ძებნის რეზულტატი:

უკრაინა: ოკუპანტებმა ნიკოპოლის ტერიტორია, მძიმე არტილერიით დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის ორი თემი „გრადებითა“ და მძიმე არტილერიით რვაჯერ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. "რუსები საღამოდან დილამდე ბომბავდნენ ნიკოპოლს „გრადებით“ და მძიმე არტილერიით. არავინ დაშავებულა", - აცხადებს რეზნიჩენკო. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პენტაგონმა უკრაინისთვის NASAMS-ის ტიპის თავდაცვის სისტემების შესყიდვის კონტრაქტს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის NASAMS საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით 1,2 მილიარდიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. პენტაგონმა შეთანხმებას ხელი Raytheon Technologies Co-სთან მოაწერა და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ექვსი სისტემა დამზადდება. „სამუშაო შესრულდება ტეუკსბერიში, მასაჩუსეტსი. სავარაუდო დასრულების თარიღი 2025 წლის 28 ნოემბერია“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. 7 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ NASAMS-ის და Aspide-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩავიდა.  

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სადაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ერთ შემთხვევაში, არალეგალურად მიმდინარეობდა სამაგიდო აზარტული თამაშები, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი. „დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო დაახლოებით 350 000 ლარი. აღნიშნული ქმედება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

აშშ უკრაინელი სამხედროების მომზადების მასშტაბების მკვეთრად გაფართოების საკითხს განიხილავს - CNN

აშშ უკრაინელი სამხედროების მომზადების მასშტაბების მკვეთრად გაფართოების საკითხს განიხილავს. იუწყება CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. საუბარია გერმანიაში არსებულ ბაზაზე 2 500-მდე უკრაინელი სამხედროს გაწვრთნაზე. ახალი პროგრამის მიხედვით, აშშ უკრაინელი ჯარისკაცების ბევრად უფრო დიდი ჯგუფების წვრთნას დაიწყებს. ამერიკული მედიის ცნობით, ეს იქნება უფრო ინტენსიური და ყოველმხრივი სწავლება, ვიდრე ამას უკრაინელი სამხედროები ამ დრომდე პოლონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში იღებდნენ.  

ფილიპ რიკერი: აშშ განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

აშშ კვლავ მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, როგორც ამას გასული 30 წლის განმავლობაში აკეთებდა. ეს მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი მტკიცე ერთგულებას. ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩევლის, ელჩ ფილიპ რიკერის ვიდეოგზავნილს ამერიკის საელჩო ავრცელებს. „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთდაკავშირებისთვის. გასულ წელს, როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდი, მჭიდროდ ვმუშაობდი საქართველოს ლიდერებთან, რათა შუამავლის როლი შემესრულებინა, თქვენს მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. პრემიერმა ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი შეასრულა დაკავებულთა გათავისუფლების საკითხისა და საბრძოლო ზონაში ნაღმების ადგილმდებარეობის გაზიარების უზრუნველყოფით. ოქტომბერში აშშ-ის დელეგაცის ვხელმძღვანელობდი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროს. ამ ვიზიტის დროს მე განვიხილავ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. მათ შორის, როგორ შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ხელი შეუწყონ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის მშვიდობიანი გადაწყვეტას და ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე, მის მიერ 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. აშშ კვლავ მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, როგორც ამას გასული 30 წლის განმავლობაში აკეთებდა. ეს მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი მტკიცე ერთგულებას. ჩვენ ამაყად ვდგავართ საქართველოს გვერდით, რამდენადაც თქვენ ისწრაფვით NATO-სა და ევროკავშირის წევრობისკენ. შეერთებული შტატები განაგრძობს იმ ყველაფრის გაკეთებას, რაც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რადგან ეს არის ის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს, - აცხადებს ფილიპ რიკერი. მან ქართველ ხალხს შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. „როგორც ქართველები ამბობენ, თუ სტუმარი ღვთის საჩუქარია, მაშინ საქართველო არის საჩუქარი ჩემნაირი სტუმრებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.

