ძებნის რეზულტატი:
უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება აშშ-ის და მოკავშირეების პრიორიტეტად რჩება - პენტაგონი
აშშ-ის მთავრობა, ისევე როგორც მოკავშირეები და პარტნიორები, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მიწოდების საკითხზე მუშაობენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა. „საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები კვლავ რჩება აშშ-ის მთავრობის პრიორიტეტად. თავდაცვის დეპარტამენტი მჭიდროდ მუშაობს უკრაინულ მხარესთან, ჩვენს მოკავშირეებთან და ჩვენს პარტნიორებთან, რათა მათ [უკრაინას] დამატებითი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები მიეწოდოს“, - განაცხადა რაიდერმა. აშშ უკრაინას რვა ერთეულ NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის რაიდერმა გაიმეორა, რომ NASAMS-ის ტიპის პირველი სისტემები უკრაინას „ძალიან მალე" მიეწოდება და უკრაინული მხარე გამოაცხადებს, როდის იქნება ეს სისტემები ქვეყანაში. ამავე დროს, მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის ამ მხარდაჭერის გასაძლიერებლად სხვა გზების ძიებას. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, ივლისის დასაწყისში გამოაცხადა. სექტემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ პირველი ორი კომპლექსი უკრაინას უახლოესი ორი თვის განმავლობაში გადაეცემოდა. უკრაინაზე მასირებული საჰაერო იერიშების შემდეგ, დასავლეთმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ეგზიტპოლების მიხედვით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი იმარჯვებს
ეგზიტპოლების მიხედვით, ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი იმარჯვებს. ინფორმაციას The times of Israel-ი ავრცელებს. ისრაელში 2019 წლის შემდეგ, მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება მოსალოდნელია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ 120-ადგილიან პარლამენტში 30 მანდატს მიიღებს, მემარჯვენე ბლოკი - 62 მანდატს, რაც საკმარისია სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად. აქტივისტები არჩევნების შედეგების აღსანიშნავად იკრიბებიან.
ვოლოდიმირ ზელენსკი: „მარცვლეულის დერეფანს" საიმედო და გრძელვადიანი დაცვა სჭირდება
უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი გრძელდება, თუმცა ეს პროცესი უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ამ დღეებში უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით გემების მოძრაობა გაგრძელდა, პირველ რიგში, პარტნიორების, კერძოდ, გაეროს და თურქეთის დახმარებით, რომლებიც არ ურიგდებიან რუსეთის ძალისხმევას, გაანადგუროს მარცვლეულის შეთანხმება. მაგრამ მარცვლეულის დერეფანს სჭირდება საიმედო და გრძელვადიანი დაცვა. რუსეთმა ნათლად უნდა იცოდეს, რომ ის მიიღებს მკაცრ პასუხს მსოფლიოსგან ნებისმიერ ნაბიჯზე, რომელიც აფერხებს ჩვენი სურსათის ექსპორტს. ეს ფაქტიურად ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლის საკითხია“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის, თურქეთისა და გაეროს დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ 2 ნოემბრისთვის, შავი ზღვის დერეფნით, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების გადაადგილება არ დაგეგმონ, - ამის შესახებ გაეროს სამდივნო იუწყება. მისივე განცხადებით, საკოორდინაციო ცენტრმა პირველ ნოემბერს ჩაატარა 36 ინსპექტირება გამავალ გემებზე. უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის დერეფანში გემების გადადგილებაზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ 29 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობს, რაშიც უკრაინას და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გამოვიდა, უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 15-მა ხომალდმა დატოვა. დასავლეთი პუტინს შიმშილის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა კონფლიქტის პირობებს უნდა გამოეყოს პირველ ნოემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ბორის ჯონსონის თქმით, პუტინი, თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს გიჟი იქნება
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინი, თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს გიჟი იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის 40%-მდე განადგურდა „საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს, უკრაინელები მოიგებენ – ეს კარგს და ცუდს შორის განსხვავებას ჰგავს. და ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება მნიშვნელოვანად გაუმჯობესდება“, – განაცხადა ჯონსონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა: საჰაერო ავიაციამ, რუსეთის ძალებზე 33 სარაკეტო იერიში მიიტანა
უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათში, რუსეთის ძალებზე 33 იერიში მიიტანა. დაზიანდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 26 უბანი, ასევე საზენიტო-სარაკეტო სისტემების შვიდი პოზიცია. ამის შესახებ ინფორმაცია, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. „მტერი ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ახორციელებს შეტევითი ოპერაციების ბახმუტის, ავდეევსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
"ხალხის ძალამ" თავისი საქმიანობის "უმნიშვნელოვანესი მიმართულება" დაასახელა
ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მოძრაობის სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. „გასული თვეების განმავლობაში, ჩვენ ამერიკის ელჩს მივმართეთ კითხვებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. გვაინტერესებდა, ემიჯნებოდა თუ არა ის მეორე ფრონტისკენ მიმართულ რიტორიკას, მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და სხვა ქმედებებს, რომლებსაც საელჩოს კეთილგანწყობით თუ დაფინანსებით მოსარგებლე პოლიტიკოსები და ენჯეოები სრულიად ღიად და დაუფარავად ახორციელებდნენ. ჩვენი მიზანი იყო, საზოგადოებაში გაჩენილიყო რწმენა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებისა და საქართველოში ომის გაჩაღების მცდელობასთან საელჩოს კავშირი არ ჰქონდა. თუმცა, პასუხად მივიღეთ კითხვების იგნორირება და უხეში შეურაცხყოფა, რაც, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის სწორედ რომ საპირისპირო სიგნალის გაგზავნას ნიშნავს. თუმცა, დღეს ელჩის რეაქციის ამ ასპექტზე არ გავამახვილებთ ყურადღებას. დღეს საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ დამოკიდებულებაზე, რომელსაც საელჩო და მისი ფავორიტები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ავლენენ. ეს არის დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც, გარდა საელჩოს წარმომადგენლებისა და აგენტებისა, არავის არავითარი ფასი არა აქვს. ყველა ვალდებულია, ბრმად დაიჯეროს ის, რასაც საელჩო ამბობს. არავის არა აქვს არათუ კრიტიკის, არამედ კითხვის დასმის უფლებაც კი. პასუხს არ სცემენ არცერთ შეკითხვას, საერთოდ არ ცდილობენ არაფრის არგუმენტირებას, უბრალოდ, გეუბნებიან, რომ უნდა გაჩუმდე და ასე დაელოდო მოვლენების განვითარებას, მაშინაც კი, როდესაც ეს მოვლენები შენი ქვეყნის განადგურების საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს. ეს არის, ერთი მხრივ, სრულიად შეურაცხმყოფელი და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინება და მეორე მხრივ, იმ მოდელის მკაფიო ილუსტრაცია, რომლის დანერგვასაც ლიბერალიზმის სახელით ცდილობენ და რომელსაც ჭეშმარიტ ლიბერალიზმთან და თავისუფლების იდეასთან არავითარი საერთო არა აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში. აქვე ნათქვამია, რომ ლიბერალიზმი თავისუფლების იდეას ეფუძნება და მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის პატივისცემა უნდა იყოს. „გარდა ამისა, ლიბერალიზმის იდეას თვისებრივად ეწინააღმდეგება ნებისმიერი მცდელობა, აგრესიული ტოტალური კამპანიით სცადო საზოგადოებისთვის ისეთი იდეების თავს მოხვევა, რომლებიც მისთვის თვისებრივად მიუღებელია. არსებობს ცნობილი „ოვერტონის მეთოდი“, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი, საზოგადოებისთვის თუნდაც რადიკალურად მიუღებელი იდეა ჯერ მის ყურს შეგიძლია შეაჩვიო, შემდეგ ასატანის, ხოლო მოგვიანებით – მისაღების კატეგორიაში შეგიძლია გადაიტანო, ბოლოს კი, ის არათუ მოსაწონ და პოპულარულ იდეად შეგიძლია აქციო, არამედ ნებისმიერი, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგება, საღი აზრის მტრადაც კი შეგიძლია გამოაცხადო. სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით ცდილობენ ე.წ. ლიბერალები მსოფლიო მასშტაბით და საქართველოში ისეთი იდეების აგრესიულად დანერგვას, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლა და სხვ. პრაიდის ჩატარება-არჩატარება, პრაქტიკულად, ქვეყნის ცივილიზებულობის მთავარ საზომად აქვთ გამოცხადებული. კონკრეტულ ქვეყნებში ბავშვებს მშობლის თანხმობის გარეშეც კი აძლევენ სქესის შეცვლის შესაძლებლობას, შემოაქვთ ნეიტრალური სქესის ცნება, ხსნიან სპეციალურ საბავშვო ბაღებს ე.წ. ლგბტ ბავშვებისთვის და ა.