ძებნის რეზულტატი:

პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება

პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება. შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება, ამასთანავე, არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ერდოღანმა მიანიშნა, რომ 2023 წლის არჩევნებზე ბოლოჯერ იყრის კენჭს - მედია

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის 2023 წლის არჩევნებზე ბოლოჯერ იყრის კენჭს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დროა ადგილი ახალგაზრდებს დაუთმოს. „იმედია, 2023 წელს ჩვენ დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელსაც ბოლოჯერ მივიღებთ ჩვენი ერის მხარდაჭერით“, - ცოტორებს ერდოღანს Euronews-ი. თურქეთში სახალხო არჩევნები 2023 წელს უნდა ჩატარდეს. ერდოღანის პარტია ხელისუფლებაშია 2003 წლიდან.   

ბრალდებულებისთვის საცხოვრებელი ფართის გაზრდა იგეგმება

2026 წლის პირველი იანვრიდან, ბრალდებულებისთვის საცხოვრებელი ფართის გაზრდა იგეგმება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამას იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გაიზრდება ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა და ის გაუთანაბრდება მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ფართს, გახდება არანაკლებ 4 კვ. მეტრი. ამასთან, ცვლილებებით, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება, ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილი იქნება, პენიტენციური დაწესებულების დებულებით, დაწესებულებაში სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა გაზარდოს. ამასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება. 2024 წლიდან კი, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა არ ხორციელდება.

უკრაინა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, სესხით სახით, €400 მილიონს მიიღებს

უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა 10 დეკემბერს განაცხადა, რომ მიიღებს 400 მილიონ ევროზე მეტ სესხს ევროპული ინსტიტუტებისგან, რათა რუსული სარაკეტო შეტევებით დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა აღადგინოს. EBRD-ის სესხის გარდა, Ukrenergo მიიღებს 72 მილიონ ევროს გრანტის სახით ჰოლანდიის მთავრობისგან მიიღებს.  „უკრენერგომ“ აღნიშნა, რომ სარემონტო პროცესი დაიწყება, როგორც კი ხელი მოეწერება სესხის ხელშეკრულებას. ”დღეს, ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ამ რთულ ზამთარში უკრაინელებს ელექტროენერგია მივაწოდოთ”, - აღნიშნა კომპანიამ.

საქართველოში გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების გახშირებული რაოდენობა ფიქსირდება - სპეციალისტის რეკომენდაციები

