ძებნის რეზულტატი:
ერევანში ОДКБ-ს სამიტის და პუტინის ვიზიტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა
პროდასავლურმა ოპოზიციურმა ალიანსმა, სამშაბათს ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. სამიტს ასევე დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი. აქციის მონაწილეები ერევნის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობისას ანტირუსული ლოზუნგებით გამოვიდნენ. მათი თქმით, არც რუსეთი და არც ОДКБ-ს სხვა წევრები, მათ შორის ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, არ დაეხმარნენ სომხეთს არც სექტემბერში აზერბაიჯანთან შეტაკებების დროს და არც მას შემდეგ. ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსის აქტივისტებისა და მხარდაჭერების მოსაზრებით, ОДКБ, ისევე როგორც რუსეთი, სომხეთის მტრები არიან. პროდასავლური ოპოზიციური ალიანსი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) სომხეთის გასვლას მოითხოვს.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 35 ადამიანი დაშავდა
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, დუზჯეს პროვინციაში, 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ დღეს, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:08 საათზე დაფიქსირდა და იგრძნობოდა სტამბოლში, ბოლუში, საქარიაში, ანკარაში, ბარტინში, კოჯაელში, ქუთაჰიაში, ბილეჩიკში, ზონგულდაკში, ბურსასა და იზმირში. მიწისძვრის ეპიცენტრი 6,81 კმ სიღრმეზე იყო. მიწისძვრის შემდეგ დაუყოვნებლივ, კატასტროფებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების ოფისმა (AFAD) 22 დაშავებულის შესახებ განაცხადა, აქედან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. ბოლუს გუბერნატორმა ერკან კილიჩმა განაცხადა, რომ მიწისძვრის დროს რამდენიმე მოქალაქე პანიკურად გადმოხტა აივნებიდან. ამავდროულად, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ AFAD-სა და სამაშველო სამსახურს 112-ს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ მიუღიათ.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ, კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოჰკვეთეს.
უკრაინა: ზაპოროჟიეს ოლქში, რუსეთის ძალებმა სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, დაიღუპა ახალშობილი
ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე, რუსეთის ძალების სარაკეტო შეტევისას, ახალშობილი დაიღუპა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციიხ ხელმძღვანელის ოლექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, სარაკეტო იერიში, საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაზე განხოერციელდა, სადაც ახალშობილი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. ცენტრალური რაიონული საავადმყოფო ქალაქ ვოლნიანსკში, ზაპოროჟიეს ცენტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.
კრემლის განცხადებით, რუსეთი ნავთობს არ მიაწვდის ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს ადგენენ
მოსკოვი ნავთობის არ მიაწვდის იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განუცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებების ნაცვლად, რუსეთი მარაგებს ბაზარზე ორიენტირებულ პარტნიორებზე გადააახლებს ან წარმოებას შეამცირებს. ნოვაკმა აღნიშნა, რომ ენერგორესურსებზე ფასების ზღვრის შემოღებამ და ასევე ენერგეტიკის სექტორის პოლიტიზირებამ შესაძლოა, მხოლოდ დეფიციტი და ენერგომომარაგების პრობლემები გამოიწვიოს. შეგახსენებთ, რომ G7-ის ქვეყნები, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასების დონის გამოცხადებას 23 ნოემბერს გეგმავენ.
რუსეთს საკმარისი რაკეტები აქვს კიდევ 3-4 მასიური სარაკეტო თავდასხმისთვის - დანილოვი
რუსეთს აქვს, საკმარისი რაკეტები კიდევ, 3-4 მასიური სარაკეტო თავდასხმისთვის, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „თავდასხმა, რომელიც 15 ნოემბერს მოხდა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. თუ ვსაუბრობთ ისეთ დაბომბვაზე, როგორიც იყო, მაშინ მაქსიმუმ სამი-ოთხი ასეთი დაბომბვა შეუძლიათ“, - აღნიშნა დანილოვმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იერუსალიმში ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები
იერუსალიმში, რამოტის რაიონში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდებულია 12 ადამიანი, აქედან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ლუქსემბურგმა უკრაინას HUMVEE-ს ტიპის ჯავშანმანქანები გადასცა
ლუქსემბურგმა უკრაინას, HUMVEE-ს ტიპის ჯავშანტექნიკა გადასცა, რომელიც პერსონალის ტრანსპორტირებისთვისაა შექმნილი. უკრაინისთვის გადაცემული მანქანების რაოდენობა არ ზუსტდება, თუმცა, გამოცემის ცნობით, ჯავშანტექნიკა ლუქსემბურგმა საკუთარი არსენალიდან გამოყო. ცნობილია, რომ ლუქსემბურგის არსენალში HUMVEE-ს ტიპის 42 ერთეული ჯავშანმანქანა ირიცხება. ლუქსემბურგმა უკრაინის ძალებს 100 NLAW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა და 15 სამხედრო კარავიც გადასცა.
