ძებნის რეზულტატი:
სალომე ზურაბიშვილი: არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტისას, მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებითა და ჩვენი ევროკავშირში გაერთიანებით „რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს შემოსვლას საქართველოში, ეს ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში იმ სიტუაციის გამო, რაც რუსეთში არსებობს. მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული, რათა საფრთხე არ გაჩნდეს. მგონია, რომ ამისთვის მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ და მიღებულია ყველა ზომა. სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მიზანია, შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ ასევე არ არის გამორიცხული სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად მისი ინფორმირებით. ყველაზე მთავარი, ალბათ, ეს არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
კიევში რუსეთის ძალების იერიშისას სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის ძალების მიერ კიევში კამიკაძე-დრონებით განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის მერი: დედაქალაქის ცენტრზე რუსულმა ძალებმა იერიში, კამიკაძე-დრონებით მიიტანეს როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკოს თქმით, თვითმფრინავის პირველი თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ კორპუსში, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, ზუსტდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. მერმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც დღეს დილით კიევზე იერიში მიიტანა. ფოტოს მიხედვით, ეს არის ირანული წარმოების დრონი, რომელსაც რუსმა სამხედროებმა Geran-2 დაარქვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 17 ოქტომბრს დილით, კიევზე თავდასხმების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირანმა სამხედრო წვრთნები დაიწყო
ისლამური რევოლუციის გვარდიის სახმელეთო ძალებმა ირანის ჩრდილო-დასავლეთით, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში მასიური სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნები ყოველწლიური მისიის ნაწილია, რომლებიც IRGC სახმელეთო ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას ისახავს მიზნად. IRGC სახმელეთო ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მოჰამედ პაკპურმა თქვა, რომ წვრთნები მეზობლებისთვის მშვიდობის, მეგობრობის და გრძელვადიანი უსაფრთხოების გზავნილის გადაცემას ადასტურებს. წვრთნების დღის წესრიგშია საჰაერო ხომალდის ოპერაციები, ღამის ოპერაციები, შვეულმფრენის საბრძოლო ოპერაციები, საბრძოლო და თვითმკვლელი თვითმფრინავების ოპერაცია, ასევე, მდინარე არასზე ხიდის მშენებლობა, გზების კონტროლი, სიმაღლეების დაკავება და განადგურება.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან
ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის საბჭომ ადგილზე 40 სპეციალისტის გაგზავნა გადაწყვიტა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად, გადაწყდა, რომ პროცესში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ექსპერტები დროებით ჩაერთვებიან. მონიტორინგის მისია იქნება დროებითი და ორი თვე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამ მისიის მასპინძლობის საკითხი 7 ოქტომბერს აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცახდებაში აისახა.
დენის შმიგალი: რუსეთის ბოლო თავდასხმების შემდეგ, ელექტროენერგია ასობით დასახლებულ პუნქტს შეუწყდა
უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის თქმით, რუსული ძალებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ რეგიონში დაარტყეს, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. მისივე თქმით, კიევზე თავდასხმების გარდა, რუსეთმა ასევე ესროლა რაკეტები დნიპროპეტროვსკისა და სუმის ოლქების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში, ენერგეტიკულ ობიექტებს ხუთი-კამიკაძე დრონი ესროლეს. სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა Ukrenergo-მ მოუწოდა მოქალაქეებს, შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება საღამოს საათებში. უკრაინის სამხედროებმა 17 ოქტომბერს 37 ირანული წარმოების დრონი ჩამოაგდეს.
