ძებნის რეზულტატი:

ჯონ ჰერბსტი: ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. საქართველოსთვის თუ დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, ეს არ შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას

ჯონ ჰერბსტმა უპასუხა „ამერიკის ხმის“ შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, ვაშინგტონმა მართლაც გადახედოს საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას?  „ჩვენ დიდი მხარდაჭერა გავუწიეთ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს აშენებს დემოკრატიას და რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის კარგია. ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ. ვფიქრობ, რაც ქართველ ხალხს უნდა აწუხებდეს ისაა, რომ [ხელისუფლების] ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შექუმნას და ეს არ იქნება კარგი. მჯერა, რომ განცხადებები, რამლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მათ პოლიტიკურ სისუსტეს ასახავს“, - აცხადებს ჰერბსტი. მისი თქმით, როდესაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან დაეწყო და არა საქართველოსთან, ეს „ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებული“ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაზე მნიშვნელოვანი დარტყმა იყო. „ამიტომ, მათ ამაზე პასუხის გაცემა არა ავტორიტარული ნაბიჯების შეჩერებით, არამედ შეერთებული შტატების ელჩზე თავდასხმით და სასაცილო მტკიცებით გადაწყვიტეს, თითქოს შეერთებულ შტატებს, საქართველოს ომში ჩათრევა სურს“, - აცხადებს ჯონ ჰერბსტი „ეს ნიშნავს, რომ საქართველო რისკავს შეერთებულ შტატებთან თავის ურთიერთობას და ყველაფერს, რაც ამ ურთიერთობიდან გამომდინარეობს. თუ თბილისში ხელისუფლება ავტორიტარული მიმართულებით სვლას განაგრძობს და თუ უფრო ფართოდ გააგრძელბს ჩვენს ელჩსა და შეერთებულ შტატებზე თავდასხმას, ისინი ამით არსებითად იტყვიან, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა მათი პრიორიტეტი არ არის“, - აცხადებს „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი, ჯონ ჰერბსტი.

ოკუპანტებმა ხერსონი და ხერსონის რეგიონის 30 დასახლება გასულ კვირაში 258-ჯერ დაბომბეს - ზელენსკი

რუსეთის ძალებმა ხერსონი და ხერსონის რეგიონის 30 დასახლება გასულ კვირაში 258-ჯერ დაბომბეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. "რუსეთის ძალებმა ხერსონი და ხერსონის რეგიონის 30 დასახლება გასულ კვირაში 258-ჯერ დაბომბეს. მოგიწოდებთ, მზად იყოთ ელექტროენერგიის კრიზისის გაგრძელებისთვის, ტემპერატურის ვარდნისა და სიცივის ფონზე", - წერს ზელენსკი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  "გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 88 380; ტანკი - 2 911; ჯავშანტექნიკა - ​5 866; საარტილერიო სისტემა - 1 901; სარაკეტო სისტემა - 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 209; თვითმფრინავები - 280; ვერტმფრენი - 261", - ნათქვამია ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დმიტრო კულებამ NATO-ს იარაღის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს იარაღის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა.  „NATO-ს ქვეყნებს სასწრაფოდ სჭირდებათ იარაღის წარმოების გაზრდა“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ბუქარესტში, ალიანსის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ბრძოლის ველზე გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვება, მეტი იარაღის წარმოებაში ინვესტიციის გარეშე შეუძლებელია.  „არ არის საჭირო თვეების დახარჯვა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც უკრაინისთვის პოლიტიკური მიზეზების გამო იარაღის მიწოდება არ სურთ. იმის მაგივრად, რომ მათ იმედზე ვიყოთ და თვეები დავხარჯოთ მათ დასარწმუნებლად, ჩვენ უნდა დავიწყოთ წარმოება, რათა არ გავხდეთ დამოკიდებული მესამე ქვეყნების ახირებებზე, რომლებსაც მარაგი აქვთ, მაგრამ არ სურთ მისი გაზიარება", - განაცხადა კულებამ.  ამასთან, კულებამ დააზუსტა, რომ უკრაინას ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტანკები და საწარმოო ხაზები სჭირდება.   

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში 3 დეკემბრამდე შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება.  

Reuters: რუსეთი ინდოეთს სთხოვს, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სათადარიგო ნაწილებით დაეხმაროს

მოსკოვმა ნიუ-დელის მიმართა, რომ მანქანების, თვითმფრინავების და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით დაეხმაროს, რადგან რუსეთი ახლა  საერთაშორისო სანქციების გამო ამ მიმართულებით შეზღუდულია და ეს პროდუქცია, სასიცოცხლო მრეწველობის მუშაობის შესანარჩუნებლად სჭირდება. როგორც Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, სიაში, რომელიც მოსკოვმა ნიუ-დელის გაუგზავნა 500-მდე ნივთია. სააგენტო განმარტავს, რომ ეს სია შესაძლოა კიდევ დაზუსტდეს და უცნობია, რა სათადარიგო გაიგზავნება რუსეთში, მაგრამ Reuters-ის წყარომ ინდოეთის მთავრობაში განაცხადა, რომ „სია თავისი მოცულობით უჩვეულოა“. Reuters აღნიშნავს, რომ სია 14 გვერდისგან შედგება. რუსეთი ითხოვს დაახლოებით 200 ნივთს მეტალურგიისთვის და ბევრ კომპონენტს საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიისთვის. ჩამონათვალშია დგუშები, ზეთის ტუმბოები და აალების კოჭები, ბამპერები, უსაფრთხოების ღვედები, სადესანტო მოწყობილობების კომპონენტები, საწვავის სისტემები, საკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, სამაშველო ჟილეტები და თვითმფრინავის საბურავები. ჩამონათვალში ასევე ნახსენებია ნედლეული ქაღალდისა და სამომხმარებლო შეფუთვის წარმოებისთვის, ასევე ტექსტილის, მათ შორის ქსოვილისა და საღებავების წარმოებისთვის მასალები და აღჭურვილობა. ინდოეთი ცდილობს გაზარდოს ვაჭრობა რუსეთთან, მაგრამ ზოგიერთი კომპანია შიშობს, რომ ეს შეიძლება დაექვემდებაროს დასავლეთის სანქციებს. თავად მოსკოვის მოთხოვნა, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის რუსეთში ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე გაკეთდა. უწყების განმარტებით, ვიზიტის დროს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის აუცილებლობა განიხილეს.  

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე საბერძნეთიდან გამარჯვებული დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე, საბერძნეთის ქალაქ ამინდეოში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირიდან გამარჯვებული დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, უფროსმა ლეიტენანტმა ლიკა წულუკიძემ ქალთა შორის -52 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. „უფროსი ლეიტენანტი ლიკა წულუკიძე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირთა დაცვის განყოფილების უფროსი ინსპექტორია. ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში 16 ქვეყანა მონაწილეობდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი თანამადებობას ტოვებს

რუსული მედია, საბიუჯეტო და საფინანსო ბაზრების ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელ ანატოლი არტამონოვზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭომ, აუდიტის პალატის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ალექსეი კუდრინის გათავისუფლებაზე, რუსეთის პრეზიდენტის წარდგენა მიიღო.  მანამდე რუსული მედია წერდა, რომ კუდრინი სამუშაოდ, ახალწლამდე Yandex-ში გადავა, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციის აუდიტის პალატის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს.  რუსეთის ფედერაციის პროფილური კომიტეტი კუდრინის გადადგომის საკითხს 29 ნოემბერს განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, აუდიტის პალატის თავმჯდომარის პოსტზე, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ჟუკოვის, კანდიდატურა განიხილება.   

ჯანდაცვის სამინისტრომ შვიდ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა შვიდ ექიმს. პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 296 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 219 ექიმს, აქედან ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 56 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.  

NATO-ს გენმდივნის გზავნილი საქართველოს, ბუქარესტის მინისტერიალიდან

NATO აქ არის, NATO ფხიზლად რჩება და მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორიების თითოული სანტიმეტრი, შესაბამისი განცხადებით გახსნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გამართული ფორუმი. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ამჟამად ალიანსი ფოკუსირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვლადიმერ პუტინის დამარცხება და უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გამარჯვება. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და ველოდები, რომ მოკავშირეები ამას დაადასტურებენ, თუმცა ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის დახმარებაზე. ახლა ომია გაჩაღებული და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც ძირს გამოუთხრის მოკავშირეების ერთობას გაუწიონ უკრაინას სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება უკრაინას, რადგან ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ პრეზიდენტ პუტინს გამარჯვებაში და უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე. „რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ არ დაგვავიწყა სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის, აგრესიისა და დაშინების წინაშე არიან. მეტიც, ამ ომმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა ჩვენი პარტნიორობა. სწორედ ამიტომ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტის შეხვედრაზე შეხვდებიან უკრაინელ კოლეგას, ასევე საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებს იმისთვის, რომ ვუპასუხოთ ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა ხსენებული ქვეყნების მედეგობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მათი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის, რომ მათ უკეთ შეძლონ თავდაცვა. თუ ისინი უფრო მეტად უსაფრთხოდ იქნებიან, ჩვენ ვიქნებით მეტად დაცულები“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება. ამით მან შესაბამის შეკითხვას უპასუხა. კერძოდ: 2008 წელს, მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები და რა ეტაპზეა ამჟამად ეს პროცესი? „NATO-ს კარი ღია რჩება. ჩვენ ეს ვაჩვენეთ მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში მიღებით მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, ვაჩვენეთ, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ NATO-ს 30 წევრისა და ასპირანტი ქვეყნების გადასაწყვეტია და არა სხვისი. როდესაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, მას უნდოდა ნაკლები NATO თავის საზღვრებთან და მიიღო საპირისპირო. მან მიიღო NATO-ს ჯარების მეტი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ის ნახავს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ამრიგად, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ NATO-ს კარი ღიაა არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ეს იყო ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ნაწილი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებული იყოს - ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებული იყოს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. "მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე ყველა აქტივობას მივესალმები. ცხადია, ეს არის გზა, სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობას და პატიმრობას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არცერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს არ მომდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან. დარწმუნებული ვარ, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც გუშინ ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც მე დღეს ვნახე ამ ემოციების ფონზე გაკეთდა, იმ წუხილის ფონზე გაკეთდა, რაც ყველას გვაქვს და მე არ ვიცი, ლევანი სხვას რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს", - თქვა ეკა ხერხეულიძემ. შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 დეკემბერს 15:00 საათზე "ოცნების" ოფისთან აქცია დააანონსა.  

NATO-ს გენმდივნის მოადგილე: ბუქარესტის სამიტის სულისკვეთებაა, რომ ყველა სუვერენულ ერს აქვს უფლება, იბრძოლოს მისი მომავლისთვის

„ბუქარესტის სამიტის სულისკვეთებაა, რომ ყველა სუვერენულ ერს აქვს უფლება, იბრძოლოს მისი მომავლისთვის“, - ამის შესახებ ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ფორუმზე NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანამ განაცხადა. მან ისაუბრა NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე და ქვეყნების სუვერენულ უფლებაზე აირჩიონ მათი მომავალი. „ჩვენ უნდა განვუცხადოთ საქართველოს, უკრაინას, ბოსნია-ჰერცოგოვინას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომ თუ ისინი მზად არიან, ჩვენ გვერდით იდგნენ, მაშინ ისინი იქნებიან. ჩვენ მზად ვართ. ბუქარესტის სამიტის სულისკვეთებაა, რომ ყველა სუვერენულ ერს აქვს უფლება, იბრძოლოს მისი მომავლისთვის. ჩვენ გადაწყვიტეთ ჩვენი მომავალი, ჩვენ დასავლეთს ვეკუთვნით. უკრაინა ეკუთვნის დასავლეთს. რუსეთი დაშორდა ცივილიზებულ ევროპას. უკრაინა იქნება ცივილიზებული ევროპის ნაწილი“, - აღნიშნა მირჩა ჯოანამ. ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ უკანონო ომს, კიევისა და სხვა პარტნიორებისათვის NATO-ს მხარდაჭერას, მედეგობის გაძლიერების გზებსა დ ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებს.   გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, სანამ საჭირო იქნება.   „ჩვენ უკან არ დავიხევთ. უკრაინის მხარდაჭერა ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესია. ვერ დამკვიდრდება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ აგრესორი გაიმარჯვებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.    ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას, რათა ერთად განიხილონ უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები.   ბუქარესტში ასევე არიან საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები, რათა განიხილონ მათი ქვეყნების მზარდი თანამშრომლობა NATO-სთან ამ რთულ დროს.

თბილისის მერი განმარტავს, რატომ ჩანაცვლდა სლოგანი -„სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობის ქალაქით“

შვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, - თბილისის მერი, კახა კალაძე განმარტავს, რატომ ჩანაცვლდა სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ „მშვიდობის ქალაქით“. „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მოხდეს ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ „მშვიდობის ქალაქით“ ჩანაცვლდა.  

სლოვაკეთმა უკრაინას, 30 ერთეული БМП-1-ის ტიპის საბრძოლო მანქანა გადასცა

უკრაინამ სლოვაკეთისგან 30 ერთეული БМП-1-ის ტიპის საბრძოლო მანქანა მიიღო.  ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა.  „მოხარული ვარ დავადასტურო, რომ უკრაინას სკლოვაკეთის წარმოების 30 ერთეული БМП-1-ის ტიპის საბრძოლო მანქანა გადავეცით, “ -წერს იაროსლავ ნადი Twitter-ზე.  მისივე თქმით, ეს საკითხი გერმანიასთან შეთანხმდა და სანაცვლოდ სლოვაკეთი, გერმანიის წარმოების 15 ერთეულ საბრძოლო ტანკ Leopard 2 A4-ს მიიღებს.   

ჩავუშოღლუ: ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, მიაღწიოს უკრაინასა და მოლდოვას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ NATO მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ფორუმზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საზღვრების ბალკანეთიდან საქართველოში გაფართოების მომხრეა. ამის შესახებ ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „აუცილებელია ევროკავშირის გაფართოების ახალი პროცესის დაწყება. ის უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, მიაღწიოს უკრაინასა და მოლდოვას“. მისივე თქმით, უკრაინის კონფლიქტი გკარნახობს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლის აუცილებლობას. ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი მშვიდობის უზრუნველსაყოფად მცდელობას არ დაიშურებს. ამავე გამოსვლაში თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო სასწავლო მისიის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას აკლია „სტრატეგიული მიდგომა“. „პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ (თურქეთს) ძალიან გვიხარია, რომ ვხედავთ ერთიანობას ევროკავშირსა და NATO-ში. ევროკავშირმა გამოაცხადა ახალი სასწავლო მისიის შესახებ უკრაინაში. და, კიდევ ერთხელ უგულვებელყო თურქეთთან კონსულტაციები მისიის დაწყებამდე“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მისივე შეფასებით, ეს იყო „მაგალითი იმისა, თუ როგორ დაკარგა ევროკავშირმა სტრატეგიული აზროვნება რამდენიმე წევრი სახელმწიფოს ვიწრო ინტერესების გამო“. „მე ვამბობ, რომ ჩვენ არ გვჭირდება, ვიყოთ მისიის ნაწილი, რადგან ინდივიდუალურად ყველამ იცის, რამდენად ვუჭერთ მხარს უკრაინას“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. მან ხაზი გაუსვა ერთიანობის სულისკვეთების ხელახლა აღმოჩენის აუცილებლობას. რაც მისი თქმით, აუცილებელია ახალი ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უმაღლესმა თურქმა დიპლომატმა განმარტა, რომ „ამ ხედვის ბუნებრივი გაფართოება არის ინკლუზიური და ადგენს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებს". „გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველოში, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაში. და ეს რეგიონი ვერ იქნება სრულყოფილი ჩემი ქვეყნის, თურქეთის გარეშე", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 1987 წელს გააკეთა და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, თუმცა მოლაპარაკებები 2007 წელს შეფერხდა.

ოლენა ზელენსკა ბრიტანელებს: შობის დღესასწაულის აღნიშვნისას, უკრაინის ტრაგედია არ დაივიწყოთ

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აშკატა მურტის მეუღლეს შეხვდა. დღეს BBC Radio 4-თან ინტერვიუში ზელენსკამ თქვა, რომ ომი ახლა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისთვის კი არა, არამედ მსოფლმხედველობის დაპირისპირების გამო მიმდინარეობს. „უკრაინელები მზად არიან გაუძლონ ორი ან სამი წელი." უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა, ომის დროს ცხოვრებისა და გამარჯვების რწმენის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ხალხი დაიღალა ომით, მაგრამ სთხოვა ბრიტანელებს, არ დაივიწყონ უკრაინა საშობაო დღესასწაულებზე. „ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ მოახლოებული საშობაო არდადეგები არ დაგავიწყებთ ჩვენი ტრაგედიას არ დაივიწყებთ და არ შეგუებით ჩვენს ტანჯვას“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ.   

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი, ჩრდილოეთ კვიპროსში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი თავისი ინტერესების დასაცავად, ჩრდილოეთ კვიპროსში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს.  „მთელმა მსოფლიომაც რომ შეგვიშალოს გზაზე, თურქეთი არ გადაუხვევს თავის პოზიციას და დაიცავს თავის ინტერესებს კვიპროსში, ასევე ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებში“, - აღნიშნა მინისტრმა. „რეგიონში სამხედრო ყოფნის გაზრდის გარდა, დაგეგმილია საჭირო იარაღის მიწოდება“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა შეერთებული შტატების პოზიცია, რომელმაც კვიპროსის რესპუბლიკისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო გააუქმა.  მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ბოლო საუბრისას მან შესთავაზა, რომ „სურვილის შემთხვევაში, ფინანსური დახმარება გაუწიოს კვიპროსელ ბერძნებს, მაგრამ არ მიაწოდოს იარაღი, ღიად ვკითხე, ვის წინააღმდეგ აიარაღებთ [ნიკოსიას]?"  

ჩავუშოღლუს თქმით, უკრაინაში მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება რთულია

„სულ უფრო რთული ხდება მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევა“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მონისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტში, ასპენის ინსტიტუტისა და გერმანული მარშალის ფონდის ფორუმზე რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციისთვის ალტერნატიული გამოსავალი არ არსებობს. გარდა ამისა, ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ არსებული ვითარების დაგმობა „პრობლემის მოგვარებას არ შეუწყობს ხელს“.  „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ვიყოთ შემოქმედებითები სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად. სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს თურქეთი“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ჩავუშოღლუმ გაიხსენა, რომ თურქეთმა მოაწყო მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ანკარაში მარტში და ასევე შუამავალია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში, რომელიც ივლისში დაიწყო.   

სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი - ბრეგაძე

გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. „გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში“,- განაცხადა ბრეგაძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ხერსონის მერის მოადგილე საოკუპაციო რეჟიმთან სავარაუდო თანამშრომლობის გამო დააკავეს

უკრაინის ხელისუფლებამ დააკავა გათავისუფლებული ხერსონის მერის მოადგილე, რომელიც ეჭვმიტანილია ოკუპაციის დროს რუსულ ჯარებთან თანამშრომლობაში, იტყობინება გენერალური პროკურატურა. პროკურორების თქმით, ოფიციალურმა პირმა მარტში დაიწყო თანამშრომლობა ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნულ მარიონეტებთან, მათ შორის ხერსონის ოლქის უკანონო საოკუპაციო მთავრობის მეთაურ ვლადიმერ სალდოსთან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონი 11 ნოემბერს, რუსეთის რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ გაათავისუფლეს . 19 ნოემბერს გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა, რომ ხარკოვის, დონეცკის და ხერსონის ოლქების გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700-ზე მეტი ცხედარი იპოვეს.