ძებნის რეზულტატი:

ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს წვრთნები მიმდინარეობს

14-28 ოქტომბერს ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს წვრთნები იმართება. ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში NATO-ს 19 მოკავშირე და პარტრნიორი ალიანსის ერთობის დემონსტრირებას მოახდენს. NEST 22-2 უპირველეს ყოვლისა იძლევა შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ მოკავშირეებთან ერთად მუშაობის უნარი რთულ და სულ უფრო სადავო გარემოში. NATO-ს ეს ღირებული წვრთნა აძლიერებს ჩვენს მზადყოფნას და ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას შეკავებისა და თავდაცვისთვის“, - განაცხადა ბრიგადის გენერალმა, მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ოპერაციების შტაბის უფროსის მოადგილემ კრისტოფ პლიეტმა. NEST 22-2 არის მესამე აქტივობა, რომელიც 2020 წლის შემდეგ Project Neptune-ის სახელით არის ცნობილი.

ქართველმა მთამსვლელებმა უმაღლესი ჯილდო - „ოქროს წერაყინი“ მიიღეს

ქართველმა მთამსვლელებმა „ოქროს წერაყინი“ (Piolets d'Or 2022) მიიღეს. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში, 18-20 ნოემბერს ჩატარდება. ინფორმაცია დაჯილდოების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. ე.წ. ალპინიზმის ოსკარის მფლობელები არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი, პაკისტანში, სარაგრარის 7,300 მეტრის სიმაღლის ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე, უმაღლესი სირთულის მარშრუტის დალაშქვრისთვის გახდნენ

უკრაინა: ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეზინფორმაციულ კამპანიებს აწარმოებენ

ოკუპანტები ზაპოროჟეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ კამპანიებს ატარებენ. ამის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი იუწყება. მაგალითად, პროპაგანდისტებმა სიუჟეტში გამოიყენეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ძველი კადრები, სადაც ჰესის ხიდი კვლავ ფუნქციონირებს. ლუგანსკის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების საშუალო სკოლის მოსწავლეები საკუთარ დასკვნებს ინტერნეტიდან აკეთებენ და ხშირად საუბრობენ რეგიონის ოკუპაციის წინააღმდეგ. ამ ფაქტის გათვალისწინებით, დამპყრობლები მშობლებს ადანაშაულებენ იმაში, რომ არასწორად აღზარდეს ბავშვები, რომლებიც ძალიან „თავისუფლად მოაზროვნე“ ბავშვები არიან, ხოლო მასწავლებლებს ეუბნებიან, რომ ბავშვებს ისტორიის სწავლებისას რუსეთის ხედვა მოახვიონ თავს.  

გაერო: ძალადობა რუსეთის სამხედრო სტრატეგიის ნაწილია

უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები რუსეთის „სამხედრო სტრატეგიის“ ნაწილია. ამის შესახებ კონფლიქტებში სექსუალური ძალადობის საკითხებში  გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი პრამილა პატენი აცხადებს. პატენის თქმით, გაერომ მოახერხა უკრაინაში გაუპატიურების ან სექსუალური ძალადობის ასზე მეტი შემთხვევის დადასტურება მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში, რუსეთი უკრაიანაში შეიჭრა. დღემდე მოპოვებული მონაცემების თანახმად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ასაკი 4-დან 82 წლამდე მერყეობს. მსხვერპლნი ძირითადად ქალები და გოგოები არიან, ასევე, მათ შორის არიან კაცები და ბიჭები. თავის მიმართვაში პატენმა ხაზი გაუსვა პასუხისმგებლობის აუცილებლობას. 

ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერი: ჩვენი პასუხისმგებლობაა, დაუყოვნებლივ მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია აგრესორთან ომის მოსაგებად

„ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, დაუყოვნებლივ მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მოიგოს ომი აგრესორის წინააღმდეგ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემები“, - ამის შესახებ ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-სპიკერმა პაულიუს საუდარგასმა განაცხადა. „უკრაინის უდანაშაულო ადამიანებზე, ქალაქებზე ბოლო თავდასხმებმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. ეს არის დემოკრატიული სამყაროს შეფასება“, - განაცხადა საუდარგასმა. მანამდე თავდაცვის რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელმა, უკრაინა-NATO-ს თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ უწყებათაშორისი პლატფორმის კოორდინატორმა, ალექსანდრე დანილიუკმა განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო ტერორიზმის საპასუხოდ დასავლეთმა F-16 ტიპის გამანადგურებელი უნდა გადასცეს. ამასთან, ფრანგი სენატორი, საფრანგეთის სენატის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი გიომ გონტარი მიიჩნევს, რომ უკრაინას სჭირდება საავიაციო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. დეპუტატის თქმით, რუსული სარაკეტო დარტყმების გააქტიურების კონტექსტში, უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდებაზე დასავლეთია პასუხისმგებელი.  

გერმანიის პრეზიდენტი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, მსოფლიოში შიმშილის მთავარი მიზეზია

გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, კლიმატის კრიზისის გარდა, რუსეთის მიერ წარმოებული ომი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ 830 მილიონი ადამიანი არასრულფასოვანი კვების პირობებში ცხოვრობს. მისივე თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა აფრიკაში რეგიონში. ამ ფონზე, შტაინმაიერმა მოუწოდა გერმანელებს, განაგრძონ შემოწირულობები მოშიმშილეებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ქვეყანაში ფასების ზრდა შემაშფოთებულია. „არ დაგვავიწყდეს, განსაკუთრებით ახლა ის, რაც გვაერთიანებს - ჩვენი თანაგრძნობა“, - განაცხადა შტაინმაიერმა.    

დანილოვმა ჩამოთვალა მიზეზები, რომლებიც აჩვენებს, რომ „რუსეთის ფსევდოფედერაციის ერთიანობა დაშლის ეტაპზეა“

რუსეთისთვის ომმა მიაღწია სტრატეგიული „ზუგზვანგის“ ეტაპს, სადაც ყოველი ნაბიჯი აუარესებს სიტუაციას და აახლოებს მის დასასრულს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფროსმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. ამისთვის მან ხუთი არგუმენტი მოიყვანა. „პუტინის მობილიზაცია გადაიზარდა 500 000-ზე მეტი რუსის გაქცევაში, იმის დემონსტრირებაში, თუ რამდენად დამპალია რუსული სისტემა, მოუმზადებელი წვევამდელების დაღუპვა, მოსახლეობის აღშფოთების ზრდა, ომის მხარდაჭერის შემცირება და, რაც მთავარია, ის გახდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის მძლავრი ფაქტორი რუსეთში“, - აღნიშნა დანილოვმა. მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობამ გამოიწვია მთელი მსოფლიოს უპრეცედენტო კონსოლიდაცია უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის დაგმობის ირგვლივ (გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრა, 2022 წლის 12 ოქტომბერი), რაც არასოდეს მომხდარა გაეროს ისტორიაში. ამასთან, დანილოვის თქმით, პუტინის ბირთვულმა შანტაჟმა გამოიწვია NATO-ს სტრუქტურების სრული გადატვირთვა და მოდერნიზაცია, ბიუჯეტის გაზრდა, გადაიარაღება, მზადყოფნა და  მკაცრი და დაუყოვნებლივი რეაგირების (ბირთვული შეკავების წვრთნები (Steadfast Noon) 17 ოქტომბერი, 2022) შესაძლებლობა. ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში მასიურმა შეტევებმა, უკრაინისთვის თავდაცვის სისტემების მიწოდების ტემპი დააჩქარა. ეს ასევე საფრთხეს უქმნის რუსეთს, რომ საბოლოოდ დაკარგოს გავლენიანი პარტნიორები, მათ შორის ინდოეთი და ჩინეთი.  მისივე თქმით, აგრესიულმა ომმა, რომელიც „უკრაინის განადგურების მიზნით დაიწყო, უკრაინელი ერის ერთ გუნდად ჩამოყალიბება გამოიწვია, რომელიც ძლიერდება, ხოლო რუსეთის ფსევდოფედერაციის ერთიანობა ქრება და დაშლის სტადიაში შედის.

