ძებნის რეზულტატი:
ჯონსონი დასავლეთის ლიდერებს: არ აიძულოთ უკრაინა, რომ პუტინთან „ბინძური შეთანხმება“ დადოს
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, დასავლეთის ლიდერები გააფრთხილა, რომ არ აიძულონ უკრაინა, რათა რუსეთთან არახელსაყრელი პირობებით, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება. „მე მიმაჩნია, რომ საფრთხე იმაშია, რომ წავალთ კომპრომისზე რათა რამე შეთანხმებამდე მივიდეთ. პუტინთან „ბინძური შეთანხმება“ უკრაინელებს აიძულებთ, რომ თავისი ტერიტორიის ნაწილით ივაჭრონ, რაც პუტნს შემდგომიაგრესიისკენ უბიძგებს“, - განაცადა ჯონსონმა. მისივე თქმით, კომპრომისი, პუტინის პირობებზე შეუძლებელია, მითუმეტეს მაშინ, როცა „დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერით, დიდიხნის შემდეგ აჩვენეს და დაამტკიცეს, რომ მთავარი ფასეულობების, თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულნი რჩებიან“.
პოლონეთმა რუსეთის საელჩოს, ვარშავის მახლობლად დასასვენებელი ცენტრი ჩამოართვა
ვარშავის მახლობლად მდებარე კურორტი „სკუბიანკა“, პოლონეთის ტყის დაცვის სამსახურის კონროლის ქვეშ გადავიდა. კურორტს 1980 წლიდან, საბჭოთა და შემდეგ რუსეთის საელჩოები ქირაობდნენ. ხელშეკრულება რუსეთის საელჩოსთან, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაირღვა. European Pravda-ს ცნობით, ამის შესახებ ოთხშაბათს პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა. „ტყის დაცვამ დღეს ჩამოართვა და დააყადაღა ის ქონება, რომელიც დაიქირავა რუსეთის საელჩომ. სანატორიუმი, რომელიც მდებარეობს ზეგრზეს სატყეო მეურნეობაში, სკუბიანკას ფარგლებში, საბჭოთა საელჩომ ჯერ კიდევ 1980-იან წლებში იქირავა“, - აცხადებენ სამინისტროში Twitter-ზე. პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ედვარდ სიარკამ განაცხადა, რომ აპრილის შუა რიცხვებში სახელმწიფო სატყეო სააგენტომ რუსეთის საელჩოსთან ხელშეკრულება შეწყვიტა, რადგან საელჩომ კურორტის იჯარის ქირა 12 ათასი ზლოტი არ გადაიხადა.
დანიის პრემიერ-მინისტრი გადადგა
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს მოხდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მისმა მემარცხენე ცენტრისმა ბლოკმა გაიმარჯვა. ფრედერიკსენმა უკვე გამოაცხადა, რომ დარჩება პოლიტიკაში და აპირებს შექმნას უფრო ფართო პოლიტიკური კოალიცია, რომელიც მოიცავს მემარჯვენე ცენტრის პარტიებს. საპარლამენტო არჩევნები დანიაში პირველ ნოემბერს - ვადაზე შვიდი თვით ადრე გაიმართა. პარლამენტის 179 ადგილიდან, მმართველმა მემარცხენე ცენტრის ბლოკმა 87 ადგილი მოიპოვა. მეტე ფრედერიკსენმა განაცახდა,რომ ეს „ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია." სოციალ-დემოკრატიული პარტია, ისევე როგორც წინა წლებში, ლიდერი გახდა, რომელმაც ხმების 27,5% მიიღო.
