ძებნის რეზულტატი:

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული ძალები ბრძოლის ველზე მარცხდებიან, რის გამოც უკრაინის ობიექტებზე დარტყმები გააძლირეს

რუსული ძალები აგვისტოს შემდეგ, ბრძოლის ველზე მარცხს განიცდიან, რის გამოც, უკრაინის ობიექტებზე დარტყმები გააძლირეს“, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს. მისივე განცხადებით, სავარაუდოა, რომ ამ თავდასხმის კამპანიის მთავარი მიზანია, ფართომასშტაბიანი ზიანი მიაყენონ უკრაინის ენერგოდისტრიბუციულ ქსელს. 18 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის ფედერაციის ძალებმა სამი რაკეტა ისროლეს.კიევის მერის ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე ისევ ენერგოინფრასტუქტურა იყო. დილიდან, უკრაინის ყველა ოლქში, საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

LMC-ის წარმომადგენელი: ვაკის პარკის შადრევნის პროექტში, ცვლილებები სამუშაოს პროცესში მოხდა

ეჭვის დონეზე მაქვს, რომ პროექტში ცვლილებები, სამუშაოს ჩატარების პროცესში მოხდა. კადრები ვნახეთ, იქ ჩანს კაბელები. პრაქტიკულად მგონია, რომ შპს LMC-ის პასუხისმგებლობა მოიხსნა, - ამის შესახებ შპს LMC-ის წარმომადგენელმა, ზაზა ნაჭყებიამ "ტვ პირველს" განუცხადა. მისივე განცხადებით, LMC-ის გუნდს, რომელიც ვაკის პარკში, შადრევნის პროექტის ავტორია, ყველაფერი გაწერილი ჰქონდა. „პროექტში რამე ცვლილება, რომ შეტანილიყო, უნდა მომხდარიყო მერიიდან ჩვენთან დაკავშირება, რადგან საავტორო ზედამხედველობას ვუწევდით. პირდაპირ გეტყვით, ეჭვის დონეზე მაქვს, რომ შეტანილი იყო ცვლილებები, სამუშაოს ჩატარების პროცესში. კადრები რაც ვნახეთ, იქ არის კაბელები, პრატიკულად მე მგონია, რომ შპს LMC-ის პასუხისმგებლობა მოიხსნა. ჩვენს პროექტში, სხვა რაღაცები იდო", - განაცხადა ნაჭყებიამ. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებებისთვის სივრცე აღარ დარჩა

რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებით, მოლაპარაკებებისთვის სივრცეს სპობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევზე რუსეთის განახლებული შეტევის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთის დარტყმების შედეგად, უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა გამოიწვია. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი პარტნიორებს მოუწოდებს, კიევს ენერგოინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარონ „კიდევ ერთი რუსული ტერორისტული თავდასხმები“, რომელიც მოლაპარაკებებისთვის სივრცეს სპობს. პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებებისთვის ადგილი აღარ დარჩა“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. 18 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის ფედერაციის ძალებმა სამი რაკეტა ისროლეს.კიევის მერის ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე ისევ ენერგოინფრასტუქტურა იყო. დილიდან, უკრაინის ყველა ოლქში, საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც.

ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვე სახლში დაბრუნდება - ზელენსკი

"ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვე სახლში დაბრუნდება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა. უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა „მოვახერხეთ 108 უკრაინელი ქალის - ოფიცრების, სერჟანტებისა და რიგითების დაბრუნება. ჩვენი გაცვლითი ჯგუფი აგრძელებს ამ საქმეს. ჩვენ არცერთ ჩვენიანს არ ვივიწყებთ, ყველა უნდა დავიბრუნოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, გათავისუფლებულ ტყვეებს შორისაა აზოვსტალიდან ევაკუირებული 37 ქალი, 11 ოფიცერი და 85 რიგითი და სერჟანტი, მათ შორის 35 უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, 32 საზღვაო ძალებიდან, 12 თავდაცვის ძალებიდან, 8 ეროვნული გვარდიიდან, 2 "აზოვიდან", 5 - სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურიდან, 4 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან, ხოლი 12 მშვიდობიანი მოქალაქეა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რა საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა

საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და NATO-სა და ევროკავშირთან ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო კავშირებს თავდაცვის სფეროში. „აღინიშნა, რომ ახლახან ხელმოწერილი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს ყველა მიმართულებით ახალ იმპულსს შესძენს. მთავრობის მეთაურმა რუმინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას და ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან წვლილს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორატის უფროსი ვასილე იონესკუ და რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რეზვან როტუნდუ ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუმინეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ვასილე დინკუს უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი ერთგული მხარდამჭერია და რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის, რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავებისა და ჰიბრიდული გამოწვევების წინაღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია. რას გულიხმობს საქართველო-რუმინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რაც ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობას ისახავს მიზნად. მან NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების შესახებაც ისაუბრა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის და განვითარების მნიშვნელობაზე საუბარს; რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. რა საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა აღინიშნა, რომ რუმინეთთან თანამშრომლობა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, სამხედრო განათლების, ერთობლივი წვრთნების, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი სამხედროების მონაწილეობის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში რუმინეთის ჩართულობის კუთხით მნიშვნელოვანია. ვიზიტის ფარგლებში ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სტრატეგიული ხასიათის შეთანხმებას, რაც არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად. ასევე, გაფორმდა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რეზვან როტუნდუ და რუმინეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. მოგვიანებით, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა, ხოლო მოთხოვნამ 75 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200 პროცენტით, მაქსიმალური 9.427 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.346 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის დამოუკიდებლობა აღიარა

უკრაინამ იჩქერიის დამოუკიდებლობა აღიარა. უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულად ცნობს. 287-მა მხარი დაუჭირა შესაბამის რეზოლუციის პროექტს. საუბარია „უკრაინის უმაღლესი რადას განცხადების შესახებ, რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებული იჩქერიის (ჩეჩნეთის რესპუბლიკის) აღიარებისა და ჩეჩენი ხალხის გენოციდის დაგმობის შესახებ“. იჩქერიას აღმოსავლეთით ესაზღვრება დაღესტანი, დასავლეთით - ინგუშეთი და ჩრდილოეთი ოსეთი, სამხრეთიდან - საქართველო, ჩრდილო-დასავლეთიდან - სტავროპოლის მხარე. მისი ფართობი: 19 300 კვ. კმ-ს შეადგენს.   

დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა

საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. დავით ზილფიმიანი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყო. „ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“, – წერს ზილფიმიანი სოციალურ ქსელში.  

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 21 ოქტომბერს მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ესტონეთმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

18 ოქტომბერს, ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას გმობს, ხოლო რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.  რეზოლუციას ესტონეთის პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  ევროპარლამენტი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების საკითხს კენჭს უყრის  რეზოლუციაში ესტონეთის პარლამენტი კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიას და ფსევდორეფერენდუმების საფუძველზე უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობებს და აცხადებს, რომ ესტონეთი ამ ფაქტს არასოდეს აღიარებს. შეგახსენებთ, უკრაინა ითხოვს, რომ აშშ-მა რუსეთი, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს. გარდა ამისა, აგვისტოში ლატვიის საემმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.  

ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ასე უაპელაციოდ ვინც დაგაბრალათ, დიდი სისულელე თქვა

ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ასე უაპელაციოდ ვინც დაგაბრალათ, თქვა დიდი სისულელე, იმიტომ, რომ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა, მაგრამ მეორე, უბედურება იცით რა არის ?! ისეთები გქონდათ გაკეთებული, რომ ხალხმა ეს დაიჯერა და მიიღო, ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ ოპონენტებს. ამასთან, ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია პოლიტიკური დისკუსიის საგნად არ უნდა გადააქციონ. „გამოძიება დაიჭერს აუცილებლად, ვინც იქნება პასუხისმგებელი და ეს თუ ასე არ მოხდება, მეც თქვენთან ერთად პრეტენზიას წავუყენებ ყველას, ვისაც ეს საქმე უნდა გამოეძიებინა და არ გამოიძია. თქვენ წინსწრებით და უაპელაციოდ გინდათ, რომ ადამიანს ბავშვის სიკვდილის ტვირთი დააკისროთ, თქვენ კი ამბობთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობაო, მაგრამ ეს ხომ მორალური პასუხისმგებლობაა. ეტყობა ეს თქვენთვის იმხელა პრობლემას არ ნიშნავს. მერიაში ვიყავი და ვნახე, რა მდგომარეობაა... რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, ბავშვის გარდაცვალებაში ვინმეს თუ რაიმე წვლილი მიუძღვის, საერთოდ რა მოსატანი კატეგორიაა პოლიტიკა და თანამდებობა. მაგრამ თქვენ მაინც შეგიძლიათ ყველაფერი ასე ერთმანეთში არიოთ, ძალიან გთხოვთ იმ ბავშვს და მის ხსოვნას ამას ნუ ვაკადრებთ“,- განაცხადა დავითულიანმა. ცნობისთვის, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვი დაახლოებითი ერთი საათის განმავლობაში დაკარგული იყო. „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი ბავშვის მკვლელობას „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილს აბრალებდა. ბავშვის დეიდა კი აცხადებდა, რომ ის საარჩევო უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი იყო და მას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. ამასთან, საქმე დღემდე გაუხსნელია.

