ძებნის რეზულტატი:
რუსეთი, მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰოისგენმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მომავალ კონფერენციაზე არ მიიწვიეს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „რუსი ოფიციალური პირები არ არიან მიწვეულნი 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, რომ ეს პლატფორმა მათი პროპაგანდისთვის გამოიყენონ. ჩვენ გვინდა რუსეთის მომავალი განვიხილოთ რუსეთის ოპოზიციის ლიდერებთან და დევნილობაში მყოფ მოქალაქეებთან ერთად, მათი ხმა უნდა მოვისმინოთ და გაძლიერდეს", - წერს ჰოისგენი სოციალურ ქსელში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ფორუმია.
ლოიდ ოსტინმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას, პეკინის „საშიში ქცევის“ გამო შეშფოთება გამოთქვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას, კომუნიკაციების გაუმჯობესების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის „სამხედრო აქტივობის“ გამო. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 90-წუთიან შეხვედრას კამბოჯაში, აშშ-მ „პროდუქტიული და პროფესიული უწოდა". „ოსტინმა გამოთქვა შეშფოთება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში PLA (ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის) თვითმფრინავების მიერ გამოვლენილი მზარდი საშიში ქცევის შესახებ, რაც ზრდის შემთხვევების რისკს“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა. ეს იყო პირველი ასეთი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის რანგში ჩავიდა ტაივანში, რასაც ჩინეთის აღშფოთება მოჰყვა. „მდივანმა გაიმეორა, რომ „აშშ რჩება ერთგული ჩვენი დიდი ხნის ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის მიმართ“. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა მის წინააღმდეგობას სტატუს კვოს ცალმხრივ ცვლილებებთან დაკავშირებით და მოუწოდა PRC-ს, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან ტაივანის მიმართ, - განაცხადეს პენტაგონში. პენტაგონის ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები. „მდივანმა ოსტინმა განიხილა რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ ეწინააღმდეგებიან შეერთებული შტატები და PRC ბირთვული იარაღის გამოყენებას ან მათი გამოყენების მუქარას“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა. გასულ კვირას აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა გამართეს შეხვედრა და ღია საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების მნიშვნელობზე ისაუბრეს. გაეცანით Europetime-ის სტატიას თორნიკე შარაშენიძე: ფაქტია, რომ ჩინეთი და აშშ უძლიერესი სახელმწიფოები არიან, რუსეთი მხოლოდ მესამეა
ოლიგარქიული მმართველობა დაკავშირებულია ივანიშვილთან, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს - სიმონიშვილი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რასაც ხელისუფლება დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით აკეთებს, იმ ბოროტების კიდევ უფრო მეტად გაღვივებაა, რაც ამ ქვეყანაში ხდება. “დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ერთი საკითხია ყველაზე საინტერესო და ყურადსაღები, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას ევროკომისარმა საქართველოში ვიზიტის დროს პირდაპირ გააჟღერა, რომ საქართველოს უნდა გადაეგზავნა ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიისთვის და მათგან შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ უნდა მომხდარიყო განხილვის გაგრძელება, თუმცა ფაქტობრივად, ევროკომისრის სიტყვები არაფრად ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ" და მეორე მოსმენით მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაიმე ცვლილების შეტანა შეუძლებელია. ოლიგარქიულ მმართველობასთან პრობლემა კონკრეტულად ერთ ადამიანს არ უკავშირდება. ეს არის სისტემური პრობლემა და სისტემურ დონეზე აღმოსაფხვრელი პრობლემა. დღეის მდგომარეობით ოლიგარქიული მმართველობა სწორედაც მთლიანად დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს ამ ქვეყანაში, თუმცა ეს კანონი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ასევე, ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება, მაგრამ ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას არ ექნება, რადგან შეუძლებელია ვის ნებასაც ხელისუფლება აღასრულებს მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს კანონი იძლევა პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორების შესაძლებლობას, თუმცა დეოლიგარქიზაცია გულისხმობს არამხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებას, არამედ სისტემური ცვლილებების მთელ ჯაჭვს, რომელიც ჩვენ უბრალოდ აღარ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ ივანიშვილი, თუ სხვა, ამ ოლიგარქიულ ჯაჭვში რამენაირად მოთავსდეს", - განაცხადა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს
კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „ეს ღონისძიებები იმართება ეროვნულ პოლიციასთან და ეროვნულ გვარდიასთან ერთად, როგორც უსაფრთხოების სამსახურის სისტემატური მუშაობის ნაწილი. რითაც უწყება უკრაინაში, რუსული სპეცსამსახურების დივერსიულ მოქმედებებს უპირისპირდება. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ტერორისტული აქტების, დივერსიების, მძევლების აყვანის რისკი, განსაკუთრებით მოქალაქეების თავშეყრის ადგილებში“, - იტყობინება უსაფრთხოების რეგიონული სამსახური. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ეკლესიის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით ათვალიერებენ ტერიტორიას და ლავრის შენობებს და იქ მყოფ პირებს ამოწმებენ.
