ძებნის რეზულტატი:
სამხრეთის გაზის დერეფანი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს - აშშ-ის წარმომადგენელი
სამხრეთის გაზის დერეფანმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ევროპის, მათ შორის იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის ენერგომომარაგებაში არსებული პრობლემების დაძლევაში. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკულ საკითხებში, ჯეფრი პაიეტმა განუცხადა. ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში „ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამართლიანად აღნიშნა, რომ ეს პროექტი, ევროპისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების თამაშის წესებს ცვლის. ჩვენ ველით პროექტის მეორე ნაწილის დასრულებას, რომლის თანახმადაც, გაზს აღმოსავლეთ ბალკანეთი მიიღებს. ჩვენ ასევე ვაფასებთ, თურქეთის ქმედებებს, რომელმაც გამოიყენა თავისი გაზმომარაგების სადგურების სიმძლავრეები იმისთვის, რომ მეზობელ ქვეყნებს ბუნებრივი აირი მიეღოთ. გაზის მიწოდების ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი გათვლილია იმაზე, რომ თანდათან უარი ვთქვათ ნახშირწყალბადების ენერგეტიკაზე რეგიონში და ამით დავიცვათ კლიმატი“, - აღნიშნა პაიეტმა. ფატიჰ დონმეზი: თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს მისი თქმით, როგორც NATO-ს წევრი, თურქეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში და ენერგომატარებლების დივერსიფიკაციის კუთხითაც მნიშვნელოვანი როლი აქვს.
სამი ოპოზიციური პარტია ომბუდსმენის კანდიდატებად ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ბურჯანაძეს და ანა აბაშიძეს წარადგენს
„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის კანდიდატებად ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ბურჯანაძეს და ანა აბაშიძეს წარადგენენ. ნინო ჩხობაძე: სამწუხაროდ, გარემოსდაცვითი გამოცდილება, სახალხო დამცველობის კანდიდატებს ცოტას ჰქონდათ როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს 3 კანდიდატს უჭერს. "ჩვენთვის ამოცანა არის, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, დანარჩენს პროცესი გვიჩვენებს, არავის ვურჩევ "ქართულ ოცნებას" შეუვსოს ის ორი ხმა, რომელიც აკლია, თუ 2 ხმას შეუვსებ, აღარ ხარ ოპოზიცია. რაც შეეხება 7 კანდიდატის დასახელებას - თაღლითური სქემა მოიგონეს, მე ხომ არ მომიგონია და არც მხარი დამიჭერია, რომ 7 უნდა დასახელდეს, თავის სატელიტები ხომ ჰყავთ, "სოციალისტები" ჰყავთ, სხვები ჰყავთ, წარადგენინონ მათ კანდიდატები,", - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.
კოსტას სკრეკასი: საბერძნეთი დაინტერესებულია სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოებით
საბერძნეთი სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოებითაა დაინტერესებული. საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს ამის შესახებ საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრმა კოსტას სკრეკასმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან შეხვედრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სამხრეთ გაზის დერეფანს საბერძნეთისთვის გაზის წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით, დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ანდრია ბასილაია: ვაკის პარკის შადრევანში, ტუმბოების მონტაჟი ისე განხორციელდა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული
"ვაკის პარკის შადრევანში ტუმბოების მონტაჟი ისე განხორციელდა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული", - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა, რითაც „ელ ემ სის“ წარმომადგენლის განცხადებას უპასუხა. LMC-ის წარმომადგენელი: ვაკის პარკის შადრევნის პროექტში, ცვლილებები სამუშაოს პროცესში მოხდა როგორც ბასილაია განმარტავს, ავტორის მხრიდან მსგავსი განცხადებები სამწუხაროა. „ძალიან სამწუხარო განცხადებაა. პროექტში ნათლად არის მითითებული, თუ რა ტიპის ტუმბოები უნდა იყოს პროექტში. პროექტში გათვალისწინებული იყო ჩაძირული ტუმბო, მრგვალ შადრევანზე, რომელიც მითითებულია, რომ ჩაძირული უნდა იყოს, შესაბამისად, ეს ტუმბო გარეთ ვერ იქნებოდა. ეს ტუმბო რომ გარეთ ყოფილიყო, სხვა ტიპის ტუმბო უნდა ყოფილიყო", - განაცხადა მან. რას პასუხობს თბილისის მერია LMC-ს, რომლის განცხადებით, შადრევნის პროექტში, ცვლილებები სამუშაო პროცესის დროს შევიდა შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა
შსს-მ ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე 9 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ. 2022 წლის 26 აგვისტოს კი, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი. ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ - გ.ვ.-მ, შპს „გრინსერვის +“-ის მენეჯერს - ა. მ.-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით. ა. მ.-მ აღნიშნულის შესახებ აცნობა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორს - ლ.ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ დაავალა მას, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლის - ლ. ჭ.-სთვის. ლ.ჭ.-მ თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს - გ.გ.-ს და ვ.გ.-ს., ხოლო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა შპს „გრინსერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელს - ბ. მ.-ს. 2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია. „გრინსერვის +“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. თავის მხრივ, „გრინსერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა - ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, „გრინსერვის +“ - ის საქმეთა მწარმოებელმა - ბ. მ.-მ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „გრინსერვის +“-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,მშენექსპერტთან“. შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორმა - ნ. ქ.-მ და ინსპექტორმა - დ.თ.-მ მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს შპს ,,გრინსერვის +“-ის თანამშრომელს - დ. კ.-ს. ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა „გრინსერვის +“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა - დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან. 2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს. აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა - ლ. ფ.-მ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გამოძიების დაწყებიდან ამ დრომდე, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ჩაატარეს რამდენიმე ასეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, არაერთხელ გამოკითხეს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. მიღებულია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო გამოძიების წინაშე მდგარი საკითხების გარკვევის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. 2022 წლის 18 ოქტომბერს, პოლიციამ ცხრავე პირი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - გ.ვ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას. დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი - ლ.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებულ იქნა „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი - დ.კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას, დაკავებული არიან შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დ.თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
მედია: უშიშროების ძალების მიერ 16 წლის გოგოს მკვლელობამ, ირანში ახალი პროტესტი გამოიწვია
ირანში, 16 წლის ასრა პანაჰის მკვლელობის გამო, საპროტესტო აქციების ახალი რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ ბრიტანული Guardian-ი წერს. ევროკავშირმა, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ასრა პანაჰი, ირანის უსაფრთხოების ძალებმა ხელისუფლების მხარდასაჭერი სიმღერის შესრულებაზე უარის თქმის გამო, სკოლაში სცემეს. შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა. ირანში, კვლავ საპროტესტო აქციებმა იფეთქა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ქალაქ არდაბილის ერთ-ერთ ქალთა სკოლაში მივიდნენ მოთხოვნით, რომ მოსწავლეებს სამთავრობო აქციაში მონაწილეობა მიეღოთ და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პატივსაცემად სიმღერა ემღერათ. ირანში, საპროტესტო აქციის დროს, დაღუპულთა რიცხვი 201-მდე გაიზარდა ზოგიერთმა სკოლის მოსწავლემ ამაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პოლიციამ მათი ცემა დაიწყო. 10 მოსწავლე საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ერთი გარდაიცვალა. ირანის ოფიციალური პირები აცახდებენ, რომ 16 წლის ასრა პანაჰის სიკვდილში ხელისუფლრბის წარმომადგენლებს ბრალი არ მიუძღვით.
ერთი აშშ დოლარი 2.7627 ლარი გახდა
"19 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7627 ლარი ეღირება, ევრო – 2.7141 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1125 ლარი", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7645 ლარი ღირდა, ევრო – 2.6946 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1120 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 ოქტომბრისთვის ამოქმედდება.