ევროკავშირმა უნდა განამტკიცოს გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით - ვარჰეი
ევროკავშირმა უნდა განამტკიცოს გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით, – ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში განაცხადა. „გვჭირდება პოლიტიკური ნება, როგორც ევროკავშირის, ისე კანდიდატი ქვეყნების მხრიდან. გაფართოება არის გეოპოლიტიკური პრიორიტეტი ჩვენთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის. ევროკავშირში გაწევრიანების იდეა გადაჯაჭვულია რეფორმების საჭიროებასთან, თავისუფლებასთან, უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან. ჩვენ ეს ვნახეთ ახალი აპლიკანტების მაგალითზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს მოლოდინები გავამართლოთ. უნდა განვამტკიცოთ გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით“, – აღნიშნა ვარჰეიმ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
მარინა კალიურანდი: ჩვენი ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ
რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა გახდა იმედი და გარანტია, გადარჩენისა და დამოუკიდებლობის ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორისთვის, ჩვენი ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. მარინა კალიურანდის თქმით, ეს არ გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების დაბლა დაწევას. „გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე მძლავრი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი. ეს ასე იყო 2004 წელსაც, როდესაც ჩემი ქვეყანა, ესტონეთი შევიდა ევროკავშირში და დღეს უფრო მეტად არის საჭირო, როდესაც რუსეთის აგრესიის ფონზე ევროკავშირის წევრობა გახდა იმედი და გარანტია, გადარჩენისა და დამოუკიდებლობის ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორისთვის. ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ეს არ გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების დაბლა დაწევას. პირიქით, კოპენჰაგენის კრიტერიუმები იყო და უნდა დარჩეს ევროკავშირის გაფართოების კრიტერიუმებად, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი გადასადგმელია. მათ შორის გაფართოების პოლიტიკის ყოვლისმომცველი გარდაქმნა, არსებული ჩიხის და გაფართოებით დაღლილობის გადალახვა. სწორედ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განგრძობადობას, თანმიმდევრულობას და სანდოობას“, – აღნიშნა კალიურანდმა.
13 წლის გოგო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 60 წლის კაცი, ბაბუის ძმაა
13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 60 წლის კაცი ბაბუის ძმაა. შიდა ქართლში, არასრულწლოვანზე, სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს როგორც ბრალდებული კაცის ერთ-ერთი მეზობელი აცხადებს, გოგონას მასთან საჭმელი მიჰქონდა ხოლმე. „დედა აგზავნიდა ხოლმე და მასთან საჭმელი მიჰქონდა. წყნარი კაცი იყო. აივნიდან იყურებოდა, გარეთ საერთოდ არ გამოდიოდა“, - აცხადებს ბრალდებული კაცის მეზობელი „რუსთავი 2“-თან საუბრისას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
თბილისის ნაწილს წყალი 30 საათით შეუწყდება - "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი"
დღეს, 24 ნოემბერს, ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. მიზეზი კომპანიის ცნობით, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარებაა. ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, ტექნიკური სამუშაოები 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან დაიწყება და 25 ნოემბრის 18:00 სთ-ზე დასრულდება. ამასთან, წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში - დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, ტეხურის, ჩაილურის, ჭიათურის, ენგურის, ქარელის, იყალთოს, იყალთოს მთის, ბაკურიანის, ბაკურციხის, ტუსკიას, ლიხაურის, ჩიქოვანის, კოსტავას ქ, ალექსიძის, ალმასიანის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ნატახტრის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანი, სხირტლაძის, სხვიტარიძის, ცხინვალის, აბაშიძის, ზემო ვეძისის, ლომონოსოვის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას N1-41(კენტებს), N2-58(ლუწებს), ყაზბეგის გამზ. N1-41(კენტებს), N 2-24(ლუწებს), ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელის, შევარდენიძის, თამარაშვილის, ქუთათელის, მ. დავითაშვილის, ვ. წულაძის, ოდიშელიძის, არდაზიანის, სახოკიას, უნივერსიტეტის N2-დან N8-ის ჩათვლით, ო. ლორთქიფანიძის, აფაქიძის და ხვიჩიას ქუჩებს. კვერნაძე, ბერბუკი, ზ. ბენდელიანი, ოთხი ათასი მესხის, ფარსადანის, მელიქ სურხავის, ბობ უოლშის ქ. „ახალი თბილისი“, ოლიმპიური ქალაქი, აღმაშენებლის ხეივანი „თბილისი მოლი“, დიღმის წყლის ქუჩებს. ნასიძე, როსტევანის 1, 8ა, ნინო აბაშიძე-ორბელიანის N 1ა, 3, 13 ასურელის N 126, დავარის N1, ფარნავაზ მეფის ქ.N 5, ა.