კელი დეგნანი: არ მსურს, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ის არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში
არ მსურს, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე, აინტერესებს მისი წარმატება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებაზე ჰკითხეს. კერძოდ, ამერიკელ დიპლომატს ჰკითხეს დევიდ კრამერის იმ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნავს, რომ „სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ“. ელჩის თქმით, დევიდ კრემერი არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში. „ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ზრუნავს, აწუხებს მისი ბედი და მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“, - განუცხადა აშშ-ის ელჩმა მედიას.
არავის სურს არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ არც ერთი პატიმრის სიკვდილი - კალაძე
არავის სურს არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ არც ერთი პატიმრის სიკვდილი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს - ზურაბიშვილი „პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს, რომელსაც ბრალი მიუძღვის და ჩადენილი აქვს დანაშაული კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიციაა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და როდესაც ხარ პოლიტიკაში, ხარ პოლიტიკოსი, მითუმეტეს ქვეყნის პირველი პირი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს. ძალიან სამწუხაროა ის წლები, რა ხდებოდა ქვეყანაში თავისუფლების, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების მიმართ, რა ვითარება იყო, როგორი დამოკიდებულება ბიზნეს სექტორის და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ეს ძალიან მძიმე იყო და მე მგონია, რომ ყველამ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს“, - აცხადებს კალაძე. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, 2023 წელს 1,5 მილიონ ტონა ნავთობს გადატვირთავს
ყაზახეთი, 2023 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვას გეგმავს. ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა ბრიფინგზე განაცხადა. „ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რადგან KazMunayGas-მა და აზერბაიჯანულმა SOCAR-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 5 წლის ვადით ბაქო (აზერბაიჯანი) - თბილისი (საქართველო) - ჯეიჰანი (თურქეთი) მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე. რჩება მხოლოდ იმის დადგენა, თუ რომელი ყაზახური ნავთობკომპანია გადაიტანს ამ მოცულობებს (1,5 მილიონი ტონა ნავთობი) მომავალი წლიდან. მოცულობის გაზრდას ველოდებით მომავალში. ვინაიდან ამით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აზერბაიჯანიც არის დაინტერესებული“, - განაცხადა დაურენ კარაბაევმა KMG-ში გამართულ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ ადრე ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი ნავთობის ექსპორტს ალტერნატიული მარშრუტებით გაზრდის.
პუტინმა სოლტანოვსკი, ევროპის საბჭოში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გადააყენა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ივან სოლტანოვსკი, ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პოსტიდან გაათავისუფლა. რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს შესაბამისი განკარგულება იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა. რუსეთმა ევროსაბჭოს დატოვების შესახებ განცხადება ოფიციალურად ჩააბარა ევროპის საბჭოში წევრობის შეჩერებიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს „გაათავისუფლეთ ივან დიმიტრიევიჩ სოლტანოვსკი, რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან ევროპის საბჭოში სტრასბურგში, (საფრანგეთის რესპუბლიკა)“, - ნათქვამია დოკუმენტში. რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს შეუჩერეს. 16 მარტს კი დაჩქარებული წესით ამ ორგანიზაციიდან გარიცხეს. უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივას ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნიდან 42-მა დაუჭირა მხარი, მათ შორის არის საქართველო.