რუს ოლიგარქ უსმანოვს, გერმანიაში $50 მილიონად შეფასებული „ფაბერჟეს კვერცხები“ ჩამოართვეს, რომლებსაც სუვენირად ასაღებდა

რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს, გერმანიაში „ფაბერჟეს კვერცხები“ ჩამოართვეს, რომლებსაც სუვენირად ასაღებდა.  გერმანიაში, რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის იახტა გაჩხრიკეს კარლ ფაბერჟეს მიერ შექმნილი ოთხი კვერცხი, რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ვილაზე, სამართალდამცველებმა ჩხრეკისას იპოვეს. უსმანოვი აცხადებდა, რომ „ფაბერჟეს კვერცხები“ არ იყო ორიგინალი და ძვირადღირებულ სუვენირს წარმოადგენდა.  იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ, უსმანოვის ვილაზე ნაპოვნი ოთხი კვერცხი ფაბერჟეს ორიგინალია და თითო $50 მილიონადაა შეფასებული.  გერმანული მედია წერს, რომ უსმანოვი ამ ძვირფას ნივთებს ვეღარ ნახავს. რუს ოლიგარქს ძვირფასი ნივთები აქტივად უნდა გამოეცხადებინა მას შემდეგ, რაც სანქციების სიაში მოხვდა, რაც, სავარაუდოდ, არ გააკეთა.  რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.  რუსი მილიარდერები, აბრამოვიჩი და უსმანოვი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ტოპ 10-ს გამოეთიშნენ  

18 ოქტომბერს კიევზე რუსეთის ძალების შეტევისას ორი ადამიანი დაიღუპა

18 ოქტომბერს რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ერთი ადამიანი. ამის შესახებ უკრიანული მედია წერს. გენერალური პროკურატურის ცნობით, 18 ოქტომბერს, დილით, კიევის დესნიანსკის რაიონში, ენერგომომარაგების ობიექტზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ამასთან, კიევზე რუსეთის 17 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. მაშველებმა კიევის ცენტრალურ საცხოვრებელ კორპუსში რუსეთის დარტყმის შედეგად მოკლული მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ეს არის მეხუთე მსხვერპლი, რომელიც უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ირანული წარმოების დრონით თავდასხმას მოჰყვა. 18 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის ფედერაციის ძალებმა სამი რაკეტა ისროლეს.კიევის მერის ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე ისევ ენერგოინფრასტუქტურა იყო. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს დილიდან, უკრაინის ყველა ოლქში, საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რას პასუხობს თბილისის მერია LMC-ს, რომლის განცხადებით, შადრევნის პროექტში, ცვლილებები სამუშაო პროცესის დროს შევიდა

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შპს „ელ ემ სის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით არის აღნიშნული: ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“, - თბილისის მერია ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით კომპანია „ელ ემ სის“ წარმომადგენლის განცხადებას პასუხობს. LMC-ის წარმომადგენელი: ვაკის პარკის შადრევნის პროექტში, ცვლილებები სამუშაოს პროცესში მოხდა „გვინდა, გამოვეხმაუროთ შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს, მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და რომ პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შპს „ელ ემ სის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით არის აღნიშნული: ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“. პროექტში ასევე, მითითებულია დანადგარის ტექნიკური მონაცემები. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, თბილისის მერიის, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან და მზად არიან, პასუხი გასცენ ყველა შეკითხვას. ასევე, პასუხი აგონ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა გადაცდომას. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 18 მაისს, ტენდერის შესაბამისად, გააფორმა ხელშეკრულება შპს „ელ ემ სისთან“, რომლის მიზანი იყო ვაკის პარკში არსებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