შ. და ეს ყველაფერი ხდება პროგრესულობის სახელით, ყველა იმ ადამიანს კი, რომელიც ამ აგრესიულ კამპანიას უპირისპირდება, მყისიერად პროგრესის მტრისა და ჩამორჩენილის იარლიყს აწებებენ. ამგვარი მიდგომა საწინააღმდეგო აზრისა და ოპონენტის მიმართ, ზოგადად, ნებისმიერ რადიკალურ იდეოლოგიას ახასიათებს. ასე მოქმედებდნენ ბოლშევიკებიც, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში, საკმაოდ დიდი წარმატებით, თავს პროგრესულ კასტად, ხოლო ოპონენტებს რეგრესულად მოაზროვნე ადამიანებად ასაღებდნენ. საუკუნის წინ, მათ მოახერხეს და საზოგადოების დიდი ნაწილის აღქმაში გიგლა ბერბიჭაშვილი პროგრესულად მოაზროვნე, ხოლო ილია ჭავჭავაძე რეგრესულად მოაზროვნე ქართველად წარმოაჩინეს. ზოგადად, ნებისმიერი რადიკალური იდეოლოგია სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ ის ბნელის ელიტარულად წარმოჩენის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. მსგავსი თავისებურებებით გამოირჩევა დღეს ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიაც, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული იდეოლოგიური მიმდინარეობაა. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას საქართველოში პროპაგანდას უწევენ კომპლექსებით დამძიმებული რადიკალები, რომლებიც სწორედ ამ იდეოლოგიის გამოყენებით, საზოგადოების რაციონალური და ზომიერი სეგმენტის მიმართ საკუთარი ყალბი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ. როგორც ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯავაჰარლალ ნერუ ამბობდა, არ არსებობს ქვეყნისთვის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ელიტა. სწორედ ეს ფსევდოელიტა, რომელსაც ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ინტელექტთან და ჭეშმარიტ განათლებასთან, დგას დღეს ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდის ავანგარდში, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს „დესამშობლოიზაცია“ და ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებებისგან საზოგადოების სრულად დაცლაა. ჩვენ ვართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგი და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული. ასევე, ხელშეუხებელი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრება და მასში ჩარევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ სულისკვეთებით დავუჭირეთ, თავის დროზე, მხარი ანტიდისკრიმინაციულ კანონს. გარდა ამისა, ქართველებს შემწყნარებლობა არავისგან გვესწავლება და კონსერვატიული შეხედულებების ფონზე, სხვისი პირადი ცხოვრების, რწმენის თუ მსოფლმხედველობის პატივისცემას ჩვენი საზოგადოება ყოველთვის სათანადოდ ახერხებდა“, – აცხადებენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები. მათივე თქმით, თუ რაიმეს შეუძლია საქართველოში შემწყნარებლობის საწინააღმდეგო განწყობის გაღვივება, ეს სწორედ ის აგრესიული პროპაგანდაა, რომელსაც ე.წ. ლიბერალები აწარმოებენ. „მათი აგრესიული პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების ხელოვნურად გაღვივებასაც უწყობს ხელს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. გვპირდებიან, რომ მიგვიღებენ „ტრადიციებით ევროპაში“, თუმცა, ე.წ. ლიბერალები ამავდროულად პირდაპირ და უხეშად ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს და ყველა ინსტიტუტს, რომელიც ამ ტრადიციებს გამოხატავს. ე.წ. ლიბერალების ერთ-ერთი მთავარი თავდასხმის ობიექტი სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც მათ, როგორც ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე მყოფი ძლიერი ინსტიტუტი, საკუთარი აგრესიული იდეოლოგიის ბუნებრივ ოპონენტად ესახებათ და შესაბამისად, სხვადასხვა მეთოდითა და ფორმით, მას აქტიურად ებრძვიან. ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა. შესაბამისად, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება ჩვენი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ფხენიანმა, სულ მცირე 10 რაკეტა ისროლა
სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყება, ჩრდილოეთ კორეიდან სულ მცირე, 10 რაკეტის გაშვებას ადასტურებს. იუწყება Kyodo News. სამხრეთ კორეის თავდაცვის ცნობით, ერთი რაკეტა საკმარისად ახლოს ჩამოვარდა საზღვართან. „რაკეტის გვიან ღამით გაშვების გამო, სამხრეთ კორეის კუნძულ ულეუნგის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაში ამოქმედდა“. „ტრიტორიების გაყოფის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩრდილოეთ კორეის რაკეტა სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებთან ჩამოვარდა“, - აცხადებს სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსი. ფხენიანის პასუხად, სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთისკენ სამი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ამ ფაქტის შემდეგ, სამხრეთ კორეის ლიდერმა იუნ სუკ-იოლმა გამართა ეროვნული უსაფრთხოების შეხვედრა ქვეყნის მთავრობის მაღალჩინოსნებთან. შეხვედრის დროს მან მკვეთრი ზომების მიღების შესახებ განაცხადა, რათა ფხენიანმა ამ ინციდენტის „ფასი გადაიხადოს“.
