ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესებს იწყებს
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გახსნითი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროექტი კამპანია „გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროექტის მხარდაჭერისთვის და სწავლების პროცესში მონაწილე სტუდენტებს წარმატებები უსურვა. გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება დადებით შედეგებს გამოიღებს ორი ძირითადი მიმართულებით: გაიზრდება დაინტერესება მსაჯულთა სასამართლოს მიმართ და რაც მთავარია გაცილებით მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რომელიც გამორჩეულ ადგილს იკავებს საქართველოს თანამედროვე მართლმსაჯულების ისტორიაში. „იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ინსტიტუტის შესახებ, გააცნობიეროს სამოქალაქო ვალდებულების შესრულების მნიშვნელობა და იგრძნოს მისი წილი პასუხისმგებლობა სამართლიანობის აღსრულების პროცესში, ჩვენ საერთო ძალებით და მობილიზაციით, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით კიდევ არაერთ ღონისძიებას ჩავატარებთ და ვიმედოვნებ ჩვენი საერთო მონდომებით შევძლებთ და დროის მოკლე მონაკვეთში ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით", - აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ. როგორც შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივმა მრჩეველმა ლენა ოუენსმა განაცხადა, სტუდენტები ამ პერიოდის განმავლობაში დეტალურად გაეცნობიან, თუ რას ნიშნავს და როგორ მუშაობს ნაფიც მსაჯულთა სისტემა. „ჩვენ, ამერიკის საელჩო, მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებას, რომლის მსგავსიც პრაქტიკულად არ გვქონია. უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ პროექტს პროკურატურა ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ძალიან კარგია, რომ ტრენინგებში მონაწილეობისთვის ათი უნივერსიტეტიდან არიან სტუდენტები შერჩეული, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში უფრო კარგად გაიგებენ თუ რას ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა სისტემა და როგორ მუშაობს იგი. ჩვენი საელჩო საქართველოში 13 წელია რაც ხელს უწყობს ამ სისტემის ჩამოყალიბებას და ახლა მოხარულები ვართ, რომ სტუდენტებიც ჩაერთვებიან ამ პროექტის ფარგლებში, რადგან ისინი მომავალი პროფესიონალები არიან", - აღნიშნა ლენა ოუენსმა. პროექტი საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოების და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით, INL-ის ბიუროს ხელშეწყობით ხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა თემაზე „კამპანია გახდი ნაფიცი მსაჯული - კამპანიის როლი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების პროცესში“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე სტუდენტებისთვის ტრენინგების გამართვას და მათ მიერვე პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას მოიცავს. სწავლების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. იმიტირებულ სასამართლოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები წარუძღვებიან. ამასთან, სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებას და მათ მომზადებას მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში მონაწილეობისთვის. კამპანია „გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება, რაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გენერალურ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები, მოსამართლეები და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილე სტუდენტები ესწრებოდნენ.
ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7153 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7103 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.50 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8196 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8390 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.94 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1457 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2638 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 ნოემბრიდან შევა ძალაში",- ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ყაზახეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში, თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, რომელიც პარიზში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება. მოლაპარაკებებს წინ უძღოდა დახვედრის ოფიციალური ცერემონია ელისეის სასახლეში. შეხვედრისას თოყაევმა მადლობა გადაუხადა მაკრონს საფრანგეთში ვიზიტით მოწვევისთვის. მისი თქმით, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანისთვის. მოლაპარაკებების დროს ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდერნიზაციაზე ისაუბრა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა მაკრონმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორია. ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ხორციელდება ერთობლივი პროექტები ენერგეტიკის სექტორში. ევროკავშირი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა ყაზახურ პროექტებში. მაკრონმა ასევე, 2024 წლიდან ყაზახეთში ახალი ფრანგული სკოლების გახსნის შესახებ განაცხადა. ფრანგულმა მხარემ მხარდაჭერა გამოუცხადა ყაზახეთში მიმდინარე რეფორმებს. მხარეებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში კავშირების გაღრმავებაზე, ასევე განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ცენტრალურ აზიაში შექმნილი ვითარება. შეხვედრის დასასრულს თოყევმა მაკრონი ყაზახეთში მიიწვია.
ჩავუშოღლუ: თურქეთი აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, სხვა რეგიონებში საომარი მოქმედებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად
რუსეთის ქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ, ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის რეფორმირება გამოიწვია. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების დიპლომატიის მეთაურთა შეხვედრაზე განაცხადა. „თურქეთი თავიდანვე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამავდროულად, ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, სხვა რეგიონებში საომარი მოქმედებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა თურქეთის მინისტრმა. ჩავუშოღლუმ ყურადღება გაამახვილა თურქული დიპლომატიის წარმატებულ შუამავლობებზე, მათ შორის „მარცვლეულის შეთანხმების“, პატიმრების გაცვლისა და კონფლიქტის მხარეთა შეხვედრების ორგანიზებაზე. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომის ფონზე თურქეთი „მონტრეს კონვენციის“ ყველა მოთხოვნას ასრულებს, რამაც შესაძლებელი გახადა შავი ზღვის რეგიონში დაძაბულობის ინტენსივობის შემცირება. „მარტიდან მოყოლებული თურქეთის სრუტეში არც ერთი სამხედრო ხომალდი არ გასულა. არცერთ რუსულ სამხედრო თვითმფრინავს არ გამოუყენებია თურქეთის საჰაერო სივრცე სირიისკენ მიმავალ გზაზე. ანკარა მოუწოდებს ქვეყნებს გამოიჩინონ თავშეკავება ყველა შესაძლებლობის შემთხვევაში“, - განაცხადა მინისტრმა. ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პრობლემა მარტო კრიტიკით არ მოგვარდება და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები. „ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის. ეს არის ზუსტად ის, რაც თურქეთს სურს“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა მოუწოდებს NATO-ს პარტნიორებს, არ განასხვავონ ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ჩავუშოღლუმ გაიხსენა, რომ მადრიდში NATO-ს ბოლო სამიტის მონაწილეებმა ტერორიზმი ალიანსის უსაფრთხოების ორი ძირითად საფრთხეს შორის დაასახელეს. „NAT0-ს მოკავშირეები ამ საკითხში თურქეთის მხარეს უნდა დადგნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, რომელიც ალიანსში ტერორიზმის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მყოფი მოკავშირეა“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი: თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი მოუმზადებელია და პარლამენტმა არ უნდა განიხილოს
თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი მოუმზადებელია, ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივ კრიტერიუმებს და საქართველოს პარლამენტმა არ უნდა განიხილოს, – ამის შესახებ აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში. „საქართველოს პარლამენტი განიხილავს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის ავტორები და ინიციატორები არიან დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე და გელა სამხარაული. ცვლილების თანახმად, თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაცია 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, ორი წლით, ან წელიწადნახევრით უნდა გადავადდეს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილი არგუმენტები სრულიად უსაფუძვლოა. თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვით რეალიზაციის ნორმა ჯერ კიდევ 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტების ძალისხმევით ხუთი წლით გადაავადეს. ანუ ხუთი წელი ჰქონდათ რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღისთვის მოსამზადებლად. სიცრუეა იმის მტკიცება, რომ მიმდინარე ომის გამო უკრაინაში თამბაქოს პროდუქციის წარმოება შეუძლებელია და დღემდე სხვა ქვეყნებში გადაწყობას ცდილობენ, რაც თურმე ხელს შეუშლით სადა შეფუთვის რეგულაციის ასრულებაში. საქართველოში უკრაინიდან იმპორტიორმა სამმა მსხვილმა მულტინაციონალურმა კომპანიამ („ფილიპ მორისი“, „ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს“ და „იაპონური თამბაქოს კომპანიები“) უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ანუ 2022 წლის 24 თებერვლიდან მეორე დღეს შეაჩერეს წარმოება, მაგრამ „ბრიტანულ-ამერიკულმა თამბაქოს კომპანიამ“ მ/წ 25 აპრილიდან პრილუკის საწარმოში განაახლა წარმოება, „იაპონური თამბაქოს კომპანიამ“ იგივე დროიდან კრემენჩუკის ფაბრიკაში გადაინაცვლა. „ფილიპ მორისმა“ მ/წ აგვისტოს დასაწყისიდან ბრენდების წარმოება კიევში მდებარე „იმპერიალ თობაკოს“ საწარმოში განაახლა, საიდანაც სადა შეფუთვით სიგარეტებსა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმს ისრაელს აწვდის. ისრაელთან სადა შეფუთვით იმპორტი უკრაინიდან ჯერ კიდევ 2020 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და შესაბამისად, თამბაქოს სადა შეფუთვით დამზადება და მიწოდება „ფილიპ მორისისთვის“ სიახლე არ არის.