ძებნის რეზულტატი:
შსს: ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ, დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. "თბილისის პოლიციამ 1972 წელს დაბადებული გ.მ. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა. შიდა ქართლის პოლიციამ 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბ.ნ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, 128 ვაზნა და 4 მჭიდი. გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1941 წელს დაბადებული ო.ო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 680 ვაზნა, 3 ხელყუმბარა და 5 სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დმანისის პოლიციამ 1967 წელს დაბადებული ა.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი. საგარეჯოს პოლიციამ 1996 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა.. პოლიციამ, ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო რევოლვერი და 28 ვაზნა. ოზურგეთის პოლიციამ 1952 წელს დაბადებული გ.წ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: სხვადასხვა სისტემის 2 პისტოლეტი, შაშხანა, ფეთქებადი ნივთიერება, 2 ხელყუმბარა, 12 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 293 ვაზნა. ონის პოლიციამ 1991 წელს დაბადებული დ.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ბრალდებით დააკავა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 16 ვაზნა, გადაჭრილი სანადირო თოფი და მცირეკალიბრიანი შაშხანა - ე.წ. გეკო. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", ვკითხულობთ ინფორმაციაში.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა 85 720 თანამებრძოლი დაკარგეს. "ლიკვიდირებულია დაახლოებით 85720 (+310) ჯარისკაცი. ტანკები - 2898 (+1). ჯავშანტექნიკა - 5837 (+7), საარტილერიო სისტემები - 1889 (+2). საჰაერო თავდაცვის სისტემები - 209, ვერტმფრენები - 261, თვითმფრინავი - 278, ფრთოსანი რაკეტები - 531 (+51), სპეცტექნიკა - 161", - ნათქვამია ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რიში სუნაკი ირაკლი ღარიბაშვილს: ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა
ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს. როგორც წერილშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას მოგახსენებთ 26 ოქტომბრით დათარიღებული მოლოცვის წერილისთვის. უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მადლობას გიხდით მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II გარდაცვალების გამო თბილისში ბრიტანეთის საელჩოში მიბრძანებისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის. ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა. მინდა გარწმუნოთ, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, რათა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ გაითხოვოს და საქართველოს ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა უზრუნველყოს. მიხარია, რომ 2023 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდეგ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2021 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. მივესალმები ასევე უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას. ამ უკანონო ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას. ურყევია გაერთიანებული სამეფოს, ისევე როგორც თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ერების კეთილდღეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისა და გამყარების გზით“, - აღნიშნულია წერილში მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
აზერბაიჯანში უდიდესი სარკინიგზო ხიდი შენდება
„აზერბაიჯანის რკინიგზა“, მდინარე ხაკარზე, მასშტაბურ ხიდს აშენებს. ხიდის კონსტრუქციის სიგრძე 418 მეტრი იქნება, სიგანე კი 6,5 მეტრი. სამუშაოები ჰორადიზ-აღბენდის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საფუძველი გასული წლის 14 თებერვალს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მონაწილეობით ჩაეყარა. იგეგმება, რომ პროექტი მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო ხაზი ცალმხრივია, სიგრძე ღერძზე 110,4 კილომეტრია. ხაზზე 9 სადგური იმუშავებს, კერძოდ, ჰორადიზი, მარჯანლი, მაჰმუდლუ, სოლტანლი, გუმლაგი, ხაკარი, მინჯივანი, ბარტაზი, აგბენდი. პროექტის ფარგლებში ასევე, ექსპლუატაციაში შევა 456 ხელოვნური საინჟინრო ნაგებობა, 70 მოსახვევი, 110,4 კილომეტრიანი საკომუნიკაციო და სასიგნალო ხაზი.
