ძებნის რეზულტატი:

მოსკოვის მოთხოვნის მიუხედავად, „ვიკიპედიამ“ უკრაინის ომზე სტატიები არ წაშალა

მოსკოვის ტაგანსკის ოლქის სასამართლომ, Wikipedia-ს მმართველი ფონდი Wikimedia, 2 მილიონი რუბლით დააჯარიმა. რუსული მედიის ცნობით, Wikimedia-მ უკრაინაში „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობის შესახებ Wikipedia-დან „ყალბი სტატიები“ არ წაშალა.  მოსკოვის ტაგანსკის ოლქის სასამართლომ, „Wikimedia Foundation, Inc.“ დამნაშავედ, რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 13.41 მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში ცნო და ადმინისტრაციული ჯარიმა ორი მილიონი რუბლის ოდენობით დააკისრა.  ორგანიზაციის წინააღმდეგ შედგენილი ოქმის თანახმად, „ვიკიპედიიდან“ უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციის“ შესახებ, Wikimedia Foundation, Inc-ს ორი სტატია უნდა წაეშალა. მაქსიმალური ჯარიმა 4 მილიონი რუბლია.  

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: მედია ცალსახადაა დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი საარჩევნო პროცესში

მედია ცალსახადაა დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი საარჩევნო პროცესში, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, როდესაც უპასუხა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას. ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრები გამართეს „რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ, როგორც ეს ნახეთ, ჩვენს ანგარიშსა და რეკომენდაციებში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მედიაზე. მედია ცალსახად არის დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი საარჩევნო პროცესში. საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც მისიის ხელმძღვანელი გახლდით, გასულ შემოდგომაზე, ჩვენ გვყავდა რვა ქართველი, რომლებიც კვირაში ექვსი დღე ადევნებდნენ თვალყურს და მონიტორინგს აწარმოებდნენ მედიაზე ჩვენი ოფისიდან. შემდეგ მოხდა ამ მონიტორინგის ანალიზი და ეს ყველაფერი არის ჩვენს ანგარიშში. მედია ცხადია, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა. ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები გამართეს.  

CNN: ირანი უკრაინაში ომისთვის რუსეთს 1000 ერთეულ იარაღს გაუგზავნის

ირანი ემზადება დაახლოებით 1000 ერთეუული დამატებითი იარაღის გაგზავნისთვის რუსეთში, მათ შორის მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები და დაახლოებით 400 კამიკაძე- დრონი იქნება, რომელსაც რუსეთი უკვე ნოემბერში მიიღებს. იტყობინება CNN დასავლეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.  მისივე ცნობით, ირანიდან გაგზავნილ შეიარაღებას რუსეთი წლის ბოლომდე მიიღებს. პირველ ნოემბერს უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე 300-ზე მეტი ირანული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სექტემბერში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.  

ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი

თანამედროვე პირობებსა და ახალ რელობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი იზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სმილოვმა SCO-ს წევრი ქვეყნების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.  თოყაევმა და შარლ მიშელმა ევროკავშირის მიერ ტრანსკასპიური მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, პერსპექტიული სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფანი კიდევ უფრო განვითარდება.  „აქტაუს პორტს აქვს საკმარისი პოტენციალი, იმისთვის, რომ ამ მარშრუტზე ჰაბი გახდეს. „ინდოეთი – სპარსეთის ყურის ქვეყნები – ირანი – ყაზახეთი – რუსეთი“. ყაზახეთი, ტრანსკასპიური დერეფნით, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის ემზადება თანამედროვე პირობებში ასევე იზრდება ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის სატრანზიტო ნაკადების უზრუნველყოფისთვის. ამ მარშრუტის შესაძლებლობების გამოყენება და ტვირთების ტრანზიტის ერთობლივი ძალებით განხორციელება ტვირთების სტაბილურ მოცულობებსა და მდგრად გადაზიდვებს უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ალიჰან სმილოვმა. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს   ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე

იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 4 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. თურქული მედიის ცნობით, თურქეთში ვიზიტისას, ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხები განიხილება. NATO-ს გენერალური მდივანი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. თურქეთის პრეზიდენტი 8 ნოემბერს, ანკარაში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონსაც მიიღებს.  

ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვას უახლოეს მომავალში აპირებს. საუბრის თემა უკრანული მარცვლეულის ექსპორტი იქნება. ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განაცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი გაეროსთან ერთად პროცესს აკვირდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაბრკოლებების მოსახსნელად. ამ დროისთვის დატვირთულ გემებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის. იმისათვის, რომ მარცვლეულის ტრანსპორტირება გაგრძელდეს, პრობლემები უნდა დაიძლიოს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში იგეგმება. 29 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობს, რაშიც უკრაინას და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გამოვიდა, უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 15-მა ხომალდმა დატოვა.

რაისი ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ: კავკასიაში უსაფრთხოებასა და მშვიდობას ირანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს

კავკასიაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ირანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა თეირანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ფაშინიანი ირანში ჩავიდა „მიგვაჩნია, რომ კავკასიაში არსებული პრობლემები რეგიონის მოთამაშეებმა უნდა მოაგვარონ და უცხოელების ნებისმიერი ჩარევა ახალ მიზეზებს გამოიწვევს“, - განაცხადა რაისმა. მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თეირანში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფართოებაში გარდამტეხი იქნება. ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „კეთილმეზობლობის პოლიტიკა“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც მისი მთავრობაა ორიენტირებული. მისი თქმით, ირანის სავაჭრო ურთიერთობები სომხეთთან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 43 პროცენტით გაიზარდა, თუმცა მხარეები სავაჭრო ბრუნვის 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავენ. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მან ირანის პრეზიდენტს, სოჭში, სომხეთ-რუსეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი სამიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „ირანს უნდა ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია ყარაბაღის პრობლემაზე, ასევე, სომხეთის ურთიერთობებზე თურქეთთან და აზერბაიჯანთან“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ განაცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დააფიქსირა მზადყოფნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა რაც შეიძლება მალე გაზარდოს. ამის შესახებ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ზელენსკიმ მაკრონთან საუბრის შემდეგ, ორი მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები დააანონსა „ამ დილით დავუდასტურე პრეზიდენტ ზელენსკის: ჩვენ სრულად მობილიზებულნი ვართ, რაც შეიძლება მალე გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, კერძოდ, საჰაერო თავდაცვა“, - დაწერა მაკრონმა Twitter-ზე. მისივე თქმით, უკრაინის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზარალდა რუსული თავდასხმების შედეგად. „ზამთრამდე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ სწრაფად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობისა და კერძო სექტორის მობილიზებას“, - წერს ემანუელ მაკრონი.  

მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეკორდული მოცულობა შეისყიდეს

მსოფლიო ცენტრალურმა ბანკებმა, 2022 წლის მესამე კვარტალში, 1967 წლის შემდეგ პირველად, რეკორდული რაოდენობის ოქრო (399 ტონა) იყიდეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოთხჯერ მეტია. იუწყება Bloomberg-ი მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემებზე დაყრდნობით. როგორც სააგენტო წერს, წელს ოქროს ზოდების ფასზე ზეწოლა აშშ-ის ფედერალური ბანკის განაკვეთების მკვეთრმა ზრდამ მოახდინა, რამაც ინვესტორები აიძულა, ოქრო როგორც შემოსავლის მომტანი აქტივი, საბირჟო ვაჭრობის ფონდებში გაეყიდათ.  Bloomberg-ის ცნობით, ყველაზე მეტი ოქრო, თურქეთისა და ყატარის ცენტრალურმა ბანკებმა შეისყიდეს. გარდა ამისა, იყო ასევე დაურეგისტრირებელი შესყიდვები დაწესებულებებიდან, რომლებიც WGC-ის მიხედვით, საერთო მონაცემის მნიშვნელოვან წილს შეადგენს. „ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი, რეგულარულად არ აქვეყნებენ მონაცემებს ოქროს შესყიდვების შესახებ“, - წერს Bloomberg-ი. „ყველა ოფიციალური დაწესებულება საჯაროდ არ აქვეყნებს ოქროს ფლობას ან ამას დაგვიანებით აკეთებს. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვრიცხოთ შემდგომი დაურეგისტრირებელი შესყიდვების შესაძლებლობა“, - ნათქვამია WGC-ის კვარტალურ ანგარიშში.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის 40%-მდე განადგურდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა. მხარეებმა რუსეთის თავდასხმების შემდეგ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციაზე ისაუბრეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ზელენსკიმ სიმსონს მადლობა გადაუხადა უკრაინაში ვიზიტისთვის იმ დროს, როდესაც ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის მასიური თავდასხმების ქვეშაა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს აღვადგენთ და უფრო მშვიდ დროს, როცა ჩვენს ენერგოსისტემაში ვითარება დასტაბილურდება, ჩვენ გავაგრძელებთ ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპაში. უკრაინის პრეზიდენტმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს გააცნო რუსეთის ენერგეტიკული ტერორიზმის შედეგები, რომელმაც უკვე სერიოზულად დააზიანა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40%, კერძოდ, თბოელექტროსადგურები, კომბინირებული თბოელექტროსადგურები და ჰიდროელექტროსადგურები. გარდა ამისა, ზელენსკიმ სიმსონს განუცხადა უკრაინული მხარის მიერ ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციის მიზნით მიღებული ზომების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდგომი ნაბიჯები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების შემდგომ გაძლიერებას.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აცხადებს სუს-ი.

მაია სანდუს თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები პრორუსულ პარტიებთან ერთად, მიზანმიმართულად ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას

მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების უკან, რუსული სპეცსამსახურები და მოლდოვის რესპუბლიკის პრორუსული პარტიები დგანან. მაია სანდუს შეფასებით, ქვეყანაში მოქმედი კორუმპირებული ძალები და რუსეთის სპეცსამსახურები მიზანმიმართულად ცდილობენ დესტაბილიზაციის გამოწვევას. „გვაქვს მტკიცებულება, რომ კორუმპირებული ჯგუფების კოალიციას, რომელმაც მოლდოვაში ბევრი ფული მოიპარა, ასევე, რუსეთის სპეცსამსახურებს, პრორუსულ პარტიებს საერთო მიზანი აქვთ - მოლდოვაში დესტაბილიზაცია. ისინი სათავისოდ იყენებენ იმ სირთულეებს, რომლებსაც მოქალაქეები აწყდებიან. ჩვენ მოწოდებული ვართ, დავიცვათ დემოკრატია“, - განაცხადა მაია სანდუმ.  

უკრაინა: ხარკოვის რეგიონში 568 დასახლება დეოკუპირებულია

ხარკოვის რეგიონში უკრაინულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან უკვე გაათავისუფლეს 568 დასახლება.  შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ ბრიფინგზე გააკეთა. ტიმოშენკოს თქმით, ხარკოვის რეგიონში შეიქმნა 21 სამხედრო ადმინისტრაცია, რათა დროულად გადაიჭრას პრობლემები და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. 2022 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით ხარკოვის ოლქში სულ 551 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, ხერსონის ოლქში - 88.  

უკრაინა, თურქეთი და გაერო შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის დერეფნით, გემების გადაადგილება 2 ნოემბრისთვის არ დაგეგმონ

უკრაინის, თურქეთისა და გაეროს დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ 2 ნოემბრისთვის, შავი ზღვის დერეფნით, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების გადაადგილება არ დაგეგმონ, - ამის შესახებ გაეროს სამდივნო იუწყება. მისივე განცხადებით, საკოორდინაციო ცენტრმა პირველ ნოემბერს ჩაატარა 36 ინსპექტირება გამავალ გემებზე. უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის დერეფანში გემების გადადგილებაზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ 29 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობს, რაშიც უკრაინას და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გამოვიდა, უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 15-მა ხომალდმა დატოვა. დასავლეთი პუტინს შიმშილის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა კონფლიქტის პირობებს უნდა გამოეყოს პირველ ნოემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, გააგრძელოს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა

თურქეთი გააგრძელებს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას, მათ შორის ყველა მხარესთან აუცილებელი ინიციატივების წამოჭრით, განუცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს რეგიონული საკითხები, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული უახლესი მოვლენები. Reuters-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თავის თურქ კოლეგას განუცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, განიხილოს შეთანხმების განახლება მხოლოდ ყირიმის საზღვაო პორტზე, სევასტოპოლზე დრონების თავდასხმების გამოძიების დასრულების შემდეგ. თავის მხრივ, უკრაინული მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, გააგრძელოს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა. 29 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობს, რაშიც უკრაინას და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. კიევს არ დაუდასტურებია თავდასხმაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გამოვიდა, უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 15-მა ხომალდმა დატოვა. დასავლეთი პუტინს შიმშილის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა კონფლიქტის პირობებს უნდა გამოეყოს პირველ ნოემბერს, უკრაინა, თურქეთი და გაერო შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის დერეფნით, გემების გადაადგილება 2 ნოემბრისთვის არ დაგეგმონ.

პოდოლიაკი: ირანი ევროპაში აგრესიის თანამონაწილედ ოფიციალურად უნდა იყოს აღიარებული

„თეირანი ევროპაში აგრესიის თანამონაწილეა და ეს ოფიციალურად უნდა იყოს აღიარებული“, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს. „რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებისას, ირანმა იცის, რომ ჩვენს ქალაქებს თავს დაესხმება. ასწავლის რუსებს თვითმფრინავების გამოყენებას, მან იცის, რომ ისინი თავს დაესხმებიან უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს, პროვოცირებას გაუწევენ ლტოლვილთა ტალღებს ევროკავშირისკენ“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე. საჰაერო ძალების წარმომადგენლის, იური იგნატის თქმით, რუსეთი გეგმავს ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენას და მათ, სავარაუდოდ, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე განათავსებს. უფრო ადრე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი უკრაინაში ომისთვის რუსეთს 1000 ერთეულ იარაღს გაუგზავნის. პირველ ნოემბერს უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე 300-ზე მეტი ირანული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სექტემბერში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

SpaceX-მა საიდუმლო ამერიკული თანამგზავრი გაუშვა. ვიდეო

მილიარდერ ილონ მასკის SpaceX-მა ბოლო სამი წლის განმავლობაში Falcon Heavy-ის (მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ოპერატიული რაკეტა) პირველი მისია განახორციელა. მისიის კლასიფიცირებული ხასიათის გამო, დედამიწის ორბიტაზე გადატანილი ტვირთის წონა და მისიის სხვა დეტალები არ არის გასაჯაროებული.  USSF-44-ის ეს მისია თავდაპირველად 2020 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი.

ამერიკული მედია: საუდის არაბეთმა, აშშ-მ და რამდენიმე სხვა მეზობელმა სახელმწიფომ, სამხედრო ძალების მზადყოფნის დონე აამაღლეს

შეერთებული შტატები შეშფოთებულია ირანის მხრიდან საუდის არაბეთის წინააღმდეგ მუქარით და არ დააყოვნებს რეაგირებას საჭიროების შემთხვევაში. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. „ჩვენ ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე სამხედრო და სადაზვერვო არხებით საუდის არაბეთის მხარესთან, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა. „ჩვენ არ ვიყოყმანებთ, ვიმოქმედოთ რეგიონში ჩვენი ინტერესებისა და პარტნიორების დასაცავად“, - აღნიშნავს ამერიკული მხარე. ოფიციალურმა წარმომადგენელმა მას შემდეგ გააკეთა კომენტარი, რაც Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთმა გაუზიარა შეერთებული შტატების დაზვერვას გაფრთხილება ირანის მხრიდან სამეფოს ობიექტებზე გარდაუვალი თავდასხმის შესახებ. Wall Street Journal-ი წერს, რომ საუდის არაბეთი და აშშ ირანის გარდაუვალი თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ, მაღალ მზადყოფნაში არიან. უფრო კონკრეტულად, ამერიკული მედია წერს, რომ გაფრთხილების საპასუხოდ, საუდის არაბეთმა, შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე სხვა მეზობელმა სახელმწიფომ, სამხედრო ძალების მზადყოფნის დონე აამაღლეს.

გიორგი ვაშაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის. ამის შესახებ ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, ამ სცენარს გუნდში განიხილავენ, რადგან ერთ გარემოში „პრორუსებთან ყოფნა აუტანელია“. ვაშაძემ განმარტა, კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით მუშაობდა ის პარლამენტში და განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის უნდა მოხდეს პარლამენტიდან გამოსვლა და შესაბამისად, დასავლელი პარტნიორების შემზადებაც არის საჭირო. „ჩვენ შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ, რომ პარლამენტი დავტოვოთ, ამ სცენარს ჩვენ განვიხილავთ. ჩემთვის აუტანელია ერთ გარემოში ყოფნა პრორუსებთან. მხოლოდ იქ ვიქნები, სადაც ვხედავ 12 პუნქტთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი ხმა სჭირდებოდა - შევედი და ხმა მივეცი. არ ვაპირებ ყოველდღიურ რეჟიმში კობახიძეებთან და სხვებთან, პრორუსებთან მუშაობას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, პარლამენტის დატოვებისთვის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის უნდა მოხდეს ეს და აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებში სიტუაციის შემზადება. მათ კარგად უნდა ავუხსნათ წინასწარ რა ხდება. მთავარია ეს არ იყოს ნაადრევი, თუმცა ეს მოხდება. როდესაც ის მოცემულობა დადგება, რომ საზოგადოება შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

ასტრონომებმა აღმოაჩინეს პოტენციურად საშიში ასტეროიდი, რომელიც შესაძლოა, დედამიწას საფრთხეს უქმნიდეს - CNN

ასტრონომებმა დედამიწის მახლობლად მდებარე სამი ასტეროიდი დააფიქსირეს, რომლებიც მზის შუქზე იმალებოდნენ. CNN წერს, რომ ერთ-ერთი ასტეროიდი არის ყველაზე დიდი, პოტენციურად საშიში ობიექტი, რომელიც დედამიწას შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს. „ასტეროიდები მიეკუთვნებიან ჯგუფს, რომელიც გვხვდება დედამიწისა და ვენერას ორბიტებში, მაგრამ მათი დაკვირვება წარმოუდგენლად რთულია, რადგან მათ ტელესკოპის დაკვირვებისგან მზის სიკაშკაშე იცავს“, - წერს CNN. მეცნიერების თქმით, დროთა განმავლობაში, ასტეროიდის, რომელსაც მედია „მკვლელ ასტეროიდად“ მოიხსენიებს, ორბიტალური მოძრაობა უფრო მეტად იქნება სინქრონიზებული დედამიწის მოძრაობასთან. მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რამდენად საშიში შეიძლება, გახდეს ის მომავალში, მაგრამ ამ დროისთვის ასტეროიდი „დედამიწისგან შორს დარჩება". დანარჩენი ორი ასტეროიდი, 2021 LJ4 და 2021 PH27, გაცილებით უსაფრთხო ორბიტაზეა, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ დედამიწისთვის.