ზელენსკი: ვაანალიზებთ დამპყრობლის ზრახვებს, ვამზადებთ კიდევ უფრო მძლავრ კონტრზომას

ჩვენ ვაანალიზებთ დამპყრობლის განზრახვებს და ვამზადებთ კონტრზომას, კიდევ უფრო მძლავრ კონტრზომას, ვიდრე ახლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ძირითადი საკითხებია დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქი, ყირიმი და ფრონტის ხაზის ტერიტორიები, ჩვენი სახელმწიფო საზღვარი. ჩვენ ვაანალიზებთ დამპყრობლის განზრახვებს და ვამზადებთ კონტრზომას, კიდევ უფრო მძლავრ კონტრზომას, ვიდრე ახლა. განვიხილეთ სამხედრო ძალების ახალი ტექნიკით უზრუნველყოფისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხები. ცალკე გავმართე შეხვედრა ენერგეტიკისა და კომუნიკაციების საკითხებზე. ჩვენ ვაფიქსირებთ შედეგებს, რაც უკვე გაკეთდა ჩვენი სისტემების დასაცავად და ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ზელენსკიმ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს

ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! „გამოსაკვლევ პირს აღენიშნება 20 ზე-მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო - კომპლექსი, აქედან წამყვანია დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. აღნიშნული ძირითადი დიაგნოზები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. ცენტრი „ემპათიას“ და საერთაშორისო ექსპერტების საექსპერტო კომისია კლინიკური და პარა-კლინიკური კვლევების, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ: ამგვარად, დაპატიმრების წინ (01/10/2021) პაციენტი იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი, აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, სიტუაციურად იღებდა სიმპტომურ პრეპარატებს; ასევე შფოთვით - დეპრესიული მდგომარეობის გამო, რაც განუვითარდა პოსტ - კოვიდურ პერიოდში (2020 – 2021) იღებდა გარკვეულ პრეპარატებს მცირე დოზებით, პერიოდული წყვეტით; აღნიშნული მკურნალობის ფონზე თავს გრძნობდა კარგად, სოციალური ფუნქციონირების დარღვევას ადგილი აქ ჰქონდა. იკვებებოდა სრულფასოვნად. რაიმე სახის ნევროლოგიურ დარღვევას ადგილი არ ჰქონდა. ამჟამად გამოსაკვლევ პირს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზების (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო-ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები”, - აღნიშნულია „ემპათიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

უკრაინის გენშტაბი: უკრაინულმა ავიაციამ მტრის პოზიციებზე 21 დარტყმა განახორციელა

30 ნოემბერს უკრაინულმა ავიაციამ მტრის პოზიციებზე 21 დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „მტერი აგრძელებს შეიარაღებულ აგრესიას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ის არ წყვეტს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას, ომის წესების დარღვევას“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი. მისივე თანახმად, რუსული ძალები ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მიმართულებით, ბახმუტისკენ უტევენ. დანარჩენ მიმართულებებზე, როგორებიცაა, უგლედარი და ზაპოროჟიე, თავდაცვით პოზიციას ინარჩუნებენ.  

ალექსანდრე ვინიკოვი: მოუთმენლად ველით პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას გამოიწვევს

ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება მომავალში საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისევე, როგორც უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე რომ, ღია კარის პოლიტიკა მტკიცედაა ძალაში, - ამის შესახებ საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის (NLO) ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა. ვინიკოვის თქმით, NATO მოუთმენლად ელის საქართველოში პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც გამოიწვევს აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით მის NATO-ში გაწევრიანებას. „NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მთავარი გზავნილები, რომელიც ბუქარესტში გაიმართა, შეეხებოდა ჩვენს უწყვეტ ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, რომელიც აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის უკანონო აგრესიისგან. ასე რომ, NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს ვალდებულება, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში. მოკავშირეები შეხვდნენ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვის წარმომადგენლებთან იმის განსახილველად, თუ როგორ შეიძლება NATO-მ კიდევ უფრო გააძლიეროს მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ, სამი მნიშვნელოვანი პარტნიორის მიმართ, რადგან ისინი წინააღმდეგობას იწევენ რუსეთის ზეწოლას. ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება მომავალში საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე რომ, ღია კარის პოლიტიკა მტკიცედაა ძალაში და მოუთმენლად ველით საქართველოში პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც გამოიწვევს აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით მის NATO-ში გაწევრიანებას, რომელთა განხორციელებაში ჩვენ საქართველოს დახმარებას ვუწევთ“, - აღნიშნა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

სარფის მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს საკვები პროდუქტების შეფუთვებში, მალულად ჰქონდა განთავსებული. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 164 744.7 ლარი შეადგინა. „საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების მონიტორინგი მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შს სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1967 წელს დაბადებული მ. დ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო ასევე წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1983 წელს დაბადებული გ.დ., 1989 წელს დაბადებული კ.ჩ. და 1968 წელს დაბადებული გ.ფ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა. „დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ და მ.მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს – გ.დ.-ს, კ.ჩ.-ს და გ. ფ.-ს. კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები – „ქურდული სამყაროს“ წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს – მ. დ.-ს და მ. მ.-ს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა. „ქურდული სამყაროს“ წევრებმა ერთ-ერთ მოდავე მხარეს, „ქურდული გარჩევის“ შედეგად, სადავო თანხის გაორმაგებით გადახდა დააკისრეს, რომელიც 2023 წლის 6 მარტამდე სრულად უნდა დაეფარა, თანხის არ გადახდის შემთხვევაში კი ჯანმრთელობის ხელყოფით დაემუქრნენ. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.  

აშშ-ის პროკურატურამ რუსი ბიზნესმენისთვის $5,4 მილიონის ჩამორთმევა მოითხოვა

აშშ-ის პროკურატურამ საბანკო ანგარიშიდან 5,4 მილიონი დოლარის კონფისკაცია მოითხოვა. თანხა ეკუთვნის რუს ბიზნესმენ კონსტანტინე მალოფეევს, რომელიც ვაშინგტონმა აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში სეპარატისტების დაფინანსებაში დაადანაშაულა და მას სანქციები დაუწესა. ნიუ-იორკის ფედერალურმა პროკურორებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ მათ ჰქონდათ ამის უფლება, რადგან მალოფეევი ცდილობდა ფულის მისი ბიზნეს პარტნიორისთვის გადაცემას, რაც აშშ-ის სანქციების დარღვევად მიიჩნევა. „მალოფეევთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ის სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფება. ადრე მან სეპარატისტების დაფინანსების შესახებ ცნობები უარყო. აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით კი, მალოფეევმა 2014 წლის მარტში გამოიყენა სეიშელის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია ტეხასში დაფუძნებულ საბანკო ჰოლდინგ, Strategic Growth Bancorp-ში $10 მილიონის ინვესტიციისთვის“, - წერს Reuters-ი. მისივე თანახმად, პროკურორებმა განაცხადეს, რომ მალოფეევმა კომპანია ერთ დოლარად მიჰყიდა ბერძენ ბიზნესპარტნიორს, რომელიც არ არის დასახელებული, მაგრამ გაყიდვის ხელშეკრულება 2014 წლის ივლისით, სანქციების დაწესებამდე იყო დათარიღებული. გამოძიების თანახმად, ტეხასის ბანკი მალოფეევის წილების მფლობელად აღიარებას აგრძელებდა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ მალოფეევის აქციები ნაღდ ფულად კონვერტირდა და ჩაირიცხა დაბლოკილ ანგარიშზე, როდესაც Strategic-ი დენვერში დაფუძნებულ Sunflower Bank-თან  გაერთიანდა 2016 წელს. თავად მალოფეევს ბრალი მარტში, სანქციების თავიდან აცილებასა და ევროპაში მედია ორგანიზაციების ფარულად შეძენის მიზნით, თანამოაზრეების გამოყენებაში წაუყენეს.

შალვა ხაჭაპურიძე: სასჯელისგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, სასამართლოს მივმართეთ

სასჯელისგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ალტერნატივის, სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს მივმართეთ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! „დასკვნა მომზადებული ცენტრ „ემპათიის“ მიერ, რომელშიც ცენტრ „ემპათიასთან“ ერთად მონაწილეობდა საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისია. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, პატიმარს დაუდგინდა მძიმე დიაგნოზები, რომლებიც იძლევა იმის შესაძლებლობას და საფუძველს, რომ მიგვემართა სასამართლოსთვის სასჯელისგან გათავისუფლების და ალტერნატივის, სასჯელის გადავადების მოთხოვნით, რაც გაკეთდა კიდეც ამ დილით. ჩაბარდა დოკუმენტაცია თავისი მტკიცებულებებით. უახლოეს დღეებში, ვფიქრობ, სადღაც ერთი კვირის ინტერვალში ჩაინიშნება სასამართლო პროცესი და უკვე დაიწყება ჩვენი შუამდგომლობის განხილვა. წარმოუდგენელია ამ დასკვნის საფუძველზე სასამართლომ გვითხრას უარი. თავად დასკვნა მყარი მტკიცებულებაა, მაგრამ დასკვნასთან ერთად წარდგენილი არის დაცვის მხარის მიერ მოყვანილი უტყუარი მტკიცებულებები, ამის იგნორირება წარმოუდგენელია, ჩათვალეთ, სასიკვდილო განაჩენია. დიაგნოზებზე ვერ ვისაუბრებ, თავად პატიმარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონფიდენციალურია, თუმცა შემდგომში ალბათ შეცვლის ამ პოზიციას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