რიში სუნაკი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, რათა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ გაითხოვოს და საქართველოს ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა უზრუნველყოს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ქართველი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში აცხადებს. „მიხარია, რომ 2023 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდეგ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2021 წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში. რიში სუნაკი ირაკლი ღარიბაშვილს: ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა მივესალმები ასევე უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას. ამ უკანონო ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას. ურყევია გაერთიანებული სამეფოს, ისევე როგორც თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ერების კეთილდღეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისა და გამყარების გზით“, - აღნიშნულია წერილში მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. როგორც წერილშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში. ინფორმაციისთვის, საქართველოს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. აღსანიშნავია, რომ ორმხრივი ურთიერთობები ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან (1918-1921 წწ.) იწყება. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის შორის 1919 წელს დამყარდა, რომლის აღდგენაც 1992 წლის 27 აპრილს მოხდა. 2022 წელს, აღინიშნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წერილები გაიცვალა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის.
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ. პარლამენტმა 531 ხმით დაამტკიცა გადაწყვეტილება, 7 წინააღმდეგი იყო და 34-მა თავი შეიკავა. წინადადების თანახმად, კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, კერძოდ, პასპორტები, რომლებიც არ უნდა იყოს მიღებული. თუმცა, უკრაინის კონფლიქტს გაქცეული პირები კვლავ შეძლებენ ჰუმანიტარული ნიშნით ევროკავშირში შესვლას. კენჭისყრის შემდეგ მომხსენებელმა ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარმა (S&D, ES) განაცხადა, რომ „ევროპარლამენტი მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რათა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით, რათა დარწმუნდეს, რომ პუტინი გადაიხდის მაღალ ფასს ამ ომისთვის და უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ასევე ოფიციალურად იქნება მიღებული საბჭოს მიერ და გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, ის ძალაში შევა გამოქვეყნებიდან მეორე დღეს. ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, არ აღიარონ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული დოკუმენტები ევროპარლამენტი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს არ ცნობს შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ევროკავშირის საზღვრებს ვერ გადაკვეთენ. რუსეთი ყირიმის მცხოვრებლებისთვის პასპორტებს 2014 წელს ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ გასცემს და ამჟამად ანალოგიურად მოქმედებს უკრაინის სხვა კონტროლირებად რაიონებში. ამ რუსული პასპორტების მიუღებლობა ვრცელდება მაშინ, როდესაც ვინმე ითხოვს ვიზას ევროკავშირში შესასვლელად, ან როდესაც ისინი კვეთენ ევროკავშირის გარე საზღვრებს. კომისიის ცნობით, თითქმის ყველა წევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს არ მიიღებენ.
ლუკაშენკო რუსეთთან მოლაპარაკებებზე: ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას, სრული განადგურებით ემუქრება. ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ერევანში CSTO-ს სამიტის ფარგლებში რუსი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა. „ყველაფერი უკრაინის ხელშია. არა იმიტომ, რომ მსურს ეს თემა ზელენსკის ან უკრაინაზე გადავიტანო. მართლაც, ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია“, - განაცხადა ლუკაშენკომ. „თუ უკრაინას არ სურს ხალხის სიკვდილი და დიდი რაოდენობით, მაშინ კონფლიქტი უნდა შეწყდეს. ჩვენ უნდა შევჩერდეთ, ეს უნდა შევაჩეროთ. რადგან შემდგომში მოხდება უკრაინის სრული განადგურება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში ხალხებს შორის ურთიერთობა აუცილებლად აღდგება, როგორც ეს არაერთხელ მოხდა ისტორიაში, თუნდაც მრავალი წლის რთული კონფლიქტების შემდეგ, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების გამო, გერმანია G7-ის შეკრებას ითხოვს
გერმანია დიდი შვიდეულის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ითხოვს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის უახლეს სარაკეტო დარტყმის გამო. ამის შესახებ Twitter-ზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა დაწერა. „მომავალ კვირას, როგორც G7-ის თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ მოვიწვევთ სხვა პარტნიორებს ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რათა უკრაინის ენერგომომარაგების შემდგომი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ“, - წერს ბერბოკი. მინისტრის თქმით, პუტინი ცდილობს, უკრაინელი ხალხი სიცივესა და სიბნელეში ამყოფოს. „ის ვერასდროს დაარღვევს მათი თავისუფლების სურვილს და ჩვენს მხარდაჭერას“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. გერმანია 2022 წლის განმავლობაში G7-ის ჯგუფს თავმჯდომარეობს. 29-30 ნოემბერს, რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება. მას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
26 ნოემბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია ნათქვამი. „26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზელენსკი მოუწოდებს ეუთოს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა რუსეთზე ზეწოლისა და ომის შეჩერების მიზნით
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია, გამოყენებული იყოს ყველა ეროვნული და საერთაშორისო შესაძლებლობა ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლის განსახორციელებლად. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-20 საშემოდგომო სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „იმისთვის, რომ საბოლოოდ შევაჩეროთ ომის თვეები და დავიწყოთ მშვიდობის წლების ათვლა, აუცილებელია, გამოვიყენოთ ყველა ეროვნული და საერთაშორისო შესაძლებლობა ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლისთვის. იყავით ლიდერები ამ კუთხით და იყავით ლიდერები მშვიდობისკენ მოძრაობაში“, - მიმართა ზელენსკიმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას. კიევის მერის ინფორმაციით, 24 ნოემბრის დილის მონაცემებით, დედაქალაქის 70% იყო დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე, რადგან რუსეთი განაგრძობს ქვეყნის რეგიონების კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას.
უკრაინის გენერალური პროკურორი: ხერსონის რეგიონში წამების 9 კამერა აღმოაჩინეს
უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება, რომ უკრაინელმა გამომძიებლებმა ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების ფართომასშტაბიანი დანაშაულის კვალი აღმოაჩინეს. „გენერალური პროკურატურის ცნობით, ხერსონის რეგიონის განთავისუფლებულ ტერიტორიაზე წამების 9 ობიექტის არსებობა დადასტურდა. ასევე ნაპოვნია 432 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, რომლებიც წამების კამერებში მოკლეს", - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა. მისი თქმით, ტერიტორიის დიდი ნაწილი და მრავალი შენობა დანაღმულია. რუსული პოზიციებიდან ნაღმტყორცნებიდან თავდასხმები ხორციელდება. კოსტინის თქმით, ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში 12 საპროკურორო-საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, რომლებსაც ასევე შეუერთდებიან გენერალური პროკურატურის სპეციალისტები. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7192 ლარი იყო."გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8218 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7951 ლარს შეადგენდა.გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1456 ლარს შეადგენს.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 25 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
"ხალხის ძალა": გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა სალომე ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის სამსახურში
სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტებიდან სამი წლის თავზე აშშ-ის საელჩოს ფავორიტად იქცა, სწორედ გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ის უცხო ქვეყნის სამსახურში, - საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც ნიკა გვარამიას მხარდაჭერაზეა საუბარი, განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ენჯეოებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილობით სთხოვეს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდოს. საზოგადოებისთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რომ „ელიტური“ ენჯეოები საელჩოს რესურსია. ამ ენჯეოებს ფულს საელჩო უხდის და შესაბამისად, მუსიკასაც ის უკვეთავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი გვარამიას შეწყალებისთვის ამზადებენ ნიადაგს. ამასთან, როგორც ჩანს, ისინი გარკვეულ ფორმალობებს იცავენ და სალომე ზურაბიშვილისთვისაც სახის თუნდაც ნაწილობრივ შენარჩუნებას ცდილობენ. უნდათ საქმე ისე გააფორმონ, რომ ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უარი ვერ უთხრა და გვარამია ამიტომ შეიწყალა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თითქმის ყველა ქმედებას ევროპული სტრუქტურების გამოყენებით ახორციელებენ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია. სწორედ ევროპული სტრუქტურების მეშვეობით შექმნეს მათ ივნისში მღელვარება, რაც, მათივე გათვლით, ხელისუფლების ცვლილებით უნდა დასრულებულიყო, ასევე, ევროპელებს წამოაწევინეს როგორც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების, ისე გვარამიას შეწყალების თემა. აქვე, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 2004-2007 წლებში მაშინდელ ხელისუფლებას აქტიურად ეხმარებოდა, მათ შორის პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეების დიდ ნაწილს ხელფასებსაც კი უხდიდა, ფინანსურად ეხმარებოდა ჯარს და პოლიციას, გაარემონტა და აღჭურვა უამრავი სკოლა და ა.შ. თუმცა, მაშინ ის ოლიგარქად არავის მოუხსენებია. ივანიშვილის მიმართ საელჩოს უარყოფითი განწყობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის საელჩოს მთავარ აგენტს, მიხეილ სააკაშვილს დაემშვიდობა. ახლა კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან სრულად არის დისტანცირებული და მხოლოდ ქველმოქმედებითა და ქვეყანაზე ზრუნვით არის დაკავებული, მას ოლიგარქად აცხადებენ, რაც საელჩოს ორმაგ სტანდარტებზე დამატებით მეტყველებს. „მთავარი არხი“, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი სხვა მედიასაშუალებები, საქართველოში სიცრუისა და რადიკალიზმის მთავარი წყაროა. სიცრუე და რადიკალიზმი კი არის ერთადერთი იარაღი, რომლის გამოყენებითაც საელჩომ „ქართული ოცნება“ აგენტურით შეიძლება ჩაანაცვლოს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ამ რესურსს ისინი განსაკუთრებულად უფრთხილდებიან და მფარველობენ. ყველა ვხედავთ, რომ „მთავარი“, „ტვ პირველი“ და სრულიად ურეიტინგო „ფორმულაც“ კი, ელჩის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობენ და ის თითქმის ექსკლუზიურად მხოლოდ ამ ტელევიზიებს სტუმრობს. მეტ-ნაკლებად ობიექტური მედიაგაშუქებისა და რადიკალიზაციის შემცირების პირობებში, „ქართული ოცნება“ ისე გამაგრდება, რომ საქართველოში აგენტოკრატიის დამყარების „ამერიკული ოცნება“ შეიძლება ბოლომდე აუხდენელი დარჩეს. ბუნებრივია, საელჩოს ამის დაშვებაც არ უნდა და ისინი ფიქრობენ, რომ გვარამიას შეწყალებით სიცრუესა და რადიკალიზმს ახალ სტიმულს მისცემენ. ჩვენთვის ცნობილია, რომ საელჩო სააკაშვილის გასათავისუფლებლადაც აქტიურად იღწვის. ენჯეოების, ლომჯარიას და ცნობილი ევროპარლამენტარების აქტიურობა ამის მკაფიო დასტურია. ამის მიღმაც, ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვების მოწოდებით ისინი უკვე, პრაქტიკულად, ყველა კაბინეტს სტუმრობდნენ. საზოგადოების რეაქციის ეშინიათ და სააკაშვილის გათავისუფლებაზე საჯაროდ საუბარს ვერ ბედავენ, თუმცა, ვიცით, რომ ელჩით დაწყებული, ვაშინგტონიდან ჩამოსული სტუმრებით დამთავრებული, სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვება ხელისუფლებისგან უკვე ყველამ ითხოვა“,- აღნიშნავენ ხალხის ძალაში. მათივე თქმით, გაპრეზიდენტებიდან სამი წლის თავზე აშშ-ის საელჩოს ფავორიტად იქცა. „სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტებიდან სამი წლის თავზე საელჩოს ფავორიტად რომ იქცა, საზოგადოებისთვის ესეც კარგად არის ცნობილი. სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც პირველი სამი წლის მანძილზე ერთი წესიერი ვიზიტი და საერთაშორისო მედიაში ერთი წესიერი გამოჩენაც კი არ ღირსებია, მას შემდეგ ნებისმიერი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების კარი ღიაა. ცოტა ხნის წინ, ქართული რადიკალიზმის ცნობილმა მხარდამჭერმა, დევიდ კრემერმაც თქვა, პოლიტიკურ პროცესებში ლიდერის როლი პრეზიდენტმა უნდა იტვირთოსო. არადა, იგივე კრემერი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში იყო აქტიურად ჩართული და მას განცხადებებს საჯაროდ უწუნებდა. ზოგადად, საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყო საელჩოდან მართული და ამ თვალსაზრისით, მის კანდიდატურაზე არჩევანი სწორად შეჩერდა. მთელი საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, მას ღიად ესხმოდნენ თავს როგორც რადიკალური ოპოზიცია და მისი მედიასაშუალებები, ისე ენჯეოები და საელჩოს სხვა შიდა თუ გარე პარტნიორები. ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს რუსეთის რეზიდენტს ისე უწოდებდა და მის მიმართ ისე ბილწსიტყვაობდა, რომ ამაზე არცერთ, თუნდაც ქალთა უფლებებზე მომუშავე ენჯეოს ერთი ფორმალური კრიტიკული განცხადებაც კი არ გაუკეთებია. ზუსტად ასევე ჰყავდათ ის მოძულებული მომდევნო სამი წლის განმავლობაშიც. თუმცა, სამი წლის თავზე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ შეცვალეს და პოზიციების გასამყარებლად ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება დასჭირდათ, საელჩომ სალომე ზურაბიშვილის გადაბირება გადაწყვიტა და მიზანს ადვილადაც მიაღწია. როგორც ჩანს, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული როლი დედობრივმა ინსტინქტმა შეასრულა და მან ორივე შვილის ნახტომისებური სამსახურებრივი დაწინაურების ცდუნებას ვერ გაუძლო. ბუნებრივია, მის გადაწყვეტილებაში უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრისა და ფართო საერთაშორისო მედიაგაშუქების ცდუნებაც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა. საბოლოოდ, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება აშორებდეს. სწორედ გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ის უცხო ქვეყნის სამსახურში. გვინდა თუნდაც მცირე იმედი დავიტოვოთ, რომ სალომე ზურაბიშვილში მისი დიდი წინაპრების გენები გაიღვიძებს და ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ასე უხეშად არ დაუპირისპირდება“,- აღნიშნულია ხალხის ძალის განცხადებაში.
ერდოღანი: თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას მის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე საფრთხე არ აღმოიფხვრება
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას მის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე საფრთხე არ აღმოიფხვრება. ერდოღანის თქმით, თურქეთის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ ტერორისტულ „ბუდეებს“ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში. „სადაც არიან ტერორისტები, იქ იქნება სახელმწიფოს უსაფრთხოების ორგანიზაცია თავისი პოლიციით, სამხედროებით და უსაფრთხოების ძალებით“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთმა კვირას განაცხადა, რომ დაიწყო ოპერაცია ტერორისტული ჯგუფის PKK/YPG-ის წინააღმდეგ. თურქეთის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოპერაცია შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას და ერის თავდაცვის უფლებას, რომელიც გაეროს რეზოლუციებს შეესაბამება.
საუდის არაბეთი ენერგეტიკულ პროექტებში $769 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს
საუდის არაბეთი ენერგეტიკულ პროექტებში სულ მცირე 769 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებს. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა აბდულაზიზ ბინ სალმან ალ საუდმა განაცხადა, იუწყება ტელეარხი Al-Sharq-ი. სამეფოში ენერგეტიკის სექტორში მიზნობრივი პროექტების ღირებულება, რომლებიც 2030 წლამდე განხორციელდება, სწორედ 769 მილიარდი დოლარს შეადგენს. ალ საუდის თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლება აპირებს, გაზარდოს ნავთობპროდუქტების ტევადობა ჯუბაილში, იანბუსა და რას ალ-ხაირში. ასევე იგეგმება რას ალ-ხაირში ნავთობპროდუქტების მიწოდების მიზნით, ახალი პორტის აშენება იგეგმება.
„ღამის ავტობუსის“ პროექტი გაუქმდა - კალაძე
დედაქალაქის მერი კალაძის განცხადებით, „ღამის ავტობუსის“ პროექტმა გაამართლა, უბრალოდ პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ აკრძალული იყო. კალაძე ამბობს, რომ პროექტმა გაამართლა, თუმცა მარშრუტი პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების დროს გაუქმდა. „აღარ დადის „ღამის ავტობუსი“. პროექტმა გაამართლა, უბრალოდ პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ აკრძალული იყო და ხალხი ვერ სარგებლობდა, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ“,- განაცხადა კალაძემ.
ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის წევრობა, საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია
„ევროკავშირის წევრობა საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია. ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნებისთვის ფორმალურად ევროკავშირის კარი გააღო და, შედეგად, ჩვენ გადავინაცვლეთ გაფართოების პაკეტში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კიშინეუში, მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა „იმ დიდი პასუხისმგებლობის აღებით, რომელიც ევროკავშირთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამართლებრივად მაღალი თავსებადობის უზრუნველყოფას გულისხმობს“. მოლდოველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეკოსნფერენციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობით დაფუძნებული ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობას, რაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამი ქვეყნის გამორჩეულ პარტნიორობას ნათლად წარმოაჩენს. დარჩიაშვილის განცხადებით, მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია როგორც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების, ისე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობის შესახებ. შეხვედრაზე საუბარი ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო. „მსურს შემთხვევით ვისარგებლო და უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავუდასტურო,"- განაცხდა მინისტრმა. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს, როგორც ორმხრივი დინამიური ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლისა და გააქტიურების კარგ შესაძლებლობას. ამ მხრივ, მხარეები მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას მიესალმნენ და ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით, საქართველოში მოიწვია,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუმინეთთან და უნგრეთთან უკრაინის საზღვრებზე, საკონტროლო პუნქტები ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო არ მუშაობს
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უნგრეთთან და რუმინეთთან საზღვრებზე საკონტროლო პუნქტები ამ დროისთვის არ მუშაობს. სამსახურის განმარტებით, ამის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვაა. „ხალხისა და მანქანების რეგისტრაცია არ მიმდინარეობს სოლოტვინოს საგუშაგოზე რუმინეთის საზღვარზე და კოსინოსა და ძვინკოვის საგუშაგოებზე უნგრეთის საზღვარზე“, - იუწყება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხუთშაბათს დილით ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ აღდგა 16 ოლქში, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასიური თავდასხმის შემდეგ, რამაც ქვეყნის უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია.
1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინაში, რუმინეთმა გენოციდად აღიარა
რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებმა 23 ნოემბერს ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს დეკლარაციას, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს გმობს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუმინეთის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ერთობლივ სხდომაზე მიღებულია პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც აღიარებს ჰოლოდომორს (1932-1933 წლების მიზანმიმართული შიმშილი უკრაინაში) როგორც დანაშაული უკრაინელი ხალხისა და კაცობრიობის წინააღმდეგ“, - იუწყება რუმინეთში უკრაინის საელჩოს პრესსამსახური. შეხვედრის დაწყებამდე რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით -„უკრაინელების დაუსჯელი გენოციდი მეორდება". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ გერმანელ პარტნიორებს მოუწოდა, აღიარონ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად.
ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა
კიევის საქალაქო საბჭომ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კიევის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს. „ბორისი რამდენჯერმე ეწვია უკრაინის დედაქალაქს - როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე რუსი აგრესორების წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ყველაზე დრამატულ დროს. ჯონსონმა ბევრი გააკეთა და დარწმუნებული ვარ, გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთმა და მსოფლიო ლიდერებმა უზრუნველყონ უკრაინისთვის საჭირო დახმარება. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! გელოდებით ისევ კიევში, რათა გადმოგცეთ ეს საპატიო ჯილდო!“, - დაწერა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში. ბორის ჯონსონი ფონდს აფუძნებს და უკრაინის აღდგენისთვის თანხების მოძიებას გეგმავს - Telegraph ბორის ჯონსონი უკრაინის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ის არაერთხელ ეწვია კიევს და სოლიდარობა პირადად გამოხატა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ. კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფაც არის გახსნილი.