ძებნის რეზულტატი:
ვოლნიანსკში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა
მაშველებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია „ტელეგრამით“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ გაავრცელა. მანამდე 7 ადამიანის დაღუპვის ფაქტი იყო დადასტურებული. რუსეთის სამხედრო ძალებმა ვოლნიანსკზე იერიში 17 ნოემბერს მიიტანეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
ტოსკანაში, რუსი ოლიგარქის ოლეგ ტინკოვის ვილა გაძარცვეს
ტოსკანურ კომუნა ფორტე დეი მარმში, რუსი ოლიგარქის ოლეგ ტინკოვის კუთვნილი ვილა გაძარცვეს. ინფორმაციას იტალიური სააგენტო Adnkronos ავრცელებს. ოლეგ ტინკოვი: ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცებისა და უკრაინელების სისხლით ძარცვა 17 ნოემბერს ღამით მოხდა. როგორც გაზეთი აღნიშნავს, ქურდები „პროფესიონალურად მოიქცნენ", რადგან ცარიელი ვილის უსაფრთხოების კომპლექსურ სისტემაში შეიჭრნენ. მძარცველებმა გახსნეს ორი სეიფი და მოიპარეს ძვირფასეულობა, ძვირადღირებული საათები და სხვა ძვირფასი ნივთები, რომელთა ღირებულება შესაძლოა, რამდენიმე ასეულ ათას ევროს აღემატებოდეს. ძარცვის ფაქტი, სახლის მომვლელმა აღმოაჩინა. ტინკოვი და მისი ოჯახი იმ დროს მექსიკაში იმყოფებოდნენ.
გერმანიის საელჩოს კომენტარი EUMM-დან დამკვირვებლის გაწვევაზე
საქართველოში გერმანიის საელჩო EUMM-დან დამკვირვებლის გაწვევაზე Europetime-თან აკეთებს კომენტარს. „მას შემდეგ, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის ოქტომბერში მიიღო ინფორმაცია ასეთი გამონათქვამების შესახებ, მან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა შესაბამისი პირი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM), - განუცხადეს Europetime-ს გერმანიის საელჩოში. შეგახსენებთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ Europetime-ს დაუდასტურა, რომ გერმანიამ საქართველოდან დამკვირვებელი გაიწვია. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრორუსული შეხედულებებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის მხარდაჭერის გამო, გერმანიამ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM) თანამშრომელი გაიწვია. ამის შესახებ გერმანული გამოცემის Südwestrundfunk (SWR) ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალებშია ნათქვამი. ეს პირია სერგეი ე., რომელმაც მანამდე, სავალდებულო გადამოწმების ეტაპი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში (ZIF) გაიარა. გაირკვა, რომ სოციალურ ქსელებსა და სხვა პლატფორმებზე განთავსებული პოსტების თანახმად, უკრაინის ომისა და სხვა წინა კონფლიქტების კონტექსტში, მას არაერთხელ დაუკავებია რუსეთის მხარე. ცნობილი გახდა, რომ სერგეი.ე. ულტრამემარჯვენე და პრორუსული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია. ამ ფაქტის დადგენისთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრმა, მისთვის საქართველოში სამსახურის შეწყვეტის მიზნით, ნაბიჯები გადადგეს. გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების კრიტერიუმები დაუყონებლივ უნდა გადაიხედოს“. „უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იგზავნება გერმანიიდან ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში“. „შეუძლებელია, რომ გერმანიიდან სენსიტიურ მისიებში იგზავნებოდეს ადამიანი, რომელი, შესაძლოა, მტრულ სამსახურშიც მუშაობდეს“, - განაცხადა კრამონმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), 2008 წლის 15 სექტემბერს, აგვისტოს ომის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციის ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.
შვედეთმა, Nord Stream-ზე დივერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა
აფეთქებები, რომლის შედეგადაც Nord Stream-ის გაზსადენებიდაზიანდა, დივერსიის შედეგი იყო. ამის შესახებ შვედმა გამომძიებლებმა განაცხადეს. „კვლევამ და ანალიზმა აჩვენა, რომ ბალტიის ზღვაში, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარი აფეთქების რაიონში აღმოჩენილ უცხო საგნებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალია“, - ნათქვამია შვედეთის პროკურატურაში პარასკევს განცხადებაში. „ეს აღმოჩენები დაზიანებულ მილსადენთან ადასტურებს დივერსიას“, - ნათქვამია განცხადებაში. სექტემბრის ბოლოს, Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე აფეთქებების შედეგად, ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმთან, დანიისა და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, გაზსადენების ოთხ მონაკვეთზე გაჟონვა დაიწყო. The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.
ჩემთვის პირადად მიუღებელია და ვარჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით - ღარიბაშვილი
ჩემთვის პირადად მიუღებელია და ვარჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. „ჩემთვის პირადად მიუღებელია, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე ამერიკის ელჩის მისამართით. ეს არის ჩემი აზრი. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ. არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. უძველესი ერი ვართ, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება. შეიძლება განსხვავებები გქონდეს ყოფილ თანაგუნდელებთან, შეიძლება სხვაც არ მეთანხმებოდეს, ეს ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. ნურავის განვიკითხავთ, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, მაგრამ არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთის მიმართ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება“, - აღნიშნავს პრემიერი. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალხის" ძალა აცხადებს, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და "ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას".
Politico: ევროკავშირმა, €68 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა
ევროკავშირმა, €68 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ Politico, ევროკავშირის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. ყველაზე მეტი, €50 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივი, ბელგიაში გაყინეს. მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი, სადაც გაყინული აქტივების მოცულობა €5,5 შეადგენს. ჯამში, იტალიამ, გერმანიამ, ირლანდიამ, ავსტრიამ და საფრანგეთმა, საერთო მოცულობიდან, რუსული აქტივების 90% გაყინეს. ამის გარდა, ევროკავშირმა, რუსეთის ნაციონალური რეზერვებიდან €33,8 მილიარდი გაყინა. როგორც გამოცემა წერს, ეს ციფრი ზუსტდება.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მუხრანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის თებერვალში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა სამმა ბრალდებულმა, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ერთი ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერაყში, გაზის ავზის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
ერაყში, ქალაქ სულეიმანიაშ საცხოვრებელ უბანში, გაზის ავზის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა სამი საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა რამდენიმე სახლი და განადგურდა ხუთი მანქანა. ამასთან, სულეიმანიის პროვინციის გუბერნატორმა ჰავალ აბუბაქერმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
აშშ-ის საელჩო: მაიამის სახალხო დამცველის ოფისის დახმარებით, სისხლის სამართლის 50 ადვოკატი გადამზადდა
საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებისთვის, მაიამის სახალხო დამცველის ოფისის დახმარებით, საქართველოს იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სისხლის სამართლის 50 ადვოკატი გადამზადდა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. ადვოკატები გადამზადდნენ შესავალი და დასვნითი სიტყვის, ჯვარედინი დაკითხვის ტექნიკაში, მოწმის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებასა და ნაფიც მსაჯულთა შერჩევაში. „მომავალი წლიდან მოუთმენლად ველით სისხლის სამართლის ადვოკატთა შესაძლებლობების განვითარების გაგრძელებას, რათა მათ უზრუნველყონ ბრალდებულებისთვის უფრო ძლიერი დაცვა, რაც ხელს შეუწყობს ქართველებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და კანონის უზენაესობის შენარჩუნებას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვილმა Web Summit-ის გამარჯვებული, ქართული სტარტაპის დამფუძნებელი, ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე Web Summit-ის გამარჯვებული, ქართული სტარტაპის დამფუძნებელი, ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტატების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა ანა რობაქიძე კომპანია ,,Theneo”-ს დამფუძნებელი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
სლოვაკეთმა უკრაინას, კიდევ ერთი თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana-2 გადასცა
სლოვაკეთმა უკრაინას, კიდევ ერთი თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana-2 გადასცა. სლოვაკეთის პრეზიდენტი: უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადავცემთ ამის შესახებ 18 ნოემბერს, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნაგიმ Twitter-ზე დაწერა. სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი ჰაუბიცა Zuzana 2 გადასცა „მოხარული ვარ დავადასტურო, რომ უკვე მეშვიდე ჰაუბიცა „ზუზანა-2“ გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. „ზუზანა-2“ მზადაა დაიცვას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე“, - წერს იაროსლავ ნაგი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იაგო ხვიჩია: მინდა გთხოვოთ, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ მხარი დამიჭიროთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე
მინდა გთხოვოთ, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ მხარი დამიჭიროთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე, ამით შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმას, -ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა გთხოვთ, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, პრემიერს გუნდთან ერთად, რომ მხარი დამიჭიროთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე და ამით შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა. არა იმის გამო, რომ მე დამიჭიროთ მხარი, არამედ იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მე ვიყო იმის გასაღები, რომ კონსენსუსი შედგეს. ისევე როგორც შეიძლება მე ვიყო გასაღები, რომ პარლამენტმა და სახალხო დამცველმა დაპირისპირების ნაცვლად თანამშრომლობა შეძლოს“,- აღნიშნავს ხვიჩია. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.
ფინეთმა, რუსეთის მოქალაქეებს, ოლიგარქებთან შესაძლო კავშირის გამო, სამი თვითმფრინავი ჩამოართვა
ფინეთის ხელისუფლებამ, რუსეთის მოქალაქეებს, საკუთრებაში არსებული სამი კერძო თვითმფრინავი ჩამოართვა, რომლებიც სავარაუდოდ რუს ოლიგარქებს ეკუთვნით ან სანქცირებული პირები იყენებენ. ამ თვითმფრინავებს, რომლებიც მედიის ცნობით, რუს ბიზნესმენ სერგეი გრიშჩენკოს ეკუთვნის, ფინური კომპანია Polar Aviation Oy-ს მართავს. ჟურნალისტების თქმით, ეჭვები შესაძლოა ეფუძნებოდეს Polar Aviation-ის კავშირს ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოსთან, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების სიაშია. Polar Aviation-მა ტიმჩენკოსთან, რომელიც ფინეთისა და რუსეთის მოქალაქეა, კავშირი უარყო. თუმცა კომპანიამ, ფინეთის ხელისუფლებას 2021-2022 წლების მგზავრთა სიების მიწოდებაზე უარი განუცხადა, თუმცა მოგვიანებით კი არასრული სიები მიაწოდა. სამი ჩამორთმეული თვითმფრინავი, 2021 წლის აგვისტოში, ფინეთის თვითმფრინავების რეესტრში შეიტანეს. მას შემდეგ თვითმფრინავებმა ასობით ფრენა შეასრულეს - ვენის, ჰამბურგის, მაროკოს, იტალიისა და დუბაის მიმართულებით.
ირაკლი კობახიძე: ივანიშვილს აშანტაჟებენ ფარულად, კონკრეტული მიზნით
ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის იყენებენ არაფორმალურ სანქციას, აჩერებენ თანხებს შვეიცარიაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. "სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ამ თემას სულ ატრიალებენ, სინამდვილეში თვითონ ბატონმა ბიძინამ განმარტა, რომ მას აქვს არაფორმალური სანქციები პრაქტიკულად დაკისრებული. მას აქვს გაჩერებული ასეულობით მილიონი დოლარი, რომელიც განთავსებულია შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე, ანუ, არაფორმალური სანქციები ისედაც არის დაწესებული. შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ამ არაფორმალური სანქციების ფორმალიზება მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ დააშანტაჟონ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული მიზნით. ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის ისინი იყენებენ არაფორმალურ სანქციას, კერძოდ, აჩერებენ თანხებს შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ანგარიშზე. მე მგონი ამას აჯობებს, გამოვიდნენ და კაცურად თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს. საზოგადოება ამ შემთხვევაში კიდევ უკეთესად შეაფასებს, რა დგას ამ სანქციების უკან, რა არის შანტაჟის მიზანი, რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან, რატომ თხოვენ მას პოლიტიკაში დაბრუნებას. EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობა“, რაც შემაშფოთებელია. როდესაც ერთ-ერთი ევროპული პარტიის, ამ პოლიტიკური ოჯახის წევრი არის კრიმინალური გაერთიანება, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, ეს ეხება როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ევროპულ საქართველოს“. ორივე ეს დანაშაულებრივი პარტია, ერთი ფაქტობრივად აღარ არსებობს, მაგრამ ფორმალურად ხომ არსებობს. ეს პირაპირ ეწინააღმდეგება იმ ფასეულობებს, რაზეც უნდა იდგეს ევროკავშირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი „ხალხის ძალაზე“: ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით პარლამენტში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ პოზიციები გამიჯნულია, თუმცა ისინი უმრავლესობაში რჩებიან, რადგან მმართველმა გუნდმა პარლამენტში უმრავლესობა არ დაკარგოს. ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით უსმენენ. „ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ შექმნან ცალკე დამოუკიდებელი მოძრაობა და პარტიაც, ალბათ. ეს მათი არჩევანია. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული, გაყოფილი, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი უმრავლესობაში რჩებიან. უმრავლესობაში რომ არ დარჩნენ, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს და ჩვენ რეალურად პრობლემები გვექნება, რომ კანონები მივიღოთ. მეორე - ჩვენი პირველი ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების - სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება. ეს უფლება ჩვენს მოსახლეობას დაუბრუნდა, მითუმეტეს, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება დეპუტატებს ვიღაცამ ეს კონსტიტუციური უფლება შეუზღუდოს. ეს მათი არჩევანია. მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით. არც ერთი სხვა მოძრაობის საქმიანობაში არ ვერევით და მე ამაზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ელჩი დეგნანი სენატორ შაჰინის მისამართით დეპუტატის ნათქვამზე: არ მქონდა მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქართველი ამ სიტყვას გამოიყენებდა ვინმეს მიმართ
„არ მქონდა მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქართველი ამ სიტყვას გამოიყენებდა ვინმეს მიმართ“, ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დეპუტატის მხრიდან სენატორის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამთან დაკავშირებით ჰკითხეს. „ყველა დამეთანხმება, რომ ეს არის არასაჭირო და შეუფერებელი“, - განაცხადა ელჩმა. „რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს NGO-ებთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს, იმიტომ, რომ ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში. ჩემი გამოცდილებიდან რაც მინახავს საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ“, - უპასუხა ელჩმა ჟურნალისტებს. კელი დეგნანის თქმით, მისთვის დამაბნეველია, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მიმართ, რადგან ბევრმა, მათ შორის მმართველი პარტიიდან, საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთვრობო ორგანიზაციებში დაიწყეს. „ისინი ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებდნენ და ძალიან დამაბნეველია, როცა ახლა მათი მხრიდან ასეთი კრიტიკა ისმის, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, თუ ეს ხმა, ხალხის ხმა აღარ იარსებებს, რადგან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის ერთად შეკრებილი ხალხის ხმა, ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოსთვის“, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა. შეგახსენებთ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე განცხადებებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მხრიდან, სენატორ შაჰინის მისამართით შეურაცხმყოფელი შეფასებები მოჰყვა.
გერმანული კონცერნი Siemens-ი, რუსეთის ბაზრიდან გავიდა
გერმანულ კონცერნ Siemens-ის 2022 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ, რუსული აქტივები გაყიდვა. „2022 ფისკალური წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს, Siemens-მა რუსეთში, მთელი თავისი ფინანსური და სალიზინგო ბიზნესი გაყიდა“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა. კონცერნმა რუსული ბაზრიდან გასვლის პროცედურა მაისში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. მანამდე კომპანიამ, ურალის ლოკომოტივიდან გასვლისა (სინარასთან ერთობლივი საწარმო), და Siemens Mobility-ის განყოფილების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. Siemens Erergy-მა, რომელიც 2020 წელს ჯგუფის კორპორატიული რეორგანიზაციის შედეგად დამოუკიდებელი კომპანია გახდა, აგვისტოშიც გამოაცხადა რუსეთის ბაზრიდან გასვლის გეგმა. რუსული აქტივების გაყიდვის პროცესი, 2022 წლის ბოლომდე დასრულდება.
ელჩი დეგნანი NGO-ებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს
ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ NGO-ებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადება კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს აგონებს. ამის შეახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. კითხვა ეხებოდა „ხალხის ძალის“ განცხადებას, რომ „NGO-ებს დაფინანსება უნდა შეუმცირდეთ“. „რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს NGO-ებთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს, იმიტომ, რომ ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში. ჩემი გამოცდილებიდან რაც მინახავს საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ“, - უპასუხა ელჩმა ჟურნალისტებს. კელი დეგნანის თქმით, მისთვის დამაბნეველია, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მიმართ, რადგან ბევრმა, მათ შორის მმართველი პარტიიდან, საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთვრობო ორგანიზაციებში დაიწყო. „ისინი ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებდნენ და ძალიან დამაბნეველია, როცა ახლა მათი მხრიდან ასეთი კრიტიკა ისმის, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, თუ ეს ხმა, ხალხის ხმა აღარ იარსებებს, რადგან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის ერთად შეკრებილი ხალხის ხმა, ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოსთვის“, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა. შეგახსენებთ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე განცხადებებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მხრიდან, სენატორ შაჰინის მისამართით შეურაცხმყოფელი შეფასებები მოჰყვა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი, განაცხადა, რომ „აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ამიტომ, მათ იდარდონ“.
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7188 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7272 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.84 თეთრი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8213 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8207 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.06 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1460 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2419 ლარიეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ელჩი დეგნანი: ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა მტკიცეა
ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ (აშშ-ის) მხარდაჭერა მტკიცეა, ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. „მე ვისაუბრებ ჩვენს მხარდაჭერაზე. ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა მტკიცეა და ამას ადასტურებს ის კანონმდებლობა, რომელიც სულ ახლახან მიიღეს. ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც ივლისში მიიღეს. ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ სენატორი ჯინ შაჰინი იყო. ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის კონგრესი რჩება საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, წარმატების ერთგული მხარდამჭერი“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.