ივანიშვილმა შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დასრულება, ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის - კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის დასრულება და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ქვეყნისთვის. „ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ის უანგაროდ ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას და ხალხს. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ არის ძალიან ბევრი ისტორიული შენობა-ნაგებობა აღდგენილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამასთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ ინფორმაცია და შეგიძლიათ, სიმართლე უთხრათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ადამიანს ჰქონდა განსაკუთრებული როლი ქართულ პოლიტიკაში, რადგან მისი უშუალო მონაწილეობით, არჩევნების გზით, მშვიდობიანად მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება. მესმის, რომ ეს ყველაფერი თქვენ არ გსიამოვნებთ, თქვენთვის ეს ყველაფერი პრობლემაა, პრობლემაა ამ ადამიანის ავტორიტეტი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, „ქართული ოცნების“ მიმართ. შესაბამისად, ამით ყველაფერია ნათქვამი,“ – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
თურქეთში უდიდესი და მსოფლიოში მეხუთე „იუსუფელის “მაღალმთიანი წყალსაცავი იხსნება
თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დღეს, ქვეყანაში ყველაზე დიდი და მსოფლიოში მეხუთე მაღალმთიანი წყალსაცავი „იუსუფელი“ იხსნება. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მდინარე ჭორუხზე ჰიდროელექტროსადგურისა და წყალსაცავის გახსნის ცერემონიაში მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხელოვნური წყალსაცავის მშენებლობა ქალაქ ართვინიდან სამხრეთ-დასავლეთით 70 კმ-ში, 2012 წლიდან მიმდინარეობს. წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრს აღწევს, რაც ასსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. წყლის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 130 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ახალი ჰესი 1,9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც თურქეთს წლიურ შემოსავალს 5 მილიარდ ლირას მოუტანს. „იუსუფელის წყალსაცავის“ ექსპლუატაცია ართვინის, დერინერის, ბორჩკასა და მურათლის ხელოვნური რეზერვუარებით დარეგულირდება, რაც ანატოლიის სამხრეთ-აღმოსავლეთში ელექტროენერგიის წარმოებას გაზრდის. თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა წყალსაცავის მშენებლობის ზონიდან 5 844 ხე გადაარგეს.
90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 198 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.950 პროცენტით, მაქსიმალური 9.047 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.992 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ 6 თვეში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში
შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელ მსოფლიოში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ამ მიზნით, აშშ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უჭერს მხარს უამრავ პროგრამას. „შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას და მის მცდელობებს, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელ მსოფლიოში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა ქვეყანაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უჭერს მხარს უამრავ პროგრამას, რომლებიც ორიენტირებულია დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოების მდგრადობის გაზრდაზე. მათ შორის ჩვენ მხარს ვუჭერთ ტრენინგებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის, ფაქტების შემოწმების, მედიაწიგნიერებისა და ციფრული სასამართლო ექსპერტიზის მიმართულებით. გარდა ამისა, დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე ჩატარებულმა ანალიზმა და კვლევამ საჯაროდ გამოქვეყნებულ ანგარიშებში ამხილა უცხოური დეზინფორმაციის ინსტრუმენტები და მათ მიერ ნაცადი ტექნიკა. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრი (GEC) ეწინააღმდეგება რუსული დეზინფორმაციის საფრთხეს უფრო ფართოდ, საერთაშორისო დონეზე ურთიერთგაგებით, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, რუსეთის პროპაგანდისტული ეკოსისტემის და დეზინფორმაციის გამოყენების გამოვლენით ჩვენს მოკავშირეებში“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს.