Nord Stream-მა „ჩრდილოეთის ნაკადების" შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა
Nord Stream AG-მა, რომელიც Nord Stream და Nord Stream 2-ის გაზსადენებს მართავს, გაზსადენებზე მომხდარი ავარიის შესახებ, გამოძიების შედეგენი გამოაქვეყნა. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2" ტექნიკურად გამოუსადეგარია როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, 248 მეტრის დაშორებით ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოჩენილია ორი კრატერი, რომელთა სიღრმე სამიდან ხუთ მეტრამდეა. კრატერებს შორის გაზსადენის მილები ძლიერაა დაზიანებული, მათი ფრაგმენტები 250 მეტრის რადიუსში, ფსკერზეა მიმოფანტული. წყლის ტერიტორია, სადაც სავარაუდო აფეთქებები მოხდა, შვედეთის ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის. გამოძიების ინიციატორი იყო რუსეთის მხარე. Nord Stream AG-ს აქციების 51% ეკუთვნის „გაზპრომს“, რომელიც ორივე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მფლობელია. ცალკე გამოძიებას ატარებენ ასევე შვედეთი, დანია და გერმანია, რომელთა ტერიტორიებზეც გადის გაზსადენი. ერთობლივი გამოძიების შესახებ ქვეყნებმა ვერ შეძლეს შეთანხმება. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებმა უარი თქვეს გამოძიებაში რუსეთის ჩართვაზე. „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე მილი და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ერთი მილი, მწყობრიდან სექტემბრის ბოლოს გამოვიდა. ახლომდებარე ქვეყნების სამონიტორინგო სამსახურებმა სეისმური აქტიურობა დააფიქსირეს ავარიის რაიონში, რაც აფეთქებების ვარაუდის საშუალებას იძლევა. „ჩრდილოეთის ნაკადი“ გერმანიაში რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო. გერმანიიდან გაზი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-იც რუსეთის გაზის ევროპაში ექსპორტისთვის აშენდა, მაგრამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ამის შედეგად ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო გაზსადენი ექსპლუატაციაში არ შესულა. ავარიის მომენტისთვის ევროპაში „გაზპრომის“ განცახდებით, „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება, ტექნიკური მიზეზებით შეწყდა. სექტემბრის ბოლოს, Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე აფეთქებების შედეგად, ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმთან, დანიისა და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, გაზსადენების ოთხ მონაკვეთზე გაჟონვა დაიწყო. The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.
უკრაინა: ოკუპანტებმა 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „აგატაცებული ბავშვები გადაჰყავთ რუსეთში ბავშვთა ბანაკებში და მშობლებთან აღარ აბრუნებენ. ამით კრემლი ცდილობს, აიძულოს მშობლები, წავიდნენ რუსეთში შვილებთან და დატოვონ სახლები“, - აცხადებენ ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა: ლიკვიდირებულია რუსული არმიის 1402 მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე
პირველი ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინაში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ლიკვიდირებულია რუსული არმიის 1402 მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი ავრცელებს. უკრაინა: ოკუპანტებმა 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს "უკრაინის ომში ასევე დაიღუპა რუსეთის ფედერაციის 44 პოლკოვნიკი, 98 ვიცე-პოლკოვნიკი და 193 მაიორი. გარდა ამისა, ლიკვიდირებულია 279 კაპიტანი, 471 უფროსი ლეიტენანტი, 235 ლეიტენანტი და სხვა წოდების 72 სამხედრო", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება მაღალპროფესიონალი, პატრიოტი დიპლომატები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქართული დიპლომატია დღესაც ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას, ურთულესი გამოწვევების ფონზე სათანადოდ ატარებს საქართველოს ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში. „ყველა ქართველ დიპლომატს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს! ეს თარიღი დიდი საზოგადო მოღვაწის, ქართველი ერის ევროპული იდეის ერთ-ერთი მედროშის – სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება. საამაყოა, რომ ქართული დიპლომატია დღესაც ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას, ურთულესი გამოწვევების ფონზე სათანადოდ ატარებს საქართველოს ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში. დღეს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება მაღალპროფესიონალი, პატრიოტი დიპლომატები. გიდასტურებთ პირადად ჩემს და მთავრობის მხარდაჭერას იმ საქმიანობაში, რომელიც შედეგსა და ქვეყნის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი
თურქეთი ნაბიჯებს დგამს, რათა ენერგეტიკული ცენტრი გახდეს. აზერბაიჯანული გაზი ამაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადგილობრივ ATV არხთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დამატებითი გაზი, რომელსაც TANAP-ი უზრუნველყოფს. „ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ გავხდეთ ენერგეტიკული ჰაბი. საჭიროა წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაცია. ეს არ არის ერთი წყარო და ერთი მარშრუტი, ჩვენ ის უნდა მივაწოდოთ გარკვეულ რეგიონებს. გვაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობისა და გაზის მილსადენები, რომლებიც დაკავშირებულია აზერბაიჯანთან. ეს საკითხი დეტალურად განვიხილეთ პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს“, - განაცხადა ერდოღანმა.
