ძებნის რეზულტატი:

ბოგდან აურესკუ: რუმინეთი მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომლის თანახმად, საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუმ, ბუქარესტში, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ რუმინეთსა და საქართველოს მსგავსი ამოცანები აქვთ და რუმინეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა. „საქართველოსთან და ქართველებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ სიმბოლისტური, არამედ ძლიერი და თბილი გრძნობები“, - აღნიშნა აურესკუმ.  მისივე თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანა – საქართველო და უკრაინა, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება ალიანსის წევრები გახდებიან. „ჩვენ ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს ამ ამოცანას. სწორედ ამიტომ, ბუქარესტში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას, ჩვენ რუმინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დონე, სტრატეგიულ პარტნიორობამდე გავზარდეთ“, – განაცხადა აურესკუმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ.  

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს სჭირდება სოლიდარობა, რათა საზღვრების დაცვა შეძლოს

ბუქარესტში, დღევანდელი მინისტერიალის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება, როგორც დაიცვან რუსეთის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო. ამის შესახებ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა ბუქრესტში, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა. ბოგდან აურესკუ: რუმინეთი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა, ალიანსის წევრები გახდებიან როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პარტნიორების სოლიდარობა სჭირდება. „ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მეზობელ დაუცველ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, მოდლოვა და ასევე ბოსნია. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში, მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ჩვენ ნამდვილად ვიყოთ თანმიმდევრულები, რათა რუსეთის მეზობელმა ქვეყნებმა შეძლონ საზღვრების დაცვა. მე ვფიქრობ, ეს იქნება მინისტერიალზე საერთო გზავნილი საქართველოსთვის“, – განაცხადა ანიკენ ჰუიტფელდტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ.  

ევროკომისია: ომში 100 000 უკრაინელი სამხედრო და 20 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

განახლება  ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ უკრაინაში ომის მსხვერპლთა შესახებ განცხადებას, ევროკავშირი განმარტავს. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის შეიარაღებული ძალების 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე უკვე დაიღუპა. ევროკავშირმა უკრაინაში ომის მსხვერპლთა შესახებ ლაიენის განცხადება განმარტა ეს შეფასება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.  მან ევროკომისიას შესთავაზა შექმნას სპეციალური სასამართლო, გაეროს მხარდაჭერით, რათა უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულები გამოიძიონ.  ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთმა ასევე უნდა აანაზღაუროს უკრაინას მიყენებული ფინანსური ზიანი, რომელმაც, მისი შეფასებით, უკვე 600 მილიარდ ევროს გადააჭარბა. ამ მიზნით ევროკავშირმა, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევრო და რუს ოლიგარქების კუთვნილი 19 მილიარდი ევრო გაყინა.  განახლება  ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ უკრაინაში ომის მსხვერპლთა შესახებ განცხადებას, ევროკავშირი განმარტავს.  

ირაკლი კობახიძე: ყველა, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია უნდა დასანქცირდეს

ყველა, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და რომ ის უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას, ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, არამედ სიბინძურე. ვინც ამას აკეთებს, არის სიბინძურის სამსახურში. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა და ლოგიკა, ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი. ყველა, ვინც ამას ამბობს, არის აგენტი, ომის პარტიის აგენტი“, – განაცხადა კობახიძემ.  

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა კრიპტობირჟის რეგულირებისთვის მზადაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ჩანგპენგ ჟაოს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბად პოზიციონირებას, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ მთავრობას. აღინიშნა ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. ამასთან, გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და საქართველოს კანონმდებლობა კრიპტობირჟის რეგულირებისთვის მზად არის. მსოფლიოში უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას - Binance-ს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აქვს. ფორბსის მონაცემებით, ჩანგპენგ ჟაოს ქონება $17,4 მილიარდს შეადგენს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.  

უილიამ კორტნი: აშშ აცნობიერებს, რომ ომის შედეგი შეიძლება, თვალსაჩინო გახდეს უკრაინის მიღმაც, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში

Europetime-თან ინტერვიუში, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი საუბრობს შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით აშშ-ის სტრატეგიაზე, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომსა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე. უნდა შევხედოთ თუ არა უკრაინის ომს უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში. იმ ფონზე, როდესაც აშშ ორიენტირებულია უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაზე ამ ომში, ეს დიდწილად განსაზღვრავს თუ არა იმას, თუ როგორ იფიქრებს აშშ შავი ზღვის სტრატეგიაზე? - ამ საკითხის განხილვისას, ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ შეერთებული შტატების სტრატეგია უნიკალურ გარემოემებზეა დაფუძნებული. უპირველესად, აშშ-ის სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას დაეხმაროს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვებაში, ძირითადად, ქვეყნის გარშემო არსებულ უნიკალურ გარემოებებზეა ორიენტირებული. მაგალითად, მოგეხსენებათ, პირველ რიგში, ეს არის სახმელეთო ომი; საზღვაო ბრძოლები ნაკლებად არის ცენტრალურ ეტაპზე. ამავდროულად, აშშ აცნობიერებს, რომ ომის შედეგი შეიძლება, თვალსაჩინო გახდეს უკრაინის მიღმაც, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში. მაგალითად, რუსეთმა რომ გაიმარჯვოს, ის შეიძლება, უფრო აგრესიული გახდეს სხვაგანაც რეგიონში, მათ შორის საქართველოშიც. უილიამ კორტნის შეფასებით, ბრძოლის ველზე ახლა უკრაინას აქვს იმპულსი. „რთული სათქმელია, სად ჩანს ის ეტაპი, როდესაც რუსეთი უკრაინაზე შეტევას ვეღარ შეძლებს. ამის პროგნოზირება მიჭირს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ აშკარად ჩანს, უკრაინას აქვს ახლა ბრძოლის ველზე იმპულსი. ომი შეიძლება, დასრულდეს ბრძოლის ველზე ან მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. რაც შეეხება საქართველოს საკითხს და შეერთებული შტატების მხარდაჭერას, ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, სამი ათეული წელია, რაც აშშ ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და ამ დროის განმავლობაში უზარმაზარი ნაბიჯები გადაიდგა. უილიამ კორტნის შეფასებით, ვაშინგტონი ხედავს საქართველოს მომავალში ინვესტირების ძლიერ პოზიტიურ შედეგებს. ასევე გაეცანით Europetime-ს ინტერვიუს უილიამ კორტნისთან შესაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად წვრთნები კიდევ უფრო გააძლიეროს შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 29 ნოემბერს განაცხადა, რომ NATO გაზრდის თავის ყოფნას „შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე“. მისივე განმარტებით, შავი ზღვის რეგიონს ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ბლინკენმა შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისთვის და თავად NATO-სთვის, რეგიონში გვყავს სამი მოკავშირე, რომლებიც, ამავდროულად, NATO-ს წევრი სახელმწიფოები არიან და ასევე, გვყავს ახლო პარტნიორები, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო. რუსულმა მხარემ შავი ზღვის ზოგიერთი ნაწილი „საომარ ზონად“ დაჰყო. ჩვენ ვხედავთ სარაკეტო იერიშებს უკრაინული ქალაქებისა და სოფლების მისამართით, რუსული ძალები ბლოკავენ უკრაინის პორტებს და იწვევენ სასურსათო კრიზისს. გაეროსა და თურქეთის დამსახურებით, შავი ზღვის კორიდორში მიმოსვლა შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, რუმინეთს კრიტიკული როლი ჰქონდა. ჩვენ გავაძლიერებთ NATO-ს წარმომადგენლობას შავიდან ბალტიის ზღვამდე და ამ ძალისხმევით ვმუშაობთ როგორც ერთმანეთთან, ისე NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის სტრატეგია“, - განაცხადა ბლინკენმა და რუმინეთს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი უწოდა.  „უკრაინის კრიზისს უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში უნდა შევხედოთ. რუსეთის ამბიციების განხორციელების კონტექსტში, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ჰიბრიდული ომი რუსეთის კიდევ ერთი კარგად ნაცადი ხერხია და დემოკრატიულმა სამყარომ უსაფრთხოების გამოწვევის გადასაჭრელად ერთობლივად უნდა იმუშაოს. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯოზეფ ბილბოს თქმით, შეერთებული შტატები რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით ხედავს. ჯოზეფ ბილბოს თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. მან ჩამოთვალა ვაჭრობისა და ნაოსნობის თავისუფლების საკითხები და ხაზი გაუსვა საეთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას. ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა, დამატებითი ასპექტია ეკონომიკური განვითარების წინ წასაწევად. მისივე თქმით, ინფორმაციის გაზიარება და ის გამოწვევები, რომლებიც სადაზვერვო საზოგადოებაში ასე ხშირად გვხვდება, ის საკითხებია, რომლებზეც შეერთებული შტატები ქართველ კოლეგებთან მუშაობს. „ომმა უკრაინაში მხოლოდ გვაჩვენა ამ თანამშრომლობის გაზრდის საჭიროება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. კარენ დონფრიდი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონი ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. სტრატეგიასთან დაკავშირებით ჯინ შაჰინის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ამჟამად კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს.