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების გახშირებული რაოდენობა ფიქსირდება. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას და მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. თენგიზ ცერცვაძის თქმით, სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა პრობლემა, რომ მოსახლეობა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად ტესტს COVID-ზე დროულად აღარ იკეთებს, შედეგად კი, კლინიკებში დაგვიანებული შემთხვევებით მიმართვებმა მოიმატა. თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს, რომ რესპირაციული სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე COVID-ზე ტესტი ჩაიტარონ. „როგორც ადრე ვწერდით, საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა შეძლო გადაექცია COVID-ი ერთ-ერთი რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა, მისი ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება, ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად, გრიპით და სხვა ე.წ. სეზონური ვირუსებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს. დღეს საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში ფიქსირდება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების (რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვ.) გახშირებული რაოდენობა. პაციენტების, განსაკუთრებით ბავშვების, მომართვა გაზრდილია, კლინიკები გადატვირთულია. ეს ინფექციები ზოგჯერ მძიმედ მიმდინარეობს და სერიოზულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. მათ შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და ასაკოვან (65 წელზე ზემოთ) პირებში, აგრეთვე მათში, ვისაც აქვს სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები და იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. ეს ასე იყო წინა წლებში და ალბათ ასე იქნება მომავალშიც. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას, ყველა რგოლი დაწყებული ოჯახის ექიმებით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალით და დამთავრებული კლინიკებით, გამართულად ფუნქციონირებს. მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. არცერთი ავადმყოფი არ რჩება დროული და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების, მათ შორის სტაციონარული და საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული მომსახურების გარეშე. შემთხვევების დიდი რაოდენობის მიუხედავად არც ერთხელ არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზები. არ ყოფილა მედპერსონალის, საწოლების, მედიკამენტების, ჟანგბადის და სუნთქვის აპარატების ნაკლებობა და პრაქტიკულად არ არის სეზონური რესპირაციული ინფექციებისგან გარდაცვალების შემთხვევები. შედარებისთვის, 2009-2010 წლებში ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის დროს ქვეყანაში მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის და მისი გართულებებისგან გარდაიცვალა 50-ზე მეტი პაციენტი. აღსანიშნავია ის, რომ ევროპის და ამერიკის რიგი ქვეყნები, როგორც COVID-ის, ისე სეზონური რესპირაციული ინფექციების მხრივ აწყდებიან გაცილებით უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე საქართველო. ასე მაგალითად, აშშ-ში, მათივე ოფიციალური მონაცემებით, მარტო გრიპისგან გარდაიცვალა 4500 პაციენტი, ხოლო კალიფორნიაში საწოლების დეფიციტის გამო უხდებოდათ კარვების გაშლა და სახელდახელო „ემერჯენსების“ მოწყობა. ასევე ოფიციალური მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციის 50 შემთხვევიდან 1 შემთხვევა (2%) ფატალურად მთავრდება“, - აცხადებს ცერცვაძე. რაც შეეხება კორონავირუსის მიმდინარეობას, ცერცვაძის თქმით, საქართველოში ბოლო თვეებში აღინიშნება COVID-ის ახალი და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილური კლება. „საქართველოში ბოლო თვეებში აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილური კლება, მაგრამ ყველგან ასე არ არის. მართალია, მთელ მსოფლიოში პიკის პერიოდთან შედარებით COVID-ის ახალმა შემთხვევებმა და გარდაცვალებამ იკლო, მაგრამ ბოლო პერიოდში მთელ რიგ ქვეყნებში აღინიშნება COVID-ის როგორც ახალი შემთხვევების, ისე გარდაცვალების შემთხვევების მატება. ასე მაგალითად, ა.წ. 7 დეკემბერს მსოფლიოში დაფიქსირდა 536 962 ახალი შემთხვევა და 1347 გარდაცვალება, რაც ამ პერიოდისთვის ცოტა ნამდვილად არ არის. ამ დღეს იაპონიაში დაფიქსირდა 149 383 ახალი შემთხვევა და 211 გარდაცვალება, აშშ-ში - 45 970 ახალი შემთხვევა და 318 გარდაცვალება, გერმანიაში - 40 256 ახალი შემთხვევა და 125 გარდაცვალება, საფრანგეთში - 75 752 ახალი შემთხვევა და 92 გარდაცვალება და ა.შ. საქართველოში ამ დღეს დაფიქსირებული იყო COVID-ის სულ 155 ახალი შემთხვევა და არცერთი გარდაცვალება. სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფებოდა სულ 167 ავადმყოფი. ზოგადად ბოლო 8 თვის, მათ შორის ბოლო 1 თვის მონაცემებითაც, ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, საქართველოში COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები - სულ 39 გარდაცვალება ბოლო 8 თვეში და 1.5 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა აშშ (290 გარდაცვალება ბოლო 8 თვეში და 30 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში), გერმანია (336 გარდაცვალება და 58 გარდაცვალება), ფინეთი (769 გარდაცვალება და 129 გარდაცვალება), საფრანგეთი (251 გარდაცვალება და 30 გარდაცვალება), ისრაელი (143 გარდაცვალება და 10 გარდაცვალება), შვედეთი (269 გარდაცვალება და 42 გარდაცვალება), დანია (303 გარდაცვალება და 29 გარდაცვალება), იაპონია (175 გარდაცვალება და 27 გარდაცვალება), სამხრეთ კორეა (261 გარდაცვალება და 27 გარდაცვალება), ავსტრალია (378 გარდაცვალება და 23 გარდაცვალება), ლიტვა (191 გარდაცვალება), ლატვია (241 გარდაცვალება), ესტონეთი (253 გარდაცვალება და 43 გარდაცვალება), ავსტრია (585 გარდაცვალება და 40 გარდაცვალება) და სხვ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითადი ინდიკატორი - COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ მთელი პანდემიის მანძილზე (და არა ბოლო 8 თვეში) 1%-ზე ნაკლებია (0.93%), რაც მსოფლიოს 111 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია. ბოლო პერიოდში სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა ერთი სერიოზული პრობლემა. მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ საქართველოში COVID-ი აღარ არის და რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად დროულად აღარ იკეთებს ტესტს COVID-ზე. შედეგად მოიმატა COVID-ით დაგვიანებული შემთხვევებით მომართვამ. ბოლო დღეებში დაგვიანებით და მძიმე მდგომარეობაში მოგვმართა COVID-ით რამდენიმე ავადმყოფმა და მათი სიცოცხლის გადასარჩენად მძიმე ბრძოლა გვიწევს. ხშირად გვეკითხებიან, როგორ უნდა მოვიქცეთ ძალიან გახშირებული, მათ შორის მძიმე რესპირაციული ინფექციების ფონზე. მინდა დაბეჯითებით მივმართო მოსახლეობას შემდეგი რჩევებით: რესპირაციული სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე ჩაიტარონ ტესტი COVID-ზე, ვინაიდან COVID კვლავ რჩება პოტენციურად ყველაზე სახიფათო რესპირაციულ ინფექციად და ამასთან, მას აქვს ძალიან ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა. COVID-ის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულონ მისი რეკომენდაციები. თავის მხრივ ექიმების მოვუწოდებ, ჩვენებების შემთხვევაში რაც შეიძლება ადრე დაიწყონ მკურნალობა „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“; თუ გვაქვს მძიმედ მიმდინარე რესპირაციული ინფექცია უეცარი დასაწყისით, მაღალი ტემპერატურით და ინტოქსიკაციით, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ გრიპზე და ჩავიტაროთ შესაბამისი ტესტი. უნდა გვახსოვდეს, რომ გრიპსაც აქვს ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა („ტამიფლუ“). ყველა შემთხვევაში თავი შევიკავოთ თვითმკურნალობისგან და შევასრულოთ ოჯახის და/ან კლინიკის ექიმის რეკომენდაციები. გვახსოვდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია COVID-ის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მოსკოვში, საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების შესაძლებლობას განიხილავენ