ლაშა ფურცხვანიძის თქმით, ღმერთის წინაშე პასუხისმგებლობა უკვე აქვს და სხვა პასუხისმგებლობა არ აინტერესებს
ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს, - ამის შესახებ "გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი: 220 ვოლტიანი კვების ბლოკი ყველგან არის დამონტაჟებული, რიყის შადრევანშიც ლაშა ფურცხვანიძე: ძალიან ბევრი დამთხვევაა, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ „მე ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს“, - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ. „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი რამდენიმე დღეა ყოველდღიურ რეჟიმში იკითხება. „გრინსერვისის" ხელმძღვანელი: პასუხისმგებელი ვარ იმ სამუშაოზე, რაც ჩავატარეთ. წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
კახა კალაძის მოადგილე: შადრევანთან დაკავშირებით, დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ შესრულებული სამუშაო პროექტს შეესაბამება
ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, პასუხი აგოს, თუ რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მთავარი ინტერესია, დადგინდეს მიზეზები, რის გამოც უსაფრთხოების მექანიზმმა არ იმუშავა. „ჩვენი მთავარი ინტერესია, მოხდეს მიზეზების გამოკვლევა, რატომ არ იმუშავა ამა თუ იმ უსაფრთხოების მექანიზმმა, რომელიც იყო ჩადებული პროექტში. ჩვენ სრულიად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, აგოს პასუხი, თუკი რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ირაკლი ზარქუას თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა საჭირო არ არის
„ქართული ოცნების" დეპუტატი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვის საჭიროება არ დგას. ამ საკითხზე კომენტარი მედიასთან, მან საქართველოს პარლამენტში გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი: არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ ფილტრაციის სისტემა, რომელიც საქართველოში არაკეთილმოსურნეების შემოსვლას გამორიცხავს. „ჩვენ რუსეთთან მიმართებაში გვაქვს ფილტრაციის ის სისტემა, რომელიც გამორიცხავს არაკეთილმოსურნეების შემოსვლას ჩვენ ქვეყანაში, ამის ნათელი დადასტურებაა დღემდე რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საზღვარი, მათ შორის ტრანზიტად გამოიყენეს, ამაზეც ითქვა, თუმცა არანაირი პროვოკაცია აქ არ მომხდარა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, შსს ასევე უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ შესაბამისად, ფილტრაცია აქვთ შესაბამისი, აქედან გამომდინარე, არ საჭიროებს გადახედვას", - თქვა ზარქუამ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთთან სავიზო რეჟიმი გადაიხედოს, რადგან ზედმეტად ლიბერალურია.
ბენ ჰოჯესის თქმით, ყირიმის გათავისუფლება ზაფხულისთვის არის შესაძლებელი
რუსებმა უნდა წააგონ [ომი], წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კვლავ შეეცდებიან იგივეს გაკეთებას ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის გათავისუფლება მომავალი წლის ზაფხულისთვის არის შესაძლებელი. „როცა სიტუაციას ვაკვირდები, ვხედავ, რომ რუსების მდგომარეობა ყოველ კვირას უარესდება. ამბობენ, რომ ომი ნებისყოფისა და ლოგისტიკის გამოცდაა, ორივე თვალსაზრისით უკრაინა ბევრად უკეთესად გამოიყურება. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ: ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის გათავისუფლება მომავალი წლის ზაფხულისთვის არის შესაძლებელი“, - განუცხადა გაზეთ FAZ-ს ბენ ჰოჯსმა. მისივე თქმით, რუსებმა უნდა წააგონ [ომი], წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კვლავ შეეცდებიან იგივეს გაკეთებას. ჰოჯესის აზრით, რუსეთის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეამცირებს. „ისინი ყველაფერს აკეთებენ ომის გასახანგრძლივებლად და დასავლეთში შიშისა და დაუცველობის გასავრცელებლად. ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებენ, მათ შორის ახალგაზრდებს, რომლებსაც საზარბაზნე ხორცად იწვევენ“, ასევე, თავდასხმებს დასავლეთის ინფრასტრუქტურაზე“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. მისივე თქმით, მოსალოდნელია უფრო მეტი დივერსიული აქტი და თავდასხმა, ან ასეთი მცდელობები უახლოეს კვირებსა და თვეებში.
ლაშა ხუციშვილი: დღეს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ არის
"დღეს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ არის", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი: არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია „დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამ საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც არის ქვეყანაში საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ირაკლი ზარქუას თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა საჭირო არ არის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთთან სავიზო რეჟიმი გადაიხედოს, რადგან ზედმეტად ლიბერალურია.
კიევის მერი: ნანგრევებიდან ამოყვანილია ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ცხედრები, ქალი 6 თვის ორსული იყო
კიევში, რუსეთის ძალების დარტყმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან უკრაინელი წყვილის ცხედრები ამოიყვანეს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შვილს ელოდებოდა. ქალი ექვსი თვის ორსული იყო. „ქალაქის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს, სამი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“ - განაცხადა კლიჩკომ. კიევში რუსეთის ძალების იერიშისას სამი ადამიანი დაიღუპა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 9:00 საათისთვის, კიევზე ხუთი დარტყმა დაფიქსირდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკავშირი უკრაინას, სამხედრო დახმარებისთვის დამატებით €500 მილიონს გამოუყოფს
ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარების მიზნით, €500 მილიონის ტრანშის გამოყოფა ოფიციალურად დაამტკიცა. „ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დამატებით 500 მილიონი ევროს მობილიზება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდამჭერნი, რათა ქვეყანა აგრესიისგან დაიცვან. რუსეთის ბოლოდროინდელი განურჩეველი თავდასხმები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფის კიდევ ერთი დასტურია. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამდე, ვიდრე დასჭირდება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. ამრიგად, ევროკავშირის ჯამური კონტრიბუცია ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში უკრაინისთვის უკვე 3,1 მილიარდ ევროს შეადგენს.
ჩინეთმა ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის მიწოდება შეაჩერა
ჩინეთმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გაზის იმპორტიორებს მოუწოდა, რომ ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის გაყიდვა შეწყვიტონ, რათა ზამთრის სეზონზე, გათბობის სეზონისთვის საკუთარი მოხმარება უზრუნველყონ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრძანება ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გასცა. ამასთან გამოცემა წერს, რომ ჩინეთის მიერ თხევადი გაზის გაყიდვები ევროპულ ბაზარს მარაგების სწრაფად შევსების საშუალებას აძლევდა, თუმცა ტრანსპორტირების რეკორდულად მაღალმა ხარჯებმა, საწვავის გადაზიდვის მიმზიდველობა შეამცირა.
კულებამ ევროკავშირს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, საჰაერო განგაშის ფონზე, თავშესაფრიდან სთხოვა
საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში საჰაერო იერიშების საფრთხის გამო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს თავშესაფრიდან მიმართა. კულებამ მოუწოდა ევროკავშირს, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. Reuters: რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს „ალბათ, პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ, რომელმაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, საჰაერო თავდასხმის სირენის გამო, თავშესაფრიდან მიმართა. ვითხოვე მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემისა და აღჭურვილობის მიწოდება. მოვუწოდე ევროკავშირს, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტი უნდა იყოს ძლიერი“, - წერს კულება Twitter-ზე. კიევში რუსეთის ძალების იერიშისას სამი ადამიანი დაიღუპა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 9:00 საათისთვის, კიევზე ხუთი დარტყმა დაფიქსირდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში 20 ოქტომბერს ჩავა. ამის შესახებ თურქეთის ელჩმა აზერბაიჯანში კაჰიტ ბაღჩიმ, დღეს განჯაში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თვითმფრინავი აზერბაიჯანის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მეორედ დაეშვება“.
პოლონელებმა უკრაინისთვის „ბაირაქტარის“ დრონი იყიდეს
„ბაირაქტარის“ დრონი, რომელიც პოლონეთში შეგროვებული თანხებით შეიძინეს, უკრაინაში გასაგზავნად მზადაა. უპილოტო საფრენ აპარატს მარიუპოლის პატივსაცემად „მარიკი“ დაარქვეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფონდების მოზიდვის კამპანიის ინიციატორი, პოლონელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე სლავომირ სიერაკოვსკი Facebook-ზე წერს. სახელწოდება უპილოტო საფრენ აპარატზეც არის დატანილი, როგორც უკრაინულ, ასევე, პოლონურ ენებზე. პოლონეთის მიერ დაფინანსებული Bayraktar უკვე მომზადებულია უკრაინაში ტრანსპორტირებისთვის. Baykar-ის მწარმოებელი და უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამჟამად საბოლოო დეტალებს განიხილავენ. Baykar-ი უკრაინას დრონს უფასოდ მიაწვდის, შეგროვებული თანხები კი, უკრაინაში ჰუმანიტარულ პროექტებს მოხმარდება.
ყაზახეთი თურქმენული გაზის იმპორტს იწყებს
QazaqGaz-მა და Turkmengaz-მა თურქმენული გაზის იმპორტზე ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა. თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის „მადლობას ვუხდი თურქმენეთის პრეზიდენტს ამ პროექტის ხელშეწყობაში პირადი მხარდაჭერისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებით და მზად ვართ გაზის იმპორტის მოცულობა წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზარდოთ“, - განაცხადა თოყაევმა. პრეზიდენტმა გამოაცხადა ყაზახეთის განზრახვა მონაწილეობა მიიღოს თურქმენეთის ძირითადი ენერგეტიკული ინიციატივების განხორციელებაში, ასევე გამოცდილების გაცვლასა და ორმხრივად მომგებიანი პროექტების განვითარებაში გაზის გადამუშავებისა და გაზის ქიმიის სფეროში. გარდა ამისა, განხილული იქნა ყაზახური ხორბლის თურქმენეთის ბაზარზე ექსპორტის პერსპექტივები და თურქმენეთ-ავღანეთის საზღვარზე მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობა. შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი, ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად, 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა.
ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობებზე - პოდოლიაკი
ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობებზე. ქვეყანა, რომელიც ჩაგრავს საკუთარ ხალხს, ახლა რუს ურჩხულებს აძლევს იარაღს მასობრივი მკვლელობებისთვის ევროპის გულში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. Reuters: რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს „ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობებზე. ქვეყანა, რომელიც ჩაგრავს საკუთარ ხალხს, ახლა რუს ურჩხულებს აძლევს იარაღს მასობრივი მკვლელობებისთვის ევროპის გულში. სწორედ ამას ნიშნავს დაუმთავრებელი საქმეები და დათმობა ტოტალიტარიზმთან. შემთხვევა, როდესაც სანქციები არ არის საკმარისი“, – წერს პოდოლიაკი. 10 ოქტომბერს, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის და ბელორუსის ტერიტორიებიდან გაშვებული ირანული წარმოების დრონი ჩამოაგდეს. 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თენგიზ ფხალაძე: ევროკავშირმა, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდაში, ფინანსური წვლილი უნდა შეიტანოს
ევროკავშირი, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ პარტნიორობას მნიშვნელოვნად აფასებს. ამის შესახებ Trend-ს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა არარეზიდენტმა თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს „დაახლოებით 5 ან თუნდაც 10 წლის წინ გაკეთდა შეფასება, რომ აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა მეტი გაზის მიწოდებისთვის და რომ ევროპამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ენერგეტიკულ პარტნიორობას ამ ქვეყანასთან. ასევე ყურადღება გამოიჩინოს კასპიის რეგიონთან მიმართებით, მის გაზის პოტენციალთან და ეს ყველაფერი ერთად განავითაროს. სამწუხაროდ, ევროპამ გარკვეულწილად უგულებელყო ეს შესაძლებლობები და სხვა პროექტებს მიენიჭა პრიორიტეტი. დღეს, ვფიქრობ, ევროპაში ყველა ნანობს ამას. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს," - აცხადებს ფხალაძე. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს მისივე თქმით, დღეს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს, არამედ პრაქტიკულ ბიზნეს-ინიციატივებშიც აისახება. „მაგრამ არ მგონია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ერთ მხარეს დაეკისროს. დიახ, აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაგრამ მას ასევე სჭირდება იგივე სანდო პარტნიორები ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამაში ყველაზე დიდი ფინანსური წვლილი ევროკავშირმა უნდა შეიტანოს“, - აღნიშნა ფხალაძემ. თუმცა, როგორც ექსპერტი აცხადებს, აზერბაიჯანული გაზის მიმართ ინტერესი ქვეყნების მიხედვით არ უნდა დაიყოს. რაც შეეხება საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის (IGB) გაშვებას, ფხალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ეს მნიშვნელოვანი პროექტია ევროპისთვის, რადგან რეგიონი რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო სირთულეებს განიცდის. „ეს არის შესანიშნავი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ინვესტორებისთვის, რომ მიჰყვნენ, გამოიყენონ და ასევე იფიქრონ, როგორ გააფართოონ ეს შესაძლებლობა. აზერბაიჯანს რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობები, მაგრამ როგორც ვთქვი, მთელი ფინანსური ტვირთი მხოლოდ ერთ ქვეყანას არ უნდა დააწვეს. უკვე არის ინტერესი და დროთა განმავლობაში აქტიურ ბიზნეს-ინიციატივებად გარდაიქმნება“, - განაცხადა ფხალაძემ. ECIPE-ის უფროსმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პოტენციალი ელექტროენერგიის ექსპორტში, მათ შორის განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის ექსპორტში, უზარმაზარია და რეალურად ეს პროექტი შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს. „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ევროკავშირი გააფართოვებს კავშირების ქსელს. ეს ნიშნავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაფართოებას, აქ იგულისხმება ელექტროენერგიის მიწოდება. ევროკავშირმა უნდა წაახალისოს ახალი პროცესები და ინიციატივები კავშირისთვის. ეს უკვე განვითარებულია ევროკავშირიის მიერ საქართველოში და შემდეგ აზერბაიჯანში. დღეს ახალი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო“, - განაცხადა ფხალაძემ. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7645 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7645 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7645 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7741 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0096 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6946 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6970 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.