ძებნის რეზულტატი:
ეუთო/ოდირისა რეკომენდაციების გათვალისწინება სრულად არ ხდება - არასამთავრობო ორგანიზაცია
„სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თქმით, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად დაგეგმილი საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებით სრულად არ ხდება ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაციის გათვალისწინება. აღნიშნულთან დაკავშირებით ორი ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს: „2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადი წარადგინა, ივნისში კი ევროპულმა საბჭომ საქართველოს მთავრობას წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი რეკომენდაციების გათვალისწინება მოსთხოვა. ერთი-ერთი რეკომენდაცია საარჩევნო საკითხებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უნდა მოეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რაც ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იყო იდენტიფიცირებული. ამ რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელში მონაწილეობაც საპარლამენტო ძალების ნაწილმა არ მიიღო, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად შეზღუდა. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო სამუშაო ჯგუფის ავტორობითა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, კანონპროექტი ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. კერძოდ, უკეთესად რეგულირდება საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირების საკითხი, იზრდება საჩივრების/სარჩელების წარდგენისა და განხილვის ზოგიერთი ვადა, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესში სავალდებულო ხდება ამომრჩევლის მარკირება, მცირდება პარტიების წლიური ხარჯებზე დაწესებული ზედა ზღვარი. თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებებით სრულად არ ხდება ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაციის გათვალისწინება. მაგალითად, უცვლელად რჩება ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის მანკიერი წესი, ასევე, პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომელიც მოქმედი კანონით მათ საპარლამენტო საქმიანობასთან გაუმართლებლად არის დაკავშირებული. გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების მასშტაბურ დანერგვას, რამაც პოტენციურად დადებითი როლი შეიძლება შეასრულოს არჩევნების მიმართ ნდობის ზრდის თვალსაზრისით. თუმცა, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არ ყოფილა. ამ კუთხით, განსაკუთრებულად პრობლემურია ის, რომ კანონპროექტი ზედმეტად ზოგადად აწესრიგებს ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენების წესს, ხოლო სხვა არსებითი საკითხების გადაწყვეტას კანონმდებელი მთლიანად ცესკოს ანდობს“, - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.
ISW: რუსეთს, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების ტემპის შენელება მოუწევს. რაკეტების მარაგი იწურება
რუსეთმა, ზუსტი მართვადი იარაღის სისტემების მარაგი დიდწილად ამოწურა და, სავარაუდოდ, იძულებული იქნება უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეანელოს, - ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები აცხადებენ. რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ, 15 ნოემბერს, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების ყველაზე დიდი სერია დაიწყო. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა დაახლოებით 100 ერთეული Kh-101-სა და Kh-555-ის ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს უკრაინის სამიზნეების მიმართულებით. სარაკეტო დარტყმები, პირველ რიგში უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელდა. უკრაინულმა და რუსულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს ობიექტებს კიევში, ასევე რივნის, ჟიტომირის, ლვოვის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ვინიცას, ოდესას, კიროვოგრადის, ჩერკასის, ვოლინის და ხარკოვის რეგიონებში. „რუსულმა სამხედროებმა 15 ნოემბერს, კოორდინირებული სარაკეტო დარტყმების დროს, სავარაუდოდ, ზუსტი მართვითი იარაღის სისტემების დარჩენილი მარაგი გამოიყენეს“, - აცხადებენ ISW-ს ექსპერტები.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა მებრძოლებმა 630-მდე ოკუპანტი გაანადგურეს.გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 82 710 ტანკი - 2 871 ჯავშანტექნიკა - 5 797 საარტილერიო სისტემა - 1 860, საზენიტო საბრძოლო სისტემა - 209; თვითმფრინავები - 278. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სალომე ზურაბიშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტს, Twitter-ზე გამოეხმაურა. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს „თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!“.- წერს საქართველოს პრეზიდენტი. ანდჟეი დუდა: ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ ისროლა რაკეტა პოლონეთის მიმართულებით უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
თბილისის მერიის ჯანდაცვის პროგრამების წლიური ბიუჯეტი 50 690 900 ლარია