უკრაინული მხარის ცნობით, „მარცვლეულის დერეფანი" 3 ნოემბერს ისევ გაიხსნება
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ოლექსანდრ კუბრაკოვის ცნობით, მარცვლეულის დერეფანში, გემების მოძრაობა 3 ნოემბრიდან განახლდება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია გაერომ დაადასტურა და მარცვლეულის დერეფანს 3 ნოემბერს, 8 გემი გაივლის, ხოლო 2 ნოემბერს, ბოსფორის სრუტეში გემების ინსპექტირება ჩატარდება. Reuters-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თავის თურქ კოლეგას განუცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, განიხილოს შეთანხმების განახლება მხოლოდ ყირიმის საზღვაო პორტზე, სევასტოპოლზე დრონების თავდასხმების გამოძიების დასრულების შემდეგ. თავის მხრივ, უკრაინული მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, გააგრძელოს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა. 29 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობს, რაშიც უკრაინას და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. კიევს არ დაუდასტურებია თავდასხმაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გამოვიდა, უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 15-მა ხომალდმა დატოვა. დასავლეთი პუტინს შიმშილის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა კონფლიქტის პირობებს უნდა გამოეყოს პირველ ნოემბერს, უკრაინა, თურქეთი და გაერო შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის დერეფნით, გემების გადაადგილება 2 ნოემბრისთვის არ დაგეგმონ.
უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა, ოკუპანტების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან
"გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 7 სარაკეტო და 47 საავიაციო დარტყმა და 90-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა დონეცკის, ნიკოლაევის, პოლტავის და ზაპოროჟიეს ოლქების 25-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. ამ და სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე აქტიურად იყენებს ტანკებს და არტილერიასაც", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კანადა, მიგრანტების რეკორდული რაოდენობის მისაღებად ემზადება
მომდევნო სამი წლის განმავლობაში, კანადის ხელისუფლება მიგრანტების რეკორდული რაოდენობის მისაღებად ემზადება. ამას მოწმობს მიგრაციის ახალი სამწლიანი გეგმა, რომელიც კანადის იმიგრაციის, მოქალაქეობისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წარადგინა. „გასულ წელს კანადამ 40 5000 მიგრანტი მიიღო, რაც ერთი წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. მთავრობა აგრძელებს ამ ამბიციურ მიდგომას და მიზნად ისახავს, მომავალ წელს 465 000 მუდმივი მცხოვრების მიღებას. კანადა 2024 წელს 485 000 მიგრანტს, ხოლო 2025 წელს 500 000 მიიღებს", - აცხადებენ სამინისტროში. აღნიშნულია, რომ ახალი მიგრაციული პოლიტიკის თანახმად, მეტ ყურადღება დაეთმობა მიგრანტების მცირე ქალაქებსა და სოფლებში მოზიდვას.
კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება. რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას "მოლოდინი არის, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია იგივე დონეზე შენარჩუნდებ , რაც ახლა გვაქვს, იანვრის ჩათვლით და შესამჩნევი კლება უნდა იყოს თებერვლის თვეში. ამის წინაპირობები და განმაპირობებელი ფაქტორები არის ის, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული ნარჩუნდება, ჩვენ ამავე დროს მივიღეთ მაკროპრუდენციული ზომები. ამასთან, ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე არის ინდექსების კლება და ეს აუცილებლად უნდა აისახოს საქართველოში. ამავე დროს, მყარი არის ლარის გაცვლითი კურსი, რომელსაც ასევე თავისი პირობები აქვს, ასევე საკმაოდ სწრაფად მოხდა ტურიზმის აღდგენა, მიგრანტების შემოსვლამაც თავისი გავლენა იქონია. ვფიქრობ, ეს გარემოებები განაპირობებს იმას, რომ თებერვლიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება სხვა თანაბარ პირობებში და მიზნობრივთან დაახლოება, წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს",- განაცხადა გვენეტაძემ. კობა გვენეტაძე, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად, რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლას ასახელებს
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია როგორც „რუსთავი 2“-სთვის 6 7000 ლარის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე, ასევე „პორშეს“ ეპიზოდზე დამნაშავედაა ცნობილი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. „ნიკა გვარამია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 -ე მუხლის მესამე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს. ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით. ნიკა გვარამია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (2015 წლის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (2019 წლის ე.წ. ავტომობილის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნიკა გვარამიას დაეწყოს 2022 წლის 16 მაისიდან. ნიკა გვარამიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ყადაღის და ნივთმტკიცებების ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად“, - განაცხადა კოლეგიის თავმჯდომარემ მერაბ ჯორბენაძემ. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.
საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს „უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევისა და უსაფრთხოების გარემოს დაზიანების თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში. რუსეთს საქართველოს ტერიტორიების აქვს ოკუირებული. საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკი სავარაუდოდ, 62 ადგილს მიიღებს
ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით პარტია „ლიკუდი“ ლიდერობს, რომელსაც ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს. ეგზიტპოლების მიხედვით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი იმარჯვებს წინასწარი მონაცემებით, ნეთანიაჰუს ბლოკი, ქნესეტში (პარლამენტში) მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 120 ადგილიდან 62 ადგილს იღებს. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებმა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურა. ისრაელში 2019 წლის შემდეგ, მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება ეს ისრაელში ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაში, მეხუთე საპარლამენტო არჩევნებია. თავად „ლიკუდს“ სავარაუდოდ, 31 მანდატი ექნება. ნეთანიაჰუს პარტიულ ბლოკში შედის რელიგიური „სიონისტების პარტია“, ულტრამართლმადიდებლური პარტიების ერთიანი სია Yahadut HaTorah-ი და ულტრარელიგიური Shas-ი. ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრის იაირ ლაპიდის პარტია Yesh Atid-მა ეგზიტპოლის მიხედვით პარლამენტში 24 ადგილი მოიპოვა.
თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხით აღარ შეისყიდის
თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით აღარ შეისყიდის, ახალი ავტობუსების შესყიდვა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შესყიდვის პროცედურები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ის ითვალისწინებს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას 2023-2024 წლებში და ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. „აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, განსაკუთრებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება შესყიდვის პროცედურები, რაც ითვალისწინებს 2023-2024 წლებში, თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას და ამ ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ცხადია, ეს ავტობუსები ყველა ქუჩაზე ვერ იმოძრავებენ, თავისი ზომებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე. ამდენად, კონკრეტულ ქუჩებზე ყველაფერს ისე მოვაწესრიგებთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოში, საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის საბჭოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, თამარ ტალიაშვილს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივას და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს. პრემიერ-მინისტრმა თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
აშშ უკრაინაში $47 მილიონიან პროექტს იწყებს
