ძებნის რეზულტატი:
CNN: აშშ უკრაინაში Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს
CNN-ი თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინაში Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა აშშ-სთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. „რეგულარულად ვატარებთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და ჩვენს პარტნიორებთან, თუ რა არის უკრაინის თავდაცვის საჭიროებები. ამჟამად ჩვენ არ ვგეგმავთ Patriot-ის მიწოდებას, მაგრამ კვლავ გავაგრძელებთ ამ დისკუსიებს“, - განაცხადა თავის მხრივ პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა მედიასთან.
NATO უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების გადაცემას განიხილავს
NATO-ს მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზადყოფნას, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება უზრუნველყონ. კერძოდ, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის Patriot-ის სისტემები, მაგრამ სანამ ამ სისტემების შესახებ დისკუსიები გრძელდება, NATO ყურადღებას ამახვილებს საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რაც უკრაინამ უკვე მიიღო. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, მინისტერიალის პირველი დღის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დმიტრო კულება: NASAMS-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. Patriot-ის დროა სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ NATO-ს მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას ყველაზე მოწინავე სისტემები, როგორიცაა, ნორვეგიული NASAMS-ი და გერმანული IRIS-T-ი. ეს სისტემები აჩვენებენ მაღალ შედეგებს, რასაც მოწმობს უკრაინის თავდაცვის ეფექტიანობა რუსული სარაკეტო თავდასხმებისა და თვითმფრინავების თავდასხმების დროს. ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია ამ სისტემების საბრძოლო მასალის მიწოდება, ასევე სათადარიგო ნაწილები მათი მოვლა-შეკეთებისთვის. CNN: აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს შეგახსენებთ, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტეს.
სამხედრო მხარდაჭერა აძლიერებს უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკების მაგიდასთან - კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი
საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინისთვის სამხედრო და სხვა სახის დახმარებით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, კიევის პოზიციას აძლიერებს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა. „ჩვენი მიზანია, გავამყაროთ უკრაინის პოზიციები ადგილზე სამხედრო დახმარების, დაზვერვის გაზიარებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით. როდესაც ამას ვაკეთებთ, ჩვენ რეალურად ვამაგრებთ მათ პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან. საბოლოო ჯამში, კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა იქნება. ასე იყო ყველა კონფლიქტში. თუმცა ჩვენ ჯერ აქამდე არ მოვსულვართ“, - განაცხადა ჯოლიმ. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ. შეხვედრაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულებაც მონაწილეობს.
გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 56 მილიონი ევრო გამოუყო
გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 56 მილიონი ევრო გამოუყო. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „კანცლერმა შოლცმა პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ ვითარებაზე მოსაზრებების გაცვლის მიზნით დაურეკა“, - განაცხადა მთავრობის სპიკერმა. კანცლერმა უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მჭიდრო კონტაქტს გააგრძელებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: წელს რუსეთი ასი ათას ჯარისკაცს დაკარგავს
წელს რუსეთი ასი ათას ჯარისკაცს დაკარგავს და მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენ დაქირავებულს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. "ყოველდღიურად კარგავენ ასობით მობილიზებულ და დაქირავებულ ჯარისკაცს. წელს რუსეთი ასი ათას ჯარისკაცს დაკარგავს და მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენ დაქირავებულს და მსოფლიო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყველამ, ვინც ამ კრიმინალურ ომში დამნაშავეა, პასუხი აგოს”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორი მეწარმე სუბიექტი და ბუღალტერი პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020-2022 წლებში, ბრალდებულები, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ფეხმძიმე ქალებთან, ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში, რის შემდეგაც, მომზადდა ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, შეცდომაში იყო შეყვანილი სსიპ სოციალურ მომსახურეობის სააგენტო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საწარმოებში თითქოსდა დასაქმებული 82 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება ჯამში 82 000 ლარის ოდენობით, რაც შემდგომში გაინაწილეს ურთიერთშორის. „ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დეკრეტული შვებულების თანხების დაუფლებასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
აშშ-მ შესაძლოა, დაჯგუფება „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ხაზგასმით აღნიშნავენ წყაროები, მაგრამ ეს საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს დაიწყოს სისხლის სამართლის დევნა კერძო სამხედრო დაჯგუფებასა და მისი ცალკეული წევრების მიმართ და მთელ მსოფლიოში მათი აქტივები ჩამოართვას. PMC Wagner-ი, რომელიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენთან და უკრაინასთან ომის მხარდამჭერთან, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მანამდე, ევროპარლამენტარებმა სამხედრო დაჯგუფების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატება მოითხოვეს, მაგრამ დღემდე ეს მხოლოდ ესტონეთმა გააკეთა.
უკრაინული მედია: დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვის შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ, დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი. ამასთან, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში ხარკოვის ოლქის დასახლებაზეც მიიტანეს. "რუსეთი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით, შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთში, ბრიანსკის ოლქში საწვავის ტანკებს ცეცხლი გაუჩნდა
30 ნოემბრის ღამეს, ბრიანსკის ოლქის სურაჟსკის რაიონში ნავთობპროდუქტების ტანკებს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია, რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრე ბოგომაზმზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირის ინფორმაციით, ხანძარი 1800 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. რა გახდა ხანძრის მიზეზი, არ ზუსტდება. „შემთხვევის ადგილზე 80 ადამიანი და 30 ტექნიკა მუშაობს, მათ შორის სახანძრო მატარებელი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საავიაციო ჯგუფი“, - აცხადებს ბოგომაზი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Financial Times: Alibaba-ს დამფუძნებელმა ჯეკ მამ ჩინეთი დატოვა
Alibaba-ს დამფუძნებელმა, მილიარდერმა ჯეკ მამ ჩინეთი დატოვა და თითქმის ნახევარი წელია ტოკიოში ცხოვრობს. ამის შესახებ Financial Times-ი ერთ დროს უმდიდრესი ბიზნესმენის ადგილსამყოფელის შესახებ, წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გაზეთი წერს, რომ ჯეკ მამ ჩინეთი „ქვეყნის ტექნოლოგიურ სექტორსა და მის ყველაზე გავლენიან ბიზნესმენებზე პეკინის მუდმივი ზეწოლის ფონზე“ დატოვა. წყაროების თქმით, მა იაპონიაში ოჯახთან, პირად შეფთან და მცველებთან ერთად გაემგზავრა. გაზეთი წერს, რომ ბიზნესმენი დაბალ პროფილს ინარჩუნებს, დადის ტოკიოში კერძო კლუბებში, და „დროის გასატარებლად“ აკვარელში ხატვა დაიწყო. FT-ის ცნობით, მა სტუმრობს ტოკიოს ცხელ წყაროებსა და სათხილამურო კურორტებს და რეგულარულად მოგზაურობს აშშ-სა და ისრაელში. ჯეკ მამ დიდწილად შეწყვიტა საზოგადოებაში გამოჩენა მას შემდეგ, რაც შანხაიში 2020 წლის ოქტომბერში გამართულ კონფერენციაზე, ჩინეთის რეგულატორები გააკრიტიკა და სახელმწიფო ბანკები „ლომბარდის მენტალიტეტში“ დაადანაშაულა. ამის შემდეგ ჩინელმა ფინანსურმა მარეგულირებლებმა მა გასაუბრებაზე დაიბარეს. 2021 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ Alibaba, ანტიმონოპოლიური დარღვევისთვის რეკორდული $2,8 მილიარდით დააჯარიმა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 3 დეკემბრამდე შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება.
პირს, რომელმაც თბილისში ნათესავი ქალი მოკლა და მსხვერპლის ბინიდან ტელევიზორი წაიღო, 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 16 მარტს თბილისში, გლდანის რაიონში, ანგარების მოტივით ბრალდებულმა ნათესავი ქალი, მისსავე ბინაში დანით კისრის არეში დაჭრა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ასევე, დაეუფლა გარდაცვლილის კუთვნილ ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ჩეხეთში, რუსეთის საელჩოსთვის ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გამორთვა სურთ
ჩეხეთში, რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიცია petice.com-ზე გამოქვეყნდა. პროექტმა Dárek pro Putina Twitter-ზე რუსეთის საელჩოს პრაღაში „საკუთარი სუპის დაგემოვნება“ შესთავაზა. „ჩვენ გვინდა, რომ ელექტროენერგია და წყალი მომწოდებლებმა პრაღაში ყველა შენობას გაუთიშონ, რომელიც ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას. დაე, ისინიც გაიყინონ ისე, როგორც მაგალითად კიევის მოსახლეობა იყინება", - ნათქვამია შეტყობინებაში.
კახა კალაძე: დისტრიბუციის მანქანების სპეციალური პარკინგისთვის თბილისში 550-ზე მეტი ადგილი გამოიყოფა
დისტრიბუციის მანქანების სპეციალური პარკინგისთვის თბილისში 550-ზე მეტი ადგილი გამოიყოფა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „მინდა გაცნობოთ, რომ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თანამშრომლობით დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და თბილისის მასშტაბით დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც სადისტრიბუციო მანქანები გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს ქალაქში, როდესაც გაჩერებული ჰყავთ და სხვა ავტომობილების გადაადგილებას აფერხებს. კონკრეტული სივრცეების გამოყოფა სადისტრიბუციო მანქანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კარგია, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა“,- განაცხადა კალაძემ.
თბილისში, მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 9 დეკემბერს აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელიც. „საახალწლო ილუმინაციებისა და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება 9 დეკემბერს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ამინდი იქნება. ამასაც ვაკვირდებით. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამის შესახებაც მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუმცა, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 9 დეკემბერს განათდეს დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით. მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელი, სადაც ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქსტატი: მიმდინარე წლის ათ თვეში, საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10 გაიზ%-ით გაიზარდა. "2022 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა. როგორც საქსტატში აცხადებენ, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება. ამასთან, საქასტატის ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
კულება: ესპანეთი უკრაინას, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და გენერატორებს გადასცემს
ესპანეთი უკრაინას, დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გენერატორების გადაცემას დაჰპირდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. კულება, თავის ესპანელ კოლეგას ხოსე მანუელ ალბარესს შეხვდა, სადაც ესპანელმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და გენერატორებს გადასცემენ. „მე შევხვდი ჩემს ესპანელ კოლეგას, უკრაინის ნამდვილ მეგობარს, ხოსე მანუელ ალბარესს. მადლობელი ვარ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გენერატორების მოწოდებისთვის. მან დაადასტურა, რომ მეტი ტვირთი იქნება მიწოდებული. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის სამშვიდობო ფორმულა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის სამიტზე განოაცხადა“, - წერს კულება.
გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი შეაფასებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 22 ივლისის მოწვევის შედეგად, საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS-ისა (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მისიის მიზანია, შეაფასოს გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის საერთო მდგომარეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 და 2022 წლებში კონსერვაციის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოები, ღვთისმშობლის ტაძრის მკლავებში კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რესტავრაციისთვის გამოყენებული მეთოდები და მასალები, ასევე – საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები. „შეგახსენებთ, ტაძარში დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის 13 მაისს დაიწყო და აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდა. ტაძრის მკლავებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვით, აუცილებელი იყო ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად, ვინაიდან აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობდა, რაც აფერხებდა ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნიდა კედლის მხატვრობას. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციით, საჭირო იყო ახალი დროებითი გადახურვა (რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნებოდა), რაც გაკეთდა კიდეც მიმდინარე წლის ზაფხულში. რაც შეეხება კედლის მხატვრობას, მასზე ზრუნვა UNESCO-ს ექსპერტების პირველივე მისიის საქართველოში ჩამოსვლიდან (2021 წლის ივნისი) დაიწყო და კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში შეჩერდა. დროებით გადახურვასაც და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებსაც სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა (ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი და კედლის მხატვრობის სპეციალისტი მარიო პულიერი). აღსანიშნავია, რომ იტალიელ სპეციალისტთა ეს ჯგუფი კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათში 13 თვის წინ ჩამოვიდა და ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავის ყველაზე დაზიანებული მხატვრობა ჩამოცვენა/განადგურებას გადაარჩინა. მათ შორის იყო მაცხოვრის სახეც. ნიშანდობლივია, რომ მხატვრობის ეს ნაწილი დღესაც უცვლელად არის შენარჩუნებული, რაც გამოყენებული მეთოდის სისწორეზე მეტყველებს. დადასტურებულია, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც, იუნესკოს სპეციალისტების რჩევით, ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციში.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: დროა, გავაძლიეროთ ჩვენი ქმედებები ქალთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებით, გენდერული ნიშნით ძალადობა ჩვენს სამყაროში ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. მათივე ცნობით, NATO-ს სამეკავშირეო ოფისი უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქტივიზმის 16-დღიან კამპანიას, ‘OrangeTheWorld’-ს "გენდერული ნიშნით ძალადობა ჩვენს სამყაროში ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ასაკის, წარმომავლობისა თუ განათლების დონის მქონე ქალზე. ამგვარად, დროა გავაძლიეროთ ჩვენი ქმედებები ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასასრულებლად. სწორედ ამ მიზნით, ნატოს სამეკავშირეო ოფისი უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქტივიზმის 16-დღიან კამპანიას, ‘OrangeTheWorld’-ს. ეს კამპანია გვახსენებს, რომ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა ძირს უთხრის იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია თანამედროვე, საერთაშორისო საზოგადოება და ეს პრობლემა საერთო ძალისხმევით უნდა მოგვარდეს. გავერთიანდეთ და ერთად ვიმუშაოთ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად და აღმოსაფხვრელად. ნატო აცნობიერებს გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და რეაგირების აუცილებლობას. ალიანსის ღირებულებები ინდივიდუალური თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ გაეროს წესდებით ემყარება პრინციპს, რომ ქალთა თანასწორი უფლებები მნიშვნელოვანია და ქალთა მიმართ ძალადობა დაუშვებელია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ხვალიდან კვირის ბოლომდე მელიქიშვილზე მანქანების მოძრაობა სრულად იზღუდება
ხვალიდან, 1 დეკემბრიდან, კვირის ბოლომდე თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. დეტალებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. "მიმდინარე კვირაში ასფალტის საფარის ბოლო ფენას დავაგებთ... მოძრაობა დაშვებული იქნება იმ სქემით, რომელიც გამზირის რეაბილიტაციის დასაწყისში იყო - ვარაზისხევზე მოძრაობა ორმხრივი იქნება, ჭავჭავაძის გამზირიდან წამოსული ავტომანქანები კი ვარაზისხევში ჩასვლას შეძლებენ. ეს იქნება დროებითი, რადგან კვირის ბოლოს საგზაო სამუშაოები მთლიანად დასრულდება", - თქვა თბილისის მერმა. შეზღუდვების გამო: ჭავჭავაძისა და კეკელიძის ქუჩებიდან მანქანებს გადაადგილება შეეძლებათ ვარაზისხევის მიმართულებით, საიდანაც მოძრაობა ნებადართული იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის, ასევე, კოსტავას ქუჩის მიმართულებით; კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზსა და გმირთა მოედანს შორის არსებულ მონაკვეთზე, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით; თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზეც, ხოლო იაკობ ნიკოლაძის ქუჩიდან, ქუჩიშვილისა და ღამბაშიძის ქუჩების გავლით, კოსტავას ქუჩაზე; დროებით რუსთაველის გამზირიდან კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახვლედიანის, ქიაჩელისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჭოველიძის ქუჩასა და გმირთა მოედანზე ამსვლელ პანდუსზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით; ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები და ავტობუსები ვარაზისხევის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით; თამარ მეფის გამზირიდან და საბურთალოს მხრიდან ვაკისკენ მიმავალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გმირთა მოედნის პანდუსით, ვარაზისხევის ქუჩაზე გადაადგილდებიან. თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ, ივნისში დაიწყო. ამის გამო პრობლემები იქმნება არა მხოლოდ საავტომობილო გზებზე, არამედ ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარებზეც. გამზირის სრული რეაბილიტაციის პროცესში შეიცვალა გზის საფარი, მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, დაირგო ხეები და ბუჩქები.