ზემოაღნიშნულ კომპანიებს, ევროპის რეგიონში 30-მდე ქარხანა აქვთ. ყველაზე ახლოს, მეზობელ თურქეთში აქვთ საწარმოები. ერთი თვეც კმაროდა საქართველოსნაირი მცირე ბაზრის უზრუნველსაყოფად გადასაწყობად.მთავრობამ, 2022 წლის 16 მაისს დაამტკიცა „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტი“, ანუ რეგულაციის ძალაში შესვლამდე 7,5 თვით ადრე. თამბაქოს ინდუსტრიას იმედი ჰქონდა, რომ ნორმატიული აქტის დამტკიცებას დაბლოკავდნენ და რახან ვერ შეძლეს, მოიფიქრეს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადების ახალი „მიზეზი“ ომი უკრაინაში.ავტორები/ინიციატორები აღნიშნავენ, რომ შემცირდება საბიუჯეტო შემოსავალი პროდუქტის დეფიციტის გამო, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება და გათვლა არ წარმოუდგენიათ. ამასთან, საქსტატის უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის ექსპორტის თანხობრივი მოცულობა გაიზარდა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, ე.ი. არანაირი პრობლემა თამბაქოს იმპორტს საქართველოში არ შექმნია. კანონპროექტის ავტორები/ინიციატორები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. არადა, უამრავი კვლევა ამტკიცებს, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სიგარეტის ერთფეროვანი შეფუთვა მიმზიდველი არაა და მათთვის თამბაქოს პროდუქტი აღიქმება არანორმალურ და ჯანმრთელობისათვის საშიშ პროდუქტად. კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს, ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა თუ შეთანხმებებს. უპირველესად, ზემოაღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-11 და მე-13 მუხლებისა და მათ აღსასრულებელ სახელმძღვანელო პრინციპებს/გაიდლაინებს. რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ამ შემთხვევაში ირღვევა შეთანხმების 283 და 356 მუხლებისა და დანართი XXXI მოთხოვნები. თამამად ვაცხადებთ, რომ კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივ კრიტერიუმებს. ამიტომაც მიუღებელია, საქართველოს პარლამენტმა განიხილოს და მხარი დაუჭიროს. იმედია, ქვეყნის საკანონდებლო ორგანო, რომელმაც 2017 წელს და შემდგომაც მრავალჯერ დაიცვა მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები, არ მოემსახურება კონკრეტული ბიზნესის ფინანსურ და მერკანტილურ ინტერესებს“, – აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.
იუსტიციის მინისტრი: ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე, თავად სააკაშვილმა თქვა უარი
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა. სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი - ბრეგაძე „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ვთხოვეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რომელში მონაწილეობის მიღებაზე თავად სააკაშვილმა განაცხადა უარი. დღეს ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. ყველას უნდა შევახსენოთ, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. კანონის წინაშე თანასწორობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ პირზე და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. საზოგადოებისთვის ასევე კარგად არის ცნობილი, რომ ცენტრი „ემპათია“ ატარებს დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომელშიც ასევე ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტებიც და როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფომ თითოეულ მათგანს მისცა შესაბამისი ნებართვები დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდგომ“,-განაცხადა ბრეგაძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
საფრანგეთმა უკრაინას, საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემა MLRS-ი გადასცა
საფრანგეთმა უკრაინას, თამედროვე საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემა MLRS-ი გადასცა. საფრანგეთმა უკრაინას Airbus ვერტმფრენები გადასცა ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე დაწერა. შეგახსენებთ, რომ ადრე საფრანგეთმა უკრაინას თამედროვე საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული ორი ერთეული სარაკეტო სისტემა MLRS LRU (MLRS M270-ის ფრანგული მოდერნიზაცია) გადასცა.
ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?!
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, თუ მესამე პრეზიდენტს საქართველოში კვალიფიციური სამედიცინო დახმარება უტარდება, რატომ სთავაზობს მას იუსტიციის სამინისტრო უცხოელი ექიმების ჩამოყვანას. სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი - ბრეგაძე "რაც შეეხება თუ უტარდება ადეკვატური მკურნალობა, მაშინ ვერ გავიგე, რატო მთავაზობს იუსტიციის მინისტრი, ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმებიო, ორივე ერთმანეთის გამომრიცხავი პოზიციაა ერთ განცხადებაში. თუ უტარდება კვალიფიცირებული დახმარება და კარგად აქვს ყველაფერი, მაშინ რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები? თუ კარგი მკურნალობა უტარდება, რატომ მძიმდება მაშინ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად. უამრავი კითხვებია და ამაზე პასუხებს ვერ ვიღებ, პასუხი იქნება ცალსახა, პასუხი ეხება მხოლოდ სასმართლოს, სააკაშვილს სასჯელი გადაევადება თუ არა. ამას წყვეტს სასამართლო", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
შტაინმაიერი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებას არ ეთანხმება
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თქვა, რომ ახლა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღება უსამართლო იქნება და გააკრიტიკა ის პოლიტიკოსები, რომლებიც კიევსა და მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ. მისი თქმით, თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება ეს „უკვე შექმნილ უსამართლობას გაამყარებს“. „ყველა რჩევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახლა, რა თქმა უნდა, არასერიოზულია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ინარჩუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. დამტკიცდება საზღვრების დარღვევა, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა და ტერიტორიების მოპარვა. ეს არ შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის აზრი“, - განაცხადა შტაინმაიერმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ილონ მასკის კომპანია Starlink-მა უკრაინის მცხოვრებლებს ინტერნეტი გაუძვირა
ილონ მასკის კომპანია Starlink-მა სატელიტური ინტერნეტ სერვისით სარგებლობისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში ტარიფები გაზარდა. უკრაინელი მომხმარებლებისთვის, 29 დეკემბრიდან სააბონენტო გადასახადი, ყოველთვიურად 60-დან 75 დოლარამდე გაიზრდება. Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი იქნება. ტარიფის გაზრდის შესახებ მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტით აცნობეს. ახალი ფასი ავტომატურად, 29 დეკემბრიდან ამოქმედდება. Starlink უზრუნველყოფს ინტერნეტ კომუნიკაციებს თანამგზავრის საშუალებით, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს, როდესაც კომუნიკაციის სხვა საშუალებები დაზიანებულია ან მტრისთვის ღიაა. ომის დაწყების შემდეგ ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20 ათასი ტერმინალი მიაწოდა.
თავდაცვის სამინისტროში საფრანგეთის სპეციალური ოპერაციების ძალების დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოში სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის სპეციალური ოპერაციების ძალების დელეგაცია იმყოფებდა. დელეგაციის ხელმძღვანელს, ბრიგადის გენერალ ანდრე ევრარს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი დაესწრნენ. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებსაც. საფრანგეთის სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის გაძლიერებისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან თანამშრომლობის განვითარების მზაობა გამოხატეს. საქართველო და საფრანგეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა, მათ შორის, სამთო, საჰაერო თავდაცვის, სამხედრო განათლების კუთხით მრავალი წელია ინტენსიურად თანამშრომლობენ.