აშშ უკრაინას სახმელეთო ნაღმების, მიტოვებული საბრძოლო მასალისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფაში დაეხმარება. შეერთებული შტატები უკრაინას ასეთი საფრთხეების გამოვლენაშიც დაუჭერს მხარს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამისი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის მოცულობაც $47 მილიონს შეადგენს. კერძოდ, Tetra Tech-ი უკრაინელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოამზადებს და სამუშაოსთვის აუცილებელ ინსტრუმენტებს მიაწვდის. პროექტი ასევე მხარს უჭერს დამატებითი ჯგუფებისა და ფეთქებადი საბრძოლო მასალის რისკის შემსწავლელი ჯგუფების განლაგებას, ამ პროცესში უკვე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. ეს დახმარება 91,5 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის ნაწილია, რომელიც მომავალი წლისთვის არის განსაზღვრული. ხსენებული პაკეტი უკრაინას გადაუდებელი ჰუმანიტარული გამოწვევების გადაჭრაში უნდა დაეხმაროს. „რუსეთის უკანონო ომმა და უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ, ქვეყნის ნაწილი ნაღმებით, აუფეთქებელი ჭურვებითა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დაფარა. ეს ფეთქებადი საფრთხეები ბლოკავს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას, აფერხებს რეკონსტრუქციის მცდელობებს, ხელს უშლის დევნილთა დაბრუნებას საკუთარ სახლებში და განაგრძობს უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და დასახიჩრებას. უკრაინის მთავრობის შეფასებით, მისი მიწის 160 000 კვადრატული კილომეტრი შეიძლება, დაბინძურებული იყოს - ეს დაახლოებით ვირჯინიის, მერილენდისა და კონექტიკუტის შტატების ფართობს უტოლდება“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. აღნიშნული მიმართულებით, 1993 წლიდან შეერთებულმა შტატებმა 100-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე 4,7 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ჩადო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკებისთვის რუსეთმა „ახალი ზედამხედველი“ დანიშნა
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფქტო რესპუბლიკებთან თანამშრომლობას ზედამხედველობას გაუწევს. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა, იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა. მანამდე, რუსეთის მთავრობაში დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კურატორი ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი იყო. ალექსანდრ ნოვაკი 2012-2020 წლებში, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის 9 ნოემბრიდან კი ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის საკითხებში. ხოლო 2021 წლის 19 ივლისიდან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში, კურატორად დაინიშნა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ალექსანდრ ნოვაკი უკრაინის, შეერთებული შტატებისა და კანადის სანქციების ქვეშ იმყოფება.
შსს: ბოლო 9 თვეში, საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა 5704 ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო შემთხვევებმა 6%-ით დაიკლო. „ეს გულისხმობს, რომ ავტოავარიები მძიმე შედეგებით სრულდება და მათი შემცირება არ მოქმედებს მსხვერპლის შემცირებაზე. მსოფლიოში აქტიურად გავრცელებულია შვედეთის მიერ წამოწყებული „ნულოვანი ხედვის“ ძირითადი პრინციპი - საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ მთავარია შემთხვევები ფატალურად და მძიმე შედეგებით არ დასრულდეს. „ნულოვანი ხედვა“, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა გაიზიარეს და მის მისაღწევად პროაქტიულად მოქმედებენ, საქართველოშიც უდევს საფუძვლად საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, თუმცა როდესაც სტატისტიკას ვაანალიზებთ, ისმის კითხვა, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევამციროთ მსხვერპლი გზებზე? რა ადამიანურ, თუ ფინანსურ რესურსს ვაინვესტირებთ ავტოავარიაში რომ არ დაგვეღუპონ ჩვენი მოქალაქეები? რატომ არ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას საბავშვო სამგზავრო სავარძლების საკანონმდებლო ინიციატივაზე, ავტომობილში უკანა ღვედების გამოყენების კანონზე, სიჩქარის ლიმიტების შემცირებაზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, სკოლის ზონების შემოღებაზე, ქულათა სისტემის ადმინისტრირების ხარისხის ამაღლებაზე, ტრანსპორტი ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ხარვეზების გამოსწორებაზე?“- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
ბრიტანელი იურისტები უკრაინელების სახელით, პრიგოჟინსა და „ვაგნერს" სასამართლოში უჩივიან
ბრიტანული იურიდიული ფირმა McCue Jury & Partners-ი, რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინსა და მის მიერ დაარსებულ Wagner PMC-ს, ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელების სახელით უჩივის. ბრიტანულმა ფირმამ განაცხადა, რომ ის მოქმედებს, როგორც „ფართო სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი კამპანია მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების კოალიციით". განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადვოკატებმა პრიგოჟინს, გაფრთხილება უკვე გაუგზავნეს. „ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც კერძო სამხედრო კომპანიას უჩივლებენ უკანონო ომის საწარმოებლად, ტერორიზმის გამოყენებისა და სახელწიფოსთან შეთქმულებისთვის“, - განმარტა ბრიტანული იურიდიული ფირმის წარმომადგენელმა. საადვოკატო ფირმამ განაცხადა, რომ სთხოვეს მტკიცებულებების წარდგენა საერთაშორისო საქმეთა პარლამენტის კომიტეტში, რომელშიც „ვაგნერი“ და სხვა შუამავალი კერძო სამხედრო კომპანიები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში პრიგოჟინმა პირველად დაადასტურა თავისი მონაწილეობა Wagner PMC-ის შექმნაში, რომელიც სირიასა და უკრაინაში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა.