ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირი Europetime-თან: შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია არამხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ, მსოფლიოსთვის
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. დევიდ მორგანი Europetime-თან ამბობს, რომ არსებული კონტექსტიდან გამომდინარე, შავი ზღვის რეგიონი არამარტო ხსენებული რეგიონებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ, დანარჩენი მსოფლიოსთვის. დევიდ მორგანი ამ თანამდებობაზე 2022 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე ის მუშაობდა (PS, Private secretary) დიდი ბრიტანეთის ბოლოს სამ თავდაცვის მდივანთან, გევინ უილიამსონთან, პენო მორდოსთან და ბენ უოლესთან. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს გუნდს ის 2007 წლიდან შეუერთდა. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. მან 16 ნოემბერს, თბილისში ისაუბრა რუსეთის მცდელობებზე, ძალის გამოყენებით შეცვალოს ევროპის საზღვრები. ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა გაიხსენა დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიცია, რომელმაც დაგმო რუსეთის სამხედრო შეჭრა საქართველოში, 2008 წელს, ამავდროულად, მორგანმა გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსეთის მიმდინარე სამხედრო ყოფნის შესახებ, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. დევიდ მორგანის თქმით, გაერთიანებული სამეფო არ აღიარებს ხსენებულ „სეპარატისტულ რეგიონებს“. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა „რუსეთის მიერ, დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს შავი ზღვის რეგიონში“ და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას როგორც ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის. დევიდ მორგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა, რომელიც კიევისთვის დახმარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, რომელსაც NATO-ს საკითხებზე მუშაობის გამოცდილებაც აქვს, მადრიდის სამიტზე, საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის დამტკიცებაც ახსენა და საქართველოს ალიანსის ერთგული პარტნიორი უწოდა. დევიდ მორგანის განცხადებით, საქართველო NATO-ს უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფოა, რომელმაც ISAF-ის მისიაში წვლილი შეიტანა. ბრიტანელი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების მიუხედავად, საქართველოს ხალხმა აირჩია გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა ალიანსისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალურმა დირექტორმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. NATO-ს წყარო: ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია "NATO და NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინას. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი რუსეთის უკანონო აგრესიული ომისგან. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უკრაინას რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები მივაწოდოთ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
შავი ზღვის საქარიას საბადოდან, თურქეთი, დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს
შავი ზღვის თურქეთის სექტორში, საქარიას საბადოდან, პირველ ეტაპზე, თურქეთის გაზგამანაწილებელი სისტემა დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. ერდოღანი, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მინისტრის თქმით, საბადოს განვითარების შემდგომ ეტაპზე, დღიური მოცულობა 40 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი მისივე თქმით, შავი ზღვის ახალი საბადო არა მხოლოდ ხელს შეუწყობს თურქეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ წარმოებული გაზის ნაწილის ექსპორტირება ტრაქიაში, გაზის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მეშვეობით გახდება შესაძლებელი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება რაც შეეხება თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში ამ ცენტრის შექმნის გეგმებს, დონმეზმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საგზაო რუკა წლის ბოლომდე მომზადდება. ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ასევე განაცხადა, რომ 2022 წლიდან 2026 წლამდე პერიოდში რესპუბლიკის 299 დასახლების გაზიფიცირება იგეგმება. ასევე წაიკითხეთ: „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
ნონა მამულაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა
პლენარულ სხდომაზე ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა და დეპუტატებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა გააცნო. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს მისი თქმით, პარლამენტის წევრის წერილობითი განცხადების საფუძველზე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად, ნონა მამულაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება. პარლამენტმა ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი 89 ხმით დაუჭირა.
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო
76 - მომხრე, 6-წინააღმდეგი - პარლამენტმა მეორე მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში შესული ცვლილებების თანახმად, ოლიგარქთა რეესტრს პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა დაადგენს. კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. საპარლამენტო ოპოზიციამ კანონის მეორე მოსმენით მიღების გადადება მოითხოვა. მათ მმართველ გუნდს მეორე მოსმენით მიღებამდე, კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნა შესთავაზეს და ამ მხრივ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის რეკომენდაცია გაახსენეს. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის არგუმენტები არ გაიზიარა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ერთ წელზე მეტია, რაც უკრაინამ შესაბამისი კანონი ვენეციის კომისიაში გააგზავნა, თუმცა დასკვნა ამ დრომდე არ მიუღიათ.
მატეუშ მორავეცკი: პოლონეთი ამ დროისთვის, NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას გამორიცხავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ამ დროისთვის, NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას გამორიცხავს. „ჩვენ განვიხილავთ მე-4 მუხლის (NATO-ს ხელშეკრულების) ამოქმედების საფუძველს. ამ დროისთვის, შეგროვებული მტკიცებულებების უმეტესობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს ინსტრუმენტი ესკალაციის ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი. თუმცა ყველაფერი ჩვენს ხელშია“, - განაცახდა მორავიეცკიმ. მისივე თქმით, მე-4 მუხლის გამოყენებისთვის ყველა პროცედურა გამართულად მუშაობდა. „აქედან გამომდინარე, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ პოლონეთი არის საიმედო ალიანსში, სადაც შესაბამისი პროცედურები მნოქმედებს“, - აღნიშნა მორავაცკიმ. მანამდე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამო, NATO-ს ქვეყნები არ აპირებენ აამოქმედონ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც გარე საფრთხეზე რეაგირების მექანიზმია. Reuters-მა NATO-ს წყაროზე დარდნობით დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ (G7) და NATO-ს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
თორნიკე შარაშენიძე: ფაქტია, რომ ჩინეთი და აშშ უძლიერესი სახელმწიფოები არიან, რუსეთი მხოლოდ მესამეა
მსოფლიოს სტაბილურობისთვის საჭიროა, რომ ორი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერი ხვდებოდეს ერთმანეთს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე ჩინეთის და აშშ-ის ლიდერების შეხვედრას Europetime-თან აფასებს. ანალიტიკოსი, უკრაინაში ომთან დაკავშირებით, პეკინის უფრო მკვეთრი პოზიციის გამოხატვას იმ შემთხვევაში ელის, თუ დაინახავს, რომ რუსეთი „შეუქცევადად სუსტდება“. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად „ერთია, რას ამბობს, სი ძინპინი საჯაროდ, აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ და მეორეა, რას ეუბნება რუსებს, არასაჯაროდ, დახურულ კარს მიღმა. ეს მართლაც საინტერესოა. ფაქტია, რომ ეს ორი სახელმწიფო (ჩინეთი და აშშ, რედ.) უძლიერესია მსოფლიოში. რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ მესამეა. ეს ცხადია. ჩინეთი მოვლენათა განვითარებას ელოდება უკრაინაში. თუ დაინახა, რომ რუსეთი შეუქცევადად სუსტდება და დამარცხებისკენ მიდის, რა თქმა უნდა, მაშინ გადაიხრება დასავლეთთან უფრო მეტად თანამშრომლობისთვის. ამ მხრივ, სი ძინპინის განცხადებები ინდიკატორია, თუ როგორ უყურებს ჩინეთი რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში. თუ რუსეთის საქმე გაუარესდა მათი აზრით, რა თქმა უნდა, განცხადებები იქნება უფრო შემრიგებლური დასავლეთთან მიმართებით, თუ არა - შეგვიძლია, ვისმჯელოთ მათი განცხადებების ტონით“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე. რით აიხსნება ის, რომ ჩინეთი არ ჩქარობს ომზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩინეთი არ ჩქარობს, რადგან არ სურს ღია კონფრონტაციაში ვინმესთან შესვლა. „ეს არ სჭირდება. თუ აშკარა გახდება, რომ რუსეთი საბოლოოდ წავიდა წაგებისკენ უკრაინაში, ალბათ, უნდა ველოდოთ უფრო ფრთხილ განცხადებებს დასავლეთთან მიმართებით და უფრო მკაცრს - რუსეთთან მიმართებით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩინეთი რუსეთს ფარულად მაინც ეხმარება, რადგან რუსეთის უკიდურესი დასუსტება ნიშნავს, რომ ჩინეთი ერთი-ერთზე აღმოჩნდება დასავლეთთან. ამიტომაც, ალბათ, არ აწყობს რუსეთის დამარცხება“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი. სი ძინპინი ბაიდენს: როგორც დიდი ქვეყნების ლიდერებმა, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ სწორი კურსი დიდი ოცეულის სამიტზე მისი არჩასვლაც სისუსტედ აღიქმება? ამ შეკითხვის საპასუხოდ, თორკინე შარაშენიძე ამბობს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის არჩასვლა, გასაგებია, რადგან ის ყოველთვის ერიდება გამოჩენას ისეთ ფორუმებზე, როდესაც რუსეთის პოზიციები დასუსტებულია. „ეს შეხვედრა რომ მაისში ყოფილიყო, ჩავიდოდა, რადგან რუსეთს მაშინ რაღაც „წარმატებები“ ჰქონდა უკრაინის ფრონტზე. როდესაც წარუმატებლობის პერიოდი აქვს, ყველგან ლავროვს გზავნის. ასე იყო მაგალითად, სტამბოლში, NATO-ს სამიტზე, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე, ბულგარეთი და რუმინეთი მიიღეს NATO-ში. მაშინაც ლავროვი გაუშვა სამიტზე და თვითონ არ წავიდა“, - განუცახად Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ. შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეხვედრა ინდონეზიაში, ბალიზე, 14 ნოემბერს, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართეს. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის კონკურენცია, კონფლიქტში არ უნდა გადაუზარდოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა უნდა მართონ ეს კონკურენცია პასუხისმგებლობით, ამასთან, შეინარჩუნონ კომუნიკაციის ღია ხაზები. ბაიდენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა უნდა იმუშაონ ტრანსნაციონალური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, გლობალური მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ჯანდაცვის უსაფრთხოება და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება, რასაც მისი თქმით, მოელის საერთაშორისო საზოგადოება. ბაიდენმა გამოთქვა შეშფოთება სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ კონგში ადამიანის უფლებების საკითხის გარშემო. ტაივანთან დაკავშირებით , აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ერთიანი ჩინეთის პოლიტიკა არ შეცვლილა. ორმა ლიდერმა აზრები გაცვალა მთავარ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა წამოწია ისეთი საკითხი, როგორიცაა, „რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ“. პრეზიდენტებმა გაიმეროეს თავიანთი პოზიცია, რომ ბირთვული ომი მომგებიანი ვერ იქნება. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ჩინეთს, დისკუსიების გაგრძელების მიზნით ეწვევა. ასევე წაიკითხეთ ენტონი ბლინკენი: აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა თავის მხრივ, ჩინური მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ქვეყნები უნდა გაუმკლავდნენ უპრეცედენტო გამოწვევებს და გამოიყენონ უპრეცედენტო შესაძლებლობები. მისივე თქმით, ჩინეთისა და შეერთებული შტატების წარმატებები ერთმანეთისთვის შესაძლებლობებია და არა გამოწვევები. „სამყარო საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ორივე ქვეყანა განვითარდეს და აყვავდეს. ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს ერთმანეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკისა და სტრატეგიული ზრახვების სწორი აღქმა. ურთიერთქმედება უნდა განისაზღვროს დიალოგით და მომგებიანი თანამშრომლობით და არა დაპირისპირებით“, - განაცხადა სი ძინპინმა. ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს.
აზერბაიჯანი ხანკენდში გაზსადენს ააშენებს
აზერბაიჯანი, აღდამიდან ხანკენდამდე, გაზსადენს ააშენებს. პროექტის განხორციელება 2025 წლიდან იგეგმება. გაზსადენის განშტოებებზე კონტროლის პუნქტები გაიხსნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებას, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დიდი დაბრუნების სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს, რომელიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაამტკიცა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ცის დახურვისთვის მუშაობას განაგრძობს
უკრაინული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა ალიანსისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება - სტოლტენბერგი ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს, 16 ნოემბერს, უკრაინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, Ukrinform. პოდოლიაკი: დროა, ევროპამ უკრაინის ცა, თავისივე უსაფრთხოებისთვის დახუროს „ჩვენ გვაქვს პროაქტიური პოზიცია air defense system-ებზე. გვაქვს შეთანხმება ესპანეთთან Hawk -ის სისტემებზე, რაღაც ნაწილი მივიღეთ, დანარჩენი გზაშია. ეს იარაღი აქვს სხვადასხვა სახელმწიფოებს და ვაწარმოებთ მოლაპარაკებას აშშ-სთან. ემანუელ მაკრონმაც გვითხრა, რომ უკრაინა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებებს მიიღებს. ეს გადაწყვეტილება ჯერ პროექტშია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: უკრაინას თავდაცვის სრული უფლება აქვს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე სპეციალური განცხადება გააკეთა. „ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ წინაღმდეგობას პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებასთან, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, აფეთქება უკრაინის საზენიტო რაკეტამ გამოიწვია, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, - ნათქვამია აშშ-ის ნაციონალური საბჭოს პრესმდივნის, ედრიენ უოტსონის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ენდობა პოლონეთს, რომელიც ამ საქმეს იძიებს და ამ ფონზე მიიჩნევს, რომ წინმსწრები განცხადებების გაკეთება ნაადრევია. ამასთან, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გამოძიებით რა შედეგიც არ უნდა დადგეს, ამ ტრაგიკულ შემთხვევაში რუსეთია დამნაშავე, რადგან უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში. „უკრაინას აქვს, ჰქონდა და ყოველთვის ექნება თავდაცვის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. 16 ნოემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გამოთაქვა ეჭვი, რომ „დიდი ალბათობით“ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაისროლა. მოგვიანებით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამო, NATO-ს ქვეყნები არ აპირებენ აამოქმედონ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც გარე საფრთხეზე რეაგირების მექანიზმია. Reuters-მა NATO-ს წყაროზე დარდნობით დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ (G7) და NATO-ს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. თუმცა მანამდე, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.
გიორგი ჩალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ, ტვ. „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე, საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს. ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე, საკუთარ კანდიდატურას წარადგენს „ვხსნი ჩემს კანდიდატურას, მე აღარ დავაყენებ არჩევნებში ჩემს კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები ან სხვა რამე არ არის საჭირო, ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსი, ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის“, - თქვა ჩალაძემ. ირაკლი ნადირაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად მხარში ამოუდგება. ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნაზე თანაპარტიელების განცხადებას უპასუხა გიორგი ჩალაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა 11 ნოემბერს წარადგინა. დღეს, 16 ნოემბერს, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის თავისი კანდიდატურა წამოაყენა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, თანაგუნდელებთან რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ვართ ჩინეთს ფოკუსში, მათ აინტერესებთ უკრაინის მომავალი
ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინასთან თანამშრომლობა, ამიტომაც მათ სამომავლოდ აქვთ გარკვეული ინტერესები უკრაინასთან მიმართებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „უკრაინასა და ჩინეთს შორის, ომამდე ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ჩინეთის ფოკუსში. სტრატეგიულად ისინი გვხედავენ ფოკუსში. ეს უკავშირდება ბიზნესსა და ნედლეულს. რაც შეეხება ჩვენს სოფლის მეურნეობას, მათთვის ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი ვართ. ჩინეთისთვის საინტერესოა კომპლექსური აგროწარმოება და ამ მიმართულებით სიმძლავრეების ზრდა. ჩინეთს ბევრი რამ აინტერესებს უკრაინაში. დამიჯერეთ, საელჩოს დონეზე მათ აქვთ ჩვენთან კომუნიკაცია და მუდმივად ამბობენ, რომ ყველაფერს ადევნებენ თვალყურს. მათ აინტერესებთ უკრაინის მომავალი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
საერთაშორისო პარაოლიმპიულმა კომიტეტმა, რუსეთს წევრობა შეუჩერა
საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა, საგანგებო გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს პარაოლიმპიური კომიტეტის წევრობა შეუჩერა. რუსეთის გარიცხვას მხარი 64-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 39 წავიდა, ხოლო 16-მა დელეგატმა თავი შეიკავა. ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის წესდების შესაბამისად „თავის ვალდებულებებს“ ვერ ასრულებს. რუსეთს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება, მაგრამ მხოლოდ კომიტეტის გენერალურ ასამბლეას შეუძლია წევრობის შეჩერება 2023 წლის ბოლოს გააუქმოს. მარტში, უკრაინის ომის გამო, საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა, რუს და ბელორუს სპორტსმენებს პეკინში, 2022 წლის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება შეუჩერა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოუწოდა მთელს მსოფლიოში სპორტულ ორგანიზაციებს, რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსში, ღონისძიებების ჩატარებაზე უარი თქვან. სპორტული ფედერაციებისა და ასოციაციების უმეტესობამ ეს რეკომენდაციები შეასრულა.