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტეს
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ შევიკრიბეთ ბუქარესტში, შავი ზღვის სანაპიროებთან, იმ დროს, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრა, ევროატლანტიკურ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის. რუსეთს ამ ომზე, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპების აშკარა დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. რუსეთის აგრესია, მათ შორის მისი მუდმივი თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მილიონობით უკრაინელს ართმევს ძირითად ადამიანურ მომსახურებას, რამაც გავლენა მოახდინა გლობალურ საკვებზე და საფრთხე შეუქმნა მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ქვეყნებსა და ხალხებს. რუსეთის მიუღებელი ქმედებები, მათ შორის ჰიბრიდული აქტივობები, ენერგეტიკული შანტაჟი და დაუფიქრებელი ბირთვული რიტორიკა, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთს 15 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ, რამაც გამოიწვია ტრაგიკული მსხვერპლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სისასტიკეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და ადამიანის უფლებების დარღვევასა, მათ შორის არის იძულებითი დეპორტაცია, წამება და ბარბაროსული მოპყრობა ქალების, ბავშვებისა და დაუცველ სიტუაციებში მყოფი პირების მიმართ. ყველამ, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე, მათ შორის კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ასევე ვგმობთ მათ, ვინც აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის ბელორუსს. ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი. არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის უკანონო ანექსიებს, რომლებიც უხეშად არღვევს გაეროს წესდებას. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინისთვის, რადგან ის აგრძელებს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვას რუსული აგრესიისგან. ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს მხარდაჭერას, სანამ საჭირო იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, NATO თავდაცვითი ალიანსია და ის გააგრძელებს ალიანსის ფარგლებში მცხოვრები მოსახლეობის, ასევე, მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დაცვას. „ჩვენ ვხვდებით საფრთხეებს და გამოწვევებს ავტორიტარული აქტორებისა და სტრატეგიული კონკურენტების მხრიდან ყველა სტრატეგიული მიმართულებიდან. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმძიმესი საფრთხის ფონზე და სტრატეგიული კონცეფციის შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ ახალ საბაზისო ხაზს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვითი პოზიციისთვის. მოკავშირეების წინააღმდეგ ნებისმიერ თავდასხმაზე იქნება ერთიანი და მტკიცე პასუხი. ჩვენ ერთად ვდგავართ ერთიანობითა და სოლიდარობით და ვადასტურებთ მუდმივ ტრანსატლანტიკურ კავშირს ჩვენს ერებს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ სწრაფვას მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში“, - წერია განცხადებაში. მანამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მინისტრები გააგრძელებენ უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინისთვის, მათ შორის გაზისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით და, რა თქმა უნდა, კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.
NATO საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას აძლიერებს
NATO საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას აძლიერებს. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ბუქარესტში გაკეთდა. NATO კვლავ ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. „ალიანსისთვის დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონების სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მივესალმებით ჩვენს შეხვედრას NATO-ს პარტნიორებთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რადგან ალიანსი აძლიერებს მორგებულ მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და მდგრადობის ასაშენებლად, მათი შესაძლებლობების განვითარებისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი მტკიცედ ერთგულნი ვრჩებით. კვლავ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და საქართველოსა და უკრაინისადმი ყველა შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებას”, - წერია NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში. NATO-ს გენმდივნის გზავნილი საქართველოს, ბუქარესტის მინისტერიალიდან