გაერო: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, 14 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დირექტორის, ფილიპო გრანდის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია ადამიანთა ყველაზე დიდი და სწრაფი გადაადგილება. „დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა თავისი სახლი დაეტოვებინა“, - აღნიშნა გრანდიმ. უკრაინა: ოკუპანტებმა 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა
გაეროს უშიშროების საბჭომ, „უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ აქტივობასთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რუსეთის რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროექტს მხარი რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს, ათმა არამუდმივმა წევრმა - ირლანდიამ, ნორვეგიამ, ალბანეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, მექსიკამ, კენიამ, განამ, გაბონმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა კი, თავი შეიკავეს. აშშ-ის წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა რუსეთის მიერ მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე რაიმეს „მტკიცებას“ ფიქცია უწოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. უწყების განმარტებით, შსს-ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში დაკავებულები არიან: 1962 წელს დაბადებული რ. ხ., ასევე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები: 1989 წელს დაბადებული გ. პ., 1990 წელს დაბადებული ბ. ს.,1980 წელს დაბადებული ს. ყ. ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ - 1977 წელს დაბადებულ ჯ. ბ.-ს, მეტსახელად „ბონჩოს“ და 1974 წელს დაბადებულ ა.თ.-ს. შსს-ში განმარტავენ, რომ ზემოაღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ „კანონიერი ქურდობა“, „ქურდული სამყაროს“ წევრობა", „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვა. ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული და ბრალწარდგენილი პირები აქტიურად მონაწილეობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში, ასევე, „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში, უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ , მათ შორის, მინდია ლავასოღლის, ასლან ქობულაძეს, მეტსახელად ,,ბაბუ“-ს და მათგან მითითებებს იღებდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდი" - ჯ. ბ. (მეტსახელად „ბონჩო“), ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მართავდა და ორგანიზებას უწევდა საქართველოში მცხოვრებ, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ რ.ხ.-ს და ს.ყ.-ს. კერძოდ, ჯ.ბ. აღნიშნული პირების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთ-ერთ მოქალაქეს გ.გ.-ს, რომლისგანაც ბრალდებულები ქართველი ბიზნესმენისგან სესხის სახით გამორთმეული თანხის - 55 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ე.წ. ქურდული გარჩევის გზით. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 -ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემიდან კვების გარეშეა დარჩენილი - უკრაინული მედია
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოატომი“აცხადებს, რომ 2 ნოემბერს, რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვების შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ბოლო ორი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლებიც სადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა. მისივე ცნობით, ოთხშაბათს 23:04 საათზე ქარხანა სრული გამორთვის რეჟიმში შევიდა. ამოქმედდა 20-ვე დიზელის გენერატორი. მე-5 და მე-6 ენერგობლოკები გადაყვანილია ცივ მდგომარეობაში. „გენერატორებისთვის საწვავი საკმარისად არის და ის გათვლილია სრული გათიშვის რეჟიმისთვის, 15 დღის განმავლობაში. ათვლა დაწყებულია“, - აღნიშნა „ენერგოტომმა“. მისივე თანახმად, ქარხნის ოკუპაციისა და მის მუშაობაში რუსი ოფიციალური პირების ჩარევის გამო, უკრაინული მხარის შესაძლებლობები, შეინარჩუნოს უსაფრთხო ოპერაციები ZNPP-ზე, მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ოპერატორმა კიდევ ერთხელ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, სასწრაფოდ მიიღონ ზომები ZNPP-ის რაც შეიძლება სწრაფად დემილიტარიზაციისთვის, ქარხნიდან და ენერგოდარიდან მთელი რუსული ძალების გაყვანისთვის და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინისთვის სრული კონტროლის ქვეშ დაბრუნებისთვის, რაც მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი.
