ძებნის რეზულტატი:

ზელენსკის თქმით, ჯერ კიდევ არსებობენ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც მას რუსეთთან კომპრომისისკენ უბიძგებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც მას რუსეთთან კომპრომისისკენ უბიძგებენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ჩეხეთის ტელევიზისთან ინტერვიუში, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ვფიქრობ, ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი, რა თქმა უნდა, ისურვებდა… არ მინდა ახლა ამას შეფასება მივცე, რადგან ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიღაც ცდილობს, მიბიძგოს… ჩვენ უკვე ვიყავით (რუსეთთან მოლაპარაკებებზე). ჩვენთვის ახალი არაფერია, არანაირი სიურპრიზი. მე უკვე ვიცი, როგორ დასრულდება ეს ამბავი. ამიტომ არ მინდა, ველოდო დასასრულს, რადგან ეს არ იქნება „ბედნიერი დასასრული“ ამ ქვეყანასთან, ამ მეზობელთან. ჩვენ უნდა ავაშენოთ ძალიან პრაგმატული ურთიერთობები, რადგან ისინი ძალიან საშიშები არიან. ახლა ჩვენ ვხედავთ მათი პოლიტიკის შედეგებს“, – განაცხადა მიხეილ ზელენსკიმ.  

შს სამინისტრომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. როგორც ცნობილია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტს ღამის საათებში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.  

სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას განაჩენზე: სააპელაციო სასამართლომ საქმის სწორად შეფასების ნაცვლად, კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება მიიღო

სააპელაციო სასამართლომ ხსენებული სამართლებრივი საკითხების სწორად შეფასების ნაცვლად, კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარამ განაცხადა, რითაც ნიკა გვარამიას განაჩენს გამოეხმაურა. თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს სახალხო დამცველმა, ე.წ. რეკლამების ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სახალხო დამცველის შეფასებით, დაუშვებელი იყო ნიკა გვარამიას მსჯავრდება მის მიერ მენეჯერული გადაწყვეტილების მიღებისთვის (ე.წ. რეკლამების ეპიზოდი), რაც შესაძლებელია თეორიულად გამხდარიყო სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი, მაგრამ არა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი. სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და არ გაითვალისწინა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის ფუნდამენტური პრინციპები. სააპელაციო სასამართლომ კი, ხსენებული სამართლებრივი საკითხების სწორად შეფასების ნაცვლად, კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა იმ ქმედების გამო, რომელიც თავისი შინაარსით სამოქალაქო სამართლებრივია და რომლის სისხლისსამართლებრივად მიჩნევის მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ე.წ. მანქანის ეპიზოდში ნიკა გვარამიას მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი პრობლემური იყო ამ ეპიზოდშიც. ერთი მხრივ, საკითხი მნიშვნელოვანწილად ჰგავდა საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში ე.წ. რეკლამების ეპიზოდს, მეორე მხრივ კი არსებით გარემოებებთან დაკავშირებით სრულიად დაუსაბუთებელი იყო. სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და გამოითხოვა განაჩენი. დასაბუთებული განაჩენის მიღებისთანავე სახალხო დამცველი საზოგადოებას დამატებით წარუდგენს საქმის დეტალურ შეფასებას. სახალხო დამცველი შეახსენებს საზოგადოებას, რომ 2022 წლის 8 ივნისს მან მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების გათვალისწინებით, ნიკა გვარამიას დარღვეული უფლებების საპასუხოდ, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებისკენ მოუწოდა”,- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობის გაფართოების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობა გაფართოების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით პარლამენტში დღეს, 2 ნოემბერს, განიხილეს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი დაემატება. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა ინიციატივის წარდგენისას განაცხადა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩართულია შიდა უსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში და ერთადერთი გარე უწყებაა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი არ გახლავთ. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ფარავს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს მიმართულებებს. ეს ცვლილება მოიტანხს ორმხრივ სარგებელს, თვითონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი სტრატეგიულ დონეზე იქნება ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღებასა და საკოორდინაციო მექანიზმში, რასაც უსაფრთხოების საბჭო ახორციელებს. ამავდროულად, საბჭოსთვისაც მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკის აღსრულების პროცესში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და მისი ხელმძღვანელი ფლობს“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ემატება. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება მთავრობის ინიციატივით შედის. მთავრობის განმარტებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისთვის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში და უსაფრთხოების საკითხების განხილვაში მუდმივი წევრის სტატუსით მონაწილეობა არსებითად მნიშვნელოვანია. „ამ პროცესში თანადროული ჩართულობა სამსახურის სისტემას მეტად აუმაღლებს დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სტრატეგიულ დონეზე მზადყოფნის დონეს, მისცემს მეტ შესაძლებლობას შესაძლო საფრთხეების წინმსწრები ანალიზისა და რეაგირებისთვის, ასევე აამაღლებს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისა და ურთიერთკოორდინაციის ხარისხს“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში. დღეს მოქმედი კანონით, საბჭოს მუდმივი წევრები პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური არიან.

უკრაინა: დასავლელი მოკავშირეები უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად, €25 მილიონზე მეტს გამოყოფენ

ევროკავშირი და სხვა დასავლელი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, იაპონია და დიდი ბრიტანეთი, 25,5 მილიონ ევროს გამოყოფენ უკრაინის გადაუდებელი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება. სამინისტროს ცნობით, თანხები ევროკომისიის მიერ შექმნილი უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდის მეშვეობით გამოიყოფა. უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს სჭირდება არამხოლოდ დაფინანსება, არამედ საუკეთესო მსოფლიო გამოცდილება, ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს“, - ნათქვამია განცხადებაში. სამინისტროს თქმით, ევროკავშირი ასევე აპირებს, გამოყოს 13 მილიონი ევრო რუსული ჯარების მიერ დაზიანებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლაბორატორიების აღსადგენად და კიდევ 3,5 მილიონი ევრო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მეშვეობით უკრაინის ბირთვული ინდუსტრიის ზოგადად მხარდასაჭერად.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ცნობებს სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 24 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი. ბოლოს, 29 ოქტომბერს, ბახმუტთან ბრძოლაში დაიღუპა 40 წლის გურგენ (გუგა) გაგნიძე. ის 23-ე ქართველი იყო, რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოქტომბერში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 224 ფაქტი გამოვლინდა

ოქტომბერის თვეში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 15 709 კოლოფი და 94 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 224 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.„78 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. 3 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 143 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ვინ არიან რუსი ოლიგარქები, რომლებსაც დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა სანქციები დააწესა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს უწყობენ ხელს ბრიტანეთმა სანქციები კიდევ ოთხ რუს ოლიგარქს დაუწესა. ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.  როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ალექსანდრე აბრამოვი და ალექსანდრე ფროლოვი რომან აბრამოვიჩის ბიზნესპარტნიორები არიან. ადრე ისინი რუსეთის ფოლადის მწარმოებელ Evraz plc-ში ძირითად წილებს ფლობდნენ. აბრამოვის ქონება „ფორბსმა“ 6.4 მილიარდად შეაფასა. ფროლოვის ქონება $2.6 მილიარდად არის შეფასებული. დღესვე სანქციები დაეკისრათ აირატ შაიმიევს, რომლის მთლიანი კაპიტალი 902 მილიონი ფუნტია და ალბერტ შიგაბუტდინოვს, რომლის მთლიანი კაპიტალი 977 მილიონი ფუნტს შეადგენს. ამ ოლიგარქებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ და ქონებაც გაეყინათ. შაიმიევი სახელმწიფო სატრანსპორტო და სამშენებლო კომპანია Tatavtodor OJSC-ის გენერალური დირექტორია. შიგაბუტდინოვი კი, TAIF Group-ის (რუსული ჰოლდინგი (საინვესტიციო კომპანია), რომელიც აკონტროლებს ქიმიური, ნავთობქიმიური და ნავთობისა და გაზის გადამამუშავებელი სექტორების 96%-ს) აღმასრულებელი დირექტორია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა ჯამში 120 ოლიგარქს დაუწესა სანქციები, მათი ქონება 140 მილიარდ ფუნტზე მეტს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციები: ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია

არასამთავრობო ორგანზიაციები სააპელაციო სასამართლოს მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს ამასთან, NGO-ებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში შემჩნეულ მოსამართლეებზე მომავალში პარტნიორების რესურსების გამოყენებას სასამართლოს სისტემისთვის პოზიტიური შედეგი არ მოყვება. „2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა მერაბ ჯორბენაძემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ და დავით მამისეიშვილმა „რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორისა და „მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (ორი ეპიზოდი - ე.წ. რეკლამის გაყიდვის საქმე და ე.წ. ავტომანქანის საქმე). საბოლოო სასჯელის სახედ მას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დღევანდელი განაჩენი მცირედით განსხვავდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის 2022 წლის 16 მაისის განაჩენისაგან, რადგან სასამართლომ ნიკა გვარამიას ე.წ. რეკლამის გაყიდვის ეპიზოდში სასჯელი დაუმძიმა და ჯარიმის ნაცვლად, 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, ნიკა გვარამიას საპატიმრო სასჯელის ვადა არ შეცვლილა. საქმის მასალებისა და პროცესებზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა. აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა სახალხო დამცველისა, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრებები. ამ მოსაზრებების თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. გარდა ამისა, სახალხო დამცველის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ შესწავლილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რის შემდეგაც მის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა. მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც ზიანს აყენებს მედიაგარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, აცდენილია ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების სულისკვეთებას და ხელს უშლის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას. საერთაშორისო პარტნიორების მიერ წლების მანძილზე სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით გაწეული ძალისხმევა ე.წ. გავლენიანი მოსამართლეების ქმედებებით მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული გამოწვევების ერთ-ერთი მაჩვენებელია. მსგავსი საქმეები კი სრულიად მოსამართლეთა კორპუსს, მათ შორის მიუკერძოებელ მოსამართლეებსაც აყენებს ჩრდილს. მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში შემჩნეულ მოსამართლეებზე მომავალში პარტნიორების რესურსების გამოყენებას სასამართლოს სისტემისთვის პოზიტიური შედეგი არ მოყვება”,- აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; ღია საზოგადოების ფონდი; ადამიანის უფლებათა ცენტრი ;ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); საზოგადოება და ბანკები; მედიის განვითარების ფონდი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

იენს სტოლტენბერგი თურქეთში ვიზიტისას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

3-5 ნოემბერს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა. ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტოლტენბერგი შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოჯანს, საგარეო საქმეთა მინისტრს,  მევლუთ ჩავუშოღლუს, თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარს და სხვა ოფიციალურ პირებს. იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა 3 ნოემბერს, გენერალური მდივანი პრესკონფერენციას ჩავუშოღლუსთან ერთად გამართავს. 4 ნოემბერს, სტოლტენბერგი სტამბულში შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

3 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმეზე - მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ (No9487/19). ამის შესახებ Europetime-ს ევროპული სასამართლოდან აცნობეს. ოფიციალურ ცნობაში წერია: განმცხადებელი, გიორგი მამალაძე, არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1984 წელს და ცხოვრობს თბილისში (საქართველო). შესაბამის დროს ის იყო დეკანოზი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას დაქვემდებარებული სამედიცინო კლინიკის დირექტორი. შეგახსენებთ, ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივარი იურისტმა დავით ჯანდიერმა მოამზადა. გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში 2021 წლის ივნისში მიიღო. ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება

რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს. ამის მოტივად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, მიღებული გარანტიები დაასახელა. რუსეთმა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობა 29 ოქტომბერს შეაჩერა. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობდა, რაშიც უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებდა. კიევს თავდასხმაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. რატომ დატოვა რუსეთმა 29 ოქტომბერს მარცვლეულის შეთანხმება და რატომ განაახლა მონაწილეობა 2 ნოემბერს? Europetime-თან ინტერვიუში, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებებს, თავისი მოტივები აქვს და ამ საკითხს ეკონომიკურის გარდა, თან სდევს პოლიტიკური კონტექსტიც. „რუსეთი ცდილობდა და ცდილობს, რომ მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირების სანაცვლოდ, მსოფლიო ბაზარზე რუსული ხორბლის გატანაზე დივიდენდები მიიღოს“, - ამბობს სილაგავა. ამასთან, მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოიკვეთა, რომ რუსეთს მარცვლეულის დერეფნის დაბლოკვა არ შეუძლია. „თურქეთმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ რუსეთის გარეშე გამოიტანდა ხორბალს უკრაინიდან. ასეც მოხდა და პირველ ნოემბერს უკრაინის პორტი, მარცვლეულით დატვირთულმა 4-მა გემმა დატოვა ისე, რომ რუსეთს ეს ფაქტი მხოლოდ შეატყობინეს, რაზეც მკვეთრი რეაგირება ვერ მოახდინა. თუ რუსეთი ამ გემებს, სამხედრო წინააღმდეგობას გაუწევდა, ფაქტობრივად, NATO-სთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში შევიდოდა. რუსეთის ქმედება იყო გარკვეულწილად „ნერვების ომი“, ვითარება აჩვენებს, რომ  პუტინმა გარკვეულწილად დათმო“, - აცხადებს სილაგავა. მისივე თქმით, აქ გამოჩნდა, რომ „მარცვლეულის დერეფნის კონტროლისას, სამხედრო თვალსაზრისით თურქეთი უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთი. აქედან გამომდინარე, გუშინვე იყო მინიშნება, რომ რუსეთი დაუბრუნდებოდა მარცვლეულის შეთანხმებას“. რაც შეეხება მარცვლეულის შეთანხმებაში რუსეთის მოტივს „გარანტების მიღებაზე“, სილაგავა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ „დიპლომატიური განცხადება გააკეთა, რადგან მიხვდნენ, რომ ამ ვითარებაში ვერაფერს ცვლიან და მარცვლეულის დერეფანი მაინც იმუშავებს“.  რუსეთის განცხადების შემდეგ, რა პროცესებია მოსალოდნელი მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე Europetime-თან ინტერვიუში, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარსა და მარცვლეულის ბირჟებზე ხორბალსა და მარცვლეულზე ფასების შემცირებაა მოსალოდნელი. 31 ოქტომბერს, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლაზე რუსეთის განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელზე თითქმის $9 გაუტოლდა. ამასთან, სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით. „თუ ფასების ზრდა შენარჩუნდა, ეს გლობალურ ინფლაციის გაძლიერებასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შიმშილის პრობლემებს გაამწვავებს“, - პროგნოზირებდნენ ანალიტიკოსები. ამასთან ლევან სილაგავა ამბობს, რომ რუსეთი მანიპულირებდა, როცა მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებდა, რადგან იცოდა, რომ მსოფლიო ბაზრებზე ეს საფასო რყევას გამოიწვევდა, რითაც დამატებითი დივიდენდების მიღება სურდა. რუსეთის განცხადებამდე, მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე, ფასები სტაბილური იყო. „ამ გადაწყვეტილებამდე, რუსეთმა ხორბალსა და ფქვილზე მცურავი ბაჟი რამდენჯერმე გაზარდა, თუმცა ამან მსოფლიო ბაზარზე გავლენა ვერ მოახდინა. ვფიქრობ, რუსეთმა ეს რისკების გადასაზღვევად გააკეთა, რადგან მისი ქმედება, წინ უსწრებდა განცხადებას მარცვლეულის შეთანხმების დატოვებაზე“, - აღნიშნა სილაგავამ. მისივე თქმით, მსოფლიო ბირჟებზე ფასების დასტაბილურება, იმის წინაპირობაა, რომ საქართველოსთვის რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი არ გაძვირდება. „თუ ხორბლის დერეფანი გაჩერდებოდა, საქართველოს და იმ ქვეყნებს, ვინც რუსეთისგან ფქვილსა და ხორბალს ყიდულობს, ეს პროდუქტები ავტომატურად გაუძვირდებოდა“, - აცხადებს სილაგავა. ცნობილია, რომ საქართველოში 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 105 ათას ტონაზე მეტი ხორბლის იმპორტი განხორციელდა. მათ შორის ყველაზე მეტი ხორბალი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც საერთო იმპორტის დაახლოებით 92 პროცენტია. რა სურდა რუსეთს? ხორბლის დერეფანი, სტამბულის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში, 2022 წლის 22 ივნისს 120 დღით ამუშავდა და შეთანხმების მოქმედების ვადა 19 ნოემბერს იწურება. შესაბამისად, ყველა მხარე, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა და გაერო მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებასა და მარცვლეულის დერეფნის მუშაობაზე თავიდან უნდა შეთანხმდნენ. ლევან სილაგავას განმარტებით, მარცვლეულის შეთანხმებას, თან ახლავს გაეროსა და რუსეთს შორის დადებული მემორანდუმი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე, რუსული ხორბალზე შეუფერხებელ წვდომას განსაზღვრავს. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციას ამ მემორანდუმის გადახედვა სურს, რადგან მიაჩნიათ, რომ იქ არსებული ჩანაწერი ბუნდოვანია. მემორანდუმის თანახმად, მსოფლიო ბაზრებზე რუსულ ხორბალზე წვდომა შეუფერხებლად უნდა განხორციელდეს. სილაგავა განმარტავს, რომ მსოფლიო ბაზრებზე, რუსულ ხორბალზე წვდომა მაინც შეფერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი, როგორც ჰუმანიტარული ტვირთი სანქცირებული არ არის. „რუსულ მხარეს ხორბლის ექსპორტის პრობლემა შეექმნა, რადგან ევროპის პორტებში რუსული გემების შესვლა სანქცირებულია. რუსეთი იძულებულია, ხორბალი ექსპორტზე უცხოური გემებით გაიტანოს. აქ კი შემაფერხებელია ის, რომ ყველა გემთმფლობელი ერიდება რუსული ტვირთის გადატანას, რადგან შესაძლოა, მათ სანქციები დაუწესდეთ“, - ამბობს სილაგავა. მისივე თქმით, სწორედ ამ პრობლემების გამო, რუსეთის ფედერაცია გაეროსთან დადებული მემორანდუმით უკმაყოფილოა, რადგან იქ საუბარია მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე რუსულ ხორბალზე შეუფერხებელ წვდომაზე და არა ტრანსპორტირებაზე. „რუსეთი გაეროს მემორანდუმში, ზუსტ განმარტებას ითხოვს. ეს იყო ქვეტექსტი - თუ ჩვენი ხორბალი არ გაიყიდება, მაშინ დავბლოკავთ მარცვლეულის დერეფანს“, - აცხადებს სილაგავა. რუსეთს რომ ხორბლის ჭარბი მოსავალი აქვს და რეალიზაცია უჭირს, ამაზე ფედერაციის „მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირი“ საუბრობს. წერენ რუსული წყაროები.  „რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული სირთულეები აიძულებს ბიზნესს, მოძებნონ მისი ექსპორტის ალტერნატიული გზები“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. ამიტომ, რუსეთის „მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირი“ აქცენტს, ხორბლის ნაცვლად, ფქვილის ექსპორტზე აკეთებს. კავშირის მონაცემებით, ხორბლის ფქვილის მთლიანმა მიწოდებამ მსოფლიო ბაზარზე 2022 წელს 488,3 ათასი ტონა შეადგინა. წინა სეზონში ექსპორტი მხოლოდ 205,4 ათასი ტონა იყო. „რუსული ფქვილის ტოპ მყიდველებმა რამდენჯერმე გაზარდეს შესყიდვები: საქართველომ - თითქმის 12-ჯერ (136,3 ათას ტონამდე), ავღანეთმა - 22-ჯერ (100,6 ათას ტონამდე), ერაყმა - 12-ჯერ მეტი (63 ათას ტონამდე) ფქვილი შეისყიდა. თურქეთმა, რომელიც ჩვენთან ყოველთვის მხოლოდ მარცვლეულს ყიდულობდა და ფქვილს ადგილზე აწარმოებდა, ამჯერად 42,3 ათასი ტონა (60-ჯერ მეტი გასულ სეზონზე) შეიძინა“, - აცხადებს გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე ედუარდ ზერნინი. მისივე თქმით, რუსეთს ხორბლის ექსპორტისთვის ახალი შესაძლებლობები და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა სჭირდება.  

ბრიტანეთმა უკრაინის არმიას 195 000 ზამთრის ფორმა გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 195 000-ზე მეტი ზამთრის ფორმა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. კომპლექტში შედის ზამთრის ფორმა, ასევე პირველადი დახმარებისა და ქიმიური ან ბირთვული თავდასხმისგან დაცვის ნაკრები. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ფორმა იმ უკრაინელ ახალწვეულებს გადაეცათ, რომლებმაც სწავლება ბრიტანეთის სასწავლო პოლიგონზე უკვე დაასრულეს . ლონდონი 19 ათას უკრაინელ ჯარისკაცს წვრთნის, მათგან ცხრა ათასმა სწავლება უკვე გაიარა.   

ესპანეთი უკრაინას, Hawk-ის ტიპის ოთხ საჰაერო თავდაცვის სისტემას, იარაღსა და ჭურვებს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც Aspide-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ბატარეას, Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს, იარაღსა და ჭურვებს მოიცავს.  ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ესპანელ კოლეგასთან ხოსე მანუელ ალბარესთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა „ძალიან მოხარული ვარ, რომ არის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკვე მიდის უკრაინისკენ და უახლოეს მომავალში ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას Aspide-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა და ოთხი Hawk air-ი გააძლიერებს“, - განაცხადა კულებამ.  აშშ უკრაინაში $47 მილიონიან პროექტს იწყებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კანადა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ზამთრის ტანსაცმლის 500 ათას კომპლექტს დაამზადებს

კანადის მთავრობა, უკრაინისთვის საჭირო აღჭურვილობის წარმოებაში, თავის თავდაცვის ინდუსტრიას ჩართავს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. „კანადაში თავდაცვის ინდუსტრია აწარმოებს მაღალი ხარისხის აღჭურვილობას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის საჭიროებების იდენტიფიცირებას და ვიმუშავებთ ინდუსტრიასთან ერთად, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება“, - თქვა ანანდმა. მისივე თქმით, კანადის პირდაპირმა სამხედრო დახმარების მოცულობამ უკვე $600 მილიონს გადააჭარბა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას განიხილავს

„ტრანსკასპიური პროექტი დღეს დღის წესრიგიდან არ არის ამოღებული. ეს პროექტი გაზსადენის მშენებლობას აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით მოიცავს“, - განაცხადა თურქმენეთის ვიცე-პრემიერმა შაჰიმ აბდრახმანოვმა ADIPEC-ის კონფერენციაზე გამოსვლისას. ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა შაჰიმ აბდრახმანოვმა, ასევე აღნიშნა, რომ დღეს ევროპაში გაზის მიწოდების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია თურქმენეთისთვის. მისივე თქმით, თურქმენეთი გაზსადენებით რუსეთს, ჩინეთსა და ირანს აწვდის გაზს. „TAPI-ის რეალიზაცია აზიის ბაზრებზე ტვირთს შეამსუბუქებს, გამოთავისუფლებული ნაკადები, შესაძლოა ევროპულ ბაზარზე გავიდეს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. ნავთობისა და გაზის 26-ე საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია ADIPEC 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით აბუ დაბიში (UAE) იმართება. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაცხადა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტს, თუ თურქმენეთის ხელისუფლება მის განხორციელებას გადაწყვეტს. თუმცა, მშენებლობის ინიციატორი აზერბაიჯანი არ იქნება.  

მაია სანდუ: მოლდოვას ნეიტრალიტეტის სტატუსი ვერ დაიცავს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტის სტატუსი, რომელსაც კონსტიტუცია ითვალისწინებს მოლდოვას ვერ დაიცავს, მაგრამ ამის შეცვლა მხოლოდ ხალხის ფართო მხარდაჭერითაა შესაძლებელი. „ჩვენ არ გვყავს საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის შესაცვლელად. ამ მდგომარეობის შესაცვლელად ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. დიდი ხანია მოლდოვაში პოლიტიკური დისკურსი ნეიტრალიტეტის მომხრეა, რომელიც, როგორც ვხედავთ, არ გვიცავს. ჩვენ გვაქვს რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების სერიოზული საფრთხე, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ამავდროულად, ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, გვინდა გავაძლიეროთ დემოკრატია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ მოქალაქეები“, - განაცხადა სანდუმ. მისი თქმით, „ხელისუფლება იცავს ნეიტრალიტეტის კონსტიტუციურ პრინციპს, რადგან ასეთია მოქალაქეების ნება“. „მოლდოვა რჩება ძალიან დაუცველი რუსეთის მიმართ,” - აღნიშნა სანდუმ.  მისი თქმით, მოლდოვას არ აქვს უსაფრთხოების ქოლგა NATO-ს სახით. „მაშინაც კი, თუ ჩვენ არ გვაქვს ეს უსაფრთხოების ქოლგა, შეგვიძლია ვიპოვოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტ ნდობასა და უსაფრთხოებას მისცემს. მოლდოვა კვლავ დაუცველია და ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის შეუერთდება დიდ ევროპულ ოჯახს, ჩვენ შევძლებთ თავი დაცულად ვიგრძნოთ“, - თქვა სანდუმ.  

7000-მდე უკრაინელი სამხედრო, დაკარგულად ითვლება - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა, უკრაინულ ტელევიზიასტან განაცხადა, რომ დაახლოებით 7000 უკრაინელი სამხედრო ამჟამად დაკარგულად ითვლება. მალიარმა ასევე მოუწოდა დაკარგულების ნათესავებსა და მეგობრებს, ისინი სოციალური ქსელებით არ მოძებნონ. მალიარის თქმით, „სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანების ფოტოებისა და მათი პირადი მონაცემების სოციალურ ქსელებში განთავსებამ მათ შესაძლოა ზიანი მიაყენოთ, იმ შემთხვევაშუ თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან და სახლში დასაბრუნებლად გზას ეძებენ“. „თუ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს დაკარგული პირის დაბრუნების თაობაზე, მაშინ კონკრეტულ ადამიანზე ყურადღების მიქცევამ შესაძლოა, მოლაპარაკებები შეანელოს ან გაართულოს“, - თქვა მალიარმა.  

ევროკავშირი: მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები, უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი გვარამიას საქმეს ყურადღებით აკვირდება და აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაისვა, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა „თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალდება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ძალაში რჩება. ამერიკის საელჩო: შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება. ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან. ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - ამერიკის საელჩო ამ კუთხით, შეგახსენებთ, რომ „უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს“ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან მიმართებაში, დამოუკიდებლობაზე, გამჭვირვალობაზე და სასამართლო პროცედურების ხარისხზე ყურადღების გამახვილებით, რაც აუცილებელია კანონის უზენაესობის დასაცავად. ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს თორმეტი პრიორიტეტის შესრულებაში, რათა ქვეყანამ გაამართლოს თავისი მოქალაქეების იმედები ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცახდებაში. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია როგორც „რუსთავი 2“-სთვის 6 7000 ლარის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე, ასევე „პორშეს“ ეპიზოდზე დამნაშავედაა ცნობილი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

რუსეთში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 63%-ით შემცირდა

რუსეთში, ადგილობრივი წარმოების ახალი მსუბუქი ავტომობილების ბაზრის მოცულობა, 2022 წლის ოქტომბერში წლიურ ჭრილში 63,1%-ით შემცირდა და 43 308 ერთეული შეადგინა, რაც მიმდინარე წლის სექტემბერის მონაცემზე 2,5%-ით ნაკლებია. ბაზრის ლიდერი გასულ თვეში რუსული Lada იყო, რომლის გაყიდვების წილი ოქტომბერში 39,5%-მდე გაიზარდა. AtvoVAZ-ის მანქანების გაყიდვები წლიურად  24,1%-ით შემცირდა და 17 113 ათასი შეადგინა, ამავე დროს, 2022 წლის სექტემბერში, როგორც მანამდე ევროპული ბიზნესის ასოციაცია (AEB) იტყობინება, რუსეთის ფედერაციაში გაიყიდა 20,641 Lada. გასულ თვეში ყველაზე პოპულარული მოდელი Lada Granta იყო – ამ მოდელის 10 978 მანქანა გაიყიდა. ოქტომბერში რუსეთში გაყიდვებში (4,316 ათასი მანქანა) მეორე ადგილი დაიკავა ჩინურმა ბრენდმა Haval-მა, რომელიც ყველაზე პოპულარული უცხოური ავტომობილი  გახდა. ხუთეულში ასევე შედის ჩინური Chery (3,838 ათასი ერთეული), სამხრეთ კორეული Kia (2,738 ათასი ერთეული) და Hyundai (2,72 ათასი ერთეული). 10 თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში გაიყიდა 518 011 ათასი ახალი მანქანა კლება -59,6%-ია.