ძებნის რეზულტატი:

უკრაინის არმიამ ღამით, ქვეყნის სამხრეთში 26 რუსული უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურა

უკრაინულმა არმიამ ღამით, ქვეყნის სამხრეთში 26 რუსული უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურა. ამის შესახებ დღეს, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა. საუბარია ირანულ „შაჰედ-136“-ის თვითმფრინავებზე (რუსულმა არმიამ, შეძენი შემდეგ, დრონებს ჯერანი დაარქვეს). იგნატის თქმით, დრონები უკრაინის ძალებმა „სამხრეთის საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში" გაანადგურეს. მას, კონკრეტული რეგიონები არ დაუსახელებია.  დღეს, რამდენიმე უკრაინულმა ტელეგრამის არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები დრონების გამოყენებით თავს დაესხნენ ზაპოროჟიესა და ოდესის რეგიონებს. არ არსებობს ზუსტი მონაცემები ამ თავდასხმის შედეგების შესახებ. ამ დრომდე უცნობია დღეს დილით კიევზე, უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გაერო: რუსეთ-უკრაინაში ომის შედეგად, სიღარიბეში კიდევ 4 მილიონი ბავშვი აღმოჩნდა

რუსეთის სრულმაშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში და მისმა მძიმე ეკონომიკურმა შედეგებმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 4 მილიონი ბავშვი სიღარიბეში ჩააგდო, - გაეროს მონაცემებს უცხოური მედია ავრცელებს. გაერო: ძალადობა რუსეთის სამხედრო სტრატეგიის ნაწილია „უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უმძიმესი ტვირთი ბავშვებს აწვება. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში და მისმა ეკონომიკურმა შედეგებმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 4 მილიონი ბავშვი სიღარიბეში ჩააგდო“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

Air Moldova-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო

კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – Air Moldova-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კიშინეუ-თბილისის პირველი რეისით, რომელიც ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა, 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან კიშინეუში – 133 ადამიანი გაემგზავრა. ამასთან, ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ნოემბრიდან, ზამთრის სეზონზე, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.  

ISW-ის ანალიტიკოსებმა დაასახელეს სტრატეგიული რეგიონები, რომლებიც უკრაინამ უნდა გაათავისუფლოს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გეგმები, უკრაინასთან მიმართებით არ შეცვლილა. ამის მიუხედავად, უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები და უზრუნველყოს გრძელვადანი უსაფრთხოება და ქვეყნის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა. ამის შესახებ აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) დასკვნაშია ნათქვამი.  ანალიტიკოსების შეფასებით, აუცილებელია ხერსონის ოლქის დაბრუნება.  „თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაიბრუნებენ კონტროლს მდინარე დნეპრის მთელ დასავლეთ სანაპიროზე, მაშინ რუსებს, სავარაუდოდ, უკიდურესად გაუჭირდებათ სახმელეთო თავდასხმები უკრაინის სამხრეთ-დასავლეთზე. ამრიგად, ნიკოლაევის, ოდესისა და მთელი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს თავდაცვითი შესაძლებლობები დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთ ხერსონის განთავისუფლებაზე. ამასთან, ენერგოდარის გათავისუფლება ისე უნდა მოხდეს, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურმა ხელახლა დაიწყოს მუშაობა, რაც გადამწყვეტია უკრაინის ეკონომიკის აღდგენისთვის დახარჯული დროისა და ფულის შესანარჩუნებლად. უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად მნიშვნელოვანია კიევის კონტროლის ქვეშ, დონბასის ეკონომიკური რეგიონის დაბრუნება. ამის სამხედრო პირობაა უკრაინის მიერ მარიუპოლის, ასევე საგზაო და სარკინიგზო ქსელების გათავისუფლება ჩრდილოეთით, ვოლნოვახას გავლით დონეცკისკენ და დასავლეთით მელიტოპოლისა და ზაპოროჟიესკენ. მარიუპოლზე კონტროლის დასამყარებლად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გაათავისუფლონ 2014 წელს მიტაცებული ტერიტორიების ნაწილი მაინც. სადემარკაციო ხაზი, რომელიც წარმოიშვა ამ შემოჭრის შედეგად, ძალიან ახლოს გაიარა მარიუპოლთან, რის გამოც ქალაქი ალყაში მოექცა.  ყირიმის ნახევარკუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც NATO-სთვის, ასევე უკრაინისთვის. ნახევარკუნძულზე რუსული კონტროლი პუტინს საშუალებას აძლევს განათავსოს საზენიტო რაკეტები დასავლეთით 325 კილომეტრში, ხოლო ავიაცია - სევასტოპოლში დაახლოებით 300 კილომეტრში დასავლეთით. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს საჰაერო და სარაკეტო საფრთხის მასშტაბისა და სიგანისთვის, რომელიც რუსეთმა შესაძლია, NATO-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე შექმნას. ეს ასევე შესაძლებლობას აძლევს პუტინს, რომ უკრაინაში მომავალი შეჭრა მოამზადოს“, - ამბობენ ISW ანალიტიკოსები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

