ძებნის რეზულტატი:

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოსთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ

უსამართლო, დანაშაულებრივი ნაბიჯების გამო მიიღებენ ადეკვატურ პასუხს, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ნიკა გვარამიას საქმეზე მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა ფოფხაძემ სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილებს მოუწოდა, არ დაიშალონ. „ყველამ დავინახეთ, როგორ ჩაიდინა სამმა მოსამართლემ სისხლის სამართლის დანაშაული, შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა და უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც საქმეშიც არანაირი დანაშაული არ აქვს, სისხლის სამართლის საქმეც არ არის, სადაც დანაშაული წერია, ასეთი ადამიანი გაუშვა ციხეში. ამის პატიება არცერთ მოქალაქეობრივ ვალში არ ჯდება. ამ დღის გადაგორების უფლება არ უნდა მივცეთ არავის“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.

აშშ და საუდის არაბეთი შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გეგმავდეს - CNN

შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა ერთმანეთს გაუზიარეს დაზვერვის ცნობები იმის შესახებ, რომ ირანი შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით საუდის არაბეთში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გარდაუვალ თავდასხმას გეგმავდეს, ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა. კიდევ ერთმა წყარომ ამერიკულ მედიასთან აღნიშნა, რომ აშშ-ის F-22 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები საუდის არაბეთში უკვე მზად არიან ნებისმიერი საფრთხის დასაძლევად. 2022-11-01 ამერიკული მედია: საუდის არაბეთმა, აშშ-მ და რამდენიმე სხვა მეზობელმა სახელმწიფომ, სამხედრო ძალების მზადყოფნის დონე აამაღლეს   CNN-ს წყარო იმასაც ეუბნება, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო დაცვის დონე არ გაზრდილა, რადგან აშშ-ის სამხედროები სამიზნედ არ არიან მიჩნეულნი. თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე გამოთქვა შეშფოთება არსებულ სურათთან მიმართებით და მიუთითა, რომ აშშ მუდმივ კონტაქტზეა საუდის არაბეთთან, სამხედრო, დიპლომატიური თუ სადაზვერვო არხებით. „ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ინტერესებისა და ჩვენი პარტნიორების დასაცავად რეგიონში“, - განაცხადა პრაისმა. CNN-ის წყაროები ასევე აცხადებენ, რომ აშშ-ის შეფასებით, ირანი შესაძლოა, ცდილობდეს ყურადღების გადატანას საუდის არაბეთზე, რომელსაც თეირანი საპროტესტო გამოსვლების გააქტიურებაში ადანაშაულებს.

მელიტოპოლის მერი: უკრაინელებმა ზაპოროჟიეში, რუსების სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპანტების "დემილიტარიზაციას" და "დენაზიფიკაციას" განაგრძობენ.  აშშ უკრაინაში $47 მილიონიან პროექტს იწყებს მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის თქმით, განადგურებულია 5 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 30 ოკუპანტი. ასევე, დაშავდა 100 პირი. უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა, ოკუპანტების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ლევან ნაროუშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხდა, აღნიშნულ პოსტზე მას გიორგი აბუთიძე შეცვლის. „მუნიციპალიტეტში გვაქვს საკადრო ცვლილებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ნაროუშვილს თბილისის მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი მუშაობისთვის. ლევან ნაროუშვილი ბოლოს ხელმძღვანელობდა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს. მან მიიღო გადაწყვეტილება კერძო სექტორში გადასვლასთან დაკავშირებით. ზოგადად, კერძო სექტორი ძალიან დიდ კონკურენციას გვიწევს კადრების წაყვანის თვალსაზრისით. მინდა, მადლობა ვუთხრა ლევანს იმ შრომისთვის, რომელიც წლების განმავლობაში, გასწია ჩვენი ქალაქისთვის, ყველა იმ სამსახურისთვის, სადაც საქმიანობდა. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას შემდგომ საქმიანობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გიორგი აბუთიძის კანდიდატურა დასამტკიცებლად, საკრებულოს მომდევნო დღეებში გადაეგზავნება.  

ცნობილია, რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და EBRD-ის პრეზიდენტმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ, ოდილ რენო-ბასოსთან ონლაინშეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.  მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ EBRD არა მხოლოდ საქართველოს ერთგული პარტნიორია, არამედ ორგანიზაციას დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. აღინიშნა EBRD-ის უმნიშვნელოვანესი როლი პოსტპანდემიურ პერიოდში არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის: ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა, ელექტროენერგიის გამომუშავება ექსკლუზიურად მწვანე/განახლებადი წყაროების მეშვეობით, შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, კერძო სექტორის როლის გაძლიერება, ადამიანური კაპიტალი და სხვა. პრემიერ-მინისტრმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების თვალსაზრისით EBRD-ის მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 270 პროექტში 4,9 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საიდანაც დიდი წილი კერძო სექტორზე მოდის. საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარია. შეხვედრას ევროპის რეკონსტრუცქიისა და განვითარების ბანკის მხრიდან: ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, სლოვაკეთის რესპუბლიკის, ხორვატიისა და საქართველოს საბჭოს დირექტორი კლარა კროლი, EBRD -ის დირექტორი, პრეზიდენტის ოფისიდან თომას რევიალი, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD-ის ასოცირებული დირექტორი, უფროსი პოლიტიკური მრჩეველი ოლექსანდრ პავლიუკი, ასოცირებული დირექტორი, მთავარი ბანკირი თეა მელიქაძე, პრეზიდენტის ოფისის დირექტორი ფრანჩესკა ფოლია, ასოცირებული დირექტორი, ენერგეტიკის დეპარტამენტის რეგიონული უფროსი დავით მანაგაძე და უფროსი ოფიცერი, მოდერატორი ნინა დავითაშვილი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.  

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი კიევში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ესპანეთი უკრაინას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 30 მანქანას გადასცემს. ამასთან, უკრაინისთვის გადასაცემი სასწრაფო დახმარების მანქანები სპეციალურადაა აღჭურვილი ფეხმძიმე ქალების გადასაყვანად. ესპანეთის საგარეო უწყების ცნობით, ქვეყნის პირველი დიპლომატი უკრაინაში პოლონეთის ქალაქ ფშემისლიდან ღამით, მატარებლით გაემგზავრა. აშშ უკრაინაში $47 მილიონიან პროექტს იწყებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რა საკითხები განიხილეს ოლაფ შოლცმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა

გერმანიის კანცლერი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შენარჩუნების შესახებ თურქეთის ძალისხმევას აფასებს. ამის შესახებ მთავრობის სპიკერმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, შოლცმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას მოსაზრებები გაცვალეს. სპკერის თქმით, ორმა ლიდერმა რუსეთის ბირთვული რიტორიკა გააკრიტიკა. ამასთან, შოლცმა კატეგორიულად უარყო მოსკოვის ბრალდება, რომ უკრაინა ემზადება „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად და განაცხადა, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდებაა. უკრაინული მხარის ცნობით, „მარცვლეულის დერეფანი" 3 ნოემბერს ისევ გაიხსნება. განახლება: „პუტინთან ჩვენი გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, დღეს მარცვლეულის გადაზიდვა გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Anadolu-ს ცნობით. ერდოღანი დღეს სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს.  

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე: ხორბლის 2-თვიანი მარაგია ქვეყანაში

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის თქმით, ქვეყანაში ხორბლის 2-თვიანი მარაგი არსებობს, თბილისი კი, ყოველდღიურად 400 ტონა პურს მოიხმარს. „საქართველოს წელიწადში სჭირდება 650 ათასი ტონა სასურსათო ხორბალი. თბილისი დღე-ღამეში მოიხმარს დაახლოებით 400 ტონამდე პურს. ბოლო დროს პრობლემა გაჩნდა დისტრიბუციაში. პურ-პროდუქტებს განსაკუთრებული წესები ჰქონდა, 30% ღამე მიეწოდება მაღაზიას, დანარჩენი დილით, სამწუხაროდ, ეს მოიშალა. ყველას დილით უნდა, 9:00 საათზე. ასე შეუძლებელია. დაინახავს შესაბამისი სამსახური და იღებენ ფოტოს. თუ ადრე 10 ლარი იყო, ახლა 50 ლარია ჯარიმა. დისტრიბუტორები ტოვებენ სამსახურს და ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ ასეთ პირობებში“, - აღნიშნავს დოლიძე. ამასთან, დოლიძემ ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარეობს საუბარი საქართველოდან მზა პურ-პროდუქტების ექსპორტზეც.  

ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - ამერიკის საელჩო

„იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა“, - აცხადებს ამერიკის საელჩო „მთავარი არხის“ დამფუძნებლის განაჩენთან დაკავშირებით, რომელიც დღეს სააპელაციომ ძალაში დატოვა.  „შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ. შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.  სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2022 წლის 02 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმე ნ. გ-ს, კ. დ-სა და ზ. ი-ს მიმართ. კ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კახაბერ წერეთელისა და მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ქეთევან ჩომახაშვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორების ვლადიმირ ვექილიანისა და ზვიად გუბელაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ზ. ი. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. კ. დ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მესამე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში ნ. გ. გამართლდა. ნ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის სექტემბერ – დეკემბრის პერიოდში ნ. გ-მ და კ. დ-მ ჩაიდინეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ე.ი. საწარმოში (ან სხვა ორგანიზაციაში) ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ვინაიდან როგორც ნ. გ., ასევე კ. დ. წარმოადგენენ ორგანიზაციის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს, რომლებმაც საკუთარი კომპანიის ინტერესის საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სხვა კომპანიას მიანიჭეს უპირატესობა, ამ უკანასკნელმა მიიღო მნიშვნელოვნად გაზრდილი შემოსავლები, ხოლო კომპანია „რუსთავი 2“-მა – 6 763 509 (ექვსი მილიონ შვიდასსამოცდასამიათას ხუთასცხრა) ლარის ოდენობით ზიანი. აღნიშნულ ეპიზოდში სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ნ. გ-ს როლი, მისი ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად, მისი გავლენა გამოწვეული ზიანის ხასიათსა და ხარისხზე და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ნ.გ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი“, – აღნიშნულია განცხადებაში. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

რუსეთი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმების შესრულებას ისევ განაახლებს

რუსეთი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს. ამის შესახებ Reutersი-ი წერს. „რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ ამ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისად გამოიყურება და განაახლებს შეთანხმების შესრულებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის თავდაპირველი ნაბიჯის მიუხედავად, რომელიც შეთანხმებიდან გასვლას გულისხმობდა, გემებმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განაგრძეს და ორშაბათს გადაზიდვის რეკორდული მოცულობაც დაფიქსირდა. რუსმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ტატიანა სტანოვაიამ განაცხადა, რომ რუსეთის დღევანდელი განცხადება პუტინის აღიარებაა, რომ მას გადაზიდვების დაბლოკვა არ შეუძლია. „კრემლი თავად გაება ხაფანგში და არ იცოდა როგორ გამოსულიყო“, - განაცხადა ანალიტიკოსმა Reuters-ის ცნობით. კრემლის განცხადებას წინ უძღოდა უკრაინული მხარის ცნობა, რომ ერთდღიანი ინსპექტირებისა და პაუზის შემდეგ, „მარცვლეულის დერეფანი" 3 ნოემბერს ისევ გაიხსნებოდა. უფრო ადრე ერდოღანმა მოუწოდა პუტინს, გაეგრძელებინა შეთანხმებაში მონაწილეობა, ამის შემდეგ კი, ხსენებული საკითხი თურქეთისა და გერმანიის ლიდერებმაც განიხილეს. განახლება: „პუტინთან ჩვენი გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, დღეს მარცვლეულის გადაზიდვა გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Anadolu-ს ცნობით. ერდოღანი დღეს სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს.

გორში, მსუბუქი ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა

გორში, ე.წ.კომბინატის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა. სამედიცინო პერსონალმა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. ამის შესახებ Europetime-s ადგილობრივმა განუცხადა. შსს: ბოლო 9 თვეში, საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა 5704 ადამიანი ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი.  გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა და ბავშვმა დაზიანებები მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო შემთხვევებმა 6%-ით დაიკლო.  

პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის საზღვარზე მავთულის ღობეს ააშენებს

პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის საზღვრის გასწვრივ მავთულის ღობეს ააშენებს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისრტმა განაცხადა. მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან გამომდინარე, დროებითი 2,5 მეტრის სიმაღლის ბარიერის მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყება. ოფიციალური ცნობებით, გასული წლის შემოდგომაზე, ათასობით აფრიკელი და ახლო აღმოსავლელი მიგრანტი პოლონეთში შეღწევას ბელორუსის საზღვრიდან ცდილობდა. ბლაშჩაკის განმარტებით, კალინინგრადთან აღმართული ღობე პოლონეთის მიერ ბელორუსის საზღვრის გასწვრივ გასულ წელს აგებული ბარიერის მსგავსი იქნება.  

ვუჩიჩმა სერბეთის საჰაერო სივრცეში „მტრის დრონების“ ჩამოგდების ბრძანება გასცა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სამხედროებს უბრძანა, გაანადგურონ მტრის ნებისმიერი თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მას შემდეგ, რაც უპილოტო საფრენი აპარატები კოსოვოს მოსაზღვრე რაიონებში დააფიქსირეს.  ამის შესახებ Anadolu წერს. პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა დაადასტურა, რომ რამდენიმე თვითმფრინავი სამხედრო ბაზების გადაღების დროს შენიშნეს. „თუ ეს კიდევ განმეორდება, ჩვენ ჩამოვაგდებთ თითოეულ ამ თვითმფრინავს ისევე, როგორც ამას ნებისმიერი სხვა ქვეყანა გააკეთებს. მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ამის შესახებ პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი უფრო მეტს იტყვიან“, - განაცხადა ბრნაბიჩმა. ვუჩევიჩმა მანამდე განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან, რადგან მეზობელ კოსოვოსთან დაძაბულობა იზრდება. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.

ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს მელიას თქმით, ეს არის ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება, რომელიც განზრახ აფერხებს საქართველოს ევროპულ გზაზე. "სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში კი ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაციაც და ქართველების დიდი უმრავლესობის ნებაც, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. საუბრობს ევროინტეგრაციაზე და პოლარიზაციის შემცირებაზე, სამოქალაქო თანხმობაზე. დიახ, სამოქალაქო თანხმობა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება არის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნება, თუმცა, მოსახლეობა არ არის პოლარიზებული, პირიქით, არის ერთიანი ევროპულ მისწრაფებებში, თუმცა, სამოქალაქო თანხმობა ვერ მოხდება პოლიტიკური ტყვეების არსებობის პირობებში, ისევე როგორც ევროინტეგრაცია ვერ შედგება თავისუფალი მედიის დატყვევების პირობებში და პარალელურად. შესაბამისად, მოვუწოდებ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონის, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალური განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი. გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას", - განაცხადა ნიკა მელიამ. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

დანიის მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, უმრავლესობას დაკარგავს

დანიის მმართველი პარტია, რომელსაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი ხელმძღვანელობს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, უმრავლესობას დაკარგავს. მედიის ცნობით, ამას  ეგზიტპოლების შედეგები ადასტურებს. ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის მიერ შექმნილი ახალი პარტია ქვეყანაში სიდიდით მესამე პოლიტიკური გაერთიანება გახდება.  

ამერიკის საელჩო: შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას

შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია. ამის შესახებ ამერიკის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მთავარი არხის დამფუძნებლისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეძღვნება. „იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა. შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე. ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - ამერიკის საელჩო არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩო.

USAID იწყებს 5-წლიან პროგრამას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მცხოვრებლების დასაქმებას შეუწყობს ხელს

USAID იწყებს პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას და მათი საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესებას USAID: ხელს ვუწყობთ საქართველოს, გახდეს წარმატებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან პარტნიორობის ფარგლებში ადასტურებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიმართ ერთგულებას აშშ საქართველოში ხუთწლიან პროგარამას იწყებს. აშშ-ის განვითარების სააგენტოს ცნობით, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა ხელს შეუწყობს ე.წ. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, 90-ზე მეტ თემში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას და მათი არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.  პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. „ხვალ ვიწყებთ ახალ, ხუთწლიან USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, 90-ზე მეტ თემში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას და მათი არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. „USAID-ის დაფინანსება გააძლიერებს 90-ზე მეტ თემს. მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, გამოსცადოს თავი ყველა სექტორში, დაეხმაროს ახალი შესაძლებლობების პოვნაში, საქართველოს „მწვანე ეკონომიკაში“ ჩართვაში, მაგალითად, მდგრადი ტექნოლოგიების განვითარების გზით გარემოსდაცვითი და სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. აშშ-ს მთავრობა 30 წელზე მეტია მხარს უჭერს საქართველოს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. USAID ამაყობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პარტნიორობა ხელს უწყობს ინკლუზიურ, მდგრად განვითარებას და კერძო სექტორის საშუალებით მოსახლეობისათვის დივერსიფიცირებული დასაქმების შესაძლებლობებს“, - ნათქვამია USAD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პროგრამის გახსნის შესახებ ღონისძიებას დაესწრებიან USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების მიმართულებით, ერინ მაქიი, საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, გუბერნატორი მიხეილ შაკულაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 30 წელი პარტნიორობის პერიოდში, USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში.

დრონების თავდასხმა რუსულ ხომალდებზე: პირველი სატელიტური ფოტოები გავრცელდა

OSINT-ის ანალიტიკოსმა ბენჯამინ პიტეტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სევასტოპოლის ყურის პირველი სატელიტური სურათები, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდებზე სავარაუდო თავდასხმის შემდეგ არის გადაღებული. ფოტოები პირველ ნოემბერს არის გადაღებული (5:35 - 11:06). ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ცენტრი იტყობინება. „შესაძლოა, ფოტოზე დაფიქსირდა ფრეგატის მოძრაობა. დრონის თავდასხმის სავარაუდო ხასიათი და ზიანი ფოტოზე ვერ დგინდება", - აღნიშნეს სამხედრო ცენტრში. 29 ოქტომბერს, რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, თავს დაესხა რუსულ გემებს სევასტოპოლის ყურეში. სატელიტმა ზღვაში ბუქსურებული (Admiral Grihorovich) ხომალდი აღბეჭდა. ხუთი საათის შემდეგ, გემი სევასტოპოლში, სტრელცკის ყურეში მდებარე კედელთან აღმოჩნდა. რუსეთი მომხდარ აფეთქებას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7676 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0080 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7309 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7491 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0182 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.