შსს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე: გამოძიება გრძელდება, შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს
გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა და შესაძლოა, ბრალდებულლთა წრე გაიზარდოს - შსს-მ ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე, 9 პირი დააკავა. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის არიან "გრინსერვის პლუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე. "საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე. გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე შედეგების შესახებ. გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა და შესაძლოა, ბრალდებულლთა წრე გაიზარდოს", - აცხადებენ შს სამინისტროში. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე 9 პირი დააკავა შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფად გადაცემის მოთხოვნით, ოფიციალურ ნოტას გაუგზავნის. ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს „დღეს უკრაინა გაუგზავნის ოფიციალურ ნოტას ისრაელის მთავრობას თხოვნით, სასწრაფოდ მიაწოდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და დაიწყოს მაღალი ხარისხის თანამშრომლობა უკრაინის მიერ შესაბამისი ტექნოლოგიების შეძენასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ირანი არის წითელი ხაზი ისრაელისთვის. მას შემდეგ, რაც ირანი არსებითად გახდა უშუალო თანამონაწილე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, ვფიქრობ, ისრაელში ნებისმიერს, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს, დაეხმაროს უკრაინას თუ არა, ეს ყოყმანი უნდა შეწყვიტოს და ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა კულებამ. კულებას თქმით, თუ ისრაელი ნამდვილად თანმიმდევრულია თავის პოლიტიკაში ირანის დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, დროა, უკრაინის მხარე ღიად დაიჭიროს. როგორც უკრაინის, ასევე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროების ცნობით, რუსეთს ეწურება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების საკუთარი მარაგი და მოსკოვმა უკვე იყიდა ასობით ირანული კამიკაძე-დრონი. 11 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომისთვის ირანისგან 2400 კამიკაძე-დრონი შეუკვეთა. უკრაინის სამხედროები ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას ირანული წარმოების დრონების ჩამოგდების შესახებ. შეერთებულმა შტატებმა ოთხ ირანულ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს ირანული დრონების შემუშავებისა და რუსეთში გაგზავნისთვის სანქციები დაუწესა.
შსს: ვაკის პარკის შადრევანში, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ჩაატარეს
"ვაკის პარკის შადრევანში მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა", - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ. შსს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე: გამოძიება გრძელდება, შესაძლოა, ბრალდებულლთა წრე გაიზარდოს შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე 9 პირი დააკავა „2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში. LMC-ის წარმომადგენელი: ვაკის პარკის შადრევნის პროექტში, ცვლილებები სამუშაოს პროცესში მოხდა ანდრია ბასილაია: ვაკის პარკის შადრევანში, ტუმბოების მონტაჟი ისე განხორციელდა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
კულებამ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის წინადადებით მიმართა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიტრო კულება ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ წინადადებას წარუდგენს. ამის შესახებ კულებამ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ირანის ქმედებები არის სისასტიკე და სიცრუე, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით“, - განაცხადა კულებამ და დაამატა, რომ თეირანი ეკისრება სრული პასუხისმგებლობა უკრაინასთან ურთიერთობების განადგურებაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს „მას შემდეგ, რაც ირანი ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიის და დანაშულის თანამონაწილე გახდა, ჩვენ დღეს გვექნება ძალიან მკაფიო და სამართლიანი პოზიცია. თუ ირანი შეწყვეტს რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებას, ჩვენ ვისაუბრებთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე", - აცხადებს დმიტრო კულება. უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი: არც ირანში და არც სხვაგან არ არის ისეთი იარაღი, რომელიც უკრაინელ ხალხს გატეხს ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორის გასავრცელებლად გაერთიანდნენ თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Reuters: ირანი თანახმაა, რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და დრონები გადასცეს
ირანი თანახმაა, რომ რუსეთს მიწისზედა რაკეტები და დამატებითი დრონები მიწოდოს. ამის შესახებ Reuters, ორ ირანელ დიპლომატსა და მარალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორის გასავრცელებლად გაერთიანდნენ კულებამ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის წინადადებით მიმართა გამოცემის ცნობით, ირანსა და რუსეთს შორის შეთანხმებას ხელი 6 ოქტომბერს, მოსკოვში, ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მოჰამედ მოხბერის ვიზიტის დროს მოეწერა. „რუსები ითხოვენ უფრო მეტ დრონსა და ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს, გაუმჯობესებული სიზუსტით. კერძოდ, Fateh-ისა და Zolfaghar-ის რაკეტებს“, - თქვა ერთ-ერთმა ირანელმა დიპლომატმა Reuters-თან. თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას დასთანხმდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც. უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა აცხადებს, რომ გერმანული IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენება დაიწყო
უკრაინა აცხადებს, რომ გერმანული IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემი მის სივრცეში წარმატებით ინტეგრირდა. „მას აქვს კარგი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ გერმანიიდან მივიღებთ მეტ IRIS-T ტიპის სისტემას. გარდა ამისა, ველოდებით NASAMS-ს, რომელიც ასევე გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იჰნატმა. 12 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ გერმანული IRIS-T ტიპის სისტემა უკრაინაში ჩავიდა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
გერმანია უკრაინას დაპირებული სამხედრო დახმარების დიდ ნაწილს წლის ბოლომდე გადასცემს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ბერლინი კიევს სამხედრო აღჭურვილობას წლის ბოლომდე გადასცემს. მინისტრმა დააკონკრეტა, თუ რა შეიარაღებას მიიღებს უკრაინა გერმანიისგან. „წელს უკრაინას მიეწოდება დაჯავშნილი საევაკუაციო მანქანები, ბრონირებული მანქანები Dingo, ხიდების დასაგები ტანკები, დამატებითი ჰაუბიცები Panzerhaubitze 2000, დამატებითი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, დრონის საწინააღმდეგო სისტემები. ჩვენ მხარს დავუჭერთ განაღმვის საკითხსაც. ერთი სიტყვით - უზარმაზარი პაკეტი გზაშია”, - განაცხადა ლამბრეხტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
,,მშენექსპერტის“ დირექტორისა და ინსპექტორის ადოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნას ვერ გასცემდნენ
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული ორი ბრალდებულის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორის, ნუგზარ ქიტიაშვილისა და ამავე კომპანიის ინსპექტორის, დავით თუშიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მათ მხოლოდ პროექტთან ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობა გააკეთეს, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნა არ გაუციათ. „მათ, სავარაუდოდ, ბრალი წარედგინებათ, დოკუმენტის გაყალბებაზე, რასაც ისინი არ ეთანხმებიან. მათ ჩაატარეს საექსპერტო სამუშაო ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით. რამდენი ბეტონია დასხმული, რამდენი ნათურაა გამოყენებული და ა.შ. მათ უსაფრთხოების ლიცენზია არ აქვთ. ასე რომ, ისინი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვერანაირ ლიცენზიას ვერ გასცემდნენ”, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა. დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი - ლ.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებულია „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი - დ.კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას, დაკავებული არიან შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დ.თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.
უკრაინის იუსიტიციის მინისტრის თქმით, ვიქტორ იანუკოვიჩს და ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ქონება დაუყადაღეს
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პავლო ლებედევის, ოლიგარქების სერჰი კურჩენკოსა და ოლეგ დერიპასკას ქონება დაყადაღებულია. უკრაინის იუსტიციის სამინისტრო მოთხოვნით, შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ, აქტივების კონფისკაცია მოხდება. „მასალების შეგროვების შემდეგ, ჩვენ მათ გადავიტანთ უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება აქტივების კონფისკაციის შესახებ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ. მანვე აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. ყველაზე რთული ეტაპი კი, მტკიცებულებების შეგროვება და სარჩელის მტკიცებულებათა ბაზის მომზადებაა. „ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ყველა პოლიტიკოსი, პოლიტიკასთან დაახლოებული ფიგურა თუ რუსი ოლიგარქი, ყოველთვის ამჯობინებდა საკუთარი ბიზნეს აქტივების დარეგისტრირებას ნომინალური მფლობელებისთვის... უფრო კონკრეტულად, იანუკოვიჩი თავის კომპანიებს ოფიციალურად არ ფლობდა, მისი ცნობილი კომპანია „ტანტალიტი“ პირდაპირ მას არ ეკუთვნის. დერიპასკამ მნიშვნელოვანი აქტივები სხვა პირებზე დაარეგისტრირა. შესაბამისად, სასამართლოში მოგვიწევს დავამტკიცოთ, რომ მფლობელები ნომინალური ფიგურები არიან, ხოლო რეალური მფლობელი, რომელიც აკონტროლებს ბიზნესს, იანუკოვიჩი ან დერიპასკა არიან", - განმარტა მალიუსკამ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ პავლო ლებედევს, ოლიგარქებს სერჰი კურჩენკოსა და ოლეგ დერიპასკას სანქციები დაუწესდათ.
ევროპარლამენტმა რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის სივრცეში მიღებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის დაჩქარებულად მიღებას უჭერს მხარს. რეზოლუციას ჰყავდა 547 მომხრე, 49 წინააღმდეგ წავიდა, 43-მა კი, თავი შეიკავა. ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ საბჭომ რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. შედეგად, 2023 წლიდან უნდა გაუქმდეს შიდა საზღვრებზე ადამიანების შემოწმებები. შენგენის ზონა ევროკავშირის 400 მილიონზე მეტი მოქალაქისა და ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს დღეს შენგენის ზონა ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას მოიცავს, გარდა ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ირლანდიისა და რუმინეთისა. ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოები ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი ასევე შენგენის ზონაში შედიან.
უკრაინის დაზვერვამ უკრაინის გამარჯვებით ომის დასრულების სავარაუდო პერიოდი დაასახელა
უკრაინის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი წლის ბოლომდე კიევის „მნიშვნელოვან გამარჯვებებს" პროგნოზირებს. „რუსეთის მარცხი გარდაუვალია...წლის ბოლომდე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებები იქნება. ამას მალე ნახავთ“, - ამბობს ბუდანოვი. ის იმედოვნებს, რომ ქალაქ ხერსონს დაიბრუნებენ, სადაც უკრაინამ ბოლო კვირებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. „გაზაფხულის ბოლოს ეს უნდა დასრულდეს. ზაფხულისთვის ყველაფერი უნდა დასრულდეს“, - აღნიშნავს ბუდანოვი CNN-ის ცნობით. მისი თქმით, უკრაინა 1991 წლის პერიოდის საზღვრების პირობებში დაბრუნებას აპირებს, რაც ნიშნავს ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიების დაბრუნებასაც. ბუდანოვს არ სჯერა, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება „თეორიულად, შეუძლიათ, მაგრამ ეს მხოლოდ დააჩქარებს რუსეთის ფედერაციის დაშლას. მათ ეს კარგად იციან. არ არიან ისეთი სულელები, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყვნენ“, - განაცხადა ბუდანოვმა. მისივე თქმით, კრემლში მყოფნი ახლა გაერთიანდნენ უკრაინასთან ომში მთავარი მიზნის გარშემო: „არ წააგონ“. ამასთან, კრემლში სხვადასხვა ბანაკში, სიტუაციიდან გამოსავლის განსხვავებულ გზას ხედავენ. „ზოგს ნათლად ესმის, რომ უნდა შეწყდეს ომი და ეძიოს რაიმე სახის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ზოგს მიაჩნია, რომ რუსეთი შეწყვეტს არსებობას, თუ ისინი არ გააგრძელებენ, თუ დამარცხდებიან, - აღნიშნავს ბუდანოვი. კირილ ბუდანოვის თქმით, „ძალიან სერიოზული პოლიტიკური პროცესი დაიწყება, რომელიც დაკავშირებულია ცვლილებებთან დღევანდელ რუსეთის ფედერაციაში“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ExxonMobil-მა რუსული ნავთობის ბიზნესი დატოვა
ExxonMobil-მა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ბიზნესი „უსაფრთხოდ დატოვა". კომპანია რუსეთის მთავრობას უზარმაზარ ნავთობსაბადოში მისი წილის „ექსპროპრიაციაში" ადანაშაულებს. აშშ-ის ნავთობის გიგანტმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობამ „ცალმხრივად შეწყვიტა“ ინტერესი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე სახალინ-1 ნავთობისა და გაზის საბადოზე. „ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ რუსეთის მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისთვის. ორი განკარგულებით, რუსეთის მთავრობამ ცალმხრივად შეწყვიტა ჩვენი ინტერესები Sakhalin-1-ში და პროექტი გადაეცა რუსულ ოპერატორს“, - აღნიშნა ExxonMobil-ის წარმომადგენელმა. 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ExxonMobil-მა განაცხადა, რომ Sakhalin-1 რუსული ერთობლივი საწარმოდან გასვლის პროცესს იწყებდა. მაისში კომპანია Shell-მა გამოაცხადა ბიზნესის გაყიდვის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ეტაპობრივად დატოვების პროცესშია მისი სხვა რუსული ბიზნესები. თებერვალში, BP-მ განაცხადა, რომ დატოვებს როსნეფტის 19,75%-იან წილს, მაგრამ განაცხადა, რომ ჯერ არ შეეძლო „როსნეფტის“ აქციების გაყიდვა. სექტემბერში ნორვეგიულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Equinor-მა დაადასტურა, რომ მან სრულად დაასრულა რუსეთიდან გასვლა და განაცხადა, რომ „რუსეთში დარჩენილი აქტივები ან პროექტები არ აქვს“. მაისში, რუსეთის დატოვების შესახებ Equinor-მაც განაცხადა.
გერმანიის კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსი რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამო გაათავისუფლეს
გერმანიის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ CNN-ს გერმანიის შს სამინისტროს სპიკერმა განუცხადა. თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მას კავშირები ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ადამიანებთან. „რუსულ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით არსებული კრიზისული სიტუაციის“ კვალდაკვალ, ბრალდებებმა არნე შონბომის, როგორც გერმანიის კიბერუსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს პრეზიდენტის, ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის მიმართ“, საზოგადოების საჭირო ნდობა სამუდამოდ დაარღვია“, - განაცხადა სპიკერმა.