მარკ მილი: ყირიმის სამხედრო გზით გათავისუფლება ნაკლებად სავარაუდოა
აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე მარკ მილიმ პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინთან პრესკონფერენციაზე, რუსეთის სტრატეგიაზე, მის ხედვასა და ომის ამჟამინდელ ეტაპზე ისაუბრა. „რუსეთმა გადაწყვიტა გამოიყენოს დრო თავისი ძალების გადაჯგუფებისთვის. ამავდროულად, ისინი აწარმოებენ ტერორის კამპანიას, აყენებენ მაქსიმალურ ტანჯვას უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობას, რათა შეარყიონ უკრაინელების მორალი", - აღნიშნა მილიმ. ასევე, მილის თქმით, დაბალია უკრაინის მიერ ყირიმის სამხედრო გზით გათავისუფლების ალბათობა. ამერიკელმა გენერალმა, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი უკრაინაში „მნიშვნელოვან საბრძოლო ძალას“ ინარჩუნებს. „თუმცა, შესაძლოა, რუსეთმა ყირიმიდან გასვლის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. ეს შესაძლებელია", - დასძინა მილიმ.
იციკ მოშე ადასტურებს, რომ თავდასხმის სამიზნე იყო
საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე ადასტურებს, რომ თავდასხმის სამიზნე იყო. დაგეგმილ თავდასხმასთან დაკავშირებით, ის მედიასთან საუბრობს და ქართულ სპეცსამსახურებს მადლობას უხდის. სუს-ი: ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთილია „ისრაელის დროით რვა საათზე გამოაცხადეს, რომ ლაპარაკია ჩემზე. რთული ოპერაცია იყო, ვინაიდან ძალიან ბევრი ტურისტია საქართველოში, საქართველო არ არის დახურული ქვეყანა, ყველას შეუძლია, რომ შემოვიდეს ტურისტად თუ სამუშაოდ და ამ პირობებში, როდესაც ასეთი ჯგუფი არის დაკავებული საქართველოს მხრიდან, პირველ ეტაპზე ხაზს უსვამს საქართველოში [სპეცსამსახურების] პროფესიონალიზმს. ისრაელის საელჩო სუს-ს „ტერორისტული თავდასხმის“ მცდელობის აღკვეთისთვის მადლობას უხდის ანტისემიტიზმის მხრივ არის უდიდესი ზრდა. თითქმის 50%-ზე უფრო მეტი ზრდა არის მსოფლიოში და იყო ასეთი ადამიანის, ან ებრაელის ან ისრაელელის მტერი, დღევანდელ დღეს ამას არ სჭირდება ძალიან ბევრი მიზეზი. ჩვენ ვიმყოფებით ომში. როდესაც იბადები როგორც ებრაელი და ისრაელელი, ყოველთვის უნდა მუშაობდე შენი ქვეყნის, შენი თავის დასაცავად და ჩვენ ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა მოშემ. სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა გამოავლინა და აღკვეთა.