დენის შმიგალი: უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა მწყობრშია, რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია

უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურამ გასული კვირის განმავლობაში, 130-ზე მეტ რუსულ სარაკეტო და თვითმფრინავის თავდასხმას გაუძლო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინამ რუსეთის მასობრივი თავდასხმების შემდეგ, ენერგეტიკული გამძლეობა შეინარჩუნა. „აგრესორი ცდილობდა უკრაინელების დაშინებას და სახელმწიფოს ენერგიის პარალიზებას”, - განაცხადა შმიგალმა. აქვე აღნიშნა, რომ რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან „უკრაინა მზად იყო“. 10 ოქტომბერს რუსეთის კოორდინირებულმა თავდასხმებმა, გარდა სამოქალაქო ტერიტორიების დამიზნებისა, ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა.  

იგორ სტრელკოვის შეპყრობისთვის უკრაინამ ჯილდოდ $100 000 დააწესა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ რუსი ნაციონალისტის, დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი მინისტრის, რუს სამხედრო დამნაშავედ მიჩნეული, იგორ სტრელკოვის (გირკინი) დატყვევებისთვის ჯილდოდ 100 ათასი დოლარი დააწესა.  უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ არაერთი საქმე აღძრეს ტერორისტული საქმიანობის, მკვლელობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევისთვის. სამოქალაქო თვითმფრინავის Boeing 777 MH17-ის ჩამოგდების საქმეზე, სტრელკოვი ნიდერლანდების მიერ ასევე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნილად.  

მინსკი იუწყება, რომ ბელორუსში 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება

ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „ქვეყნის საზღვრების დასაცავად“, ბელორუსში თითქმის 9000 რუსი სამხედრო განლაგდება. მისივე განმარტებით, სამხედროები ადგილზე  ძალების „რეგიონული დაჯგუფების“ ფარგლებში განთავსდებიან. საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვალერი რევენკომ განაცხადა, რომ სამხედროებმა ქვეყანაში ჩასვლა დაიწყეს დაიწყეს, ჯარების გადაადგილებას კი რამდენიმე დღე დასჭირდება. უკრაინის დაზვერვა: პუტინი კვლავ ცდილობს ბელორუსის ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ ომში ლუკაშენკომ 10 ოქტომბერს დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ერთად, ერთობლივ სამხედრო დაჯგუფებას ქმნის.  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ 9 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ბელორუსის ექვსი ბატალიონი (დაახლოებით 6000 კაცი) უკრაინის საზღვართან არის განლაგებული. მისივე ცნობით, ლუკაშენკოს რეჟიმი არის რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მონაწილე უკრაინის წინააღმდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო რუსული ჯარების და სამხედრო მანქანების ტრანზიტს.

ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს

ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის მიწოდება, ისრაელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებისკენ უბიძგებს, ამ შინაარსის განცხადებას ისრაელის დიასპორის საქმეთა მინისტრი ნაჩმან შაი აკეთებს. „დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. ეჭვგარეშეა, სად უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დადგა დრო, რომ უკრაინამ ასევე მიიღოს სამხედრო დახმარება, ისევე როგორც აშშ და NATO-ს ქვეყნები აწვდიან“, - წერს მინისტრი. ცნობისთვის, ისრაელი ამ დრომდე უარს ამბობდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. The Washington Post-ი აშშ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანი რუსეთისთვის მისაწოდებლად Fateh-110-ისა და Zofaghar-ის ტიპის რაკეტების პირველ პარტიას ამზადებს. Fateh-110 და Zofaghar მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტებია, რომლებსაც შეუძლიათ, სამიზნეებს 300 და 700 კილომეტრის მანძილზე მიაყენონ დარტყმა. როგორც უკრაინის, ასევე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროების ცნობით, რუსეთს ეწურება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების საკუთარი მარაგი და მოსკოვმა უკვე იყიდა ასობით ირანული კამიკაძე-დრონი. 11 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომისთვის ირანისგან 2400 კამიკაძე-დრონი შეუკვეთა. უკრაინის სამხედროები ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას ირანული წარმოების დრონების ჩამოგდების შესახებ. შეერთებულმა შტატებმა ოთხ ირანულ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს ირანული დრონების შემუშავებისა და რუსეთში გაგზავნისთვის სანქციები დაუწესა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის მინისტრები ასევე განიხილავენ ირანის წინააღმდეგ სანქციებს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო. ირანმა თავის მხრივ, უარყო რუსეთისთვის იარაღის მიწოდება.

უკრაინა: ოკუპანტებმა ხერსონის რეგიონში, „სახელმწიფო დაწესებულებების“ ევაკუაცია დაიწყეს

რუსმა დამპყრობლებმა ხერსონის ოლქიდან ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე „სახელმწიფო დაწესებულებების“ ევაკუაცია დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ უახლეს ოპერატიულ განახლებაში განაცხადა. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, 16 ოქტომბრის 18:00 საათის მონაცემებით, მტერი ცდილობს დროებით დატყვევებული ტერიტორიების შეკავებას, ყურადღებას ამახვილებს უკრაინის თავდაცვის ძალების გარკვეული მიმართულებით მოქმედების ჩაშლის მცდელობაზე და ახორციელებს შეტევით ოპერაციებს ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებებით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინა აშშ-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვამ მოუწოდა შეერთებულ შტატებს, გააკეთოს ყველაფერი, რათა დააჩქაროს უკრაინისთვის იარაღის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. შესაბამისი განცხადება ოქსანა მარკაროვამ CBS News-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, უკრაინამ უნდა დაიცვას რუსული რაკეტებისგან რაც შეიძლება მეტი დასახლება და რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. „ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, ყველაფერი გააკეთონ ამ სისტემების არამხოლოდ მიწოდების, არამედ შეკვეთის დასაჩქარებლად“, - განაცხადა მარკაროვამ. მარკაროვას თქმით, უკრაინა მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ წარუმატებელი აღმოჩნდა. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მასიური შეტევის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება პრიორიეტად გამოაცხადეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: მძიმე დანაშაულისთვის „მსჯავრდებულებს“ რუსეთი ამნისტიას დაჰპირდა, რათა ჩვენ წინააღმდეგ იომონ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით კვლავ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ფრონტის ხაზზე სურათი ბოლო დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. „დონბასში მთავარი ცხელი წერტილებია სოლედარი და ბახმუტი, სადაც უკიდურესად მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტებმა ჩვენი ძალების წინააღმდეგ გადაისროლეს ყველა, როგორც შეეძლოთ, მათ შორის 2000 „პატიმარი“ - ისინი სწორედ იქ არიან დაქირავებულთა შორის. და ესენი არიან მძიმე დანაშაულისთვის „მსჯავრდებულები“, რომლებსაც პატიმრობა ხანგრძლივი ვადით აქვთ მისჯლი. ფრონტზე არ მარტო ფულის, არამედ ამნისტიის დაპირების გამოც რჩებიან. ასე აფინანსებს რუსული სახელმწიფო ტერორს - ეძებს მკვლელებს ციხეებში და ჰპირდება თავისუფლებას, თუ კიდევ მოკლავენ. მსოფლიოში ვინმეს ჯერ კიდევ აქვს ეჭვი, უნდა გამოცხადდეს თუ არა რუსეთი ოფიციალურად ტერორისტულ სახელმწიფოდ? არ მგონია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის ზოგიერთ ქალაქში რუსეთის სარაკეტო ტერორის გამო, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა გვიწევს