აშშ უკრაინას ელექტროსისტემის მხარდასაჭერად $53 მილიონს გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ელექტროსისტემის მხარდასაჭერად 53 მილიონ დოლარს გამოყოფს, რადგან ის რუსეთის მხრიდან თავდასხმების ქვეშაა. მოსალოდნელი დაფინანსების შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბუქარესტში „დიდი შვიდეულის“ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა. დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემი აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, რომელიც სასწრაფოდ უნდა მიაწოდონ უკრაინას. ეს მიწოდების პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმერებს, ავტომატურ ამომრთველებს, დენის გამტარებსა და სხვა აღჭურვილობას“, - წერია თავის მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მევლუთ ჩავუშოღლუ: უკრაინაში მიმდინარე ომის ფასს იხდიან არამხოლოდ უკრაინელები, არამედ მოლდოველები, ქართველები და სხვა პარტნიორები
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით და აგრძელებს უკრაინისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენას. თურქი დიპლომატის თქმით, ანკარა დგამს სხვადასხვა ნაბიჯს კონფლიქტის შესაჩერებლად და დაძაბულობის განსამუხტად. როდესაც მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაში, ასევე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში, თურქეთის როლზე საუბრობდა, აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნაბიჯებისა, რომელსაც ანკარა დგამს. „ასევე ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს კონფიდენციალურად“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. „არამხოლოდ უკრაინელები, არამედ მოლდოველები, ქართველები და სხვა პარტნიორებიც იხდიან ფასს. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ მოლდოვის პრემიერ-მინისტრს და მან გვითხრა, თუ რამდენად ზარალდება მოლდოვა მეზობელ ქვეყანაში ომის გამო. უბრალოდ დაგმობა პრობლემას ვერ გადაჭრის. სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უნდა ვიმოქმედოთ, სამართლიანი მშვიდობისთვის უკრაინისთვის. ეს არის ის, რის გაკეთებასაც თურქეთი ცდილობს“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
NATO გაზრდის თავის ყოფნას „შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონს ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ბლინკენმა ბუქარესტში გამართა შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუსთან, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა. მან შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისთვის და თავად NATO-სთვის, რეგიონში გვყავს სამი მოკავშირე, რომლებიც, ამავდროულად, NATO-ს წევრი სახელმწიფოები არიან და ასევე, გვყავს ახლო პარტნიორები, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო. რუსულმა მხარემ შავი ზღვის ზოგიერთი ნაწილი „საომარ ზონად“ დაჰყო. ჩვენ ვხედავთ სარაკეტო იერიშებს უკრაინული ქალაქებისა და სოფლების მისამართით, რუსული ძალები ბლოკავენ უკრაინის პორტებს და იწვევენ სასურსათო კრიზისს. გაეროსა და თურქეთის დამსახურებით, შავი ზღვის კორიდორში მიმოსვლა შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, რუმინეთს კრიტიკული როლი ჰქონდა. ჩვენ გავაძლიერებთ NATO-ს წარმომადგენლობას შავიდან ბალტიის ზღვამდე და ამ ძალისხმევით ვმუშაობთ როგორც ერთმანეთთან, ისე NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის სტრატეგია“, - განაცხადა ბლინკენმა და რუმინეთს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი უწოდა. „უკრაინის კრიზისს უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში უნდა შევხედოთ. რუსეთის ამბიციების განხორციელების კონტექსტში, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ჰიბრიდული ომი რუსეთის კიდევ ერთი კარგად ნაცადი ხერხია და დემოკრატიულმა სამყარომ უსაფრთხოების გამოწვევის გადასაჭრელად ერთობლივად უნდა იმუშაოს. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯოზეფ ბილბოს თქმით, შეერთებული შტატები რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით ხედავს. ჯოზეფ ბილბოს თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. მან ჩამოთვალა ვაჭრობისა და ნაოსნობის თავისუფლების საკითხები და ხაზი გაუსვა საეთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას. ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა, დამატებითი ასპექტია ეკონომიკური განვითარების წინ წასაწევად. მისივე თქმით, ინფორმაციის გაზიარება და ის გამოწვევები, რომლებიც სადაზვერვო საზოგადოებაში ასე ხშირად გვხვდება, ის საკითხებია, რომლებზეც შეერთებული შტატები ქართველ კოლეგებთან მუშაობს. „ომმა უკრაინაში მხოლოდ გვაჩვენა ამ თანამშრომლობის გაზრდის საჭიროება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. კარენ დონფრიდი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონი ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. სტრატეგიასთან დაკავშირებით ჯინ შაჰინის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ამჟამად კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს.