სულაკაურის ქუჩებს. ყაზბეგის გამზ. N26-30(ლუწებს), N43-55(კენტებს), ჯანაშვილის, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის ქ. ფალიაშვილის ქ, რ. მიშველაძის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზირს (გარდა N43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84), აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, არაყიშვილის, მზიურს, რამიშვილის, საჯაიას, ავალიანის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის, ვ.გაბაშვილის, ავალიშვილის, წყნეთის ქუჩებს. ჭავჭავძის გამზირი 1 შესახვევს. მთწმინდა-კრწანისის რაიონში პოლიკარპე კაკაბაძის, კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ზ. ბოცვაძის, ე. გაბაშვილის, ვ. სარაჯიშვილის, 8 მარტის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, როდენის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თუმანიშვილის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას 1 შესახვევს, კოსტავას 2 შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, ხორავას, შანიძეს, ბაქრაძის, გაბუნიას, უმიკაშვილის, ლარსის, გალის, თერგის, რჩეულიშვილის ჯაფარიძის, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, გ. ახვლედიანის, ეკალაძის, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, მ. ჯავახიშვილის, მესხიას, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, მ. ლაღიძის, რ. ლაღიძის, აბაკელიას, ცხემის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, კ. მესხის, ს. მესხის, მთაწმინდის, ყიფიანის, არსენას, ზ.ქიქოძეს, ვეძინის, გიგაურის, ლიხის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ინგოროყვას, ზიჩის, კოტეტიშვილის, ზ. ჟვანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, ვ. აბაშიძის, ნიაღვრის, გერგეთის, ჭონქაძის, სავანელის, ვ. ბერიძის, ამაღლების, ზ.დუმბაძის, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, მაჩაბელის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, გუდაურის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ტატიშვილის, მილორავას, ჩირგაძეს, გურგულიას, ა. მაჭავარიანის, ნიშნიანიძის, წავკისის, ოქროყანის, შინდისის, შხეფის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, ჩაიკოვსკის, თაბუკაშვილის N 30-48 (ლუწებს), N25-53 (კენტებს), კოჯრის, გერონტი ქიქოძის, ა. ქუთათელაძის, სანაპიროს, ს.ჟღენტის, ვ.მოსიძის, კ. უკლებას, ლ. ბოცვაძის, ბროსეს ქუჩებს, ჯამბულის ქუჩას და შესახვევს, ოქროყანას. პუშკინის, აბესაძის, ახოსპიელის, კუფტინის, ვ. ივერიელის, საიათნივას, ა. კათალიკოსის, გრ. ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გომის, თუმანიანი, ასკანის, ორპირის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას ქუჩებს. კოტე აფხაზის N1-25 (კენტებს), N2-22(ლუწებს), ორთაჭალის ქ. N I,II,III,IV,V ჩიხები, აბო თბილელის, აბანოს ქ. N2, გრიშაშვილის ქ. N11. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, დისევის , ბელიაშვილის შესახვევი N12, ბელიაშვილის N40, ბელიაშვილის II ჩიხს, ლუბლიანას ქუჩაზე ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა კლინიკას.
WSJ: 16-მა სენატორმა პენტაგონს მიმართა, გადახედოს აკრძალვას და უკრაინას მოიერიშე MQ-1C-ის დრონები მიაწოდოს
16 ამერიკელი სენატორისგან შემდგარმა ჯგუფმა, აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ გადახედონ აკრძალვას და უკრაინას Grey Eagle MQ-1C-ის უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდონ. „უკრაინისთვის MQ-1C-ით მიწოდებას მნიშვნელოვანი გრძელვადიანი სარგებელი აქვს და შესაძლოა, ომის სტრატეგიული კურსი უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალოს“, - ნათქვამია წერილში, რომელზე დაყრდნობითაც ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. კანონმდებლები წერილში იხსენებენ, რომ ირანმა რუსეთს გადასცა უპილოტო თვითმფრინავები, რომლებითაც ოკუპანტი უტევს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. „უკრაინაში უპილოტო თვითმფრინავების არსებობა ასევე დადებითად აისახება მარცვლეულის ექსპორტზე და გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებაზე“, - ნათქვამია წერილში. აშშ-ის სენატორები მინისტრს 30 ნოემბრამდე სთხოვენ, უკრაინისთვის MQ-1C თვითმფრინავების მიწოდებაზე უარის თქმის მიზეზები განმარტოს. უპილოტო საფრენ აპარატ Gray Eagle-ს შეუძლია ოთხი რაკეტა Hellfire-ის ტარება, 30 საათი უწყვეტი ფრენა და თითქმის 8000 კილომეტრის დაფარვა.
