითვე არსებობს უარის თქმის გამოკვეთილი საფუძველი“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ გადაცემა ,, იმედი live-ში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით დასაკითხად გადაცემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ორმხრივ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბელგიის სამეფო NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას 12-13 ოქტომბერს მასპინძლობს. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა”, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჯო ბაიდენი: ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის მიწის ძალის გამოყენებით მიტაცებას

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს მსოფლიოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ - ერებმა ყველა რეგიონიდან, დიდმა თუ პატარამ, იდეოლოგიებისა და მთავრობების ფართო სპექტრის წარმომადგენლობით, ხმა მისცეს გაეროს წესდების დაცვას და დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ძალისმიერი ანექსიის უკანონო მცდელობა. ბაიდენის თქმით, 143 ერი იდგა თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეზე - კიდევ უფრო მეტი, ვიდრე 141 ქვეყანა, რომლებმაც ხმა მისცეს, ცალსახად დაგმეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. მხოლოდ 4-მა აირჩია რუსეთის მხარე - ბელორუსი, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიკარაგუა და სირია. საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს „ამ კონფლიქტის ფსონები ყველასთვის გასაგებია და მსოფლიომ საპასუხოდ მკაფიო გზავნილი გააგზავნა: რუსეთს არ შეუძლია რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლა. რუსეთს ძალით არ შეუძლია საზღვრების შეცვლა. რუსეთს არ შეუძლია სხვა ქვეყნის ტერიტორიის მიტაცება. უკრაინას აქვს იგივე უფლებები, როგორც ყველა სხვა სუვერენულ ქვეყანას. მას უნდა შეეძლოს საკუთარი მომავლის არჩევა და მის ხალხს უნდა შეეძლოს მშვიდად ცხოვრება მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ ომიდან თითქმის რვა თვის შემდეგ, მსოფლიომ ახლახან აჩვენა, რომ ის უფრო ერთიანი და გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს მის დარღვევებზე. გაეროს გენერალურ ასამბლეასთან ერთად, ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის მიწის ძალის გამოყენებით მიტაცებას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას და უკრაინისა და მისი ხალხის უფლებების დაცვას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოთხშაბათს მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა", რომელიც გმობს რუსეთის ფსევდორეფერენდუმებს ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. რეზოლუციას მხარი 143-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ხოლო 35-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ და სირიამ. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს „რეზოლუციის თანასპონსორი იყო 70-მდე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ავსტრალია, საქართველო, კორეის რესპუბლიკა, მოლდოვა, მონტენეგრო, კამბოჯა, დიდი ბრიტანეთი, მიანმარი, ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა და წყნარი ოკეანის რეგიონი“, - წერს უკრაინული მედია. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. საერთაშორისო საზოგადოებას მას არალეგიტიმურად მიიჩნევს.

პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ სამი ფაქტი გამოავლინა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს 133 692 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენეს. სამივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, როგორც დაბა გომისმთაში, ასევე დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენის და მხილების მიზნით. დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 38 პირის მიმართ და სახელმწიფოს 1 120 041 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.  

სოსო გოგაშვილი ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

გავეცანი ბინძური „ქოცების“ მიერ შეკერილ საქმის მასალებს, ნუ აყვებით „ოცნების“ ფეიკ კამპანიას და ნუ დამსვამთ ვირტუალურ საბრალდებო სკამზე, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მისთვის ბრალდების დამძიმებას პენიტენციური დაწესებულებიდან ეხმაურება. პროკურატურა: სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა „გავეცანი ბინძური „ქოცების“ მიერ შეკერილ საქმის მასალებს, იმას, რაც 16 ივლისს ჩემს სახლში იარაღთან ერთად ჩამიდეს. ამდენი სიბინძურის კეთება როგორ შეგიძლიათ, სად მოაგროვეთ ამდენი საზიზღრობები, რა თქმა უნდა, „ნაცების“ დროინდელი. „ოცნების“ დროს გაკეთებული რომ შემოეტანათ, ეს ხომ აღიარება იქნებოდა, რომ იწერთ ყველას: მთავრობას, პარლამენტს, ოპოზიციას, სასულიერო პირებს, ენჯეოებს, დიპლომატებს, თქვენი გუნდის წევრებს, მათ ცოლებს, საყვარლებს. დიახ, ვადასტურებ, რომ მსგავსი ბინძური ათწლიანი არქივი „ოცნების“ დანაშაულებრივი ქმედებებისა დევს სუს-ში. დამკვეთიდან შემსრულებლამდე ყველა უსასტიკესად დაისჯებით კანონით, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებით. ჩემს სახლში შემოტანილი ეს ნაგავი ზუსტად ასახავს თქვენს რეალურ შინაგან მდგომარეობას, წარმოაჩენს თქვენს ბინძურ ამორალურ სახეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს მიერ თქვენი მხილებისათვის გადადგმული ნაბიჯის სისწორეში. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ქვეყანას მიაქანებს დაშლისკენ, განადგურებისკენ და სისხლის ღვრისკენ. რაც შეეხება გახმაურებული პირადი ცხოვრების კადრების საქმეს, სადაც პოლიტიკოსები არიან დაბარებულები, ეს საქმე გახსნილია, გამოძიებულია, დადგენილია ადგილიც, საიდანაც აიტვირთა, პიროვნება, ვინც ატვირთა, მაგრამ საქმე შოთაძეს უდევს თაროზე. დამნაშავე თავისუფალია, ამ საქმის შესახებ ინფორმაცია წლების წინ გამოიჟონა, მაგრამ არც მაშინ არ დაიჭირეს და არც ახლა არ იჭერენ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამ საქმეს მიაქციოს მედიამ ყურადღება, მოიკითხეთ რეალური დამნაშავე, ნუ აყვებით „ოცნების“ ფეიკ კამპანიას და ნუ დამსვამთ ვირტუალურ საბრალდებო სკამზე“, - წერს გოგაშვილი. შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, გოგაშვილს ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა.  

იენს სტოლტენბერგი: უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით

უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან აშშ-ის ლიდერობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მივესალმები შეერთებული შტატების უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, მაგრამ ასევე უპრეცედენტო მხარდაჭერას, რომელსაც ევროპელი მოკავშირეები, კანადა და პარტნიორები უწევენ უკრაინას. და მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ NATO-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა, რომელსაც თქვენ თავმჯდომარეობდით, დააფიქსირეს, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც მას ეს დასჭირდება. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას და, კერძოდ, უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით. მე ასევე მივესალმები საერთაშორისო თანამეგობრობის გუშინდელ ძალიან ძლიერ გზავნილს. ვგულისხმობს გაეროში კენჭისყრას, სადაც უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია მკაფიოდ დაგმეს. იყოს მკაფიო მოწოდება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკან წაიღოს ეს გადაწყვეტილებები და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს უბრალოდ გვიჩვენებს, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ჩვენი ძირითადი ღირებულებებისთვის. კიდევ ერთხელ, აშშ-ის ხელმძღვანელობა NATO-ში, საერთაშორისო საზოგადოებაში, ამისთვის აუცილებელია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ემანუელ მაკრონი: უნდა ვესაუბროთ მთავარ აქტორებს, როდესაც საჭირო იქნება, ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკები

უნდა ვესაუბროთ მთავარ აქტორებს. როდესაც საჭირო იქნება, ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკები, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას რადარებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს „როდესაც ჩვენ მშვიდობის დამყარებას ვცდილობთ, ერთმანეთთან უნდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვესაუბროთ მთავარ აქტორებს. როდესაც საჭირო იქნება, ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკები. იმედია, რაც შეიძლება მალე, საჭირო გახდება ყველა დაინტერესებული მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება“, - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე: სწორედ ეს არის გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებას გლობალური სოლიდარობოს გამოხატულებად აფასებს. სალომე ზურაბიშვილი მიუთითებს, რომ საქართველოც ამ სოლიდარობის ნაწილია. საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს „სწორედ ეს არის გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოთხშაბათს მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა", რომელიც გმობს რუსეთის ფსევდორეფერენდუმებს ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. რეზოლუციას მხარი 143-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ხოლო 35-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ და სირიამ. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს „რეზოლუციის თანასპონსორი იყო 70-მდე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ავსტრალია, საქართველო, კორეის რესპუბლიკა, მოლდოვა, მონტენეგრო, კამბოჯა, დიდი ბრიტანეთი, მიანმარი, ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა და წყნარი ოკეანის რეგიონი“, - წერს უკრაინული მედია. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. საერთაშორისო საზოგადოებას მას არალეგიტიმურად მიიჩნევს.

ლოიდ ოსტინი: NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ

აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეერთებული შტატები მე-5 მუხლით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართ აბსოლუტურ ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. „ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მსურს, მივესალმო ყველა ჩვენს მოკავშირეს და პარტნიორს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. მოგეხსენებათ,  უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის მერვე თვეა. იენს სტოლტენბერგი: უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით მას შემდეგ, რაც მან ეს გააკეთა, მოკავშირეებმა განაგრძეს ნაბიჯები უსაფრთხოების დახმარების გაწევის მიზნით. და ეს მხოლოდ ამ ალიანსის ხარისხსა და ალიანსის წევრების გულმოდგინედ მოქმედებაზე მეტყველებს. ეს ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ეს ალიანსი არის არსებითი ფორუმი კონსულტაციისა და გადაწყვეტილების მიღებისა და ქმედებებისთვის, როდესაც საქმე ეხება რეგიონის უსაფრთხოებას და ასევე ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას. ასე რომ, დღეს მოუთმენლად ველით დიდ დისკუსიებს. მე ასევე მოუთმენლად ველი, როდის მივესალმები ფინეთს და შვედეთს ალიანსში. და ჯენს, კიდევ ერთხელ მადლობა მინისტერიალის მოწვევისთვის. მე ნამდვილად მოუთმენლად ველი დიდ დისკუსიებს“, - განუცხადა ოსტინმა სტოლტენბერგს NATO-ს შტაბბინაში, სადაც თავდაცვის მინისტერიალი იმართება.  

საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35.3%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 35.3%-ით გაიზარდა და 13 612.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 13 612.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 097.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (37.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 515.0 მლნ. აშშ დოლარი (34.4 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 5 418.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

უზბეკეთში ხეების დარგვისთვის „დამკვრელური 40 დღე" გამოცხადდა

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მირზიიოევმა, ხეების დარგვისთვის მორიგი „დამკვრელური 40 დღე“ გამოაცხადა.   მან საზოგადოებრივი პროექტის ფარგლებში „მწვანე სივრცე“ 75 მილიონი მსხმოიარე და დეკორატიული ხის დარგვის განკარგულება გასცა. ხოლო გაზაფხულზე, დამატებით უზბეკეთში 125 მილიონი ხე უნდა დარგონ.  „დამკვრელური 40 დღე“ 20 ოქტომბრიდან პირველ დეკემბრამდე გასტანს.  „ხეების დარგვა სულით უნდა განხორციელდეს და ჩვენი ხალხის კულტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს“, - განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა. 

აშშ პარტნიორებსა და მოკავშირეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები უკრაინის მხარდასაჭერად

შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა პარტნიორებს და მოკავშირეებს, სწრაფად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები უკრაინის მხარდასაჭერად და შეუერთდნენ შეერთებულ შტატებს მეტის გაკეთებაში, რადგან რუსეთი აგრძელებს თავის „ბარბაროსულ“ თავდასხმებს. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები უახლოეს კვირებში უკრაინას 4,5 მილიარდი დოლარის პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა უკრაინელ კოლეგა სერჰი მარჩენკოსთან შეხვედრის წინ განაცხადა, იუწყება Reuters-ი. „ჩვენ მზად ვართ, ეს დაფინანსება რაც შეიძლება მალე გადმოგცეთ, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ თქვენი მამაცი წინააღმდეგობის მხარდაჭერა“, - განაცხადა იელენმა. აშშ უახლოეს კვირებში უკრაინას $4,5 მილიარდის პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას აღმოუჩენს „ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა კოლექტიური ძალისხმევაა. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს და მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ უკრაინის წინაშე არსებული ვალდებულებების სწრაფად შესრულებაში, რათა დავეხმაროთ უკრაინას, გააგრძელოს თავისი უწყებების ფუნქციორება, ხალხისთვის მომსახურება. დავეხმაროთ უკრაინას მშენებლობასა და აღდგენაში“, - აღნიშნა იელენმა. მოხსენების თანახმად, კონგრესმა ეს დაფინანსება ორი კვირის წინ დაამტკიცა, რამაც აშშ-ის მიერ პირდაპირი ბიუჯეტის მხარდაჭერა გრანტის სახით $13,5 მილიარდამდე გაზარდა.

ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა

ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდების მდგომარეობა მძიმეა.

კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ინცინდენტზე: მოვიკითხავ ყველაფერს, მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა ამაზე

უსაფრთხოების ნორმები დაცულია თუ არა, მოვიკითხავ. მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა ამაზე, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკში, ახლადგახსნილ შადრევანში მომხდარ უბედურ შემთხვევას. ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა "არ ვიცი, უსაფრთხოების ნორმები დაცულია თუ არა, მოვიკითხავ. ყველაგფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა ამაზე", - განაცხადა კალაძემ. ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს   

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავა. პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა საქართველოს მოქალაქემ, ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ წასვლის მიზნით, სოციალური ქსელის - „FACEBOOK“-ის ერთ-ერთ ჯგუფში მოიძია ვინმე „ნინოს“ საკონტაქტო ნომერი, რომელიც თითქოსდა მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო პუნქტამდე მოქალაქეთა გადაყვანას უზრუნველყოფდა. "დაზარალებული დაუკავშირდა ხსენებულ პირს, რომელმაც განუცხადა, რომ ის და მისი შვილი იმყოფებოდნენ აშშ-ში და მექსიკამდე სპეციალური ტურისტული მოწვევების გამოყენებით, ხოლო შემდგომ მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე, საქართველოს მოქალაქის და მისი ოჯახის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ, სანაცვლოდ კი წინასწარ, ესპანეთში გახსნილ საბანკო ანგარიშზე 1 500 ევროს გადარიცხვა, ხოლო ბილეთების თანხის - 52 940 ლარის - უკრაინაში გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვა ან საქართველოში მცხოვრები მათი ნათესავისთვის გადაცემა მოითხოვეს. 2022 წლის 6 აპრილს, დაზარალებულმა 1500 ევრო გადარიცხა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიწოდებულ ანგარიშის ნომერზე, ხოლო დარჩენილი თანხა - 52 940 ლარის ოდენობით, საკუთარ სახლში გადასცა გამოგონილი სახელით და გვარით გაცნობილ ზემოაღნიშნულ ბრალდებულს, რომელმაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ოჯახთან ერთად უპრობლემოდ შეძლებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლას, ვინაიდან ე.წ. დედა-შვილის მეშვეობით, თითქოსდა არაერთი მოქალაქე უკვე იმყოფებოდა ამერიკაში. ამდენად, ბრალდებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა, ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 58 000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ამ უკანასკნელთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს ყველას, მსგავსი ტიპის შეთავაზებებთან დაკავშირებით გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და პირველივე შემთხვევისთანავე მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განმარტებით, 13 წლის გოგო კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს, თუმცა რეანიმაციული ჩარევის მიუხედავად, მდგომარეობის დასტაბილება ვერ მოხერხდა.  ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა „კლინიკაში ორი 13 წლის ბავშვი რამდენიმე წუთის ინტერვალით შემოიყვანეს. მოხდა პირველი პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურება და თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. რაც შეეხება გოგოს, 13 წლის შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ექიმმა.   Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  

კახა კალაძე ვაკის პარკის ტრაგიკულ შემთხვევაზე: ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.  კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ინცინდენტზე: მოვიკითხავ ყველაფერს, მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა ამაზე მისი თქმით, ვინც ვაკის პარკის პროექტის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, ყველა კანონის ფარგლებში დაისჯება.   „გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად კანონის ფარგლებში. ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“, ქვეკონტრაქტორები არ ვიცი. ცხადია, შემოწმებულია ეს პროექტი. დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისული. რა თქმა უნდა, უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კალაძემ.  მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში უბედური შემთხვევა დღეს დილას მოხდა. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  

ექიმი ვაკის პარკში მომხარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: პირველი პაციენტი, მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ

მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, - ამის შესახებ  ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა "მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილია პედიატრიულ კლინიკაში", - განაცხადა ექიმმა. ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს   

გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ამილახვარი მედიასთან, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა.  პარლამენტის წევრი ამბობს, რომ მოზარდებს მეთვალყურე უნდა ჰყავდეთ, რათა ისინი ისეთ ადგილას არ ჩავიდნენ, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. „ვაკის პარკში, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, შეიძლება, მსგავსი რაღაც ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?!" - თქვა ამილახვარმა.  მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.