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ჯანდაცვის მიმართულებით ცხრა მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს, რომლის წლიური ბიუჯეტი 50 690 900 ლარია. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროგრამების საშუალებით, უამრავ ადამიანს აქვს ხელშეწყობა და თანადგომა, როგორც მერიის შესაბამისი სამსახურების, ასევე რაიონული გამგეობების მხრიდან. „დედაქალაქის მერია ძალიან ბევრ პროგრამას ახორციელებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. უამრავ ოჯახსა და ადამიანს ვეხმარებით და აქვთ ხელშეწყობა, როგორც მერიის შესაბამისი სამსახურების, ასევე, გამგეობების მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ იცოდეთ – ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის გექნებათ, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური მიმართულებით“, – აღნიშნა კალაძემ. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია ჯანდაცვის პროგრამების შესახებ, რომლებსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს: 1. სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად, ერთ მოქალაქეზე 500 ლარის ღირებულების არამატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. პროგრამის ბიუჯეტი 10 000 000 ლარია. დღეისთვის პროგრამით 20 583–მა პენსიონერმა ისარგებლა. დაფინანსებულია 47 501 შემთხვევა. 2. მიმდინარე წელს „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით“ განსაზღვრულ მომსახურებას დაემატა მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება და დღეისთვის მერია 113 მოქალაქეს აფინანსებს. ერთი პაციენტისთვის წელიწადში 25 000 ლარია გათვალისწინებული, პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი 1 796 500 ლარს შეადგენს. 3. „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 45 მოქალაქეს დაუფინანსდა ძვლის ტვინის გადანერგვა და მასთან დაკავშირებული კვლევები, ხოლო ხუთ მოქალაქეს ღვიძლის გადანერგვა. ძვლის ტვინის გადანერგვას მერია 10 000–დან 235 000 ლარამდე თანხით აფინანსებს, ხოლო ღვიძლის გადანერგვას 70 000 ლარით. პროგრამის ბიუჯეტია 8 000 000 ლარი. 4. „დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარგლებში, მერიამ 117 024 შემთხვევა დააფინანსა, მათ შორის, 101 865 შემთხვევას თბილისის მერიის ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგცენტრი მოემსახურა. დედაქალაქის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, კიბოს პრევენციის მიზნით, ჩაიტარონ სკრინინგი, რადგან დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა სიცოცხლის გახანგრძლივებისა და სრულად განკურნების საწინდარია. პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ლარს შეადგენს. 5. „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით“, ძვირადღირებულ პრეპარატებს 259 მოქალაქე იღებს. მედიკამენტები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 100 პროცენტით, ხოლო სხვა შემთხვევაში 80 პროცენტით ფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი 6 540 000 ლარს შეადგენს. 6. დღეისთვის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით 1 550 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ მერიის პროგრამაში თავდაპირველად 325 ბავშვი და სერვისის განმახორციელებელი ორი დაწესებულება ჩაერთო. წლიდან წლამდე, ექვსჯერ გაზრდილი ბიუჯეტისა და მიმწოდებელი დაწესებულებების რაოდენობის მატების პარალელურად, პროგრამაში ჩართულ პირთა რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა. პროგრამის ბიუჯეტია 6 968 400 ლარი. 7. „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, 459–მა ბავშვმა და ზრდასრულმა ისარგებლა. პროგრამის ბიუჯეტი 800 000 ლარს შეადგენს. 8. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ინფექციის მართვას ახორციელებს, მათ შორისაა, წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულოზი. ცენტრმა ამ მიმართულებით ათ თვეში 77 888 კვლევა ჩაატარა. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 586 000 ლარს. 9. თბილისის მერიისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა სამედიცინო საჭიროებებზე ზრუნვა და შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, წლის დასაწყისიდან 12 571 შემთხვევა დაფინანსდა. თბილისის მერია მოქალაქეთა მოთხოვნებს ოპერაციების, კვლევებისა და მედიკამენტების შესახებ, საქართველოსა და საზღვარგარეთ სრულად ან ნაწილობრივ აფინანსებს. უპირატესობა ენიჭებათ პრიორიტეტულ ჯგუფებს. ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებში 12 431, ხოლო საზღვარგარეთ – 140 შემთხვევა დაფინანსდა. პროგრამის ბიუჯეტია 14 000 000 ლარი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის უფლება არ უნდა ჰქონდეთ - გვენეტაძე
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების მიერ იყო დასმული საკითხი, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, უცხოურ ვალუტაში გასცენ სესხები. ვფიქრობ, ეს არ უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. „რთი საკითხი, რაც თავად სექტორის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების მიერ იყო დასმული არის ის, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, უცხოურ ვალუტაში გასცენ სესხები, ვფიქრობ, ეს არ უნდა გაკეთდეს, რადგან მოგეხსენებათ, რეგულარიზაციის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამავე დროს, მიკროსაფინანო ბანკებს ამ კანონპროექტის მიხედვით შედარებით უფრო რბილი ზედამხედველობა აქვთ, ვიდრე კომერციულ ბანკებს, რომლებიც დღეს არსებობენ. ამ და სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ნამდვილად არ იქნება კარგი თუ ამის საშუალება მიეცემათ. დანარჩენი განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე მიღებული იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.