უნგრულმა კომპანიებმა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტზე მოლაპარაკებები დაიწყეს
უნგრეთი ნამდვილად არის დაინტერესებული აზერბაიჯანული გაზით, ამის შესახებ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ტამაშ ტორმამ 3 ნოემბერს Trend-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთის ბუნებრივი აირის გადამცემი სისტემა მალე იქნება მზად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მისაღებად. ამასთანავე, ელჩის თქმით, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე უნგრეთისთვის, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ამოცანაა. „სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით ჩვენი შესაძლო გაზის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია სოკარსა და უნგრულ ენერგეტიკულ კომპანიებს MOL-სა და MVM-ს შორის. თუმცა იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა შემდგომი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, მიწოდებასა და სატრანსპორტო სიმძლავრეებში და კონკრეტული ვალდებულებები უნდა იყოს აღებული არამხოლოდ უნგრეთის მხრიდან“, - განაცხადა ელჩმა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
"ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 74 000-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2734 ტანკს, 5552 ჯავშანტექნიკას, 1755 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 277 საბრძოლო თვითმფრინავს და 258 ვერტმფრენს, 4162 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1442 უპილოტო საფრენ აპარატს, 155 ერთეულ სპეცტექნიკას, 397 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინა: ოკუპანტებმა 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ნედ პრაისი: აშშ იყენებს ყველა ინსტრუმენტს ირანული იარაღის რუსეთისთვის მიწოდების წინააღმდეგ, ანალოგიურად ვმოქმედებთ ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაშიც
აშშ-ის ადმინისტრაცია მზადაა, გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი ჩრდილოეთ კორეიდან (DPRK) რუსეთში იარაღის გადაზიდვის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აშშ იყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს ირანული იარაღის რუსეთისთვის მიწოდების წინააღმდეგ, ანალოგიურად ვმოქმედებთ DPRK-ის შემთხვევაშიც“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, მიუხედავად საჯარო უარყოფისა, რომელიც მოვისმინეთ DPRK-ისგან, ის ფარულად ამარაგებს რუსეთის საარტილერიო ჭურვების მნიშვნელოვანი რაოდენობით, ასევე, წარმოაჩენს, რომ თითქოს, ეს იარაღი იგზავნება ახლო აღმოსავლეთის ან ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში. ჩვენ გავაგრძელებთ გზების მოძიებას, რათა DPRK პასუხისმგებლად მივიჩნიოთ არამხოლოდ მისი WMD (მასობრივი განადგურების იარაღი) და ბალისტიკური რაკეტების პროგრამისთვის, არამედ რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი მუდმივი მიწოდებისთვისაც“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.
საბერძნეთის პრეზიდენტი და ეროვნული თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდნენ
საბერძნეთის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი უკრაინას სამხედრო დახმარებას პირადად გადასცემენ საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ და ეროვნული თავდაცვის მინისტრი ნიკოს პანაიოტოპულოსი უკრაინაში ჩავიდნენე, სადაც უკრაინის ძალებს BMP-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საბერძნეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებასაც გეგმავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა” პარლამენტს მიმართავს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც მერს საკრებულოს მიმართ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამის შესახებ ინფოტრმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს. „ინიციატივის ავტორები - კახა კახიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი ითხოვენ ცვლილებებს “ადგილობრივი თვითმმართველობის” კოდექსში, რომლის თანახმადაც, თუ საკრებულო საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ვერ დაამტკიცებს ადგილობრივ ბიუჯეტს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მხოლოდ საკრებულოს. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, მსგავს შემთხვევაში უფლებამოსილება უწყდებათ როგორც საკრებულოს, ასევე მერს. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება, რომელიც თვითმმართველობის დონეზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, საკრებულოსა და მერის საერთო შეთანხმების საგანს წარმოადგენს. შესაბამისად მის დამტკიცებაზე ორივე მხარეა პასუხისმგებელი. ახალი ინიციატივა პასუხისმგებლობას არიდებს მერს, საკრებულოს მხრიდან ბიუჯეტის პროექტზე განსხვავებული პოზიციის გამოხატვას აფერხებს, განსაკუთრებით კი იმ საკრებულოებში, სადაც მყარი უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს. დღეის მდგომარეობით ასეთი ვითარება სამ მუნიციპალიტეტშია - რუსთავის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მერის პოზიციას „ქართული ოცნების” წარმომადგენელი იკავებს, საკრებულოებში კი ოპოზიციური პარტიების კოალიციური უმრავლესობაა შექმნილი. სავარაუდოა, რომ “თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილების შეტანის რეალური მიზანიც სწორედ ის იყოს, რომ “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად, მოქმედი მერების სასარგებლოდ გადაწყვიტოს ის შესაძლო უთანხმოება, რომელიც ამ მუნიციპალიტეტებში მოახლოებული ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში „ქართული ოცნების” წარმომადგენელ მერებსა და ოპოზიციურ საკრებულოებს შორის შეიძლება წარმოიშვას. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც მერს საკრებულოს მიმართ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქსტატი: წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით, ზეთი 18%-ით გაძვირდა
2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. „საქსტატის“ ინფორმაცით, წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო კი 20.6%-ით გაძვირდა.ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (13.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-6.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-2.0 პროცენტი);საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.9 პროცენტი);ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.8 პროცენტით, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (6.1 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (-1.6 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.1 პროცენტი).წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (26.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (22.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (20.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), თევზეული (12.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.4 პროცენტი);ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.6 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (13.2 პროცენტი);საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.7 პროცენტი).
პროკურატურამ "კანონიერი ქურდობისა" და დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე 6 პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მონაწილეობას იღებდნენ ,,ქურდულ გარჩევებში“ და გამოხატავდნენ მზადყოფნას ორგანიზება გაეწიათ „ქურდული შეკრებების“ და „ქურდული გარჩევების“ მოწყობისთვის, განიხილავდნენ ქურდული საერთოს შესავსები თანხების მოსაპოვებელ საკითხებს; საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ ძალაუფლება და გავლენა. „ასევე, ბრალდებულები, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თავისი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ქონებრივი სარგებლის მისაღებად, აგრეთვე, სხვისთვის უპირატესობისა და ძალაუფლება-გავლენის მოპოვების მიზნით, ერთვებოდნენ სხვადასხვა პირებს შორის წარმოშობილი კონფლიქტებისა თუ მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტაში, რითაც ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მართავდა და ორგანიზებას უწევდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, რომელთა მეშვეობით, სატელეფონო კომუნიკაციის გზით, დაზარალებულს, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხებს სთხოვდა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი („ქურდული სამყაროს“ წევრობა), მეორე ნაწილებით („კანონიერი ქურდობა“), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ (გამოძალვა დიდი ოდენობით, ქონების მიღების მიზნით) ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების მრჩეევლი, საუდის არაბეთში საიდუმლო მისიით იმყოფებოდა - მედია
არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი საიდუმლო მისიით იმყოფებოდა საუდის არაბეთში. არაბეთის გაერთიანებული საამიროები სექტემბერში ცდილობდა, დაერწმუნებინათ საუდის არაბეთი, რომ არ შეემცირებინა ნავთობის მოპოვება, ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. ეს პოზიცია მხარს უჭერს ჯო ბაიდენის შეხედულებას ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით. გაზეთის ცნობით, სექტემბერში, აბუ დაბიმ ამ მისიით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩეველი გაგზავნა რიადში. მისივე ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი შეიხ ტაჰნუნი ფარულად შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამად ბინ სალმანს. ემირატები შიშობდა აშშ-ის უარყოფით რეაქციასთან და იმასთან დაკავშირებით, რომ ნავთობის მწარმოებლები შესაძლოა, რუსეთის მოკავშირეებად ჩაითვალონ. არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადეს, რომ ნავთობის გამომუშავების შემცირება, ეკონომიკურად აუცილებელი არ იყო, რითაც თეთრი სახლის შეხედულებას გამოეხმაურა. „არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი დიდი ხნის მოკავშირეები არიან.გასულ თვეში, არაბეთის გაერთიანებული საამიროები დაემორჩილა OPEC+-ის გადაწყვეტილებას, შეემცირებინა წარმოების კვოტები დღეში 2 მილიონი ბარელით, ამავდროულად, გაუგზავნა სიგნალი დასავლეთს, რომ მას შეეძლო ბაზარზე მეტი ნედლი ნავთობის მიწოდება საამიროდან“, - წერს WSJ. ქვეყნები, რომლებსაც წარმოების შემცირების გამო, არასასიამოვნო განწყობა ჰქონდათ, იყვნენ UAE, ერაყი და ბაჰრეინი, იტყობინება თავის მხრივ, Financial Times-ი. „ამასობაში, აშშ-საუდის არაბეთის ალიანსში მკვეთრი გაუარესებაა. OPEC+-ის შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა ნავთობის ჯგუფი რუსეთთან კავშირში დაადანაშაულა“, - წერს The Wall Street Journal-ი.