ფინეთის ყურესა და არქიპელაგის ზღვაში, ფინეთის საზღვაო ძალების უდიდესი წვრთნები დაიწყო
ფინეთის ყურესა და არქიპელაგის ზღვაში, ფინეთის საზღვაო ძალების ძირითადი წვრთნები დაიწყო. წვრთნების მიზანია ფინეთის სანაპიროზე და ბალტიის წყლებზე საერთაშორისო ერთობლივი ოპერაციის ჩატარება და სამხედრო მეზღვაურებისთვის საერთაშორისო დახმარების გაწევა. წვრთნებში, 23 საბრძოლო ხომალდი, ასევე ტექნიკური ფლოტის გემები და საზღვაო ძალების და ქვეითი ჯარების რაზმები მონაწილეობენ. წვრთნის პროცესში, სულ 5000-მდე ადამიანია ჩართული. სწავლება Freezing Wings-ი ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, რომელშიც ჩაერთვებიან სამხედროები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან და შვედეთიდან.
პოლიციამ, ხარაგაულში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა
სამართალდამცველებმა ხარაგაულში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. "განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, დაკავებულია – 1978 წელს დაბადებული ჯ.ს. რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულ მეორე პირს, როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მისი ვინაობა დადგენილია. სამართალდამცველები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.
ბრიტანეთი უკრაინას, Sea Kings-ის ტიპის სამ ვერტმფრენს გადასცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვერტმფრენებს პირველად გადასცემს. საუბარია სულ სამ Sea Kings-ის ტიპის ვერტმფრენზე, რომელთაგან პირველი უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, ოსლოში მოკავშირე ქვეყნების კოლეგებთან შეხვედრაზე, სადაც ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შემდგომ სამხედრო მხარდაჭერაზეც განიხილავენ. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში უკრაინელი სპეციალისტები, დიდ ბრიტანეთში, ვერტმფრენების ოპერირებას სწავლობდნენ. ვერტმფრენებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენებენ. უოლესმა ასევე თქვა, რომ ბრიტანეთი უკრაინას, დამატებით 10 000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის. Sea King ვერტმფრენებს ადრე ბრიტანეთის საჰაერო ძალები და საზღვაო ძალები იყენებდნენ. ბოლო Sea King-ის ფლოტში გამოყენება ბრიტანეთმა 2018 წლიდან შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ კიევში მისი პირველი ვიზიტისას, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინას, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას დაჰპირდა.
სამების საკათედრო ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. წირვა-ლოცვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღავლენს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ, კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოჰკვეთეს.
გერმანიის მუზეუმიდან, რამდენიმე მილიონ ევროდ შეფასებული ოქროს კელტური მონეტები მოიპარეს
ბავარიის ქალაქ მანჩინში, რომაულ-კელტური მუზეუმის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ 450 კელტური მონეტა მოიპარეს, რომელიც რამდენიმე მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ძარცვა სავარაუდოდ 21 ნოემბერს მოხდა. ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ „ფანჯარა ჩამსხვრეულია“, თუმცა გამომძიებლები, მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალებზე არ საუბრობენ. „მონეტები იყო მუზეუმის მთავარი ექსპონატი. ბავარიის კრიმინალური პოლიცია საქმეს იძიებს. კელტური განძის დაკარგვა კატასტროფაა", - ამის შესახებ ბავარიის მეცნიერებისა და ხელოვნების მინისტრმა, მარკუს ბლუმმა განაცხადა.
ძმისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის დაკავებული კაცის ოჯახი წევრები ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ
ჩემი ქმარი უსამართლოდაა დაკავებული. ბავშვის დედას არ აინტერესებს შვილები, - ამის შესახებ ძმისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებული კაცის ოჯახის წევრმა განაცხადა. „ჩემი ქმარი უსამართლოდაა დაკავებული. ბავშვის დედას არ აინტერესებს შვილები - ერთს ჩვენ ვზრდით, მეორეს მული და მესამე მასთან არის. ბავშვს დედამ შთააგონა, რა და როგორ უნდა ეთქვა. მისი ინტერესი აქვს, ეს სახლ-კარი უნდა და მიზეზიც ეს არის. ასეთი ტყუილი მოიგონა“, - აცხადებს დაკავებული მამაკაცის მეუღლე. შეგახსენებთ, სამეგრელოში, მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს. დაკავებულს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ძმისშვილის მიმართ ედავებიან.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო
ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთიდან ამჟამად დაახლოებით 250 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება. მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა, დე-ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროსთან მოლაპარაკების შედეგები მოახსენა. მისივე თქმით, ნაკადის განრიგისა და დროის შეთანხმების შემდეგ სპეციალისტები გაემგზავრებიან აჭგუარას ხაზზე სამუშაოების შესასრულებლად. ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, რუსული ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი სწორედ აჭგუარას ელექტროგადამცემი ხაზის სარემონტო სამუშაოების დასრულების აუცილებლობას უკავშირდება. გარდა ამისა, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულად დაბალ დონეზეა.