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების შესაძლებლობას განიხილავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა, ამ საკითხზე, კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო TASS– სთან ინტერვიუში ისაუბრა. „რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენებისა და სავიზო ლიბერალიზაციის განახლების პერსპექტივებს, თუ აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება, ჩვენ არ გამოვრიცხავთ გადაწყვეტილების მიღებას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა. გონჩარის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ წელს „უმეტესწილად“, ორნიშნა ციფრამდე გაიზარდა, ტურიზმის, გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის შთამბეჭდავი შემოსავლების წყალობით". ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ბახმუტის დამცველებს ჯილდოები გადასცა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ჯილდოები გადასცა ჯარისკაცებს, რომლებიც ამჟამად ბახმუტს იცავენ. „ჯარისკაცებს მიენიჭათ „საპატიო სამკერდე ნიშანი“ „სამაგალითო სამსახურისთვის"; სამსახურის წევრებმა, რომლებმაც სისხლი გაიღეს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლებში, ასევე მიიღეს მედლები“, - აღნიშნულია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის განცხადებას ეყრდნობა. მან ჯარისკაცებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დღე მიულოცა. სამსახურის ზოგიერთ წევრს მიენიჭა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი მეთაურის „ფოლადის ჯვარი“. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დღე ყოველწლიურად, 12 დეკემბერს აღინიშნება. ISW: რუსეთის არმიამ ბახმუტის ალყაში მოქცევა ვერ შეძლო ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის არმიამ ბახმუტის მიმდებარედ 40 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გამოიყვანა. მისივე შეფასებით, ოკუპანტებს მთელი დონბასის ხელში ჩაგდება სურთ, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოსახლეობა „გამარჯვებაში დაარწმუნოს“. ბახმუტს უკრაინელები აკონტროლებენ. შეგახსენებთ, ბახმუტთან ბრძოლაში დაიღუპა 5 ქართველი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის თარიღი ცნობილია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ მედიას განუცხადა. მისივე თქმით, არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით ინიციატივა ნიკა მელიას მხარემ წარმოადგინა. „კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი შემოიტანეს. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, საუბარი იყო „ფეისბუქ“ პლატფორმაზე, მეორე იყო - „ბლოკჩეინის“ პლატფორმა. ორივე მხარე „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ აღმოჩნდა“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ. რაც შეეხება თარიღს, კობა ნაყოფიას თქმით, ამასთან დაკავშირებით, თავად გამოვიდა ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებულიყო 2023 წლის 28-29 იანვარი. „ამ საკითხზეც სრული მხარდაჭერა იყო. პრაქტიკულად არცერთი წინააღმდეგი, პოლიტსაბჭომ მიიღო სრული მხარდაჭერით წინადადება და განისაზღვრა არჩევნების დღედ 28-29 იანვარი. კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, 18:00 საათზე, ამ დროის შემდეგ უკვე ახალი კანდიდატი ვერ დარეგისტრირდება“, - აღნიშნა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ. კობა ნაყოფიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი საზრუნავი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი გათავისუფლებაა. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.

რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა

ანკარას და მოსკოვს შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გავლით, სხვა საკვები პროდუქტებისა და საქონლის ექსპორტზე. ამის შესახებ თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ეძღვნება. მისივე თანახმად, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ 13 მილიონ ტონაზე მეტმა მარცვლეულმა შავი ზღვის მარცვლეულის საექსპორტო შეთანხმების ფარგლებში მიაღწია ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებამდე. ერდოღანმა ასევე „გამოხატა თავისი გულწრფელი სურვილები ომის „რაც შეიძლება მალე“ დასრულების შესახებ“. 22 ივლისს თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ, სტამბოლში მოაწერეს ხელი საეტაპო შეთანხმებას უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ, რომელიც ომის გამო შეჩერებული იყო. მარცვლეულის საეტაპო შეთანხმება კიდევ 120 დღით, 19 ნოემბრიდან გაგრძელდა. გარდა ხსენებული საკითხებისა, თურქეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას, თურქეთ-სირიის საზღვარზე, 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების დერეფნის შექმნა მოითხოვა.

პუტინთან კომუნიკაციის შემდეგ, ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარცვლეულის დერეფნის შესაძლო გაფართოების საკითხი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განიხილა. სატელეფონო საუბრის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დიალოგი გაგრძელდა. მადლობა უკრაინელი ბავშვებისთვის თავშესაფრის გამოყოფისა და ასობით გენერატორის მოწოდებისთვის რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა ხაზგასასმელია თურქეთის მხარდაჭერა უკრაინული მარცვლეულის ინიციატივისთვის. ასევე განვიხილეთ შემდგომი სამუშაო და მარცვლეულის დერეფნის შესაძლო გაფართოება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ზელენსკიმ და მაკრონმა უკრაინის სამშვიდობო გეგმა განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკის ოფისის ცნობით, მხარეებმა ზელენსკის 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“ განიხილეს. ზელენსკიმ ნოემბერში, G20-ის სამიტზე წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა. მაკრონმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თუ დათანხმდება მოლაპარაკებებს ომის დასრულების შესახებ, დასავლეთმა უნდა განიხილოს რუსეთისთვის გარანტიების მიცემა უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურაში. მაკრონის განცხადებამ აღაშფოთა უკრაინელი ოფიციალური პირები, მათ შორის უკრაინის მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან, დეპუტატი დავით არახამია. ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ კიევი მზად არის, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები მას შემდეგ, რაც ის გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. 11 დეკემბერს, თურქეთის პრეზიდენტი ტელეფონით ჯერ რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა, შემდეგ კი, კომუნიკაცია უკრაინის პრეზიდენტთან ჰქონდა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სერჰი გაიდაის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ კადიივკაში, „ვაგნერის“ შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ კადიივკაში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ჯგუფის Wagner Group-ის შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა. თავის მხრივ, რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება, რომ 10 დეკემბერს, აფეთქებამ „დახურული“ სასტუმრო გაანადგურა. „რუსები არც კი მალავენ, რომ უზარმაზარი დანაკარგები აქვთ", - განაცხადა სერჰი გაიდაიმ. 28 მარტს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში განათავსა „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მოქმედებენ. ვაგნერის ჯგუფს ბრალი ედება ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის წამებასა და მკვლელობებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში. PMC Wagner-ი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან არის დაკავშირებული, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში არიან.