ელჩი ჰერჩინსკი: იმედი გვაქვს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებამდე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პარლამენტის მიერ „დეოლიგარქიზაციის შესაზებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნას მიესალმა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მოკლე დროში მიიღებს ვენეციის კომისიისგან მოსაზრებებს. ევროკავშირი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია „ჩვენ გულთბილად მივესალმებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, გაუგზავნოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიას, მსგავსი საერთაშორისო სტანდარტების დამდგენს ეკითხებიან მოსაზრებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოსაზრება საქართველოს პარლამენტს რაც შეიძლება მალე გადაეცემა და შემდგომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული კანონის საბოლოოდ მიღებამდე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

ბორჯომის ტყეში, შუა ხნის კაცი გარდაიცვალა

ბორჯომის ტყეში დაახლოებით 55 წლამდე კაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ხის მოსაჭრელად იყო წასული, რა დროსაც თავის არეში ხე მოხვდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! „სააკაშვილი თავისი სურვილით ჩავიდა საქართველოში და ხელისუფლების ხელში ჩაუვარდა. ისინი იტყვიან: რას ამბობთ, გავაკეთეთ ყველაფერი, დავიცავით ყველა ნორმა, ექიმი დღეში ორჯერ მიდიოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს - სერგეენკო სააკაშვილზე

ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს, არც წამიკითხავს, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით სერგენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?!   „ერთადერთი ფაქტორი, რაც ამ ადამიანის ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნის, ეს არის ამ საკითხის პოლიტიკური ანგაჟმენტი, როდესაც არ აცდიან ექიმებს. ექიმები ჩუმად არიან და კლინიკურ მედიცინაზე ლაპარაკობენ ადვოკატები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი. ერთადერთი დამაბრკოლებელი, რამაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობას, ეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ასეთი პერმანენტული და პერსისტირებული პოლიტიზირება. ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს და არც კი გამიგონია, არც კი წამიკითხავს, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს. ეს ბევრად სწრაფად ხდება ხოლმე. ოღონდ აცადონ ამ ექიმებს მუშაობა, ადგილობრივებსაც და ჩამოსულებსაც“, - განაცხადა დავით სერგენკომ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტებია და ამ მიმართულებით მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ დაადასტურა მზაობა, განაგრძოს მხარდაჭერა და წვლილი შეიტანოს NATO-ს ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით და აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ითქვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს ეგიდით საერთაშორისო მისიებში და მზად არის, მომავალშიც დადგეს NATO-ს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მხარი დაუჭიროს ჩრდილო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში შექმნილ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და NATO-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში ჯოზეფ ბილბო ესწრებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია დავიქირავე - ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მის შვილთან დაკავშირებით იურიდიული კომპანია დაიქირავა. „მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია დავიქირავე. იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ის დიაგნოზები, რომლებიც ისედაც გვქონდა ჩვენი სპეციალისტებისგან, მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სიღნაღის თაღი დაზიანდა

სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარე ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. "სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.   სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.   განახლება   250 ლარით დააჯარიმეს მძღოლი, რომელმაც სიღნაღში მე-18 საუკუნეში აშენებული გალავნის თაღი სავარაუდოდ, დააზიანა. შსს-ს ცნობით, საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ისტორიული წყაროების თანახმად, სიღნაღის ციხე-გალავანი, რომლის სიგრძეც სიგრძე, დაახლოებით, 4 კილომეტრია, 1762 წელს მეფე ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით აშენდა.   რადიო თავისუფლება ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატვირთო საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთში მიდიოდა, ტრანზიტული გზა შეეშალა და შეცდომით სიღნაღის გზაზე მოხვდა.