ენერგოატომი: რუსეთის ძალებმა კვლავ გაიტაცეს ზაპოროჟიეს ქარხნის თანამშრომლები

სახელმწიფო ბირთვული კომპანია Energoatom-ის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოკუპირებულ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ოლეგ კოსტიუკოვი და გენერალური დირექტორის თანაშემწე ოლეგ ოშეკა გაიტაცეს. ოფიციალური პირების თქმით, არაფერია ცნობილი მუშების ადგილსამყოფელისა და მათი მდგომარეობის შესახებ.  დაახლოებით ერთი კვირის წინ, 11 ოქტომბერს, Energoatom-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ჯარებმა გაიტაცეს ქარხნის უფროსის მოადგილე ვალერი მარტინიუკი, დააკავეს  გაურკვეველ ადგილას და სავარაუდოდ, აწამეს. მანამდე, 30 სექტემბერს, რუსულმა ძალებმა ასევე გაიტაცეს ქარხნის ხელმძღვანელი იგორ მურაშოვი, როდესაც ის სახლში მიდიოდა. სამ დღეში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ მურაშოვი სახლში „უვნებლად დააბრუნეს“.  

პოლიციამ ქუთაისის მერიის შენობიდან ქურდობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

ქუთაისის მერიის შენობიდან მოპარული ნივთები პოლიციამ იპოვა. ქურდობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი შუა ხნის კაცია დაკავებული. როგორც ცნობილია, „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველს“ კუთვნილ აპარატურას უახლოეს დღეებში გადასცემენ. ცნობისთვის, ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრცე დღეს დილით გაქურდეს. ამასთან, „მთავარი არხის“ კუთვნილი ლეპტოპი და „ტვ პირველის“ კამერა იყო მოპარული.  

უკრაინის უმაღლეს რადაში, დეპუტატებმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე, დადგენილების პროექტი შეიტანეს

უმაღლეს რადაში, უკრაინასა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტი შევიდა. ამის შესახებ 18 ოქტომბერს დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა. ევროკავშირმა, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა გონჩარენკომ ასევე მოუწოდა პარლამენტარებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართონ. ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორის გასავრცელებლად გაერთიანდნენ უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა.

უკრაინამ ევროკავშირისგან 2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან 2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. უკრაინის პრემიერის თქმით, ეს თანხები 5 მილიარდი ევროს პაკეტის პირველი ნაწილია. უკრაინული მხარის განცხადებით, მთლიანობაში, წელს უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების სახით, 4,2 მილიარდი ევრო მიიღო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფოს ეკონომიკური ფრონტის გაძლიერებას და აგრესორთან ბრძოლას. „ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ვაგრძელებთ მუშაობას ახალ ფინანსურ პროგრამებზე. უკრაინამ მიიღო 2 მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარება. დღეს ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ტრანში მიიღო ევროკავშირისგან, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის მხარდაჭერას. დამატებითი ფინანსური რესურსები ხელს შეუწყობს გადაუდებელი ბიუჯეტის ხარჯების დაფარვას, კერძოდ, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - წერს შმიგალი.  

ბლინკენის თქმით, აშშ ხელახლა არეგულირებს სამხედრო დახმარებას, რადგან „რუსეთის აგრესიის ხასიათი შეიცვალა“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი რუსული თვითმფრინავის თავდასხმები, რუსეთის მზარდ სასოწარკვეთაზე მიუთითებს. ბლინკენმა სტენფორდის უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საჭიროებებზე მორგებულ მხმარდაჭერას განაგრძობს. „თქვენ ხედავთ დრონების თავდასხმებს. რას აკეთებენ ისინი? ისინი თავს ესხმიან მშვიდობიანი მოსახლეობას და არა სამხედრო სამიზნეებს. ისინი თავს ესხმიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა ელექტროსადგურები, საავადმყოფოები, რაც ხალხს სჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეერთებული შტატები ხელახლა არეგულირებს სამხედრო დახმარებას, რადგან „აგრესიის ხასიათი შეიცვალა. ის ვრცელდება სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა რელიეფზე, რომლის დროსაც გამოიყენება სხვადასხვა იარაღი. „ჩვენ ახლებურად ვდგამთ ყველა ნაბიჯს, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან, რათა დავეხმაროთ უკრაინის იმით, რაც ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა ბლინკენმა. მან კიევისთვის ახალი ტექნოლოგიების მიწოდების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ამ კონტექსტში უკრაინელი სამხედროების მომზადებაზეც მიუთითა.