17 ოქტომბერი, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა

17 ოქტომბერი, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა. როგორც ცნობილია, დღეისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 66 000-ზე მეტი პირია რეგისტრირებული. ამასთან, საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელიდან აღინიშნება.  

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებიით, ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში დაეხმარონ, რომელიც რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას გაასამართლებს. „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვასაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელი იქნება მისი ყველაზე აშკარა დარღვევები - გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და აგრესიის დანაშაულები. ბოლოდროინდელი მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე, სკოლებსა და სათამაშო მოედნებზე, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მასშტაბით, მხოლოდ უახლესი ეპიზოდია რუსეთის არაპროვოცირებული ტერორისტული კამპანიის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და იყოს იმ ძალისხმევის ცენტრში, რომელიც სპეციალური ტრიბუნალის შესაქმენლადაა საჭირო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თბილისში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო

თბილისში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანიკენ ჰუიტფელდი ქართველო კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მინისტრები ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ. ამასთან, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე გაეცნობა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.  

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

მოხარული ვარ, რომ ოფიციალურად გავხსნი ნორვეგიულ საელჩოს თქვენს მშობლიურ ქვეყანაში. მრავალი წლის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდმა დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თბილისში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო „მოხარული ვარ, რომ ოფიციალურად გავხსნი ნორვეგიულ საელჩოს თქვენს მშობლიურ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ადასტურებს ნორვეგიის მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რუსეთის  ბორდერიზაციისა და დაკავებების პოლიტიკა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას. ეს სრულად მიუღებელი და დასაგმობია. მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას დიალოგის მიმართულებით. ასევე, მივესალმებით ევროკავშირისა და გაერო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს  2008 წლის ცეცხლის შეწყვეტისხელშეკრულება. მრავალი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ პროცესის გაგრძელება და მაღალი შეფასება მივცეთ იმას, რომ ევროკავშირის მხრიდან ივნისში გაცემული რეკომენდაციები შესრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი არ ვართ, ძალზედ მჭიდროდ ვპარტნიორობთ ევეროკავშირთან. ჩვენი ურთიერთობები ერთიან ღირებულებებსა და პრინციპებს ემყარება“, – განაცხადა ანიკენ ჰუიტფელდმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანიკენ ჰუდფელდტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო თანამშომლობის გაღრმავების პერსპექტივები. თბილისში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში ნორვეგიის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მნიშვნელოვანმა დახმარებამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებსა და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციაში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ხაზი გაესვა მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ანიკენ ჰუდფელდტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო რეგიონში ევროპის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: მტერი ჩვენს გატეხას ვერ შეძლებს. ოკუპანტებს ელოდებათ სამართლიანი სასჯელი, ჩვენ კი, გამარჯვება

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინელების გატეხვას, „კამიკაძე“ დრონებითა და რაკეტებით მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორის მიუხედავად.  კიევის მერი: დედაქალაქის ცენტრზე რუსულმა ძალებმა იერიში, კამიკაძე-დრონებით მიიტანეს ამის შესახებ მან ტელეგრამში უკრაინის ქალაქებზე მტრის ღამის და დილის საჰაერო თავდასხმების კომენტირებისას აღნიშნა.  „მთელი ღანე და დილა, მტერი ახორციელებდა მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს. „კამიკაძე-დრონებითა“ და რაკეტებით, იერიში მიაქვთ უკრაინაზე. კიევში დაიბომბა საცხოვრებელი სახლი. მტერს შეუძლია იერიში მიიტანოს უკრაინის ქალაქებზე, მაგრამ ჩვენს გატეხვას ვერ შეძლებს. ოკუპანტებს ელოდებათ მხოლოდ სამართლიანი სასჯელი და მათ მომავალი თაობები გაასამართლებენ. ჩვენ გველოდება გამარჯვება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.   

ილია დარჩიაშვილი: საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა, - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა „სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში. ღრმად ვაფასებთ ნორვეგიის, როგორც ერთ - ერთი ყველაზე მსხვილი დონორის მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ნორვეგიის როლი საქართველოში ინკლუზიური განათლების მოდელის დანერგვასა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება-რეაბილიტაციის პროცესში. მზარდია ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო -ეკონომიკური და ტურისტული კავშირები, რაც მეტად პერსპექტიულს ხდის ურთიერთობების განვითარებას შავი ზღვის, ენერგეტიკისა თუ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. თბილისში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო  

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ქვეყანას სხვადასხვა მისიაში

ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მისიებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 17 ოქტომბერი, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ავღანეთში NATO-ს არაწევრი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა იყო, სადაც 30- ზე მეტი გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასეულობით ჯარისკაცი კი დაიჭრა „მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ახლა ბევრი უკვე ვეტერანი, გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩემს მიერ ჩამოთვლილ მისიებში. ერთ დროს ავღანეთში ჩვენ ვიყავით, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყანა, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ყველაზე დიდი კონტიგენტით იყო წარმოდგენილი ქართული კონტიგენტი ავღანეთში. იქ ჩვენ დავკარგეთ 30-ზე მეტი გმირი ჯარისკაცი, ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი დაიჭრა. ესენი არიან ჩვენი დაუმარცხებელი, გაუტეხელი სამხედროები და ვეტერანები. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენ ყოველდღე უნდა ვუთხრათ და გითხრათ თქვენ მადლობა. რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს, მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს. ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი. თქვენს მაგალითებზე უნდა აღვზარდოთ ჩვენ ჩვენი ახალგაზრდა თაობები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სწორედ ვეტერანების დაფასება არის ჩვენი ვალი, ჩვენი მთავრობის ვალი და მე გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ თქვენთვის და თქვენი ღვაწლის დასაფასებლად. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით მადლობას გიხდით და გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს: იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს საქართველო-მოლდოვის ურთიერთობებში

„თქვენი ვიზიტი პირველია 12 წლიანი პაუზის შემდეგ და წელს ჩვენი ქვეყნები აღვნიშნავთ, სამ ათწლეულს დიპლომატიური ურთიერთობების, იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს საქართველო-მოლდოვის ურთიერთობებში და იქნება ახალი იმპულსი “, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე მოლდოვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ამასთან, მაია სანდუმ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების მიმართ. „ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. 8 წელია უკრაინაში მიმდინარეობს ომი. ჩვენ ვთავაზობთ მხარდაჭერას უკრაინელებს. მოვუწოდებთ რომ დაისაჯოს ეს დიდი კრიმინალი და ომის დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს უკრაინას. ჩვენ და საქართველოს გვაქვს მოუგვარებელი კონფლიქტები. აქვე მინდა გამოვხატო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა სანდუმ.  მისი თქმით, თუ არ იქნება მშვიდობა უკრაინაში, არ იქნება მშვიდობა მსოფლიოში.  საქართველოს პრეზიდენტი, მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.   

მაია სანდუ: საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია შეაჩეროს

საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია და დაეხმაროს უკრაინას - უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა - ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი, მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო "საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია და დაეხმაროს უკრაინას, რათა აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისოდ აღიარებული მშვიდობა და წესრიგი კიდევ ერთხელ აღვადგინოთ, გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა საერთაშორისო სამართლის მიმართ და იმის მიმართ, რომ ქვეყნებს თავად შეუძლიათ საკუთარი ბედის გადაწყვეტა. მხოლოდ ასე შეგვიძლია უზრუნველვყოთ განგრძობითი მშვიდობა ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში. სირთულეების მიუხედავად, რომელსაც ვაწყდებით ჩვენს ქვეყნებში, საქართველოს და მოლდოვას სურთ ჰარმონიული განვითარება და მომავალი მშვიდობასა და კეთილდღეობაში მათი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მაია სანდუმ. ასევე წაიკითხეთ: მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს: იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს საქართველო-მოლდოვის ურთიერთობებში  

სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებითა და ჩვენი ევროკავშირში გაერთიანებით

უკრაინის ომი ევროპისთვის უდიდესი გამოწვაა. ევროპამ დღეს დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე. ჩვენ გავლილი გვაქვს სხვა ომები და ოკუპაცია, როცა ჩვენი პარტნიორები მაინც უყურებდნენ, ისე, რომ შესაძლოა რუსეთი ყოფილიყო სანდო პარტნიორი. თუმცა უკრაინის ომმა ეს ხედვა შეცვალა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისივე თქმით, ეს ომი და დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციითა და საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაერთიანებით.  „ღრმად მჯერა, სამივე ქვეყანა, რომლებმაც მივიღეთ ასოცირება პეტრას სამიტიდან, ტრიოს ფორმით და დავიწყეთ ევროინტეგრაციის აქტიური ფაზა, ვნახავთ ამ გზის შედეგს და ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის. ეს ომი და დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით და ჩვენი ქვეყნების ევროკავშირში გაერთიანებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის განცახდებით, ტრიოს წევრები ევროინტეგრაციის კუთხით ერთი და იმაზე პერსპექტივაში რჩებიან და ერთი და იმაზე გზაზე მიდიან და ერთიდაიგივე რეფორმებია გასატარებელი. „ჩვენი ცოტა სხვა კალენდარში ჯდება, 12 რეკომენდაციის შესრულების გზით უნდა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს. მოლდოვას და უკრაინას აქვთ ასევე თავიანთი რეფორმები ჩასატარებელი". მისი თქმით, ევროპა არის მოლდოვასა და საქარველოს მომავალი „და სხვა პერსპეტივა არ გაგვაჩნია. ჩვენი მომავალი განუყოფელია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.  საქართველოს პრეზიდენტი, მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.   

ვეტერანების ყოველთვიური დანამატი 100 ლარი გახდა

ყბადაღებული 22 ლარი გახდა 100 ლარი და შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს, კვლავ აქვს იმედი და ხედვა იმის, რომ წინ ვივლით, - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ქვეყანას სხვადასხვა მისიაში „შარშან, ზუსტად ამ დროს, ბატონი პრემიერ-მინისტრი ვეტერანებს დაჰპირდა, რომ ყბადაღებული 22 ლარის თემა, რომლითაც, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სპეკულირებდა ის შემადგენლობა, ვინც იყო ამ 22 ლარის შემოქმედი. დღეს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და სამთავრობო გუნდის კოორდინაციით და ურთიერთქმედებით, შეიცვალა და მომატებულია. ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს არის ძალიან ბევრი რამე. ყბადაღებული 22 ლარი გახდა 100 ლარი და შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს, კვლავ აქვს იმედი და ხედვა იმის, რომ წინ ვივლით. ბევრი ბევრს საუბრობს ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ისეთი კომფორტული ურთიერთქმედება სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის, რომელიც დღეს განცდაში და ხედვაში გვაქვს, ბარემ ბევრჯერ არ ყოფილა“, - განაცხადა კობა კობალაძემ. 17 ოქტომბერი, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა ვეტერანების დღე საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება. ოფიციალური მონაცემებით, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 66 479 პირია რეგისტრირებული.  

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მიზანია, შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ

პრეზიდენტ სალომე ზურამიშვილის თქმით, საქართველო ევროინტეგრაციის კურსის ერთგული რჩება. ამის შესახებ მან მოლდოვაში, პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გაართულ პრესკონფერენციაზე განაცახდა.  სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებითა და ჩვენი ევროკავშირში გაერთიანებით „ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად და იმ ყოველდღიური წნეხის მიუხედავად, რომ იცვლება საოკუპაციო ხაზი, ხდება ჩვენი მოქალაქეების გატაცებები, ჩვენ მაინც მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან ვიცით, რომ მთავარი მიზანი რუსეთის ქმედებებისა არის ის, რომ შეგვაცვლევინოს ეს გზა, ჩვენ შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა ზურაბიშვლმა. საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.   

სალომე ზურაბიშვილი: სოლიდარობა, რუსეთსა და რუსეთის ქმედებებზე, ჩვენი ნამდვილი პასუხია

უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ეს არ ნიშნავს რომ, ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ, ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი, მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო „უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ეს არ ნიშნავს რომ, ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ, ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი. ეს არის ჩვენი გამოწვევა და ამ გზაზე, თუ რამდენად შევძლებთ და შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს, ამით იქნება განსაზღვრული ჩვენი ევროპული მომავალი. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ჩვენ თავთან გვაქვს ეს გამოწვევა და არავისთან შედარებები არაფერს გვაძლევს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები ერთმანეთის და უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მკაფიოდ, იმიტომ, რომ სოლიდარობა, რუსეთსა და რუსეთის ქმედებებზე, ჩვენი ნამდვილი პასუხია,“ -განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე მიიღო. ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების ლიდერთა გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, ხოლო საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებითა და ჩვენი ევროკავშირში გაერთიანებით მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს: იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს საქართველო-მოლდოვის ურთიერთობებში  

რუსეთი საქართველოში ფულადი გზავნილებით პირველია - 9 თვეში $1 135 111 400 გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 387.2 მლნ აშშ დოლარი (1103.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 84.6%-ით (177.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.5% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2% მოდიოდა. საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით პირველი რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც საქართველოში 9 თვეში გადმორიცხული თანხის 40.34% მოდის. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რუსეთიდან $1 მლრდ 135 მლნის გზავნილი მიიღო, რაც 2021 წელს 9 თვეში რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე 3-ჯერ მეტია. რაც შეეხება გასული თვის სტატისტიკას, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ჯამში $387.2 მლნ გადმოირიცხა, რაც 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 84.6%-ით მეტია. TOP-10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: რუსეთის ფედერაცია - $173.94 მლნ - ზრდა 351%; იტალია - $36.29 მლნ - ზრდა 7%; აშშ - $28.68 მლნ - ზრდა 17%; საბერძნეთი - $18.45 მლნ - კლება 8%; ყირგიზეთი - $18.12 მლნ - ზრდა 417%; ისრაელი - $16.44 მლნ - ზრდა 7%; გერმანია - $15.92 მლნ - ზრდა 47%; ყაზახეთი - $10.13 მლნ - ზრდა 72%; თურქეთი - $9.82 მლნ - კლება 1%; სომხეთი - $8.98 მლნ - ზრდა 677%.  

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი: 220 ვოლტიანი კვების ბლოკი ყველგან არის დამონტაჟებული, რიყის შადრევანშიც

220 ვოლტიანი კვების ბლოკი დამონტაჟებული ყველგან არის, რიყის შადრევანშიც, - ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს. ლაშა ფურცხვანიძე: ძალიან ბევრი დამთხვევაა, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ „საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და სავარაუდოდ გამოკითხვაზე კიდევ დამიბარებენ. 220 ვოლტიანი კვების ბლოკი დამონტაჟებული ყველგან არის, რიყის შადრევანშიც. მიდით და გადაიღეთ, იტალიელი სპეციალისტების მოწყობილია. იყო ერთიანი გამანაწილებელი სისტემა, მიდით რიყის შადრევანზე და გადაიღეთ“, - განაცხადა ფურცხვანიძემ. „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი რამდენიმე დღეა ყოველდღიურ რეჟიმში იკითხება. „გრინსერვისის" ხელმძღვანელი: პასუხისმგებელი ვარ იმ სამუშაოზე, რაც ჩავატარეთ. წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.