ძებნის რეზულტატი:
სასამართლომ ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დარჩა. დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ბრალდების მხარე კი მათ მიმართ კვლავ მკაცრი აღვკეთის ღონძიების გამოყენებას ითხოვდა. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას. რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ბრიტანეთმა რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ, დღეს სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა და რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა. სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორს არკადი გოსტევი, როსტოვის ოლქის ფედერალური პენიტენციური სამსახურის უფროსის დიმიტრი ბეზრუკი. სანქციები ვრცელდება კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის წევრებზე, ათი გუბერნატორსა და რუსეთის ფედერაციის რეგიონების ხელმძღვანელებზე, მათ შორის დაღესტნის, ინგუშეთისა და ყალმუხეთის ლიდერებზე.
მედია: FBI-მ ხორვატიაში, კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის იახტა გაჩხრიკა
გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა, ხორვატიაში, კრემლის მომხრე ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის მდიდრული იახტა გაჩხრიკეს. კრემლის მომხრე ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი ტყვეთა გაცვლის ფარგლებში რუსეთს გადასცეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 15 ნოემბერს გაცემული ჩხრეკის ორდერის საფუძველზე, ადრიატიკის ზღვაზე მდებარე ქალაქ ტროგირში, ნავსადგურში 92 მეტრიანი იახტის Royal Romance-ის ჩხრეკა განხორციელდა. ინფორმაცია Jutarnji List-ს მოსამართლემ და სპლიტის რაიონული სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დინკო მეშინმა დაუდასტურა. მოსამართლემ სხვა დეტალებზე საუბარზე უარი განაცხადა, რადგან მთელი პროცედურა გასაიდუმლოებულია. უკრაინელი პოლიტიკოსი და პუტინის მარჯვენა ხელი ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტია უკრაინაში საბოლოოდ აკრძალეს პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.
ევროკომისია, რუსეთის დანაშაულებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნის მომხრეა
ევროკომისია, გაეროს მხარდაჭერით, სპეციალური სასამართლოს შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსეთის აგრესიასა და უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 30 ნოემბერს, ბრიუსელში განაცხადა. მისი თქმით, ახალი სტრუქტურის შექმნის სურვილი არ ნიშნავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) თანამშრომლობაზე უარს. „ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა მივაღწიოთ მაქსიმალურად ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას ამ სპეციალიზებული სასამართლოსთვის“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. „რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი თავისი აგრესიისა და საშინელი დანაშაულებისთვის, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
გერმანულმა ენერგოკომპანია Uniper-მა, „გაზპრომის“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა
გერმანულმა ენერგეტიკული კომპანია Uniper-მა განაცხადა, რომ სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შპს „გაზპრომ ექსპორტის“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო წარმოება დაიწყო. კომპანია „გაზპრომისგან“ ითხოვს ანაზღაუროს ის ზარალი, რომელიც „უნიპერმა“ ივნისიდან რუსული გაზის ნაკლებობის გამო განიცადა. რადგან კომპანიას სხვა მწარმოებლებისგან გაზის ყიდვა „გაბერილ ფასებში“ უწევდა. Uniper-მა ზარალი 11,6 მილიარდ ევროდ შეაფასა. როგორც კომპანიაში ადრე ითქვა, 2022 წლის სამი კვარტლის შედეგების მიხედვით, მისმა წმინდა ზარალმა 40 მილიარდი ევრო შეადგინა. აქ იგულისხმება როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ზარალიც. „გაზპრომ ექსპორტმა“ განაცხადა, რომ „არ აღიარებს კონტრაქტების დარღვევას და Uniper-ის მიერ გამოცხადებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერებას“, წერს ინტერფაქსი. „ამჟამად ჩვენ ვსწავლობთ მიღებულ სარჩელს და დავიცავთ ჩვენს ინტერესებს საკანონმდებლო ჩარჩოში“, - აცხადებენ „გაზპრომ ექსპორტში“. უნიპერი, წარსულში რუსული გაზის უმსხვილეს მყიდველად ითვლებოდა. 14 ივნისს რუსეთმა Uniper-ისთვის გაზის მიწოდების შემცირება დაიწყო და აგვისტოს ბოლოს მთლიანად შეაჩერა. 2022 წლის ზაფხულში „გაზპრომმა“ შეამცირა ევროპისთვის გაზის მიწოდება Nord Stream 1-ის გაზსადენით და სექტემბრის დასაწყისში მისი ფუნქციონირება მთლიანად შეაჩერა. სექტემბრის ბოლოს ბალტიის ზღვაში Nord Stream სისტემის გაზსადენებმა აფეთქებების გამო გაჟონვა აღმოაჩინეს.
საუდის არაბეთში, Saudi Aramco-მ ორი ახალი გაზის საბადო აღმოაჩინა
საუდის არაბეთის ეკონომიკის მინისტრმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ ორი ახალი გაზის საბადო აღმოაჩინა. საუდის არაბეთის ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, აღმოჩენილი გაზის ორი საბადო ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობს. ეკონომიკის მინისტრმა აბდულაზიზმა განაცხადა, რომ Saudi Aramco-ს ახალი აღმოჩენები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და მნიშვნელოვნად გაზრდის სამეფოს ბუნებრივი აირის მარაგს. მინისტრმა დააზუსტა, რომ ახალი საბადოები ღავარის ნავთობის საბადოს სამხრეთით, ქალაქ ალ-ხუფუფიდან 142 კილომეტრში და ქალაქ ზაჰრანიდან 230 კილომეტრშია განლაგებული.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის შესაძლო მოსმენებზე, გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის 30 ნოემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაისყო. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მას უკანონოდ უსმენენ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ბლინკენი: NATO უკრაინისათვის, საბჭოთა ტიპის იარაღის წარმოების დაფინანსების საკითხს განიხილავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინისათვის საბჭოთა ტიპის იარაღის წარმოების დაფინანსების საკითხს განიხილავს. „ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელები მიიღებენ იმას, რაც მათ სჭირდებათ და რაც შეიძლება იყოს მათთვის ყველაზე ეფექტური. ზოგიერთი მათგანი ეხება საბჭოთა დროის სისტემებს, რომლებთანაც ისინი ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ და მაგალითად, ამ სისტემებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ამან შეიძლება მოითხოვოს ისეთი რამის წარმოება, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ იყო წარმოებული“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. 26 ნოემბერს The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NATO-ს წევრები განიხილავენ ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში ძველ ქარხნებში ინვესტიციის შესაძლებლობას, რათა იქ, საბჭოთა ტიპის უკრაინული საარტილერიო სისტემების ჭურვების წარმოება განაახლონ, რადგან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში უფრო მეტი საარტილერიო ჭურვებია გამოყენებული. როგორც NATO-ს წარმომადგენელმა The New York Times-ს განუცხადა, ზაფხულში დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ექვს-შვიდი ათას ჭურვს იყენებდნენ, რუსული არმია - 40-50 ათასს. შედარებისთვის, ავღანეთის ომის დროს აშშ და NATO-ს მოკავშირეები დღეში დაახლოებით 300 ჭურვს ისვროდნენ, ახლა კი აშშ თვეში 15 000 ჭურვს ისვრის.
გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
გერმანიის ბუნდესტაგმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. უკრაინის პრეზიდენტმა, ბელგიისა და ლიეტუვის პრემიერებმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს ამის შესახებ Ukrinform-ის კორესპონდენტი იუწყება. 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინაში, რუმინეთმა გენოციდად აღიარა რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით, დათვლის გარეშე, ხელის აწევით მიიღეს. ხმა მისცა ოთხმა ფრაქციამ. მემარცხენეებმა და „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ თავი შეიკავეს. მოლდოვის პარლამენტმა ჰოლოდომორი, უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა. საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.
მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქების დეტალები ცნობილია
უკრაინის ელჩმა ესპანეთში სერჰი პოგორელცევმა, თავის დიპლომატიურ მისიაში მომხდარი ინციდენტის დეტალები მედიასთან გაასაჯაროვა. მადრიდში უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა უკრაინული მედიისთვის მიცემულ კომენტარში, პოგორელცევმა თქვა, საელჩოს ტერიტორიაზე ამანათი აფეთქდა, რომელიც დიდი პაკეტში იყო მოთავსებული და ელჩისთვის იყო განკუთვნილი. პოგორელცევის თქმით, პაკეტი არ ჰგავდა დიპლომატიურ გზავნილს, რადგან მასზე არ იყო მითითებული დაბრუნების მისამართი და ეჭვი სწორედ ამან გააჩინა საელჩოს მდივნებს შორის, რომლებმაც ეს პაკეტი კომენდანტს გადასცეს, რომელმაც ამანათი საელჩოს ეზოში გახსნა. „მიუხედავად იმისა, რომ საელჩოს კომენდანტს ყუთი ხელში აღარ ეჭირა, აფეთქებამ ხელები დაუზიანა და ამბობს, რომ კონტუზია მიიღო“, - დასძინა ელჩმა.
Reuters: „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშემი ალ კურაიში ლიკვიდირებულია
ისლამური სახელმწიფო, მისი ლიდერის, აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშემი ალ-ყურეიშის მკვლელობის შესახებ იტყობინება. ამის შესახებ Reuters წერს. რადიკალების ლიდერი 45 წლის იყო. ის ტერორისტულ ჯგუფს, 2019 წელს აშშ-ში მისი წინამორბედის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვლელობის შემდეგ ხელმძღვანელობდა. მის ადგილს აბუ ალ-ჰუსეინ ალ-ჰუსეინი ალ-კურაში დაიკავებს. მანამდე თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ (MIT) ჩრდილოეთ სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ისლამური სახელმწიფოს 11 მებრძოლი დააკავა. ისინი ევფრატის ფარის ტერიტორიაზე დაატყვევეს. სპეციალური ოპერაციის დროს 4000-ზე მეტი ელექტრო დეტონატორი, სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერება და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ბოევიკებმა, დაკითხვისას, აღიარეს, რომ იარაღს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში გუვაირანის ციხეზე ISIS-ის შემდგომ თავდასხმისთვის აწვდიდნენ.
ზელენსკი: არ მგონია, რომ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ეს მისი ადეკვატურობის საკითხია
სურს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის ან სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, ეს მისი ადეკვატურობის საკითხია, - მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. როგორც Ukrinform-ის კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ოთხშაბათს, New York Times-ის მიერ გამართულ DealBook-ის ყოველწლიურ სამიტზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა. „მე არ ვფიქრობ, რომ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს - ეს არის მისი ადეკვატურობის საკითხი,” - თქვა ზელენსკიმ. გარდა ამისა, უკრაინის ლიდერი თვლის, რომ პუტინი არ აკონტროლებს თავის სამხედროებს. პრეზიდენტის თქმით, პუტინი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს; „მან გადაწყვიტა უკრაინის ტერიტორიების ხელში ჩაგდება და უკრაინელი ხალხის განადგურება და რა იარაღიც არ უნდა გამოიყენოს, უკრაინა ამას წინააღმდეგობას გაუწევს“, - აცხადებს ზელენსკი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანია და ნორვეგია NATO-ს წყალქვეშა მილებისა და კაბელების დასაცავად, ქვედანაყოფის შექმნას სთხოვენ
გერმანია და ნორვეგია ერთობლივად სთხოვენ NATO-ს წევრებს, რომ წყალქვეშა ინფრასტრუქტურის - მილსადენებისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგისთვის, ქვედანაყოფი შექმნან, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა რუსეთის გაზსადენზე „ჩრდილოეთ ნაკადზე“ მომხდარი აფეთქება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ შტერესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აფეთქება Nord Stream-ზე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ესკალაციის ფონზე, ევროპაში გათბობის სეზონის დაწყების წინა დღეს პირველ ოქტომბერს და პოლონეთში ალტერნატიული წყალქვეშა გაზსადენის გახსნის წინა დღეს მოხდა. შვედეთისა და დანიის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ რამდენიმე აფეთქებას რუსულ მილსადენებზე, რომლებიც წყალქვეშ 26 სექტემბერს მოხდა. Nord Stream 1 და Nord Stream 2 მილსადენები, რომლებიც განკუთვნილია რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტისთვის, ერთდროულად ოთხ ადგილას დაზიანდა. ამ მომენტში გაზის მიწოდება არ ხდება ამ მილსადენების მეშვეობით (რუსეთმა გათიშა Nord Stream-1, გერმანიამ კი არ დაუშვა Nord Stream-2-ის ექსპლუატაციაში გაშვება), მაგრამ მილები ივსებოდა ტექნიკური გაზით. ნოემბერში დანიის პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათ დაზიანებულ მილებზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს.
ნენსი პელოსს ჰაკიმ ჯეფრისი შეცვლის
CNN-ის ცნპბით, აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ, წარმომადგენელთა პალატაში, პარტიის ლიდერად ჰაკიმ ჯეფრისი აირჩია, რომელიც 1-ელი იანვრიდან კონგრესის ქვედა პალატაში 83 წლის ნენსი პელოსს შეცვლის. მედიის ცნობოთ, 52 წლის ჰაკიმ ჯეფრისი პირველი აფროამერიკული წარმოშობის პირია, რომელიც კონგრესში ასეთ მაღალ თანამდებობას დაიკავებს. ცნობილია, რომ ნენსი პელოსი პირველი ქალი იყო, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობა ეკავა.
ვატიკანის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
ვატიკანის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ვატიკანის ვებგვერდები, 30 ნოემბრის შუადღის შემდეგ მიუწვდომელი იყო. რომის პაპმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია - უკრაინული მედია იტალიური მედია ვარაუდობს, რომ კიბერთავდასხმის უკან შესაძლოა, რუსი ჰაკერები დგანან, რომლებმაც ადრე მსგავსი თავდასხმები ევროპის სხვა სამთავრობო უწყებებზე განახორციელეს. შეგახსენებთ, რომ ვატიკანის რესურსებზე კიბერშეტევის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რომის პაპმა გააკრიტიკა ბურიატიისა და ჩეჩნეთის სამხედროების სისასტიკე, რომლებიც უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან. ამ სიტყვებმა რუსეთის ოფიციალური პირების აღშფოთება გამოიწვია, კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.
რუსულმა Severstal-მა სანქციების გამო $400 მილიონი დაკარგა
ევროპული სანქციების გამო, რუსულმა კომპანია Severstal-მა $400 მილიონი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ „სევერსტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი მორდაშოვმა „რუსი ინდუსტრიალისტების“ ფორუმის დროს განაცხადა. „ყველას გვესმის, რომ ახლა ძალიან რთულია ქვეყანაში სავალუტო შემოსავლის დაბრუნება, ნაწილობრივ შეუძლებელი. მაგალითად, ჩვენ, სევერსტალმა, დავკარგეთ 400 მილიონი დოლარი. თანხა დააკავეს ინვენტარის ანგარიშის სახით. ნაშთებს სანქციების მოხსნამდე ვერ მივიღებთ“, - განაცხადა მორდაშოვმა. აღსანიშნავია, რომ მარტში Severstal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციონერზე დაწესებული სანქციების გამო, ევროკავშირში მიწოდება შეწყდა.მოგვიანებით, თავად ევროკავშირმა აკრძალა რუსული ფოლადის იმპორტი. ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ წარმოება წლიურად 8%-ით შეამცირა. Politico-ს ცნობით, ევროკავშირმა დაბლოკა დაახლოებით 68 მილიარდი ევროს რუსული აქტივები.
ზელენსკიმ ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია - ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ მან The New York Times DealBook Summit-ზე ვიდეოკონფერენციის დროს სიტვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც პოლიტიკისა და ბიზნესის სამყაროს მთავარ მოვლენებს ეძღვნება. „თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და შენი თვალით ნახავ. ამის შემდეგ გვეტყვი როგორ დავასრულოთ ეს ომი, ვინ დაიწყო და როდის შეგვიძლია დავასრულოთ", - განაცხადა ზელენსკიმ. ოქტომბრის დასაწყისში ილონ მასკმა, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, თავისი „სამშვიდობო გეგმა“ გამოაქვეყნა. მასკის იდეით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მეორე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, ყირიმი რჩება რუსეთს. ამავე დროს, თავად უკრაინა ნეიტრალურ სახელმწიფოდ რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასკმა ბირთვული ომი არ გამორიცხა. ეს „გეგმა“ უკრაინის ხელისუფლებამ მწვავედ გააკრიტიკა.
ფილიპ რიკერი: საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის
ამერიკის საელჩო, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩევლის, ელჩ ფილიპ რიკერის ვიდეოგზავნილს ავრცელებს. რიკერი ამბობს, რომ საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის. „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთდაკავშირებისთვის. გასულ წელს, როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდი, მჭიდროდ ვმუშაობდი საქართველოს ლიდერებთან, რათა შუამავლის როლი შემესრულებინა, თქვენს მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. პრემიერმა ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი შეასრულა დაკავებულთა გათავისუფლების საკითხისა და საბრძოლო ზონაში ნაღმების ადგილმდებარეობის გაზიარების უზრუნველყოფით. ოქტომბერში აშშ-ის დელეგაციას ვხელმძღვანელობდი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროს. ამ ვიზიტის დროს მე განვიხილავ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. მათ შორის, როგორ შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ხელი შეუწყონ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის მშვიდობიანი გადაწყვეტას და ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე, მის მიერ 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. აშშ კვლავ მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, როგორც ამას გასული 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. ეს მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი მტკიცე ერთგულებას. ჩვენ ამაყად ვდგავართ საქართველოს გვერდით, რამდენადაც თქვენ ისწრაფვით NATO-სა და ევროკავშირის წევრობისკენ. შეერთებული შტატები განაგრძობს იმ ყველაფრის გაკეთებას, რაც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რადგან ეს არის ის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს, - აცხადებს ფილიპ რიკერი. მან ქართველ ხალხს შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. „როგორც ქართველები ამბობენ, თუ სტუმარი ღვთის საჩუქარია, მაშინ საქართველო არის საჩუქარი ჩემნაირი სტუმრებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.
ბრაზილიაში, მეწყერის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიის პარანას შტატში, გზატკეცილზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, დაკარგულია ათობით ადამიანი. "მეწყერმა დაახლოებით 20 მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი გაანადგურა", - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. ამასთან, უამინდობის მიუხედავად, მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.
ფილიპ რიკერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა „სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა“ და „თანამშრომლობის გაძლიერების“ საკითხები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს სამუშაო ვახშმის ფორმატში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელევული ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „აღინიშნა სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯებითაა განპირობებული. შეხვედრაზე, არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების სრული მზადყოფნა გამოითქვა. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს მედიატორულ როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა მოლაპარაკებებია. შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, - იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.