სახალხო დამცველი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს მივაწოდე

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიაწოდა. ომბუდსმენის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქმის კურსში არიან და კონტაქტი აქვთ ექსპერტთა ორგანიზაციასთან. "სალომე ზურაბიშვილს მივაწოდე ინფორმაცია ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ და ინფორმაცია, რაც ვნახე ვივა მედში. მან მითხრა, რომ ის არის კონტაქტზე, მისი წარმომადგენლები ექსპერტთა ორგანიზაციასთან, ქალბატონი მაკა ჯიშკარიანის ორგანიზაციასთან საქმის კურსში არიან, თვალყურს ადევნებენ და მადლობა გადამიხადა მიწოდებული ინფორმაციისთვის", - თქვა, ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

პატიმრობაში მყოფი ბელორუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა, ჰოსპიტალიზებულია​

პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია​. Reuters-ის ცნობით, კოლესნიკოვას დისა და ოპოზიციის ცნობით, გომელის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. „ამ შემთხვევამდე ორი კვირის განმავლობაში, კოლესნიკოვასთან ადვოკატი არ შეუშვეს“, - აცხადებენ ოპოზიციონერ ვიქტორ ბაბარიკოს გუნდში.  მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მას ბრალად ედება ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა. სასამართლომ ბელორუსის ოპოზიციის ლიდერს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  

მომავალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს - ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციაც, რომ დამოიკიდებელი სახალხო დამცველი იყოს არჩეული. ამასთან, მისივე თქმით, მომავალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.  "ჯერჯერობით ყველაფერი მიდის კარგად, პრეტენზიები შეიძლება იყოს ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, ნამდვილად გამჭირვალე პროცესი იყო. ახლა მთავარია შედეგი. ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციაც ის არის, რომ არჩეული იყოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. არ მაქვს ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური მოლაპარაკებები ან რა ეტაპზეა. შესაძლებელია, არ იქნას არჩეული, რადგან „ოცნებას“ ოფიციალურად არ აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა და ოპოზიციიდან რაზე შეთანხმდებიან, ვინ, რა კონსენსუსზე წავა, ჩემთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 7 დეკემბერს ეწურება.  

რუსეთში, პერმის უმსხვილეს თბოელექტროსადგურში ხანძარია

რუსეთის ფედერაციაში, პერმში, 30 ნოემბერს, შუადღისას აეროპორტის მახლობლად მდებარე თბოელექტროსადგურში ხანძარი გაჩნდა.  ამის შესახებ რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონალურ დეპარტამენტზე მითითებით იუწყება.  პრომიშლენნაიას ქუჩაზე 103-ში მდებარე თბოელექტროსადგურზე ხანძარი ადგილობრივი დროით 13:00 საათამდე (მოსკოვის დროით 11:00 საათამდე) გაჩნდა, ტელეგრამის 112 არხის ცნობით, ხანძარი შედუღების სამუშაოების დროსგაჩნდა. ობიექტიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. MASH-ის ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. ორი მათგანი დამწვრობის განყოფილებაშია მოთავსებული, მესამე დაშავებულს კი რეანიმაცია უტარდება. ობიექტი ენერგოკომპანია T Plus-ს ეკუთვნის, რომელიც პერმის ტერიტორიაზე უდიდესი თბოელექტროსადგურია.   

საქართველო კორეასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე, მოლაპარაკებას იწყებს

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კორეის დედაქალაქ სეულში, კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორთან გი ვუკ იანგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე შეხვედრა გაიმართა. „აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, მოეწერა ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ. საქართველოს მხრიდან ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. ერთობლივი მიზანშეწონილობის კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების თანახმად, კორეა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება განხორციელებადი და მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია როგორც საქართველოსთვის, ასევე კორეისთვის. აღნიშნული შეთანხმება, დღეისათვის ძალაში მყოფი შეთანხმებებით დაფარულ 2.3 მილიარდიან ბაზარზე, ქართულ საექსპორტო პროდუქციას წვდომას გაუხსნის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გაიტანონ 50 მილიონიან, მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზარზე. ამასთან, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება კატალიზატორი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებას, არამედ უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ ჩარჩოს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეკომენდაციების თანახმად, მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, შესაძლებლობის ფარგლებში და ორი ქვეყნის ორმხრივი სარგებლის გათვალისწინებით, უნდა გაიმართოს როგორც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობაზე, ასევე ვაჭრობასთან დაკავშირებული ზომების ფართო სპექტრზე, როგორიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, საბაჟო სფერო, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, არასატარიფო ზომები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და სხვ. „ასევე, კვლევის რეკომენდაციების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში განახორციელებენ შესაბამის შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, რაზეც პირველი რაუნდის გამართვა იგეგმება 2023 წელს. ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრაზე, მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ენერგეტიკის, წარმოების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მას უკანონოდ უსმენენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას უკანონოდ უსმენდნენ. როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, მან სამ ადგილას ხმის ჩამწერი მოწყობილობა იპოვა. მისი თქმით, ერთი ჩამწერი მოწყობილობა ავტომობილში, ხოლო მეორე ოფისში აღმოაჩინა.  „ეს არის მაღალი დონის მოსასმენი [მოწყობილობა] და ვიდეოთვალი. ავტომანქანაში, ე.წ. „ბარდაჩოკთან“ იყო ჩამონტაჟებული. მეორე - სავარძელის გვერდით“, — განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკეტი აცხადებს, რომ ამ საკითხზე, სამართალდამცველებს მიმართავს.   