„ჩვენ გვახსოვს რუსეთში დაკავებული ჩვენი ხალხი. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ისინი და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ისინი ყველა, მტერს არავინ არ უნდა დავუტოვოთ. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ოკუპანტის შეპყრობა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა, ენერგომომარაგებაა. დენის შმიგალი: უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა მწყობრშია, რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია „უკრაინის ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონში რუსული სარაკეტო ტერორის გამო, ენერგეტიკის მუშაკებს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა უწევთ, რათა მთელმა სისტემამ სტაბილურად იმუშაოს. მაგრამ შესაძლებელი იქნება ამის თავიდან აცილება, თუ ყველა ჩვენგანი უკრაინაში, შეგნებულად მივუდგეთ პიკის საათებში ელექტროენერგიის მოხმარებას. ეს არის პატარა რამ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ უკიდურესად ხელშესახები რამ მთელი ენერგეტიკული სისტემისთვის. მაგალითად, ამ შაბათს ჩერნიგოვის რაიონის მცხოვრებლებმა ელექტროენერგიის მოხმარება 20 პროცენტით შეზღუდეს. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი. თხოვთ, მეტი გააკეთოთ, თუ გაქვთ შესაძლებლობა. 17:00-დან 23:00 საათამდე უნდა შევამციროთ ელექტროენერგიის მოხმარება. ეს არის ნაბიჯი, რომელიც სხვა ნაბიჯებთან ერთად უზრუნველყოფს რუსული ტერორისტული გეგმების ჩავარდნას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს

NATO ბირთვული ძალების ყოველწლიურ წვრთნებს ორშაბათს, 17 ოქტომბერს იწყებს. წვრთნებში (Steadfast Noon) აშშ 13 ქვეყანასთან ერთად მონაწილეობს. პენტაგონის თანახმად, სწავლება უკვე 10 წელზე მეტია, რაც ტარდება. „წვრთნები მოიცავს მოიერიშე თვითმფრინავებს, რომლებსაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ, მაგრამ ბორტზე ცოცხალი იარაღი არ იქნება. აშშ ასევე უზრუნველყოფს B-52 ტიპის ბომბდამშენებს, რომლებიც ჩრდილოეთ დაკოტაში, მინოტის საჰაერო ბაზიდან იფრენენ. სწავლების მიზანია, უზრუნველყოს ალიანსის შემაკავებელი მექანიზმი, რომელიც დარჩეს როგორც სანდო, ეფექტიანი და უსაფრთხო“, - განაცხადა თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „რუტინული სწავლება, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან“, - აღნიშნულია თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურ ინფორმაციაში. პუტინის „ბირთვული რიტორიკის“ ფონზე, NATO ბირთვულ წვრთნებს იწყებს NATO-ს ცნობით, წვრთნებში 60-მდე თვითმფრინავი ჩაერთვება, მათ შორის მოწინავე გამანადგურებელი, სადაზვერვო და ტანკერი-თვითმფრინავი. სასწავლო ფრენები განხორციელდება ბელგიის თავზე, რომელიც წვრთნებს მასპინძლობს, ასევე ჩრდილოეთ ზღვისა და გაერთიანებული სამეფოს თავზე. ცოცხალი იარაღი არ გამოიყენება. „NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მოკავშირეთა ლიდერებმა ივნისში, მადრიდის სამიტზე მიიღეს, ცხადყოფს, რომ „NATO-ს  ბირთვული შესაძლებლობების ფუნდამენტური მიზანი, მშვიდობის შენარჩუნება, იძულების თავიდან აცილება და აგრესიის შეკავებაა“. მასში ხაზგასმულია, რომ „სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, NATO ბირთვულ ალიანსად დარჩება. „NATO-ს მიზანი ყველასთვის უსაფრთხო მსოფლიოა; ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ უსაფრთხოების გარემო მსოფლიოსთვის, ბირთვული იარაღის გარეშე“, - ვკითხულობთ ალიანსის განცხადებაში. ამასთან, როგორც CNN წერს, აშშ-ის რამდენიმე ოფიციალური პირის თქმით, პენტაგონი და აშშ-ის დაზვერვა, რუსეთის წვრთნების დროს მოსკოვის ბირთვული იარაღის ნებისმიერ მოულოდნელ ან უჩვეულო მოძრაობას დააკვირდებიან. კრემლის წვრთები სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაიმართება. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის ბირთვული რიტორიკა და მისი გადაწყვეტილება ამ წვრთნების გაგრძელების შესახებ, უკრაინასთან ომის დროს, უპასუხისმგებლობაა“, - განუცხადა CNN-ს თავდაცვის მაღალჩინოსანმა. მოსკოვის „ბირთვულ რიტორიკასთან“ დაკავშირებით, NATO-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია შედგა

სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი, მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა პრეზიდენტს კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ვლადიმერ კუკი და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელი მიხაილ ბარბულატი. საქართველოს პრეზიდენტი კიშინეუში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრებს გამართავს, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში. დღესვე გაიმართება შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან იგორ გროსუსთან. საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრა, რომელიც საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების დანიშვნის ფარგლებში განხორციელდა. ფრენები გაიმართება კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. პრეზიდენტს კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ვლადიმერ კუკი და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელი მიხაილ ბარბულატი. საქართველოს პრეზიდენტი კიშინეუში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრებს გამართავს, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში. დღესვე გაიმართება შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან იგორ გროსუსთან. საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრა, რომელიც საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების დანიშვნის ფარგლებში განხორციელდა. ფრენები გაიმართება კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ.  

კიევის მერი: დედაქალაქის ცენტრზე რუსულმა ძალებმა იერიში, კამიკაძე-დრონებით მიიტანეს

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, უკრაინის დედაქალაქის ცენტრალურ შევჩენკოვსკის რაიონში კიდევ ორი ​​აფეთქების შესახებ იუწყება და ყველას თავშესაფრებში წასვლისკენ მოუწოდებს. მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ „კიევს თავს დაესხნენ „კამიკაძე დრონები“. კლიჩკოს თქმით, თვითმფრინავის პირველი თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ კორპუსში, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, ზუსტდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. მერმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც დღეს დილით კიევზე იერიში მიიტანა. ფოტოს მიხედვით, ეს არის ირანული წარმოების დრონი, რომელსაც რუსმა სამხედროებმა Geran-2 დაარქვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 17 ოქტომბრს დილით, კიევზე თავდასხმების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თბილისის მერიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ

დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომას მოითხოვენ. ამასთან, საპროტესტი აქციის ორგნიზატორები სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს, ყირიმის ხიდის დაზიანების გამო ლოგისტიკური პრობლემები შეექმნა

სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ძალების წინაშე მდგარი ლოგისტიკური პრობლემები, სავარაუდოდ, 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის დაზიანების შემდეგ გაუარესდა.  ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში.  ანგარიშის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხერსონის მომარაგების მარშრუტები, ნაწილობრივ დაპყრობილ ზაპოროჟიეს რეგიონში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. „ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეჩერებულია, დიდი რაოდენობით სატვირთო მანქანები დაგროვდა მატერიკზე, რაც სავარაუდოდ, გაზრდის ლოგისტიკურ დატვირთვას მანქანების ნაკადზე, რომელიც მარიუპოლის გავლით ზაპოროჟიეს რეგიონში უნდა გადავიდეს, რადგან ყირიმის ხიდის სიმძლავრე მნიშვნელოვნადაა შემცირებული“, - ნათქვამია მოხსენებაში. ამასთან, ხერსონის რეგიონში დაძაბულობის გამო (ხერსონის წინააღმდეგ უკრაინის შესაძლო კონტრშეტევა) და ყირიმის გავლით მიწოდების გზების გაუარესების გამო, სახმელეთო ხაზი ზაპოროჟიეს რეგიონის გავლით სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება რუსული ოკუპაციის მდგრადობისთვის. „ამავდროულად, მელიტოპოლი არის არა მხოლოდ მიწოდების მარშრუტების მთავარი კერა, არამედ რუსული ავიაციის ბაზაც“,- წერენ მოხსენების ავტორები. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს