ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საწვრთნელ მისიას ოფიციალურად იწყებს

ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საწვრთნელ მისიას ოფიციალურად იწყებს და ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია. ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ინდივიდუალური, კოლექტიური და სპეციალიზებული სწავლების უზრუნველსაყოფად, საწვრთნელი მისიის დაწყებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს ხელი მოაწერეს სამხედრო დახმარების მისიის დაწყებას, რომელიც სხვადასხვა წევრ ქვეყანაში 15000 უკრაინელი პერსონალის მომზადებას ისახავს მიზნად. „დღეს ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა დავიცვათ თავი რუსეთის უკანონო აგრესიისგან. ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია გაწვრთნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რათა მათ გააგრძელონ თავიანთი მამაცი ბრძოლა“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. წვრთნების დროს, როგორც უკრაინელი ახალწვეულები, ასევე სპეციალიზებული პერსონალი ევროკავშირის ტერიტორიაზე, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაივლის სწავლებას. ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის იდეით პირველად, ბლოკის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოვიდა. მისიის ოპერატიული შტაბი ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურის (EEAS) ფარგლებში, ბრიუსელში განთავსდება და მისია ღია იქნება მესამე სახელმწიფოების მონაწილეობისთვის,-ნათქვამია საბჭოს განცხადებაში. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას 3,1 მილიარდ ევრომდე გაზრდის. ევროკავშირი უკრაინას, სამხედრო დახმარებისთვის დამატებით €500 მილიონს გამოუყოფს „რუსეთის ბოლო, განურჩეველი თავდასხმები არ შეარყევს ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ეს მხოლოდ გააძლიერებს მას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები მზად არიან, უკრაინული ძალებისთვის ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შექმნას გზა გაუხსნან სამხედრო დახმარების მისიის მიზანია, „წვლილი შევიტანოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში, რათა უკრაინას მიეცეს საშუალება, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - იტყობინება ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცა.  

სარფში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს

"მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ა.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე იარაღის დეტალები, 18 ცალი ვაზნა და სხვადასხვა ზომის 5 დანა აღმოაჩინეს", - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის ა.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე იარაღის დეტალები, 18 ცალი ვაზნა და სხვადასხვა ზომის 5 დანა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ლევან დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი პოზიტიურად შეფასდება

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩეხეთის ქალაქ პრაღაში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ვიცე-პრემიერმა ბიზნეს ფორუმზე აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ბევრი ვალდებულება ევროინტეგრაციის მხრივ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში.  „მსგავსი ნაბიჯები ჩვენ გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მიმდინარე წელს საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთებასა და ევრო გადახდების ერთიან სისტემაში ინტეგრაციაზე.,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე მიიღო. ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების ლიდერთა გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, ხოლო საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.  

ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორის გასავრცელებლად გაერთიანდნენ

კიევზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა მოუწოდა ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, გაერთიანდნენ ტერორის წინააღმდეგ. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, (Shahed-136) ირანის მიერ წარმოებული ომი ერთ-ერთია იმ იარაღიდან, რომლითაც უკრაინას თავს ესხმის რუსეთი. ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობებზე - პოდოლიაკი „რუსეთი და ირანი ერთიანდებიან ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად. დემოკრატიები და მსოფლიოს ყველაზე საღი აზრის მქონენი უნდა გაერთიანდნენ ამ თავდასხმების მოსაგერიებლად და ბოროტების დასამარცხებლად“, - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე. Reuters: რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე დღეს, 17 ოქტომბერსაც. უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს, პრეზიდენტის სახელით ჯილდოები გადაეცათ

ვეტერანთა დღეს ვულოცავ ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისათვის მაგალითსა და საყრდენს წარმოადგენენ და გაიგივებული არიან არამხოლოდ ისტორიასთან და წარსულთან, არამედ მომავალთანაც, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მილოცვის წერილში. სალომე ზურაბიშვილი ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს. 17 ოქტომბერი, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა „დღემდე სწორედ ვეტერანების ბრძოლამ და თავდადებამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას საბრძოლო სულისკვეთება, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ!“,- აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მილოცვაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სამხედრო მოსამსახურეები (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენებით და „მხედრული მამაცობისთვის“ მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა და პრეზიდენტის სახელით, სახელმწიფო ჯილდოები დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში ანგი ხუციშვილმა გადასცა. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ: ბონდო ბენიძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის ათეულის მეთაური; თენგიზ გაბედავა – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მძღოლი-მექანიკოსი; ტრისტან დარახველიძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის მოადგილე; ჟორა თუთისანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; გოჩა კუხალაშვილი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; რომეო სილაგაძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ვახტანგ ჩაკვეტაძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; გელა ჩხეტიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის მეთაური; ველოდი ხეცურიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით: გივი აბაშიძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ალექსანდრე ბებია – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; რეზო ბებია – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ვალერი ბენდელიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე მოტომსროლელი ბატალიონის ათეულის მეთაური; ხვიჩა ბენდელიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მძღოლი-მექანიკოსი​; დემურ თუთისანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე მოტომსროლელი ბატალიონის მძღოლი-მექანიკოსი​; ვარდენ ირემაძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ვასილ კილაძე – საქართველოს ეროვნული გვარდიის ბატალიონის „ორბის“ სანიტარიული ინსტრუქტორი; თენგიზ კოპალიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ცეზარ კოპალიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე მოტომსროლელი ბატალიონის ასეულის მეთაური; როინ ლეჟავა – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის საინჟინრო სამსახურის უფროსი; ემზარ მეშველიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის ათეულის მეთაური; მურმან მეშველიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მეტყვი-ამფრქვევე​; ბეჟან სვანიძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; რომან სილაგაძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ბიქტორ საღინაძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის ასეულის მეთაური; მედეა ურიდია – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მედდა; ემზარ ფუტკარაძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის მოადგილე; ჯანსუღ ყურაშვილი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ალეკო ჩაკვეტაძე – მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-3 მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; არჩილ ცხვირავაშვილი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; გია ხეცურიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ველოდი ხეცურიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; რაჯი ხეცურიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ზურაბ ჯიდოშვილი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით კი: გრიგორ ბიჩინაშვილი – ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკის მებრძოლი; გიორგი გვაზავა – მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის პირველი ასეულის მეთაურის თანაშემწე; ფრიდონ (სპირიდონ) თირქია – მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული სარემონტო-აღდგენითი ბატალიონის მეთაუ-რის მოადგილე პირად შემადგენლობასთან მუშაობის დარგში; იოსებ შოშიტაიშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უშიშროების სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე 115-ე ბატალიონის კავშირგაბმულობის უფროსი; გია ჩლაჩიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოპერატიული პოლკის მებრძოლი; მალხაზ ხარაზიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოპერატიული პოლკის მებრძოლი. მედლით „მხედრული მამაცობისათვის“: სერგო სვეტკოვი – საქართველოს ეროვნული გვარდიის ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის „შავნაბადას“ მებრძოლი და კაკო წიფიანი – მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული სარემონტო-აღდგენითი ბატალიონის სატრანსპორტო დანაყოფის ათეულის მეთაური.  

კიევზე რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

კიევზე რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. კერძოდ, ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი ჰოსპიტალიზებულია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, კიევში გადაუდებელი სამაშველო ოპერაციების დროს, 15:00 საათის მდგომარეობით, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განყოფილებებმა 19 ადამიანი გადაარჩინეს. ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  კიევის მერი: ნანგრევებიდან ამოყვანილია ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ცხედრები, ქალი 6 თვის ორსული იყო 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე დღეს, 17 ოქტომბერსაც. უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერნეთაღლითობის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით გავრცელდა ინფორმაცია გათამაშების შესახებ, ბანკი კი არანაირი მსგავსი სახის ონლაინგათამაშების ორგანიზებას არ ახდენს, - საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერნეთაღლითობის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.  ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება, სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტსივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას,  გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს. „ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინგათამაშების ორგანიზებას არ ახდენს. გასათვალისწინებელია, რომ პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტსივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას. პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა. დამატებით მოგიწოდებთ, დაიცვათ შემდეგი წესები: შემოწმების გარეშე არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება; გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი – ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის მისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი (კონტენტი); ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს; გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი – www.WHO.is, მომხმარებელს კონკრეტული მისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. გადახდის სანდო წყარო – ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ., PayPal) მეშვეობით. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 032 2 406 406. საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებები კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე“, – ნათქვამია განცხადებაში.  

გერმანიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის, შენგენის ვიზების გაცემა გაართულა

რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც გერმანიაში შენგენის ვიზას ითხოვენ, ფინანსური გარანტიისთვის ამონაწერი, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბანკიდან უნდა წარადგინონ. ამის შესახებ რუსეთში, გერმანიის წარმომადგენლობების მიერ აკრედიტებული ერთადერთი სავიზო ცენტრის VisaMetric-ის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „განსახილველად შეიძლება მივიღოთ მხოლოდ განმცხადებლის სახელზე გაცემული განახლებული დოკუმენტები, რომელსაც თან ახლავს საგარანტიო წერილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი (დამოწმებადი) ბანკიდან“, - აღნიშნულია ტურისტული ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალში.  სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა. ამის შემდეგ, გერმანიის სავიზო ცენტრმა რუსეთში, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ფინსნაური გარანტიისა და დაზღვევისთვის, მხოლოდ ევროკავშირში გაცემული დოკუმენტაცია მოითხოვა.  ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო. რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.

რუსეთში, ქალაქ იეისკში, სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა

რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხაერეში, ქალაქ იეისკში სამხედრო თვითმფრინავი ერთ-ერთ უბანში, მრავალსართულიან კორპუსს დაეცა. ინტერფაქსის ცნობით, სუ-34 საბრძოლო გამანადგურებელი-ბომბდამშენია. შემთხვევის ადგილზე ხანძარია. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იეისკში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფრენის დროს ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა. სამხედრო დეპარტამენტის ცნობით, თვითმფრინავი სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენას ასრულებდა და ჩამოვარდა. სამინისტროს ცნობითვე, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახერხა.   

სალომე ზურაბიშვილმა და მაია სანდუმ, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, ქართული, ენდემური სახეობის, კავკასიური სოჭი დარგეს

საქართველოს პრეზიდენტმა, მაია სანდუსთან ერთად, კიშინეუში, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, საქართველოდან ჩატანილი, ენდემური სახეობის, კავკასიური სოჭი დარგო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ხის დარგვის ცერემონია მოლდოვური ტრადიციის მიხედვით, კიშინეუს ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. პრეზიდენტმა მოლდოველ კოლეგას კავკასიური სოჭის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ზოგადად, სოჭის გვარში 40-მდე სხვადასხვა სახეობაა, აქედან, ერთადერთი ენდემური სახეობაა საქართველოში გავრცელებული კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), ამ სახეობას სახელი ფინელი ზოოლოგისა და ბოტანიკოსის პროფესორ ალექსნდრა ფონ ნორდმანნას პატივსაცემად მიენიჭა. სწორედ მან აღმოაჩინა 1835 წელს ეს სახეობა ბორჯომის ჩრდილო აღმოსავლეთით. სალომე ზურაბიშვილი, მოლდოვაში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.   

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა ანიკენ ჰუიტფელდტმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დღეს ხურვალეთის რაიონში, საოკუპაციო ხაზის მონაკვეთები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიესალმა საგარეო საქმეთა მინისტრს, თან ახლდა მის დელეგაციას მთელი ვიზიტის განმავლობაში და მიაწოდა თავისი შეხედულებები ადგილზე განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ. ჯერ პატარა ხურვალეთში, შემდეგ კი სოფელ დიდ ხურვალეთში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს და მის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია რაიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, გაამახვილეს რა ყურადღება „ბორდერიზაციაზე“ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებზე მის უარყოფით გავლენაზე. დისკუსია შემდგომ შეეხო იმ კონკრეტულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ყოველდღიურ ცხოვრებაში დგას ადმინისტრაციული სასაზღვრის ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა და რომლებიც კიდევ უფრო გართულდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების დახურვით. ამასთან დაკავშირებით, მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა განმარტა, რომ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის ორი პუნქტი, ოძისი და ქარძმანი, ახლა ღიაა 2022 წლის დეკემბრამდე ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე. ეს მოჰყვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს არაერთგზის მოწოდებას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების სრულად აღდგენის შესახებ. ვიზიტის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა მისი მადლიერება მრავლის მომცემი ვიზიტის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისის ინფორმაციაში.   

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთშია

ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთში იმყოფება. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით, მისია საქმიანობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მონიტორინგის მისია იქნება დროებითი და ორი თვე გაგრძელდება. მისია 40 სპეციალისტისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ ამ მისიის მასპინძლობის საკითხი 7 ოქტომბერს აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცახდებაში აისახა.    

ბათუმში ერთმანეთს მატარებელი და ავტობუსი შეეჯახა

ბათუმში მატარებელი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ Tv25.ge თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.  Europetime-ს შსს-ში ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ დამატებითი დეტალები ზუსტდება და შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.  Europetime ინფორმაციისთვის „საქართველოს რკინიგზას“ დაუკავშირდა. მომხდარზე კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.   

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა.  ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა. „დღეს მოვახერხეთ პატიმართა მორიგი მასშტაბური გაცვლა. ტყვეობიდან 108 ქალი გავათავისუფლეთ. ეს იყო ქალების პირველი გაცვლა. ტყვეობაში იყვნენ დედები და ქალები, რომლებსაც ახლობლები ელოდებოდნენ", - ნათქვამია შეტყობინებაში.   ანდრეი ერმაკის თქმით, გათავისუფლებულ ტყვეებს შორისაა აზოვსტალიდან ევაკუირებული 37 ქალი, 11 ოფიცერი და 85 რიგითი და სერჟანტი, მათ შორის 35 უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, 32 საზღვაო ძალებიდან, 12 თავდაცვის ძალებიდან, 8 ეროვნული გვარდიიდან, 2 "აზოვიდან", 5 - სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურიდან, 4 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან, ხოლი 12 მშვიდობიანი მოქალაქეა.   

პროკურატურამ შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი  დააკავა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი, 2019-2021 წლებში, მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან  ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს.  ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებებისა და ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ფიქტიურად დასაქმებულ პირებს, ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად საბიუჯეტო თანხები ერიცხებოდა, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ  ითვისებდა.  აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებული 2019-2021 წლებში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 520 920 ლარს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით  თანხების ჯგუფურად მითვისება); 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება);  341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

მედია: ფინეთი, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვრის მონაკვეთზე, სატესტო ღობის აშენებას გეგმავს

ფინეთი, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარზე, სატესტო ღობის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ, ტელე-რადიოკომპანია Yle იუწყება. ფინეთმა შესაძლოა, მიგრაციის შესაჩერებლად რუსეთის საზღვართან ღობე ააშენოს მთავრობაში უკვე არის კონსენსუსი ღობის საცდელი ნაწილის საჭიროებაზე, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.  ფინური მედიის ცნობით, საპილოტე პროექტი სამი კილომეტრზე განხორციელდება. ბიუჯეტში პროექტისთვის დაახლოებით ექვსი მილიონი ევროა დარეზერვებული.  თანხები ასევე მოხმარდება ტექნიკურ კონტროლსა და ინფრასტრუქტურას. შინაგან საქმეთა მინისტრის კრისტა მიკონენის თქმით, მნიშვნელოვანია საზღვრის ღობის აშენების განხილვა. სასაზღვრო სამსახურის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ პასი კოსტამოვაარასაც მიაჩნია, რომ ღობე აუცილებელია. როგორც ცნობილია, ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობისგან, რუსეთთან საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე ღობის ასაშენებლად 139 მილიონი ევროს გამოყოფას ითხოვს.   

იეისკში, სუ-34-ის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები

იეისკის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სუ-34 ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. იტყობინება კრასნოდარის ტერიტორიის ადმინისტრაცია.  რუსეთში, ქალაქ იეისკში, სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა რეგიონული ოპერატიული შტაბის ცნობით, დაშავებულია 19 ადამიანი, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულებს შორის 8-10 წლის სამი ბავშვია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სუ-34 ბომბდამშენი 17 ოქტომბერს საღამოს იეისკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. ავარიის დროს თვითმფრინავის საბრძოლო მასალა აფეთქდა. ხანძარი მაღალსართულიან კორპუსს მოედო. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სუ-34 საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.   

ადამ კიზინგერი: გვსურს, საქართველოს მთავრობამ ილაპარაკოს, რამდენად საშიშია რუსეთი ქვეყნისთვის

მე მომისმენია საქართველოში, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც აცხადებენ რომ საქართველოს ჩათრევა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს ომში. ეს არ არის მართალი. ამის შესახებ ამერკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა „ფორმულას“ ეთერში განაცახდა.  „მე კიდევ ვიმეორებ, ამერიკა არ სთხოვს საქართველოს, დაიწყოს ომი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს შორის პარტნიორობა და ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის“, - აღნიშნა კიზინგერმა.  ამასთანავე აღნიშნა, რომ „რუსეთის მომავალი არ არის ნათელი, დასავლეთის მომავალი კი ნათელია“.  

ევროკავშირმა, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა, 11 პირსა და ოთხ ირანულ ორგანიზაციას, ბოლო საპროტესტო აქციების დროს ძალის გამოყენების გამო სანქციები დაუწესა, ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორის გასავრცელებლად გაერთიანდნენ სიაში მოხვდნენ ე.წ. მორალის პოლიციის მაღალჩინოსნები, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ფრთა „ბასიჯი“ და ეროვნული პოლიციის დანაყოფი. ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციას ბრალად ედება სექსუალური ძალადობა, უკანონო დაკავება და ქალების წამება. ირანში საპროტესტო აქციები სექტემბრის ბოლოს დაიწყო. აქციები პროვოცირება მაჰსა ამინის სიკვდილმა გამოიწვია, რომელიც  მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. ახლობლების თქმით, გოგო დაკავებისას სცემეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მაჰსა ამინი ავად იყო. მანამდე, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გაუმართლებელი და მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები ახალ ანტიირანულ სანქციებს 17 ოქტომბერს დაამტკიცებენ. ისლამური რესპუბლიკის მთავრობა, თავის მხრივ, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ს ადანაშაულებს.  

UNICEF-ი: ომის გამო რუსეთში 2022 წელს, ღარიბთა რაოდენობა რვა მილიონით გაიზრდება

რუსეთში, უკრაინაში ომის გამო სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი 2022 წელს 8,3 მილიონზე მეტით გაიზრდება. მათგან თითქმის 2,9 მილიონი ბავშვია. გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ანგარიშში, ომის შედეგების შესახებ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 ქვეყანაში მოსალოდნელი შედეგები წარმოადგინა.  ამ ქვეყნებში ღარიბთა რიცხვი, UNICEF-ის პროგნოზით, 10 მილიონზე მეტი ადამიანით გაიზრდება. მათგან ოთხი მილიონი ბავშვია. უკრაინაში, ფონდის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი 472 000 ადამიანით გაიზრდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს შეფასება ეფუძნება ვარაუდს, რომ უკრაინის მშპ 2022 წელს 10%-ით შემცირდება. მეორე კვარტალში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით შემცირდა. UNICEF-ი ასევე, ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდას და განათლების ხელმისაწვდომობის შემცირებას პროგნოზირებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. როსსტატის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციასი 17,6 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ქვეყნის მოსახლეობის 12,1%-ის შემოსავალი 13 813 რუბლზე ნაკლებია.