რას გულისხმობს ევროკომისიის ახალი გეგმა, რომლის სამიზნეც რუსეთია

ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც დაყადაღებული რუსული აქტივების კონფისკაციას გულისხმობს. - ინფორმაციას Reuters-ი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ევროკავშირი გამოდის ინიციატივით, გაეროს მხარდაჭერით შეიქმნას სპეციალიზირებული სასამართლო რუსეთის დანაშაულისა და აგრესიის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით. Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს ლაიენის თქმით, ამ დროისთვის დაბლოკილია რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები. ამასთან, რუს ოლიგარქებს 19 მილიარდი ევრო გაუყინეს. ევროკავშირი და მისი პარტნიორები ახლა მუშაობენ იმაზე, რომ თანხების ინვესტირება შეძლონ. კერძოდ, შესული თანხა უკრაინას მოხმარდება, რათა ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდეს. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

იენს სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, გაზარდონ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მიმართ

„NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, გაზარდონ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მიმართ, ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას NATO-სა და თქვენს ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრის წინ განაცხადა. „განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს პარტნიორებს ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, საქართველოდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. სასიამოვნოა, რომ გხედავთ ყველას აქ. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას NATO-სა და თქვენს ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს. NATO-ს გენმდივნის გზავნილი საქართველოს, ბუქარესტის მინისტერიალიდან NATO და NATO-ს მოკავშირეები სამივე პარტნიორს უწევენ დახმარებას ბევრი წლის განმავლობაში, მათ შორის შესაძლებლობების მშენებლობაში, რეფორმების განხორციელებაში და მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით წვრთნებში. დღეს ეს პარტნიორები რუსეთის ზეწოლას განიცდიან. NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, გაზარდონ მხარდაჭერა მათ მიმართ. ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების პრობლემები, განსაკუთრებით კი სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. შეხვედრას საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან. NATO საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას აძლიერებს. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ბუქარესტში გაკეთდა. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ.

ომბუდსმენი სააკაშვილის ადვოკატის განცხადებაზე: ვერ გეტყვით, რომ ობიექტურ გამოძიებას მიიღებს და დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დადგინდება

სამწუხაროა, ასეთი რამ რომ მოხდა. ვერ გეტყვით, რომ ობიექტურ გამოძიებას მიიღებს და დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დადგინდება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას გამოეხმაურა. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მას უკანონოდ უსმენენ „ძალიან სამწუხაროა, ტოტალური მოსმენა რომ არსებობს და არანაირი საზედამხედველო მექანიზმი არ არსებობს, უკონტროლო და არაკანონიერ მოსმენაზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ეს ფაქტია და არაერთგზის მტკიცებულებებით დამტკიცებულია. ძალიან სამწუხაროა ასეთი რამ რომ მოხდა. ვერ გეტყვით, რომ ობიექტურ გამოძიებას მიიღებს და დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დადგინდება, იმიტომ, რომ როგორც წესი ამ ტიპის საქმეებზე გამოძიებები არ სრულდება და პასუხისგებაში არავინ მიეცემა ხოლმე“, - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას უკანონოდ უსმენდნენ. როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, მან სამ ადგილას ხმის ჩამწერი მოწყობილობა იპოვა. მისი თქმით, ერთი ჩამწერი მოწყობილობა ავტომობილში, ხოლო მეორე ოფისში აღმოაჩინა.   „ეს არის მაღალი დონის მოსასმენი [მოწყობილობა] და ვიდეოთვალი. ავტომანქანაში, ე.წ. „ბარდაჩოკთან“ იყო ჩამონტაჟებული. მეორე - სავარძელის გვერდით“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.   მიხეილ სააკაშვილის ადვოკეტი აცხადებს, რომ ამ საკითხზე, სამართალდამცველებს მიმართავს. 

ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს აიღებენ

30 ნოემბერს, ოდესის საქალაქო საბჭოს XVI სესიაზე, კენჭისყრის შედეგად, რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორისა და მხედარმთავარ ალექსანდრე სუვოროვის ძეგლების დემონტაჟის საკითხი გადაწყდა.  ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ ამის შესახებ ოდესის საქალაქო საბჭოს პრესსამსახური იტყობინება. ეკატერინე II-ის ძეგლის დემონტაჟს მხარი 43-მა დეპუტატმა დაუჭირა, სუვოროვის ძეგლის დემონტრაჟს – 41-მა.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფინეთისთვის იარაღის მიყიდვის გეგმა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა იარაღის მეორე დიდი გაყიდვა ფინეთს ერთი თვის განმავლობაში, იტყობინება Reuters. ფინეთი უფრო მეტ იარაღს ყიდულობს შეერთებული შტატებისგან და თავდაცვას აძლიერებს მას შემდეგ რაც, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ფინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, დამატებით 1,7 მილიარდი ევრო გამოყოს იარაღისა და თავდაცვის სხვა მასალების შესაძენად მხოლოდ წელს. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაახლოებით 323,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების (AIM 9X Block II) ტაქტიკური რაკეტების, (AGM-154 Joint Stand Off) იარაღისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა გააუმჯობესებს ფინეთის შესაძლებლობებს. ფინეთი ამ რაკეტების გამოყენებას F-35 სტელსტის ტიპის თვითმფრინავების ახალ ფლოტთან ერთად გეგმავს, რომელსაც ის ასევე შეერთებული შტატებიდან ყიდულობს. ამ თვის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაამტკიცა 150 მართვადი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის გაყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულება 535 მილიონი დოლარია.  

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნის შედეგებს უკრაინულ მხარეს გააცნობენ

„ჩვენ შევხვდებით ელჩს, ან მის წარმომადგენლებს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნის შედეგებს გავაცნობთ", - ამის შესახებ ორგანიზაცია "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა უკრაინის საელჩოსთან, „ტვ პირველს" განუცხადა. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! „დასკვნა ხვალ შედის სასამართლოში. დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება, სულ უფრო და უფრო. თუ ადეკვატური ზომები არ იქნება მიღებული, მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება. ახალი საავადმყოფოს მოწყობა პენიტენციური სამსახურის მოწყობა, სრული აბსურდია. ახლა მაინც უნდა მისცეს ადამიანს საკუთარი კონსტიტუციური ულება, რაც ჯანმრთელობის უფლება და გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ. შემდგომი პროცესები სასამართლოს ფარგლებში გაგრძელდება", - განაცხადა ჯიშკარიანმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ჩინეთი თურქეთს და ისრაელს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სირიაზე შეტევა“

ჩინეთი მოუწოდებს თურქეთსა და ისრაელს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები სირიაზე“, ამის შესახებ მედია გეროში ჩინეთის წარმომადგენლის მოადგილეზე დაყრდნობით წერს.  „ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. სირიაში უსაფრთხოების ვითარება კვლავ არასტაბილურია. თურქეთმა განახორციელა საჰაერო თავდასხმები სირიაზე და გამოაცხადა, რომ განახორციელებს სახმელეთო ოპერაციას სირიის წინააღმდეგ. ისრაელის საჰაერო თავდასხმები სირიის წინააღმდეგაც გაგრძელდა", - განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა. ერდოღანი: თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას მის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე საფრთხე არ აღმოიფხვრება  

ალასკაზე ნავთობის მოძიების მიზნით, აშშ-ს აუქციონზე თითქმის 1 მილიონი ჰექტარი მიწა გამოაქვს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, ალიასკის სანაპიროზე ახალი ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვისთვის ასობით ათასი ჰექტარი გამოყოს. იტყობინება Bloomberg. 958 000-ზე მეტი ჰექტარი ალასკაში Cook Inlet-ზე აუქციონზე გაიყიდება. მოსალოდნელია, რომ ბურღვისას, თითქმის 200 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და 300 მილიარდი კუბური ფუტის ბუნებრივ აირს რეალიზაცია მოხდეს.  გაყიდვის შესახებ ამბებმა, გარემოსდაცვითი ჯგუფების აღშფოთება გამოიწვია. ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრმა განაცხადა, რომ ეს აქტივობა ზიანს აყენებს მსოფლიოში გადაშენების პირას მყოფი ვეშაპების პოპულაციას, Cook Inlet beluga-ს, ისევე როგორც სხვა სახეობებს.