საქართველოს წარმომადგენელმა საბავშვო ევროვიზიაზე მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ ბიგვავამ საბავშვო ევროვიზია 2022-ის კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა. ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა. მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი გავიდა. პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა, მარიამ ბიგვავამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა I Believe/მჯერა შეასრულა. კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი.

პოდოლიაკმა ისაუბრა, როგორ დასრულდება ომი

ომის დასრულების მხოლოდ ერთი გზა არსებობს: რუსეთის სამხედრო დამარცხება, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და შიდა საბოტაჟი რუსეთის ფედერაციაში. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა. „არ არის საჭირო პუტინის შემდგომი მომავლით შეშინება. ომის დასრულების მხოლოდ ერთი გზა არსებობს: რუსეთის სამხედრო დამარცხება ბრძოლის ველზე + სანქცირებული რუსეთის ეკონომიკის გამოფიტვა + რუსეთის იზოლაცია მსოფლიო ბაზრებზე + საბოტაჟი რუსეთის შიგნით = უკრაინის გამარჯვებას და გლობალური უსაფრთხოების აღდგენას“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აშშ-ის მაღალი დონის დელეგაცია ჩინეთს ეწვევა

აშშ-ის მაღალი დონის დელეგაცია მომავალ კვირას ეწვევა ჩინეთს, რათა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტი მოამზადოს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა. აშშ-ის განცხადება მოჰყვა თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირის კომენტარს, რომ ჩინეთს მოკლევადიან პერსპექტივაში სურს სტაბილური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, რადგან ის შიდა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში დანიელ კრიტენბრინკი და ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსი დირექტორი ლორა როზენბერგერი 11-14 დეკემბერს გაემგზავრებიან ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერები G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. ორმა ლიდერმა პირობა დადო, რომ უფრო გახშირდება კომუნიკაცია ადამიანის უფლებებთან, რუსეთის შეჭრასთან და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ორ ქვეყანას შორის კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვასთან დაკავშირებით და ასევე, თანამშრომლობის პოტენციური სფეროების შესასწავლად. ამასთან, ასევე საფუძველს ჩაუყრის ბლინკენის ვიზიტს.

შვედეთი უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

„უკრაინა შვედეთისთვის პრიორიტეტია“, - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ოდესაში, 11 დეკემბერს გაიმართა. ჩვენ ვხედავთ, როგორ არღვევს რუსეთი ადამიანის უფლებებს, თავს ესხმის უნივერსიტეტებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ზამთრის საბრძოლო მასალებს და დახმარების სპეციალურ პაკეტს, რომელიც დაეხმარება ქვეყანას ზამთრის გადალახვაში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მძიმე თავდასხმების ფონზე. 16 ნოემბერს, შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 287 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის თქმით. ეს „უფრო დიდი სამხედრო მხარდაჭერის პაკეტია, ვიდრე წინა, რვა პაკეტი“. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  (2022-12-08)გაერო: უკრაინის სამ ოლქში 441 მშვიდობიანი მოქალაქის ძალადობრივი სიკვდილის ფაქტი დაადასტურდა დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

იტალიაში, კაცმა ცეცხლი გახსნა - დაიღუპა 3 და დაიჭრა 4 ადამიანი

იტალიის დედაქალაქ რომში კაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ქალი მოკლა და ოთხი ადამიანი დაჭრა. 57 წლის ეჭვმიტანილმა კლაუდიო კამპიმ ცეცხლი, სავარაუდოდ, საბინაო დავის გამო გახსნა.  სამართალდამცავებმა კლაუდიო კამპი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით რომის მერმა, რობერტო გუალტიერიმ საგანგებო სხდომა მოიწვია და ინციდენტი "ძალადობის მძიმე ეპიზოდად” შეაფასა.  

ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო ექსპლუატაციის გამო აზერბაიჯანმა რუსეთს ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით მთიან ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო ექსპლუატაციის გამო აზერბაიჯანმა რუსეთს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა.  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, აიხან ჰაჯიზადემ აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ მიმართა სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობას, თავიდან აიცილოს ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაცია იმ ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული. „ხშირ შემთხვევაში, აზერბაიჯანული მხარის ეს მიმართვები უპასუხოდ რჩებოდა და ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციის აღსაკვეთად არანაირი ღონისძიება არ გატარებულა. ჩვენი ინფორმაციით, ეს განსაკუთრებით ეხება კიზილბულაგის ოქროს და დემირლის სპილენძ-მოლიბდენის საბადოებს",- აღნიშნა აიხან ჰაჯიზადემ.  ჰაჯიზადემ აღნიშნა ისიც, რომ აზერბაიჯანის წარმომადგენლებს კიზილბულაგისა და დემირლის საბადოების ტერიტორიაზე არ უშვებენ.  მისივე თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ მიმართა სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობას, თავიდან აიცილოს ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაცია იმ ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული.  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 დეკემბერს, აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ეკოლოგიის სამინისტროების წარმომადგენლები მივიდნენ გიზილბულაგისა და დამირლის საბადოებზე, რათა იქ, შესაძლო უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით მონიტორინგი განეხორციელებინათ. „ადგილობრივმა აქტივისტთა ჯგუფმა“ ოფიციალურ პირებს შახტების ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, რომ ეს დაუშვებელია, რადგან მონიტორინგის შესახებ შეთანხმება აზერბაიჯანულ მხარესა და RMK-ს სარდლობას შორის მოლაპარაკებებზე წინასწარ იყო მიღწეული.  

ალექსანდრ ვუჩიჩმა, ჩრდილოეთ კოსოვოში ვითარების გამწვავების გამო, საგანგებო სხდომა გამართა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, ჩრდილოეთ კოსოვოში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.  სერბეთის ლიდერის გადაწყვეტილების მიზეზი კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ალბინ კურტიის განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც კოსოვოს პოლიციის სპეცრაზმი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებს ჩრდილოეთ კოსოვოსა და მეტოხიის მაგისტრალებთან აღმართული ბარიკადების აღმოსაფხვრელად. მან სერბებს ბარიკადების მოხსნა 11 დეკემბრის საღამომდე მოსთხოვა. კოსოვოს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ კვინტას ქვეყნებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია) ონლაინ შეხვედრაზე მოახსენა, რომ მან ულტიმატუმი წაუყენა ჩრდილოეთ პროვინციაში მცხოვრებ სერბებს, რათა ჩრდილოეთ კოსოვოსა და მეტოხიის მაგისტრალებიდან ბარიკადები მოეხსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაციაში კოსოვოს პოლიცია ჩაერევა. მანამდე, იარინიეს საგუშაგოზე დააკავეს ყოფილი სერბი პოლიციელი დეიან პანტიჩი. საპასუხოდ, სერბმა მოსახლეობამ საგუშაგოსთან რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, ბარიკადებით გადაკეტა გზატკეცილზე გადასასვლელი და საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. კოსოვოში ევროკავშირის მისიის პატრული, ასევე კოსოვოსა და მეტოხიაში NATO-ს ეგიდით დაქვემდებარებული საერთაშორისო მისიის თანამშრომლები ბარიკადებისკენ გადაისროლეს.   

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები ბექა ოდიშარია, მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, გივი ჭიჭინაძე არიან. კანონპროექტით განმარტებულია, რომ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების მოთხოვნით მიმართვის დროებითი უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდებათ. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით კი, 2018 წელს ისარგებლა 3120-მა, ხოლო 2019 წელს 7234-მა მოქალაქემ. მათი განმარტებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1217-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 3186-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.