Financial Times: რუსეთმა შესაძლოა, მარცვლეულის დერეფანი, ამიაკის ექსპორტისთვის გამოიყენოს
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აგრესორმა შესაძლოა, „მარცვლეულის დერეფანი“ რუსული ამიაკის ექსპორტისთვს გამოიყენოს. როგორც Financial Times იუწყება, შესაძლოა, რუსეთს უფლება მისცენ, რომ „მარცვლეულის დერეფანი“, რომლითაც უკრაინას სურსათი და მარცვლეული გააქვს, ამიაკის ექსპორტისთვის გამოიყენოს. გამოცემა, ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით წერს და იუწყება, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება 19 ნოემბერს შედგება. 22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის შუამავლობითა და გაეროს მონაწილეობით, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე ცალკე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტები ითვალისწინებს პროდუქციის ექსპორტს ჩერნომორსკის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან და უსაფრთხო მარშრუტების შექმნას. პირველ აგვისტოს ოდესის პორტი, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულითა და სურსათით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა. 29 ოქტომბერს რუსებმა განაცხადეს, რომ ტოვებენ „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებას. ამის მიზეზია, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე, უკრაინის სავარაუდო „ტერორისტული თავდასხმა“. გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ, სურსათის ექსპორტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს და შავ ზღვაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 14 გემის მოძრაობას კოორდინაცია გაუწიეს. გაერომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებების მიუხედავად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივა“ ძალაში რჩება. 2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს კვლავ შეასრულებს. 14 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მარცვლეულის დერეფნის გაფართოება.
ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა
ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე კორნიენკო ავრცელებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა პოლონეთის სენატმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა "აგრესორი ამ სტატუსს ყოველდღიურად აძლიერებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობითა და უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების განადგურებით. თუ ვინმე ტერორისტივით იქცევა, ის ტერორისტია. ზუსტად ასეთია პუტინის რეჟიმი, ასეთია რუსეთი. ამის აღიარება უკვე პირველი ნაბიჯია დასჯისკენ"- განაცხადა კორნიენკომ. ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად ასევე გამოაცხადეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.
პოდოლიაკი: დროა, ევროპამ უკრაინის ცა, თავისივე უსაფრთხოებისთვის დახუროს
უკრაინაში ომსა და მასიურ სარაკეტო დარტყმებზე მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, პოლონეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ Twitter-ზე დაწერა. „უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის სწრაფად მზარდი რისკების უკან მხოლოდ რუსეთი დგას. არ არის საჭირო მიზეზების ძიება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების გადადება. დროა, ევროპამ უკრაინის ცა დახუროს. მათ შორის, მისივე უსაფრთხოებისთვის“, - წერს პოდოლიაკი. ანდჟეი დუდა: ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ ისროლა რაკეტა პოლონეთის მიმართულებით უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
დეტალურ გამოძიებამდე, პოლონეთში აფეთქების შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია - შოლცი
პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დეტალურ გამოძიებამდე ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ვფიქრობ, კარგი და სწორია, რომ ამ დილით, NATO-ს წევრები შეიკრიბნენ ძალიან სწრაფად, რათა განეხილათ სიტუაცია და ერთ-ერთი მკაფიო შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ არის ის, რომ ახლა საჭიროა რაკეტების ნაწილების შესწავლა. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს, შემდეგ კი საჯაროდ უნდა გამოცხადდეს შედეგები. დეტალურ გამოძიებამდე ასეთ სერიოზულ საკითხში ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც გამორიცხულია“, -განაცხადა შოლცმა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც. ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. 2021 წლიდან სამდივნოს თავმჯდომარე ქვეყანა ბულგარეთია და წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტერიალს სოფია მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ. შეხვედრის შემდეგ მონაწილეები ერთობლივ განცხადებასაც გაავრცელებენ. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე, რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს გარდა, მინისტერიალის წევრები არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი და მონტენეგრო. დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა. საქართველომ მინისტერიალის დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა. საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. 2017 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს.
პუტინის ომი წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი და მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის - სუნაკი
ვიდრე პუტინის ომი გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი და მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. დეტალურ გამოძიებამდე, პოლონეთში აფეთქების შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია - შოლცი „დღეს გავმართეთ მოკავშირეების საგანგებო შეხვედრა, რათა დაგვედასტურებინა ჩვენი სოლიდარობა უკრაინის და პოლონეთის მიმართ… ჩვენ, ყველამ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში რომ არა ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ეს არის პუტინის ომის სასტიკი და უმოწყალო რეალობა. ვიდრე ეს გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის. ვიდრე ეს გრძელდება, ის გააგრძელებს გლობალური ეკონომიკის განადგურებას“, – განაცხადა რიში სუნაკმა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
NATO-ს წყარო: ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია
Reuters-ი NATO-ს წყაროზე დარდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ (G7) და ნატოს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს მანამდე, 16 ნოემბერს ჯო ბაიდენმა საჯაროდ თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ნასროლი ყოფილიყო. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ღარიბაშვილი და ფაშინიანი, ერევანში, საქართველო-სომხეთის უწყებათშორისი კომისიის სხდომის გამართვაზე შეთანხმდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ვითარების გაუმჯობესების და ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მუდმივი განვითარების აუცილებლობას და შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთის უწყებათშორისი კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე ერევანში, 2023 წლის დასაწყისში.
ანდჟეი დუდა: რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე თავდასხმა არ ყოფილა
პოლონეთში აფეთქება დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, დღეს გამართულ პრესკონერენციაზე განაცხადა. NATO-ს წყარო: ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რაკეტა, რომელიც სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა და ორი ადამიანი ემსხვერპლა, პოლონეთის მიმართულებით ისროლეს და, შესაბამისად, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პოლონეთზე თავდასხმად“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ „დიდი ალბათობით“ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაისროლა. მანამდე მსგავსი მოსაზრებები გამოთქვა მოსკოვსა და ვაშინგტონში. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე, საკუთარ კანდიდატურას წარადგენს
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე, საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ, მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ნადირაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს „ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად. ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში. ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნაზე თანაპარტიელების განცხადებას უპასუხა ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის – ამომრჩეველს, მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
იენს სტოლტენბერგი: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთი NATO-ზე თავდასხმას ამზადებს
„არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი, NAT0-ს წინააღმდეგ თავდასხმას ამზადებს“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე, პოლონეთში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც 15 ნოემბერს, რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ანდჟეი დუდა: რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე თავდასხმა არ ყოფილა სტოლტენბერგი ვარაუდობს, რომ პოლონეთის სოფელში ჩამოვარდნილი ჭურვი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაისროლა. იგივე მოსაზრება გამოთქვა დღეს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, მანამდე კი მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებმა. თუმცა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საბოლოო დასკვნებისთვის საჭიროა გამოძიების შედეგებს დაელოდონ. „თუ რაკეტა მართლაც უკრაინულია, NATO კიევს პრეტენზიას არ წაუყენებს, რადგან მოსკოვმა ომი გააჩაღა, უკრაინა კი მხოლოდ თავს იცავს გარე აგრესიისგან“, - განმარტა გენერალურმა მდივანმა. NATO-ს წყარო: ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამო, NATO-ს ქვეყნები არ აპირებენ აამოქმედონ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც გარე საფრთხეზე რეაგირების მექანიზმია. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა „მტკიცე მხარდაჭერა" გამოუცხადეს პოლონეთს და გამოთქვეს „უღრმესი მწუხარება ტრაგიკული შემთხვევისა და მსხვერპლის გამო". უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7396 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7249 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -1.47 თეთრი შეადგინა. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8563 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8432 ლარსშეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.31 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1472 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2664 ლარიეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
უკრაინა მოითხოვს, მონაწილეობა მიიღოს პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში. უკრაინა მოითხოვს, დაუყოვნებლივ შევიდნენ უკრაინის თავდაცვისა და სახელმწიფო საზღვრის თანამშრომლები აფეთქების ადგილას. ჩვენ მომხრე ვართ ერთობლივად გამოვიკვლიოთ პოლონეთში რაკეტის დაშვების ინციდენტი. ჩვენ მზად ვართ, გადმოგცეთ რუსული კვალის მტკიცებულება, რაც გვაქვს. პარტნიორებისგან ველი ინფორმაციას, რის საფუძველზეც დაიდო დასკვნა, რომ ეს არის უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა", - განაცხადა დანილოვმა. 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი.
NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერება აუცილებელია - ლიეტუვის პრეზიდენტი
"NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერება აუცილებელია", - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. „ვფიქრობ, რომ მომხდარი ინციდენტი გვაიძულებს, ვიფიქროთ, როგორ განვახორციელოთ ის სწრაფად. დეკლარაციები არ იცავს, მათი განხორციელება იცავს. ვიმედოვნებ, ვილნიუსში მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-ს სამიტისთვის ჩვენ შევძლებთ ამ მხრივ პროგრესის მიღწევას, რადგან არსებული სიტუაცია და მოვლენები აჩვენებს, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ის რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.