რესპირაციული ვირუსების პიკი, დეკემბერ-იანვარშია - ჩხაიძე
წელს სეზონი რესპირაციული ვირუსების დაიწყო ადრე. წლევანდელი წელი გამორჩეულია, თუ სეზონურობაზე ვსაუბრობთ, ჯერჯერობით პიკი არ დამდგარა, ეს დეკემბერ-იანვარშია, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს. "როდესაც სიტყვა სეზონურობას ვახსენებთ, ეს ნიშნავს, რომ ნოემბრიდან იწყება რესპირატორული ინფექციების მატება. წელს სეზონი რესპირაციული ვირუსების დაიწყო ადრე. ჩვენ წელს მაისში, ივლისსა და ივნისში გვქონდა გრიპის შემთხვევები, რომლის მსგავსი არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, წლევანდელი წელი გამორჩეულია, თუ სეზონურობაზე ვსაუბრობთ, ჯერჯერობით პიკი არ დამდგარა, ეს დეკემბერ-იანვარშია. წელს პირველ ადგილზეა, შემთხვევების 50% - რესპირაციული-სენსიტიური ვირუსი და რინოვირუსი. არასოდეს ყოფილა რესპირაციული-სენსიტიური ვირუსი ასეთი ხშირი. ეს არის პირველი მიზეზი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის. ამის უკან ისევ და ისევ კორონავირუსი დგას. ის 2-წლიანი იზოლირება, ნიღბის ტარება, ხელების ჰიგიენა ეფექტური აღმოჩნდა ამ ვირუსების წინააღმდეგ. 2020-2021 წლებში გრიპის 2 შემთხვევა გვქონდა. ახლა კვირაში გვაქვს 10 შემთხვევა... პირბადე ისევ ჩვენი მეგობარი უნდა გახდეს. ამ სამ ვირუსს - გრიპს, რინოვირუსს და რესპირაციულ-სენსიტიურ ვირუსს, შორის განსხვავება მნიშვნელოვანია. დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, შეიძლება ვთქვათ რომელი ვირუსია წამყვანი - რინოვირუსს და რესპირაციულ-სენსიტიურ ვირუსს არ ახლავს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავისა და ყელის ტკივილი, სისუსტე, ამათ უკან უფრო გრიპი დგას“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება
მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. „თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი სრულად შესაბამისი იქნება NATO-ს სტანდარტებთან. პროექტის ღირებულება 70 მილიონამდე ლარია. პირველ ეტაპზე აშენდება: შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. მეორე ეტაპი ითვალისწინებს სასწავლო, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების აშენებასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და რეაბილიტირდება 3 ძველი შენობა. მშენებლობის დასრულება 2 წელიწადში იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გაერო: უკრაინაში 6 595 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
უკრაინაში, რუსეთის მიერ შეირაღებული თავდასხმის დაწყების დღიდან, სულ მცირე 6 595 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10 189 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებიდან 2 575 კაცია, 1767- ქალი, 172 -გოგონა და 206- ბიჭი. "დაღუპულთაგან 37 ბავშვი და 1838 ზრდასრულია, რომელთა სქესის დადგენა ვერ მოხერხდა. მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეულია მძიმე არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბვით, სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა, 9 277 დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაფიქსირდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პროკურატურა: ზუგდიდში მომხდარი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 ნოემბერს, ზუგდიდში, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ასევე არასრულწლოვანს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ლატვია სკოლებში, რუსული ენის სწავლების აკრძალვას გეგმავს
ლატვიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, რომ 2026/2027 სასწავლო წლიდან სკოლის მოსწავლეებისთვის, მეორე უცხო ენად რუსულის არჩევა გააუქმოს. გეგმის მიხედვით, მეორე უცხო ენა ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ევროკავშირის მხოლოდ ერთ-ერთი ოფიციალური ენა იქნება. „გამონაკლისი დაიშვება იმ ენებისთვის, რომელთა შესწავლა რეგულირდება ცალკეული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით. ვინაიდან რუსული არ არის ევროკავშირის ენა და არ ფიგურირებს შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებში, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს სკოლებში რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლის აკრძალვას. დღემდე ლატვიის სკოლებში პირველი უცხო ენა პირველი კლასიდან ისწავლება და ყველაზე ხშირად ეს ინგლისურია. მეორე უცხოური ენის სწავლება მეოთხე კლასიდან იწყება და მისი არჩევის საკითხი ჯერ კიდევ არ არის კანონით დარეგულირებული. 2021 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლატვიის სკოლების თითქმის ნახევარს არჩევანი არ აქვს: 300-ზე მეტ სკოლაში მეორე უცხო ენად მხოლოდ რუსული სთავაზობენ. ლატვიის განათლების სამინისტრო გამომდინარეობს იქიდან, რომ დაგეგმილი ცვლილებები „ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სრულ ჩართვას ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში“, - წერს მედია ლატვიის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით.
ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამართლდა - საია
ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამართლდა. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა წარდგენილი შუამდგომლობა და 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენით სასჯელმოხდილი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით მიიღო გამამართლებელი განაჩენი. „2021 წლის 17 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ“ მიიღო გადაწყვეტილება. საიას ცნობით, საჩივრის ფარგლებში მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას 2011 წელს ნარკოტიკული საშუალება (მარიხუანა) პოლიციელებმა ჩაუდეს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მომჩივანი პოლიციელებმა დააკავეს 2011 წლის 26 ივნისს ეჭვის საფუძველზე, რომ თითქოს ის იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მომჩივანი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ტესტირების მომენტში არ იყო, თუმცა, მის შარდში აღმოჩნდა კანაბისის კვალი. ამასთან, პოლიციელებმა მომჩივანს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინების გარეშე, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის პროცესს მოწმეები არ დასწრებიან. ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ მომჩივნის ფეხსაცმლიდან ამოიღეს ორი პაკეტი, რომელშიც მწვანე ფერის ნივთიერება იყო მოთავსებული. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნივთიერება იყო 8 გრამი მარიხუანა. მომჩივანს სასამართლომ 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. პირს ასევე, 5 წლით შეეზღუდა სატრანსპორტო საშუალების მართვის და კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა და მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 (1) მუხლი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საიამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობის პროცესში, 2022 წლის ოქტომბერში, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმაც მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულის თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოს, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი დაიბარა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის ელჩს, იბარებს, რათა უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის ქმედებები დაგმოს. კერძოდ, საუბარია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე. უკრაინა უნგრული მხარისგან ოფიციალურ ბოდიშს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის უარყოფას ელის. „ვიქტორ ორბანი ფეხბურთის მატჩზე მივიდა აქსესუარით, რომელზეც უნგრეთი იყო გამოსახული უკრაინის ტერიტორიის ნაწილით. უნგრეთში რევიზიონიზმის იდეების პროპაგანდა არ უწყობს ხელს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და არ შეესაბამება ევროპული პოლიტიკის პრინციპებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ. უნგრელი მინისტრი სოჭში ჩაფრინდა Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე დასასწრებად
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდვები გაიზარდა
ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზით, მიმდინარე წელს დაახლოებით 540 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიარა, რაც 2021 წელთან შედარებით 26,1%-ით მეტია. სტამბოლში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე, ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვაზე იმსჯელეს ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის სს-ის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განაცხადა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს მისი თქმით, გასულ წელს BTK-ით 428 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიარა. „ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, პირველი ხაზი 2017 წელს ამოქმედდა. 850 კილომეტრიანი გზა უზარმაზარ შესაძლებლობებს ხსნის. მათ შორის ევროპულ სივრცეზე წვდომის ჩათვლით დღეს ქმნის უზარმაზარ პოტენციალს დასავლეთის მარშრუტზე“, - განაცხადა როვშან რუსტამოვმა. ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს მისივე თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მშენებლობა სრულად დასრულდა. საქართველოს მხარეს მშენებლობა 86%-ით არის დასრულებული. ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.