საკრებულოს წევრი მარიკა დათუკიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ დათუკიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ მექნებოდა რეაქცია იმის მიხედვით, ვინ და რა ღირებულებების მქონე პირი დასახელდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატად. რადგან ახლა ვნახე, რომ დასახელდა პირი, რომლის ღირებულებები, წარსული საქმიანობა, პარტიიდან წასვლა და პარტიაში დაბრუნება-გამოვაჭრება, ყალბი პათოსი, მატერიალური და არამატერიალური სიხარბე, განათლების დეფიციტი, და კიდევ უამრავი თვისება, რომელიც პოლიტიკაში მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს, არა თუ პარტიის ლიდერს, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. რასაკვირველია, დაინტერესების შემთხვევაში, თითოეულ ამ ჩამონათვალზე კონკრეტული ფაქტებით შემიძლია, ვისაუბრო, მაგრამ ამჯერად აქ შევჩერდები და მივმართავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ჩემი ფეისბუქსტატუსი მიიღეთ ოფიციალურ განცხადებად: ვტოვებ პარტია ენმ-ს. ვტოვებ ენმ-ს პოლიტსაბჭოს. ვტოვებ ენმ-ს ქალთა ორგანიზაციის თბილისის თავმჯდომარის პოზიციას. ვტოვებ ენმ-ს ქალთა ორგანიზაციის საბჭოს. ვარსკვლავებს და თანავარსკვლავედს ებარებოდეთ, ჩემზე არ იდარდოთ. პ.ს. დიდი ბოდიში მანამდე დასახელებულ კანდიდატებთან, ცხადია, მატერიალურ-ინფრასტრუქტურული რესურსი ორ კანდიდატთანაა თავმოყრილი (ჩემთვის ორივე კატასტროფაა), მრავალფეროვნებაც ანტურაჟისთვისაა, რეალურად კი ეს მასკარადი უკავშირდება გავლენის მოპოვებას – ვინ დაწერს 2024 სიებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მიშა თავის თავს თვითონ გამოიხსნის, ყალბი გულშემატკივრების დახმარების გარეშე“, – წერს მარიკა დათუკიშვილი.
ზელენსკი პოლონეთის ინციდენტზე: ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ ყველა დეტალი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში, პოლონეთის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ „რუსულმა აგრესიამ საზღვარი გადაკვეთა". ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა შემთხვევის გარემოებების გარკვევას ცდილობს. „რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლონეთში არსებული ვითარება, ყველა იმ გარემოების გარკვევა, თუ როგორ გადალახა რუსულმა აგრესიამ პოლონეთის საზღვარი. უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი. ამიტომაც მოვითხოვთ, რომ ჩვენი სპეციალისტები შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიების მუშაობას და მივიღოთ წვდომა პარტნიორების ხელთ არსებული ყველა მონაცემისა და აფეთქების ადგილის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინამ პარტნიორებს მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რაც ჰქონდა. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის სასაზღვრო სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, არ იყო უკრაინული. ზელენსკის თქმით, ამის შესახებ მას სამხედროებმა განუცხადეს. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა. „ბევრი ნიშანია იმისა, რომ ერთ-ერთმა (უკრაინულმა) რაკეტამ, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოგდებისას გამოიყენებოდა, მიზანს ასცდა. მისი „თვითგანადგურების სისტემა“ არ მუშაობდა და ამ რაკეტამ, სამწუხაროდ, ტრაგედია გამოიწვია“, - განაცხადა კუმოჩმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“.
უკრაინა: ხერსონში სამართალდამცველებმა, 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის თქმით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. „ჩვენ ვიპოვეთ 63 ნაწამები ცხედარი ხერსონის ოლქში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა ახლახან დაიწყო“, - აღნიშნა მინისტრმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს: თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალგაზრდებს მიმართავს და მათ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. „17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა – მინდა, თითოეულ სტუდენტს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკვე მრავალი წელია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სტუდენტებზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მჯერა, მომდევნო წლები თქვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და პასუხისმგებლობებით სავსე იქნება. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს და თქვენი თითოეული გამარჯვებით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებებსა და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს გისურვებთ!“, – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი. 17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1946 წლიდან, ხოლო საქართველოში 2009 წლიდან აღინიშნება.
გაეროში უკრაინის ელჩი: მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან
გაეროში უკრაინის ელჩის, სერგი კისლიცას თქმით, რაკეტების ჩამოგდებასთან დაკავშირებულ გამოძიებაში, უკრაინა მზადაა, ითანამშრომლოს პოლონურ მხარესთან. "მხარს ვუჭერთ სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას ამ ტრაგიკული ინციდენტის ყველა ფაქტის დასადგენად და მზად ვართ ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან, რათა წვლილი შევიტანოთ ამ გამოძიებაში“, - განაცხადა კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა. „ბევრი ნიშანია იმისა, რომ ერთ-ერთმა (უკრაინულმა) რაკეტამ, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოგდებისას გამოიყენებოდა, მიზანს ასცდა. მისი „თვითგანადგურების სისტემა“ არ მუშაობდა და ამ რაკეტამ, სამწუხაროდ, ტრაგედია გამოიწვია“, - განაცხადა კუმოჩმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“.