ბოგდან აურესკუმ შავი ზღვის რეგიონის მიმართ ერთობლივი სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან ლუციან აურესკუმ ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვხედავთ, რომ ექსტრემალურად რელევანტურია, კიდევ ერთხელ ვიფიქროთ ახალ კონტექსტზე, ახალ პარამეტრებზე შავი ზღვის სტრატეგიასთან დაკავშირებით. „თქვენ იცით რუმინეთის პოზიციაც, მათ შორის ის იდეებიც, რომლებიც ეხება აუზის ქვეყნების მედეგობას, ეკონომიკის განვითარებასა და შავი ზღვის კონსოლიდირებას როგორც ჰაბისა და სატრანზიტო წერტილის - ევროპას, კავკასიასა და შუა აზიას შორის. შავ ზღვას დიდი პოტენცილი აქვს“, - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, აშშ-ის სტრატეგიას დიდი პოტენციალი აქვს. აურესკუმ აქვე აღნიშნა, რომ იმედი აქვს, რუმინეთის ხედვა გათვალისწინებული იქნება. ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო „უკრაინის კრიზისს უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში უნდა შევხედოთ. რუსეთის ამბიციების განხორციელების კონტექსტში, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ჰიბრიდული ომი რუსეთის კიდევ ერთი კარგად ნაცადი ხერხია და დემოკრატიულმა სამყარომ უსაფრთხოების გამოწვევის გადასაჭრელად ერთობლივად უნდა იმუშაოს. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯოზეფ ბილბოს თქმით, შეერთებული შტატები რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით ხედავს. ჯოზეფ ბილბოს თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. მან ჩამოთვალა ვაჭრობისა და ნაოსნობის თავისუფლების საკითხები და ხაზი გაუსვა საეთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას. ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა, დამატებითი ასპექტია ეკონომიკური განვითარების წინ წასაწევად. მისივე თქმით, ინფორმაციის გაზიარება და ის გამოწვევები, რომლებიც სადაზვერვო საზოგადოებაში ასე ხშირად გვხვდება, ის საკითხებია, რომლებზეც შეერთებული შტატები ქართველ კოლეგებთან მუშაობს. „ომმა უკრაინაში მხოლოდ გვაჩვენა ამ თანამშრომლობის გაზრდის საჭიროება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. კარენ დონფრიდი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონი ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. სტრატეგიასთან დაკავშირებით ჯინ შაჰინის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ამჟამად კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს.
ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია
NATO გაზრდის თავის ყოფნას „შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონს ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ბლინკენმა ბუქარესტში გამართა შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუსთან, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა. მან შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიაზე დასმულ შეხკითხვას უპასუხა. „შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისთვის და თავად NATO-სთვის, რეგიონში გვყავს სამი მოკავშირე, რომლებიც, ამავდროულად, NATO-ს წევრი სახელმწიფოები არიან და ასევე, გვყავს ახლო პარტნიორები, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო. რუსულმა მხარემ შავი ზღვის ზოგიერთი ნაწილი „საომარ ზონად“ დაჰყო. ჩვენ ვხედავთ სარაკეტო იერიშებს უკრაინული ქალაქებისა და სოფლების მისამართით, რუსული ძალები ბლოკავენ უკრაინის პორტებს და იწვევენ სასურსათო კრიზისს. გაეროსა და თურქეთის დამსახურებით, შავი ზღვის კორიდორში მიმოსვლა შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, რუმინეთს კრიტიკული როლი ჰქონდა. ჩვენ გავაძლიერებთ NATO-ს წარმომადგენლობას შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე და ამ ძალისხმევით ვმუშაობთ როგორც ერთმანეთთან, ისე NATO-სთან, რათა ეფექტიანად ჩამოვაყალიბოთ და გავაძლიეროთ შავი ზღვის სტრატეგია. რუმინეთი საცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ბლინკენმა. მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი კრიტიკული კომპონენტია ალიანსის დაცვისა და მისი სტრატეგიის. ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
სტოლტენბერგი: უკრაინის მხარდაჭერის დროს უკან არ დავიხევთ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული ძირითადი გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრამ აჩვენა ალიანსის ერთიანობისა და უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი. გენერალური მდივანი მიესალმა უკრაინისთვის დახმარების გაძლიერების შესახებ მინისტრების გადაწყვეტილებას. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის უფლების მიმართ, აირჩიოს საკუთარი გზა. NATO საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას აძლიერებს „ჩვენ ვაღიარებთ და პატივს ვცემთ უკრაინის მისწრაფებებს გაწევრიანებისკენ. თუმცა, ახლა ჩვენი ყურადღება გამახვილებულია დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე, რადგან უკრაინა იცავს თავს რუსული აგრესიისგან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება სამშაბათს, მოკავშირეთა საგარეო საქმეთა მინისტრებთან დისკუსიაში მონაწილეობს. მოკავშირეები ოთხშაბათს შეხვდებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. NATO-ს გენმდივნის გზავნილი საქართველოს, ბუქარესტის მინისტერიალიდან
მერია უარყოფს ინფორმაციას, რომ თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო
თბილისის მერია სპეციალური განცხადებით უარყოფს ინფორმაციას, რომ თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო. „გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი - „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ანძა განათდა პროექტის ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი)“, - აღნიშნულია განცხადების ტექსტში.